შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გაიღიმე პატარავ, ცხოვრება მშვენიერია" [თავი 1]


31-01-2016, 10:49
ავტორი ჩუმა
ნანახია 2 428

თავი 1

-არა, მოვკვდები და მაგ არსებას შენს თავს არ დავუთმობ-გამწარებული ვუყვირე ელენეს
-რას ერჩი?-საწყლად ამოილაპარაკა ელემ
-ტვინი გაქვს? გოგო სამჯერ დაბალია ტიპი შენზე, მერე ნახე რას გავს, გიგოზე გაბრაზებული რომ მაგ სი*ს შეხვდი დავაიგნორე მარა საცოლეე?? მირჩევნია მოვკვდე რა-კვლავ ვყვიროდი მე, ელენე კი ქუჩაში, ერთ-ერთ ბნელ ჩიხში კუთხეში მყავდა მიმწყვდეული
-მიყვარს-ცრემლები წამოუვიდა მას
-კი ბატონო, რა ჩემი საქმეა, წავალ ახლა მე, დავჯდები სახლში მშვიდად, შენ კი მთელი ცხოვრება თავზე ჩამოგენგრევა, იმას კი არ იტყვიან, უი, ელენე ფარულავას რა კარგი საქმრო ჰყოლიაო? იტყვიან, სად აქვს ამ გოგოს თავში ჭკუაო, ყველა შენ დაგცინებს, მერე კი ტირილით არ მომადგე, აირჩიე, ან მე ან ის ელენე-წამოვუყენე პრეტენზია
-თამუუ, შენ ჩემი და ხარ, ის შეყვარებული, ორივე ძალიან მიყვარხართ-ცრემლებში იხრჩობოდა ის
-კარგი, ჩათვალე მოვკვდი, აღარ ვარსებობ, წადი და დღესვე გაყევი ცოლად, რაც გინდა ის ქენი-ხელი ავიქნიე ისე თითქოს არ მაინტერესებდა და სწრაფად დავტოვე იქაურობა
-საზიზღარი, იდიოტი, კრეტინი, მაგას შევარჩენ? გაასულელა, იპოვა გულუბრყვილო ბავშვი, სი*ი ეგ-ვლანძღავდი და ჩემი "სასიძოს" სახლისკენ მივდიოდი. ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, სადარბაზოსთან რომ მივედი და კოდი მომთხოვა უფრო მომეშალა ნერვები და მაგრად დავარტყი ხელი კარს
-ეხლავე იმ სი*ის ტელეფონის ნომერი გამონიგზავნე-ჩავყვირე ყურმილში ელეს
-რაგინდა თამარა? რატომ არ მანებებ თავს? მიყვარს და მორჩა-ეხლა ისიც აკივლდა იქედან
-უყვარს გოგოს, სიყვარულს განახებ მე, განახებთ როგორ უნდა სიყვარული-ლამის ჭკუიდან ავჭრიკიყავი იმდენად ვიყავი გაბრაზებული
-ვინმეს ეძებთ?-სადარბაზოს კართან გაჩერებულ მაღალ სილუეტს გავხედე, დაბალი ბოხი ხმა ჰქონდა, ხრიწიანი
-სადარბაზოს პაროლი შეიყვანე თუ იცი, დანარჩენი არაა შენი ტ*აკის საქმე-შევუღრინე ბიჭს და კართან მივუშვი
-ვის მოსაკლავად მიდიხარ?-ცალყბად გაიღიმა მან და კარი გააღი. პასუხი არ დამიბრუნებია ისე შევვარდი შენობაში, 8 სართული სირბილით ავირბინე და კარზე გაუჩერებლად დავიწყე ბრახუნი
-ნორმალური ხარ?-ღრენით გამიღო ჩემზე ოდნავ დაბალმა სილუეტმა კარი
-მომისმინე შე ლილიპუტო-თმაში ხელი წავავლე და ყბაში ერთი გემრიელად გავუქანე მუშტი-გამოიჭირე არა გულუბრყვილო? ნეტა არ შეგრცხვება მასთან ერთად რომ გამოჩნდები შენი გარეგნობის? იცოდე მასთან მიკარებული არ დაგინახო შე ბო*ო, თორემ ტვინს გაგასხმევინებ, გოგო რომ ვარ არ იფიქრო რომ ხელი ამიკანკალდება, მიწაში დაგმარხავ ცოცხლად თუ ელენეს ისევ გაკეკარები-ვუყვიროდი და გამეტებით ვურტყავდი მუშტებს
-გაჩერდი-ჩამჩურჩულა ყურში ბოხმა ხმამ და მალევე ვიგრძენი როგორ ამიყვანა ხელში, გულზე მინიხუტა, კარი გამოიჯახუნა და კიბით კიდევ ერთი სართული აიარა, შემდეგ კი სახლის კარი შეაღო და იქვე დივანზე დამსვა
-წყალს მოგიტან-მითხრა და სხვა ოთახში გავიდა
-მადლობა-ვუთხარი როდესაც წყლიანი ჭიქა დავცალე და იქვე დავდგი
-რას ერჩოდი იმ საწყალს?-გამომხედა ღიმილით
-ჩემს დას თავი შეაყვარა, არა რა ამის ბრალია, ისაა სულელი, ოხ როგორ მეშლება ნერვები, ორივეს ავკუწავ-ვთქვი და თავი ხელებში ჩავრგე, თვალიდან წამოსული ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე და ტელეფობს დავხედე რომელზეც ელენე რეკავდა
-ნორმალური ხარ? შენნაირი დის ყოლას სულ არ მყოლოდა ჯობდა-ტირილით იძახდა ელენე ყურმილში
-როგორც გინდა, ჩათვალე მკვდარი ვარ, ოღონდ ძალიან ნუ იგლოვებ. მეცოდები-ვუთხარი ცინიკურად და ტელეფონი გავუთუშე
-მოდი, დამამშვიდებელი დალიე, დაწყნარდი, შენც ცოდო ხარ-თბილად გადმომხედა ბიჭმა და წამალი გამომიწოდა
-მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან კარგი ადამიანი ხარ-გავუღიმე ბიჭს და წამალი დავლიე, მალევე მოვითენთე, მითხრა ლუკამ (ამ ბიჭმა) საძინებელში გადი დაიძინეო, თუმცა მეუხერხულა და ისევ იქ ვიჯექი, თუმცა მალევე მიმელულა თვალები და მორფეოსში გადავეშვი. გამოფხიზლებულს კი ვიღაცის საუბარი ჩამესმოდა, თვალები ნელა გავახილე და უცნობ ბიჭს გავხედე რომელიც წელს ზემოთ შიშველი იდგა მისაღებში მის უკან კი ლუკა იდგა, რაღაც ეჭირა ხელში და უცნობის ზურგს გაკვირვებული უყურებდა
-გაიღვიძა ბიჭო-ხრიწიანი ხმით თქვა ბიჭმა და ლუკას გახედა
-ორი მოსავლელი მყავს სახლში-გაიცინა ლუკამ და გამომხედა-როგორ ხარ?
-მადლობა, კარგად, სამსახურში უნდა წავიდე სასწრაფოდ, მადლობა რომ დამეხმარე-როგორც კი გარეთ გავიხედე და ღამე იყო სწრაფად წამოვხტი ფეხზე
-ეხლა? ეხლა რა სამსახურში უნდა წახვიდე?-გაიკვირვა ლუკამ
-რესტორანში ვმუშაობ, შეფ-მზარეული ვარ-გავუღიმე და უცნობს გავხედე, მისი ტანი შევათვალიერე თუარა სიცილი ამიტყდა
-რა გაცინებს?-წარბი ამიწია უცნობმა
-მწვანე ჟირაფს გავხარ-ვუთხარი სიცილით
-მე მეგონა იხვნისკარტას ვგავდი-ორინიული ღიმილით გადმომხედა მან
-სახეზედაც დაყრილი გაქ, წაუსვი ლუკიჩ მაგ მწვანე რაღაც, კაი წავედი,-ლოყაზე ვაკოცე, ხელები მხარზე დავკარი მეგობრულად და ქურთუკი ჩავიცვი
-შენი ტელეფონი დამჯდარი იყო და შეგიერთე ვიფიქრე დაგჭირდებოდა-გამომხედა მან და ჩემი შავი აიფონი გამომიწოდა
-მადლობა-კიდევ ერთხელ ვაკოცე ლოყაზე და სწრაფად გავვარდი სახლიდან, ლიფტით ჩავედი პირველ სართულზე და მთავარ ქუჩაზე გასულმა ტაქსი გავაჩერე, რესტორნის მისამართი ვუკარნახე.
-ჩემო თოჯინებო, ვეღარ აუდიხართ შეკვეთებს?-სიცილით გავხედე კოლექტივს და რეზინის ხელთათმანები ჩავიცვი.
-სხვათაშორის 2 შეფ-მზარეულის კერძია შეკვეთილი ჯერჯერობით, რომ დაგინახე შემოხვედი არ გავაუქმებინე-თვალები მიბრიალა ქრისტინემ
-ბეკონი შემწვარი გაქვთ? უცებ მოვამზადებ-ვუთხარი მათ და სწრფად დავიწყე პომიდვრის წვრილად დაჭრა.
-კი, თან სერიოზული ხალხიაო, შენ უნდა მიართვა პირადად-მითხრა ჩემმა თანაშემწემ თეკომ.
-კარგი, სოკო შეწვი, მანამდე მე საწებელს გავაკეთებ-ვუბრძანე თეკოს და ჩემი საფირმო საწებელის კეთება დავიწყე.
-შეკვეთა იგვიანებსო, ბატონმა გურჩიანმა-სინით ხელში შემოვიდა ქრისტინე
-ფეხებზე კიდია შეფსთო უთხარი-გავუცინე გოგონას და კერძს ლიმონი მოვაწურე თავზე.
-რომელია გურჩიანი? მე უნდა წავუღო?-ვკითხე შეწუხებული სახით ქრისტის
-ხო, 11 მაგიდაზე ზის, მიდი-მითხრა და კარში გამატარა, სახეზე ღიმილი ავიწებე და მეთერთმეტე მაგიდისკენ წავედი, მამაკაცი ზურგით იჯდა, უკნიდანაც კი ეტყობოდა კარგად დაკუნთული სხეული.
-აი თქვენი შეკვეთა-ერთი თეფში წინ „გადაშპაკლულ“ ქალს დავუდე, მეორე კი გურჩიანს, არ ვიცნობდი მაგრამ როგორც სახეზე შევხედე ფხუკუნი ამიტყდა.
„ამან აქ მოსვლა როდის მოასწრო?“-ვკითხე ჩემს თავს.
-რამეს ხედავთ სასაცილოს?-მკითხა ქალმა გაბრაზებულმა
-იქნებდა თქვენზე არვიცინი? მე თქვენს პარტნიორზე ვიცინი-წარბი ავუწიე მას
-და მასში რას ხედავთ სასაცილოს?-დაიწიკვინა ქალმა
-როგორც ვიცი მაკიაჟს ბიჭები ვერ იტანენ და-ფხუკუნით გავხედე ბიჭს რომელსაც სახეზე გამონაყარი ტონალურის მცირე ფენით გაექრო
-ყველა ქალისთვისაა მაკიაჟი აუცილებელი, ალბათ თქვენ ქალების რიცხვს არ მიეკუთვნებით-ირონიულად გაიცინა ქალმა
-გაჩუმდი ლიკა-უთხრა მშვიდად გურჩიანმა ქალს და ამომხედა, მის თვალებში შევნიშნე თუ რამხელა მრისხანება იმალებოდა, თუმცა გარეგნულად არაფერს იტყობდა
-უკაცრავად, რისი ხორცია?-მკითხა კვლავ ქალმა და მე გამომხედა
-იხვნისკარტის, მშვიდად მიირთვით-სერიოზულად ჩავილაპარაკე და სამზარეულოში დავბრუნდი. მერე კი ძლივს შეკავებული სიცილი წამსკდა. კვლავ დავიწყე საკვების კეთება, თან პერსონალს მითითებებს ვაძლევდი, აქ ხომ უფროსი მე ვიყავი? უკვე 12 საათი იყო დაღლილი რომ გავედი ჩემს კაბინეტში და ფარდები ჩამოვაფარე
-რა კარგია, 2 საათიც და დავიძინებ-ამოვილაპარაკე და სასაცილო ქუდი მაგიდაზე დავაგდე, ფეხები ჩემს სამუშაო მაგიდაზე შემოვაწყვე და პროდუქტის ჩაბარების აქტებს დავხედე.
-ხვალ ახალ პროდუქტებს მოიტანენ, ანუ ცოტა ადრე მოვიდე-თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და როგორც კი კარზე დააკაკუნეს გავძახე შემოსულიყვნენ
-რას გავდა შენი საქციელი?-გაბრაზებული შემოვიდა ჩემს კაბინეტში გურჩიანი
-აჰა, მოიშორე ეგ რაღაც, კიდევ უფრო გაგიმიზეზდება-ხელსახოცი სიცილით მივაწოდე მას და ფეხები მაგიდიდან ჩამოვწიე
-მადლობა-მითხრა და მართლაც მოიშორა სახიდან ტონალური
-ნუ მიყურებ ეგრე, წითელა მაქ-შემომიბღვირა და იქვე დაკიდებულ სარკეში წითელი მუწუკები შეათვალიერა სახეზე.
-მერე ეხლა სახლში არ უნდა იყო? იქნებ და გადამედო-გაბრაზებულს გამახსენდა ის რომ არ მქონია ეს დაავადება.
-რაში მაინტერესებს, თუ გადაედო ჩემთვის კარგი, დამასვენებს ერთი კვირა-თვალები აატრიალა მან
-მომშორდი აქედან,მე ჩემს თავზე გითხარი, ეგ დაავადება არმქონია-ვუთხარი გაბრაზებულმა, წამოვდექი და გასასვლელისკენ ვანიშნე
-ლუკამ მთხოვა, თამარას ნომერი გამიგეო, აჰა, მიწერე, თუგინდა წაშალე მერე მესიჯი, რომ არ იფიქრო რომ მე მაინტერესებს-მითხრა უხეშად და ხელში მობილური მომაჩეჩა
-პაროლი ადევს მესიჯებს-ვუთხარი სიცილით
-ნიტა, ქართული ასოებით-მითხრა მანაც და ჩემს სავარძელში დაჯდა, მეც სწრაფად ჩავწერე პაროლი და მის მესიჯებს გადავავლე თვალი „ნინო“ „გვანცა“ „ელენე“ და კიდევ უამრავი გოგონას სახელი ეწერა გამორჩეულად მხოლოდ „პრინცესა“ მომყვა თვალში მაგრამ არ გამიხსნია მესიჯები, სწრაფად მოვძებნე კონტაქტებში „ლუკა“
-აქ ბევრი ლუკაა-ამოვიწუწუნე მე
-89-ზე ბოლოვდება ნომერი-მიმანიშნა მანაც, მეც სწრაფად ვიცანი მისი ნომერი და ჩემი ნომერი მესიჯად გავუგზავნე, შემდეგ კი მესიჯი წავშალე.
-აჰა-გავუწოდე დაბლოკილი ტელეფონი მას
-თამააარ, გამოდი, ის უჟმური გეძახის-ცხვირაბზუებული შემოვარდა თეკო კაბინეტში
-მაგას ერთი დღე იქნება მთელ რესტორანში იმ გრძელი ცხვირით ვათრევ-გაბრაზებულმა ვთქვი მაგრამ ბოლოს მაინც გავიცინე-არა მამენტ სიმპატიური არის
-თან რა საყვარელია-ამყვა თეკოც და ესე სიცილით გავედი გარეთ მაგრამ მალევე გამახსენდა გურჩიანი და კაბინეტში თავი შევყავი.
-გურჩიანო, უკანა კარიდან გადი თუგინდა, ისეთი ლამაზი მუწუკები გაქ სახეზე მთავარ დარბაზში რომ გაივლი შეშურდებათ-დავცინე გურჩიანს და სიცილით დავბრუნდი სამზარეულოში, შემდეგ კი მთავარ დარბაზში გავედი.
-მივესალმები ბატონ დემეტრეს-ვთქვი და დემეტრეს თავზე დავადექი
-მარილი აკლია-მითხრა წუწუნით
-შენ თუ გრძნობა არგაქ რაჩემი ბრალია, ხან პილპილი აქ ბევრი ხან აკლია ხან მარილიაქ ბევრი და ხან ვაფშე არაქ, არ გეჩვენება რომ ზედმეტი მოგდის?-გაბრაზებული დავჯექი მის წინ მდგარ ცარიელ სკამზე
-აბა სხვანაირად როგორ გნახო?-ღიმილით გადმომხედა მან
-ჯანდაბა, იყავი და მოიფიქრე სხვადასხვა მიზეზები, ბევრი კლიენტი მეყოლება და დიდი ხელფასიც მექნება-ენა გამოვუყავი და მაგიდიდან ავდექი
-მოიცა რა, ერთი შანსი მაინც მომეცი-საწყლად ამომხედა მან
-ნუ მანიპულირებ შენი მწვანე თვალებით სიჭინავა-ვუთხარი სიცილით
-შემხვდი ხვალ-პირდაპირ მითხრა მან
-მაპატიე არმცალია, ეხლა კი სამზარეულოში უნდა გავიდე ბევრი შეკვეთაა-თავი ავარიდე მას და სამზარეულოს მივაშურე, ფანჯრიდან გამოვხედე ღიმილით იჯდა მარტო მაგიდასთან და საჭმელს დასცქეროდა.
-უყვარხარ არა?-ყურთან ახლოს მომესმა ნაცნობი ხრიწიანი ხმა და შიშისგან შევხტი
-მერე რა შენი საქმეა?-ვუთხარი უხეშად და მის გამოკვეთილ ყბას მივაჩერდი, უნდა ვაღიარო, ძალიან მაღალი იყო ჩემთან შედარებით, მიყვარს მაღალი ბიჭები, ჩემი დის მსგავსად ჩემზე სამჯერ დაბლები არ მიზიდავს.
-ტუჩებზე შემომხედე, ყბაზე მიმზიდველია-ირონიულად მითხრა და თითით მისი ტუჩებისკენ მიმანიშნა
-განსაკუთრებით აი ეგ მუწუკი-ირონიულად ვუთხარი და თითით ტუჩის ოდნავ ქვემოთ მივადე, სადაც წითელას კიდევ ერთხელ გამოევლინა თავი.
-ნუ დამცინი.-ხელი ძირს ჩამომაწევინა და წარბებაწეული მომაჩერდა
-რა?-გავიცინე და შოკოლადისფერ თვალებში ჩავხედე
-არასდროს მომწონდა ცისფერთვალება გოგონები-მითხრა და ხელი შემიშვა, შეტრიალდა და უკანა გასასვლელისკენ წავიდა.
-შეფ-მზარეულის კერძია შეკვეთილი, აქამდე მომერიდა მოსვლა, გურჩიანი ისე გესაუბრებოდა-თქვა თეკომ და მიმავალ გურჩიანს გააყოლა თვალი
-ეხლავე გავაკეთებ-ვუთხარი და ახალი რეზინის ხელთათმანები მოვირგე შემდეგ კი ჩემს საყვარელ პროფესიაში ჩავეფალი თავით..
-რესტორანი იკეტება. აქაურობას დავასუფთავებთ და წავალთ-შემოვიდა ქრისტინე სამზარეულოში და სინი მაგიდაზე დადო.
-კარგი, დაგეხმარებით და გაგიყვანთ სახლში მერე-ვუთხარი და დარბაზში გავედი სადაც უკვე ხალხი აღარ იყო. დაცვას კარები შიგნიდან დაეკეტა და წასასვლელად ემზადებოდნენ.
-გიოო-ვიყვირე და ბარმენს გავხედე
-გისმენ?-სწრაფად მოტრიალდა ჩემსკენ.
-მაგიდაზე რა ნივთებიც იყო ყველა სეიფში შეინახე, შეიძლება პატრონმა მოაკითხოს, ბარის დალაგებას რომ მორჩები-ვუთხარი და სხვებს მოვავლე თვალი
-დასალაგებელს კი თავი დაანებეთ, ხვალ დილით დამლაგებლები მოვლენ-ვუთხარი და გასახდელში გავედი. სწრაფად გავიხადე ფორმა და ჩვეული ჯინსის შარვალი ჩავიცვი, მასზე შავი ზედა და ცისფერი ქურტუკი მოვიცვი, მანქანის გასაღები ხელში ავიღე და კაბინეტში შევედი. კომპიუტერი გამოვრთე და სინათლე ჩავაქვრე.
-აბა, ვინ გაგიყვანოთ სახლში?-გავხედე გოგოებს
-მე მომაკითხავენ-გაიცინა ქრისტინემ
-მე რათქმაუნდა წამოვალ-გამიღიმა თეკომ
-მეც წამოვალ-გამოვიდა გასახდელიდან ლანაც
-მე გიომ მითხრა გაგიყვანო-მხრები აიჩეჩა ლილემ და გიოს გადახედა მანაც თავი დაგვიქნია და ბარიდან გამოვიდა.
-დანარჩენები ქეთიმ წაიყვანა ხო?-ვიკითხე და თეკოს ხელი გადავხვიე
-ხო, წავედით ეხლა-მეორე ხელი ლანას მოვხვიე და გავიცინე-რა ნაშები მყავსს
-ნაშებს გაჩვენებს თუ გაგიგო ეგ იმ ბიჭმა მოიცა რა ქვია? მათე?-სიცილით გადახედა თეკომ აწითლებულ ლანას
-მე არ მევასება ეგ ბიჭი-შეუბღვირა ლანამ თეკოს და მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა
-იმას მოსწონხარ რაც მთავარია-ვუთხარი მე და მანქანა დავძარი.
-თეკს, დარჩი ამაღამნ ჩემთან, იმას ვერ ვთხოვ, დედას მარტო ვერ ტოვებს-ვანიშნე ლანაზე
-რაზეა ბაზარი-გაიცინა მან
-აუ მეც მინდა თქვენთან-სახე მოექუფრა ლანას
-ცოდოა დედაშენი, მოდი ჩვენ წამოვალთ შენთან-თავი დაიპატიჟა კონჯარიამ (თეკო) ლანასთან
-აი ეს ორი მეგრელი სად შეხვდით ერთმანეთს რა-ამოიბუზღუნა მან-კაი წავიდეთ ჩემთან
-მეგრელები სულ ყველგან ვპოულობთ ერთმანეთს-შევიქე თავი და ლანას გავუღიმე
-მე თუ ვარ აჭარელი რატო მჩაგრავთ?-წარბები ასწია მან
-არ გჩაგრავთ ლანუკი, მაგას მათე არ გვაპატიებს-გაიცინა თეკომ და როგორც კი მანქანა ლანას ბინასთან გავაჩერე მანქანიდან გადახტა.
-დამანებეთ რა თავი, არ მომწონს მე ეგ მათე-წუწუნით გადმოვიდა ლანა მანქანიდან და სადარბაზოსთან მდგარი მომღიმარი მათე რომ დაინახა რომელიც სიგარეტს ეწეოდა ადგილზე გაშეშდა
-კარგი, გადავიფიქრეთ ჩვენ შენთან დარჩენა, კარგად-ვუთხარი და თეკო მანქანაში ჩავტენე
-მეც თქვენთან მოვდივარ-სწრაფად მოეგო გონდ და მანქანაში დაჯდა
-სად მირბიხარ, ვერსად გამექცევი-დაუძახა მათემ მაგრამ არასფრის დიდებით არ გადავიდა მანქანიდან, სანამ არ მაიძულა მანქანა არ დამეძრა,
-დედას დავურეკავ და ვეტყვი-ამოიბუტბუტა მან და მობილური ყურზე მიიდო, დედამისს სიტუაცია აუხსნა და უთხრა რომ ჩემთან რჩებოდა და ეხლა გეზი ჩემი სახლისკენ ავიღეთ.
-სახლში მარტო ხარ?-მკითხა ლანამ როდესაც კარებს გასაღები მოვარგე
-ხო-ვუთხარი და შუბლი შევკარი, კარი გავაღე და შიგნით შესულს ელენე რომ დამხვდა დივანზე მჯდომი გაბრაზებულმა ვისროლე მაგიდაზე მანქანის გასაღები
-აქ რას აკეთებ?-ვკითხე და წინ დავუდექი
-რას ვაკეთებ? ჩემი სახლია და აქ ვარ-მომიგო მან ცივად
-შენი სახლი როდის მერეა? შენ მუშაობდი რესტორანში მთელი დღე და ღამე? შენ? დღესაც ვიხდი ბინის პროცენტს ბანკში რომ შენ ქუჩაში არ გეცხოვრა, რადგან როდესაც ბინის ფულს ვაგროვებდი, აიფონ 6 გინდებოდა, საშოპინგოდ წასვლა გინდებოდა და დაქალებთან ერთად კლუბში წასვლა გინდებოდა, შე ბო.ზო, დავაი დაახვიე ეხლა ამ სახლიდან, ამ ხალათის და საცვლების მეტს ჩემგან ვერაფერს ეღირსები, ჩემი შრომით მოპოვებულ ფულს რომ ანიავებდი კარგი იყო? წადი და იმ შენმა შეყვარებულმა გარჩინოს, იმას კიარ ფიქრობდი რომ შენს დას მიხმარებოდი ცხოვრების მოწყობაში, ჩემგან მუდამ ითხოვდი ყველაფერი საუკეთესო გქონოდა, იმათთან მეგობრობდი მამიკოს ფულებით რომ იყვნენ კარგი გოგონები და მერე შენც ყველაფერი გინდოდა, მაგრამ იმას აღარ ფიქრობდი საიდან მომქონდა ეგ, ერთხელ გიფიქრია ჩემსავით 19 წლიდან გემუშავა?-მივაყარე ყველაფერი რასაც ვფიქრობდი და გაბრაზებულმა მაგიდას ფეხი დავკარი
-არ მიფიქრია იმიტომ რომ შენ ვალდებული იყავი გერჩინე, შენ ჩემი უფროსი და ხარ და ვალდებული იყავი-მიყვირა მანაც
-ხოდა დაახვიე ეხლა აქედან-ხელი წავავლე მაჯაში და ძალით გავათრიე კარებთან, სადარბაზოში გავაგდე და კარები შიგნიდან ჩავკეტე
-ხედავ რა მითხრა? პროსტა ხვდები რა მითხრა?-წამოვენთე და გოგონებს გავხედე
-არ დაგიმალავ და შენი და მაგარი სწერვა იყო თავიდანვე, ხოიცი რო არ ვევასებოდით, ერთხელ სახლიდანაც კი გაგვყარა-თვალები აატრიალა თეკომ
-გაგყარათ? გაგიჟდით? ეგ რატო არ მითხარით?-გავკაპასდი მე
-რავი, ისე გიყვარდა ხელის გულზე ატარებდი და ვერაფერს ამჩნევდი, ჩვენც არარფერი გითხარით-უხერხულად მითხრა ლანამ
-ნახე კიდევ აბრახუნებს, ეხლა გავუხტები და მოვკლავ ამას-წამოვენთე როდესაც 10 წუთის შემდეგ კაკუნი და კივილი არ შეწყდა
-კარგი გოგო დამშვიდდი, მიდი სიმღერები ჩართე-მითხრა თეკომ და ნოუთბუქს დინამიკები შეუერთა, მეც ჩემი საყვარელი სიმრერა ბოლო ხმაზე ჩავრთე (raing-Don’t let me go)
-ესე ჯობია-იყვირა ლანამ ბოლო ხმაზე და სიმღერას ტანი ააყოლა, 4 საათამდე ვგიჟობდით, ცოტა დავლიეთ კიდეც, თუმცა ხვალ სამსახური გვქონდა და არ გინდოდა პახმელიაზე მივსულიყავით იქ.
-კაპიტანო, გაიღვიძე-შემანჯღრია ვიღაცამ. თუმცა თვალი გავახილე და ხელში თეკო შემრჩა.
-რაგაღრიალებს-თვალები ავატრიალე და ბალიშს ჩავეხუტე
-ვიღაც ბიჭია მოსული, შენთან შეხვედრა უნდა-მითხრა და ოთახიდან გავიდა, მეც სწრაფად ავდექი და ხალათი მოვიცვი პიჟამოებზე.
-შენ აქ რა გინდა?-შევუღრინე დივანში მჯდარ „სასიძოს“
-ელენეს ნივთების წასაღებად მოვედი, ცოლად მომყავს-გამომიცხადა მან
-ხოდა თუ ცოლად მოგყავს მიდი და ყველაფერი უყიდე, ის ელენეს ნივთები არაა, ჩემი ნაყიდია ყველაფერი და სანამ გცემე აახვიე აქედან, სამი ერთზე დაგაჩმორებთ-ვუთხარი და მთავარი კარი გავაღე, შუბლშეკრული გავხედე მიმავალ სხეულს და კარები მთელი ძალით მივაჯახუნე
-დამშვიდდი, ჩაიცვი ეხლა და სახლებში გაგვიყვანე, მერე კი წაეთრიე სამსახურში-საჯდომზე ხელი მომარტყა თეკომ და ოთახში შემაგდო
-გოგოებო, ელენეს ნივთებიდან თუ რამე მოგეწონებათ წაიღეთ, მე არაფერი მჭირდება, ტყუილად გადაყრას თქვენ გქონდეთ-გავძახე მათ და ტანსაცმლის კარადა გამოვაღე.
//
-ნახე ნახე, რა დაბღვერილი დადის, ლამისაა შუაზე გაგვგლიჯოს-სიცილით უთხრა გიომ ქრისტინეს „ჩუმად“
-მოკეტეთ რა-ხელი ავიქნიე და უკანა კარიდან მიყრუებულ ჩიხში გავედი. იქვე დავჯექი და ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე, მოვუკიდე და ნიკოტინი ფილტვებში გადავუშვი, ჩემი ყურადრება კი ტელეფონის ვიბრაციამ მიიპყრო, მობილური ამოვიღე და დაფარული ნომრიდან მესიჯი გავხსენი
„გაიღიმე პატარავ, ცხოვრება მშვენიერია“

წაიკითხეთ და შეაფასეთ!
ვოვა ჩუმაკი დაბრუნდა!



№1  offline მოდერი bibo

Cudad var sicilisgan gadavbjirdi :D chemi gvari hoi saocrebav :D :D metqi meladeba raunda chem gvars aq.ai vgijdebi shenze saswauli xar cicqna chemi tkbilmware gogoogoooo :* miyvarxar gijoooo sashinlad me shen warmatebebii chemi tkbilo muraba shokolado torto gogoo

 


№2  offline წევრი ჩუმა

bibo
Cudad var sicilisgan gadavbjirdi :D chemi gvari hoi saocrebav :D :D metqi meladeba raunda chem gvars aq.ai vgijdebi shenze saswauli xar cicqna chemi tkbilmware gogoogoooo :* miyvarxar gijoooo sashinlad me shen warmatebebii chemi tkbilo muraba shokolado torto gogoo

ჩემო შავო შოკოლადოო :დ:დ:დ:დდ: მეც ძალიანმიყვარხართ შენც და იხვნისკარტაც :დ

 


№3  offline წევრი Firefly

მომეწონა ძალიან,
თუმცა,შემეცოდა ელენე რაცარუნდა იყოს მისი დაა...
გელოდები მოუთმენლად... love
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი ჩუმა

Firefly
მომეწონა ძალიან,
თუმცა,შემეცოდა ელენე რაცარუნდა იყოს მისი დაა...
გელოდები მოუთმენლად... love

მადლობა <3 <3 <3 :D:D:D

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან მომწონს,გააგრძელე.

 


№6  offline წევრი kaxelii

ძალიან კარგიაა ელენესნაირები მეტის ღირსები არიან ეს გოგო მომეწონა მზგრად ესეთებზე ვგიჟდები. ველოდები მომდევნო თავს მალე დადე რაა

 


№7 სტუმარი darina

Kargi iumoris grdznoba gaqvs dzalian magari xar martla gamixalise dgevandeli dge, gvichiani momewonaaa, sheni pirveli istoriac dzalian momwonda.

 


№8  offline წევრი ჩუმა

Lanas Statusebi
ძალიან მომწონს,გააგრძელე.

მადლობა <3

nino k.d.
ძალიან კარგიაა ელენესნაირები მეტის ღირსები არიან ეს გოგო მომეწონა მზგრად ესეთებზე ვგიჟდები. ველოდები მომდევნო თავს მალე დადე რაა

დავდებ მალე <3

darina
Kargi iumoris grdznoba gaqvs dzalian magari xar martla gamixalise dgevandeli dge, gvichiani momewonaaa, sheni pirveli istoriac dzalian momwonda.

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent