შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი კოცნა პირველ ვალენტინობას (სრულად)


31-01-2016, 11:12
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 7 084

დღესასწაული ჩემთვის ყოველთვის იყო პარადოქსული მოვლენა,იყო ნათელიც და ბნელიც.იყო ამაღელვებლად სასიამოვნოდ და ამავდროულად სენტიმენტალურად მშვიდიც.გრძნობები ირევა,ირევა ისე,როგორც არასდროს და თან,როგორც ყოველთვის.საოცარი არაა?
უცნაური გრძნობით შეპყრობილი დღესასწაული.სიცივე და სიცხე..14 თებერვალი,რომელიც ხურს და შენს სხეულს ენერგიას მატებს და თან აკლებს.ისევ პარადოქსულად სასიამოვნო,ისევ 14 თებერვალი.
პირველად ამ დღის შესახებ 5 წლის ვიყავი,როცა გავიგე,ბაღში დავდიოდი,როცა დაახლოებით ერთი წლით უფროსმა ბიჭმა მეორე ჯგუფიდან,რომელიც თვალს არ მაშორებდა ხოლმე,ტუჩები ჩემს ტუჩებს მიაწება.არ შევწნინააღმდეგებივარ,რადგან ყვავილებიც მაჩუქა,ვარდისფერი ვარდები.ეს მაშინ ძალიან მიყვარდა.
იმ დღეს დედას ვკითხე ვალენტინობის შესახებ და მითხრა,მხოლოდ ცრურწმენააო,თუმცა მამას მაინც უყვარდა ეს დღე.მახსოვს დედაჩემისთვის ამ დღეს მუდამ მოჰქონდა ხოლმე რაღაც ყუთი,რომელშიც დღემდე არ ვიცი რა იდო.დედაჩემს უხაროდა ხოლმე,სულ გაბრწყინებული ჰქონდა თვალები,როცა კარებში მამას დაინახავდა.ეს მეც მიხაროდა და მეგონა,რომ ეს დღე ბედნიერების საწყისი იყო.მეგონა,რომ 14 თებერვლის შემდეგ ბედნიერება იწყებოდა.
5 წლიდან ჩემს ოთახს ბუშტებით ვრთავდი ხოლმე ყოველ ვალენტინობას.მიხაროდა ეს პროცესი,თუმცა მომზადების ეტაპი მირჩევნოდა ამ დღეს.
-ჩემი პრინცესა ხარ..აუცილებლად მოვა შენი პრინცი-ლოყაზე მაკოცა მამამ და გულში ჩამიკრა.მიყვარდა მისი უხეში სახე,მისი ძლიერი ხელები..მასაც ვუყვარდი.ამბობდა,რომ მე და დედა მისთვის ყველაზე ძვირფასები ვიყავით.მეც მიხაროდა,მიხაროდა საოცრად!

მას შემდეგ მრალავი ვალენტინობა გავიდა.9 წლის ვიყავი,როცა პარალელური კლასელი ბიჭისგან ველოდი საჩუქარს.ვფიქრობდი,რომ ეს რაღაც გრანდიოზული უნდა ყოფილიყო.ვიცოდი,რომ თვალებით მეთამაშებოდა ხოლმე.იმ დღესაც გამოჩნდა.გაკვეთილების მერე მოდიოდა ჩანთააკიდებული,თან მიღიმოდა.მეგონა,რომ მე ვაინტერესებდი,ესეც ფილმი მეგონა.ისეთი ფილმი,როგორსაც დედაჩემი უყურებდა ხოლმე ყოველ ვალენტინობას.სასიყვარულო მელოდრამა მეგონა ჩემი ცხოვრება,მაგრამ ბიჭი ასე არ მოქეულა.ის უბრალოდ მომიახლოვდა და მოკლე კაბა ამიწია,შინ რა გაცვია.შემეშინდა და თან გამიკვირდა.ამას ნამდვილად არ ველოდი მისგან.
-წადი შენი.არაკაცი ხარ!-ეს სიტყვები ფილმში გავიგონე ცოტა ხნის წინ.
-გოგო ხარ!-ღიმილით თქვა და გაიქცა.
-გოგო რომ ვარ,იმას კი არ ნიშნავს,რომ ვერ მოგიგრეხ მაგ კისერს-ამაყად ვუთხარი,ცოტა ხნით გადავაგდე შიში და სირბილით წავედი სახლისკენ.
-ოთახს არ მორთავ?-მკითხა დედაჩემმა,როდესაც ჩემი მოწყენილი სახე შენიშნა.
-დე,ვალენტინობა ნამდვილია?
-არ ვიცი-მხოლოდ ეს მიპასუხა და იმ დღიდან ეს სიტყვები მაფიქრებს.
შემდეგ ვალენტინობები დებილურად გავიდა.დებილურად იმ თვალსაზრისით,რომ ბიჭთან არ მქონია ურთერთობა.ამის მაგივრად მეგობრები მომყავდა ხოლმე სახლში და მშობლებს ვთხოვდი,რომ წასულიყვნენ.ვალენტინობის ყოველ საღამოს ისინი რესტორანში მიდიოდნენ ხოლმე და აღნიშნავდნენ ამ დღეს.მეც მიხაროდა,ამით მათში ახალი ტრადიცია დავამკვიდრე.

-იცი,იმ ბიჭმა მაკოცა..ჩემს წინ რომ ზის გეომეტრიის გაკვეთილზე?-კისკისებდა ჩემი ბავშვობის მეგობარი.
-ვაა..მართლა? როგორი იყო?
-რავი,ტკბილი გემო ჰქონდა პირში.რაღაც სლიმონათ დაელია,რომელიც მე არ მიყვარს.
-ჰაჰჰაჰა-გადავიხარხარე.ამის შემდეგ ვფიქრობდი,რომ,სანამ ბიჭს ვაკოცებდი,უნდა დამედგინა,თუ როგორი გემო ჰქონდა პირში.
-აწი ვკითხავ ხოლმე.
-სჯობს,კბილები გამოიხეხოს-კისკისით ვუთხარი და ფეხზე წამოვფრინდი.

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა.ბევრი რამ მოხდა მანამდე,სანამ გავიცნობდი ერთ ადამიანს.ის პირველად ვალენტინობის დღეს ვნახე.მასწავლებლიდან ვბრუნდებოდი და ქუჩაში ვღიღინებდი,როცა უკან ვიღაცის მძიმე ნაბიჯი შევნიშნე.გამახსენდა დედამ თქვა,ადამიანს დაძაბულობა ამძიმებსო.მეც ვიფიქრე,რომ ის დაძაბული იყო.ბავშვური გულუბრყვილობით უკან მივბრუნდი დაახლოებით 16 წლის ვალენტინა და დავინახე მაღალი ბიჭი.საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.დიდ ხანს რომ დავაკვირდი,კიდევ უფრო სიმპათიური მეჩვენა.
-დაძაბული ხარ?-ვკითხე შენობით.მორიდებული არ არასდროს ვყოფილვარ.
-ჰო,ალბათ-თავი გააქნია.ეტყობოდა,რომ გაუკვირდა და თან გაუხარდა ჩემი სიტყვები.
-კარგი,მოეშვი!
-შევეცდები,მაგრამ არ შემიძლია.
-რატომ?-ორი ნაბიჯი მისკენ წავდგი.
-კიდევ ერთი ნაბიჯით.
-რატომ?
-სულ რატომ? მიტომ..-ღიმილით თქვა და მეც მივუახლოვდი ერთი ნაბიჯით,მხოლოდ ერთი ნაბიჯით.ეს ერთი ნაბიჯი მისი გულის აჩქარებული რიტმის გასაგებად საკმარისი იყო.
-ლამაზი ხარ...-თმებზე მომაშტერდა და კიდევ უფრო დაიძაბა.
-ვიცი-ჩვეულებრივ ვუთხარი.არ ვიყავი ფარულ-მორცხვა გოგონა.უბრალოდ ბუნებრივი ვიყავი,ცხოვრებისგან შეკერელი და გვირისტით დაკემსილი.
-მომწონხარ!
-ამას ყოველ ვალენტინობას მეუბნებიან ბიჭები!-ამაყად შევხედე და ძირს დავიხედე.
-რა გქვია?-მეუცნაურად მისი კითხვა,ცოტა ხანს გავჩუმდი.დუმილი ზოგჯერ სიტყვას სჯობსო,დედამ მასწავლა.
-პასუხი?-აიმრიზა,ხელები კედელს მიეყრდნო.გავიფიქრე,სად ნახა-მეთქი აქ კედელი.
-ვალენტიიიინა-გამეღიმა და ჩემი სახელი შუაში გავწელე.მომწონდა,რომ ეს მერქვა.მომწონდა სახელი ვალენტინა.
-მე..არ მკითხავ რა მქვია?-მხრები მოუშვა და ისევ თვალებში მომაშტერდა.
-შენ,ალბათ,ვასია გერქმევა..-თავი გავაქნიე და ავკისკისდი.
-არა.საიდან მოიტანე?
-მოსკოვში უმრავლეობას ვასია ჰქვია.
-არა,არ ვარ ვასია..კოსტია მქვია...-თვალები ზემოთ ასწია.ალბათ,მზეს დააკვირდა,მაგრამ სად იყო მზე!
-ლამაზი სახელი-გამეღიმა.საკუთარმა გულწრფელობამ მეც გამაკვირვა,მგონი.
-ვალენტინა ვალენტინობას მარტო ატარებს?-ინტერესით მკითხა.
-არა,მარტო არა.
-ჰო,ლამაზი ხარ...საოცრად კარგი,ალბათ,ვინმე...
-მეგობრებთან...-გავაწყვეტინე კოსტიას.
-ბიჭთან?
-არა,ბიჭებს ვერ ვეწყობი-მომდევნო კითხვა განვსაზღვრე და ისე ვუპასუხე.
-და იქნებ...მოდი,სადმე წავიდეთ.ძალიან საინტერესო ფილმი გადის.
-ჰმ..საინტერესო? სხვა სიტყვა რომ გეთქვა დამაინტერესებდა.
-მაშინ ერთად ავარჩიოთ.
-რომანტიკულად ჟღერს..-ხელი ხელში გავუყარე და სწრაფ ნაბიჯში ავყევი.ისიც ჩქარობდა,ცოტა ხანში შევჩერდი და ერთ ადგილას გავინაბე
-რა იყო?
-რომანტიკას მიშლი?
-ეგ როგორ?
-ჩანთა გამომართვი,ბატისტვინავ.
-ჰაჰჰა..მიყვარს ასეთი გოგოები.’
-ხოდა ეგრე-ჩანთა მიავჩეჩე და ხელზე ჩამოვეკიდე.
-მძიმეა...ტყვისასვითაა.
-ძლიერი ბიჭი ჩანხარ..
-ჰაჰაჰ-გადაიხარხარა კოსტიამ და შემდეგ დადუმდა.
-დუმილი ბრძნობაა,არა?-ვკითხე,მან კი თავი გააქნია,ეს რიტორიკულობა იყო.

ფილმის მერე მასთან ავედით.სასმელი გინდაო,მეც დავთანხმდი.კარგად გავერთეთ,მაგრამ არ გეგონოთ,რომ რამე გვქონდა,არც გვიკოცნია.ჰო,მე არ ვარ ტიპიური გოგონა,მე უბრალოდ,უბრალოდ ლამაზი გოგონა ვარ.ჰო,საკუთარი თავი უნდა დაფასო,თორემ სხვა არ დაგაფასებს.ესეც დედამ მასწავლა.
კოსტიასთან ვმეგობრობდი,არც ის ჩქარობდა არაფერს,ბოლოს არარომანტიკულიც გახდა,რაღაც საშინელებათა ფილმებს ვაყურებინებდა და ნევრებსაც კი მიშლიდა.ერთხელ დედას ვუთხარი ამის შესახებ და გაეღიმა,ზოგი ბიჭი ზედმეტად მორცხვიაო.
მე კი რაღაც ძალა მექაჩებოდა მისკენ.მინდოდა,რომ მეკოცნა..აღარ მახსოვდა რაიყო კოცნა..ხუთი წლის ბავშვი და თექვსმეტი წლის მოზარდი მაინც სხვაგვარად აღიქვამენ ყველაფერს.
-ის კოცნა არ იყო,ვალენტინა!-დედაჩემმა თავზე მაკოცა და კაბა შეისწორა.
-გიხდება,დე.
-მამა მალე მოვა.რას აპირებ?
-არ ვიცი.კოსტიამ მოვალო.
-შენ იცი-თავზე მაკოცა და კარებისკენ წავიდა.ეტყობა,მამა უკვე მოსული იყო.

-გილოცავ,ვალენტინობას,ვალენტინა!
-კარგად ჟღერს-გადავკოცნე და საჩუქარი გამოვართვი.წითელ ყუთში იყო შეფუთული.სექსუალური საცვლები აღმოჩნდა,რაც არ მესიამოვნა.სილა გავაწები და ვუყვირე,წადიო.ის ასეც მოიქცა.მთელი საღამო ვუყურებდი საცვლებს და ვბრაზობდი,როგორ გამიბედა-მეთქი ასე მოქცევა კოსტიამ.
გვიანი იყო,როცა მივხვდი,რომ ეს რომანტიკული ჟესტი იყო.განა მეც ეს არ მინდოდა? დიახ,ეს მსურდა.სწრაფად ჩავირბინე კიბეები და „ტაქსი“ გავაჩერე.მინდოდა,რომ მასთან მივსულიყავი.მივედი კიდეც,ისევ ვიდექი.
-ფილმს ვუყუროთ-უცნაური მზერით შემომხედა.ალბათ,ესეც პარადოქსული იყო.
-ვუყუროთ და რას?
-სიყვარული არსებობს.
-ვიცი,ეგ.
-მაინც ვუყუროთ.
-კარგი-თავი დავუქნიე და გვერდით მივუჯექი,ის კი ფეხზე წამოდგა,მაგიდა გამოაჩოჩა და ზემოდან ბუშტები ჩამოყარა.
-ეს შენთვისაა.
-პაემანია?
-ალაბთ..გააჩნია შენ რას დაარქმევ-თვალი ჩამიკრა და ისევ დაიკავა თავისი ადგილი.
-ფილმი იწყება..სასმელი მომაწოდე!

მეორე დღეს მის გვერდით გამეღვიძა,მაგრამ მხოლოდ ჩახუტებულები ვიყავით.ის მეგობარი იყო და არ მიზიდავდა,ამას გვიან მივხვდი.
-ჩვენ მეგობრები ვართ!-გადაჭრით ვთქვი და გაბრაზებული წამოვვარდი საწოლიდან.
-კი! უბრალოდ ჰო ხვდები.
-გასაგებია-თავი დავუქნიე და კარებისკენ წავედი.ეს საშინელი ვალენტინობა იყო.მეგობარი და ვალენტინობა,მით უმეტეს,მეგობარი,რომელიც ბიჭია და არ გიზიდავს,საშინელება ყოფილა.

სამი წლის შემდეგ ისევ შევხვდით.ისევ ვალენტინობას შევხდით.ამჯერად რესტორანში,სადაც სხვა ბიჭთან ერთად ვახშმობდი.
-მეცეკვები?-ხელი გამომიწოდა კოსტიამ,უარი ვერ ვუთხარი.რა თქმა უნდა,ჩემი პალკოვნიკიც წავიდა.
-საიდან? დამთხვევების ისევ გჯერა?-თავი უცნაურად გავაქნიე.არ ვიცი რა ვიგრძენი,მაგრამ ვიცი,რომ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი.მისი მკლავები და გამოხედვა,მგონი,მადნობდა...სწორედ ისე მადნობდა,როგორც დრო სანთელს.
-უბრალოდ არ ვიცი.მომენატრე.
-მეც-პირდაპირ ვუთხარი,ფარული ისევ არ ვიყავი.
-მიყვარხარ!-მითხრა ცეკვის ბოლოს.
-მეც.
-მხოლოდ ეს ვუთხარი და საკოცნელად გამოწეულ ბაგეებს ჩემი ტუჩები შევაგებე.ეს რეალური კოცნა იყო,ჭეშმარიტი ამბორის გამოვლინება..მეგონა,რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა,მაგრამ ასე არ მოხდა.
ომ ვალენტინობას საოცარი საღამო გვქონდა.მასთან პირველად გავაკეთე ის,რაზეც ხშირად ვფიქრობდი.სამი წლის განმავლობაში არ მეგონა,რომ ის პირველი კოსტია იქნებოდა.კოსტია,რომელსაც მწვანე თვალები და ქერა თმა ჰქონდა.კოსტია,რომელსაც არ უყვარდა ის ტკბილი ლიმონათი,რომელიც ჩემი ბავშვობის პირველ კოცნას.
პირველი კოცნა..პირველი ბიჭი..და პირველი სიყვარული...ვალენტინობას მოხდა ეს ყველაფერი..არ მიფიქრია,რომ ის იქნებოდა ვის გარეშეც ვერ შევძლებდი ცხოვრებას.
მეორე ვალენტინობაც ერთად გავატარეთ.ჩვენი წლისთავიც ავღნიშნეთ.ვაღიარებ,რომ საოცრად ბედნიერები ვიყავით.

მესამე ვალენტინობას ხელი მთხოვა...არ გამხარებია,პარადოქსული რამ ვიგრძენი..შემეშინდა მოვალეობების.არ ვიცოდი რამდენად მზად ვიყავი ამისთვის.
-პირველი კოცნა,პირველი ბიჭი პირველ ვალენტინობას...-ღიმილით თქვა კოსტიამ.
-არა! არა! ეს არ იყო პირველი ვალენტინობა..მაშინ სიყვარულის პირველ ვალენტინობას.
-რა გინდა ამით,რომ თქვა? რას იტყვი?
-რა?
-იქნები ჩემი მუდმივი ვალენტინი?
-ვიქნები...-სასიამოვნოდ ცივი რგოლი თითზე ჩამომაცვა.გამეღიმა..გამეღიმა პარადოქსულად და საკოცნელად გავიწიე..
-ყველაზე ლამაზი მუდმივი ვალენტინი მე მეყოლება.

ქორწილის წინ მნახა,ვერ მოიცადა.რაღაც მინდა გითხრაო.რაო,დავჭყიტე თვალები.მითხრა,რომ უნდა მეპატიებინა მისთვის რაღაც.
-რაღა ახლა მოგინდა-ტელეფონს დავხედე.გვაინი იყო,მე კი კაბაც არ მეცვა.
-ის ბიჭი მე ვიყავი.
-რომელი ბიჭი?
-რომელმაც ბაღში გაკოცა.
-რა?-თვალები გამიფართოვდა.
-ეს პირველი კოცნა იყო..ვალენტინობის პირველი კოცნა.



№1 სტუმარი masho1

’გემრიელი’ და სასიამოვნო წასაკითხი იყო love

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

masho1
’გემრიელი’ და სასიამოვნო წასაკითხი იყო love

მადლობ love

 


№3  offline წევრი შამხათი

საყვარლობა იყო...

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

შამხათი
საყვარლობა იყო...

love

 


№5  offline წევრი გიჟი გოგონა :)

ვაიმე რა კარგი იყო love ბოლოს გამეღიმა და მთლიანად გავთბი love wink ყოჩაღ

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

გიჟი გოგონა :)
ვაიმე რა კარგი იყო love ბოლოს გამეღიმა და მთლიანად გავთბი love wink ყოჩაღ

გმადლობ love

 


№7  offline წევრი Nate

ნწწ, ნეტა ჩემი ვვალენტინობა როოგრი იქნება ?! love
ან საერთოდ გამოჩნდი ვალენტინო მე შენ გელოდები wink
კარგი იყო

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

Nate
ნწწ, ნეტა ჩემი ვვალენტინობა როოგრი იქნება ?! love
ან საერთოდ გამოჩნდი ვალენტინო მე შენ გელოდები wink
კარგი იყო

გმადლობ.
გამოჩნდება!გამოჩნდება!

 


№9  offline მოდერი Maiaabuladze

ვაიმე რა თბილი იყო ❤

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

Maiaabuladze
ვაიმე რა თბილი იყო ❤

გმადლობ

 


№11 სტუმარი anita

martlac rom unda wero..
ragac tkbilad da lamazad wer..

 


№12  offline წევრი Nate

უნდა ვწერო
Nate
ნწწ, ნეტა ჩემი ვვალენტინობა როოგრი იქნება ?! love
ან საერთოდ გამოჩნდი ვალენტინო მე შენ გელოდები wink
კარგი იყო

გმადლობ.
გამოჩნდება!გამოჩნდება!

ველი,ველი wink

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

anita
martlac rom unda wero..
ragac tkbilad da lamazad wer..

გმადლობ

 


№14  offline წევრი ROLIKA

ვაუუ ❤❤ მოკლედდ შენ რომ მაგარი ხარ ამაში ორი აზრი არ არსებობს <3 მაგარი იყო <3

 


№15  offline ადმინი უნდა ვწერო

ROLIKA
ვაუუ ❤❤ მოკლედდ შენ რომ მაგარი ხარ ამაში ორი აზრი არ არსებობს <3 მაგარი იყო <3

გმადლობ

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

აი ბოლოს ძალიან კარგად გავიცინე. მომეწონა

 


№17  offline ადმინი უნდა ვწერო

terooo
აი ბოლოს ძალიან კარგად გავიცინე. მომეწონა

მადლობ

 


№18  offline წევრი შოკი მოკი

ჰაჰა ბოლოს მაგარი იყოო ^.^

 


№19  offline ადმინი უნდა ვწერო

შოკი მოკი
ჰაჰა ბოლოს მაგარი იყოო ^.^

გმადლობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent