შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბედისწერა ხარ..(7 დასასრული)


31-01-2016, 12:55
ავტორი tsn
ნანახია 4 143

ელენე
- ნელ-ნელა რეალურ სამყაროს ვუბრუნდებოდი, რაღაც სავარძელზეზე ვეგდე და ხმებსაც ბუნდოვნად ვგებულობდი.. მალე ხმების გარჩევაც შევძელი.. თორნიკე და ვიღაც უნცნობები იყვნენ.. თვალებს არ ვახელდი.. არ მინდოდა სცოდნოდათ რომ გამოვფხიზლდი..
- რატომ არ იღვიძებს - ღრიალებდა თორნიკე
- ალბათ ბევრი შეისუნთქა ბოს, მალე გამოფხიზლდება - გაპარული ხმით პასუხობდა უცნობი
- აქედან გაეთრიე - უყვირა თორნიკემ და კარის ჭრიალიც გავიგე
- ელენე, ელენე.. მე დაგპირდი, რომ პასუხს აგებდი - ჩაილაპარაკა თორნიკემ და ფეხზე ხელი მომკიდა, ვერ ავიტანე მისი შეხება და თვალები გავახილე, ხელ-ფეხი შეკრული მქონდა, კუთხეში მივხოხდი
_როგორც ჩანს გონზე მოხვედი - ბოროტულად ჩაიქირქილა თორნიკემ
- რა გინდა ჩვენგან, რითი ვერ დაწყნარდი.. კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაღვარო, ეომ პატივმოყვარეობა დაიჟმაყოფილო
- მე დაგპირდი, რომ ინანებდით მაგ ქორწინებას - ზიზღით ჩაილაპარაკა მან - შენ ჩემი ცოლი უნდა ყოფილიყავი, გესმის ჩემი - ღრიალებდა ის
- შენი ცოლი? ადამიანის, რომელსაც ფულის მეტი არაფერი აღელვებს?
- საკმარისია ელენე, შენ ვერასოდეს ხვდებოდი რატომ დაგდევდი უკან, ჩემი გრძნობები საერთოდ არ გაღელვებდა.. ფეხებზე გეკიდე..
- გინდოდა მყვარებოდი? ჩემი ოჯახი რომ ავარიისთვის გაიმეტე მაშინ იფიქრე ჩემზე, მაშინ გაღელვებდა რას ვიგრძნობდი - მას სახე შეეცვალა - რატომ მიყურებ მასე, გეგონა ვერ გავიგებდი, მითხარი მაშინ რას ფიქრობდი - ემოციებისგან ვკიოდი უკვე
- გაჩუმდი, შენ არაფერი გესმის
- რა არ მესმის, რა? ის რომ შენი შავი ბიზნესისთვის მამას კომპანია დაგჟირდა და მისი უარი ვერ აიტანე ის? მეზიზღები, არა არც მეიზღები, მებრალები.. უკვე სიგიჟის ზღვარზე ხარ - ვუკივლე მას, მან კი სილა გამაწნა და ტუჩიდან სისხლი წამომივიდა
- მე შენ დიდ ხანს გდევდი უკან.. ახლა კი შურისძიების დროც დადგა, რატომ თომა და არა მე, მიპასუხე რატომ - ბოროტული გაუხდა გამომეტყველება
- ნამდვილი ფსიქოპატი ხარ.. შეშლილი.. შენი ადგილი საგიჟეთშია - ვუკივლე მას - ესაა შენ კითხვაზე პასუხი, თომა ნამდვილი კაცია, ის ქალზე ხელს არასოდეს ასწევს, მაშინაც კი თუ სძულშ.. შენ კი ადამიანს, რომელსაც წეღან სიყვარულზე ესაუბრებოდი სილა გააწანი, ამით ყველაფერი ნათქვამია
- მიწვევ ელენე, მიწვევ, მაგრან ჯერ დრო არ დამდგარა.. ჯერ თომა უნდა მოვიდეს - მშვიდად ჩაილაპარაკა და გავიდა..
-ფსიქოპატი,- ჩავილაპარაკე ჩემთვის..ცრემლები ვეღარ შევიკავე.. ამისა მეშინოდა.. თომა რომ გაიგებს.. ის უბრალოდ აფეთქდება ბრაზისგან.. მე ვნახე რა დღეში ჩააგდო ქორწილზე, ახლა კი შეიძლება მოკლას.. მთელი ძალით ვცდილობდი ხელების გათავისუფლებას.. მაჯები საშინლად მტკიოდა.. ვგრძნობდი სისხლი როგორ მომდიოდა ხელებიდან, მაგრამ არ ვჩერდებოდი.. მამა ყოველთვის მასწავლიდა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში საღი გონებით მემოქმედა.. მამა და ჩემი ძმა მასწავლიდნენ, რომ ის, ვინც ბრძოლობს, მიზანს მაუცილებლად მიაღწევს.. მესმოდა როგორ უყვიღოდა თირნიკე ხელქვეითებს.. იდიოტი, გაგიჟდა და სხვებიც გადაიყვანა ჭკუიდან.. ხელების გათავისუფლება მელ-ნელა გამომდიოდა კიდეც

თომა
- დილით მსხვრევის ხმამ გამომაფხიზლა.. ელე გვერდზე არ მეწვა.. სასწრაფოდ ავდექი და სამზარეულოსკენ გავვარდი.. საუზმე გაზქურაზე იდგა, იატაკზე მინის ნამსხვრევები და ელწს მობილური ეყარა.. მაშინვე მივხვდი, რომ აქ თორნიკეს ხელი ერია.. ტვინში სისხლი ჩამექცა.. ჩემი საყვარელი ქალის დაცვა ვერ შევძელი.. არ შემეძლო წყნარად ყოფნა.. დემეს და აკოს დავურეკე.. ზუსტად 5 წუთში მოვიდნენ, რომ მოვუყევი რაც მპხდა შეიშალნენ
- ყელსაბამი ხომ ეკეთა - მკითხა აკომ
- რა შუაშია ყელსაბამი აკო კ...
- შუაში კი არა თავშია - ტელეფინზე ნომერი აკრიფა და გარეთ გავიდა, რომ შემოვიდა არც ისეთი განერვიულებული აღარ ჩანდა
- რა ხდება აკო
- რა და წავიდეთ, ვიცით სადაც არიან
- საიდან, ასე მშვიდად რატომ ხარ - მანქანაში ჩავსცედით და დაიწყო
- თომა მე დეტექტივი ვარ.. თორნიკეს საქმეზე წლებია ვმუშაობ.. ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე გამოძიება, როდესაც ელენეს მშობლები ავარიაში მოყვნენ.. იქ რაღაც ისე არ იყო.. მაგრამ აქამდე შეცდომებს არ უშვებდა.. შენამდე რომ მოვიდა მეც გამოვცნდი შენს ცხოვრებაში, როგორც შენი მეგობარი.. მინდოდა დამეჭირა და პასუხიგებაში გადამეცა, მაგრამ სულ ერთი ნაბიჯით წინ იყო.. ელენეს სახეზე არ ვიცნობდი, რამდენჯერმე დავინახე თორნიკე როგორ ესაუბრებოდა, მერე თქვენი ქორწინებაც საეჭვო მეგონა, თუმცა მალე დავრწმუნდი ინფორმაციას ის რომ არ აწვდიდა.. ამის გამოა ელენე რომ არ მენდობოდა.. თქვენ საფრთხეში იყავით, ამიტომ თავი დავიზღვიე და მის ყელსაბამში და შენს სამაჯურზე ჯიპიეს მოწყობილობა მივამაგრე.. ამიტომაა, რომ ჩიცით ახლა სადაცაა
- ასე მშვიდად როგორ ხარ, როგორ შეგეძლო დაგემალა - გავცოფდი და ვიღრიალე
- ამის გამო, იმიტომ, რომ ფეთქებადი ხარ.. გაბრაზებულს ცივი გონებით მოქმედება არ შეგიძლია - მიღრიალა მანაც.. ის მართალი იყო, ახლა შემეძლო თორნიკე მეკლა და მის ბინძურ სისხლში ხელები დამესვარა.. ცოტა ხანში უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა ჩემთან.. ის იყო, ის ნაბ..ი..
- შენი ძვირფასი ცოლი ჩემთანაა - გაისმა მისი საზიზღარი ხმა
- იცოდე თორნიკე, მას არაფერი დაუშავო, თორემ მოგკლავ.. გაგანადგურებ..
- ნუ მემუქრები, მისამართს გეტყვი და ახლავე აქ მოხვალ, იცოდე პოლიცია არ გარიო თუ გინდა შენი საყვარელი არსება ცოცხალი დაგხვდეს- მისამართი მითხრა, ვაპირებდი რაღაც მეთქვა, რომ გათიშა.. აკომ გეგმა შეადგინა, თუ როგორ უნდა გვემოქმედა.. ჯერ მე შევიდოდი და საუბარში ავიყოლიებდი.. აუცილებლად უნდა ეღიარებინა დანაშაულებები, მერე აკოს ჯგუფი შემოვიდოდა და აიყვანდა.. არ ვიცი რა იქნება, არ ვიცი თავს როგორ შევიკავებ, მაგრამ ყველაფერს ვიზამ ელეს გამო.. ადგილზე მივედი, მაგრამ არავინაა, ალბათ მორიგი მახეა, ოთახში შევედი.

ელენე
- ცოტა ხანში შევძელი და ხელი გავითქვისუფლე, მალე თორნიკეც შემოვიდა, თუმცა გახსნილი ხელი ვერ შენიშნა.. ჩემთან ერთად დაურეკა თომას, სანამ ლაპარაკობდა კი იარაღი ჩემთან ახლოს დადო და მეც ამით ვისარგებლე, რომ დავმუქრებოდი აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მჭიდიდან ტყვიები ამვვაცალე.. მე მომავალი სართალ დამცავი ვარ და ასეთი რაღაცეები მეხერხება.. თორნიკემ ვერ შენიშნა.. საუბარს რომ მორჩა ჩემთან ახლოს მოვიდა და სახეზე ხელი მომისვა
- ძალიან მინდა რომ პასუხი გაგებინო, მაგრამ სანამ შენი ბიჭი არ მოვა არაფერს ვიზამ.. ბიჭებს უთხრა რომ ფხიზლად ყოფილიყვნენ და თომასთვუს შემოსვლაში ხელი არ შეეშალა.. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა უპირატეაობა მქონდა, თორნიკეს ტყვიები აღარ ჰქონდა და ამაზე არაფერი იცოდა.. თომასთან საუბარს რომ ნორჩა აქეთ-იქეთ სიარულს მოჰყვა..
- რა დაგიშავა ჩემმა ოჯახმა, ასე როგორ გაიმეტე - ჩემდა გასაკვირად მშვიდად ვკითხე, მან უბრალოდ შემომხედა და პასუხი არ გამცა
- მიპასუხე - სიჩუმით გაღიზიანებულმა ვუყვირე
- ტონი შეარჩიე, დიახ მოვკალი, იმიტომ რომ ჩემს წინააღმდეგ წავიდა.. ყველად მოვკლავ ვინც წინ გადამიდგება.. მოვკალი, მუხრუჭები გადავუჭერი და ავარიაც ხელოვნურად გამოვიწვიე - გიჟს გავდა თორნიკე, ნამდვილად აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა.. მისი თითოეული სიტყვა საშინლად მტკენდა გულს.. ისე ყვებოდა როგორ ამოხოცა ერთი ოჯახი, თითქოს ჭიანჭველები ყოფილიყვნენ, ცრემლებს კი ვეღარ ვიკავებდი..
ცოტა ხანში კარი შემოამტვრიეს.. თორნიკესკენ თომა გამოიქცა და ძლიერად შემოკრა და ძირს დააგდო.. თორნიკემ სახელოთი მპიწმინდა ტუჩიდან გადმოსული სისხლი და იარაღს დაავლო ხელი, დაუმიზნა და რა თქმა უნდა ვერ ისროლა, ჯიბიდან დანა ამოიღო და თომასკენ წავიდა, საშინელი შიშის გრძნობა დამეუფლა.. მე ფეხებზეც შევიხსენი თოკი, ძირს დაგდებული იარაღი ავიღე და თორნიკეს კისერში ჩავარტყი.. უგონოდ დაეცა ძირს.. თომა მომეხვია, მაგრად მიმიკრა გულზე და მეჩურჩულებდა დამშვიდდიო..
- მოვკალი? ხომ არ მომკვდარა - ვკითხე აკანკალებული ხმით , თომა დაიხარა, პულსაცია შეუმოწმა და მომეხვია
- დამშვიდდი ფერია, ცოცხალია.. მალე კარიდან თორნიკეს ხწლქვეითები შემოცვივდნენ.. იარაღით გვემუქრებოდნენ.. თომამ საათზე რაღაც ღილაკს დააჭირა და მიჩურჩულა
- არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება - თავი დავუქნიე.. ერთი იარაღიანი ტიპი თორნიკეა მივარდა და მის მოსულიერებას ეცადა.. მეორეს თომა მივარდა და იარაღიანი ხელი გადაუტრიალა, იარაღი კი წაართვა.. მაგრამ ერთ-ერთი ჩემს წინ დადგა უნდა ესროლა.. გასროლის ხმაც გაისმა, ჩემ წინ კი იარაღიანი კაცი უცებ მოწყდა ადგილს და იატაკზე დაეცა.. კარში აკო და დემე იდგნენ.. რამდეენიმე შეიარაღებულ ადამიანთან ერთად.. შემოვიდნენ და გამტაცებლების აყვანა დაიწყეს, მაგრამ ისევ გაისმა გასროლა.. როგორც ჩანს თორნიკე გონს მოვიდა და თომას მიმართულებით ისროლა, ეს დემემ შეამჩნია და თომას ხელი კრა, მაგრამ ტყვია მას მოხვდა.. პანიკაში ჩავვარდით.. თომა ადამიანს აღარ გავდა, ყველანი საშინლად ვიყავით. როგორ მივედით საავადმყოფომდე არ მახსოვს.. დემეს ხელი ხელებში მქონდა მოქცეული, ცრემლებს ვერ ვიკავებდი და ვტხოვდი რომ ებრძოლა..
საავადმყოფოს დერეფანში ნერვიულად დააბიჯებდა აკო, თომა იატაკზე იჯდა და თავი სახეში ჩაერგო, მეც მის გვერდზე ვიჯექი და თავი მის მხარზე მედო.. ეს საშინელი წუთები არა და არ გადიოდა.. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა თომასთვის, როგორ გამემხნევებინა.. ახლა სიტყვებს არანაირი აზრი არ ჰქონდა.. თომამ ხელი მომხვია და მაგრად მიმიხუტა.. ვუყურებდი შეშინებულ აკოს და კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი ჩემს სიმართლეში..
საუკუნესავით გაიწელა ის დრო, როცა ოპერაციას აკეთებდნენ.. გამოვიდა როგორც იქნა ექიმი
- ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. ტყვიამ თირკმელი დააზიანა.. ახლა ყველაფერი პაციენტზეა დამოკიდებული.. მთავარია 24 საათში გამოფხიზლდეს.. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია
- ნახვა შეიძლება? - საოცარი სევდით გაჟღენთილი ხმით იკითხა თომამ
- ჯერ არა, ცოტა ხანში შეგიშვებთ, მაგრამ სათითაოდ - თომამ უხმოდ დაუქნია თავი.. აკო მოვიდა მასთან
- ხომ იცი, ძლიერია და გამოძვრება.. არ დაგვტოვებს.. - მხარზე დაარტყა ხელი და მერე გადაეხვია..- თომამ თავი დაუქნია მხოლოდ
რამდენიმე საათი გავიდა, ჩვენთან მოვიდა და თქვა, რომ შეგვეძლო გვენახა.. ჯერ თომა შევიდა და ცოტა ხანში გამოვიდა..
-ახლა თქვენ- მითხრა ექიმმა
- არა, აკოო - დავუძახე კუთხეში მჯდომ აკოს - შენ შედი ახლა
- მე? დარწ..
- მალე, მე ბოლოს შევალ -გამიღიმა და თომას გამოსვლის შემდეგ შევიდა.
- იცი რა დღეშია - გაპარული ხმით თქვა თომამ - უამრავ მილზეა შეერთებული.. - მასთან ახლის მივედი და მოვეხვიე, მან ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო.და ცოტა დსვიდდასავით.. აკოც მალე გამოვიდა..
ექიმმა სპეციალური ხალათი და პირბადე მომაწოდა.. კარი შევაღე და მუხლები მომეკვეთა.. სახელურს მოვეჭიდე, რომ არ დავცემულიყავი.. ჩემი მუდამ მხიარული დემე გაუნძრევლად იწვა. ტუჩები გალურჯებოდა, სახეზე ფერი აღარ ედო და ჟანგბადის მილი პირში ედო..
- დემე, მე.. მე ვიცი, რომ გესმის.. ექიმმა თქვა, რომ შენზეა ყველაფერი დამოკიდებული.. გთხოვ გაიღვიძე რა, ნუ მიგვატოვებ.. ნეტავ იცოდე, როგორ მიჭირს შენი ასეთ მდგომარეობაში ნახვა.. შენ ყოველთვის საუკეთესო იყავი.. უბრალოდ მეგობარი არასოდეს ყოფილხარ, შენ მე ძმობას მიწევდი ყოველთვის.. შენ და თომა ჩემი ოჯახი ხართ.. ხომ სულ იმას ამბობდი მეგობრები ერთმანეთს არასოშეს ტოვებენო, გთხოვ დემე.. არა კი არ გთხოვ , მოვითხოვ, რომ იბეძოლო.. შენ არ იცი, როგორ გვჭირდები.-. ხელი ხელზე მოვჭიდე- იბრძოლე დემე, იბრძოლე.. - უეცრად ხელი გაამოძრავა.. გახარებული გავვარდი გარეთ და სასწრაფოდ ექიმებს დავუძახე.. მთელი ერთი კვირა გააჩერეს დემე საავადმყოფოში.. ერთი კვირის მერე შინ დავბრუნდით და დემე ჩვენთან წავიყვანეთ
-დემე, ნუ დგები, თუ რამე გინდა მითხარი და მოგიტან - შევაჩერე დემე, რომელიც ადგომას ცდილობდა და ჯერ კიდევ სუსტად იყო
- ოო წიწილა, კარგი რა.. ცუდად არ ვარ მართლა - ცოტა ხამში ოთახში აკო და თომა შემოვიდნენ
- თომაა - ვიყვირე და გავექანე მისკენ, თითქოს საუკუნე არ მენახა.. ხელიომხვია და კისერში მაკოცა..
- იცი შენმა ცოლმა დამიჩმორა - ''დამაბეზღა'' დემემ
-ჰააჰ - დასცინა თომამ
- არა ჯერ ფეხზე ავდგე რაა - დაიმუქრა დემე.. აკო აივანზე გავიდა..
- რა სჭირს ნეტავ იმას - გაიკვირვა დემემ
- დაველაპარაკები მე - გავყევი აკოს..

- როდის უნდა უთხრა? - ვკითხე აკოს
- რა?
- ის რომ შენც მათი ძმა ხარ - აკოს თვალები გაუფართოვდა..
- შეენ, შენ საიდან გაიგე? - დაძაბულმა მკითხა
- კარგი რა აკო.. თავიდანვე ვძვდებოდი, რომ ამას მხოლოდ საქმის გამო.არ აკეთებდი.. შენ მათ ცხოვრებაში გამოჩნდი, არა როგორც საიდუმლო გამომძიებელი, არამედ როგორც დამცველი.. შენ ყველა გასაჭირის დროს იყავი მათთან.. საავადმყოფოში შენ იმაზე მეტად დარდობდი, ვიდრე ყველას ეგონა.. ეს ნიშანი კი - მარჯვენა ხელი ამოვუბრუნე და მაჯასთან არსებულ უცნაური ფორმის ნიშანზე ვანიშნე - თომასაც აქვს და დემესაც, ეს გენეტიკურადაა ასე..
- შენ კარგი გამომძიებელი იქნები - სევდიანად გამიღიმა - მართალი ხარ, ჩემი ძმები არიან.. თავიდან რომ გავიგე ნაშვილები ვიყავი, ჩემი ბიოლოგიური მშობლები შევიძულე.. დავიფიცე, რომ გავარკვევდი ვინ იყვნენ და გავარკვევდი რა მიზნით თქვეს ჩემზე უარი... მალე ვიპოვე იცი? მაგრამ ისიც მალე გავიგე, რომ თურმე მკვდარი ვეგონე.. ადრე როგორც ხდებოდა.' ექებმა უშვილო ჩოლ-ქმარს ''მიმყიდეს''.. გამოძიებისას წავაწყდი თომას და დემეს.. მათ ცხოვრებაში არ ვარსებობდი, თუმცა მე მაინც მიუვარდა ჩემი ორი უმცროსი ძმა.. დედაჩემის ამბავიც ვიცი - ფიქრებში წასული მიყვებოდა ის - მაგრამ არ ვიცი რა რეაქცია ექნებათ.. გეფიცები მოვკვდები, ზურგი რომ მაქციონ.. არ მინდა მათ ცხობრებაში ზედმეტი ვიყო
- აკო რა სისულელეწნს ნუ იძახი გესმის? შენი ბრალი არაფწრია, არაფერი დაგიშავებია.. თომას და დემეს ჩემზე კარგად იცნობ.. ისინი სიყვარულით მიგიღებენ.. იცოდე ადრე თუ გვიან სიმართლეს ყველა გაიგებს, სჯობს დრო არ დაკარგო და შენს ძმებთან ერთად ბედნიერად იცხოვრო.. იცი მე შენ გიცანი.. შენ ერთადერთი სამართალ დამცავი იყავი, რომელიც ამტკიცწბდა, რომ ის ავარია მოწყობილი იყო, დრო აღარ დაკარგო რა - ვუთხარი ღიმილით და მხარზე ხელი დავარტყი, გამიღიმა და თავი დამიკრა.. ორივე შევედით
- იცი მე მაღაზიაში უნდა ჩავიდე - ვუთხარი ბიჭებს და აკოს ვანიშნე დროა- მეთქი.. გავედი, ვიბოდიალე და რომ ამოვედი ყველაფერი მოგვარებული იყო, ერთმანეთს გადახვეული სამი ძმა საყვარლად მიღიმოდა..

წლები გადიოდა და ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით, თანაცხოვრების მეორე წელს მე და თომას პატარა ანდრეა შეგვეძინა, შვიდის იყო ანდრეა, პატარა ლილე რომ გაჩნდა..
ჯერ აკომ მოიყვანა ცოლი, მე და მას ბავშვები ერთ დღეს გაგვიჩნდა, დიახ, ანდრეა და საბა თანატოლები არიან.. დემემ კიდევ დიდ ხანს იბპდიალა უცოლოდ.. ხან ვის უშლიდა ნერვებს, ხან ვის.. ბავშვები ვიკინგებად აქცია.. მერე გვაღირსა და უსაყვარლესი თათო მოგვიყვანა რძლად.. ახლა მასაც ყავს პატარა ბარბარე..
დღეს კი, ამდენი წლის მერე ისევ საგურამოში ვართ.. მთელი შემადგენლობით.. აკო, თომა, დემე, ლიზა, მე და თათო, რაც მთავარია ჩვენს პატარა ''ვიკინგებთან'' ერთად.. ჩვენ ასე ვცხოვრობთ.. ვართ ერთი ოჯახი.. ოჯახი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ყველას გვაკლდა.. რაც მთავარია, მე და თომას არ გვბეზრდება ვუთხრათ ერთმანეთს
- ჩემი ბედისწერა ხარ...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი


************
ესეც დასასრული ჩემო საყვარლებოო, გმადლობთ, რომ კითხულობდით და თქვენს აზრებს მიზიარებდით.. იმედია მოგეწონათ დასასრული..
ველოდები თქვენს შეფასებებს, კრიტიკას, რჩევას და ა.შ.. კიდევ ერთხელ გმადლობთ :-*



№1  offline მოდერი tsn

შეცდომებისთვის ბოდიშით, ისე ავტვირთე არ გადამიკითხავს, იმედია მოგეწონებათ :-*

 


№2  offline წევრი Nate

სასიამოვნო წასაკითხია feel

 


№3  offline წევრი natia-natia

ვაიმე ძაან მაგარი იყო

 


№4  offline მოდერი tsn

Nate
სასიამოვნო წასაკითხია feel

გმადლობ :-*

natia-natia
ვაიმე ძაან მაგარი იყო

დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონაა :-*

 


№5 სტუმარი A

Au dzalian magari iyo..... Akoze mec tavidanve mivxvdi rodesac eles gamoutyda saqmianobashi mara aset magar dasasruls nagdad ar velodi. Sasiamovnod gaocebuli var.

 


№6  offline მოდერი tsn

A
Au dzalian magari iyo..... Akoze mec tavidanve mivxvdi rodesac eles gamoutyda saqmianobashi mara aset magar dasasruls nagdad ar velodi. Sasiamovnod gaocebuli var.

მიხარია, რომ მოგეწონა და დიდი მადლობა, რომ ბოლომდე მომყევი და მამხნევებდიი

 


№7 სტუმარი ეკა

ძალიან ძალიან კარგიია<3 გაოცებული ვარ <3

 


№8  offline მოდერი tsn

ეკა
ძალიან ძალიან კარგიია<3 გაოცებული ვარ <3

გმადლობ.. მიხარია, რომ მოგეწონა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent