ახდენილი ოცნება (1)
_შენ რომ წახვალ რაღა გვეშველება მე და მამაშენს-უთხრა შორენამ შვილს ცრემლიანი თვალებით.ანაბელს გული აუჩუყდა,მაგრამ ცდილობდა დედისთვის ცრემლები არ დაენახვებიდა,ის დედას მიუახლოვდა და მის დამშვიდებას ჩახუტებით ცდილობდა _თქვენთვის ყოველთვის პატარა დავრჩები არა?!-გაეცინა ანაბელს_იქ რომ ვერ წავიდე, ჩათვალე ჩემი ცხოვრებას ინტერესი დაეკარგება,თან შეიძლება ბექაც ჩამოვიდეს _ოჰ,შენი ძმა ხუთი წელია ამბობს რომ ჩამოვა და ჩამოიყვანს ცოლ-შვილს,მაგრამ არ მოდის. _არ ცალია ბიჭს,ექიმია და რთული გრაფიკი აქვს-გაეცინა ანას _წავედი,წავედი არ შეგიშლი ხელს. _კარგი. *** თამინაც ემზადებოდა გამოცდებისთვის და როდესაც დაასრულა მუსიკები ხმამაღლა ჩართო,ამ დროს მისი ძმა შემოვიდა ოთახში და სიმღერები გამოურთო. _რამე წესიერს მოუსმინე მაინც და აღარ ჩართო _გემოვნებაზე არ დაობენ და შენ არავინ გეკითხება მე რას გავაკეთებ _ნუ მეწინააღმდეგები და წესიერად მელაპარაკე _ნერვებს ნუ მიშლი რა,გადი ჩემი ოთახიდან _რა მოხდა შვილებო?თქვენი ხმა ქუჩაში გადის,დათო დაანებე შენს დას თავი,მალე წავა და ნახავ როგორ მოგენატრება. _კი აბა რას ვიზამ. _რათქმა უნდა მოგენატრები-ირონიულად გაეცინა თამინას. _ვნახავთ,წავედი მე.ბიჭებთან ერთად ქალაქში გავალ. _კარგი. დათოს ოთახიდან გასვლისას,დარეჯანი საწოლზე ჩამოჯდა და შვილი თავისთან მიიხმო. _ნუ იშლი ნერვებს წასვლის წინ,დათუნას უყვარხარ და მაგიტო იქცევა ასე,იცის რომ მოენატრები და სითბოს ნაცვლად ცივად გექცევა. _ვიცი რომ ვუყვარვარ მაგრამ მაინც დეგნერატია-ამოიხვნეშა თამინამ. _კარგი მე უნდა წავიდე,მამაშენს უნდა დაველაპარაკო შენს წასვლასთან დაკავშირებით,შენ დაიძინე ახლა. _კარგი წადი. თამინას არ ეძინებოდა და ანაბელს დაურეკა. _გძინავს? _კი. _კარგი მე არ მეძინება. _გილოცავ. _გოგო ხვალ ნიკა ბიძია წაგვიყვანს თბილისში? _ხო. _რომელზე გამომივლით?შვიდზე? _თუ მაცლი ძილს კი. _ოჰ,რომ გეძინება,ხომ არ გინდა წესიერად დაელაპარაკო ადამიანს. _მეძინება და ხომ არ გიცეკვებ ახლა. _კაი კაი დაიძინე და მომშორდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.