შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (24) ნაწილი (2)


31-01-2016, 17:57
ავტორი Anye-Any
ნანახია 3 046

არ არის აუცილებელი ვიღაცას უმტკიცო შენი სიძლიერე, შენთვის იცოდე.არ აუხსნა მათ სიმართლე,ვისაც არ ჭირდება ან ვერ გააგებინებ.გაჩუმება არ ნიშნავს თავის დახრას,უბრალოდ ეს ყველაზე კარგი ხერხია სიმართლის დასამტკიცებლად. შეიძლება დაგცინონ, გაგამწარონ, გაგამტყუნონ, მაგრამ გახსოვდეს რომ მაგ ადამიანებით არ დაწყებულა ცხოვრება...უბრალოდ გაიღიმეთ და უსიტყვოდ დატოვეთ სიტყვები,რომლებიც არარაობააა...არარაობის მიერ წარმოთქმული.სიყვარულს ფერები თუ გადაუხუნდა ის უკვე ბედნიერებას ვეღარ მოიტანს.გამქრალი სურვილი იმისა,რომ ვინმეს რამე უმტკიცო.როცა უკვე ძალიან იღლები სიყვარულის გადასარჩენად ყველაფერი კარგავს "მუღამს".საერთოდ რისთვის დაბრუნდა ისევ? რისთვის? იმისთვის რომ დაემტკიცებინა ნიას ისევ ვუყვარვარო ხომ?ხომ გაგიგიათ ერთი ხალხური ლეგენდა მატყუარას სიმართლესაც კი აღარ დაუჯერებენო.სწორედ ასე დაემართა დანელიასაც,იმდენჯერ მომატყუა თუნდაც სიმართლე ყოფილიყო მისი სიყვარული აღარ დავუჯერებ.ეჭვი ყველაზე საზიზღარი რამაა ურთირთობაში,როგორ ვენდო? როგორ უნდა ვენდო მის არამყარ გრძნობებს? მე ასე აღარ შემეძლო.იმდენად გამთელა,რომ მისი სახელის ხსენებაც კი გულს მირევდა.მორჩა მოკვდა ალეკო დანელია ჩემთვის,უკვე აღარც მისი წრფელი სიყვარული მჭირდებოდა.რაც არ უნდა მომხდარიყო მასთან შერიგებას ვერავინ და ვერაფერი მაიძულებდა. კაცობის 1% კი არ გააჩნდა საცოდავ დანელიას. რამდენი ვუთმინე,რამდენი ვაპატიე,ყველა ამის მოწმეა,თუმცა რა მივიღე საბოლოოდ? მას გული არ გააჩნია,შესაბამისად არც სიყვარული შეუძლია.მას მე არ ვუყვარვარ,უბრალოდ ამომიკვიატა და სულ უნდა თავისად მივაჩნდე.ლანა მართალი იყო,ყოველთვის მაფრთხილებდა არ დაუჯერეო,არ ენდოო,არაკაციაო.მისგან ცუდის მეტს არაფერს ელოდოო.მალე გამოცდები მეწყებოდა,ადრე საშინლად ვნერვიულობდი ხოლმე,თუმცა ახლა ესეც ფეხებზე მეკიდა.რისთვის უნდ ავინერვიულო? რაც გარდაუვალია ისედაც მოხდება.ადრე ყველაფერს განვიცდიდი და გულთან ახლოს მიმქონდა,ღამეებს ვათენებდი რას ქვია საგანი როგორ უნდა შემეტენოსთქო წარმოუდგენლად მიმაჩნდა.ახლა? ახლა ყურის შებერტყვასაც კი არ ვაპირებდი,დიდი ამბავი თუ ჩავიჭრები გადაბარებები რისთვის არსებობსთქო,ერხელ მეც ხომ უნდა ვიწვნიო როგორია ჩაჭრის "სიამოვნებათქო". 10 იანვრიდან მეწყებოდა გამოცდები. არ ვიცი რა ეტაკათ სალომეს თეონას და ელენეს,მაგრამ დღე არ გავიდოდა დანელია რომ არ ეხსენებინათ. შეიცვალაო, იქებ დაფიქრდე და აპატიოო,ამაზე ისე გულიანად მეცინებოდა ძლივს ვწყვეტდი ხოლმე სიცილს.
-გოგო-ძლივს გამისწორა სალომემ თვალი,ეტყობოდა რომ რაღაც ისეთის თქმას აპირებდა რაც არ მომეწონებოდა-რა ვქნათ საგამოცდო საკითხებზე?
-რავი არ გვეტყვიან ლექტორები?-მხრები ავიჩეჩე და ჩაი მოვსვი
-მაგ იმედად იყავი შენ-გაეცინა და ელენეს გადახედა
-დანელიას მამიდა ხომ ლექტორია ჩვენს უნივერიტეტში?-ერთმანეთს გადახედეს შემდეგ მე შემომხედეს
-მერე?-სახე მომეღრიცა
-ყოველ წელს გვიჩალიჩებს ხოლმე დანელია საკითხებს,წინაზც არ გახსოვს მაგან რო გამოგვიტანა? ის საკითხებს გამოიტანს ჩვენ გავაკეთებთ-გამეკრიჭნენ-აბა რას იტყვი?
-მერე მე რა შუაში ვარ?-მხრები ავიჩეჩე
-უნივერსიტეტში უნდა ავიდეთ რო საკითხები ავიღოთ
-მერე?
-დანელიამ თქვა მარტო არ ავალო-ტუჩი მოიკვნიტა ელენემ
-აყევით მერე
-ჩვენი აყოლა არ უნდა,ნია თუ არ ამომყვება არ ავალო,ხოდა საკითხებსაც უნდა დავემშვიდობოთ და ჩვენ ხო არ გვიზამ მაგას?
-თქვენც მაგის მხარეს გადახვედით ხომ?-ყოჩაღ-პრიციპში ავყვები რა რა მნიშვნელობა აქვს
-მართლა აყვები?-თვალები ჭყიტეს
-ჰო რა,არ ვაპირებ ქაჯივით მოქცევას თანაც საკითხები მეც მჭირდება
-ვაიმე რა ძაან ჯიგარი ხარ!-ტაში შემოსცხეს
კიდევ დიდხანს დარჩნენ გოგონები ჩემთან,გვიანი იყო რომ გავაცილე.გვიან ელენემ დამირეკა, დანელიამ კითხე აბა ნიას რომელზე ავიდეთ უნივერსიტეტშიო. 12 საათზე შევთანხმდით. მაგრად კი მეზარებოდა იქ ასვლა ამ სიცივეში თუმცა ისეთი დამპალი იყო დანელია საკითხების გარეშე დაგვტოვებდა. დილით ავდექი,არ დამირეკავს და არც ადგილზე შევთანხმებივარ სად შევხვდებოდი,მისმა ზარმა არ დააყოვნა
-ხო
-მოდიხარ ხო?
-კი
-სად შევხვდეთ?
-უნივერსიტეტში
-კაი რა,მარტო ასვლა არ გეზარება? გამო და ერთად ავიდეთ
-შემახსენე ვისი ბიჭი ხარ?
-კარგი არ გინდა ეხლა ეგ სწერვობები,12-ზე უნიში გელოდები
გავუთიშე და მოვემზადე. შავი მაღალწელიანი ჯინსი ამოვიცვი, სქეულქუსლიან,ოდნავ მაღალ ტყავის შუზებში ჩავყავი ფეხები,შავი როლინგი გადავიცვი,მანტო მოვიცვი,ჩანთა და ტელეფონი ავიღე და უნივერსიტეტში წავედი. როგორც ყოველთვის შესასვლელში იდგა სიგარეტით ხელში,ოდნავ მოხრილი.რომ დამინახა გაეღიმა,თვალები დამიწვრილდა,ზედ არ შემიხედავს ისე ავედით კანცელარიაში საიდან საკითხები უნდა წამოგვეღო.
-სადაა მამიდაშენი?-კარები ჩაკეტილი დაგვხვდა
-სახლში-გაეცინა თავხედურად
-რა?-სიმწრისგან გამეცინა
-აბა რა გეგონა? როდის იყო საკიტხები მადარდებდა? აქ ამოსვლის გარეშეც გავიგებ საკითხებს ეგ რა პრობლემაა,მე შენი ნახვა მინდოდა
-კარგი-თავი დავუქნიე და წამოსვლა დავაპირე,თუმცა მაჯაში ჩამაფრინდა
-მაპატიე რა ნია
-რა უნდა გაპატიო?
-ვაბშე ყველაფერი დ აცოლად გამომყევი
-ავადმყოფი რო ხარ თუ ხვდები მაგდენს?
-შენი სიყვარულით ვარ დაავადებული
-ეს სად ამოიკითხე?
-მართლა ყველაფერს ვნანობ ნია,პროსტა შენც ხო ხვდები რა ამდენი ხანი გავიდა და მანც შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი მინდა
-წადი თავი მოიკალი
-რატო მეუბნები მაგას? მართლა რო ვქნა არ გაგიტყდება?
-ნწ, არა,შენც დაისვენებ და მეც
-რო დავიბრიდო გაგისწორდება?
-მმმ... მოვკვდები სიამოვნებისგან-თვალები მივნაბე
-ძაან ცუდად ღადაობ ნია და იცოდე ეს კარგს არაფერს მოგიტანს,მიდი,მიდი დამცინე
-კარგს შენთან ყოფნა არ მომიტანს თორემ შენგან შორს ყოფნა გამაბედნიერებს
-აი პროსტა რატო ართულებ ყველაფერს მითხარი? ხო ვიცი რო შენც გიყვარვარ შენც ხო იცი რო მიყვარხარ და მოდი რა აღარ გავართულოდ უარესად,ვიყოთ ერთად და ბედნიერები.
-ვაიმე რა ადვილია...-გამეცინა-შენ იმდენი ქენი ვაბშე გააქრე ჩემში შენდამი სიყვარული,ახლა რატომ ვდგავარ აქ და რატომ გელაპარაკები ისიც კი არ ვიცი.უბრალოდ კიდევ შემომრჩა ადამიანობა შენს მიმართ და ალბათ ამიტომ
-ანუ ესე ხო? იმენ აგადაწყვეტილად ამბობ მაგას?
-იმენა გადაწყვეტილად ვამბობ
-მე მიყვარხარ და თუ შენც მოგინდება ჩემთან ყოფნა მოდი,იმედია ძალიან არ დააგვიანებ და როცა მოხვალ მე ისევ მეყვარები-წამოხვალ ავტობუსით?-ნუ პრინციპში შენ ავტობუსს იკადრებ?
თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და ავტობუსში ავედით. მე დავჯექი ის კი ჩემს გვერდზე დადგა.მიყურებდა და ეცინებოდა,მე ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვცდილობდი სრულიად დამეიგნორებინა მისი თავხედური მზერა.მეტროს გაჩერებაზე უნდა ჩავსულიყავი,თუმცა წამოდგომა როცა დავაპირე ადგილიდან არ დაძრულო სხვანაირად ვერ ჩავიდოდი ჩემს წინ იდგა
-გამატარე
-ბოლომდე გავყვეთ და მერე მე გაგაცილებ
-კი როგორ არა,გამოიწიე უნდა ჩავიდე
-კი როგორ არა,რახან შენ იტყვი-არ გამოიწია და გაჩერებასაც გავცდით,ისე მომეშალა ნერვები ლამის ჩანტა ჩავარტყი თავში,თუმცა ხალხის მომერიდა,ქაჯივით ვერ დავიწყებდი ყვირილს.მაინც თავისი გაიტანა და რუსთაველის მეტროსთან ჩამოვედით. ზედ არ ვუყურებდი,თუმცა ცდილობდა დამლაპარაკებოდა და ჩემი ყურადღება მიექცია,მაგრამ შენც არ მომიკვდე.
-მეროში ჩაგაცილებ წამოდი-ხელკავი გამომდო
-მეტროთი არ მივდივარ რა-დავეჯღანე
-აბა?
-ტაქსით!-კბილებში გამოცარი და ცარიელ ტაქსს ხელი დავუქნიე
მანაც გააჩერა,ჩაჯდომა დავაპირე,თუმცა დანელიაც ჩაჯდა ჩემთან ერთად ტაქსიში
-რას აკეთებ?-გაოცებულმა გავხედე
-სახლში გაცილებ-ნახალოვკაში-მძღოლს უთხრა ღიმილით
-ვინ გითხრა გამაცილეო?
-ჩემმა თავმა
-უკვე აღარ ვიცი რა გითხრა,შეუგნებელს ელაპარაკე რამდენიც გინდა!-ღრმად ამოვისუნთქე და გავჩუმდი
-არცაა საჭირო რამის თმა,უბრალოდ გაჩუმდი,და მომეცი უფლება შენი ყურებით დავტკბე
-ღმერთო რა დავაშავე!-ხელები მაღლა ავწიე და მობეზრებულმა გავაქნიე თავი
არა რა! შენც მაგარი დებილი ხარ ნია! ხომ იცოდი რომ ამას საკითხები მაგრად ეკიდა? მის ანკესზე წამოეგე და აიტანე ახლა ეს დეგენერატი! როდის იყო დანელია გამოცდების გამო თავს იწუხებდა? გადაწერა და მისი ჯანი! ხელი სულ ძალით მომკიდა და თიტების დატკაცუნება დამიწყო
-მეტკინა შე ნადირო!-გამოვტაცე ხელი
-ეე მასე მტკია მეც გული ასე რო მესწერვები მაშინ
-რა გეშველება-თავი გავაქნიე-ნწ,ნწ
-შენ დამიბრუნდი და მერე მეშველება
-ბიჭო,კარგად შემომხედე აბა
-გიყურებ,მერე?
-დებილის სიფათი მაქვს?
-არა
-მერე?
-რა მერე?
-აბა რატო შემიკიკინე? პირველად იყო და არ მიყვარხარო გამომაბუნძულე,მეორედ მიყვარხარო მერე აღარ მიყვარხარო,მესამედ მიყვარხარო და არადა დაჩალიცება გინდოდა,რა სიკვდილი და არ გადარჩენა გინდა შეგიძლია მითხრა?-სრულიად სერიოზულად ვკითხე
-ისევ შემიყვარე-კმაყოფილი სახით მიპასუხა
-ერთ მდინარეში ორჯერ რო ვერ შეხვალ ეგ არ გაგიგია შენ?
-რატო,თუ სამჯერ შევედით მეოთხედ ვერ შევალთ?
-აკო
-ჰა?
-წადი მიდი თავი მოიკალი და გვამს მე გადავმალავ,მაგაზე არ იდარდო
-ენას მოგაძრობ და კოლბაში შევინახავ
-ნელა ქენი



№1  offline მოდერი bibo

Ra vqna kargebi xart ertaf da ar memetebit arcerti calcalkee gvritebo tven ertad yopna gixdebat biskviwebo.tqven icit ertmamets shegaberot gmertma tkbilebo shokpladebo muraba marwyvebooo :*

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

mex getyodi rom sherigdito sxvebivit magram ar sheileba ese xalxo ar gewyinot mara xom ar dabrmavdit ver xedavt rom agar ukvaars?romc uyvardes agaraa egre 1-tavmoyvareoba 2-ndoba 3-miyenwbuli tkivili davijero es mizezebi araa sakmarisi rom gacherde?ranairad idzaxit sheurigdio rodesac amdeni tkivili gadaitana mis gaamo elementaruli yovel shexedvaze warauli gaaxsendeba da metad daitanjeba aba tqveni tavi warmoidginet nias situaciashi ras izamdit ertmanets vuxdebito da sherigdebodiit? yovelshemtxvevashi me ara arada yvelaze metad roca giyvars principebi unda daiviwyo nawili isic magram ase dacemaa?ar sheidzleba daa ravi bodishit cota uxeshad gamovida mara ra vqna martla meshleba nervebi
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი Pessimist

ადამიანმა,რაც არ უნდა დაგიშავოს მაქსიმალურად უნდა აკონტროლო რას ეტყვი.აქ რო უთხარი თავი მოიკალიო,მართლა რომ მსგავსი რამე ჩაიდინოს მთელი ცხოვრება დაგტანჯავს შენი სიტყვები.
ამიტომ გირჩევ,რომ ჯობია სულ არ ელაპარაკო ვიდრე ასეთი რამე უთხრა.

 


№4  offline მოდერი Anye-Any

Pessimist
ადამიანმა,რაც არ უნდა დაგიშავოს მაქსიმალურად უნდა აკონტროლო რას ეტყვი.აქ რო უთხარი თავი მოიკალიო,მართლა რომ მსგავსი რამე ჩაიდინოს მთელი ცხოვრება დაგტანჯავს შენი სიტყვები.
ამიტომ გირჩევ,რომ ჯობია სულ არ ელაპარაკო ვიდრე ასეთი რამე უთხრა.


მაგას ისე უყვარს თავისი თავი დამიჯერე ყოველდღე რომ ვუმეორო მაინც არ მოიკლავს :D

 


№5  offline წევრი wkuu

ერთხელ ვცხოვრობთ მხოლოდ და ძაან რთულია როცა არ ხარ მისთან ვინც ყველაზე მეტად გიყვარს... ძაან რთულია როცა ასე გტკენენ გულს და მერე უბრალოდ მოდიან და ერთი სიტყვით "მაპატიე" ჰგონიათ რომ ყველა ტკივილი დაგავიწყდება... ძაან ძლიერი გოგო ხარ რო ამდენი ტკივილის შემდეგ მაინც ელაპარაკები მაგ ადამიანს, ეგ იმიტო რო შენც სადღაც გულის სიღრმეში გწამს იმის რო უყვარხარ და გინდა მასთან იყოო... ერთს გირჩევ დაფიქრდი შეძლებ თუ არა რო გააგრძელო მის გარეშე ცხოვრებ ... ჯობია აპატიო ვიდრე მთელი ცხოვრება დაიტანჯოო... მაპატიე ეს ჩემი პირადი აზრია.. წარმატებებიი ♥

 


№6  offline მოდერი Eleniko13

უჰ, ვამაყობ შენით
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7  offline წევრი cancara

მოკლედ რა ამ ალეკოსიც არ მესმის მარა ტიპმა ამდენი გაგიკეთოს და შეურიგდე შანსი არა მაგარი დებილი უნდა იყო

 


№8  offline წევრი elegant

მე მგონია რომ შენ ჯერ ისევ გიყვარს. დაჩალიჩებაზეც იქნებ რაღაც არასწორად გაიგე. უბრალოდ ამ გაუგებრობამ და დანელიას არაპროგნოზირებადმა ხასითმა დაგღალა, მისგან დასვენება გჭირდება, მისგან სიშორე იმისთვის რომ მიხვდე რამდენად მნიშვნელოვანია ის შენთვის. აკოს უყვარხარ. ბევრი დააშავა, გეთანხმები მაგრამ უშეცდომო ვართ ვინმე. უბრალოდ მისგან თავი შორს დაიჭირე. თუ თვითონ ეცდება შენთან ურთიერთობას უთხარი რომ ყველაფრი გაანალიზება გინდა, ცოტა ხანი მარტო ფიქრი და დაფიქრება გჭირდება. მალე მიხვდები არის თუ არა ისევ მნიშვნელოვანი შენთვის. ნუ გაბოროტდები, კარგს არაფერს მოგიტანს. მან გატკინა, თავიდან შენც ატკინე, ამ ბოლოს დიდი შეურაწყოფაც მიაყენე, სამაგიერო გაადაუხადე უკვე. ასე რო დაივიწყე ყველაფერი და უბრალოდ აპატიე, ყველას აუკრძალე მასზე ლაპარაკი, მისგან თავი შორს დაიჭირე, სიტუაცია აუხსენი. კარგად დაფიქრდი და მიხვდები რას წარმოადგენს ის შენთვის. მე მინდა თქვენ გერქვათ წყვილი, იმედი მაქვს ბედნიერები იქნებით ორივე ერთAდ ან ცალცალკე. წარმატებები ჩემო გოგო. <3

 


№9  offline წევრი Lana Tomlinson

აბსოლიტურად ყველაფერში ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent