ანარეკლი (ნაწილი მეორე)
გონზე მოვედი. თვალი ძლივს გავახილე, ჯერ კიდევ ბუნდოვნად ვხედავდი. ვერ გავიგე სად ვიყავი. კარგად რომ გამოვფხიზლდი აღმოვაჩინე რომ იატაკზე ვიწექი.უკვე გათენებული იყო. საათს დავხედე , 11 საათი იყო, უნივერსიტეტშიც დავაგვიანე. წასვლას აზრი აღარ ქონდა, ორი ლექცია უკვე გავაცდინე და დღეს მხოლოდ სამი მქონდა. წამოდექი და ჩემს ოთახს თვალი მოვავლე და კართან ისევ ის ნაჭერი დავინახე, რომელიც სარკეს მოვხსენი. გამახსენდა გუშინდელი ამბავი. სახლში ყოფნა აღარ მინდოდა. აბაზანაში შევედი ხელ-პირის დასაბანად. კარი ღია დავტოვე და ონკანი მოვუშვი, უცბად კარი თავისით დაიხურა და სარკეში შევამჩნიე რომ ჩემს უკან შავმა ლანდმა გაიარა. გავშეშდი, არ ვიცოდი რა მენა ჩემდაუნებურად სარკეს მივაშტერდი და მასში ქალის გამოსახულება დავინახე, რომელიც რამდენიმე წამში გაქრა . სასწრაფოდ დავკეტე ონკანი. გასაღები ავიღე და გარეთ გამოვედი . მანქანაში ჩავჯექი და წავედი, ოღონ არ ვიცოდი სად მივდიოდი , ერთ-ერთ მარკეტთან გავაჩერე და სიგარეტი ვიყიდე. -გიგა. დამიძახა ვიღაცამ . მოვტრიალდი და ჩემი ძმაკაცი ლუკა დავინახე. -ლუკა, როგორ ხარ? -მე კარგად, შენ? დღეს უნივერსიტეტში რატომ არ მოდი? -რავიცი ბიჭო, რაღაც არ ვიყავი კარგად . თავი მტკიოდა. -ახლა როგორ ხარ? -კარგად. -შენი ტელეფონი სადაა? გავხეთქეთ ბიჭებმა რეკვით . -აუ, ჯიბეში მაქვს, ზარი გამორთული მქონია და დამავიწყდა ჩართვა. -კაი არაუშავს. კარგია რომ გნახე . ხომ იცი დღეს გიოს დაბადების დღეა და ამ საღამოს ვიკრიბებით ბიჭები. -აუ... ხო ... სულ გამოვშტერდი. გიოსთან ვიკრიბებით ხო? -კი . გიგა შენ რაღაც გჭირს მგონი. არ მომწონხარ . ასე დაბნეული არასდროს მინახიხარ. -არაფერი მჭირს, დაღლილი ვარ . ლუკა , შენი მართვის მოწმობა ხომ არ გაქვს წამოღებული? -კი. სულ საფულეში მაქვს . რა იყო? -თუ სადმე არ გეჩქარება, ჩემი მანქანის საჭესთან დაჯექი რა. -კი, რა პრობლემაა. წავიდეთ . გზაში ხმა არ ამომიღია. სახლში შევედით. -ლუკა, არ წახვიდე რა ცოტა ხანს. -არ წავალ. არა შენ მართლა რაღაც გჭირს. რა დაგემართა? -აუ არ ვიცი . ოღონ არ დამცინო ახლა. ხო იცი არც მე მჯერა სულების და ეგეთი რამეების, მაგრამ ... აუ ... -რა სულები ბიჭო? გაგიჟდი . -გავგიჟდი ხო ... ბოლო ორი დღეა რაღაც უცნაური ხდება ამ სახლში -რას გულისხმობ . -რას და გუშინ საღამოს ანას ველაპარაკებოდი სკაიპში და ასე მითხრა შენს უკან ვიღაც დავინახეო. აი ნახე, სურათოც გამომიგზავნა . არადა მართლა არავინ იყო. მერე დღეს დილით რაღაც ლანდი დავინახე აბაზანის სარკეში. -ეუჰ, შენ ვერ გქონია კარგად საქმე. რა სულები . ეგ სურათიც ალბათ ცუდი ხარისხის კამერის ბრალია... -რავიცი ... აშკარად არაფერს ვეწევი ისეთს და არც ვსვამ (გავიცინე) -ცუდი სიზმარი ნახე ალბათ . ნუღა იფიქრებ ამაზე. ისე ქალის მოჩვენება ნახე თუ კაცის . -რა მნიშვნელობა აქვს? -რა და თუ ქალია წავალ გავიცნობ კი არ მაწყენს შეყვარებული. -ქალი იყო -რაო რა მითხარი სად ვნახეო? -აბაზანაში . წადი წადი იქნებ მოჩვენებასთან მაინც გამოგივიდეს რამე . ვაი შენს პატრონს . ორივეს სიცილი აგვიტყდა. ლუკა აბაზანაში შევიდა და სარკეს ელაპარაკებოდა ამ საღამოს რას აკეთებო. -ეხ ლუკა. ახლა მე ვარ გიჟი თუ შენ? -თუ გამოჩნდა ის გოგო გამაგებინე. ოღონ თუ ლამაზია. -უჰ, აუცილებლად. არ გშია? -კი. რა გაქვს? -პიცა. წამო თან რამე ვითამაშოთ. -left4dead2 გაქვს ისევ? -კი . -კაი. მაშინ მე შენ ლეპტოპს ავიღებ და შენ კომპიუტერიდან შემოდი . -კაიც. პიცა ვჭამეთ და ცოტა ვითამაშეთ. მერე საღამომდე ერთი ორ ფილმს ვუყურეთ. ამასობაში მოსაღამოვდა და გიოს დაბადების დღეზე წავედით . კარგი დრო გავატარეთ და თითქმის გადამავიწყდა კიდეც ის უცნაური ამბები რაც ჩემს სახლში მოხდა. სახლში გამთენიისას დავბრუნდი და საძინებელ ოტახამდეც ვერ მივაღწიე, დივანზე ჩამეძინა. უკვე კარგად გათენებული იყო რომ გამეღვიძა. შაბათი იყო. გამიხარდა, უნივერსიტეტში რომ არ ვიყავი წასასვლელი.ავდექი, სხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და აივანზე გავედი მოსაწევად.მობილური ამოვიღე და ანას დავურეკე. -ანა როგორ ხარ? -კარგად გიგა . შენ ? -მეც კარგად. ლიკა როგორაა? -კარგადაა. უკვე ადგომაც შეძლო. -რა კარგია. მომიკითხე. შენ როდის აპირებ ჩამოსვლას? -ორ ან სამ დღეში ალბათ. -მომენატრე . -მეც, ძალიან. -საღამოს სკაიპში ხომ შემოხვალ? -კი. აუცილებლად.. წავედი ახლა. დროებით. გკოცნი. -მეც. ტელეფონი გავთიშე, სიგარეტი საფერფლეში ჩავაგდე და სახლში შევედი კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე . ჩემი ძმაკაცები იყვნენ გიო და ლაშა. ლაშას ხელში ლეპტოპი ეკავა. -მოდით ბიჭებო. -გიგა, ვინდოუსმა ძალიან აურია და გადამიყენებ? -კი რა პრობლემაა, მომე ლეპტოპი . რომელი გირჩევნია? -10 -კაიც . გიგა, ჩემსასაც გაუვიდა ვადა და მალეგახდება შენი პაციენტი. -კაიც გიო, შენსასაც ვუმკურნალებ. ჰო მართლა, თუ გშიათ მაცივარი გამოაღეთ და რასაც მოერევით ცეცხლეთ... -აუ შიმშილით არ მშია , მაგრამ წუხანდელი ღამის მერე ნაბახუსევზე ვარ . ლუდს დალევდა კაცი. -ქვედა თაროზეა და დალიე. ლაშამ ლუდის ბოთლები გამოიღო, მე კი ვინდოუსის გადაყენება დავიწყე , ამ დროს კარზე ბრახაბრუხი ატყდა. -ღიაა... ლუკა შემოვარდა. -გამარჯობა ბიჭებო. -გამარჯობა ლუკა, რა გჭირს კარი კინაღამ რომ ჩამოიღე. ვკითხე სიცილით. -ბიჭო რა გაცინებს შე ჩემა, მართალი ყოფილხარ. -რას გულისხმობ? -მოჩვენებას თუ რაღაცას . რავიცი . ტანსაცმელს რომ ვიცვამდი, სარკეში მეც მოვკარი თვალი. -რაო ბიჭო რა მოჩვენებაა... გაიცინა გიომ. -რას ეწევით თქვენ ? ირონიულად იკითხა ლაშამ . ბიჭებს ყველაფერი მოვუყევი. მათ რა თქმა უნდა დაგვცინეს . მეც დავცინებდი სხვას რომ მოეყოლა ჩემთვის მსგავსი რამ . -არც მე მჯეროდა . თქვა ლუკამ. მაგრამ, გეფიცებით . ჩემი გარდაცვლილი დის სულს გეფიცებით მართლა მოვკარი რაღაცას თვალი . -არა, ეს ისე ძველი სახლია არ გამიკვირდება მართლა რომ იყოს რამე . თქვა ლაშამ .მოდი სული გამოვიძახოთ და გავიგოთ მართლა არის თუ არა რამე ამ სახლში . -რა სული რის სული ბიჭო, თქვენ სულ გამოლენჩდით ამხელა კაცები? თქვა გიომ. დაგვცინებენ . -კაი ვცადოთ. ვთქვი მე . სხვებიც დამთანხმდნენ. მხოლოდ გიო დაგვცინოდა. -ვაი მართლა თქვენს პატრონს, უსაქმურები. ლუკა წუხელი მთვრალი იყო და მოელანდა რაღაცა . -ლუკა მთვრალი იყო, მაგრამ მეც მთვრალი ვიყავი? ან ჩემი შეყვარებული ანა მთვრალი იყო? იმან შეამჩნია პირველად ის რაღაც ლანდი. ჩევნი რა მიდის, ვცადოთ. -ჯანდაბას თქვენი თავი. ჩაიქნია ხელი გიომ . ამხელა კაცები 13 წლის გოგოებივით უნდა მოვიქცეთ . ატრიალე ახლა თეფში. ყველას გაგვეცინა . საღამოს ისევ შევიკრიბეთ. გაურკვეველმა შიშმა შემიპყრო, როცა ჩემი ოთხაი ჩამოვაბნელეთ და სპირიტული დაფა იატაკზე დავდეთ . სეანსი დავიწყეთ . არა მართლა არ მჯეროდა რომ მე ასეთ რამეს ვაკეთებდი . პიველი 10 წუთი არაფერი მომხდარა . კთხვებს ვუსვამდით რაღაც არარსებულს და რა თქმა უნდა თეფშიც არ იძვროდა ადგილიდან . -რა უაზრობაა. წამოდგა გიო . ჩვენც ავდექით და ოთახიდან გასვლას ვაპირებდით, რომ ამ დროს თეფში ჭერს მიეხეთქა და დაილეწა. შიშიგან გავქვავდი. ბიჭებს გადავხედე, არცერთს ფერი არ ედო სახეზე. უცბად ჩურჩული შემოგვესმა. -საიდან მოდის ეს ხმა? იკითხა ლაშამ -არ ვიცი... მგონი სამზარეულოდან. ვუპასუხე მე . ლუკა სარკესთან ზურგით იდგა. უცბად სარკეში სიევ იმ ქალის ანარეკლი შევნიშნე. ქალმა ხელები სარკიდან გადმოწია და ლუკას დაავლო. უკამ დაიყვირა. ქალი სარკეში მის ჩათრევას ცდილობდა, მაგრამ არ დავანებეთ. გარეთ გამოვვარდით ყველა. შიშისგან ენა ჩაგვივარდა. ის ღამე ჩემს მანქანაში გავატარეთ, თუმცა ძილით ვერცერთმა დავიძინეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.