სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XVII)
დილით გამოღვიძებულს სხეულის თითოეული ნაკვთი ტკიოდა,ასევე ძალიან ტკიოდა თავი,რომელიც ნაბახუსევისგან იყო გამოწვეული,ფრთხილად წამოწია თავი და ღონემიხდილმა თავი ვერ შეიმაგრა და საწოლზე წამოწვა,ფრთხილად იცვალა გვერდი და მამაკაცის სახეს დააკვირდა,ყველაზე ცივი ნაკვთები აქვს დემეტრეს,თვითონაც ცივია,ოღონდ არა მის მიმართ,ნუ არის მომენტები,როდესაც ყველაზე ცივი და უხეში ადამიანი ხდება მთელს მსოფლიოში,მაგრამ აღიარებს,ამაში დამნაშავე თვითონ არის,თვითონ აგიჟებს მამაკაცს,ფრთხილად დაუსვა თითების ბალიშები სახეზე და მისი სხეულის სიმხურვალებ ხელები დაუწვა,თუმცა მაინც განაგრძობდა მის ფერებას,მზე ეს-ესაა ამოსულიყო და ფანჯრის მინაზე ცდილობდა აერეკლა მისი მწველი სხივები,თავმომწონედ უღიმოდა ელენას და ახალი დღის დაწყებას ამცნობდა,საათს დახედა,შვიდი საათი იყო,აუცილებლად უნდა ადგეს და უნდა წავიდეს უნივერსიტეტში,მაგრამ საერთოდ არ აქვს ძალა,თუ ადგება იცის დამსხვრეული ფაიფურივით დაიყრება მისი ნაწილები ირგვლივ,მამაკაცს ცხვირზე აკოცა და წამოდგომა უნდოდა მაინც,როდესაც ძლიერმა მკლავებმა შეაჩერეს -დღეს იწექი,შენთვისვე აჯობებს-გაუღიმა დემეტრემ და თავდაპირველ ადგილს დაუბრუნა ელენას სხეული -დილა მშვიდობისა-გაუღიმა მამაკაცს და ეცადა ტკივილი დაეეიგნორებია,თუმცა დემეტრემ მაინც შენიშნა და გოგნას ხელი დაუქნია -იცოდე არც გაბედო რომ დღეს ადგეს! -კარგი რა,დემეტრე,აზვიადებ,შემიძლია ავდგე -დარწმუნებული ხარ?-მზრუნველად გადაუწია თმები ყურს უკან -კი-თავი დაუქნია გოგონამ და მამაკაციც დაითანხმა ადგომაზე,ფრთხილად წამოდგა და დემეტრეს გამოწვდილ ხელს ჩაებღაუჭა -ვფიქრობ რომ ვიჩქარეთ..-დანანებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა,მაგრამ ეტყობოდა რომ არაფერს ნანობდა. -არა,დემეტრე,არ მინდა ასე იფიქრო,ჩვენ არაფერი გვიჩქარია.-მოეხვია მამაკაცს,მამაკაცმაც მოხვია ხელები და სახლიდან გავიდნენ,ჯერ ელენასთან შევიდნენ,რა თქმა უნდა,დემეტრეც შეყვა,ოღონდ იგი კაკისთან დარჩა და რაღაცაზე საუბრობდნენ,კარგად ვერ გაიგო რაზე,ელენამ რაც შეეძლო სწრაფად მიიღო შხაპი,გამოიცვალა და თავი მოიწესრიგა,ფეხაკრეფით დაეშვა კიბეებზე და ნელა მიუახლოვდა მათ -დემეტრე,მზად ვარ,წავედით.-დემეტრე დაემშვიდობა კახას და კარებში გავიდა,იგივე გააკეთა ელენამაც და ისიც მიჰყვა მამაკაცს -ახლა მანახა ნინას სახე,ისევ ერთად რომ დაგვინახავს-ჩაეღიმა ელენას -როგორ გაბოროტდი,ელენა. -გაბოროტება რა შუაშია,მაგას თუ ჰგონია რომ ასე ადვილად დაგვაშორებს-ხელები მომუშტა გოგონამ,მამაკაცმა დაინახა და ჩაეცინა - რა გაცინეებს - გაუბრაზდა ელენა -არაფერი,უბრალოდ საოცარი სანახავი ხარ ასეთი -ასეთი როგორი?- გაუკვირდა ელენას -განრისხებული - დემონსტრირებულად მოიქნია დემეტრემ ხელები და მანქანა გააჩერა,სიცილით გადმოვიდნენ მანქანიდან,დემეტრე მანქანას მიეყუდა და ელენას ანიშნა მასთან მისულიყო,გოგონამაც დაუჯერა და დემეტრეს მიუახლოვდა,მამაკაცმა გულზე მიიკრა და ყურთან უჩურჩულა -მეორედ არ აჰყვე ნინას ოინებს,იცოდე ის ასე უბრალოდ არ დანებდება,ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვიბრძოლოთ, გესმის ელენა? ერთმანეთისთვის უნდა ვიბრძოლოთ. -მიყვარხარ-ხელები მოხვია კისერზე გოგონამ -მეც მიყვარხარ-ყოყმანის შემდეგ ამოიჩურჩულა მამაკაცმა,გოგონას საშინლად ესიამოვნა,ძალიან იშვიათად ამბობს დემეტრე ამ სიტყვებს,მაგრამ ყოველთვის მაშინ,როდესაც ორივეს საშინლად სჭირდება -ძალიან,ძალიან იშვიათად ამბობ ამ სიტყვას.-გამოააშკარავა გოგონამ ფიქრები და მამაკაცს თვალებში ჩახედა -ეს ხომ ისედაც იცი,რა საჭიროა დავუკარგოთ ღირებულება ამ სიტყვებს...-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა,ელენა კი კიდევ ერთხელ დაწმუნდა იმაში რომ საუცხოო მამაკაცი ჰყავს გვერდით,მერე დემეტრემ საფეთქელთან აკოცა და ელენაც დინჯად დაუყვა უნივერსიტეტში შესასვლელ ბილიკს,გზად ანა და ნინა შეხვდა,ერთი ერთ მხარეს ამოუდგა,მეორე-მეორე მხარეს.ელენამ რომ დაინახა მხოლოდ ბრაზი ჩაუდგა თვალებში,არანაირი შიში და სისუსტე -ოუ,ნახეთ ვინ მოსულა,ჩვენი კუკლა-ირონიულად ჩაილაპარაკა ანამ და ელენას თმებს შეეხო,გოგონას ყურადღება არ მიუქცევია და თავდაჯერებულად განაგრძობდა ნაბიჯის გადადგმას -როგორი უმწიკვლო სახე გაქვს-კვლავ განაგრძობდა ანა ელენას მწყობრიდან გამოყვანას თუმცა არ გამოსდიოდა,გოგონას კვლავ უდარდელი სახე ჰქონდა მიღებული,როდესაც ნინას მოთმინების ფიალა აევსო მკლავში წვდა და გააჩერა -არ შეგარჩენ იცოდე! -ოუ,საერთოდ არ გავხარ,ნინაჩკა,უსუსურ არსებას,რომელიც დაამცირეს,კვლავ ცდილობ ხრიკებით ჩვენ დაშორებას,მაგრამ იცი რა? დემეტრემ დაასრულა ის ბავშვობის პერიოდი,როდესაც ზნედაცემულებთან გართობა სიამოვნებდა და გემოვნება დაიხვეწა-ყელი მოიღერა გოგონამ და წასვლას აპირებდა,როდესაც ნინას ხელებმა არ მისცეს უფლება -რომ არა შენ მე და დემეტრეს ახლა ბავშვი გვეყოლებოდა,შენ მოკალი ჩემი შვილი-უღრიალა შუა ეზოში და ყველამ მათ შეხედა,ო,ეს უკვე ზედმეტია,ყველანაირ ზღვარს გასცდა ეს გოგო -ღმერთო ჩემო,ვიცოდი როგორი მდაბიო იყავი,მაგრამ მამაკაცის ხელში ჩასაგდებად ასეთ ტყუილს თუ მოიფიქრებდი ნამდვილად არ მეგონა,ოუ,ის არ იყავი მამაკაცთან ღამე რომ გაატარე და ფოტო სოციალურ ქსელში გამოუქვეყნე,თუ ვცდები,ნინა? შენი სახე ზუსტად მაშინ გამოაჩინე,როდესაც ეგ ფოტო გამოაქვეყნე,არა,იმას არ ვამბობ რომ აკრძალულია მამაკაცთან დაწოლა,ყველას საკუთარი ცხოვრება გვაქვს,მაგრამ მამაკაცის ხელში ჩასაგდებათ ფოტოს გამოქვეყნება? ეს ცოტა ახალია ალბათ ჩემთვის,შენთვის კი ძველი ხრიკებია,დარწმუნებული ვარ ესეც ახალია რაღაც,მაგრამ მერწმუნე რამდენჯერაც შენ ეცდები ჩვენს დაშორებას იმდენჯერ გამყარდება ჩვენი სიყვარული,კიარ გვნებ,ძვირფასო,პირიქით გვაძლიერებ-გამარჯვებულად მიახალა გოგონას და ხალხის ბრბო გაარღვია კმაყოფილების ღიმილით,დალანდა შესასვლელთან მდგარი თეკლა,რომელსაც სიამაყის ღიმილი ჰქონდა აკრული და მისკენ გაემართა -ვაუ,ელენა,დღითიდღე მაოცებ! -ყელში ამომივიდა,უკვე ზედმეტი მოსდის,თუმცა რაც ვუთხარი სიმართლეა,მე არაფერი გადამიჭარბებია -მოიცა,რა მოხდა გუშინ თქვენ ორს შორის. -მმ...-ამოიგმინა ელენამ და თეკლასთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა -არ არსებობს-აღტაცებით წამოიძახა გოგონამ და ელენას კვლავ აუწითლდა ლოყები -კარგი,აღარ განაგრძო ისედაც ყველაფერი მტკივა,დღეს ერთად გვაქვს სამართალი ხომ ასეა?-ჰკითხა დაქალს და ეცადა არასასურველი თემა გადაეტანა,თეკლამაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ერთად განაგრძეს გზა.. -დღეს დემეტრე ვერ მოვა,საქმეები აქვს სამსახურში -ვერც კაკი მოვა,მასაც მსგავსი საქმეები აქვს. -არაჩვეულებრივია,შენი დახმარება მჭირდება -გისმენ -ნინას პირადი საქმეები უნდა მოვძებნოთ,შანსი არაა,ფსიქიატრიულიც მისი მორიგი ხრიკია,უბრალოდ ასე ცდილობს წესიერი მოპყრობა მიიღოს,მაგრამ არ გამოუვა. -ოუ,როგორც იქნა,ჩვენი პროფესია გვადგება!-აღტაცებით შემოკრა გოგონამ ტაში და ტაქსი გააჩერეს. როგორც სჩანს ელენა მართალი აღმოჩნდა და არანაირ ფსიქიატრიულში არ გაუტარებია ნინას არც ერთი დღე,არც ფეხმძიმედ არ ყოფილა,ხვალ აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს,არ შეარჩენს -კარგი,ეს ერთი კარგი ამბავი,ახლა მეორე კარგი ამბავი მაქვს -რა ხდება,ელენა? -წამოდი ბიჭებს შეუაროთ -ჰმ,კარგი იდეაა,მოვიტაცოთ თუ სცალიათ -მშვენიერი-დევდარიანების კომპანიისკენ აიღეს გეზი,გოგონამ კი ნინას საქაღალდე ჩანთაში გადამალა,არ უნდოდა დემეტრეს ედარდა მსგავს წვრილმანებზე,ეს მხოლოდ გოგონების საქმეა,ამაში არ ჩარევს მას! როდესაც ტაქსი დანიშნულ ადგილას მივიდა გოგონები შენობაში შევიდნენ. -უკაცრავად,ბატონ დემეტრეს არ სცალია,ვერ შეგიშვებთ -იქნებ ჯერ გაგეფრთხილებია-დაუღრინა ელენამ -დამშვიდდი,ელს,იქნებ ბატონ აკაკისთან მაინც შეგვიშვათ?-თბილად გაუღიმა თეკლამ -არც ბატონ აკაკის სცალია,გამაფრთხილეს რომ არ შემეწუხებინა -ოო,ღმერთო,ამას ვერ ავიტან!-უხეშად ჩაილაპარაკა და დემეტრეს კაბინეტისკენ წავიდა -გოგონი,გოგონი მოიცადეთ-უკან დაედევნა დემეტრეს მდივანი, თეკლამ კი დრო იხელთა და კაკის კაბინეტში ამოყო თავი -შენ აქ რას აკეთებ-მიმართა სასიამოვნოდ გაკვირვებულმა კაკიმ -მომენატრე..-მხრები აიჩეჩა გოგონამ -მშვენიერია,კაკი ვერ მივიდა თეკლასთან,სამაგიეროდ თეკლა მივიდა კაკისთან-მხიარულად ამოილაპარაკა კაკიმ და გულზე მიიკრა გოგონა - ელენა სად არის? -ელენა ახლა ალბათ დემეტრეს მდივანს ებრძვის დემეტრეს კაბინეტში შესვლაზე -ოუ,რაღაც მოხდება-მხიარულ ტონს კვლავ არ კარგავდა დემეტრე და გოგოასაც არ აძლევდა განთავსუფლების უფლებას -ბატონო დემეტრე,ბოდიში ვერ შევაჩერე-ამოიბუტბუტა კარებთან მდგარმა გოგონამ და ბოროტი თვალებით გადახედა ელენას -ოუ,ძვირფასო,რატომ არ გამაფრთხილე რომ მოდიოდ,სათანადოდ მაინც დაგხვდებოდი-გაუღიმა ელენას და გოგონას ლამის თვალები შუბლზე აუვიდა,როდესაც მიხვდა რომ ეს გოგო დემეტრეს შეყვარებული იყო -მაპატიეთ ქალბატონო-მოუბოდიშა ელენას და უკანასკნელი აპირებდა ღრენით მიემართა,მაგრამ დემეტრემ დაასწრო -არაუშავს,ევა,შეგიძლია წახვიდე - ევამ თავი დახარა და იქაურობას გაეცალა -არაუშავს,ევა-გამოაჯავრა ელენამ და ენა გამოუყო მამაკაცს -რა საყვარელი ხარ,როდესაც ეჭვიანობ,მიუახლოვდა მამაკაცი და გაშმაგებული დაეწაფა გოგონას ტუჩებს - როგორ მომნატრებია,თითქოს რამდენიმე საათი კიარა რამდენიმე საუკუნეა რაც არ მინახავხარ და არ დამიგემოვნებიხარ - ელენა წამოწითლდა მამაკაცის ქათინაურზე და ეცადა განთავისუფლებულიყო მისი ძლიერი,მწველი მკლავებისგან,მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე დემეტრეს ძლიერი მკლავები ჰქონდა,რაც იმას ნიშნავს რომ თავი ვერ დააღწია,მერე დანებდა მამაკაცს და ხელები მოხვია. -აბა რამ მოგიყვანა აქ?-ამოიბუტბუტა მის ყურთან მამაკაცმა და უკნიდან მიეკრა -შენმა მონატრებამ,ძვირფასო.-სარკაზმი იგრძნობოდა მის ტონში,თუმცა უფრო მეტი სიყვარული იყო -ხომ იცი რომ ასეთი უფრო სექსუალური ხარ-ხრიწიანი ხმით უჩურჩულა კვლავ და ყურის ძირში აკოცა,იცოდა გოგონას სუსტი წერტილი და რეფლექსებმაც არ დააყოვნეს,გოგონას გააჟრჟიალა სიამოვნებისგან,რაზეც მამკაცს ჩაეღიმა,როდესაც ელენას ყურთასენას მიწვდა მამაკაცის ხითხითის ხმა სწრაფადვე დაუბრუნდა აქაურობას და მისკენ გაბრაზებული მიბრუნდა -როგორი ბილწი ხარ,დემეტრე?!-ამოილაპარაკა გოგონამ და გასარტყმელად წაიღო ხელი,როდესაც მამაკაცმა შეუკავა და სანამ აკოცებდა მანამ ჩუმად ამოიბუტბუტა -შენ კი საოცრად ფიცხი,მაგრამ ათასჯერ მაინც მექნება ნათქვამი რომ ასეთ დროს კიდევ უფრო სექსუალური ხდები..-მერე კვლავ დაეწაფა გოგონას ტუჩებს და ზუსტად ამ დროს გაიგონეს კარებთან ჩახველების ხმა,ორივემ სწრაფად გაიხედა ხმის პატრონისკენ და ელენა სახეზე წამოწითლდა,როდესაც კრებთან მდგარი სასიამოვნო გარეგნობის, 45-50 წლის მამაკაცი დაინახა,მერე თავი დახარა,მიხვდა დემეტრეს მამა რომ იყო,საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს ნაკვთებით,გამოყვანილი გამხდარი ყვრიმალები, სწორი ნიკაპი,მხოლოდ მამაკაცს შავი თვალების ნაცვლად ღია ცისფერი ჰქონდა,ჰო,დემეტრეს ალბათ დედის თვალები აქვს,ეცადა ნელ-ნელა დემეტრეს უკან აღმოჩენილიყო,მაგრამ დემეტრეს ძლიერმა ხელებმა გააჩერეს,განწირული თვალებით ახედა მამაკაცს,მაგრამ მამაკაცისგან ღიმილი რომ მიიღო საპასუხოდ ცოტათი მოეშვა -გამარჯობა,ელენა.-საოცარი თბილი ხმით წარმოსთქვა მამაკაცმა და მათკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი,როდესაც მათ მიუახლოვდა ელენას ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად -მე მერაბი ვარ,დემეტრეს მამა-მამაკაცმა გაუღიმა,ელენამ კი დაბნეულად ჩამოართვა ხელი,როდესაც ელენამ ხელი ჩამოართვა მამაკაცმა გულში ჩაიკრა,რაზეც შვებით ამოისუნთქა გოგონამ -გამარჯობა-ამოიბუტბუთა მის მკლავებში ჩამალულმა და მოდუნდა -მიხარია,რომ შერიგდით,ძალიან ვნერვიულობდთი თქვენზე-ელენა კვლავ უხერხულად გრძნობდა თავს და მხოლოდ გაღიმება მოახერხა,როგორია შენი სასურველი მამაკაცის მამა რომ შემოისწრებთ კოცნით გართულებს,ზედმეტად მორცხვია ელენა და დამიჯერეთ თითოეული გოგოსთვის ეს საქციელი კიდევ უფრო უხერხული იქნებოდა,მამაკაცი მიხვდა ელენა რომ უხერხულად იყო,ამიტომ გადაწყვიტა თავი არ მოეწყინა მათთვის და ახალგაზრდებისთვის დრო დაეთმო -კარგი,თავს არ მოგაწყენთ,დემეტრე,ეს საბუთები მინდა შენ გქონდეს,თან გადახედე,სხვა დროისთვისაც შეგიძლია გადადო,კარგი დროის გატარებას გისურვებთ,ბავშვებო-ისევ თბილად გაუღიმა მამაკაცმა და როდესაც ოთახი დატოვა მხოლოდ ახლაღა ამოისუნთქა შვებით ელენამ,ფერწასული წამოჯდა დივანზე და იქვე,შუშის მაგიდაზე მდგომი წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე,სულმოუთქმელად ჩაცალა,მამაკაცი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იდგა და უყურებდა მორცხვ ელენას,რაზეც კარგად ხალისობდა და გულში უფრო და უფრო ღვივდებოდა ის გრძნობა,რასაც ელენას მიმართ სიყვარული ერქვა,როდესაც მამაკაცის გამხიარულებული სახე დაინახა ეცადა მთელი ჯავრი მასზე ეყარა -იდიოტი ხარ,დემეტრე,ღმერთო როგორ შემარცხვინე,რა უხერხული სიტუაცია იყო-იქეთ-აქეთ დადიოდა ელენა და ცდილობდა გულისცემა დაერეგულირებინა -კარგი,დაწყნარდი-სიცილს ვერ წყვეტდა დემეტრე,რაზეც ელენასაგან მუჯლუნგი მიიღო -იდიოტი ხარ,ღმერთო ჩემო.-ვერ წყნარდებოდა გოგონა -ხომ გითხარი,ასეთი უფრო მიმზიდველი ხარ-მეთქი,იქნებ ეს სიტყვები გახსოვს და კვლავ გინდა ჩემი ტუჩების დაგემოვნება და სწორედ ამიტომ არ ჩერდები-ეშმაკურად აათამაშა წარბები მამაკაცმა და გოგონა მისკენ მიიზიდა,ელენამ თვალები გადაატრიალა და მისთვის ჩაიბუტბუტა -თავმოყვარე იდიოტი-დემეტრემ,რა თქმა უნდა,როგორც ადრე გაიგო ეს სიტყვები და მანძილი მათ შორის ნულამდე დაიყვანა -ხომ იცი გაჩუმების ჩემეული მეთოდები რომ მაქვს?-კვლავ აუციმციმდა ჭინკები თვალში და გოგონას ტუჩებისკენ დაიხარა,მაგრამ სანამ ის აკოცებდა ელენას,მანამ დაასწრო გოგონამ და თვითონ შეაგება მისი ტუჩები დემეტრეს გავარვალებულ ბაგეებს. -კარგი,ახლა უნდა წავიდე,კახი მამაჩემია,რომელთანაც დრო თითქმის არ გამიტარებია ბოლო თვის განმავლობაში -კარგი,იცოდე ამაღამ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს-ცერა თითი დაუსვა ქვედა ტუჩზე ჯერ კიდევ აქოშინებულ გოგონას და როდესაც მამკაცის თითიდან წამოსული ენერგია იგრძნო გოგონამ თავი ვერ შეიკავა რომ არ ეკოცნა და კვლავ დაეწაფა მამაკაცის ტუჩებს -იცოდე ასე თუ გააგრძელებ დღეს აქედან ვერ გახვალ-წელზე შემოაწყობინა გოგონას ფეხები,მაგრამ როდესაც მიხვდა რომ თუ ასე გააგრძელებდა,მართლა ვერ წავიდოდა აქედან საერთოდ არ უნდოდა მსგავს უხერხულ სიტუაციაში კვლავ ჩავარდნა,ამიტომ დიდი ძალისხმევის დახარჯვით მოსწყდა მამაკაცის ტუჩებს -კარგი,ამ საღამოს შეგეხმიანები-გაუღიმა მამაკაცს და მისი კაბინეტი დატოვა -შეშლილი ანგელოზი-ამოიბუტბუტა მისთვის დემეტრემ და მამის მოცემულ საბუთებს ჩააშტერდა იმ იმედით რომ რაიმე აზრს გამოიტანდა,თუმცა უშედეგოთ,მის თვალწინ მხოლოდ ელენა იდგა,წუხანდელი ღამე მოაგონდა და ჩაეღიმა,სრულყოფილი იყო მთვარის შუქზე მშვიდად მძინარე ელენა,მიუხედავად იმისა რომ იმ ღამეს ელენას მთელი სხეულის დანახვა შეეძლო,მასაც მამის მსგავსად მხოლოდ ელენას თვალები იზიდავდა მოჯადოებულივით და მთელი ღამის განმავლობაში სანამ ჰქონდა შანსი გოგონას ნაცრისფერ,ბრიალა თვალებს უყურებდა,გაახსენდა როგორ ჩაეძინა ღონემიხდილ გოგონას და გაეღიმა,ადრე თუ არაფერში იყო დარწმუნებული,თუნდაც იმაში რომ როდესმე სიყვარული ეწვეოდა,ახლა დარწმუნებულია რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლის გატარება ელენასთან სურს,ელენა ერთადერთი ქალია მთელს დედამიწაზე,რომელიც შეძლებს მის გაბედნიერებას...ყოველთვის ეშინოდა მამაკაცს სიყვარულის,მას შემდეგ რაც დედამისმა დატოვა და მამაისისგან გაიგო,მაგრამ ახლა იცის რომ სულაც არ არის სიყვარული საშიში,ოღონდ თუ იგი ნამდვილია,აუცილებლად იპოვნის დემეტრე ელენესთან დასაბრუნებელ გზას,აუცილებლად და არასდროს დატოვებს მას,ის ხომ ერთადერთია ვისითაც სუნთქავს და ვის გარეშეც ცხოვრებას ვერ შეძლებს,მამაკაცს გაეღიმა პატარა გოგონაზე და ეცადა საბუთებიდან რაიმე აზრი გამოეტანა... -აბა,მამა,რას ვუყუროთ?-ჯერ კახას გადახედა და შემდეგ ხალიჩაზე გაწოლილ მამა-შვილს,თეკლასა და ლერის -იქნებ აჯობებს შენ აარჩიო,ელა?-მიმართა ლერიმ,მაგრამ თქმა არ აცადა თეკლამ,როდესაც წამოიძახა -The parent trap_ს ვუყუროთ-აღტაცებით შემოკრა ელენამაც ტაში,მიუხედავად იმისა რომ ათასჯერ მაინც აქვთ ნანახი ერთად. -მგონი მე და თეკლაც ტყუპები ვართ და თქვენ გვიმალავთ რაღაცას-წარბების თამაშით წარმოთქვა ელენამ -ზუსტად ტყუპები რომ ხართ მაგიტომ გავხართ ერთმანეთს-სიცილით მიუგო კახიმ და სიცილში ლერიც აჰყვა -ხო,ერთს ქერა თმა აქვს,მეორეს შავი-სიცილს ვერ წყვეტდა ლერი,გოგონებსაც გაეცინათ,როგორც იქნა კვლავ შეიკრიბა ერთი მთლიანი ოჯახი,მათ გამო ყველაფერს დათმობენ ელენა და თეკლა,ლერი ელენას ნათლიაა და ძალიან უყვარს მამაკაცი,მიუხედავად იმისა რომ კახა არ არის თეკლას ნათლია,იგი მას მეორე მამად თვლის და ბედნიერები არიან რომ ამ ქვეყნად უფალმა დედები თუ არა მამები მაინც დაუტოვათ,თან ერთის ნაცვლად ორი... -აბა,იქნებ ამოსულიყავი?-ტელეფონში ჩასძახა დემეტრეს და აივნიდან გადახედა მანქანაზე მიყუდებულ მამაკაცს -აჯობებს დღეს მამაჩემთან დავრჩე,მიუხედავად იმისა რომ ამ ღამის პერანგში საოცრად სექსუალურად გამოიყურები-ელენა როგორც ყოველთვის წამოწითლდა, გაუხარდა რომ ბნელოდა და მამაკაცი ვერ შეამჩნევდა მის წითელ ღაწვებს,თუმცა ცდებოდა,დემეტრე ისე კარგად იცნობდა ელენას რომ მან ამ სიბნელეშიც გაარჩია ეს ყველაფერი - როდის უნდა მიეჩვიო ამ ყველაფერს,როდის მიატოვებ ჩემს კომპლიმენტებზე გაწითლებას -დემეტრე,ზედმეტად ბინძური გაგიხდა ლექსიკონი-ჩაიხითხითა უხერხული თემის თავიდან ასაცილებლად რაც უდავოდ გამოუვიდა -ხომ იცი,რომ მე სულ ასეთი ვიყავი-თვალი ჩაუკრა მამაკაცმა -ძილინებისა,თავხედო-გამოაჯავრა მამაკაცი და ოთახში შევიდა,ლოგინზე მოთავსდა,და დემეტრეს ფეხების ნაცვლად ბალიშში ახლართა ფეხები,ძილს აპირებდა,როდესაც ნაცნობი ხმა შემოესმა -ოუ,ამ ბალიშს ისევ მე ვჯობივარ,ვერ მოვითმინე ისე მომინდა შენი კანის გემოს გასინჯვა-სწრაფად,სულმოუთქმელად მიაყარა გოგონას სათქმელი და ისე მიაწება ტუჩები ელენას ყელს.... ------------------ ყველაზე თბილები და კარგები ხართ თქვენ, მიყვარხართ ძალიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.