არ შემიძლია,ვერ გელევი ( 13 )
შინაგანად იმდენად ძლიერმა ემოციურმა ტალღამ დამიარა,რომ სუნთქვა შემეკრა,მთელი სხეული ზამბარასავით დამეჭიმა.თათია იატაკს ხელისგულებით დაეყრდნო და ცდილობდა ფეხზე წამომდგარიყო,მაგრამ მეტლახზე ხელი კვლავ აუსრიალდა და ისევ მკერდზე ამეკრო,მისი თმები საამურად მელამუნებოდნენ მთელ სახეზე.საოცარი იასამნის სურნელი ასდიოდა მის აბრეშუმივით ფაფუკ თმებს.აღარ ვიცოდი ხელები სად წამეღო,იმდენად დავიბენი,რომ ვეღარ გადავწყვიტე,მისთვის ჩამეჭიდა ხელი და გადამესვა თუ ჩემი სხეული ამეზიდა ჯერ.ამდენ ბორძიკში ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ტუჩები შემთხვევით ყელზე,ყველაფერმა იფეთქა ჩემში,სიგიჟემ,სურვილმა,ვნებამ,სიყვარულმა.......არანორმალურად მომინდა ორივე ხელით დამეჭირა მისი სახე და ტუჩებზე დავწაფებოდი მაგრამ...... არ შეიძლება,.... არა თემო..... ჩემს თავს შემოვსძახე.ეს ყველაფერი წამები გაგრძელდა მაგრამ ჩემთვის საუკუნე გახდა,მტანჯველი წამები. -მაპატიე,როგორი უხეირო ვარ-თან იცინოდა,თან კი საბას ეტლს დაეყრდნო და მუხლებზე დადგა. -არაუშავს-ვუპასუხე და თავი მაღლა წამოვწიე მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვები იყო,შინაგანად კი არაუშავს კი არა გავნადგურდი,წავიშალე,მგონი ორი დღე ადამიანად აღარ ვივარგებ. იმ დღისით ტყეში აღარ გავყევი,გზაზე თანატოლი გოგონები გაიცნო,მათაც პატარა საბასხელა გოგონა ჰყავდათ და ერთად წავიდნენ.მოვიმიზეზე,რომ უახლოეს ქალაქში წავიდოდი და პროდუქტს მოვიტანდი,არადა უამრავიი გვქონდა მაგრამ მიზეზს ვეძებდი სიმარტოვისათვის.არ შემწინააღმდეგებია.ცოტა ხნით,რომ არ გავრიდებოდი მართლა ვეღარ მოვთოკავდი თავს და მერე სანნებელი გამიხდებოდა ჩემი სულელური ნაბიჟი,რომელიც ყველაფერს მოსპობდა და გაანადგურებდა ,რაც აქამდე სიმწრით მოვაკოწიწე. ჩავჯექი თუ არა მანქანაში მაშინვე გოჩას დავურეკე. -მადლობა ღმერთს,კიდევ გქონია ჩემი ნომერი მობილურში-აშკარად შეზარხოშებული იყო. -მორჩი მაიმუნობას-შევუღრინე მოჩვენებითი სიბრაზით. - ჰო კაი,კაი ,აბა მითარი,როგორ ისვენებთ? -ვკვდები. -რა გკლავს ბიჭო რას სულელობ? -ჯერ შინაგანად ვკვდები და ასე თუ გაგრძელდა ფიზიკურადაც მოვკვდები. -რა?რა თუ გაგრძელდა? -ძნელი ყოფილა ასე ახლოს იყო საყვარელ ადამიანთან და იმის უფლებაც არ გქონდეს,რომ გულში ჩაიკრა ან მოეფერო,საშინლად აუტანელი და ძნელია გოჩა,ახლა ბათუმში მოვდივარ,საღამოს ავალ ისევ უკან,ახლა რომ არ გამოვცლოდი ალბათ ვაკოცებდი,ან გულში ჩავიკრავდი თავს ვეღარ ვერევი გესმის?-უკვე ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი და ვერც მანქანის სიჩქარეს. -გაგიჟდი?თავი ხელში აიყვანე,სამსახურში ვარ აქ დაგელოდები არსად წავალ,მოდი და აქ ვილაპარაკოთ-უცებ დაუსერიოზულდა ხმა. -ჰო.....მჭირდება.....-იმედიანად ჩავილაპარაკე და ტელეფონი გვერდითა სავარძელზე მოვისროლე. ჩასვლისთანავე ჯერ მაღაზიაში გავიარე და საჭირო პროდუქტები ვიყიდე,მერე კი გოჩასთან ავედი სამსახურში.ამაზე უკეთესს დღეს ვერაფერს გავაკეთებდი.მასთან საუბარმა განმმუხტა,დამამშვიდა,დამაფიქრა. -ვა უკვე ოთხი ხდება წავედი გოჩ ძმაო თორე ორ საათზე მეტი ასვლას უნდა და ინერვიულებს თათო...... ოოო ამის......იქნებ ნერვიულობს კიდეც,არადა ტელეფონი არა აქვს-უცებ გამახსენდა და ჩემს თავზე გაბრაზებულმა თითები მუჭში მოვიქციე. -მერე ადექი შენც და უყიდე-არაჩვეულებრივი იდეა მომაწოდა. -ახლა?სად? -წამო გაგყვები. ერთ საათში უკვე ბახმაროს გზას მივუყვებოდი,გვერდითა სავარძელზე კი ლამაზად შეფუთული ახალი ტელეფონი მედო,რომელიც თათოს ვუყიდე.გოჩას რჩევით ასუსის მოდელი ავარჩიეთ,მგონი მოეწონება.ნომერიც ავუღე.იმედია ყველაფერი რიგზე დამხვდება და მშვიდობიანად. ............................................................................ ყველაფერს მონოტორულად ვაკეთებდი,უბრალოდ ვიჯექი მიწაზე და თვალს ვადევნებდი საბას თამაშს ,რომ სადმე არ გაბობღებულიყო,ხოლო ახლადგაცნობილი გოგონების საუბარს ზერელედ ვუქნევდი თავს,რადგან მათი ნათქვამი არცერთი სიტყვა არ შემდიოდა თავში.ჩემი გონება და გული სულ სხვა საფიქრალით იყო დაკავებული. ჯერ კიდევ იქ ვიყავი,როცა უნებლიეთ თემოს მკლავებში აღმოვჩნდი,როგორ ვცდილობდი თავი მეკონტროლებინა და ჩემი დაბნეულობ არ შეემჩნია,მაგრამ იმ წამს ,როცა მის თვალებს წავაწყდი სამყარომ მოძრაობა შეწყვიტა,ჰაერიც კი აღარ იძვროდა.კიდევ კარგი,რომ წავიდა,განტვირთვის საშუალება მომცა,ალბათ საკუთარ თავსაც. ძალიან უბრალო და მეგობრული გოგონები ჩანდნენ ლანა და ქეთი.დაახლოებით 22-25 წლისები იყვნენ.პატარა ელენე ქეთის შვილი იყო,ლანა კი მისი და.ჩვენს სახლთან შორიახლოს იყვნენ ქირით,ისინიც თბილისიდან. -მხოლოდ ეს ერთი გყავს?-ლანას ნაზმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან,თვი ოდნავ შევარხიე და უმისამართოდ გავიღიმე,არ მსურდა ჩემი დაბნეულობა მათ შეეტყოთ. -არა ჩემი შვილი არაა-ვთქვი და საბას გავხედე,ისეთი საყვარელი იყო,ფუმფულა მის დედობაზე არასოდეს ვიტყოდი უარს. -ნათესავი?ალბათ ძმისშვილი-თავად აკეთებდა დასკვნებს. -არა მე ძიძა ვარ. -ჰოო?და ის ბიჭი? -ის ამ პატარას მამაა. -და დედა?-წამით შეყოვნდა-ცუდად არ გამიგო ამდენი კითხვები,უბრალოდ,მხოლოდ შენ,ბავშვს და მამას ვხედავთ მეორე დღეა და.... -დედა ავტოკატასტროფაში დაეღუპა,ბებოც არ ყავს არც ისეთი ახლობელი ვინმე ქალი,რომ წამოყოლოდა,ამიტომ მე წამოვყევი -ვეცადე შეძლებისდაგვარად ამეხსნა სიტუაცია გოგონებისათის,არ მსურდა ჩემს პრობლემებზე საუბარი,ამიტომ ამ დონეზე არ დავწვრილმანდი. -ვაიმე,საბრალო პატარა-სინანულით შეავლეს თვალი ორივე დებმა ჩემს პატარას-დიდი ხანია? -სამ თვეზე მეტია. -სამწუხაროა. მიუხედავად მათი ასეთი ცნობისმოყვარეობისა ,ძალან საყვარელი და თბილი გოგოები იყვნენ.ბავშვის საჭმელი თან წაყებული მქონდა და თხელი პლედიც,იქვე ტყევში ვაჭამე და დავაძინე ეტლში საბა,ექვსი იყო დაწყებული,რომ გაიღვიძა,პატარა ელენიკოსაც ეძინა და მანაც დააჭყიტა თვალები,ამიტომ უკან,სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ. -გოგონებო ჩემთან გეპატიჟებით ყავაზე,რას იტყვით?-საშინლად არ მინდოდა თემოსთან მარტო ყოფნა,ვაი და სახლში დამხვედროდა?დაღამებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო,ამიტომ ასეთი გამოსავალი მოვიფიქრე. -სიამოვნებით-უარი არ უთქვამთ და მეც გამახარეს. გოგონები და პატარები მისაღებში მოთავსდნენ,მე კი სამზარეულოში ავფუსფუსდი მაგრამ შინაგანად ვერ ვისვენებდი,უკვე ექვს საათს გადაცდა ტემო კი არ სჩანდა.შიშმა ამიტანა.ათასმა ცუდმა აზრმა გამირბინა გონებაში.საშინლად ვინატრე ტელეფონი მქონოდა,ხომ დავურეკავდი და გავიგებდი მის ამბავს. გოგოებთან ერთად მაგიდას შემოვუსხედით და ყავას და ტკბილეულს მივირთმევდით ,თვალი კი ჭიშკრისაკენ მეჭირა,ვერ ვისვენებდი.როგორც სჩანს ეს შეუმჩნეველი არ იყო სხვებისათვის. -არ დაუბარებია სად მიდიოდა?-თითქოს ჩემი ფიქრები ამოიკითხა ლანამ. -ჰო-გამოვერკვიე-არა არ დაუბარებია,მაგრამ ალბათ მალე მოვა-უფრო საკუთარი თავი დავიმშვიდე ამ სიტყვებით. -არ გიძნელდება მასთან ერთად ყოფნა? -როგორ?-დამაბნია მისმა კითხვამ-რას გულისხმობ? -აი..... ახალგაზრდა ქალი ხარ,ის ქვრივი მამაკაცი,არ გიძნელდება აქ მასთან ერთად ყოფნა მარტო. -ლანა ეგ რა ლაპარაკია,შენ არაფერი გეკითება-ქეთი ძალიან გააბრაზა დის უტაქტო კითხვამ . -უბრალოდ ისე ვიკითხე-უხერხულად შეიშმუშნა და უხწერხულად გამიღიმა. -არაუშავს-არ მსურდა ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება-მივხვდი რატომაც მკითხე,არა არ მიძნელდება,ჩვენ მხოლოდ სამსახურებრივ დონეზე გვაქვს ურთიერთობა,მხოლოდ საბა გვაკავშირებს,ასე,რომ პრობლემას ვერ ვხედავ ამ ყველაფერში. -ანუ თქვენს შორის..... -ლანა გეყოფა-უკვე ძალიან გაბრაზდა ქეთი და ვეღარ მალავდა. -არაფერი,საერთოდ არაფერი-გარკვევით წარმოვთქვი და ქეთის გავუღიმე,იმის ნშნად,რომ ძალიან არ ენერრვიულა დის უტაქტო გამოხტომებზე. ამ საუბარში ვიყავით,რომ მანქანის ხმა შემომესმა.თემო მოვიდა.თითქოს გულზე ლოდი მომხსნეს,შვებით ამოვისუნთქე,საშინლად მომინდა გარეთ გავსულიყავი და შევგებებოდი მაგრამ ორი რამის გამო შევიკავე თავი-პირველი ჩემს ამჟამინდელ ნათქვამს ამ გოგოებთან ფასი დაეკარგებოდა და მეორე დილანდელი ამბის მერე ასეთი ინიციატივა თემოს თვალში არ მსურდა სხვანაირად გამოჩენილიყო.ვეცადე თავი ისე დამეჭირა,რომ თიტქოს დიდად არ დამკლებია თვალში უმისობა. -გამარჯობათ-მისაღებს თვალი მოავლო და ისეთი თვალებით შემომხედა,რომ მეკითხებოდა სტუმრების ვინაობას. -ესენი ჩვენს მეზობლად ისვენებენ-გავარკვიე სიტუაციაში. -სასიამოვნოა,მე თემო-თვი წარუდგინა სტუმრებს. -ქეთი. -ლანა-თქვა და ისე გაინაზა,რომ აშკარა გახდა თუ რა მიზანს ემსახურებოდა მისი რამოდენიმე წუთის უკანდელი დაკითხვა. -ხელს აღარ შეგიშლით-თემომ მისი გადაპრანჭული ხმა და განაზება არ შეიმჩნია და მაშნვე დაგვტოვა. -ვააა,რა სიმპოა-წარბები შეათამაშა და უტიფრად მოგვავლო თვალი. -წავიდეთ-მკაცრად მიახალა ქეთიმ და მკლავში სწვდა,აშკარად არ მოსწონდა მისი დის ცანცარი. -რა იყო?-უხალისოდ აიზლაზვნა,პატარა ელენეს ხელი დაავლო და მის დას უკან აედევნა. -ხვალ შენ გვესტუმრე თათია-თბილად გადამკოცნა ქეთიმ და დამემშვიდობა. საშინლად არ მინდოდა სახლში შესვლა.დილის მერე თემოსთვის თვალებში შეხედვა და დალაპარაკება გაუსაძლისად მეუხერხულებოდა.თვალები დავხუჭე,ღრმად ჩავისუნთქე და და სახლში შევაბიჯე. ჩემდა გასაკვირად თემო მისარებში არ დამხვდა,თავის ოთახში იყო შეკეტილი,ცოტა მომეშვა,ანუ ისიც დაძაბულია და ეუხერხულება ჩემთან ურთიერთობა.დრო მალე გავიდა.მოატანილი როდუქტები ამოვალაგე,დავაბინავე,სახლი მივალაგე,საბას ვაჭამე,ვაბანავე და დავაძინე.ამდენ გაწამაწიაში 9 საათიც მოვიდა.წყალი გადავივლე და ტელევიზორის წინ მოვკალათდი.იმედი მქონდა აწი თემოც გამოიხედავდა.არ დააყოვნა მოლოდინმა.მალე გავიგე,როგორ გაიღო მისი საძინებლის კარი.ოთახში ისე შემოვიდა მისკენ არ შევბრუნებულვარ.ჩემს გვერდით სავარძელში ჩაესვენა და მაგიდაზე ,რაღაც კოლოფი შემოდგა. -დღეს ბათუმში ვიყავი გოჩას სანახავად-პირველი მანდ დაიწყო. -აჰამ-ისევ ტელევიზორს ვუყურებდი. -ალბათ აგაფორიაქე,რომ დამაგვიანდა. -საბას გამო. -ჰო,საბას გამო.....-მანაც გაიმეორა ჩემი სიტყვები და ჩუმად ჩაეღიმა-აწი ასე არ განერვიულებ-თქვა და კოლოფი მომიჩოჩა-ეს შენ. -ეს რა არის?-გაკვირვებულმა ისე დავხედე კოლოფს ,რომ ხელი არ მომიკიდებია,არ მინდოდა მაგრამ ,ვბრაზობდი,რაზე მე თავადაც არ ვიცოდი. -შენია,გახსენი-კიდევ უფრო ახლოს მოწია ჩემკენ. კოლოფი ავირე და გავხსენი.ტელეფონი. -ეს მე?-იმდენად წარმოუდგენელი საჩუქარი იყო,რომ თემოსგან არ ველოდი. -აწი ,როცა დამაგვიანდება გეცოდინება სად ვიქნები..... ან შენ თუ დაგაგვიანდება მე მეცოდინება-დამნაშავესავით ჩაილაპარაკა. -თემო ამას ვერ ავიღებ,ეს საკმაოდ ძვირი საჩუქარია -გთხოვ თათო-ეს სიტყვები იმხელა სითბოთი და სინაზით წარმოთქვა ,რომ პასუხი ვეღარ შევუბრუნე-მოგწონს?-ინტერესით შემომანათა თვალები ,როგორც კი ტელეფონი ბუდიდან ამოვიღე. -ძალიან-ხელში შევატრიალე,მართლა ლამაზი იყო-დიდი მადლობა. -ნომერიც დევს შიგნით,ჩემი ნომერიც ჩაგიწერე,ასე რომ აწი დამირრეკე ხოლმე..... როცა აუცილებლად ჩათვლი -ჰო-თავს საშინლად დაძაბულად ვგრძნობდი,თან მიხაროდა ეს ყურადრება,თან კი მაბნევდა.რას ნიშნავდა ეს ყოველივე?თემოს ეს სიტყვები ,ყურადღება? -რას უყურებ?-ეცადა სიტუაცია განემუხტა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა,სავარძელი უფრო ახლოს მოსწია ჩემკენ და ტელევიზორისაკენ. -რაღაც გადაცემაა,ბლიც კითვებს უსვამს ერთი მეორეს,მან კი დაფიქრების გარეშე უნდა უპასუხოს. -საინტერესოა.... გინდა ჩვენც ვითამაშოთ? -რა? ბლიც-კითხვები? -ჰო,რა არის,ცოტა გავხალისდებით-სიცილით დაწვდა კოკა-კოლის ბოთლს და ეგრევე მიიყუდა. -კარგი-გაოცებულმა შევიშმუშნე და ჯერ კიდევ უცხო და ახლის მოლოდინით დავიჭიმე და თემოს მივაცქერდი. -მე ვიქნები პირველი თუ შენ? -მე. -ოკ,მაშინ დავიწყოთ-წინ გადმოიხარა და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო-მოემზადე? -კი-ვთქვი და ფრიადოსანი მოსწავლესავით მხრებში გავიშალე და საზურგეს ავეწეპე. -ვინ გინდა,რომ იყო? -დედა -რომ არ დაბადებულიყავი საქართველოში დაიბადებოდი... -სად?ალბათ იტალიაში-ჩემივე ნათქვამზე მეცინება. -რა გინდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად? -ვიცოდე ჩემი წარსული. ის,რაც ყველაზე მეტად მოგწონს საკუთარ თავში. -მიყვარს ბავშვები. -მჯერა,რომ... -ოდესმე გავიგებ სიმართლეს. -ყველაზე მეტად ,რას აფასებ ადამიანში -ერთგულებას და პატიოსნებას -ყველაზე მეტად,რისი გეშინია? -მარტოობის. -ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს -სახლი. -მინდა დამიმახსოვრონ ,როგორც..... -კეთილი და მოსიყვარულე -ის, რაც გაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ გინდა -შენ და საბა-ვთქვი და იმ წამსვე ენა მოვიკვნიტე,მაგრამ გაფრენილ სიტყვებს უკან ვეღარ დავიბრუნებდი ............................................................ p.s. ცოტა დავაგვიანე,მაგრამ საკმაოდ მოზრდილი თავია და იმედია ამით გამოვისყიდი დანაშაულს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.