ზედმეტად სექსუალური -6-
ზოგჯერ,როცა რამე ძლიერისკენ მიილტვი და მთელი არსებით ცდილობ მიზანს მიაღწიო პირად ცხოვრებას განზე დებ ხოლმე,და აი აქ ვცდებით... ბოლოს,მოხუცები,გამოფიტულები რომ ვისხდებით სიჩუმეში,აი მაშინ ვინატრებთ ჭაბუკობის წლებს,ლაღ ცხოვრებას რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა... მოხუცებს შუშის თვალი აქვთ,მათ ბევრად მეტი იციან ცხოვრების ავ-კარგობაზე და სწორედ აფასებენ კიდეც... ადელას თანდათან ეჭვი ეპარებოდა თავის თავში,ჭოჭმანობდა და რაღაც ამოუცნობი ძალა უკან ქაჩავდა. საათობით იდგა ფანჯარასთან და წამებს ითვლიდა,მან ხომ მთელი თავისი ენერგია და ბავშვური სიკეკლუცე შესწირა გლოვასა და მიზნისაკენ სწრაფვას,რომლითაც შეძლებდა დის მკვლელები ციხეში სამუდამოდ ჩაეყუდებინა. ყოველთვის როცა გონებაში ასეთი ფიქრები შემოაწვებოდა დის ფოტოს დახედავდა ხოლმე, და მხნეობა წამსვე ემატებოდა. *** მაღვიძარის წრიპინმა გააღვიძა ქალი,თვალების ფშვნეტით წამოდგა საწოლიდან,ცივ იატაკზე ფეხების დადგმისას ოდნავ შეიშმუშნა და კედელზე გაკრულ კალენდართან გაჩერდა. "3 თებერვალი" წითლად ჰქონდა შემოხაზული.თვალები საოცრად დაუნაღვლიანდა ქალს,თითქოს ტკივილისგან დაპატარავდა მყინვარწვერივით მედიდური ადელა...მლაშე სითხემ დაუნამა ღაწვები და ძალა გამოლეულს მხოლოდ "3 თებერვალი" უტრიალებდა გონებაში.დღე,რომელმაც საფუძვლიანად გამოცვალა ქალის ცხოვრება,სწორედ 3 თებერვალს მოჰკვეთეს მეორე ნახევარი,მისი ტყუპისცალი დელია... დელია მასზე ექვსი წუთით უფროსი იყო და სულ დიქტატორობდა,ნორჩი ყვავილივით უფრთხილდებოდნენ გოგოები ერთმამეთს და სიყმაწვილის თბილ მოგონებებს ერთად აგროვებდნენ... მერე კი ყველაფერი არია რუტინამ, არია და ორი ანგელოზი, ერთმანეთს მოსწყვიტა,დელია მოკლეს,და სწორედ იმ დღის შემდეგ გაქრა ანგელოზი,სახელად 'ადელა'. *** ქალი ძლივს შეკოწიწებული ძალებით წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში შელასლასდა.ყავის მადუღარა ჩართო და მარმარილოს დახლს დაეყრდნო ხელებით.ცდილობდა ეპოვა ძალა,ძალა რომლითაც შეძლებდა გაეძლო ამ ტკივისთვის, რომელიც ხუთი წლის შემდეგაც გადაუალხავი ბარიერია მისთვის და მისი ოჯახისთვის. ოხშივარ ადენილი ყავა ფინჯანში ჩაასხა და ისევ ფანჯარასთან მოკალათდა.აკანკალებული ხელებით მოიძია ტელეფონი და მწვანე ღილაკს აღელვებულმა გადაუსვა ხელი. დიდი არაფერი უთქვამთ დედ-მამას ადელასთვის,არც ქალს გამოუდვია საუბრით თავი.სამივე მათგანი დუმდნენ და ამ დუმილშიც კი ჩანდა რომ ოჯახურ სიმტკიცეს ბზარი აჩნდა,ღრმა მოუშუშებელი იარა რომელიც თითოეულ მათგანს ნელ ცეცხლზე წვავდა. როგორც კი ადელამ ყურმილი დაკიდა, მაშინვე დაეტაკა ძლივს შეკავებული ცრემლები და გულიანად აზლუქუნდა... როგორი უსუსური იყო ამ წამს ქალი,როგორი მიუსაფარი...მისი თვალები მკლავებს ითხოვდნენ,აცახცახებულ მხრებს რომ ჩაჰფრენოდნენ და როგორმე დაეწყნარებინათ ქალი. ბოლოს ისევ თვითონ მოეგო გონს,საათის ციფერბლატი 9:56 წუთს აჩვენებდა.სავარძლიდან დამძიმებული წამოდგა და სააბაზანოში გავიდა შხაპის მისღებად.ეს ერთადერთი რთული მდგომარეობა იყო როცა ქალის გათოშილი სხეული წყალმა ვერ მოადუნა.სწრაფად გამოვიდა საბაზანოდან და კარადიდან შავი,კოჭებამდე გაშლილი სარაფანი გამოიღო,ცისფერი ჟაკეტი მოიცვა,ფეხები ბალეტკებში ჩააცურა და სარკეში ჩაიხედა.თვალები,ტირილისგან ოდნავ შესიებოდა და მუქი მწვანე თვალები თითქოს გახუნებულიყო...მაკიაჟის თავი არ ჰქონია,გრძელი შავი თმები, მაღლა ცხენის კუდად შეიკრა სათვალეები გაიკეთა და სახლი დატოვა. სამსახურში როგორც კი შეაბიჯა სუნთქვა შეეკრა თითქოს,თავი გაიმხნევა ^როგორც კი დაპირებას აასრულებ, აქაურობას მოცილდები და მშობლებს უზრუნველ სიბერეს შეუქმნი^ . ბატონი ბესოს, კაბინეტში მიაკითხა და გაბედულად დააკაკუნდა კარებზე. -ხო მშვიდობაა შვილო?-იკითხა შეშფოთებულმა კაცმა როცა ქალის თვალებში ენით აუწერელი ტკივილი ამოიკითხა. -ჰო,არის...უბრალოდ დღეს ჩემი დის ხუთი წლის თავია,სასაფლაოზე უნდა ავიდე და მინდა, მთელი დღით დაგეთხოვოთ...თუ რამე მნიშვნოლევანია საბუთებს სახლში წავიღებ და იქ გადავხედავ... -ვიზიარებ შვილო,მესმის შენი...წადი, მაგრამ კაბინეტში შეიარე შენს მაგიდაზე საბუთები დევს და გაიყოლე. -კარგი,მადლობთ-ჩაილაპარკა ქალმა და მისი კაბინეტისკენ დაიძრა.დაუკაკუნებლად შეაღო კარები და ინანა კიდეც,მაქსიმეს მადიგაზე მიყრდნობილი მოკისკისე ბაია რომ დაინახა მაქსიმეს გვერდით: -გამარჯობა-უხალისოდ ჩაილაპარკა ქალმა და საბუთების დასტას დაავლო ხელი და ელვის სოსწრაფით დატოვა შენობა. ლიფტს არ დალოდებია ფეხით ჩაუყვა კიბეებს,გული შეუღონდა ბაიას დანახვისას არ იცოდა რატომ,რისთვის და რამიზეზით მაგრამ ეგოისტურად უნდოდა ბაიაზე თმები ღერა-ღერა დაეპუტა.ქალს თავისივე ფიქრებზე გაეცინა და მანქანა დაქოქა.გზად ყვავილების მაღაზიასთან შეჩერდა,ოცდა-ოთხი ყვითელი ვარდი იყიდა თეთრი შოკოლადიც არ დავიწყებია და სასაფლაოსკენ გაეშურა.მანქანა მოშორებით გააჩერა,ყვავილები ხელში ჩაიბღუჯა და ფეხით გაუყვა გზას. ხელის კანკალით ჩააწყო ყვავილბი ლარნაკში და უსულო სურათს ცრემლნარევი მზერით მოეფერა.- მენატრები დაი-ამოისკუკუნა ქალმა, ფეხზე წამოდგა და არეული ნაბიჯებით დატოვა სასაფლაო.ხელში ჩაბღუჯული თეთრი შოკოლადი პირველივე შემხვედრ,მოხიც ჩია ქალს დააკავა და მანქანაში ჩაჯდა. *** ფანჯარასთან მდგარ სავარძელში იჯდა ქალი,ხელში წითელი ღვინით სავსე ბოკალი ეჭირა და მარტოობას ებრძოდა. ტირილისგან თვალები ჩაწითლებული ჰქონდა,ჭიქას ჭიქაზე სვამდა და თითქოს ასე ცდილობდა იარების ჩაცხრობას.ზარის ხმაზე ზანდატ წამოდგა ფეხზე,თეთრი ხალათი უკეთ შემოიჭდო სხეულზე და აერეული ნაბიჯებით მივიდა კარებამდე. -შენ?-გაკვირვებულმა ჰკითხა ქალმა კარებში მდგარ სულუეტს და კარები ფართოდ გააღო... ისევ დავგვიანე...ბოდიში რომ გალოდინეთ მაგრამ მუზა გამიფრინდა და ვერაფერი დავწერე... მადლობა რომ გვერდით მიდგახართ და მამხნევებთ, უყვარხართ მარიამს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.