ალექსი (სრულად)
ალექსი მზე ღრულებიდან მორცხვად იჭყიტებოდა და სხივებს უფრო დიდი სიძლიერით აგზავნიდა დედამიწისკენ. ღრუბლების მასაც ნელ-ნელა ნებდებოდა და სხივებს ნებას აძლევდა მასში გაევლოთ, თენდებოდა. ნელ-ნელა ეპარებოდა სინათლით სავსე ყვითელი ჩამუქებულ ქუჩებს. ყველა ფერი თავის ყველაზე ღია ტონს იძენდა და თან რაღაც ზარს რეკდა, თითქოს ყველას აჩვენებდა რომ გათენდა. განთიადი ამაზე ლამაზი არასდროს ყოფილა. ხალხი დაპროგრამებულივით მოძრაობდა, იღიმოდა, ბედნიერებას ყველას აფრქვევდა. თითქოს ქალაქის დაუწერელი კანონი იყო, უნდა გყვარებოდა ყველა, მეზობელი, მეგობარი, ქუჩაში გამვლელი.... ყველა განურჩევლად სქესისა, რასისა, ასაკისა, ყველანაირი განსხვავებისა. ალბათ ამიტომაც იყო დილა ასეთი ლამაზი. ბედნიერების ელფერი ჰქონდა ქალაქის ყველა კუთხეს, ყველა კუნჭულს. ყველაფერს. ის ულამაზესი, თითქოს თეატრალური შეთანხმება ხალხს შორის და უზომოდ, უზომოდ ზედმიწევნითი წესრიგი, რომელსაც არასდროს, არავინ არ არღვევდა ყველაში უდიდეს აღფთოვანებას იწვევდა უნდა მჯდარიყავი მთელი დღე ყველაზე მაღალი სახლის სახურავზე და გეყურებინა. თუმცა, არავინ დამაცადა. -აბა, მალე ანა, სკოლაში არ უნდა დააგვიანო! - შემომძახა დედაჩემმა ქვედა სართულიდან და მორჩილად მივყევი უკან. მიჩვეული ვიყავი რომ პრეტენზია არ უნდა გამომეთქვა იმაზე რომ სკოლაში წასვლა მეზარებოდა, ვერ ვიტანდი მუდმივად მომღიმარი კლასელების უმრავლესობას და მაღიზიანდა მთელი ის სამოთხედ შერაცხული ჯოჯოხეთი რომლის ჭიშკარსაც გარედან "სკოლა N1" ეწერა. მოკლე კაბა ზიზღით ჩავიცვი, რომელიც ხელოვნური და კარგად შემუშავებული ღიმილით დავმალე, მხრებზე მძიმე ჩანთა მოვიგდე და გარეთ გამოვედი. ქუჩები იმდენად იდეალური იყო, იმდენად იდეალური რომ ვერავინ, ვერასდროს ინატრებდა სხვა ადგილას ცხოვრებას, რომელიც უსახელო ქალაქი არ იქნებოდა. დიახ, არ მოგეჩვენათ, ქალაქს სახელი არ აქვს. ალბათ მისმა შემქმნელებმა ფანტაზია იმდენად დააფრქვიეს მუდმივი წესრიგის, იდეალური ქუჩებისა და იდეალურად მკაცრი წესების გამოგონებას, რომ ქალაქის სახელზე აღარ ეყოთ და ასე დარჩა. უსახელო ქალაქი ყველასთვის, ვისაც სიკეთე და ბედნიერება ცხოვრების ბოლომდე უნდა. სკოლაში ფეხი შევდგი თუ არა მაშინვე დაირეკა ზარი და ამიტომ უსწრაფესად ავიარე კიბეები და კლაში მასწავლებელს ზუსტად ორი ნაბიჯით შევასწარი. ისევ მომეშალა ნერვები 50 კაცის დანახვისას და უდიდესი აუდიტორიის ბოლო ნაწილში მოვექციე, როგორც ყოველთვის იქ, სადაც ძალიან ცოტა დამინახავდა. 50 კაციან კლასში იპოვნიდით ყველანაირ ადამიანს. ბედნიერებს, უბედურებს, კეთილებს, გაუმაძღრებს, სულელებს, ჭკვიანებს, თავი დედოფლები და მეფეები რომ ჰქონიათ ისეთებს და მოჩვენებითი ბოროტებით შებყრობილებსაც კი, რომელთა გამოსწორებაზეც მასწავლებლები არ იშურებდნენ არც წკეპლას და არც ორიანებს. სკოლა ამ ქალაქის იმ მცირერიცხვოვან ნაწილში შედიოდა, სადაც ვინმეს მწარედ დასჯა ჩვეულებვირივი მოვლენა იყო და სწორედ ამიტომაც არ მომწონდა აქაურობა. ვერ ვიტანდი მასწავლებლებს, არ მაინტერესებდა მოსწავლეები და ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ შემძლებოდა თვალები დამეხუჭა და დამენახა ადამიანებისგან სრულიად ცარიელი უსახელო ქალაქი, სადაც ვიჯდებოდი ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე უსასრულოდ და ვუყურებდი მზეს რომელიც ამოსვლისა და ჩასვლისას ცაზე ათასნაირ ფერს დატოვებდა. ვიქნებოდი სრულიად მარტო... ან სრულიად არა. ისევ შევამჩნიე. ძალით არ მიქნია, თვალები უნებურად გამექცა მისკენ. რაღაც სხვა სამყაროში იყო ალექსი, ისევ გაურბოდა რეალობას და ისევ მიდიოდა ცის უსასრულობაში, რამდენჯერ მდომებია გავყოლოდი, მაგრამ ამის გამბედაობა არასდროს მქონია და ზუტად ვიცოდი არც არასდროს მექნებოდა. ალექსი იყო იმდენად მაღლა რომ მას ვერასდროს მივწვდებოდი მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას რომ არ შემეძლო მისთვის ქვემოდან მეყურებინა და მყვარებოდა იმდენად, რამდენადაც შეიძლებოდა. შემეძლო მყვარებოდა მისი ცივი გამოხედვა რომელსაც ყველას აფრქვევდა, უკარებას ხასიათი, მისი საშინლად ლამაზი სახე და ათლეტური აღნაგობა. ალბათ ყველას ეყვარებოდა სკოლაში ალექსი, ცოტა მაინც რომ ელაპარაკა. მაგრამ ის არ ლაპარაკობდა. არასდროს, არავისთან. არც იცინოდა. მე კი მგონია რომ მის სახეს სიცილი ძალიან მოუხდებოდა. ყოველთვის ფანჯარასთან იჯდა და ყოველთვის ისე იყო ცისკენ გადაყრდნობილი რომ ამ სამყაროს საკუთარი საშუალებით ტოვებდა, ზარი რომ ირეკებოდა ისევ ბრუნდებოდა მაგრამ აუცილებლად ისევ მიდიოდა. ძალიან მინდოდა რომ ადამიანის ფიქრების წაკითხვა შემძლებოდა და გამეგო რას ფიქრობდა ასე გამუდმებით. არ ვიცნობდი მაგრამ თან ჩემზე კარგად არავინ იცნობდა. ის იმაზე ღრმა იყო, იმაზე საინტერესო ვიდრე ჩანდა. ვიდრე ვინმეს ეგონა, რომ იყო. ის ალექსი იყო. მოწითალოთმიანი, მწვანეთვალება ალექსი, მუდმივად ჩაფიქრებული გამომეტყველებითა და უმეტყველო, არაფრისმთქმელი სახით. -ანასტასია, გაკვეთილი. - ფიქრებიდან გამომათრია გეოგრაფიის მასწავლებელმა და მაიძულა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) გაკვეთილი მომეყოლა, რომელიც მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავად ვიცოდი, მაინც მეზარებოდა მოსაყოლად და როდესაც სერიოზულად დააპირა ორიანის ჩაწერა, მხოლოდ მაშინ დავნებდი და მოვყევი. რომ მოვრჩი ზარიც დაირეკა და უსაშინლეს სიჩუმეში ეს იმდენად უცნაურად და არაბანურებრივად გამოჩნდა, წარბები შევკარი. ზარის რეკა მთელი უსახელო ქალაქისთვის ნიშნავდა რაღაცას. მოსწავლეებს პირველი გაკვეთილი უმთავრდებოდათ, უფროსებს სამსახური ეწყებოდათ... სკოლა დამთავრთა თუ არა სწრაფი ნაბიჯით დავუყევი გზატკეცილს სახლამდე და თან ძალიან ვეცადე თვალი გამედევნებინა ალექსისთვის, რომელიც ჩემი მოპირდაპირე გზით მოდიოდა. ტელეფონისთვის რაღაც შნურისმაგვარი მიეერთებინა და ყურში იდებდა. ტელეფონი მეც მქონდა. მეთექვსმეტე დაბადების დღეზე მაჩუქეს მაგრამ არასდროს მქონია იმის დიდი და ძვირფასი პრივილეგია, ჩემი სასურველი მუსიკა, ჩემს სასურველ დროს მომესმინა. მივხვდი რომ ალექსი ყურსასმენებს იკეთებდა და ხარბად მივაშტერდი. ძალიან მინდოდა მეც შემძლებოდა მუსიკა მომესმინა. კიდევ ერთი მინუსი დავუწერე ქალაქს, რომელიც ძველი დროის ჩარჩოებში იყო მოქცეული მაგრამ მაინც ლამაზი და მაინც იდეალური იყო და სახლის კარი დანანებით შევაღე. ისევ მარტო ვიყავი. ოთახში ავედი, სამეცადინო გვერდით გადავდე და ფანქრებს დავწვდი. ძალიან მინდოდა მუსიკა დამეხატა, მუსიკა რომელსაც ალექსი დღეს სკოლიდან მოსვლისას უსმენდა და მუსიკა, რომელიც ალექსს მოსწონდა. ძალიან, ძალიან მაგრად ვუჭერდი ფანქარს ხელს, რომელიც უჩვეულოდ გაშეშებულიყო და ვერ ინძრეოდა, რადგან ვერ მოძრაობდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა დაეხატა. ფურცელი უაზროდ დავჯღაპნე, შემდეგ დავკუჭე და ნაგვის ურნაში ზიზღით ჩავუძახე. მე არ ვიცოდი როგორ დამეხატა მუსიკა და ეს იმაზე მეტად მიშლიდა ნერვებს, ვიდრე ფაქტი რომ ალექსი არასდროს მომაქცევდა ყურადღებას. ამას შეჩვეულიც კი ვიყავი. იმდენად უბრალო და არაფრით გამორჩეული იყო ფაქტი რომ მე ალექსი არ შემომხედავდა, ყურადღებას აღარც ვაქცევდი და აღარც გული მტკიოდა ჩემს საზიზღარ ბედზე და იმაზე რომ უნდა მყვარებოდა ადამიანი რომელიც მე არასდროს შემომხედევდა. მე ვტკბებოდი გრძნობით რომელიც მთლიანად მომიცავდა ხოლმე მაშინ როცა ალექსი კლასში გამოჩნდებოდა და ვერთობოდი მისი ყურებით უაზრო გაკვეთილზე. ჩემთვის თამაში იყო იმის წარმოდგენა თუ რას ფიქრობდა მაშინ როცა ცას უაზროდ აშტერდებოდა და ძალიან, ძალიან მომწონდა გრძნობა რომელიც მან მასწავლა და მე მივხვდი რომ სიყვარული იყო. ეს გრძნობა კი არა ალექსი იყო სიყვარული. თავიდან ბოლომდე და ბოლოდან თავამდე. ამ დებილურად იდეალური ქალაქის ერთადერთი პლიუსი, ან სულაც მინუსი. ფაქტი რომ მე შემეძლო მეყურებინა სიყვარულისთვის და მისი სითბოთი დავმტკბარიყავი და თან მეტანჯა, რადგან ამ სითბოზე მეტს ვერასდროს მივიღებდი. მეტი არც მინდოდა. რაც უფრო მივუახლოვდებოდი ალექსი მით უფრო დამწვავდა. ბოლოს დამფერფლავდა და ბოლოს მომიღებდა და მაინც, არ ვიცი ვინ იყო ალექსი, ან იყო თუ არა ვინმე მაგრამ ჩემი დებილი თავისთვის, რომელიც მუსიკის დახატვას ცდილობდა, ალექსი იყო არაფერი გარდა გრძნობისა რომელიც მან მასწავლა და გრძნობისა რომელიც თვითონ იყო. ალექსი სიყვარული იყო. სიყვარული და მეტი არაფერი. *** შუაღამეს გადასცდა თუ არა პიჟამო გავიძრე, შარვალი და უბრალო მაისური ჩავიცვი და ფანჯარა გამოვაღე. მიუხედავად იმისა რომ ამგვარ რამეს არც პირველად ვაკეთებდი და არც უკანასკნელად, მაინც შემაშინა მანძილმა მეორე სართულიდან მიწამდე და წამიერად თვალები დავხუჭე რომ გამეაზრებინა რას ვაკეთებდი. ისევ ვიპარებოდი და ვიცოდი რომ ეს ბოლოჯერ არ ხდებოდა. თავი გავაქნიე, რაფიდან ფეხები გადავწიე და გადავხტი. შედარებით უმტკივნეულოდ დავვარდი ბალახზე და დიდი სიფრთხილით მოვშორდი სახლის ჭიშკარს. კაპიშონი წამოვიხურე რადგან ვიცოდი ბევრი ჩემნაირი იქნებოდა ამ დროს ქუჩაში და არ მინდოდა რომ ვინმეს შევემჩნიე. ხალხის გარეშე უსახელო ქალაქი ბევრად უფრო მომწონდა. ღამეც ლამაზი იყო, მიუხედავად იმისა რომ ლამპიონების შუქები ჩრდილავდა ცაზე გაშლილ მილინობით ვარსკვლავს. იმდენად უაზროდ მივაბიჯებდი უაზროდ იდეალურ ქუჩებში და იმდენად ძალიან ვნატრობდი რომ სიმღერის მოსმენა შემძლებოდა, ვერ ავღწერ. თითქოს რაღაც სულიერი საზრდოა მოუსმინო მუსიკას და მასში დაიკარგო, ჩაიძირო, მოშორდე სამყაროს და სხვაგან გადახვიდე საცხოვებლად ხელის გაუნძრევლად. ისეთივე შეგრძნებაა როგორიც ხატვა, შეგიძლია შექმნა შენი სამყარო და მასში იცხოვრო. ერთდროულად ისეთ გრძნობას გიჩენს რომ ყველაფერი და თან არაფერი შეგიძლია. ძალიან საჭირო რამეა მუსიკა, ძალიან. რას არ მივცემდი რომ მქონოდა. საჭირო სახლთან რომ მივედი, ხმადაბლა დავიძახე. -ანაბელ! - პასუხი არ გამცა. მისი ოთახის იასამნისფერი ფარდები მთლიანად იყო გადაწეული. კიდევ ერთხელ, ოდნავ ხმადაბლა დავუძახე. ხმა არ გამცა. -უკვე წავიდა, ანა, გელოდებოდა მაგრამ... - გავიგონე ანაბელის დის ხმა გვერდითა ოთახიდან. თავი დავუქნიე და თან დავიმანჭე. ძალიან არ მინდოდა ტყეში წასვლა. თუმცა, გამოსავალი არ მქონდა. ანაბელს მარტო ვერ დავტოვებდი. გონებაში რაიმე პრიმიტიული მელოდიის გახსენების უშედეგო მცდელობით გადავკვეთე ქუჩები და ოდნავ გავცდი ქალაქს. ლამპიონების შუქი აქ უკვე ვეღარ აღწევდა და უსასრულოდ დიდი ტყის წინაშე, სიბნელეში მარტო ვიყავი. კიდევ კარგი გამახსენდა უსარგებლო ტელეფონი, რომელსაც არაფერში ვიყენებდი და მისით გზა ოდნავ გავინათე. ვიცოდი, კარგად რომ დამეგდო ყური გავიგონებდი სიცილისა და ხორხოცის ხმებს, რომლებსაც ერთ ჯგუფად შეკრული, მთვრალი, მეამბოხე ახალგაზრდობა გამოსცემდა მაგრამ სუსტი ნიავი ამის საშუალებას არ მაძლევდა. ტყეში კანკალით შევედი. პირდაპირ ხუთწუთიანი სიარულის შემდეგ ჩემს თვალწინ უზარმაზარი მდელო გადაიშალა უამრავი ხალხით. კოცონი დაენთოთ, ისმოდა სიცილისა და მუსიკის ხმები. გამეღიმა, მოვეშვი და თვალები დავხუჭე. ვცადე მუსიკანარევი სიცილის ხმა გამეწმინდა და მუსიკა ბოლომდე, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შემეგრძნო და ოდნავ გამომივიდა კიდეც. "and so i cry sometimes when i'm lieing to bed just to get it all out what's in my head and i...." - გავიგონე და გამეღიმა. უნებური, დებილური სიცილით გავერიე ხალხში და ანაბელის ძებნა დავიწყე. ვერსად დავლანდე მისი შავი თმა და წარბები შევკარი. -გოგო ხომ არ გინახავს? მაღალია, შავი თმა და თვალები აქვს. - გავაჩერე ერთ-ერთი გოგონა. -ეგეთი აქ ძალიან ბევრია. - თქვა სიცილით. - მაგრამ, წამოდი დაგეხმარები. - გაიღიმა და ხელით მომქაჩა. ხალხის მასას შევერიე, კარგა ხანი ვეძებდი, საბოლოოდ კი ხეზე მიყუდებული ვნახე, ვიღაცას გამწარებული კოცნიდა, ხელში კი სიგარეტი ეჭირა, რომელიც მალე დაწვავდა. ჩემს გვერდით მდგომს გაეცინა, მხარზე ხელი დამირტყა, ჩამჩურჩულა, მგონი ამათი შეწუხება არ ღირსო და გვერდით გამათრია. თავი უკანასკნელი დებილი მეგონა იმიტომ რომ აქ წამოვედი. ერთ-ერთი ხის ძირში ჩამოვჯექი და თან ვიღაცის მოწოდებულ ლუდის ჭიქას წარბაწევით ჩავხედე. გარემო მოვათვალიერე. სიცოცხლის ჩქეფა მგონი ამას ერქვა. იდეალური ქალაქის მცხოვრებლები ცეკვავდნენ, მღეროდნენ, სვამდნენ, ეწეოდნენ, ჩხუბობდნენ... ყველაფერს იმას აკეთებდნენ, რასაც ვერასდროს, ვერანაირად ვერ გააკეთბდნენ ქალაქში. თითქოს ნიღაბი ყველამ ჩამოიხსნა, თავის ნამდვილი სახე ყველამ გამოაჩინა. აი ვინ იყვნენ ისინი. უბრალო პრობლემული თინეიჯერები რომელთაც ძალიან უნდოდათ რომ მათ ვენებში სისხლის ნაცვლად ლუდს ეჩქეფა, უნდოდათ მოეწიათ და მოეწიათ და ისევ მოეწიათ გონების დაკარგვამდე და ტვინის საბოლოო გაბრუებამდე. უბრალო ბავშვები იყვნენ. აღტაცებულის აზრები მხოლოდ მაშინ გამიფრიდნენ თავიდან როცა ხეზე მიყუდებული ნაცნობი ფიგურა დავინახე. ისევ ყურსასმენები ეკეთა, ისევ ჩუმად იყო და ისევ უზომოდ, უსაფუძვლოდ და უსაშინლად საიტერესო იყო რაზე ფიქრობდა. არ ვიცი როგორ ან რანაირად მაგრამ მზერა გამისწორა ზუსტად მაშინ როცა ვუთვალთვალებდი და თითქოს პირველად, სულ პირველად შემომხედა. პირველად დავინახე მისი ღია მწვანე თვალები პირდაპირ. პირველად ჩემებეჭდა გონებაში მისი სახე როცა მე მიყურებდა და ალბათ ფრთებიც გამომება იმ წამს, რადგან მე-ანასტასიას ის-ალექსი მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. მის სახეს პირისპირ პირველად შევეჩეხე და ვერანაირად ვერ დავახასიათებდი იმ ერთი სიტყვის გარდა რომელიც მიუხედავად იმისა რომ სასტიკად ბანალურია, სიმართლეა. ალექსი ლამაზი იყო. ლამაზი და არაფერი მეტი. ანაბელმა დამიძახა და მზერა მოვწყვიტე. -ანა, ბოდიში. აღარ დაგელოდე, მეგონა არ მოხვიდოდი და აქ წამოვედი. - დაიწყო თავის მართლება. - ვიცი რო ვერ იტან ესეთებს, წავიდეთ? -არა. - ვთქვი და გარემოს კიდევ ერთხელ გადავატარე მზერა. - აქ კარგია. - სუსტად გამეღიმა. გაიღრიჭა, ხელი გიჟივით გადამხვია და აკისკისდა. -ძალიან, ძალიან მაგარია ხო? ესეც თქვენი იდეალური ქალაქი. დღისით ყველაფერი ისე კარგად ჩანს. - თქვა და წარბი აწია. - მაგ ლუდის დალევას არ აპირებ, არა? - მართალი იყო, არ ვაპირებდი, ამიტომ გავუწოდე და ისევ ნელა გავაპარე მზერა ალექსისკენ რომელიც ახლა ტელეფონს ჩაშტერებოდა. -როგორ მომაგენი? - იკითხა ხანგძლივი დუმილის შემდეგ. -მარიამ ჩაგიშვა. - გავიცინე და ხეს მივეყუდე. -ჰმ, ენაგატლეკილი ბავშვია. - წარბი აწია. - არაუშავს. აქაურობა მოგწონს, ხო? -ძალიან. - ვთქვი და ისევ მომავლე თვალი მოცეკვავეთა ბრბროს. - თითქოს რაღაც ახალი სამყაროა და მუსიკა. მუსიკა... მხოლოდ ამის გულისთვისაც ღირს ამდენი სიარული რომ მუსიკას მოუსმინო. - მანამ მოვკეტე სანამ მუსიკაზე საუბარს შევყვებოდი. ანაბელს ასეთი ბანალური საუბრები არ მოსწონდა. ერჩივნა მთელი დღე ჩუმად ყოფილიყო ვიდრე თავის გრძნობებზე ესაუბრა. -ჰო და შეგიძლია ყოველდღე იარო ჩემთან ერთად! არ დაიღალე ამ დებილური ქალაქის ქუჩების ტკეპნით ყოველ ღამე? - წარბები აწია. არა და არ ვიყავი ამ დებილური ქალაქის ქუჩების ტკეპნით დაღლილი. ოდნავადაც კი. ქალაქი ზედმეტად იდეალური იყო, იდეალურობა კი ხშირად მოსაწყენია. მოსაწყენია ახალგაზრდობისთვის, მოუსვენარი ბირთვისთვის. ჩემთვის, თქვენთვის. ეს უბრალოდ მოსაწყენია. ხალხს სჭირდება წესების დარღვევა, მათ წინააღმდეგ წასვლა, რაღაცეების შეცვლა. ცვლილება კარგია, ძალიან კარგია. მითუმეტეს ქალაქისთვის რომელსაც არსებობის 100 წლის მანძილზე არასდროს ჰყოლია ბანდიტი, არ ჩადენილა ქურდობა, არავინ არ გაგიჟებულა და ნახევრად შიშველს არ შემოუვლია მთავარი მოედანი. სიკეთითა და მოჩვენებითი ბედნიერებით სავსე ეს უაზრო მაგრამ თან ძალიან აზრიანი 100 წელი ზედმეტი იყო ყველასთვის და ყველაფრისთვის. ცვლილების დრო იყო და ამას მე თუ ვხვდებოდი, მაშინ სხვებმა უკვე კარგა ხანი იყო იცოდნენ. -ერთი ამის დედაც! - წამოიძახა ვიღაცამ ბრბოში და ჩემი იმწამინდელი აზრიც გაახმოვანა. არანაირი აზრი არ ჰქონდა ცვლილებებზე ფიქრს და ხის ძირში ჯდომას. ანაბელს სიგარეტი გამოვართვი, ალექსის ლანდს გავხედე, თვალები დავხუჭე, წარმოვიდგინე როგორ მიახლოვდებოდა და მეუბნებოდა: "-გამარჯობა, მე ალექსი ვარ." შემდეგ მე გამეღმებოდა და ვეტყოდი "სასიამოვნოა, მე -ანასტასია." შემდეგ დავსხდებოდით რომელიმე ხის ქვეშ და უსასრულოდ ბევრს ვილაპარაკებდით უსასრულოდ ბევრ თემაზე. არა და ახლახანს დავარტყი პირველი ნაპასი. ფილტვები მწარე ბოლით ამევსო და დამახველა, თუმცა თავი შევიკავე და კიდევ ერთი დავარტყი. შემდეგ კიდევ, კიდევ და ვიგრძენი როგორ განელდა სიმწარე. ქარმა დაუბერა და ვიგრძენი უსახელო ქალაქის იდეალურ ჰაერს შერეული სიგარეტის სუნი და საშინლად მესიამოვნა. ალექსი კი იდგა. იდგა და ისევ მიყურებდა. *** მე და ანაბელმა მდელო გათენებამდე ცოტა ხნით ადრე დავტოვეთ. ძალიან ვიყავი დაღლილი და ძილის გარდა არაფერი მინდოდა, მაგრამ ვერც ეს მეღირსებოდა. 2 საათში სკოლა იწყებოდა. თუმცა არ მინანია. წამითაც არ მინანია რომ მთელი ღამე სახლის გარეთ გავატარე სიგარეტისა და ალკოჰოლის გარემოცვაში. წამითაც არ მიფიქრია რომ ამ ყველაფერში რამე ცუდი იყო, წამითაც... ოთახში ძლივს ავძვერი და ფანჯრიდან მასში აღმოვჩდი. უცებ ჩავიცვი პიჟამა და ისე დავესვენე ლოგინზე, თითქოს მთელი ღამე ტკბილად მეძინა. ერთ საათში გამაღვიძეს, თავი მისკდებოდა თუმცა არ შევიმჩნიე, ისევ ჩავიცვი კუბოკრული კაბა, რომელსაც დასანახად ვერ ვიტანდი და სკოლისკენ წავედი. ამჯერად სხვანაირნი მეჩვენენ უსახელო ქალაქის ქუჩები. ისევ იდეალურები, მაგრამ რაღაცნაირად სხვანაირები. ალბათ სხვა თვალით ვუყურებდი და იმიტომ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვჩქარობდი, მაინც დავაგვიანე და კლასში მასწავლებლის შემდეგ შევედი. ვიცოდი ძალიან დიდ ამბებს დამაწევდა და მორალურად მოვემზადე ლანძღვის ასატანად. -არ განმეორდეს. - მითხრა ცივად. გამიკვირდა რომ გადავრჩი და ჩემი ადგილისკენ წავედი. ალექსი ისევ ფანჯარასთან იჯდა და ისევ ზღაპრულად და ამოუხსნელად უყურებდა ცას. მისი ყურებით ისე გავერთე შემთხვევით მერხს მივეჯაზე და მისი (ისევე როგორც მთელი კლასის) მზერაც დავიმსახურე. შემრცხვა და ავწითლდი. დავჯექი, მერხზე თავი დავდე და გაკვეთილის დასრულებამდე არც ამიწევია. *** დასვენებაზე ანაბელი მომიახლოვდა კისკისით და მომახარა: -გუშინ სერიოზულად ეწეოდი? -არასერიოზულ მოწევას რას ეძახი? - წარბები შევკარი. -შენ ხო არ ხარ ეგეთი. ხო ემორჩილები ამ შტერული ქალაქის ყველა წესს. არასრულწლოვნებისთვის მოწევა არ შეიძლება. - თვალები გადავატრიალე. მეგონა მომესმა. -არ შეიძლება შუაღამისას ქუჩაში სიარული, სკოლის სიძულვილი... კიდევ რამე? -ვერ გავიგე. -წესები უბრალოდ წესებია. ჩემი საქმეა მოვწევ თუ არა და არა ქალაქის მერის. - თვალები კიდევ ერთხელ გადავატრიალე და ანაბელს მოვშორდი. ყველაზე დებილური დიალოგი გვქონდა მსოფლიოში. მოვწიე, ადამიანი ხომ არ მოვკალი. ქალაქი იმდენად იყო ძველ დროში ჩარჩენილი, მისი იქიდან ამოქაჩვა უკვე შეუძლებლად მიმაჩნდა. მოწევაში ცუდი არაფერი იყო. მხოლოდ თავიდან შემეკვრა სუნთქვა შემდეგ კი... თითქოს შვებაც კი ვიგრძენი. ფიქრით გართული ვიღაცას შევეჯახე და რომ ავხედე გავშეშდი. -ბოდიში, ჩემი ბრალია. - ძლივს ამოვღერღე და ალექსს წიგნი გამოვართვი. ჩვენი თითები ძალიან, ძალიან ოდნავ სულ წამით შეეხნენ ერთმანეთს. მთელს ტანზე ტაომ დამაყარა. არაფერი უთქვამს, უცებ გამერიდა. მე კი პირდაღებული, გაშეშებული და წამიერი შეხებით გახარებული დერეფანში დავრჩი. *** იმ საღამოსაც გამოვიპარე. ამჯერად ანაბელისთვის არ დამიცდია ისე წავედი ტყისკენ. მდელო იმაზე მარტივად ვიპოვე ვიდრე გუშინ. ზუსტად ისეთივე სიტუაცია იყო როგორიც წინა დღეს... ისევ ისმოდა ვიღაცის ტკივილიანი სიმღერის ხმა: "How i wish, how i wish you were here. we are just two souls..." მოვდუნდი, გავიბადრე და ბრბოსკენ წავედი. არავისთან ვლაპარაკობდი, არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ვიჯექი, ვიღაცის მიერ მოწოდებულ სიგარეტს ვეწეოდი და ხალხს ვათვალიერებდი. ყოველდღიურად ქალაქში ისინი იმდენად სხვანაირები, იმდენად ჩვეულებვრვივები იყვნენ, მაგრამ აქ, სიბნელეში, ტყის შუაგულში დანთებული კოცონის გარშემო ყველაფერი ჩვეულებვრივი არაჩვეულებვრივი ხდებოდა და ეს იმდენად ლამაზი იყო, უნდა მჯდარიყავი და თვალის დაუხამხამებლად გეცქირა. თვალები დავხუჭე და ძალიან ვცადე რაღაც ჯადოსნური წარმომედგინა. მაგალითად, როგორ მიახლოვდებოდა ალექსი. ჯანდაბა. უკვე საკუთარ თავზეც მეცინება იმდენად საცოდავი ვარ. ხომ შეიძლებოდა წარმომედგინა როგორ მოვიდოდა ჩემთან გოლიათი და მეტყოდა ჯადოქარი ხარო? თუმცა ეს ალექსის მოახლოებასთან არაფერს უდრიდა და მართლაც, რომ მოსულიყო ეს იქნებოდა ყველაზე მაგიური მოვლენა დედამიწაზე, ალბათ ავფეთქდებოდი. მუსიკამ და სიგარეტმა თითქოს გამაბრუა. საშინლად მეზარებოდა სახლში წასვლა. ისევ იმ ამოჩემებული ხის ქვეშ ვიჯექი და განძრევის თავიც არ მქონდა. საათს დავხედე რომელიც 4-ს უჩვენებდა და მივხვდი რომ თუ მინდოდა ცოტა მაინც დამეძინა, სახლში უნდა წავსულიყავი და თავს ძალიან დიდი ძალა დავატანე წამოსადგომად. ტყიდან რომ გავდიოდი თვალი ალექსს მოვკარი, ეწეოდა და ისევ ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული. ძალიან დამაინტერესა რას უსმენდა და გული მომეწურა რადგან ვერ მივიდოდი და ვერ ვკითხავდი. იმდენად მეშლებოდა ნერვები ყველაფერზე, მეტის წარმოდგენა არ შემეძლო. რამდენად უაზროა წლობით გიყვარდეს ადამიანი და მასთან ნალაპარაკებიც არ გქონდეს. მას შემჩნეულიც არ ყავდე და შენთვის მხოლოდ ერთხელ ჰქონდეს შემოხედილი. წამით სხეულში იმ ელექტროშოკის მსგავსმა გრძნობამ დამიარა, რომელიც მასთან სულ წამით შეხებისას დამეუფლა და გამეღიმა. ალბათ ცუდი იყო თავის ასე ტანჯვა მაგრამ მომწონდა. ყველაფერი მომწონდა ალექსში. სიჩუმეც, იდუმალებაც, თითქოს ისიც რომ ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა. ჩემს აზრებზე ჩავიხითხითე და მისი ყურადღება რომ მივიქციე უფრო ამიტყდა ხარხარი. გაჩერდა და შემომხედა. მეც გავჩერდი და შევხედე მაგრამ სიცილი ვერ შევიკავე. ჩემი ტელეფონის შუქი ძლივს ანათებდა მის სახეს. წარბები შეეკრა და თითქოს ძალიან ცდილობდა სიცილის შეკავებას. ხელი ავიქნიე და გზა გავაგრძელე. საკუთარ თავს შევუთვალე რომ ყველაზე იდიოტი ადამიანი ვიყავი დედამიწაზე და პარალელურად უსახელო ქალაქში შევაბიჯე. *** სულ ამომივარდა თავიდან რომ შაბათი იყო და 9-ის ნახევარზე ელდანაკრავივით წამოვხტი საწოლიდან. საბედნიეროდ კალენდარს შევხედე, შვებით ამოვისუნთქე და საწოლს დავუბრუნდი. 3 საათამდე თვალი არ გამიხელია. გამიკვირდა ჩემი გაღვიძება არავინ რომ არ სცადა. რომ ავდექი სახლში არავინ იყო, დედას წერილი დაეტოვა, მე და მედლინი სავაჭრო ცენტში ვართ, საჭმელი მაცივარშიაო. გაეღიმა დედას მზრუნველობაზე, მიუხედავად იმისა რომ არასდროს გამომიჩენია მის მიმართ დიდი სითბო, მამას გარდაცვალების შემდეგ ყოველთვის ცდილობდა რომ ჩემთვისა და მედლინისთვის დედაც ყოფილიყო და მამაც და ეს შესანიშნავად გამოსდიოდა. მამაჩემი... არასასიამოვნო მოგონებები გონებაში შემომეჭრნენ და ისინი თავის გაქნევით გავფანტე, ვისაუზმე მაშინ როცა უნდა მესადილა და უაზროდ დავაშტერდი ფანქრებს და ფურცლებს. მას შემდეგ რაც ზე საოცარი რამ, მუსიკის დახატვა მოვინდომე, ვერაფერი დავხატე და გამიკვირდა, ასეთი დაბრკოლება შემოქმედებაში არასდროს მქონია. უბრალოდ ვერაფერს ვერ ვხატავდი, ძალით კი ამის გაკეთება არ შემეძლო. მუსიკის დახატვაზე ოცნებაც ზედმეტი იყო, ისევ ვცადე და საბოლოოდ რამდენიმე დაჯღაბნილი, საკუჭული ფურცლით შეივსო ნაგვის ურნა. თავს ზედმეტად უაზროდ ვგრძნობდი, ანაბელს არ ველაპარაკებოდი, მდელოზე წასასვლელად ზედმეტად ადრე იყო, დედაც არსად ჩანდა. ბოლოს ისევ დავიძინე, შტერულად ყოფნის ზენიტში ყოფნას ისევ ძილი მერჩივნა. *** ჩვეულად გადმოვძვერი მეორე სართულის ფანჯრიდან და ოდნავ მტივნეულად დავხტი ასფალტზე. კაბა მეცვა და შიშველი მუხლები სულ ჩამეხეხა. მწვავე ტკივილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე წავედი ტყისკენ... უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ისევ უაზროდ უნდა ვმჯდარიყავი და გარშემომყოფთათვის მეყურებინა როცა ხეზე მიყუდებული ფიგურა ჩემკენ დაიძრა. გულისცემის ხმა მესმოდა ყურებში. ვიგრძენი როგორ გამიშრა პირი, როგორ გამიფართოვდა თვალები, როგორ გავფითრდი და როგორ შემცივდა წამიერად. მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ არა. შეუძლებელი იყო ეს მოჩვენება ან სიზმარი ყოფილიყო, ალექსი ჩემკენ მოდიოდა, მომიახლოვდა და გვერდით დამიჯდა. ვგრძნობდი რომ უნდა დავმშვიდებულიყავი თორემ გული აუცილებლად გადატეხდა ძვლებს და გადმოხტებოდა რადგან ასეთი სისწრაფით და სიძლიერით არასდროს მახსოვს, ეცა. რაღაც ალოგიკური მიზეზით ალექსი გვერდით მეჯდა, ალექსი გვერდით მეჯდა, ალექსი გვერდით მეჯდა!!! ავფეთქდი, არ ვიცი რა იყო ეს თუ არა აფეთქება. მხრით მეხახუნებოდა და ტელეფონს ჩაჰყურებდა, შემდეგ მასში ყურსასმენები შეართა და ერთი გამომიწოდა. შევიცხადე, მეგონა მეჩვენებოდა. მეგონა სიზმარი იყო, ან ვინმე მეღადავებოდა. ალბათ ანაბელმა გააჩალიჩა რამე, ან კიდევ ძალიან ტკბილად დამეძინა შუადღისით. ჯანდაბა. მაინც გავიწვდინე ხელი მისკენ და ყურსასმენი გავიკეთე. ჩვენი თითები წამით ისევ შეეხნენ ერთმანეთს და ისევ დამიარა სხეულში ელექტროშოკმა. მართლა მეგონა რომ მეჩვენებოდა. გავიგონე გერი ჯულსის ნაცნობი ხმა "All around me are familliar faces..." ტანში ჟრუანტელმა დამიარა, სხვა სიტუაციაში ალბათ ვიტირებდი. რადგან ის რაღაც არაამქვეხნიური მიზეზით გვერდით მეჯდა. ალექსი აქ იყო. *** არ მახსოვს როგორ დავბრუნდი სახლში. არ მახსოვს რა მოხდა მას შემდეგ რაც უსასრულობაში გაფანტულებივით ვუსმენდით სიმღერას და არ მახსოვს არაფერი ალექსის შეხების შემდეგ რომელიც იმდენად ნაზი და სათუთი იყო, მეშინოდა რომ გავტყდებოდი. მეშინოდა რომ გავტყებოდი და ხმამაღლა დავიწყებდი ტირილს რადგან ის რაც იქ ხდებოდა გონებაში მილიარდჯერ მქონდა წარმოდგენილი და არასდროს, ღმერთო, არასდროს მეგონა რომ ოდესმე ამიხდებოდა. ზემდეტად იდეალურად ვგრძნობდი თავს იმისთვის რომ დამეძინა, თითქოს ძალიან დაღლილი, გამოუცვლელად დავეგდე საწოლზე მაგრამ თვალები ვერაფერმა დამახუჭინა. სულელური, უაზრო და თან ძალიან, ძალიან აზრიანი ღიმილი მქონდა აკრული და განძრევას ვერ ვახერხებდი. რამდენად ბანალური რამაა სიყვარული, ბანალურია მაგრამ თან ამას არავინ აღიარებს რადგან სიყვარულის გარეშე არავის არ შეუძლია. გრძნობა რომელსაც ყველა განიცდის, ყველა განურჩევლად სქესისა, რასისა, ასაკისა, ეროვნებისა, ყველანაირი განსხვავებისა. ყველას უყვარს და ვერავინ ამჩნევს ამის უარყოფით თვისებებს. და მე, რომელიც ახლა ამას ვფიქრობ, სრულიად თავისუფლად ვაღიარებ რომ შეიძლება ალექსს ჰქონდა უარყოფითი თვისებები, რომლებიც ძალიან აშკარა იყო, იმის ფონზეც რომ საერთოდ არ ვიცნობდი და მე არ მინდოდა მათი დანახვა ან უბრალოდ ისინი საერთოდ არ მაინტერესებდა რადგან იმ წამს, მთელი არსებით, მთელი გულით და მთელი, სულ მთელი სულით მიყვარდა ალექსი და არ მაინტერესებდა არაფერი რაც მის იდეალურობას არაიდეალურად აქცევდა. ვერაფრით დავიძინე, სახურავზე ავედი, ვიცოდი დედას რომ გაეგო უზარმაზარ ლექციებს ჩამიტარებდა მაგრამ არ მაინტერესებდა, მზე ამოდიოდა და ცაზე ფერები გადადიოდა. ნელ-ნელა ედებოდა უსახელო ქალაქის იდეალურ ქუჩებს შუქი და ყველაფერი უფერულიც ნელ-ნელა ფერადდებოდა. უსახელო, იდეალური ქალაქი განთიადის დროს, ადამიანების გარეშე. ქარმა დაუბერა, ხელები გავშალე და უნებურად ამიტყდა ხარხარი რადგან თავი ზედმეტად თავისუფლად ვიგრძენი, თითქოს ჩასუნთქვა ამაზე მარტივი არასდროს ყოფილა. ალბათ ასეთია ბედნიერება, ალბათ... გავიღიმე და საიდანღაც ალექსის სიმღერის ხმა მომესმა. იმდენად ყოვლისშემძლე მეგონა საკუთარი თავი სულ წამით, მზად ვიყავი გავქცეულიყავი და მუსიკა დამეხატა. სანამ ფანქრებამდე მივედი სურვილმა გადამიარა, ამასობაში გათენდა და ქუჩაში ხალხი გამოვიდა. იდეალური ქალაქის იდეალურობა მყიფე მინასავით უცებ დაიმსხვრა, თითქოს არასდროს უარსებია, მე კი დამეძინა. *** "-ანასტასია. -ანა! -გაიღვიძე!" - ჩამესმა ვიღაცის ხმა ძილში და უნებურად ვჭყიტე თვალები. ანაბელის შავი თმა დავინახე და თავი ნელა წამოვწიე. -რა გინდა? - ვიკითხე და შევეცადე თმა სახიდან მომეცილებინა. -მომენატრე! - გაღრიჭა იდიოტივით. თვალები გადავატრიალე. -და ვერ დაინახე რო მეძინა? -ანა, მომენატრე-მეთქი. -მერე მე გითხარი მეძინა-თქო. -მოკლედ შენ და შენი ხასიათი! - თვალები გადაატრიალა. უარესად გავბრაზდი. - არაუშავს, ამ ერთხელ გაპატიებ. - თქვა და ისევ გაიღრიჭა. - სადღაც უნდა წამომყვე. ამდენ ხანს რატომ გძინავს? -იმიტომ რომ ღამე არ მეძინა! -გუშინაც იყავი მდელოზე? -შე იდიოტო, რა გაყვირებს! - წამოვიძახე და პირზე ხელი ავაფარე. წამიერად გამოვფხიზლდი. -წამომყვები? -სად?! - თვალები დავაკვესე. -ჩემს ერთ ახალ მეგობართან, რაღაც უნდა გამოვართვა და მარტო წასვლა არ მინდა. მერწმუნე, შენც მოგეწონება. ძალიან დიდხანს მეჩიჩინა წამოდიო, დავიღალე უარის თქმით და წუწუნით და მიუხედავად იმისა რომ ზედმეტად მხიარული, თავზე ხელაღებული ანაბელი ძალიან მაღიზიანებდა, მაინც დავნებდი. -საით? - ვიკითხე როცა სახლიდან გამოვედით. -რა მოუთმენელი ადამიანი ხარ! შორი არაა. - თქვა და ხელით მიბიძგა წინ. -რა ხდებოდა მდელოზე? -ისევ მღერიან, ისევ ცეკვავენ, ისევ სვამენ და ისევ ეწევიან. -როგორ ჩამომიყალიბე. - ხარხარი აუტყდა. ძალიან მაღიზიანებდა ანაბელიც და საერთოდ ყველაც, ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავი. გოგონას ნათქვამი "შორი არაა" ისევე გამართლდა როგორც აზრი რომ მზე დედამიწისგან სულაც არაა შორს. იმდენად ვიყავი სიარულით დაღლილი, შანსს არ ვუშვებდი ხელიდან ანაბელისთვის რამე ირონიულად მეთქვა. -თითქმის მოვედით, ნუღა წუწუნებ გეხვეწები! - თქვა ხელის აქნევით და დიდი სახლის ჭიშკარი შეაღო. სახლი სასმლისა და სიგარეტის სუნად ყარდა. მიუხედავად იმისა რომ დიდი და ლამაზი იყო, იმდენად მოუწესრიგებლად ეყარა შიგნით ნივთები, ვერაფრით იფიქრებდი რომ იქ ვინმე წესიერი ცხოვროვდა. -მარტინ! - დაიყვირა ანაბელმა. პირველივე დაძახებაზე გამოჩნდა სამზარეულოდან შავგრემანი ბიჭის თავი. საშინლად შავი თვალები ჰქონდა, რამდენიმე წამით მომაშტერდა, ოდნავ შემეშინდა. -ანაბელ, საყვარელო! - გაუღიმა და სიხარულით გადაკოცნა მას შემდეგ რაც მზერა მომაშორა. - ეს ლამაზმანი ვინღაა? - მითხრა ყველაზე ბანალური კომპლიმენტი. -ჩემი საუკეთესო მეგობარია, ანასტასია. - წარმადგინა. ძალიან არ მომეწონა ფაქტი რომ ამ უცნაურად საშიშმა ბიჭმა ჩემი სახელი გაიგო. -ძალიან სასიამოვნოა, მე-მარტინი. - თქვა და ჩემი ხელი აიღო, უნდა ეკოცნა. უცებ მოვიშორე. -ჩემთვისაც. - ვთქვი ირონიულად და უკან დავიხიე. -ოჰო, ოდნავ უხეში ყოფილა! - გადაულაპარაკა ანაბელს ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. ნერვები მომეშალა, ცოტაც და სახლიდან ჩემი ფეხით გავვარდებოდი. -ამისთვის არ მოვსულვართ, მარტინ. გახსოვს გუშინ რასაც დამპირდი? -რა თქმა უნდა მახსოვს, მაგრამ თუ ეს გოგონა ოდნავ გაიღიმებდა, იქნებ ცოტა მეტიც მომეცა? - წარბები შევკარი. მივხვდი რომ წამალზე საუბრობდნენ. სულ ცოტაც და ანაბელთან ერთად გარეთ გავიდოდი, იქ კი კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა. -ჰაჰ. - ჩაიცინა. - მოდი ამჯერად მხოლოდ ის მომეცი რასაც დამპირდი. მარტინი ისევ იმ ოთახში შევიდა, საიდანაც გამოვიდა, დრო ვიხელთე და ანაბელს ხელი მკლავში ჩავავლე. -გარეკე? სად მომიყვანე? - ძლივს გამოვცერი კბილებში. -კარგი რა, მოეწონე რამე ხო არ დაგიშავა! -ანაბელ მშვენივრად მიცნობ ხომ იცი... - დავიწყე მაგრამ სიტყვა გამიწყდა. ბიჭი ოთახიდან ხელში პაკეტით გამოვიდა. შიგნით თეთრი აბები ეყარა. -რამდენიმე გოგონასთვისაც დავამატე. - გამიღიმა და პაკეტი გაუწოდა. -არაა საჭირო. - მივუგე ცივად. -მალე ასე აღარ იფიქრებ! - თქვა ღიმილით. - ისევ იქ იქნები საღამოს სადაც 1 კვირის წინ? - ჰკითხა ანაბელს. თავი დაუქნია. დამემშვიდობა და გამოვედით. -გაგიჟდი? - დავიყვირე როგორც კი გამოვედით. რამდენიმე გამვლელმა ამრეზით შემომხედა. ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე არ ენახათ როგორ უყვიროდნენ თანატოლები ერთმანეთს. ხმას ოდნავ დავუწიე. - ალკოჰოლი, სიგარეტი ჯანდაბას, ახლა ნარკომანიც გახდი? ვიღაც ნარკოტიკის გამსაღებლის სახლში მიმიყვანე? -არ ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა. - თავი ჩახარა. - ხომ ხედავ როგორი სიტუაციაა ქალაქში. არ დაიღალე ამდენი იდეალურობით? -კი, დავიღალე! - წამოვიყვირე უნებურად. - და ამის მიუხედავად არ ვცდილობ ქალაქის იდეალურობას თავი შევაკლა. თავს იუბედურებ, შენი ხელით ითხრი სამარეს. -კარგი რა, ვერ ხედავ როგორ შეიცვალე? თითქოს ძალიან კარგად ხარ არადა გული გისკდება იმის გაფიქრებაზე რომ ის ვიღაც ბიჭი არ შემოგხედავს. ახლა გამოხვედი კარგი მეგობარი როცა მოდიხარ და მეუბნები თავს იუბედურებო? ორი წელია ბიჭი გიყვარს რომელსაც შენთვის ერთხელაც არ შემოუხედავს, თავს მე ვიუბედურებ? - ნერვები საშინლად მომეშალა. მის ხსენებას არ ვაპატიებდი. -საერთოდ ვერაფერს ვერ ხვდები არა? - ვუთხარი წარბშეკრულმა. - ალექსი შენ არ გეხება. მეორედ არ გაბედო შენს ბინძურ საქმეებზე მე აღარ მატარო. კარგად. - სწრაფი ნაბიჯით მოვშორდი და სახლში წავედი. საშინლად ნერვებმოშლილმა გაკვეთილების სწავლა დავიწყე რამაც უარესად ამიშალა ნერვები. წუთებს ვითვლიდი 12 საათამდე. სახლში გაჩერება აღარ შემეძლო. *** "A heart that's full up like a landfill A job that slowly kills you..." გავიგონე ნელი მუსიკის ხმა და ისევ გამეღიმა. საოცრება იყო მდელოს არსებობა უსახელო ქალაქში, საოცრება! გარემო მოვათვალიერე. ხალხი დაფანტული იყო, ისევ სვამდნენ, მუსიკის ხმას ტანს ნელა აყოლებდნენ, იცინოდნენ. უხაროდათ ან სწყინდათ და ისინი არანაირად არ იყვნენ იდეალურები, ისეთი იდეალურები როგორიც ქალაქი იყო. იდეალური ქალაქი არაიდეალური მოსახლეობით. სიგარეტის ყიდვა დავაპირე იქვე მდგარი ბიჭისგან, გაეცინა და მაჩუქა. თან დააყოლა, მდელოზე კეთილი ხალხი ვართო. გამეცინა, მადლობა თქო და შემოვბრუნდი. ხის ძირში დავჯექი სიგარეტს მოვუკიდე და გამეღიმა. უაზრო ფიქრებს შევყევი და ვიღაცის მოწოდებული ლუდის წრუპვა დავიწყე. გვერდით ვიღაც დამიჯდა და იმის იმედით რომ ალექსი იქნებოდა, გული ამომიხტა, მაგრამ თვალები გავადიდე, როცა ალექსის ნაცვლად მარტინი დავინახე. -რა პატარაა ქალაქი, არა? - მითხრა ღიმილით. -რა გინდა? - მივახალე უხეშად. -შენი გაცნობა. - გაიღიმა. - ძალიან ლამაზი ხარ, იცი? -კი, სარკეში ვიხედები ხოლმე. - თვალები გადავატრიალე და წამოვდექი. ისიც წამოდგა. -რატომ ხარ ასეთი უხეში? -რა გინდა ჩემგან? -ჩენი ნაცნობა თქო. -ეგ გრძნობა ორმხრივი არ არის. - ცინიკურად გავუღიმე. -მაგრამ მე შემიძლია გავხადო. - მითხრა ისეთი ხმით რომ სიმწრისგან მთელი ჭიქა ლუდი გადავკარი და წინ წავედი. -შემეშვი! - ხმას ავუწიე. -გინდა რომ შეგეშვა? -კი და თან ახლავე! -არც ეგ გრძნობაა ორმხრივი. - თვალი ჩამიკრა. ჯიბიდან ზუსტად ისეთი პაკეტი ამოიღო რომელიც ანაბელს მიაწოდა. უკან დავიხიე. - გინდა? - მონსტრივით გაიღიმა. -არა! - წამოვიყვირე. -შენი არჩევანი არაა, საყვარელო! - ჯერ მისი სიტყვების აზრს ვერ მივხვდი, ჩემკენ ახლოს რომ წამოვიდა სწრაფად მოვტყდი, უნებურად მომხვდა თვალში ალექსი რომელიც ხეზე მიყუდებული სიმღერებს უსმენდა და მისკენ გავქანდი, თავადაც არ ვიცოდი რა უნდა მექნა. -ალექს.. - დავიძახე და დავინახე როგორ შეკრა წარბები სანამ ყურსასმენები მოიხსნა გამოსახეულება დამებინდა, ფეხები მომეკვეთა და პირდაპირ მის წინ დავვარდი. არ მიგრძვნია ბურუსი, არც სიბნელე მინახავს, ალექსის სახეს ვხედავდი, ვგრძნობდი როგორ ვკანკალებდი და ძალიან ვცდილობდი თვალები გამეხილა რადგან ალექსი ჩემკენ იხრებოდა, მისი გამოსახულება გადაიდღაბნა, ვიცოდი ვითიშებოდი და ზუსტად იმ წამს, როცა მან რაღაცის სათქმელად პირი დააღო, გავითიშე. *** ზუსტად ვიცოდი რომ თვალები გახელილი მქონდა რადგან რაღაც სინათლის ნაპერწკლებს ვხედავდი და მესმოდა ყვირილის და შეძახილების ხმაც, ოღონდ ბუნდოვნად. თითქოს აზრზე ვიყავი და თან არც. არც კი ვიცი რა მჭირდა. კანკალი შემიწყდა, განძრევის საშუალება არ მქონდა. მეგონა ვერასდროს ვეღარ გავინძრეოდი. დავიბენი, ალბათ მარტინმა სასმელში რამე გამირია. რა დროს ესაა, უნდა გავიღვიძო, თორემ ღმერთმა იცის რას მიზამს ნარკოტიკი და ალექსი... ღმერთო პირდაპირ ალექსის წინ დავეცი! რა დებილური აზროვნება მაქვს, ალბათ ვკვდები და იმაზე ვდარდობ რომ შეიძლება ალექსი შევაწუხე. შეძახილები ნელ-ნელა უფრო გარკვევით მესმოდა. "რა დაემართა?" "როგორაა?" "მგონი აზრზე მოდის." "რა მოხდა?" არცერთი ხმა არ ეკუთვნოდა ალექსს, მაგრამ ვგრძნობდი როგორ მადებდა ვიღაც ორ თითს არტერიაზე, ალბათ აინტერესებდა გული თუ მიცემდა, ალბათ დამაჟრიალებდა აზრზე რომ ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვიყავი ალექსი იყო. სიბნელეში გაკრთული სინათლის შემყურეს გამოსახულება მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დამეწმინდა. ბალახზე ვიწექი, თავი საშინლად მისკდებოდა, ზემოდან კი ვიღაცის ჟღალთმიანი ფიგურა დამყურებდა. როცა დავაკვირდი და მივხვდი ვინ იყო თვალები გავაფართოვე რამდენადაც ეს ჩემს სიტუაციაში მყოფ ადამიანს შეეძლო. ალექსი ზემოდან დამყურებდა. როცა შეამჩნია რომ აზრზე მოვედი რაღაცის სათქმელად პირი დააღო. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცუდად ვიყავი, მაინც ძლივს შევიკავე ღიმილი მისი ხმის გაგონებისას. -დაბრუნდი? ძლივს გავეცი პასუხი: -მგონი. - ძალიან ოდნავ გაეღიმა. -წამოდგომა შეგიძლია? - თავი დავუქნიე, მიწას დავეყრდენი და ადგომა ვცადე მაგრამ თავი ისე საშინლად ამტკივდა, ისევ უკან დავბრუნდი. -ჰო, არ გეტყობა. - თქვა წარბშეკრულმა. შემდეგ მთელი მდელო თავზე დამადგა მიხვდნენ რომ აზრზე მოვედი, იქამდე კი გასუსულები, ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულები, სიჩუმეში იდგნენ, სიმღერას აღარავინ უსმენდა. -როგორ ხარ? - იკითხა გოგომ რომელიც პირველ დღეს ანაბელის ძებნაში დამეხმარა. მხრები ავიჩეჩე. ამან თავი უარესად ამატკია. -ერთად არ მოაწყდეთ სუნთქვაში ხელს უშლით. - თქვა ალექსმა. ყველამ უკან დაიხია. ღიმილი ისევ ძლივს შევიკავე. -დოზას გადააჭარბე? - მკითხა კარგახნიანი დუმილის შემდეგ. -რა დოზას? - წარბები შევკარი. -წამლის დოზას. - თვალები გადაატრიალა. -ნარკომანი არ ვარ! - ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე. -დარწმუნებული ხარ? -კი. - ვუთხარი უხეშად. -ესეიგი ჩაგიყარეს? მდელოზე ცუდი ხალხი არაა. -ერთი იქნებოდა. - დარწმუნებული ვიყავი რომ ნარკოტიკი მარტინმა ჩამიყარა. კიდევ უფრო შემეშინდა. -სანამ მომიახლოვდებოდი რომ გელაპარაკებოდა ეგ? - გამიკვირდა, თურმე ყურადღებასაც გვაქცევდა. -ჰო, ეგ. ჩაფიქრდა. -ისევ ცუდად ხარ? - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ. თავი სიცილით დავუქნიე. -გადაჭარბებული დოზისგან კრუნჩხვები დაგემართა, თითქმის სასწაულია რომ გადარჩი. ვიღაცას ძალიან არ მოსწონხარ. -პირიქით. - ვთქვი გამწარებულმა. სხეული ჯერ კიდევ ძალიან მქონდა დაბუჟებული. ცოტა ხანს ისევ სიჩუმეში ვისხედით. მის პროფილს ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ იმდენად იდეალური იყო, იმდენად იდეალური ახსნა არ შეიძლებოდა და იმდენად იდეალურ სიტუაციაში ვიყავი მე, მიუხედავად იმისა რომ კრუნჩხვაში ჩავვარდი, ვიღაცამ ნარკოტიკი შემომაპარა და თავი მისკდებოდა, ალექსი მელაპარაკებოდა, გვერდით მეჯდა და ამაზე კარგი, ამაზე იდეალური ცხოვრებაში არაფერი არ მოხდებოდა. ხელები მიწას დავაბჯინე და წამოდგომა ვცადე. თავი უარესად ამტკივდა, თავბრუც დამესხა თუმცა ამას ყურადღება არ მივაქციე. ალექსი გამოძრავდა და ზუსტად იმ წამს, როდესაც უნდა დავვარდნილიყავი, ხელი ჩამკიდა. სუნთქვა გამიხშირდა, დადგომა შევძელი, ოღონდ იმ განსხვავებით რომ მასზე ვიყავი მიყუდებული. -სიარული გიჭირს? - თავი საწყალი ბავშვივით დავუქნიე. -სახლში გინდა? - ისევ. -დაგეხმარები. - გამეღიმა. ამოვილუღლუღე "მადლობა"-თქო და ძალიან ვცადე არანაირი რეაქცია არ მქონოდა მის მკლავზე, რომელიც ჩემს ხელს შორის, წელზე გასრიალდა და გვერდზე ამაკრო. ნელ-ნელა დავიწყეთ სიარული. ტყიდან გამოსვლა გამიჭირდა, ყველაფერზე ფეხი მედებოდა, რამდენჯერმე რაღაც ჩაილუღლუღა, თუმცა ვერ გავიგონე რა. ტყიდან უსიტყვოდ გავედით. შემდეგ ხმა მან ამოიღო. -ხვალ სკოლაში არ მოხვიდე. ცუდად იქნები და შენით დარწმუნდები. - წარბები შევკარი. -იცი რომ კლასელები ვართ? - გამეცინა. -რა თქმა უნდა, ისეთი აჟიოტაჟით შეეჯახე მერხს, ყველამ გაგიცნო. - მასაც აუტყდა სიცილი. -საიდან იცი "წამალზე" ამდენი? -უბრალოდ ვიცი. - თქვა და მზერა ამარიდა. მივხვდი საუბარი არ უნდოდა. - იცი ეს ვინ გაგიკეთა? -კი. ქალაქში შევედით. ჩუმად მივედით ჩემს სახლამდეც. ოთახის წინ დავდექი და თან გავიაზრე რომ მე ვერანაირად ვერ ავძვრებოდი მეორე სართულზე. -ვერ აძვრები ხო? - თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა. -ვერა. კარი დაკეტილი იქნება, დედა სულ კეტავს. - ვთქვი და ახალი პრობლემით ნევრებმოშლილმა რამდენიმე წამის შემდეგ შევამჩნიე რომ მედლინის ოთახთან ვიდექი. მივედი და ფრთხილად დავაკაკუნე 5 წლის კულულებიანმა, პიჟამაში გამოწყობილმა გოგონამ ორივეს მოგვანათა ჩემის იდენტური ცისფერი თვალები. -ანა? - იკითხა ძილისგან ჩახლეჩილი ხმით. -ლინ, კარი გამიღე რა. - თავი დამიქნია. ამას პირველად არ აკეთებდა. ვიცოდი დედასთან არ ჩამიშვებდა. -შენი დაა? - იკითხა ალექსმა სიცილით. თავი დავუქნიე. -ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში რო შეგაწუხე. - ვუთხარი მანამ სანამ სახლში შევიდოდი. თავს შედარებით უკეთ ვგრძნობდი. -თავიდან დავიწყოთ. - თქვა და ხელი გამომიწოდა. -მე-ალექსანდერი. ხელი ღიმილით შევაგებე. -ანასტასია. - ვუთხარი და როცა ხელი გავუშვი სახლში შევედი. ძალიან მინდოდა რომ სიზმარი არ ყოფილიყო მაგრამ თავს იმდენად მსუბუქად, იმდენად უაზროდ ბედნიერად ვგრძნობდი უკვე არც ეს მაინტერესებდა. მედლინი ოთახში უჩუმრად დაბრუნდა, მე კი კედელზე დაბჯენილმა ავაღწიე საძინებლამდე და გამოუცვლელად დავეგდე საწოლზე. სარკეში საკუთარ თავს მოვკარი თვალი და გამეცინა. ალექსმა გადამარჩინა, ალექსი დამეხმარა, ალექსმა სახლამდე მომიყვანა, ალექსი მელაპარაკა, ალექსი შემეხო, ალექსზე ნახევრად ჩახუტებული მივედი სახლამდე, ალექსმა იცის ჩემი სახელი, მე კი ვიცი მისი. ალექსი, ალექსი. უაზროდ ამიტყდა სიცილი, შემცივდა და საბანში შევწექი. ალექსი ოცნებაა, ოცნება რომელსაც ახდენამდე იმ წამს არაფერი აკლდა. *** დილით სკოლაში ვერ წავედი, მართალი იყო რომ მეუბნებოდა არაფრის თავი არ გექნებაო, დედას ვუთხარი მართლა ძალიან ცუდად ვარ-თქო და მანაც მიუხედავად იმისა რომ ძალიან არ უნდოდა, მაინც დამრთო ნება სახლში დავრჩენილიყავი. მედლინი საბავშვო ბაღში მანამ წავიდა სანამ გავიღვძებდი მაგრამ არ მინერვიულია, ვიცოდი რომ არ ჩამიშვებდა. იმაზე უფრო ვნერვიულობდი თუ რა გამიკეთა ანაბელის "მეგობარმა". შეეძლო მოვეკალი, მაგრამ ნარკოტიკი მაინც ჩამიყარა! არ ვიცოდი რა მექნა, საბოლოოდ ყველაფერს საწოლში წოლა და კარგად გამოძინება ვარჩიე, ჰო და მთელი დღე ძილში გავატარე. მდელოზე არ წავსულვარ, თავს ზედმეტად სუსტად ვგრძნობდი იმისთვის რომ მეორე სართულიდან მეხტუნავა და შემდეგ უკან ამოვმძვრალიყავი. სახურავზეც ძლივს ავძვერი, ისევ ვცადე ხატვა მაგრამ არაფერი გამომივიდა. ალბათ ფაქტი რომ მუსიკას ვერ ვხატავდი, ჩემზე იმაზე მეტად მოქმედებდა ვიდრე წარმომედგინა. გამეცინა. თვალები ტყისკენ გავაპარე. წარმოუდგენელი იყო რომ ამ უდაბური ტყის შუაგულში ახლა ათობით თინეიჯერი ერთობოდა, ცეკვავდა, მღეროდა და თავს საუკეთესოდ გრძნობდა. წარმოუდგენელი იყო მდელოს არსებობა, წარმოუდგენელი იყო ყველაფერი რაც კი უსახელო და იდეალური ქალაქის არაიდეალურობაზე მეტყველებდა. ქალაქი თითქმის 100 წლის წინ, იმ ოჯახებმა ააგეს, რომლებიც დაიღალნენ თავიანთ ქალაქებში საშინელი ცხოვრებით, ერთმათს შევხდნენ და უეცრად გადაწყვიტეს ყველაფერი ის, რაც თავიანთ სახლებში არ მოსწონდათ, ამ ქალაქში გაეუმჯობესებინათ. დაიწყეს დიდი მშენელობა, თურმე პირველად მერიის სასახლე აშენებულა, რომელიც ქალაქის ცენტრში, შემაღლებულ ადგილზე დგას, მის პირდაპირ კი არის 6 ადამიანის ძეგლი, ქვეშ ექვსი სახელი წერია - ჯუზეპე, ლუსია, ბრაიანი, მარია, ალექსანდერი და ანასტასია ( ბოლო ორ სახელზე ბევრჯერ მიცინია) მათი გვარები ცნობილი არ არის, ამბობენ, ძალიან უნდოდათ საკუთარი წარმომავლობა დაემალათ, ჰო და მხოლოდ სახელებით შემოიფარგლნენო. ქალაქს ნელ-ნელა ახალი მოსახლეობა შემოემატა, დრო გავიდა და ერთ დროს ტყით დაფარეული სტეპი, უსახელო ქალაქად იქცა, სადაც დამფუძნებლების სურვილი, ყოფილიყვნენ განსაკუთრებულად კეთილები, განსაკუთრებულად თბილები და განსაკუთრებულად იდეალურები, სრულფასოვნად (ან თითქმის სრულფასოვნად) სრულდებოდა. სახურავიდან ჩამოსვლა მაშინ დავაპირე, როცა მზემ უსახელო ქალაქს პირველი სხივები სტყორცნა და ცა ათასფრად განათდა თუმცა სანახაობამ მიმიბყრო და ადგილზე დავრჩი, ქარმა დაუბერა და საიდანღაც სიმღერის სიტყვები გავიგონე: "It's like the sun came out and the day is clear, my voice is just a whisper..." დავინახე როგორ შეჩერდა ქუჩის ბოლოს ჟღალთმიანი ფიგურა. -louder than the screams you here. It's like the sun came out, It's like the sun came out... - დავაბოლოვე და ფართოდ გამეღიმა. საძინელში დავბრუნდი და სკოლისთვის მზადება დავიწყე... *** სკოლაში ისევ დაგვიანებით მივედი მიუხედავად იმისა რომ 5 საათზე გავიღვიძე და მასწავლებლის სერიოზული შენიშვნაც მივიღე. -ამდენს ნუ აგვიანებ თორემ შენს მშობელს გამოიძახებენ, ეს კი კარგად არ დამთავრდება ანასტასია. - "მახარა" ახალი ამბავი და ნება მომცა ადგილზე დავჯდარიყავი. ისევ მთელი კლასის მზერამ მიმაცილა ადგილამდე მე კი ისევ დარცხვენილმა თავი მერხზე დავდე და ალექსისკენ გახედვა ვერ გავბედე, რატომღაც ზუსტად ვიცოდი რომ მიყურებდა. დასვენებაზე ანაბელი მომიახლოვდა. არ ვიცოდი სად გავცეულიყავი, ნამდვილად არ მქონდა მასთან საუბრის თავი. -გუშინ მდელოზე რატომ არ იყავი?- მკითხა წარბშეკრულმა. -იმიტომ რომ შენმა საყვარელმა მეგობარმა სასმელში ნარკოტიკი გამირია და კრუნჩხვებში ჩამაგდო, როგორ მოგწონს? - ცინიკურად გავუღიმე და მოვშორდი. უცებ ნაცნობმა გოგონამ შემამჩნია და ხელი დამიქნია. თავი უხერხულად ვიგრძენი მაგრამ მაინც მივუახლოვდი. -ანასტასია არა? კრუნჩხვა-გოგო? - მითხრა სიცილით. უხერხულად გამეღიმა. -მგონი უარესიც დაუძახებიათ. -ახლა როგორ ხარ? -რა-ვი, მგონი კარგად. - გავიღიმე. -მე მარია ვარ. კიდევ ერთი დამფუძნებლის სახელი, დარწმუნებული ვარ შენც გეშლება ნერვები. - თავი დავუქნიე და ფეხი ავუწყე.- დამფუძნებლის სახელზე გამახსენდა, ის ბიჭი, რომ დაგეხმარა, ალექსანდერი. რა კარგი ვინმეა, არა? ძალიან მომეწონა, მაგრამ მისვლა ვერ გავბედე. - წარბები ავწიე, თვალები გავადიდე. რაღაცის სათქმელად პირი დავაღე მაგრამ ისევ დავხურე უბრალოდ თავი დავუქნიე. შემდეგ ზარი მოვიმიზეზე და კლასში შევიძურწე. გამაოგნა გოგონას სიტყვებმა, შემდეგ კი საკუთარ თავზე გამეცინა. ალექსი ზედმეტად ლამაზი იყო იმისთვის რომ ვინმეს არ მოსწონებოდა, ეს არ უნდა გამკვირვებოდა. ისევ ცას უყურებდა და ოდნავ იღიმოდა, იმდენად საყვარელი იყო მეც გამეღიმა. ვიფიქრე მგონი გავგიჟდი თქო და საკუთარ თავს შევუთვალე რომ ეს კარგა ხნის მომხდარი იყო, შემდეგ კი სანამ ალექსი შეამჩნევდა რომ ვუთვალთვალებდი, რვეულის უკანა ფურცლის ჯღაბნა გავაგრძელე. *** იმ დღეს მდელოს ვეღარ გამოვტოვებდი, ამიტომ ფრთხილად გადავძვერი ოთახიდან და მალე უსახელო ქალაქიც უკან ჩამოვიტოვე. 15 წუთში უკვე მესმოდა Pharel Williams-ის "Happy"-ს ხმა რაც ოდნავ მებანალურა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ხალხში გავერიე. იმ შემთხვევის შემდეგ მგონი ყველამ გამიცნო, მეკითხებოდნენ როგორ ხარო და თან იცინოდნენ, რა კარგია რომ გადარჩიო. ზედმეტად მეგობრულები და თბილები მომეჩვენნენ მაგრამ არა იმიტომ რომ უსახელო ქალაქის მცხოვრებლები იყვნენ, უბრალოდ ძალიან, ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ და რაც არ უნდა გეცადა მათთზე ცუდი გეთქვა იმით რომ ეწეოდნენ, სვამდნენ და შემდეგ უბერავდნენ, მაინც არ გამოდიოდა, რადგან "მდელოს სიკეთე" ბევრად ჯაბნიდა "უსახელო ქალაქის სიკეთეს" და ამას ვერ უბრალოდ შეცვლიდი. ალექსი ხეზე მიყუდებული უსმენდა მუსიკას და თან ეწოდა. არ ვიცი რამ დამარტყა მაგრამ მისკენ წავედი. ოდნავ მიიწია და ხეზე მიყუდების საშუალება მეც მომცა. ღიმილი ძლივს შევიკავე. -ხვალ დამფუძნებლების დღეა. - თქვა ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ. -ჰო... -დებილობაა. -ჰო... -შენც დამფუძნებლის სახელი გქვია ხო? -ჰო. -სხვა სიტყვა არ იცი? -არა. - გამეცინა. კარგა ხნიანი სიჩუმე ისევ მან დაარღვია. -ვინც ის გაგიკეთა ისევ აქაა? - გამიკვირდა. წარბები შევკარი და მხრები ავიჩეჩე. -და არ გეშინია რო ისევ გაგიკეთოს იგივე? -აღაფერს აღარ დავლევ. - წარბი ავწიე სიცილით. ის კი ზედმეტად სერიოზული მეჩვენა. თავი ორაზროვნად გააქნია, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და ჩემი მზერა რომ დაინახა მეც გამომიწოდა. კარგა ხანს ვიდექით ჩუმად და ვეწეოდით. შემდეგ დავინახეთ როგორ შეიკრა მთელი მდელო წრედ კოცონის გარშემო და ჩვენც მათ შევუერთდით. ვერ გავიგე რას აკეთებდნენ, ყველა ერთად არასდროს მჯდარა. -საშიში ისტორიები ვის უნდა? - წამოიყვირა ვიღაცამ. ბრბო ახარხარდა. აშკარად ყველას უნდოდა, მე კი რატომღაც არ მომწოდა ფაქტი რომ შუაღამისას ტყეში საშინელებებზე უნდა გველაპარაკა. -მე დავიწყებ! - წამოიძახა წაბლისფერთმიანმა ბიჭმა. - თან ჩვენს ქალაქს ეხება! - ბრბოს გაოცების ხმებმა გადაუარა. ბიჭი კი წამოდგა და დაიწყო: -ზუსტად 100 წლის წინ... - წარბები აათამაშა. - ნუ დავივიწყებთ დამფუძნებლების დღეს, გილოცავთ მეგობრებო, ჩვენი დებილური ქალაქი უკვე 100 წლისაა! - გაისმა სიცილის ხმა. - ჰო და რას ვამბობდი. ზუსტად ასი წლის წინ, სანამ ექვს დამფუძნებელს მოუვიდოდა აზრად ის იდეალური იდეა, რომ შეექმნა იდეალური ქალაქი, მოგეხსენებათ მთელი ეს ტერიტორია ტყეს ჰქონდა დაკავებული. თუმცა ტყე რათქმაუნდა ცარიელი არ იყო. მოხუც დედაბერს ზუსტად ტყის შუაგულში ჰქონდა ხის ქოხი, საიდანაც ყოველთვის საშიში ხმები ისმოდა. გამვლელები და მონადირეები ამტკიცებენ, რომ ხშირად დაუპირებიათ ქოხთნ მიახლოება თუმცა საზარელმა ხმებმა, რომლებიც შიგნიდან ისმოდა, ყველას უკან დახევა აიძულა. მონადირეები უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ თუ რა ხდებოდა ქოხში, ერთ-ერთმა მათგანმა კი ნინძლავი წააგო და ქოხთან მივიდა... - ატმოსფერო დაიძაბა. ყველა ერთბაშად გაჩუმდა. რაღაც საშინელების მოლოდინში ყველა შიშმა შეიბყრო. - და.... - გააგრძელა ბიჭმა. - ძალიან ეშინოდა თუმცა ნაბიჯი წინ გადადგა, უფრო და უფრო წინ წავიდა. ზუსტად ქოხის პირდაპირ აღმოჩნდა და... - ისეთი სიჩუმე იყო, ქარის ხმაც კი ისმოდა. - და დაინახა რას აკეთებდა დედაბერი ქოხში. ის... -ახლა რაღაც დებილობას იტყვის. - ჩამჩურჩულა ალექსმა. გამეცინა. -ის თავის სარწეველა სავარძელზე იჯდა, ფეხები მაგიდაზე ჰქონდა შემოლაგებული, ხელში ლუდი ეჭირა და ტელევიზორს აგინებდა, რადგან არხებს ურევდა. - ხარხარი და ყვირილი ატყდა. მე გამეღიმა, წარბაწევით გავხედე ალექსს. -ხომ ვთქვი. - თქვა ნიშნისმოგებით. სხვა ისტორიებიც დებილობები იყო, ცოტა საშიშები მაგრამ მაინც დებილობები. იმ დღეს მდელოზე ჩვეულებვრივზე დიდხანს დავრჩი, ალბათ იმიტომ რომ ჩვეულებვრივზე კარგად ვერთობოდი. ძალიან ღადაობდნენ დამფუძნებლების დღესა და უკვე დაბერებულ ქალაქზე, რომელიც დახეიბრებულიყო და ყავარჯნით დადიოდა, ხანდახან კი ყავარჯენი უვარდებოდა. მე და ალექსმა ერთად დავტოვეთ მდელო. სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, მაგრამ გვერდიგვერდ მივდიოდით. თენდებოდა და ცაზე ისევ გადადიოდა ფერთა ულამაზესი გამა. რატომღაც გამეღიმა, არასდროს მეგონა რომ დღის ჩემს საყვარელ მონაკვეთს ოდესმე მასთან გვერდით მდგომი შევხვდებოდი. -რა მოხდა? -რა? -იღიმები. - გამეცინა. -ლამაზია. -განთიადი? -ჰო. -ცაა ლამაზი. - გავიფიქრე ალბათ ამიტომ უყურებს სულ ცას-თქო. არაფერი მითქვამს, პასუხად უბრალოდ გავუღიმე. ჩემს სახლთან ახლოს ვიყავი, აქ იყოფოდა ჩვენი გზები. არაფერი მითქვამს ისე ავუხვიე სახლისკენ, ის კი საპირისპირო მიმართულებით წავიდა. უაზრო ღიმილით ავძვერი მეორე სართულზე და საწოლზე გადავწექი, ცოტა მაინც უნდა დამეძინა სანამ სკოლაში წავიდოდი. *** გაღვიძებულს ქალაქი სრულიად სხვანაირი დამხვდა. ქუჩები სავსე იყო ჩვეულებვრივზე უფრო მომღიმარი ხალხით, ყველა კუთხე და კუნჭული ჭრელი ფერებით იყო მორთული. ხალხი დადიოდა დამფუძნებლების სახელის მქონე მაისურებით. უაზროდ იცინოდნენ, ერთმანეთს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ულოცავდნენ. სკოლები 12 საათზე დამთავრდებოდა, შემდეგ ქალაქის მერი გამოვიდოდა და ყოველწლიურ სიტყვას წარმოთქვამდა, რომელიც ყველამ ზეპირად იცოდა და ნებას მოგვცემდა ქალაქის დაბადების დღე ისე აღგვენიშნა, როგორც გვინდოდა. სკოლის შესასვლელში ერთ-ერთმა მოსწავლემ შემაჩერა და უნიფორმაზე რაღაც მიმაკრო. -შენ ანასტასია იქნები. - წარბები შევკარი. -ანასტასია ისედაც ვარ. -ანასტასია დამფუძნებელს ერქვა! სახელის გარეშე კლასში არ შეგიშვებენ, ახლა წადი. - ახალ, დებილურ წესზე გამეცინა და კიბეები კლასამდე ავიარე. ამჯერად არ დამიგვიანია, ზარის დარეკვამდე 10 წუთი იყო. -დამფუძნებლების დღეს გილოცავ! - გავიგონე ირონიით სავსე ხმა და სიცილით მივხედე ალექსს, რომელსაც სკოლის კუბოკრულ უნიფორმაზე სახელი - ალექსანდერი ეწერა. -მეც გილოცავ. - ვუთხარი სიცილით. ის ისევ ფანჯარასთან დაჯდა. მე ისევ კედელთან. მასწავლებელმა დაიწყო საუბარი ქალაქის ისტორიაზე და აღნიშნა თუ რამხელა პატივი იყო გრქმოდა დამფუძნებლის სახელი (თავადაც ერთ-ერთი ერქვა). რატომღაც პატივისმაგვარს ვერაფერს ვხედავდი სახელ ანასტასიაში, ალექსანდერში კიდევ შეიძლება. სკოლები 12 საათზე დაიხურა. ყველა მთავარი მოედნისკენ წავიდა. ძალიან არ მინდოდა მერის ტექსტის თავიდან მოსმენა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. დედასა და მედლინთან ერთად დავდექი უზარამაზარ ბრბოში და მოუთმენლად გავხედე უსახელო ქალაქის მერს. -ეს ის უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელსაც უსახელო ქალაქის უკლებლივ ყველა მცხოვრები დიდი ხანია ელის! დღეს ჩვენი ქალაქი 100 წლის გახდა. ის ზუსტად ერთი საუკუნის წინ სამმა წყვილმა, ჯუზეპემ და ლუსიამ, ბრაიანმა და მარიამ, და ალექსანდერმა და ანასტასიამ ააგეს, იმისათვის რომ... - მეტი აღარ გამიგონია, ისედაც ზეპირად ვიცოდი, ალექსის იდეალურ პროფილს ვუყურებდი და ძალიან ვცდილობდი ალექსანდერისა და ანასტასიას წყვილზე უაზროდ არ ამეტეხა ხარხარი. სიტყვა როგორც ყოველთვის 15 წუთს გაგრძელდა და მოიცვა ყველაფერი რაც კი ქალაქში ხდებოდა. უდიდესი სიკეთე, უდიდესი იდეალურობა, უდიდესი პატივისცემა და მთავარი, უდიდესი ინდივიდუალურობა-მთელს დედამიწაზე უსახელო ქალაქის მსგავსი, არაფერი არსებობდა. -ანა წამოდი რა... - ერთხმად მთხოვდნენ დედა და მედლინი გასართობად მოწყობილ რომელიღაც ღონისძიებაზე წავყოლოდი. ამაზე ნაკლებად არაფერი მინდოდა და ბევრიც ვაწვალე, მაგრამ დავთანხმდი იმ იმედით, რომ მალე გამოვიპარებოდი. მედლინი სახეზე რაღაც პეპლისმაგვარს იხატავდა როდესაც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ალექსი დავინახე, ტუჩების მოძრაობით ჩემს სახელს ამბობდა. დედას ვუთხარი მეგობარი ვნახე და მერე გიპოვით-თქო და მისკენ წავედი. -ისეთი სახით დგახარ ვინმეს ეგონება ქალაქის დაბერება არ უხარიაო. - თქვა სიცილით. -ჰო, ძალიან მიხარია ამ შტერული ქალაქის არსებობა. - თვალები გადავატრიალე. -არ მოგწონს? - მითხრა წარბაწევით. -შენ მოგწონს? - იგივე გავიმეორე. -რა მნიშვნელობა აქვს რამის არ მოწონებას თუ კი მაინც ვერსად წაუხვალ. -როგორ არა. ყოველდღე მიდიხარ, მეც. მდელო უსახელო ქალაქის ფარგლებში არ არის. - ვთქვი ღიმილით. გაეცინა. საოცარი სიცილი ჰქონდა. რაღაცნაირად მელოდიური, მინდოდა სულ მომესმინა. -ალბათ ზედმეტად იდეალურია. -ჰო... -მოსაბეზრებელია მუდმივად მომღიმარი ხალხი. -ძალიან. -და მუდმივი სიკეთეც. დანაშაული საერთოდ ჩადენილა? -კი ყოველ ღამე ახალი დანაშაული ხდება. - ვუთხარი სიცილით. -აბა უსახელო ქალაქის ფარგლებში არ შედის მდელოო? - წარბი აწია. -უკაცრავად, უკაცრავად. - ვთქვი სიცილით. ბევრი ვიარეთ, ისევ არ გვილაპარაკია. იმ შესახვევამდე რომ მივედით, სადაც ჩვენი გზები იყოფოდა, ერთხელ შევხედეთ ერთმანეთს და ყველანაირი "კარგად" და "მდელოზე გნახავ"-ის გარეშე დავშორდით. *** "They say it fades if you let it, Love was made to forget it" - მდელოზე ისევ საშინლად მყურდო სიტუაცია იყო და საშინლად სასიამოვნო სიმღერაც უხდებოდა თინეიჯერების გადარეულ ჯგუფს. ყველა არსებული საშუალებით ღადაობდნენ დაბერებულ ქალაქსა და მერის 100 წლის განმავლობაში უცვლელ სიტყვაზე. ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი. -აბა, რას იტყვით, თუ გადავწვიტე რომ მერს ის სიტყვა თავზე დავახიო 101 წლის იუბილეზე, დამეხმარებით? - "ხო" მთელმა ბრბომ ერთაიანად დაიყვირა. -ჩვენ ვართ ამ ქალაქის მომავალი! აგვირჩიეთ მერებად და ჩვენ გადაგარჩენთ! - დაიყვირა ვიღაცამ მიკროფონში. უარესი ხარხარი ატყდა. -არა სიკეთეს! - იყვირა ვიღაცამ. - არა იდეალურობას! - წიოდნენ, იცინოდნენ, ცეკვავდნენ სვამდნენ და იმდენად, იმდენად სასიამოვნო იყო მათ შორის ყოფნა, ვერ ვხსნი. -ზედმეტად არაიდეალური მოსახლეობა ვართ იდეალური ქალაქისთვის. - გაახმოვანა ვიღაცამ ჩემი აზრები. კარგად რომ დავუკვირდი სცენასავით მოწყობილ ადგილზე, მიკროფონმომარჯვებული ალექსი დავინახე და სიცილი ამიტყდა. ვერც კი წარმოივიდგენდი ასეთ მაღალ საფეხურზე თუ ავიდოდა. -ფაქტი რომ ჩვენ ვარსებობთ მთელი ქალაქის იდეალურობას აქრობს. - თქვა ალექსმა ისევ და წამით ვიფიქრე ჩემი აზრები ხომ არ ესმის-თქო. -და... - დაიწყო ვიღაცის ხმამ მაგრამ ის დაფარა უფრო ხმამაღალმა, საზარელმა და ავისმომასწავებელმა ხმამ. პოლიცია რაციას მთელი ხმით ჩასძახოდა: "პოლიცია! დაიშალეთ და დაგვნებდით, თუ არ გინდათ თავი ციხეში ამოყოთ." ამან წამით ყველა გააშეშა თუმცა შემდეგ მთელი ბრბო ყვირილმა და სირბილმა მოიცვა. გავშეშდი მაგრამ როცა მივხვდი რომ თუ არ ვიმოძრავებდი დამიჭერდნენ, ტყეში შევვარდი. გული მიგრძნობდა, საუკეთესო დამფუძნებლის დღე იქნებოდა. *** სიბნელეში ხეების უაზრო გარემოცვაში სირბილმა უდაბურ ტყეში უფრო ღრმად შემიყვანა. ახლა პოლიციელების კი არა იმის უფრო მეშინოდა რომელი მხეცი შემჭამდა. არ მესმოდა რატომ გადაწყვიტეს ქალაქის შემოვლა?! ციხე სულ ცარიელი ჰქონდათ და უცებ გავსება მოუნდათ?! თითქმის ვერაფერს ვარჩევდი, ხეებს შორის მთვარის შუქი ძალიან მკრთალად აღწევდა და მხოლოდ ორ ნაბიჯზე დასანახ გზას მინათებდა. ბუნდოვნად მესმოდა ყვირილის და სირბილის ხმები. ახლა მთელი მდელო ტყეში იყო, მაგრამ დავიჯერო ყველაზე ღრმად მე ვიყავი, რადგან ასე მეშინოდა?! უცებ რაღაც ქოხის წინ აღმოვჩნდი, გამახსენდა, საშინელებათა ისტორიაში იმ ქოხზე საუბრობდნენ, სადაც მოხუცი დედაბერი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა რომ უარესად შემეშინდა, უფრო ღრმად ვეღარ შევიდოდი ტყეში და გადავწყვიტე თავი ქოხისთვის შემეფარებინა. არ მესმის რა მოხდა. მგონი საბოლოოდ გავრეკე. არც კი მინდოდა იმაზე ფიქრი რა მოხდებოდა როცა დედა გაიგებდა რომ სახლში არ ვიყავი, როცა მთელი ქალაქის იდეალურობა წამში დაიმსხვრეოდა და როცა მდელო სრულიად გაქრებოდა. ბოლო აზრმა იმხელა ტკივილი მომაყენა ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და თან ქოხის კარი შევაღე. საშინელ სიბნელეში ვერაფერი გავარჩიე და კედელზე დაყრდნობილმა დავიწყე სიარული. ქოხში ავეჯი არ იდგა. ერთ-ერთ კედელთან ჩავიკეცე და თან ძალიან ვინატრე რომ რეალობა სიზმარი ყოფილიყო და მალე გამეღვიძა. მდელო ცოტა ხნის მანძილზე ჩემთვის იმაზე ძვირფასი გამხდარა ვიდრე წარმომედგინა... -რაღაც ხმა გავიგე, აქეთ არიან! - გავიგონე ვიღაც კაცის ხმა ტყიდან. ახლოს იყვნენ. გული საშინლად ამიჩქარდა. ამას დაერთო რაღაც ნაბიჯების ხმაც ჩემს უკან. თვალები გამიფართოვდა. ხმის ამოღება ვერ გავბედე. თავი საშინელ კოშმარში მეგონა, ძალიან მინდოდა გამეღვიძა. უცებ ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა. თვალები გამიფართოვდა, ყვირილი დავაპირე მაგრამ ხმა არ ამომივიდა. უაზროდ ავფართხალდი. ზუსტად ამ წამს გაანათა მთელი ქოხი ფარნის შუქმა და ორივე მიწაზე გავწექით. პოლიციელებმა ქოხს გვერდი აუარეს. ვიღაცის ხელებიდან თავი გავინთავისუფლე და უკან დავიხიე. ვიღაცას ისევ შევეჯაზე. -ჯანდაბა! - ამომხდა გამწარებულს. -ანასტასია? - გავიგონე ალექსის ხმა. -მოიცა, მოიცა შენ მიჭერდი ხელებს? - ვიკითხე დაბნეულმა. -რა სასიამოვნო ხალხის გარემოცვაში ვარ, ჩემი არსებობა ვერც კი შეამჩნიეს! - გავიგონე ნაცნობი, საზარელი ხმა და კედელს ავეკარი. მეგონა ვიღაც მეღადავებოდა. საშინელი ბრაზით ავივსე, მინდოდა მარტინისთვის რამე სერიოზული დამეშავებინა მაგრამ გავიგონე როგორ ამოიკვნესა ალექსმა და მისკენ მივბრუნდი. -რამე გჭირს? - ვიკითხე აფორიაქებულმა. - დაჭრილი ხარ? - ხმას ავუწიე. -კი, ფეხში. - ამოთქვა. ხმაზე ეტყობოდა რომ ძალიან ცდილობდა ტკივილი არ ეჩვენებინა მაგრამ არ გამოსდიოდა. გავშეშდი, ალექსს სტკიოდა. ალექსი დაჭრილი იყო... ამის დრო არ მქონდა. რამე უნდა მექნა. -ტელეფონი გაქვს?- ვკითხე და თან ჯიბეები მოვისინჯე, იქნებ რამე სასწაულით მობილური გაჩენილიყო. -კი, მოიცადე. - თქვა და ძლივს-ძლივობით ამოიღო ტელეფონი. ვერაფერს ვხედავდი ამიტომ სანამ გამოვართვი ხელების უაზრო ცეცება მომიხდა, მაგრამ ჩავრთე და მისმა შუქმა ცარიელი ქოხიც და ალექსის ჭრილობაც ნათლად გაანათა. მისკენ დავიხარე. ტყვია ფეხში არ იყო, სავარაუდოდ გაეკაწრა, მაგრამ "გაკაწრულს" ასეთ ღრმა ჭრილობას ვერ უწოდებდი, საიდანაც სისხლი თქრიალით მოდიოდა. -რამე მჭირდება რომ სისხლდენა შევაჩერო. - ვთქვი და ტანსაცმელი შევითვალიერე. არც ჟაკეტი მეცვა და არც კაბა რომლის ბოლოსაც მოხევდი. არც ალექსს... შუქი მარტინს მივანათე. მისი კუბოკრული პერანგის დახევა ძალიან მარტივად შეიძლებოდა. მომლოდინედ მივაჩერდი. -რა? - იკითხა დებილივით. -პერანგი. - ვუთხარი ცივად. -რა პერანგი? -პერანგი უნდა მომცე. -ჩემი პერანგი რად გინდა? -ალბათ არ იცი მაგრამ მე შემიძლია განგანათლო და გითხრა რომ ნარკოტიკმა რომელიც ლუდში ჩამიყარე, თითქმის მომკლა, ალექსმა გადამარჩინა, მე კი არა შენც გადაგარჩინა, როდესაც ყველაფერი გაირკვეოდა უარეს დღეში აღმოჩნდებოდი. ახლა კი იკადრე მაგ პერანგის გახდა და მოცემა სანამ სისხლსგან დაიცალა! - ბოლო სიტყვებზე ხმა უნებურად ავიმაღლე. -ეს ისაა?- მკითხა ალექსმა ჩუმად. თავი დავუქნიე. რაღაც ჩაიბურტყუნა თუმცა ვერაფერი გავიგე. მარტინმა ირონიულად გაიცინა შემდეგ კი პერანგი გაიხადა და გადმომიგდო. უცებ დავიჭირე და ფეხის გარშემო რაც შემეძლო მაგრად შემოვახვიე. -ახლა გეტკინება. - გავაფრთხილე წარბშეკრულმა და მთელი ძალით გადავუჭირე. ოდნავ ამოიკვესა, თავს მასზე უარესად ვგრძნობდი რომ ვტკენდი მაგრამ ვიცოდი ეს რომ არ გამეკეთებინა უარესად იქნებოდა. გავუღიმე და პერანგი გადავკვანძე. -დიდხანს არ გაძლებს თან ჭრილობა ჭუჭყიანია და შეიძლება ინფექცია შეგეჭრას სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ ქალაქში. -ჰო, შესანიშნავი იქნებოდა, მთელი უსახელო ქალაიქის პოლიცია ტყეში რომ არ იყოს. - ირონიულად თქვა მარტინმა. -და ეგენი ბევრნი არიან? - წარბები შევკარი. ალექსს გაეცინა. -რა? -არაფერი. -თავი გააქნია. -აქედან დილამდე ვერ გავალთ. -თქვა მარტინმა. -პოლიციელები აქ დილამდე არ გაჩერდებიან მაგრამ შენ შეგიძლია დარჩე. - თვალები გადაატრიალა ალექსმა. მის გვერდით დავჯექი და ცივ კედელს მხრებით მივეყრდენი. -საიდან იცი?- ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ. -მამაჩემიც პოლიციელია. საქმე თითქმის არ აქვთ, დარწმუნებული ვარ ესეც დაეზარებათ. - თავი დავუქნიე და წარბები ავწიე გაკვირვების ნიშნად. -ანაბელი როგორაა? - ირონიულად იკითხა მარტინმა. არაფერი მიპასუხია. -რაო, დამუნჯდი? ისევ. -ძალიან იშვიათია მე რაღაც მომეწონოს და არ მქონდეს, რატომ გგონია რომ განსაკუთრებული ხარ? - ქუთუთოები ერთმანეთს დავაჭირე. არ მინდოდა რამე მეპასუხა. -შეეშვი. - უთხრა ალექსმა. -მომესმა? - იკითხა ირონიულად. -შეეშვი-მეთქი. - გაიმეორა. -ჩემი და მაგ პატარა ძუკნის საქმე მხოლოდ ჩვენ გვეხება, მესამე პირი საჭირო არაა. - ალექსი წამოიწია. მე გავშრი. -გაიმეორე. - თქვა და წამოდგა. -რა? -გაიმეორე-მეთქი! - თქვა და მარტინისკენ გაიწია. გაშეშებულმა ისიც კი ვერ მოვახერხე გამეაზრებინა რა ხდებოდა, რამის გაკეთება ხომ საერთოდ შეუძლებლად მიმაჩნდა. ალექსმა მარტინს მუშტი სახეში დაარტა. ბიჭი შეტორტმანდა და უკან გადაიხარა მაგრამ სანამ რამის გაკეთებას მოასწრებდა ალექსმა მეორედ დაარტყა. -გაჩერდი. - მხარში ჩავაფრინდი მაგრამ გაჩერებას ნამდვილად არ აპირებდა რომ არა მარტინის მოქნეული მუშტი რომელიც მკერდში მოხვდა და უკან გადაიხარა. ძლივს დავიჭირე. -წადი! -დავუყვირე. -ინანებთ, ორივე ინანებთ! - თქვა, ქოხის კარი გააღო და შემდეგ ხმაურით დახურა. ალექსი ისევ კედელთან ჩაკეცილიყო. -ეს რატომ გააკეთე? -რა რატომ გავაკეთე? -თავს ნუ იდებილებ რატომ დაარტი? -შეურაცხყოფა მოგაყენა. - თქვა და წარბები აწია. თავი გავაქნიე და ბარბაცით დავუჯექი გვერდით. -უნდა წავიდეთ. - ვთქვი ცოტა ხნის შემდეგ. -რომ ჩაგვავლონ? -ანუ გინდა აქ ვიჯეთ და ვუყუროთ როგორ იცლები სისხლისგან? - წარბი ავწიე. გაიცინა და წამოდგომა სცადა. -მოიცა, მოიცა. - ვუთხარი და სანამ დავარდებოდა დავიჭირე. ხელი გადამხვია და სანამ ჩემს აჩქარებულ გულს მწყობრში მოვიყვანდი, კარისკენ წავედით. ერთმანეთზე დაყრდნობილები უკვე მეორედ მივდიოდით მაგრამ პირველად არც იმის გვეშინოდა რომ საიდანღაც პოლიცია გამოხტებოდა და დაგვიჭრდა და არც რომელიმე ჩვენგანი იცლებოდა სისხლისგან ნელ-ნელა. -ნუ ჩქარობ რა აზრი აქვს საავადმყოფოში ასე მაინც ვერ მივალ. -მიხვალ. - ვუთხარი კუშტად. -ოჰო? - წარბი აწია. -კარგი, ძალიან გინდა რომ მოკვდე? მიდი, აბა შენ იცი! მე წავალ. - ვთქვი და მისი ხელებიდან განთავისუფლება ვცადე. -კარგი რა, ხო იცი რომ ვერ დავდივარ. - თქვა უცნაურად დანაღვლიანებულმა. უკან დავბრუნდი და სიარული გავაგრძელეთ. მეტი აღარ უწუწუნია. ქალაქში რომ დავბრუნდით 4-ს 10 წუთი აკლდა. ალექსს სახეზე ფერი დაჰკარგვოდა, მარტინის პერანგი კი სულ წითლად იყო შეფერილი. სიარულიც უფრო და უფრო უჭირდა. ძალიან მეშინოდა რომ რამე მოუვიდოდა. -გონების დაკარგავა არ გაბედო! - დავიჩურჩულე. არაფერი მიპასუხა. -ალექს! - ხმა ავიმაღლე და გადავხედე. თვალები დახუჭული ჰქონდა. -ალექს! - ოდნავ შევაჯანჯღარე. აზრზე მოვიდა. -რა.. რა მოხდა? -არ გაითიშო! -ვცდილობ. - ოდნავ გაეცინა. -უკეთ სცადე! - ვთქვი მკაცრად. - ცოტაღა დარჩა რა, გაუძელი გთხოვ. - ვთქვი და წინ უფრო სწრაფად წავედი. უკვე ქალაქში ვიყავით, რამდენიმე ქუჩაც და მისი სახლის წინ აღმოვჩნდებოდით. -დედაჩემი ექიმია და მიხედავს. - ძლივს ამოთქვა. - მაგრამ არ ვიცი როგორ ავხსნი დილის 4-ზე დაჭრას. -არც მე არ ვიცი როგორ ავხსნი დილის 4-ზე სახლის გარეთ ყოფნას, იმედი მაქვს მცხოვრებლებისთვის არაფერი უთქვამთ. -არაფერს ეტყოდნენ, ეს ხომ იდეალური ქალაქია, როგორ უნდა შეეწუხებინათ. - ირონიულად თქვა. - ალბათ მდელო სამუდამოდ დაიშალა. როგორ მინდოდა მისი ბოლო წინადადება არ გამართლებულიყო. 15 წუთში ალექსის სახლთან ვიდექით. -მარტო ვერ შეხვალ ხო? - ვკითხე. -ვეცდები. -დავარდები. - ხელი გავუშვი. კედელს მიეყრდნო და კარებზე დააკაკუნა. -მადლობა ანასტასია. - მისი პირით წარმოთქმული ჩემი სახელი იმდენად მაგიურად ჟღერდა მინდოდა ტელეფონში ჩამეწერა და სულ მომესმინა. არაფერი მითქვამს, გავუღიმე და წავედი. შორიდანაც კი მესმოდა როგორ გაიღო კარები და როგორ შეჰყვირა ქალმა, თუმცა ყველა ხმა მიწყდა, მე კი სახლში ავძვერი. ძალიან გამიმართლა რადგან დედაჩემს ტკბილად ეძინა და ეტყობოდა, გაღვიძებას კარგა ხანს არც აპირებდა. ოთახში დავბრუნდი და საშინლად ბევრი ემოციით დამუხტულს უცებვე ჩამეძინა. ძალიან მტკიოდა მდელო, რომელიც სავარაუდოდ აღარასდროს იარსებებდა, მაგრამ გულში, ძალიან ღრმად, მაინც მქონდა იმედი რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, რეალობაში თუ არა, სიზმარში მაინც... *** იმაზე მალე გათენდა ვიდრე წარმოვიდგენდი. დედა თავზე წამომადგა და მახარა რომ თუ არ ავდგებოდი სკოლაში დავაგვიანებდი და თან დააყოლა, გუშინ საშინელი რამეები მომხდარაო. გავიფიქრე ნეტავ მეც იქ რომ არ ვიყავი-თქო და ზოზინით წამოვდექი. ზუსტად ვიცოდი ალექსი სკოლაში არ იქნებოდა და ძალიან არ მინდოდა წასვლა. საშინლად მეძინებოდა და თავი მისკდებოდა თუმცა დედა სხვა გზას უბრალოდ არ მიტოვებდა. -გუშინ რა მოხდა? - ვკითხე და თან ჩაცმა დავიწყე. -თურმე ტყის შუაგულში თინეიჯერების გუნდი სვამდა, ეწეოდა, მოკლედ ბოლო დონეზე ერთობოდნენ. რაღაც წვეულებებს აწყობდნენ თან კარგა ხანია! წარმოგიდგენია რამხელა საშინელებაა? ჩვენი იდეალური ქალაქი სულ შეარცხვინეს. როგორ მიხარია რომ შენ მათნაირი არ ხარ. - გაიღიმა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. -მოიცადე დე, - გავაჩერე. - და ვინც მდელოზე იყო რას უზამენ? დაიჭირეს? -მდელოზე? საიდან იცი რომ მდელოზე იყვნენ? - საკუთარი თავი ხაფანგში თვითონ გავაბი! კიდევ კარგი რაღაც მომაფიქრდა: -ხომ თქვი ტყის შუაგულშიო, მდელო არაა? -ჰო, მართალია. ვერავინ დაიჭირეს, გაიქცნენ მაგრამ სკოლებში დამატებითი სემინარები ჩატარდება ამასთან დაკავშირებით. ალბათ შენც გაიძულებენ დარჩენას და დააგვიანებ. -ჰო, ალბათ. - ვთქვი და კეტების თასმების შესაკველად დავიხარე. 15 წუთში უკვე სკოლასთან ვიდექი. ისეთი უაზროდ მოღრუბლური ამინდი იყო, ყველაფერი მეზარებოდა, სუნთქვაც კი. ზუსტად ვიცოდი ალექსი სკოლაში არ იქნებოდა და ეს უფრო მირევდა ხასიათს. ბავშვების მითქმა-მოთქმამ მდელოზე კი საბოლოოდ დამიგვირგვინა იდეალური ხასიათი. მთელი დღე უაზროდ ვუყურებდი ალექსის ცარიელ მერხს. უაზროდ ცარიელი მეჩვენებოდა. ბოლო გაკვეთილზე მასწავლებელმა მითხრა ნუ ზიხარ ეგრე უკანო და თითქოს ტუზი დამეცა, ალექსის ადგილზე გადავჯექი. იმ ფანჯრიდან გავიხედე საიდანაც ის სულ იყურებოდა ხოლმე და გამეღიმა. ლამაზი იყო ცა მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ალექსი მას მხოლოდ ამიტომ არ უყურებდა. მერხზე ათასი რამ იყო დაჯღაბნილი. სიმღერის ტექსტები, რაღაც ნახატები, მაგრამ ერთი წარწერა განსაკუთრებით მომეწონა: "We'll leave the perfect city..." ნეტავ შემძლებოდა რომ წავსულიყავი და გავქცეოდი იდეალურობისკენ სწრაფვას სადაც გართობა კანონით ისჯება, ნეტავ... იმ გაკვეთილის შემდეგ სემინარი ტარდებოდა სადაც მეცხრეს ზემოთ ყველა კლასის მოსწავლეები ერთად იყრიდნენ თავს. აუდიტორია გადაჭედილი იყო მაგრამ მაინც მოვხვდი ერთ-ერთ პირველ რიგში, სადაც შედარებით თავისუფლად დავჯექი. -მოგეხსენებათ წუხელ უსახელო ქალაქის პოლიციამ დაარბია ერთგვარი წვეულება ტყის შუაგულში სადაც... - მეტი აღარ გამიგონია, გვერდით ვიღაც წითელთმიანი დამიჯდა, რომლის წითელი თმაც რატომღაც ძალიან მეცნობოდა. -აქ რა გინდა? - ვიკითხე წარბაწევით. -სემინარს ყველა მოსწავლე უნდა დაესწროს, სახლიდან ფაქტიურად გამომაგდეს. -დაინახავენ რო კოჭლობ და მიხვდებიან რო იქ იყავი! -რამეს მოვიფიქრებ. -მოიფიქრე. - ჩემეცინა და კონცენტრაცია მამაკაცზე მოვახდინე. -უსახელო ქალაქის ის ადგილია სადაც არსებობს ყველა საშუალება რომ გაერთო და ამით წესები არ დაარღვიო. მოზარდობა ძალიან რთული პერიოდია, სრულიად გეთანხმებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს პერიოდი წესების დარღვევაში და თავის გაუბედურებაში დავხარჯოთ. გუშინდელი დღე, რომელიც ყველა მოზარდის ბრალია, უსახელო ქალაქის ისტორიას სისხლიან ფურცლად შემორჩება, რომელიც იმედი მაქვს, არ განმეორდება. -აბა თქვენ იცით, გქონდეთ იმედი. - გავიგონე ვიღაცის ხმა წინა რიგიდან და სიცილი ძლივს შევიკავე. ის ბიჭი ვიცანი, რომელიც წინა დღეს მიკროფონთან ლანძღავდა უსახელო ქალაქის ყველა კუთხესა და კუნჭულს. იქ ორი საათი ვისხედით და ვისმენდით ზედმეტად უაზრო და არაფრისმომცემ საუბარს იმაზე თუ რა საშინელი რამ იყო მდელოს არსებობა და რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი სხვანაირად, იმას კი ვერ იაზრებდნენ რომ მდელოს არსებობაზე აკრძალვის დაწესებამ, ყველას ორმაგად გაგვიჩინა მისი ხელხახლა ხილვის სურვილი და იმ წამს ასი, ათასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ მდელო არ მოკვდებოდა. -არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო მდელოს გარეშე. - თქვა ალექსმა გამოსვლისას. -დიდი ხანია დადიხარ ხოლმე? -კი, თითქმის იმ დღიდან როცა შექმნეს. თავიდან ძალიან ცოტამ იცოდა და ბევრს ვერავის ეუბნებოდნენ რადგან ეშინოდათ პოლიციას არ გაეგო, მაგრამ ნელ-ნელა გავიზარდეთ. შენ ? -ორი კვირაც არაა. - გამეცინა. -ღამე გეძინა? - წარბი აწია. -არა. სახურავზე ვიჯექი და ვხატავდი. -ხატავ? - გაუკვირდა. -ჰო, რავი. ვჯღაბნი. - თავი ჩავხარე. გაეცინა. -დარწმუნებული ვარ ჯღაბნაშიც დევს აზრი. - მითხრა ფილოსოფიურად. -ჰო, შეგიძლია უყურო და იკვლიო. - გამეცინა. -თუ მანახებ გამოვიკვლევ! - გაიღიმა. -არ ღირს ჩვენებად, მართლა ვჯღაბნი. -მჯერა. - მითხრა ირონიულად. იმ ქუჩამდე მივედით სადაც ჩვენი გზები იყოფოდა, ხელი დავუქნიე და სახლამდე ავედი. თავს ძალიან მსუბუქად ვგრძნობდი მაგრამ თან ძალიან არ მომწონდა ფაქტი რომ ღამის უაზროდ გატარება მომიწევდა. გადავწვიტე ისევ მუსიკის დახატვაზე მემტვრია ტვინი და არანაირად არ მეფიქრა ტყის შუაგულში გადაშლილ მდელოზე, რომელიც იმ ღამეს ყველაზე მარტოსული იქნებოდა თავის არსებობის განმავლობაში. *** საღამოს ოთახში ვიყავი და ვმეცადინეობდი როცა დედამ დამიძახა, შენთან არიანო. წარბები შევკარი, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემთან. დაბლა ჩავედი და ჰოლში ადგილზე მოცქმუტუნე ანაბელი დავინახე. -რამე გინდოდა? - ვიკითხე მკაცრად მაგრამ მაინც გამიხარდა რომ მდელოს დარბევისას არაფერი დაშავებოდა. -რა კარგია რომ კარგად ხარ! - გაიღიმა. -შენც. -შეიძლება გელაპარაკო? -ანაბელ... - დავიწყე უაზროდ. -გთხოვ, ანა, გთხოვ. -კარგი, ამოდი. - ვუთხარი და ოთახში შევიყვანე. -რა გინდოდა? - ვკითხე როგორც კი შევედით. -არ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა ასეთი იყოს. -გგონია მე მინდოდა? - ვიკითხე წარბაწევით. - წარმოგიდგენია მაინც შენს გამო და რა დამემართა? შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი! -კარგი რა, ხომ გადაგარჩინეს. -ხო, გადამარჩინეს. და რომ არ გადავერჩინე? მერე სად მიდიოდი? - ხმას ავუწიე. -ბოდიშის მოსახდელად მოვედი და თან რაღაც უნდა გთხოვო. -რა თქმა უნდა, რაღაც უნდა მთხოვო. როგორ შეიძლება ანაბელმა მომაკითხოს და რამე არ მთხოვოს! -ანა... -არანაირი ანა. რა გინდა? -მდელოს ბავშვები წვეულებაზე მიდიან და მინდოდა წამომყოლოდი. -ისევ წვეულება? არ ეყოთ? -ეტყობა არა. წამოხვალ? -არა. - ვთქვი კუშტად. -ანა გთხოვ... -არა აღარ მინდა. მდელო მომწონდა, წვეულება ზედმეტია. -ანუ მარტო მიშვებ? -აქამდე მდელოზე სულ მარტო დადიოდი და ერთხელაც არ დაგჭირვებივარ ახლა მარტო წასვლა გიჭირს? - წარბი ავწიე. ანაბელი ნაწყენი ჩანდა, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა. -კარგი, წავედი. - თქვა და კარი ხმაურით დახურა. საწოლზე გადავწექი და ჭერს უაზროდ ავაშტერდი. ზედმეტი იყო ყველაფერი. წვეულებები, ნარკოტიკი, სიგარეტი და შემდეგ კრუნჩხვებში ჩავარნა. პოლიციის გამოჩენა და თინეიჯერებისთვის იარაღის უაზროდ სროლა. დაღლილი ვიყავი ყველაფრისგან უსახელო ქალაქის იდეალური ქუჩებისგან, ხალხისგან, მეგობრებისგან, იმათგან ვისაც ვიცნობდი და იმათგანაც ვისაც არ ვიცნობდი. ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩამეძინა, მაგრამ მაინც გამაღვიძეს. -რა გინდა დედა? - ვიკითხე და თვალები მოვიფშვნიტე. -ვიღაც ბიჭია შენთან. - თვალები გამიფართოვდა. სწრაფად წამოვვარდი და აბურდული თმა გავისწორე. ალექსი ძლივს დადიოდა და ვიცოდი არ იქნებოდა და სხვა ბიჭი ვინ უნდა ყოფილიყო?! კანკალით ჩავედი დაბლა. კარებთან შავგრემანი ფიგურა იდგა. გავშეშდი, მეგონა დავმუნჯდებოდი. გარეთ გავედი და ზურგსუკან კარი მივკეტე. -რა გინდა? - ვიკითხე კანკალით. -შენი ნახვა მინდოდა, მომენატრე. - ცინიკურად გაიღიმა. -რა გინდა. - კბილებში გამოვცერი. -მინდა რომ წვეულებაზე წამომყვე! - გაიღიმა. - ძალიან კარგად გავერთობით. -რამდენ ენაზე შემიძლია "არა" გითხრა? - ჩავფიქრდი. - ერთი, ორი, სამი... ჰო, ოთხზე! - ცინიკურად გავუღიმე. ჩაეცინა, მოაჯირს მიეყრდნო და მითხრა: -მიდი, აბა. -No - ინგლისურად. нет - რუსულად. Non - ფრანგულად და Noh - ესპანურად. -შთამბეჭდავია, მაგრამ მაინც წამოხვალ. -სულ გამოშტერებულხარ. -არა, საყვარელო, რას ამბობ! - შეიცხადა. - მე არა, შენი დაქალი, ან ყოფილი დაქალი, რა მნიშვნელობა აქვს, ახლა ჩემს სახლში წვეულებაზეა, საწყალი ვერც კი ვხდება ვის ხელში მოხვდა. - თქვა და ტელეფონი ამოიღო, ეკრანი ჩემკენ შემოაბრუნა და ანაბელი დამანახა, რომელიც რამდენიმე ბიჭის გარშემო ცეკვავდა. - სულ ერთი ზარი მინდა და მას იმ დოზის სამმაგს გაუკეთებენ, რომელმაც შენ სიკვდილამდე მიგიყვანა. - გამიღიმა. -აბა, წამოხვალ თუ საუკეთესო მეგობრის დასაფლავებისთვის მზად ხარ? - ენა ჩამივარდა. საშინელი ბრაზი მომაწვა, ისევ ძლივს შევიკავე თავი იმისგან რომ არ მეყვირა და მისთვის არ დამერტყა. თვალები სიმწრის ცრემლებით ამევსო. სახლში შევბრუნდი და კოლიდორში მომლოდინე დედას ვუთხარი. -დე ცოტას გავივლით, მალე მოვალ. დაიძინე შენ, კარგი? - ვუთხარი ღიმილით. -უკვე გვიანია ამ დროს ქუჩებში სიარული არ შეიძლება, ანასტასია. -დე, ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვ. - გავუღიმე. -კარგი ოღონდ ცოტა ხანს, დავწვები მაგრამ იცოდე, დილით საწოლში რომ არ დამხვდე, მთელი იდეალური ქალაქი წამში დაინგრევა. - სიმწრით გამეცინა, გადავკოცნე, ჟაკეტი მოვიცვი, ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი. მარტინმა ხელი გადამხვია. ზიზღისგან მთელს ტანზე ეკალმა დამაყარა. როგორ მინდოდა ტირილი, ყვირილი, იქიდან გაქცევა. უსახელო ქალაქის ჩამოტოვება და უსასრულობაში უსასრულოდ სირბილი იქ სადაც არ იქნებოდა მარტინი, არ იქნებოდა ანაბელი, არ იქნებოდა პრობლემები და მხოლოდ მოგონებები დამრჩებოდა ალექსზე. ცრემლებმა არ მკითხეს იყო თუ არა ახლა ტირილის დრო და სატირალი სიტუაცია, გადმოვიდნენ და თავის გაწევა მომიხდა რომ არ დაენახა. -რა ლამაზია, ჩვენი ქალაქი, არა?- არაფერი მიპასუხია. -ისევ დამუნჯდი? კარგი, არაა პრობლემა. შემიძლია ახლავე დავრეკო. ფიცართან ყოფნა რომ მდომოდა არ გამიჭირდებოდა. -ფიცარიც კი არ გიკადრებს. - კბილებში გამოვცერი. -ფიცარსაც მოვუხერხებდით რამეს!- გაიღიმა და გვერდზე უფრო ამაკრა. -ჩემგან რა გინდა? - ვკითხე გულწრფელად. -ლამაზი ხარ. - მისი პირით ნათქვამი ეს სიტყვები იმდენად ამაზრზენად, არაფრისმომცემად და არანორმალურად არასასიამოვნოდ ჟღერდა, მერჩივნა ეთქვა რას გავხარო. -სიახლე. - თვალები გადავატრიალე. გაეცინა მე კი უარესად დამაჟრიალა. -დღეს კარგი გოგო უნდა იყო! ძალიან, ძალიან კარგი გოგო. -გავიგე. - ვთქვი ცივად. -ჰო და ტონიც უნდა აკონტროლო! - ხმა გაუმკაცრდა. -ანაბელს არაფერს დაუშავებ? - ვკითხე და ვიგრძენი რომ თვალები ისევ მევსებოდა ცრემლებით. -გააჩნია როგორ მოიქცევი. -თუ კარგად მოგექცევი გაუშვებ? - ხმა ავიმაღლე. -კი. - მითხრა. - სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. იმედი მქონდა მართალი იყო, მაგრამ თან არც მქონდა. საკმარისი იყო ანაბელს თმიდან ერთი ღერი ჩამოვარდნოდა, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მივანიჭებდი თავს იმის პრივილეგიას რომ ფრჩხილებით, რომლებიც ბოლო დროს საკმაოდ გამეზარდა, კარგად გამელამაზებინა მარტინის სახე, ისე რომ შემდეგ საკუთარი თავი ვეღარ ეცნო. სახლი სავსე იყო ხალხით და ყარდა ალკოჰოლს შერეული ოფლისა და სიგარეტის სუნად. გულის რევის შეგრძნება მქონდა საშინელი მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი. რამდენჯერმე ანაბელი დავლანდე თუმცა ფაქტიურად მარტინზე მიწებულმა ვერც ვერაფერი ვუთხარი და ვერც ვერაფერი ვანიშნე. მეგონა ჯოჯოხეთში ვიყავი, საშინლად მინდოდა ხმამაღლა ტირილი. -ორი წამით გავალ, დამელოდე და არ გაბედო განძრევა. - ყურში ჩამჩურჩულა, უხეშად მაკოცა ლოყაზე და წავიდა. ანაბელი ჩემს პირდაპირ იდგა. სასწრაფოდ ამოვიღე ტელეფონი და მესიჯი მივწერე. "აქედან წადი! მენდე და წადი გთხოვ!" როგორც კი "გაგზავნა"-ს დავაჭირე, მარტინი დაბრუნდა. ტელეფონი უჩუმრად ჩავიდე ჯიბეში და დავინახე ანაბელის რეაქცია როცა მესიჯი წაიკითხა, წარბები შეკრა, პირი დააღო თუმცა შემდეგ ხალხს შეერია. ერთი საათის განმავლობაში ვერსად ვნახე, ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ წასული იყო. -მგონი შენი წასვლის დროა. - გაიღიმა მარტინმა. - ანაბელი კარგად იქნება. აი შენ კი მალე გნახავ. -იოცნებე! - გამოვცერი და ხელი გამოვტაცე შემდეგ კი ქუჩაში სირბილით გავვარდი. ღვარღვარით ჩამომდიოდა ცრემლები და მთელი ძალით მივრბოდი. უაზროდ ჩავუქროლე სკოლას, ალექსის სახლს და როგორც იქნა ჩემამდეც მივედი. მეორე სართულზე ძლივს ავძვერი და მაშინვე საშხაპეში შევვარდი. უაზროდ ვტიროდი. თავის დაწყნარება ვცადე მაგრამ არანაირად არ გამომვიდა. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა რაც ცხელი წყლის ქვეშ ვიდექი მაგრამ თავს ძალა ძლივს დავატანე რომ გამოვსულიყავი. ვერაფრით დავიძინე სახურავზე ვიჯექი უაზროდ ვჯღაბნიდი, გამახსენდა ალექსს რომ ვუთხარი არ ვხატავ ვჯღაბნი თქო, თურმე პირდაპირი მნიშვნელობით ვიგულისხმე და ვერც კი მივხვდი. ალექსი გამახსენდა და გამეღიმა. არასდროს მეგონა რომ მეგობრები გავხდებოდით და აი, უკვე რეალურ მეგობრებლად ჩამოვყალიბდით. ეს იმხელა ბედნიერებას მანიჭებდა, იმხელას, სიტყებით ახსნა შეუძლებელია. რაღაცეები უნდა იგრძნო. მაგალითად სიყვარულისა და ბედნიერების ახსნა უბრალოდ სისულელეა რადგან ახსნა საჭირო არაა, მთავარია გრძნობდე და მიხვდები რომ უკვე აღაფერს აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ძალიან ბევრი საშინელება მოხდეს მაგრამ თუ კი გყავს ადამიანი რომელსაც შეხედავ და უბრალოდ უაზროდ გაიღიმებ, ხვდები რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინაც კი თუ ყველაფერი საშინლადაა. თითქოს ფანქარმა თავისით დაიწყო მოძრაობა, ნელ-ნელა გამოიკვეთა უსახელო ქალაქის სამი კოშკი, სახლები, ქუჩები, დამფუძნლებლის ქანდაკება, სკვერი, მერიის სახლი, სკოლა და უზარმაზარი ჭიშკარი რომელიც ერთგვარი ხაზი იყო იდეალურობასა და არაიდეალურობას შორის და რომელიც მუდმივად ჩაკეტილი იყო, მე კი გავხსენი. ასე ბევრად უფრო ლამაზი იყო იდეალურად ლამაზი სახლები, ქუჩები... ყველაფერი. საკუთარი თავით კმაყოფილს გამეღიმა, დავტკბი აისის ულამაზესი სანახაობით და დავიძინე მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, 3 საათზე ნაკლებში სკოლაში უნდა ვყოფილიყავი... *** -ანაბელ, სკოლაში გაგვიანდება! - გავიგონე საშინლად გაცვეთილი ფრაზა და დაფეთებულივით წამოვხტი. საშინელ ხასიათზე ვიყავი, მთელი სხეული მტკიოდა. ვიფიქრე სახურავზე ჯდომისას გავცივდი-თქო და გზატკეცილს დავუყევი. ხასიათს უფრო მიფუჭებდი მზე რომელიც ხან გამოანათებდა ხან კი ღრუბლებს მიღმა მიიმალებოდა და ცარიელი ადგილი პირველი რიგის მეხუთე მერხზე. დღე სკოლაში ასეთი უაზრო არასდროს ყოფილა. დასვენებაზე დერეფანში ანაბელი დავინახე, კარგად გამოიყურებოდა. გამიხარდა, ამხელა მსხვერპლზე ტყუილად არ წავსულვარ. დამინახა რომ ვუყურებდი და მომიახლოვდა, სახიდან ღიმილი წაეშალა. -გუშინ რატომ მითხარი ის? -მარტინი რაღაცის დაშავებას გიპირებდა. -მარტინთან ერთად რატომ იყავი? - იკითხა წარბშეკრულმა. -მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია კარგად ხარ. - ოდნავ გავუღიმე და კლასში შევედი. მასწავლებელი რაღაცას ამბობდა უსახელო ქალაქის დღესადმი მიძღვნილ გამოფენაზე, რომელიც მერიის სახლში მოეწყობოდა და რომელშიც აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა. -ანასტასია შენი ნახატები ძალიან რეალისტურია, ნუთუ არ გინდა წარმატებას მიაღწიო? რა თქმა უნდა მინდოდა, მაგრამ თან ძალიან მეშლებოდა ნერვები იმედგაცრუებაზე რომელსაც მაშინ აუცილებლად ვიგრძნობდი, როცა ჩემი ნახატი ვერ გაიმარჯვებდა. მასწავლებელმა იმდენი მთხოვა, მუხლებზე დადგომისა და ხვეწნის გარდა ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული. უნებურად გამახსენდა წინა ღამით გაკეთებული ჩანახატი და დავთანხმდი, ჯანდაბას იმედგაცრუება, მაინც უნდა მეცადა. სანამ სკოლიდან გამოვიდოდი, ის ბიჭი მომიახლოვდა, მდელოზე სიგარეტი რომ მაჩუქა და გამიღიმა. -გამარჯობა კრუნჩხვა-გოგო. - თქვა სიცილით და გვერდით ჩამიარა მაგრამ თან საკმაოდ გასაგებად მანიშნა ჩანთაში რაღაც ჩაგიგდეო. წარბშეკრულმა ამოვიღე პატარა ბარათი რომელსაც ზედ პატარა, ლამაზი ასოებით ეწერა: "მოგენატრათ მდელო? დღეს ღამით, ყველანი ერთად ვიკიდებთ პოლიციას!" უნებურად ამიტყდა კისკისი, ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი რომ მდელო არანაირად არ გაქრებოდა. ფრთაშესხმულმა დავტოვე სკოლა, მაგრამ ეზოში მარტინის ზედმეტად არასასიამოვნო სახე დავლანდე და ყველანაირი ხასიათი წამეშალა. სახლში უაზროდ მივლასლასდი და არც მიმეცადინია ისე დავიწყე ჩანახატის გასწორება და გამოფენაზე გასატან დანახატამდე აყვანა. დრო იმაზე ნელა გადიოდა ვიდრე ჩვეულებვრივ. ზედმეტად ადრე მოვრჩი მეცადინეობას, ზედმეტად არ მქონდა ხატვის თავი და ზედმეტად უაზრო იყო ცხოვრება. ერთი სული მქონდა დედა დასაძინებლად დაწოლილიყო და საბოლოოდ, თერთმეტ საათსა და ოცდა თხუთმეტ წუთზე, როცა ეს მოხდა, უსწრაფესად გადავძვერი ფანჯრიდან და ოდნავ მტკივნეული ხტუნვით დავეცი გაზონზე. მდელო ღრიალებდა, ერთხმად მღეროდა, ყვიროდა, ცეკვავდა. იმხელა საოცრებები ხდებოდა ტყის შუაგულში გამოჭრილ ადგილზე თვალებს ვერ ვუჯერებდი. -კრუნჩხვა-გოგო მოვიდა! - გაიყვირა ვიღაცამ. სიცილი ამიტყდა. ხალხს შევერიე და თავი საშნლად ბედნიერად ვიგრძენი რომ არსებობდნენ. მიუხედავად იმისა რომ წუთი-წუთზე შეიძლებოდა გამოჩენილიყო პოლიცია, წუთი-წუთზე შეიძლება მდელო შეემჩნიათ და წუთი-წითზე შეიძლებოდა ყველაფერი გამქრალიყო, წამი, რომელიც სულ ახლახანს გავიდა, იყო ბევრად ძვირფასი იმ წუთებზე, რომლებსაც ყველანი მდელოსგან შორს გავატარებდით. ხესთან ჩამომჯდარი სიგარეტს ვეწეოდი და თან ვუსმენდი ბავშვების გამოსვლებს. "ეგონათ რომ დაგვამარცხეს, მაგრამ ჩვენ იმაზე ძლიერები ვართ ვიდრე მათ ჰგონიათ!" "ჯანაბას უსახელო ქალაქი, ჯანდაბას უსახელო ქალაქის პოლიცია, ჯანდაბას კანონები, გაუმარჯოს მდელოს!" "არა რა, როგორი დიდი ენთუზიაზმით გვარწმუნებდნენ საშინელებს აკეთებთო? თუ ის რაც ახლა აქ ხდება საშინელებაა მაშინ მე ლემური ვარ რომელმაც ადამიანის ფორმა მიიღო!" თითქმის მთელმა მდელომ თქვა თავისი აზრი. -ალექს, ალექს! - დაიყვირა ვიღაცამ. - ნუ გაგვირბიხარ, გვითხარი რას ფიქრობ მდელოზე? -კარგად ხარ ნიკ?- ჰკითხა სიცილით. - ჯანდაბას. - თქვა და მიკროფონი გამოართვა. -მდელო ოჯახია, მაშინაც კი თუ თქვენს უმრავლესობას არ ვიცნობ, მდელო მაინც ერთი დიდი ოჯახია. - თქვა ღიმილით შემდეგ კი ბრბოს მოშორდა და ხეებში ჩაიკარგა. გამეღიმა, ამაზე დიდი სიმართლე მგონი არასდროს უთქვამს. ტელეფონს უაზროდ ვაწვალებდი, ხალხს ვათვალიერებდი და უფრო და უფრო მეტ სიგარეტს ვეწეოდი. მდელოზეც კი მოწყენილი ვიყავი, არ ვიცოდი რა მჭირდა. 5 ხდებოდა წამოსვლა რომ დავაპირე, წამოვდექი და ხეებს შევერიე მაგრამ ვიღაცის ხმამ გამაჩერა. -დამელოდე! - მიყვიროდა ალექსი. გავჩერდი და ნახევარ წუთში უკვე ჩემს გვერდით იდგა. გამიკვირდა რომ დარბოდა, ალბათ ფეხი მოურჩა. -რა გჭირს? -რა მჭირს? - წარბები შევკარი. -მთელი დღეა მოწყენილი ზიხარ. -მე სულ ეგრე ვზივარ. - ჩამეცინა. -ვიცი რო რაღაც გჭირს. -საიდან? -უბრალოდ ვიცი. ეგრე არ ხარ ხოლმე. - კარგა ხნიანი სიჩუმე იყო. თავჩახრილი მივაბიჯებდი. -I think the kids are in trouble. Do not know what all the troubles are for... - რამდენიმე წუთში გაისმა სუნთქვის შემკვრელი ხმა და როდესაც მივხვდი რომ ის მღეროდა, პირი დავაღე და მივაშტერდი. -Give them ice for their fevers. You're the only thing I ever want anymore. - მისი ხმა არავისას არ გავდა, არ იყო ბულბულის გალობა და არც ოპერაში მომღერლის სუფთა ბგერა მაგრამ იყო არამიწიერი, სუნთქვის შემკვრელი, ადგილზე გამაქვავებელი. ალექსი მღეროდა, ალექსი მღეროდა და ჯანდაბა, ალექსი მღეროდა! -We live in coffe and flowers, try not to wonder what the weather will be. - სიმღერის ტექსტი მესმოდა და მასში იმდენად ვხედავდი უსახელო ქალაქს, მინდოდა ალექსის სიმღერა ჩამეწერა და სულ მომესმინა. სულ პირდაპირ იყურებოდა და ჩუმი ღიმილით აგრძელებდა: -I figured out what we're missing. I tell you miserable things after you are asleep. - საოცარი, საოცარი ხმა ჰქონდა. -Now we'll leave the perfect city, couse all the perfect girls gave us black dreams. - შემომხედა და მე ვიგრძენი რომ თვალები ცრემლებით მევსებოდა, უკვე ქალაქში ვიყავით და ლამპიონის შუქის სინათლეზე ვარჩევდი მისი სახის იდეალურ ნაკვთებს და უბრალოდ, უაზროდ და უმიზეზოდ ვგრძნობდი რომ ალექსი მიყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად რაც იმ წამს დედამიწაზე არსებობდა. -Leave the perfect city couse... განაბული ვუსმენდი საუკეთესო რამეს რაც ცხოვრებაში მომესმინა და არ მაინტერესებდა არანაირი პრობლემა. ალექსი მიყურებდა და მღეროდა და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ მართალი ვიყავი ყოველთვის, როცა ვფიქრობდი, მისი ხმის პატრონს სიმღერა ძალიან მოუხდებოდა და მართლაც, მას ჰქონდა იდეალური ხმა, იდეალური ხმა და სიმღერის იდეალური ტექსტი იდეალურად ჯდებოდა იდეალური ქალაქის აღწერაში. რომ დაამთავრა ვერაფერი მოვიფიქრე და ტაში დავუკარი. -იდეალურია! - აღმომხდა გაღიმებულს. ტელეფონი ამოიღო, რაღაცეებს დააჭირა და ორ წუთში შემომიბრუნა. ეკრანზე არც მეტი და არც ნაკლები ჩემი ნახატი იყო! ზურგშექცევით მდგარი გოგონა, რომელიც სახურავზე იჯდა და მზის ამოსვლას უყურებდა და კიდევ უამრავი, დეპრესიული ბავშვის მიერ დახატული ნაჯღაბნი. -ეს... აქ... - პირი დავაღე. -სკოლის საგამოფენო დარბაზი სავსეა შენი ნახატებით. - თქვა სიცილით. -კარგი რა... დებილობებია. - ვთქვი და ვიგრძენი როგორ ავწითლდი. -იდეალურებია. - გამიღიმა და უეცრად ამიტყდა სიცილი. -და ნაჯღაბნებს არ გავს. -ვიცოდი რომ მღეროდი. -მართლა? საიდან? - იკითხა წარბაწევით. -ხმაზე გეტყობა. - გავიცინე. -რა? - წარბები შეკრა. -არაფერი. - ვთქვი და თავი ჩავხარე. -and now we'll leave the perfect city.. - გაიმღერა ისევ. ტანში დამაჟრიალა. -ნეტავ... -ამოვილუღლურე. არაფერი უთქვამს, მგონი არც გაუგია. დამშვიდობებისას ერთმანეთს გავუღიმეთ და ეს ღიმილი ნიშნავდა იმაზე ბევრად მეტს ვიდრე სიტყვები ან ჟესტები. ეს ღიმილი იყო ყველაფერი, სიმღერაც, ნახატიც და მთელი უსახელო ქალაქის დებილური ისტორიაც, ღიმილი მოიცავდა ყველაფერს, უბრალოდ ყველაფერს. *** იმ დღეს საერთოდ არ დამიძინია, სახურავზე ვიჯექი და ვხატავდი და იმდენად დებილურ აზრებს ვყავდი მოცული, საკუთარ თავზე მეცინებოდა. ბოლო დროს კარგი და ცუდი მოვლენები ერთმანეთს ისეთი სისწრაფით ენაცვლებოდა ვერც კი ვხვდებოდი რამე უნდა გამხარებოდა თუ შემშინებოდა რომ მას ცუდი მოჰყვებოდა. ალექსთან გატარებული თითოეული წამი ჩემთვის იმდენად არანორმალურად ძვირფასი იყო რომ მისი ხმის გახსენებაზე უნებურად მეცინებოდა მაგრამ გამოსახულებას მიმღვრევდა მარტინი რომელიც ზუსტად ვიცოდი, ასე ადვილად არ შემეშვებოდა. სხვა მხრივ კი ვნერვიულობდი ნახატზე, უსახელო ქალაქის გაღებული ჭიშკარი არცერთი დამთვალიერებლის თვალს არ გამორჩებოდა და ეს საკმაოდ დიდი კრიტიკის საგანი გახდებოდა. არ ვიცოდი მზად ვიყავი თუ არა ამისთვის გამეძლო. გამოუძინებელს ფეხზე დადგომის საშუალება მაინც რომ მქონოდა ცივი შხაპი მივიღე და სკოლის ფორმაში, კობოკრულ კაბასა და თეთრ პერანგში გამოვეწყე, რომელთაც დასანახად ვერ ვიტანდი. დაბლა ჩავედი, გამიკვირდა, დედა იმაზე მხიარული ჩანდა ვიდრე ჩვეულებვრივ. -დილამშვიდობისა. - ღიმილით გადამკოცნა და მაგიდასთან გამიძღვა. ჭამის თავი საერთოდ არ მქონდა. -ღამე არ გეძინა ხომ ასეა? ხატავდი? - თავი დავუქნიე. -მანახებ? - მიუხედავად იმისა რომ დავიწყე "ჯერ დაუმთავრებელია" და "არაა კარგი" მაინც მაიძულა მენახებინა. -ჩვენი ქალაქია? - პირი დააღო. -ჰო. - გამეცინა. -ისევ სახურავზე იჯექი არა? - თავი სიცილით დავუქნიე. დარწმუნებული ვიყავი რაღაცას იტყოდა გაღებულ ჭიშკარზე და აშკარად შეამჩნია, თუმცა არაფერი უთქვამს, ძალიან კარგიაო მითხრა და ნახატი ჩანთაში დააბრუნა. ხელოვნება იმ დღეს ბოლო მქონდა. მთელი დღე უაზროდ ვუყურებდი ალექსს, ის კი ცას. ძალიან მეშინოდა არ გამოეხედა, მას შემდეგ რაც "მეგობრები" გავხდით ნორმალური იყო რომ მთელი დღის მანძილზე, როცა მე მას ვუყურებდი შევემჩნიე და ერთხელ მაინც გამოეხედა ამიტომ თავს ყოველ წუთს აქეთ-იქით ვაბრუნებდი. მასწავლებელი შემოვიდა თუ არა დამიძახა. ნელა ავითრიე წელი და ნახატის გარეშე გავემართე მისკენ. -მგონი უნდა მიმხვდარიყავი რომ ნახატიც წამოგეღო. -არ ღირს ჩვენებად, მართლა. - ბოლო წამს უკან ვიხევდი. -ანასტასია! -მართლა არ ღირს. -ანასტასია ან მომიტან ნამუშევარს, რომელიც შენს საშინაო დავალებად ითველება, ან კიდევ ახლავე ჩაემატება ჟურნალს არც-თუ ისე სახარბიელო ნიშანი. -ეს უსამართლობაა! -აღმომხდა თვალებგაფართოებულს. -ნიჭიერი ხარ და ამის მისახვედრად თუ ორიანი გჭირდება, მისი წერა ძალიან მიყვარს. - კუშტად დავდექი და მასწავლებელს წარბაწევით მივაჩერდი. შემდეგ დავინახე როგორ წამოდგა ალექსი, წავიდა ჩემი მერხისკენ, ნახატი აიღო, ცოტა ხანს უყურა შემდეგ კი მასწავლებელს კათედრაზე დაუდო. ახლა მას მივაშტერდი გაკვირვებით. -მადლობა ალექსანდერ. - გაიღიმა ქალმა და ნახატს დააშტერდა. მზერით ადამიანის მოკვლა რომ შეიძლებოდეს ალექსი უკვე მოკლული მეყოლებოდა. ის კი ოდნავი ღიმილითა და სინათლით სავსე მწვანე თვალებით მომჩერებოდა და ეტყობოდა რომ ძალიან მოსწონდა არსებული სიტუაცია. -იდეალურია! - აღმოხდა ქალს. ნახატი აიღო და დაფას მაგნიტით მიაკრო ისე რომ ყველას დაენახა. - იდეალურია! -მადლობა. - ოდნავ გავიღიმე. -წარმოგიდგენიათ როგორი იქნება როცა დაასრულებს? - იკითხა კლასიდან ვიღაცამ. მდელოდან მახსოვდა. გამეღიმა. -შესანიშნავია ანატასია, სახლების წყობა, ჭიშკარი, ფერები, ქუჩები ისე იდეალურადაა გადმოტანილი. მთლი კლასი ქედს იხრის შენს წინაშე. - სიცილი ამიტყდა. "დიდი მადლობა"-თქო ამოვიჩურჩულე და ადგილზე თავდახრილი დავბრუნდი. სკოლიდან გამოსვლისას ალექსი წამომეწია. -საინტერესო ნახატია. -რა? -გაღებული ჭიშკარი, უმეტესობა ვერ მიხვდება. - გამეღიმა. -ზუსტად ეგ მინდოდა. -გამოგივიდა. - გაიღიმა. უსიტყვოდ გავაგრძელეთ გზა. ყურსასმენი გამომიწოდა. გამოვართვი და Metallica-One -ის სიტყვები გავიგონე. ეს სიმღერა მდელოზე მქონდა მოსმენილი და ძალიან მომწონდა. მისი ორჯერ მოსმენა და უკვე იმ შესახვევთან ვიდექით, სადაც ჩვენი გზები იყოფოდა. სევდიანად გამიღიმა, აშკარად წუხდა რომ სიმღერას ვეღარ მოვუსმენდი. საპასუხოდ მეც გავუღიმე და სახლისკენ მიმავალ გზას ავუყევი. *** მდელო ისევ ისეთი იყო როგორიც ყოველთვის. ისევ სვამდნენ, ისევ ეწეოდნენ და ისევ უხაროდათ სრულიად არაფერი, მაგრამ მთავარი იყო რომ უხაროდათ. -ძალიან, ძალიან მაგარი ნახატი იყო! - მითხრა ვიღაცამ. გაკვირვებისგან გამეცინა, მადლობა-თქო. მიკროფონთან ისევ გაყვიროდა ვიღაც, რაღაცას რაც მიუხედავად იმისა რომ გარკვევით არ მესმოდა, ზუსტად ვიცოდი რომ უსახელო ქალაქის ლანძღვას მოიცავდა. -ერთ წუთს ჩუმად რა. - თქვა ვიღაცამ სიცილით. მდელო ჩაჩუმდა. - მოკლედ ერთი რაღაც უნდა მოგიყვეთ. პირველი იდიოტური სკოლის მოსწავლეებმა იცით მგონი როგორი ახირებული მარა მაინც ჯიგარი ქალია ხელოვნების მასწავლებელი. - უკვე ვხვდებოდი რაც უნდა ეთქვა და წინასწარ მქონდა პირი დაღებული. - ხო და დღეს, მეთორმეტეში ვისხედით გაკვეთილზე და ჩვენ კრუნჩხვა-გოგოს ეჩალიჩებოდა ნახატზე რა, ჰო და ამას არ უნდოდა მიცემა არაა ლამაზიო. ჰო და მერე კიდევ ერთმა, რომელიც აქვეა, გმირობა ჩაიდინა და მიუტანა. ჰო და მერე ეს ნახატი დაფაზე გააკრეს და ყველა მეთორმეტე კლასელს შეეკრა სუნთქვა. იმიტო რო იდეალური ქალაქი ხატია იდეალურად, ეს კიდევ ერთია და ჭიშკარი იყო გაღებული და ამას ბევრი ვერ მიხვდება, მაგრამ მდელოს ბავშვებმა ვიცით რასაც ნიშნავს იდეალური ქალაქის მუდამ დაკეტილი ჭიშკრის გახსნა ნახატში, რომელსაც იხილავს თითქმის მთელი ქალაქი გამოფენაზე. ძაან მინდოდა რო გცოდნოდათ როგორი ძალიან მაგარი კრუნჩხვა-გოგო გვყავს აქ. - ძალიან მეცინებოდა, უცებ შემომხედა ერთმა, მეორემ და შემდეგ მთელი მდელო მე მიყურებდა, ტაშს მიკრავდა, ყვიროდა ძალიან მაგარი ხარო და ძალიან მოულოდნელი ოვაციებისგან მაწითლებდა და მაწითლებდა. -დიდი მადლობა ძალიან. - ძლივს ამოვთქვი. იმდენად კარგები იყვნენ საშინლად მინდოდა ტირილი. ცოტახანში ისევ ხის ქვეშ ვიჯექი, ალექსის გვერდით და ვეწეოდი. -ეწევი? -არა გელანდები. - გამეცინა. -ხო მიხვდი რაც გკითხე. -მოვწევდი აქ რომ არ ვცხოვრებდე. -რამდენ რამეს იზამდი აქ რომ არ ცხოვრობდე. -მაგრამ მაინც აქ ვცხოვრობ. - ირონიულად გამეცინა. -ცხოვრება არაფრის გამოსავალს არ გიტოვებს. -თავაწყვეტილი მიქრის და ხან რას ეჯახება და ხან-რას. -დაჯახებებში კი რამე გტკივდება და ბოლოს კვდები. -უაზრობაა. -ძალიან. -რაღაც უნდა გკითხო. - ვუთხარი და ჩამეღიმა. -მიდი. -სულ ფანჯარაში რატომ იყურები ხოლმე? სკოლაში. -რა აზრი აქვს? -აქვს. -იქიდან მთა ჩანს, რომლის უკანაც ზღვაა. უსახელო ქალაქის არცერთ მცხოვრებს არ აქვს ნანახი ზღვა, მე კი ძალიან მინდა. ცას არ ვუყურებ, ვცდილობ ზღვა დავინახო, მიუხედავად იმისა რომ ეს შეუძლებელია. მისმა პასუხმა ჩამაფიქრა. სიჩუმე მან დაარღვია: -შენ რატომ ზიხარ ხოლმე ხის ძირში და ამათ უყურებ?- გავიცინე. -ეს ხალხი ერთად რაღაც თავისუფლებას ქმნის რომლის ნაწილიც მე ვერასდროს გავხდები, შეიძლება ისინი არ არიან ისე შორს როგორც ზღვა, მაგრამ ჩვენს შორის მაინც უდიდესი კედელია აღმართული, თავისუფლებაში ვერასდროს შევაბიჯებ, ისევე როგორც შენ ვერ ნახავ ზღვას. -ჯანდაბაშიც წასულა ცხოვრება შესაძლებლობების გარეშე! - თქვა გაბრაზებულმა. იმ დღეს აღარ გვისაუბრია. ჩვეულად დავშორდით გზების გასაყარზე და ჩვეულად დავუბრუნდით იდეალური ქალაქის უაზრო ცხოვრებას შესაძლებლობების გარეშე. *** არც იმ ღამეს დამიძინია, ნახატი რომ დავასრულე უკვე 8 ხდებოდა და ამიტომ დაძინებას აზრი აღარ ჰქონდა. თავს საშინლად ვგრძნობდი, მთელს ტანში მაჟრიალებდა და თავი მტკიოდა. ვიფიქრე უძილობის ბრალია-თქო და ძლივს მოვიგდე მხარზე მძიმე ჩანთა. მასწავლებელი გაოგნდა, ულამაზესიაო, უიდეალურესიაო, უნიჭიერესი ხარო, ისეთი დაღლილი ვიყავი მადლობის თქმაც ძლივს მოვახერხე. დასვენებაზე ალექსმა დამიძახა. თავის მერხთან იდგა, ფანჯარაში გამახედა. -აი იმის უკან ზღვაა. - თქვა და თითი ყველაზე შორს მდგომ მთაზე გაიშვირა. ოდნავ გამეღიმა. -შორსაა. -ჰო. -ოდესმე დაგინახავს? -ვიცი რომ არ გამოჩნდება. -და მაინც სულ უყურებ. გაეცინა. -კარგად ხარ? - მკითხა ორ წუთში. -რა იყო? -ფერი არ გადევს. -არაფერია. - ოდნავ გავუღიმე. ზარი დაირეკა და ადგილზე დავბრუნდი. ძლივს მივლასლასდი სახლში და სასწავლის გამო წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცუდად ვიყავი მდელოს ვერ გამოვტოვებდი და 12 საათზე უკვე ტყეში შევდიოდი. ალექსი ვერსად ვნახე და ცხოვრებაში პირველად ძალიან მეუაზროა მდელო. ვინანე რომ წამოვედი, თავს ზედმეტად ცუდად ვგრძნობდი. ნახევარ საათში წამოვდექი, ტყიდან უკვე გამოვდიოდი როცა მარტინის ხმა გავიგონე. -რა? - ვიკითხე. -საით პატარავ? - იმდენად ამაზრზენად საუბრობდა, ტანში უარესად დამაჟრიალა. -შემეშვი რა. - შევევედრე და გზა გავაგრძელე. -დავიღალე ამ "შემეშვი" და "თავი დამანებე"-თი. - თქვა და მომიახლოვდა. უკან-უკან სვლით ხეს დავეჯახე. - შენი თავი დიდი ვინმე გგონია? ერთი უბრალო ბო*ი ხარ, განსაკუთრებული არაფერი. - ზედმეტად ახლოს იყო, ცოტაც და პანიკაში ჩავვარდებოდი. -უკვე დამღალე, მართლა. -თქვა და საკოცნელად გამოიწია. უნებურად ვკარი ხელი და სანამ წამომეწეოდა გავიქეცი, რაღაცას შევეჯახე, მხარი საშინლად ამტკივდა, დავვარდი. -კარგი რა, რას ბავშვობ, მართლა გგონია რომ გაიქცევი? - წამოდგომის თავი არ მქონდა, თავი მისკდებოდა, მეგონა ძალა სულ დავკარგე. საშინელ პანიკაში ვიყავი. თავზე წამომადგა, ვცადე ფეხი მომექნია მაგრამ არ გამომივიდა, დაიხარა და უხეშად მაკოცა ყელში, ნელ-ნელა დაბლა ჩადიოდა. ვფართხალებდი, ვწიოდი, ვყვიროდი მაგრამ არავინ მისმენდა. ხმამაღლა ვღრიალებდი, მაგრამ მეგონა დედამიწა ყველამ დატოვა და დასატანად აქ მხოლოდ მე დავრჩი. ფეხი მოვიქნიე წამით მომშორდა, ვცადე გავქცეულიყავი მაგრამ დამიჭირა და ხეს მიმაჯახა, ქამრის გახსნა დაიწყო, თან მთელი ძალით მიჭერდა ხელს. ეს იყო ყველაზე საშნელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. უაზროდ ვტიროდი და ვყვიროდი, უაზროდ ვფართხალებდი, არაფერს ჰქონდა აზრი. უაზროდ ხდებოდა ყველაფერი, ყველაფერი. შემდეგ არ ვიცი როგორ მაგრამ მარტინი გაჩერდა და უკან გადავარდა. ჟღალთმიანი ფიგურა გამწარებული ურტყავდა მუშტებს მე კი ხის ძირში ჩაკეცილი ხმამაღლა ვღრიალებდი. მეგონა დედამიწა თავზე ჩამომექცა. -დაწყნარდი, დაწყნარდი. - თქვა და წამომაყენა. ვერაფრით ვერ ვწყნარდებოდი. ჩამეხუტა და ყურში ჩამჩურჩულა: -ყველაფერი კარგად იქნება. - არ მოვუშორებივარ ისე დაიწყო წინ წასვლა. საშინლად მაკანკალებდა, ცრემლების რიგი კი თვალებთან არ წყდებოდა. -ნუ გეშინია. - მითხრა და წამით გვერდით გამწია, თავისი ქურთუკი მომახურა და ისევ გვერდზე ამაკრა. წელზე ხელს ნელ-ნელა რითმულად მისვამდა და ნელ-ნელა ვიაზრებდი რომ კიდევ ერთხელ გადავრჩი და კიდევ ერთხელ გადამარჩინა. -ს-სად მივდივართ? - ძლივს ამოვთქვი. -სახლში არა. მაღალი სიცხე გაქვს. - მეუბნებოდა დაბალ ხმაზე, მაგრამ ვგრძნობდი რომ თავს ისიც ცუდად გრძნობდა. -ის... - ისევ წამომივიდა ცრემლები. -დაწყნარდი, მოვუვლით. - თქვა და გამიღიმა. ტყიდან გამოვედით, ფეხები მეკვეთებოდა, მთელი სხეული მეწვოდა, გამოსახულებაც კი მებინდებოდა. -გონებას ვკარგავ. - გავაფრთხილე. -შეეცადე არ დაკარგო. - მითხრა ღიმილით. მთელი ძალით ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი შემოწოლილი სიბნელისა და ბურუსის ნაერთს, რომელიც ნელ-ნელა მნთქავდა მაგრამ არ გამომივიდა... ბოლოს მისი ღიმილი ვნახე და მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, არ მოვკვდებოდი, ეს იქნებოდა სიცოცხლის საუკეთესო დასრულება, მასზე ნახევრად მიყუდებულს, მისი სახის შემყურეს... არ ვიცი რამდენ ხანს დავფრინავდი უწონო მასაში, ვიცოდი რომ უნდა გამეღვიძა, თავისთვის ძალა დამეტანებინა და გამომეღვიძა მაგრამ არანაირად არ გამომდიოდა. ვიცოდი რომ ალექსის ნდობა შემეძლო მაგრამ არ ვიცოდი სად მივყავდი, რა მომივიდოდა, არაფერი არ ვიცოდი და იმდენად ვიყავი დაღლილი ფიქრით. რაღაცის გამოსწორებაზე ფიქრით რომ მინდოდა სიბნელეში სამუდამოდ დავრჩენილიყავი და აღარასდროს დამენახა უსახელო ქალაქის უაზროდ იდეალური ქუჩები, მომღიმარი ხალხი და ამაზრზენად მომაბეზრებელი სიკეთე, რომელიც უკან უდიდეს ბოროტებას მალავდა. ფაქტი რომ ქალაქში მარტინისნაირი ცხოველები ცხოვრობდნენ, მის იდეალურობას მყიფე მინასავით ამსხვრევდა. დაღლილი ვიყავი ყველაფრით, იდეალურობით, იდეალურობის შეცვლაზე დარდით, ყველაფრის გამოსწორების უშედეგო მცდელობით, უაზრო ოცნებით, შესაძლებლობების არ ქონით. ყველაფერი და არაფერი ისე მალე კარგავს მნიშვნელობას და ისე მალე იკვეთება მათ შორის ხაზები, რომელიც თითქოს ყოველთვის დაშორებულები იყო ერთმანეთისგან, ვერავინ წარმოიდგენს. ყველაფრიდან არაფრამდე კი არაფერი არ არის. უბრალოდ არაფერი. თვალები გავახილე. არა, მე არ გამიხილია, თავისით გაიღნენ, თითქოს ვიღაცამ გასაღები დაატრიალა და "ჩხიკ"-ის მაგვარი ხმაც გავიგე, ჰო და დაპროგრამებულივით გავახილე თვალები, რომლებითაც წამით ვერაფერი ვერ დავინახე. შემდეგ მხედველობის არეში მომხვდა ჟღალი თმა და სინათლით სავსე მწვანე თვალები და მივხვდი რომ ალექსი თავზე დამყურებდა. -სად ვარ? - ვიკითხე ჩახლეჩილი ხმით. -როგორ ხარ? - ისე მკითხა თითქოს ჩემი ხმა არ გაუგოა. -არ ვიცი... - ვთქვი წარბშეკრულმა და ვცადე რამე ალექსის სახის მიღმა დამენახა. სახლში ვიყავი, მაგრამ ჩემსაში არა. -გაიღვიძა? - იკითხა ქალის სასიამოვნო ხმამ. -კი დედა. -დედა? - წამოყვირება ვცადე მაგრამ ისევ ხმადაბლა გამომიდა. -გამარჯობა. - გამიღიმა ქალმა. ალექსის ასლი იყო. ზუსტად მისი ტონის ჟღალი თმა და ზუსტად ისეთივე მწვანე თვალები ჰქონდა. -გამარჯობა. - ვთქვი იმის მაგივრად რომ ალექსისთვის დამეყარა ათასგვარი შეკითხვა. -ცოტა ხანს გავალ, თუ დაგჭირდით დამიძახეთ. - გაიღიმა და კარისკენ წავიდა. -რა? - ვიკითხე როგორც კი კარი გაიხურა. -გაითიშე და ვიცოდი რო სახლში ვერ მიგიყვანდი, პლიუს სიცხისგან იწვოდი და პლიუს, დედაჩემი ექიმია. -კი მაგრამ... - დავიწყე. -იცის სად ვატარებ ღამეებს, არ ჩაგვიშვებს. - გულიდან დიდი ლოდი მომეხსნა. -მაგრამ დედაჩემი... რომელი საათია? -7 ხდება. დედაშენს შენი ტელეფონიდან მივწერე, ანაბელთან ხარ და დილით მიხვალ სახლში. - საშინლად დავმშვიდდი. -არც კი მჯერა... მადლობა. - გავუღიმე. თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი, ჩემთვის რამდენი რამ გააკეთა. -დე, ერთ წუთს შემოხვალ? - დაუძახა დედამისს. ქალი უცებ შემოვიდა და ღიმილით მოგვაშტერდა. -თავს როგორ გრძნობ, საყვარელო? -მგონი კარგად, ძალიან დიდი მადლობა. - გავუღიმე. -სიცხე გაქვს და გაციებული ხარ. შენს ადგილას სკოლაში არ ვივლიდი, ჭრილობები დაგიმუშავე, თუმცა ნაკაწრები ასე მალე არ გაქრება. ის რაც ტყეში მოხდა და ის რასაც მიმალავთ, არაფერია იმასთან შედარებით რომ შეიძლება ეს ვინმე სხვასაც დაემართოს და გვერდით ალექსისნაირი არ იყოს. - მარტინის გახსენებისას მთელს სხეულზე დამაჟრიალა. -მივხედავთ. - მითხრა დარწმუნებულმა და ოდნავ გამიღიმა. ცოტა ხანში წამოდგომა ვცადე მაგრამ თავბრუ დამესხა, დამიჭირა. -წავიდეთ, ხო? - თავი დამიქნია. ხელი გადამხვია და სიარულში დამეხმარა. -ნახვამდის და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. - გავუღიმე ქალს. -არაფრის საყვარელო, მადლობას იმით გადამიხდი რომ იმ ცხოველს, რომელმაც ეგ დაგმართა საკადრისად დასჯი. -ჰო, აი ამას ნამდვილად გააკეთებს. - თქვა ალექსმა და სახლის კარი გამიღო. - მალე მოვალ. - უთხრა დედამისს და ჩემთან ერთად გზას დაუყვა. -მარტინს გავანადგურებ, ოღონდ შენი დახმარება დამჭირდება. -ალექს ისედაც ძალიან ბევრი გააკეთე, არ მინდა უარეს პრობლემებში გაგხვიო, ჩემით მივხედავ, მართლა. -ისე მიხედავ როგორც ეს გუშინ გააკეთე? - იკითხა წარბაწევით. - ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, მეგობრები ერთმანეთს ეხმარებიან! შენგან ნებართვას არ ავიღებ, თვითონ წავალ პოლიციაში. -არაა საჭირო. -მოდი მოვლენები გადავახვიოთ და ჩემი თვალით შეხედე სცენას რომელშიც შენ იყავი და შენ ტირილს ვერ წყვეტდი. რაც გიცნობ სულ იმას ამბობ რომ სამართლიანობა და თავისუფლება გინდა, რატომ არ გინდა ერთი მაინც, ვინც ამას გიზღუდავს შეაჩერო? – ასეთი არასდროს მენახა, საშინლად იყო გაბრაზებული. -კარგი, მართალი ხარ. - ვუთხარი. -ანუ დედაშესაც უნდა აუხსნა სად იყავი. -ვიცი. - ვთქვი და მოვიღუშე. -შენით სიარული შეგიძლია? მგონი არ ღირს რომ დედაშენმა დამინახოს. - თავი დავუქნიე. თვალებში ცრემლები ჩამიდგა იმის გახსენებისას თუ რამდენი რამ გააკეთა ჩემთვის. -ძალიან დიდი მადლობა. შენ რომ არა... - ცრემლები გადმოცვივდა. ჩამეხუტა და უაზროდ გამეცინა. -ეს ისაა რასაც მეგობრები აკეთებენ. სახლში შევბრუნდი მაგრამ მთელი დღე მის წინადადებაზე ვფიქრობდი. სიტყვა "მეგობრებს" ამდენი მნიშვნელობა, არასდროს ჰქონია. *** დედაჩემმა ოდნავ შეცვლილი ისტორია მოისმინა. "ანაბელთან მივდიოდი, როცა ჩიხში ვიღაცამ მიმწყვდია..." - შემდეგი ნაწილი სიმართლე იყო. ალექსმა მიპოვა და სახლში წამიყვანა. იგივე გავიმეორე პოლიციასთან და საშინელ სიტუაციაში ჩავვარდი როცა მარტინი დავინახე. ალექსს გავხედე და გამოვედით. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა. არ ვიცი რის ორი კვირა იყო ეს, მოჩვენებითი თავისუფლების, უსახელო ქალაქის ოდნავი მოწონების თუ მდელოზე ორმაგად გართობის. ალბათ ყველაფრის ერთად, რადგან ცხოვრებაში პირველად შემეძლო მეთქვა რომ ბედნიერი ვიყავი. ალექსი სულ გაიძახოდა, მეგობრები ვართ, მეგობრები ვართო. არ ვიცოდი გული უნდა მტკენოდა იმის გამო რომ ის არასდროს შემომხედავდა სხვანაირად თუ გამხარებოდა ის რომ ის რაღაცნაირად მაინც იყო ჩემს გვერდით. ის არასდროს გაიგებდა რომ მიყვარდა და მე არასდროს გავბედავდი იმაზე მეტი მეგრძნო, რასაც ვგრძნობდი მაგრამ გული, ირონიულად თითქოს ენას მიყოფდა და მის ყოველ დანახვაზე სწრაფად სირბილი უნდებოდა. დღეს გამოფინეს მერიის სასახლეში ჩემი ნახატი, სხვა მოსწავლეების ნახატებთან ერთად. არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მეამაყებოდა ფაქტი რომ ერთადერთი ვიყავი ვინც გაამხილა მდელოზე მყოფთა ერთადერთი სურვილი-გაღებულიყო უსახელო ქალაქის ჭიშკრები და მისი იდეალურობა, დედამიწის სხვა ნაწილების არაიდეალურობას შეჯახებოდა, ალბათ დიდი აფეთქების ხმა იქნებოდა, მაგრამ ყველას გაგვეღიმებოდა. დარწმუნებული ვიყავი ჩემი ნახატი ვერ გაიმარჯვებდა, ტექნიკურად ყველაზე რთული დასახატი იყო და ალბათ რაღაც მხრივ ყველაზე ლამაზი და შინაარსობრივიც, მაგრამ მერია არასდროს დაუშვებდა იმას რომ პატარა გოგონას დებილურ (მაგრამ მაინც ლამაზ) ნახატს, ხალხის იდეალურობისაკენ მიღწვაში ხელი შეეშალა. იმ საღამოს მდელოზე ისევ გაიჟღერა ჩემი ნახატის თემამ. "ეს ნახატი კი არა იარაღია, პირდაპირ მერიის სასახლეში შეტანილი." უაზროდ ამიტყდა სიცილი ხალხის ოვაციებზე, ძალიან მაბედნიერებდა ყველაფერი, იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ ვიცოდი, ამას რაიმე საშინელი მოჰყვებოდა, ამაში იმდენად ვიყავი დარწმუნებული რომ წინასწარ მოვიღუშე. ხის ქვეშ უაზროდ ვიჯექი, ისევ ვეწეოდი. ანაბელი რომ მომიახლოვდა წარბაწევით წამოვდექი. -მარტინი სადაა? - იკითხა ირონიულად. აშკარად ძალიან ბევრი ჰქონდა დალეული. -ციხეში. - ვუთხარი და თვალები გადავატრიალე. ხარხარი აუტყდა. -სად? - ისე იცინოდა, ჩაიკეცა. ალექსი მოგვიახლოვდა წარბაწევით. -აქ რა ხდება? -მარტინი ციხეშიაო. - ძლივს ამოთქვა. -გაგიკვირდა? - ანაბელი გასწორდა. სიცილი შეწყვიტა. -როდის აქეთ დაიწყეთ შენ და ანამ მეგობრობა? - იკითხა ირონიულად. -გეტყოდი მაგრამ თუ დავფიქრდებით, შენი საქმე არ არის და... - ცინიკურად გაუღიმა. ანაბელს ისევ აუტყდა ხარხარი. -გგონია ჩემი თავი ჩაუნაცვლე? - უაზროდ კისკისებდა. ვგრძნობდი რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდებოდა მალე თუ არ გაჩერდებოდა. - პირდაპირ ასხივებთ ფრაზას "გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა არსებობს." -ეჭვი გეპარება? - იკითხა ალექსმა. ანაბელმა უარესად დაიწყო სიცილი. ხეს მიეყრდნო რომ არ გადავარდნილიყო. -ეჭვი მეპარება? გგონია ოდესმე მეგობრები იქნებით? აბსურდი. -ამით რის თქმა გინდა? - თვალები დააბრიალა ალექსმა. მე კი მშვენივრად ვიცოდი რისი თქმაც უნდოდა და ადგილზე დალურსმებულივით, მთელი არსებით ვნატრობდი არ ეთქვა, არ დაევიწყებინა ჩვენი მეგობრობის წლები მაგრამ... -ორი წელია უყვარხარ, იდიოტო! - მისი ხმა და სიცილი ექოდ გაისმა ჩემს ყურებში. მეგონა რაიმე სერიალს ვუყურებდი, ჩემი სხეულიდან გამოვედი და ახლა გარემოს სულ სხვისი თვალით ვუყურებდი. დავინახე როგორ ამევსო თვალები, როგორ დააღო ალექსმა პირი, მესმოდა ანაბელის კისკისი. გვერდით გავედი,ისე თითქოს არაფერი გამოგონია, მაგრამ შიგანად ავფეთქდი. ვგრძნობდი როგორ მიბრუნდებოდა ყველა ორგანო, როგორ მოძრაობდა ჩემს სხეულში მოწამლული სისხლი, ვგრძნობდი როგორ საშინლად მინდოდა გამსკდარიყო მიწა და შიგნით ჩავეტანე, არანაირად არ მენახა ალექსის გაოცებული სახე და არასდროს არ მომესმინა ანაბელის სიტყვები. მინდოდა ამოვშლილიყავი სამყაროს ისტორიიდან, გამქრალიყო ჩემი ყველა ნაბიჯი, მინდოდა ავორთქლებულიყავი, სრულიად, უაზროდ და უმიზეზოდ. მე არ მინდოდა სიკვდილი. მინდოდა გადასვლა ერთი სამყაროდან მეორეში, მეორიდან მესამეში და შემდეგ უსასრულოდ მეხეტიალა ადგილებში რომლებსაც არ ვიცნობდი და რომელთა გაცნობაც ოდნავადაც არ მინდოდა. უბრალოდ მინდოდა მოვშორებულიყავი დედამიწას ყველა უჯრედით და ენით აღუწერლად მტკიოდა საკუთარი თავი და ალექსი რომელიც ვეღარასდროს შემომხედავდა სახეში. თურმე სულ ბოლო წამს მივხვდი რა მაკავებდა ამდენ ხანს იდეალურ ქალაქში, შესაძლებლობების გარეშე, ოცნების შემყურეს და მისი ასრულებისგან უძლურს. ალექსი. ალექსი იყო მიზეზი იმის რომ ყოველდღე ვდგებოდი და მივდიოდი სკოლაში რომელსაც ვერ ვიტანდი. ალექსის ბრალი იყო ის რომ ვძლებდი გაკვეთილებზე რადგან მთელი დღე მას ვუყურებდი, ის კი ზღვას. ალექსის ბრალი იყო ის რომ მდელოზე დავდიოდი, ალექსი იყო ყველაფერი, ყველგან, ჩემს ყველა ორგანოში, ყველა უჯრედში, ყველა ნერვში. ალექსი კი არ მიყვარდა, მითვისებული მყავდა, იმდენად ჩემად ვთვლიდი, არასდროს მიფიქრია რომ შეიძლებოდა დამეკარგა მიუხედავად იმისა რომ ჩემი არასდროს ყოფილა. ალექსი მივიღე ჩემიანად, ჩემად, ჩემს მეორე მედ, ჩემს სულიერ ადამიანად, ჩემს ადამიანად და ანაბელის სამმა სიტყვამ შუაზე გამხლიჩა, ჩემი არსებიდან ალექსი მთლიანად ამოჭრა და დამტოვა სისხლისგან დასაცლელად, მარტოდმარტო. დაახლოებით ერთი საათი, მანამ სანამ წამოვიდოდით ჩუმად ვიყავი. უბრალოდ გვერდით ვედექი. ხეებს რომ შევერიე და სახლში წასასვლელ გზას დავადექი, გამომყვა. ვერც კი ვიაზრებდი როგორ ჩამომდიოდა ცრემლები, ძალიან მინდოდა დაწყნარება, არ მინდოდა სცენების გამართვა, ღრიალი და ყურადღების მიქცევა, მაგრამ არ ამომდიოდა. თითქოს სმენა დამეხშო, ბუნდოვნად მესმოდა მდელოდან გამომავალი მუსიკის ხმა. გამაჩერა. ტირილი შევწყვიტე, დაბლა დავიხედე, აშკარად მიწის ჩიჩქნა უფრო მსიამოვნებდა ვიდრე იმ წამს ალექსისთვის ყურება. -მართალია? - სიტყვები იმაზე მკაფიოდ გავიგონე ვიდრე საჭირო იყო, თითქმის მთლიანად დაწყნარებულს ისევ წამომივიდა რამდენიმე ცრემლი. ოდნავ გაეცინა, წარბები შევკარი. ცრემლებს ვიწმენდდი და უფრო მეტი მომდიოდა, ნერვები ძალიან მეშლებოდა, მტირალა არასდროს ვყოფილვარ. მკლავებში ხელები ჩამავლო და მიმიხუტა. მისმა შეხებამ უარეს დღეში ჩამაგდო, ჩუმად ვქვითინებდი. მთელი ტანით ვეკვროდი, ის კი ხელებს უფრო და უფრო ძლიერად მხვევდა. სხეულში გრძნობა დამიბრუნდა და ვიგრძენი ალექსის აჩქარებული გულისცემა, თავზე ხელს რითმულად მისვამდა და თან ჩუმად, ძალიან ჩუმად მეჩურჩულებოდა, დაწყნარდი, დაწყნარდიო. უნებურად დავწყნარდი, არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო, მისი სუნთქვის ხმის, მისი ხელის, რომელიც თმაში მებლანდებოდა თუ უბრალოდ იმის რომ იმ წამს ყველანაირი მიზეზის გარეშე ერთ მთლიანობად ვიყავით ქცეულები. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე და არც მაინტერესებდა. აღარაფერს აღარ ვგრძნობდი, ყველანაირი ემოციისგან ცარიელი ვყავდი ალექსს მკლავებს შორის მოქცეული, შუბლით მის მკერდს ვეკვროდი და ვუსმენდი გულისცემის მონოტონურ "დუგ-დუგს." უცებ რაღაც ძალიან საშინელი ხმაური გავიგონე და სანამ რაიმეს გაკეთებას მოვასწრებდით, ალექსს უკან ამოუდგა ვიღაც და შუბლზე იარაღი მიადო. გავშეშდი, სუნთქვა შემეკვრა. -განძრევა არ გაბედო თუ არ გინდა რომ იცოცხლო. მეორედ გაქცევა ვეღარ გამოგივა. - თვალები გამიფართოვდა, ისევ მესმოდა ალექსის გულისცემის ხმა. ის ძალიან, ძალიან შენელდა. -დანარჩენები სად არიან? – იკითხა მეორე პოლიციელმა. -ვინ დანარჩენები? - ვიკითხე ჩახლეჩილი ხმით. -თქვენი სხვა მეგობრები. თქვი ან ვისვრი. -და თქვენ ამბობთ რომ ქალაქის მთავარი პრიორიტეტი ხალხზე ზრუნვაა? - ვიკითხე მაგრამ თან ძალიან შემეშინდა, ჩემს ნებისმიერ სიტყვას შეეძლო ის სიცოცხლისთვის გამოესალმებინა. -თქვი ან ვისვრი. - ალექსს ცრემლიანი თვალებით გავხედე. გაფითრებული იყო. მიუხედავად იმისა რომ მდელოზე მყოფი თითოეული ადამიანი ჩემი მეგობარი იყო, ჩემი ალექსის მიმართ დამოკიდებულება კარგა ხანი იყო რაც მეგობრობას გასცდენოდა. -არ ამბობ? ვისროლო? -ისევ იქ. - ამოვთქვი და თავი ყველაზე საშინელ ადამიანად ვიგრძენი რადგან მეგობრებს ვუღალატე მაგრამ ფაქტმა, რომ პოლიციელმა ალექსს იარაღი მოაშორა, უდიდესი შვება მომგვარა. -ესენი მანქანაში ჩასვი და დაგვეწიე. - უთხრა ერთმა კაცმა მეორეს და ვიღაცამ მკლავში მჭიდროდ ჩამავლო ხელი. ალექსს ხელი მოვუჭირე და ფეხის თრევით წავედი პოლიციის მანქანისკენ. მანქანაში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - ჩაგვტენეს. -ახლა? - ჰკითხა ალექსმა საჭესთან მჯდომს. -ახლა ძალიან დიდ საჩუქარს მივიღებთ მერიისგან! - თქვა კაცმა საზარელი ღიმილით. - შენ ხომ ჯონასის შვილი ხარ, წარმომიდგენია მისი სახე როცა დაგინახავს, თან დღეს მორიგეა, იდეალურია! ახლაღა გამახსენდა რომ ალექსის მამა პოლიციელი იყო, თავი ჩავხარე, წარმომედგიანა რა დღეში იქნებოდა. მგონი შოკში ვიყავი რადგან ბოლომდე ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა, პოლიციამ დაგვიჭირა და ციხეში მივდიოდით! იმდენად არარეალურად ჟღერდა ალბათ არც დავიჯერებდი პოლიციის მანქანაში რომ არ ვმჯარიყავი. ალექსის მზერა ვიგრძენი და გავიგონე ჩურჩულით ნათქვამი "რამეს მოვიფიქრებთ." და არც შემიხედავს ისე ვუთხარი: "ამჯერად ვეღარაფერს." ვნატრობდი რომ გაქცევა მოესწროთ, რომ ვერავინ ვერ დაეპატიმრებინათ მაგრამ თავადაც ვიცოდი რომ ამაზე ოცნება სისულელე იყო და ისღა დამრჩენოდა მენატრა ჩემს გვერდით ის მაინც არ დაესვათ, ვისაც ვიცნობდი. გამიმართლა. მანქანაში ჩატენეს კიდევ სამი უდანაშაულო თინეიჯერი და პოლიციის შენობისკენ წავედით. -უმრავლესობა გაიქცა. - გავიგონე ხმა წინა სავარძლიდან და შვების ღიმილით გამეღიმა. "კიდევ კარგი"-თქო გავიფიქრე და შუშას თავი მივადე. ნეტავ შემეძლო გამეღვია... ალექსმა ხელი ჩამჭიდა და უნებურად შევხედე გაკვირვებით. სრულიად უმეტყველო სახე ჰქონდა მაგრამ თვალები.... მისი თვალები ყვებოდნენ ისტორიებს ქალაქზე, ხალხზე და მეგობრებზე. მისი თვალები იტევდნენ ერთდროულად ყველაფერს, ყველა გრძნობას რაც კი ოდესმე ეგრძნო და ამდენი გრძნობის ერთდროული შემოტევისგან ამღვრეულიყვნენ. შავი გუგის ნაწილი გაეღვია ლამპიონების შუქს, რომლებიც მანქანას ეცემოდნენ და მის თვალებში ირეკლებოდნენ, ღია მწვანე ირისებს კი აკაშკაშებდა ემოციები, რომლებიც მის ულამაზეს თვალებს აცრემლიანებდა და ეს ყველაფერი იმდენად, იმდენად ლამაზი იყო, საშინლად მინდოდა ფურცელი და ფანქარი მქონოდა რათა დამეხატა. მანქანა გაჩერდა და თავი უნებურად შემოვაბრუნე. -გაქცევას ვინც გაბედავს კარგი დღე არ დააგდება, ამ "რიჟამ" სცადა და შემდეგ ორი კვირა კოჭლობდა. - ცინიკურად გაიღიმა ერთ-ერთმა და მანქანიდან გადაგვყარა. ცარიელ ჰოლში შევედით, თვალებს აქეთ-იქით უაზროდ ვაცეცებდი, ვიცოდი რომ გაქცევის შანსი არ გვქონდა, მაგრამ არაფრის კეთება და დანებება ის იყო რასაც წლების განმავლობაში არ ვაკეთებდი და ამას არც ახლა ვაპირებდი. ორ საკანში გადაგვანაწილეს, ჩვენთან ოთხნი ვიყავით, მეორეში ხუთნი. "მხოლოდ ცხრა. ცხრა ბევრი არაა. უმრავლესობა გადარჩა." - ვიმეორებდი და ვცდილობდი არ მეგრძნო საკუთარი თავის სიძულვილი რადგან მე ვთქვი სადაც იყვნენ ბავშვები და მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცოდი, დრო უკან რომ დაბრუნებულიყო იმავეს ვიზამდი, სინდისი მაინც მქეჯნიდა. -ალექსანდერ, მამა ახლავე მოგაკითხავს. - ცინიკურად გაუღიმა პოლიციელმა ალექსს და უკან შებრუნდა. სკამზე ფეხები ავკეცე, ხელები შემოვხვიე და შუბლი დავაბჯინე. წარმოუდგენელ სიტუაციაში ვიყავი, ვერცერთ კოშმარში ვერ მოვხვდებოდი ციხეში და აი, ცხოვრებამ დამიმტკიცა როგორი მაგარი და ნიჭიერია მოულოდნელობებში! -ალექს... - გავიგონე კაცის ხმა. ალექსი გისოსებს მიუახლოვდა და თავი ჩახარა. -ყველა შეარცხვინე, ყველა! - მკაცრად თქვა კაცმა. მხოლოდ წამით გავხედე, ალექსივით მაღალი და გამხდარი იყო მაგრამ წაბლისფერი თმა და უფრო მუქი მწვანე თვალები ჰქონდა. დარწმუნებული ვიყავი ალექსისთვის მისი სიტყვები ძალიან მტკივნეული იყო, იმიტომ რომ თავჩახრილი იდგა. -დღეიდან შვილი აღარ მყავს. - დააგვირგვინა მონოლოგი და საკანს მოშორდა. ალექსი ძალაგამოცლილი დაეხეთქა ძელსკამს ჩემს გვერდით. ძალიან მინდოდა შევხებოდი, დამემშვიდებინა მაგრამ განძრევა ვერ მოვახერხე. ერთადერთი რაც შემეძლო მისი ყურება და იმაზე ოცნება იყო, რომ ვერ შევემჩნიე. შემდეგ ისევ თავდაპირველ პოზას დავუბრუნდი და თვალები დავხუჭე, იქნებ დაძინება მაინც შემძლებოდა. ხმას არავინ იღებდა, ყველა გაშეშებული და გათიშული იყო. ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნებოდა. ოდესმე ბოლო მოეღებოდა მდელოს არსებობას, ოდესმე ყველაფერი დამთავრდებოდა. ზღვარი ყველაფერსა და არაფერს შორის ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა და ალბათ ოდესმე უნდა გადაკვეთილიყო, შემდეგ ძალიან დიდი ცვლილებები რომ მომხდარიყო. მახსოვს ადრე ვფიქრობდი ცვლილება კარგია-თქო, მაგრამ ახლა ასეთი დარწმუნებულიც აღარ ვარ. ალბათ ყველაფერი მე, თქვენ ან ვინმე სხვას კი არა, თვითონ ღმერთს უნდა გადაეწყვიტა და ჩვენც, მონებივით უნდა დავმორჩილებოდით. -ნუ ხარ ეგრე რა. - თქვა ალექსმა და ხელი გადამხვია. თავი არ წამომიწევია ისე გავხედე. ზუსტად ჩემს პოზაში იჯდა. -სხვანაირად მგონი ვერც ვიქნები. - ოდნავ გამეცინა. -ხანდახან რას არ მისცემ რომ მარტო იყო. -ჩვენ ვამბობთ რომ ძალიან კარგია მარტოობა მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გჭირდება ერთი ადამიანი. -ჰო, შენი ადამიანი რომელიც გამაღიზიანებელი ხალხის ბრბოსგან განსხვავებულია. -ჰო. - თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე. მინდოდა ცოტა ხნით მაინც გავთიშულიყავი და მგონი გამომივიდა. *** ძილ-ბურანში ჩამესმა ალექსის ხმა, წამოდიო მეუბნებოდა. -სად? - ვიკითხე და თვალები მოვისრისე. გისოსებს მიღმა და კი ალექსის მამა დავლანდე. -უბრალოდ წამოდი. - ხელი ჩამჭიდა და ძალით წამომაგდო. საკნიდან გავედით. დერეფანი სულ ცარიელი იყო. დავიბენი. -რა? რა ხდება? - ვიკითხე ჩურჩულით. -ალექს რატომ გამოიყვანე თუ წამოსვლა არ უნდოდა? - იკითხა კაცმა. -მგონი გასაგებად ვთქვი რომ მის გარეშე არსად არ წამოვალ! - მკაცრად თქვა ალექსმა და თან ხელი უფრო მომიჭირა. კარით ოთახში გავედით, რომლიდანაც ისევ გავედით სადღაც. კაცმა ალექსს ზურგჩანთა მიაწოდა. -აქ რა არის? -ფული და ტანსაცმელი, დაგჭირდებათ. ასე იმიტომ გელაპარაკე რომ ისინი დამერწმუნებინა. - თქვა კაცმა და შვილს გადაეხვია. - აქედან უნდა გაქრეთ. პერიმეტრზე პოლიცია არაა. არ ჰგონიათ რომ ვინმე გაპარვას დააპირებს, მგონი თინეიჯერების შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. - თქვა და გადმომეხდა. - იმედი მაქვს ისევ შევხვდებით. -ოღონდ უსახელო ქალაქში არა. - ოდნავ გამეღიმა. კაცმა კარი გააღო, გარემოს მზერა მოატარა, შემდეგ პოლიციელების ქურთუკები ორივეს ჩაგვაცვა, ყოველი შემთხვევისთვისო და გარეთ გაგვიშვა. ხელჩაკიდებულებმა უცებ გადავირბინეთ ცარიელი ქუჩა და ტყეში შევვარდით. -საით ? -ვიკითხე მოუთმენლად. -მთავარია უსახელო ქალაქს გავცდეთ შემდეგ კი სადაც გვინდა იქ წავალთ. - თქვა, ხელი მომიჭირა და სირბილი გააგრძელა. *** სანაპიროზე ვდგავართ, სველ კედებში ქვიშა ჩამდის და მეღიტინება, თუმცა არ მაინტერესებს. ქარის დაბერვა, პატარ-პატარა ტალღები, რომლებიც ამ დროს წარმოიქმენება და ამის ფონზე ალექსის სიმშვიდით მოცული, გაღიმებული სახე ყველაფერია. უსახელო ქალაქი ვერ შეიცვლებოდა, შეიძლებოდა ყველას ძალიან ეცადა რომ შეცვლილიყო მაგრამ 100 წლის განმავლობაში იქ ჩამოყალიბებულ წესებს ვერავინ შეცვლიდა, ან თუ შეცვლიდა ამას თავის მთელს ცხოვრებას შეალევდა. მომენატრება სახურავზე ჯდომა და მზის ამოსვლის ყურება, ქალაქის შეცვლაზე ფიქრი, მაგრამ მახსენდება ფრაზა ერთ-ერთი ფილმიდან: "ჩვენ ყოველდღიურად ვცვლით სამყაროს მაგრამ ისე რომ შევცვალოთ რომ რამეს ნიშნავდეს, ამისთვის მთელი სიცოცხლე დაგვჭრდებოდა." მე კი არ მინდოდა მთელი სიცოცხლე იმის შეცვლაში გამეტარებინა, რასაც მნიშვნელობა ან ექნებოდა, ან-არა. მე სიცოცხლე მინდოდა, სიცოცხლე არაიდეალურ სამყაროში და სიტყვა არაიდეალურს, ამაზე იდეალურად არასდროს უჟღერია. არ არის საჭირო რომ სამყარო იდეალური იყოს, საკმარისია რეალური იყოს. რელობა მტკივნეულია, მაგრამ მასში მხოლოდ ტკივილი არ არის, მუდმივ ბედნიერებას არავინ იმსახურებს. ყოველთვის მახსენდება ალექსის სიმღერა: "now we'll leave the perfect city..." და ისიც, რაც მისი პირველი მოსმენისას გავიფიქრე. მეგონა ვერასდროს წავიდოდით... თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო, სიმღერა დაიწყო და მისამღერზე შეჩერდა, გამომხედა, გამიღიმა და თქვა: -and we left the perfect city. და მართლაც, ამ სიმღერაზე უკეთ უსახელო ქალაქს ვერაფერი აღწერდა. იმ უსახელო ქალაქს რომელიც უკვე მოგონება იყო. იმ უსახელო ქალაქს, რომელიც მე და ალექსმა დავტოვეთ. დასასრული ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ და იმედი მაქვს თქვენს აზრს კომენტარებში გამოხატავთ *-* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.