შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო ელენ.

2-02-2016, 17:07
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 316

“ ძვირფასო, ელენ.
დღეს თოთხმეტი თებერვალია. შარშანდელივით წვიმს.
შენ არ გიყვარდა ასეთი ამინდი. შენ არც მე არ გიყვარდი, ელენ.
ვზივარ გამოღებულ ფანჯარასთან და მეექვსე ღერს ვეწევი.
მეზიზღება ეს დღე, ელენ.
მეზიზღება ვალენტინობა, ელენ.

ვზივარ და გელოდები. საწოლთან, ტუმბოზე, ჩემი და შენი (და არა ჩვენი)
საყვარელი კონიაკი დევს. შენს გარეშე არ გავხსნი, ელენ.
მენატრები. იმაზე უფრო ძლიერ, ვიდრე გუშინ მენატრებოდი.
ვიცი, არ მოხვალ, მაგრამ ასე უფრო სასიამოვნოა ლოდინი.
შენ უცნაური ადამიანი იყავი, ელენ.

გიყვარდა კლასიკა, რადგან თვლიდი რომ დრო მხოლოდ კლასიკას უკვდოვყოფს. უსმენდი სულ, როცა დრო გქონდა და როცა არ გქონდა. სექსის დროსაც კი კლასიკას უსმენდი, ელენ.

გიყვარდა ლურჯი ფერი, რადგან ყველა ძვირფას გრძნობას ლურჯად აფერადებდი და ვან გოგის მსგავსად, ყოველ ღამ, თორმეტ საათსა და ოცდასამ წუთზე, სვამდი ლურჯ საღებავს. მე ეს მაბრაზებდა, ელენ. შენ იცოდი, რომ ორგანიზმს ინადგურებდი და მაინც აგრძელებდი მის ლურჯად შეღებვას.

ბენზინის სუნი გიყვარდა, ელენ. ამიტომ ყოველთვის, საწვავის ავზის შევსებისას, გვერდით მედექი და თავს მხარზე მადებდი. მე ყოველთვის ვაჭიანურებდი შევსებას, ელენ. შენ ბენზინის სურნელი გსიამოვნებდა, მე კი შენი თმის სურნელი, ელენ. შენს თმას ქარის სურნელი ასდიოდა.

არ გიყვარდა ტელევიზორი, გრძელი კაბა, შოკოლადი, პოლიტიკა, სიყვარული და ძვირფასეულობა. შენ არაფერი გიყვარა, თითქმის. მაგრამ არც არაფერი გძულდა, ელენ. შენ სხვა სამყაროდან იყავი, ელენ. ფრთებდაჭრილი ანგელოზი იყავი, ელენ. შენ ყოველთვის ნიღბავდი შენს ტკივილს შენი მხიარული სიცილით. მაგრამ ელენ, მე შენი თვალების მესმოდა.

შენ ყველაზე ამორალური ქალი იყავი, ელენ. შენ ექვსჯერ მომკალი არდაბადებული შვილი, ექვსჯერ გაანადგურე ჩემში მამა და მეშვიდედ, უბრალოდ ვეღარ შეძელი. მეშვიდედ, რომც გდომოდა, ვერ შეძლებდი. მეშვიდედ ელენ, ვეღარ დაორსულდი.

ხშირად იდექი სარკის წინ, შიშველი, იწნიდი გრძელ, კუპრივით შავ თმებს და უემოციო თვალებით შემომხედავდი სამსახურიდან დაბრუნებულს. უცებ გამიღიმებდი, შემოტრიალდებოდი, ორივე ხელს ყელზე მომახვევდი და ლავიწის ძვალზე კბილებს დამაჭერდი. თითქოს გინდოდა შეგეჭამე, ელენ.

შენ ყველაზე ბინძური მეძავი იყავი მათ შორის, ვისაც ვიცნობდი, ელენ. გარყვილი, ამორალური და ლამაზი. შენს მერე, ლამაზს ვერავის ვუწოდებ, ელენ. თითქოს როგორ ახლოს იყავი ჩემთან, და ყველაზე შორს.
შენ უფლებას მაძლევდი, შენში ტერორისტივით ავფეთქებულიყავი ელენ, მაგრამ არასდროს მოგიცია უფლება შენთან გრძნობებზე მელაპარაკა. შენ უფლებას მაძლევდი, შენი სხეული შემესწავლა თავიდან ფეხებამდე, ელენ, მაგრამ არასდროს მოგიცია უფლება შენი სული გამეცნო ოდესმე.

გეზიზღებოდა, რომ ლამაზი იყავი, ელენ. სამართებლით ისერავდი მაჯებს, მკლავებს, ფეხებს. სახესაც კი, ელენ. მახსოვს, ერთხელ როგორ გაიყარე ქინძისთავები ნესტოებში. თითქოს კასის ბაძავდი, მაგრამ შენ მაინც სხვა იყავი, ელენ. ამოუცნობი, მიუწვდომელი და მაინც ყველაზე სასურველი. სიამაყით ვივსებოდი, შენთან ერთად როცა დავდიოდი, ელენ. ვუყურებდი გასიებული ნაბიჭვრე,ბის შურიან თვალებს და შენი სიყვარულით ვიწვებოდი, ელენ.

მე ყოველთვის მიყვარდი, ძვირფასო ელენ. პირველად რომ გნახე, ქუჩაში ეგდე, სულ შიშველი. აკანკალებული ხელებით ეწეოდი სიგარეტს და უემოციო, ლურჯ თვალებს დაატარებდი ჩემს სახეზე. მე მაშინაც მიყვარდი, ელენ. წაყვანა რომ მთხოვე, უფრო სწორედ, მიბრძანე, მაშინაც. ხელი რომ შეგაშველე, შენ კი მითხარი, ძირს დაცემის უფლება არ მომცე, სულით უკვე დავეცი, მხოლოდ სხეული დამრჩაო, მაშინაც. მეტკინა შენი სევდა, ელენ. ეს იყო და ეს. იმ დღის მერე შენ არაფერი გითქვამს შენს ემოციებზე. ყველაფერზე მესაუბრებოდი, ამინდზეც კი. მაგრამ გრძნობებზე არასდროს, ელენ.

შენთან ერთად თითქოს დრო ჩერდებოდა, ელენ. მე შემეძლო მინუს უსასრულოდ მეყურა შენი სახისთვის, პლიუს უსასრულოდ სხეულისკენ. შენ სწორედ ის იყავი ელენ, ვინც უნდა ყოფილიყავი. არაფერი გაგაჩნდა, არაფერი ფასეული, ძვირფასი. ტანსაცმელიც კი არ გაგაჩნდა, ელენ. ჩემი მაისურებით დადიოდი მხოლოდ, მუხლამდე რომ გწვდებოდა. არ განაღვლებდა სიცივე იყო თუ, სითბო, ელენ. შენში არაფერი იყო ბრწყინვალე. და ყველას შენ უნდოდი, ელენ. ქალებსაც კი, ელენ.

არაფერს ვნანობ, არაფერს, გესმის, ელენ? მე შენთან ერთად ვცოცხლობდი ელენ, შენი ჰაერით ვავსებდი ფილტვებს. შენი წასვლით ჟანგბადიც კი გულის ამრევად მეჩვენება, ელენ. თოთხმეტ თებერვალს წახვედი, ელენ. უსიტყვოდ, უცრემლოდ, ღიმილით მაკოცე ლოყაზე და წახვედი. არაფერი წაგიღია, ელენ. ჩემი მაისურიც კი არ გეცვა, ელენ.

ძვირფასო ელენ...
მერამდენე წერილს ვაგზავნი არარსებულ მისამართზე.
ძვირფასო ელენ...
შენ ყოველთვის შეგიძლია დაბრუნდე ჩემთან.
მე სულ გათხოვებ ჩემს მაისურებს. გაჩუქებ კიდეც. “

თოთხმეტი თებერვალია, ვალენტინობა.
სიჩუმე ხმაურობს ხის პატარა, მყუდრო სახლში.
სანთებელამ მეშვიდედ გაიჩხაკუნა და საფერფლეში მეექვსე სიგარეტის ღერი ჩავარდა.
კარზე ბრახუნია.
_მოხვედი, ელენ?
_ვალენტინობას გილოცავ, ლუკ.

№1  offline წევრი ფორთოხალი

"ფრთებდაჭრილი ანგელოზი იყავი, ელენ." - ეს მეზედმეტა. არ იყო ელენი ანგელოზი.
ბუკოვსკის გავლენა იგრძნობა, სადღაც მაიმასკოც (?) მომეჩვენა, მაგრამ ალბათ მომეჩვენა. რაღაც მომენტებმა ჩემი ბლოუ აფი გამახსენა :) მააააგრამ....
ძალიან კარგი იყო. მიყვარს მე ასეთი ამბები.
ელენი რომ არ მოსულიყო, უფრო მომეწონებოდა, მაგრამ ასეც კარგი იყო.
საღებავის პასაჟი იყო თითქმის გენიალური.
მოკლედ, მომეწონე, გამიხარდი და წარმატებები!!

№2  offline წევრი Smiling girl

ძალიან კარგი იყოო <3 წარმატებებს გისურვებ

№3  offline წევრი maridb

momwons dzalian. warmatebebs gisurveb<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

№4  offline წევრი N7

შენ ის გოგო ხარ, სულ რომ მახარებ.
გუშინ შენს პირველ ისტორიას, დღეს კი ამას გავეცანი.
ელენიკო, საოცარი ხარ! იდეალური იყო.

დავეთანხმები 'ფორთოხალს', მეც ცუდად მომხვდა ეს 'ფრთებდაჭრილი ანგელოზი'.

პირველი გამბედავი გოგო ხარ,
საოცარი გოგო.

წარმატებები love
--------------------
ქოქოსის გოგო.

№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან ბევრი რაღაცის და ვიღაცის გავლენა იგრძნობოდა,მაგრამ ამავდროულად შენეული იყო...ნიჭიერი რომ ხარ იგრძნობა,წინსვლა რომ შეგიძლია ისიც,ლექსიკაც გაქვს საკმაოდ კარგი და ასე ცნობილი ფრაზების გამოყენების გარეშეც შეგიძლია წარმატების მიღწევა...ლურჯი ჩემი ფერია,შემაშფოთა და ჩამწვდა ეს ადგილი...ტექსტი გამართული იყო,უხეში და უპატიო შეცდომები არ შემხვედრია.წარმატებები

№6  offline მოდერი Eleniko13

ფორთოხალი
"ფრთებდაჭრილი ანგელოზი იყავი, ელენ." - ეს მეზედმეტა. არ იყო ელენი ანგელოზი.
ბუკოვსკის გავლენა იგრძნობა, სადღაც მაიმასკოც (?) მომეჩვენა, მაგრამ ალბათ მომეჩვენა. რაღაც მომენტებმა ჩემი ბლოუ აფი გამახსენა :) მააააგრამ....
ძალიან კარგი იყო. მიყვარს მე ასეთი ამბები.
ელენი რომ არ მოსულიყო, უფრო მომეწონებოდა, მაგრამ ასეც კარგი იყო.
საღებავის პასაჟი იყო თითქმის გენიალური.
მოკლედ, მომეწონე, გამიხარდი და წარმატებები!!

ყველაფერი რაც ჩამოთვალე, ზუსტია.
იყო ბუკოვსკი, იყო მაიმასკოც, შენც იყავი, მეც და ელენიც.
ანგელოზებს ზოგი როგორად აღიქვამს, ზოგი როგორად.
ჩემნაირებს არ სჯერათ ანგელოზების, მაგრამ ეს ხომ მე არ ვიყავდი.
წერილს ერთი შეყვარებული ბიჭი წერდა. შეყვარებული გოგოზე, რომელიც მისთვის იდეალია და...
ჰო, თეო, მადლობა დიდი. მახარებ .

N7
შენ ის გოგო ხარ, სულ რომ მახარებ.
გუშინ შენს პირველ ისტორიას, დღეს კი ამას გავეცანი.
ელენიკო, საოცარი ხარ! იდეალური იყო.

დავეთანხმები 'ფორთოხალს', მეც ცუდად მომხვდა ეს 'ფრთებდაჭრილი ანგელოზი'.

პირველი გამბედავი გოგო ხარ,
საოცარი გოგო.

წარმატებები love

შენ მე მაბედნიერებ შვიდიანო <33 მადლობა

ლორელაი

არ ვიცი, ცუდია ეს თუ კარგი, მაგრამ ჰო, ასეა...
შენი გავლენაც იყო, თათა.
მადლობა, მე ვცადე მაინც
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Eleniko13

ჩემიც ხო,არ მინდოდა თქმა,მიხარია ძალიან,არ გეგონოს რომ გსაყვედურობ,პირიქით სასიამოვნოა.რა თქმა უნდა, უნდა სცადო.ცდა ბედის მონახევრეაო...უფრო მეტს ველი შენგან,უფრო შენეულს...

№8  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

საკონკურსო სიახლეში სხვისი იდეის გადაღება დაუშვებლად მიმაჩნია.
შეიძლება თათას ან თეონას არ ეწყინათ,მაგრამ საქმე იმაშია რომ ყველა თანაბარუფლებიანია კონკურსში და როცა მონაწილეობის სურვილი გაქვს,უნდა გქონდეს შესაძლებლობებიც.მხოლოდ სურვილი როდი კმარა.
მე პირადად შენ რომ შენით დაგეჯღაბნა ის უფრო მომეწონებოდა,ვიდრე სხვებისგან აღევული მომენტები.
ვერც ვერაფერი ვიგრძენი.
მინდოდა სიყვარული დამენახა,მაგრამ ყველაფერი დავინახე მაგის გარდა.
მაინც წარმატებები. :-):-):-)
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№9  offline მოდერი nicol

მე მომეწონე ♥♥♥
წარმატებები.
--------------------
თინა ნიკოლ

№10  offline ადმინი შამანი

ვისიამოვნე ^^
წარმატებები ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

№11  offline მოდერი Eleniko13

teofine15
საკონკურსო სიახლეში სხვისი იდეის გადაღება დაუშვებლად მიმაჩნია.
შეიძლება თათას ან თეონას არ ეწყინათ,მაგრამ საქმე იმაშია რომ ყველა თანაბარუფლებიანია კონკურსში და როცა მონაწილეობის სურვილი გაქვს,უნდა გქონდეს შესაძლებლობებიც.მხოლოდ სურვილი როდი კმარა.
მე პირადად შენ რომ შენით დაგეჯღაბნა ის უფრო მომეწონებოდა,ვიდრე სხვებისგან აღევული მომენტები.
ვერც ვერაფერი ვიგრძენი.
მინდოდა სიყვარული დამენახა,მაგრამ ყველაფერი დავინახე მაგის გარდა.
მაინც წარმატებები. :-):-):-)

დიდი მადლობა.
თუმცა, ეს მაინც ჩემეული იყო,
ყველა ნერვით და ყველა ძარღვით.

nicol
მე მომეწონე ♥♥♥
წარმატებები.

შამანი
ვისიამოვნე ^^
წარმატებები ♥

დიდი მადლობები
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent