შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 36


2-02-2016, 19:27
ავტორი mako-makako
ნანახია 2 260

ბექას და ანას ერთად გამოეღვიძათ.მშვენიერი დილა იყო,ორივეს ეტყობოდათ რომ კარგ ხასიათზე იყვნენ.ცდილობდნენ მაინც რომ ის ღამე ორივეს დაევიწყებინათ, რადგან ეხლა ყველაზე მეტად ერთმანეთის მხარდაჭერა სჭირდებოდათ.
-დილამშვიდობისა ჩემო ცხოვრება,როგორ გეძინა?-მიესალმა გასვიანი და ვნებიანად აკოცა ტუჩებზე.
-მშვენივრად,როცა შენ ჩემს გვერდით ხარ როგორ შეიძლება ცუდად მეძინოს?- მაცდური შეკითვით დაუბრუნა პასუხი ბექაურმა ვაჟს.
-რაო,რაო უკვე ვცუღლუტობთო?-ბექა უფრო გახალისდა ანას ასეთ პასუხსზე და საუბრიდან უკვე საქმეზე გადავიდა.გოგონას ზემოდან მოექცა და ისე დაუწყო ყურებ თითქოს მისი დეტალურდ შესწავლა უნდოდა.
-რატო მიყურებ ასე უცნაურად?-მაშინვე დაიჭირა ბიჭის უცნაური მზერა ბექაურმა.
-როგორ უცნაურად?-ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ბექამ.
-არ ვიცი,რაღაც ეშმაკური მზერა გაქვს,თითქოს რაღაც ჩაიფიქრე და ფიქრობ გააკეთო თუ არა.
-რა მაგარი მიხვედრილი გოგო მყოლია მე კიდევ არ ვიცოდი.-ისეთ კარგ ხასიათზე იყო ბექა რომ ცდილობდა ანაც მაქსიმალურად აეყოლიებინა და მგონი გამოსდიოდა კიდეც.
-ბექაა...-ისე საყვარლად დაუძახა ბექაურმა ბექას ეხლა რომ არ ეკოცნა ალბათ მოკვდებოდა.მთელი მონდომებით მივარდა მის ბაგეებს და ისე უკოცნიდა როგორც პირველად,ამ კოცნაში იგრძნობოდა მთელი მისი სინაზე, სიყვარული, ვნება და ყველა გრძნობა ერთად რასაც კი განიცდიდა მის მიმართ.ანაც მაშინვე აჰყვა კოცნაში და მიხვდა რომ სწორედ ეს სჭირდებოდა,არა კოცნა არამედ იმ სიახლოვის განცდა და შეგრძნება რომელსაც გასვიანის გვერდით გრძნოდა.ეს იყო იმ სიცარელის შევსება რომელსაც მის გულში უკვე დიდი ხანია ადგილი დაეკავებინა,იმ ტკივილის განელებას რომელიც ირაკლის გამოჩენის შემდეგ თითქმის ყოველ დღე ფეხდაფხ სდევდა.მხოლოდ ეხლა გრძნობდა თავს ბედნიერად როცა მის ვერდით იყო,როცა მის სხეულის სიმხურვალეს და ტუჩების გემოს შეიგრძნობდა.როცა ხვდებოდ რომ მხოლოდ მისისთ არსებობდა და შეეზლო ისევ ისეთი ბედნიერი და ლაღი ყოფილიყო როგორიც ადრე იყო.იმდენად გადაერთო ფიქრებში რომ უკვე ვეღარაფერს აღიქვამდა გასვიანის სიყვარულის გარდა.ბექა კი იმდენად ფაქიზად ექცეოდა გეგონება ფაიფურის თოჯინა იყო და ეშინოდა ხელში არ შემომტვრეოდა.უხაროდა მისი ასეთი შემობრუნება.როგორც იქნა ანა პირველი მოწყდა გასვიანის მადისაღმძვრელ ბაგეებს და მთელი სახე დაუკონა ბიჭს.
-ეს რითი დავიმსახურე?-მხიარული ხმით უთხრა ბექამ როდესაც ანამ მისი კოცნა დაასრულა.
-შენი აზრით ამას დამსახურება უნდა?-ასევე მხიარულად უპასუხა ანამ და კიდევ ერთხელ დაუკოცნა მთელი სახე.
-მიყვარხარ ცხოვრება...-ბექამ იმხელა გრძნობით უთხრა ეს სიტყვები რომ ანამ ეს სიყვარული მთელი ძალით იგრძნო.
-მეც მიყვარხარ..ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი სიცოცხლის წყარო ხარ.-ბექამ გოგო მაშინვე ხელში აიტაცა და მთელი ძალით დააბზრიალა.ბედნიერებას ასხივებდნენ. მათ შემხედვარეს ყველას გული სიყვარულით აევსებოდათ.
-მოდი დღეს სადმე გავისეირნოთ.ძალიან მომენატრა შენთან ერთად სეირნობა და განმარტოება.-ანა ნელა დასვა ძირს.
-თანახმა ვარ.ეხლა სახლში გამიყვანე,მშობლები ინერვიულებენ და საღამოს გავისეირნოთ.-ხელები ყელზე შემოხვია გასვიანს ანამ და გემრიელად დაუკოცნა ტუჩები.
-კარგი,მიდი მოემზადე მე მანამდე წყალს გადავივლებ და გავიდეთ.-უთხრა ბექამ და სააბაზანოში შევიდა.ანა მალე მოწესრიგდა სამზარეულოში ჩავიდა სანამ ბექა აბაზანიდან გამოვიდოდა იქამდე საუზმესაც გააკეთებდა.მხიარულად შეუდგა კარადიდან და მაცივრიდან ყველა საჭირო ინგრედიენტის გადმოლგებას.იქვე მაგიდაზე დადებულ ლეპტოპში თავისი საყვარელი მუსიკა ჩართო და ისე ხმამაღლა აუწია ვერაფერს ვერ გაიონებდა სხვას.თან ძალიან ლამაზად აყოლებდა ტანს.ბექა სააბაზანოდან რომ გამოვიდა მუსიკის ჰანგები მოესმა და მაშინვე მიხვდა რომ ანა მართლაც საოცარ ხასიათზე იყო და ყველაფერს იღონებდა რომ ეს მხიარულება და ბედნიერება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო.კიბეები ჩაიარა და მოცეკვავე ანა რომ დაინახა გული სითბოთი აევსო,ნელა მიეპარა უკნიდან და ხელები მუცელზე შემოჰხვია.ესიამოვნა ბექაურს მხურვალე ხელების შეგრძნება და მანაც შემოჰხვია.საუზმე მალე გააწყო და ბექამაც მადიანად მიირთვა ბექაურის მიერ გამზადებული ერბო კვერცხი და ყავა.მხიარულად დატოვეს ლექსოს სახლი.
...
-ლევან სად ხარ?-დაღლილი ხმით ჩასძახა ტელეფონში ნიამ.
-სამსახურში ჩემო ლამაზო.მოხდა რამე?-ჰკითხა ზედგენიძემ საცოლეს.
-შეგიძლია დიზაინერთან მომაკითხო?რაღაცეების შეთანხმება მინდოდა შენთან.-უთხრა საქორწილო სამზადისით ქანცგაწყვეტილმა ნიამ.
-ეხლა შეხვედრაზე მივდივარ ნია და ვერ მოვასწრებ გამოსვლას,სხვა დროს რომ ვნახოთ ეგ დიზაინერი არ შეიძლება?-ქაღლდებიდან თავი არ აუღია ლევანს ისე ესაუბრებოდა მგალობლიშვილს.
-კარგი რა ლევან შენ სულ ეგრე იცი.როცა არ უნდა დაგირეკო ყოველთვის საქმეს იმიზეზებ,არ შეიძლება ერთხელ ჩემთვისაც გამონახო დროო?-აწუწუნდა გოგო.
-კაი რა ნია მე შენთვის ყოველთვის მაქვს დრო გამონახული,ეხლა მართლა არ მცალია და არ ვქნა.ბექაც და ლექსოც მალე მოვლენ.სერიოზული საქმე უნდა ავიღოთ და ვერ გამოვაკლდები.არ ეწყინოს რა გთხოვ.-სიტუაცია აუხსნა ნიას მაგრამ მას უკვე აღარაფრის გაგონება აღარ უნდოდა.ტელეფონი უპასუხოდ გაუთიშა და დაუდევრად ჩააგდო ჩანთაში.ისეთი გაბრაზებული იყო რომ მეტიც აღარ შეიძლებოდა.ლევანმა რამდენჯერმე სცადა ნიასთან დაკავშირება მაგრამ ის არ პასუხობდა,არა და შეხვედრზე წასვლის დროც ახლოვდებოდა.მალობლიშვილს თავში ათასი აზრი უტრიალებდა,ერთი ისიც კი გაიფიქრა იქნებ ჩემი ცოლად მოყვანა აღარ უნდაო,მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს აზრი.ლევანს ამას ვერ დააბრალებდა,უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან დაკავებული იყო,უნდოდა სანამ ის და ნია დაქორწინდებოდნენ ყველა საქმე იქამდე მოეგვარებინა.ამ ფიქრებით ძალიან შორს წავიდოდ რომ რა ლევანის სმს. ,,ჩემო ბუზღუნა ქალბატონო,ნუ მებუტები,ხომ იცი შენს გემოვნებას ბოლომდე ვენდობი,ჩვენს ქორწილში ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც ჩემს დედოფალს ენდომება.ქორწილის მერე მთელი ცხოვრება შენს განკარულებაში ვიქნები.მიყვარხარ და ეს არასოდეს დაგავიწყდეს'' სმს ბოლომდე ჩაიკითხა და ღიმილმა გაუპო ბაგე.მიხვდა რომ სულ ტყუილად ბრაზობდა,მაგრამ არ აპირებდა ამ ერთი სმს გულის მოლბობას.პასუხი მაშინვე მისწერა. ,,ნუ გგონია რომ წყენა დავივიწყე,ამაღამ ვახშამზე დამპატიჟბ თუ გინდა რომ ეს ყველაფერი დამავიწყდეს.:)'' ბოლოში ღიმილი მიუხატა სმს და ისე გაუგზავნა ლევანს,რომ მიმხვდრიყო მის განწყობას.ზედგენიძემ მხიარულად წაიკითხა და მის ბავშვურობაზე გაეღიმა,ეს გოგო მთელი არსებით უყვარდა, სიცოცხლეს ერჩივნა და უნდოდა მთელი ცხოვრება მასთან ასე მხიარულად და სიყვარულით სავსეს გაეტარებინა. ,,თანახმა ვარ ერთ კი არა ათას ვახშამზე დაგპატიჟო ჩემო დედოფალო.:)''ნიამ ამ სმს-ის წაკითხვისას მხიარულება უფრო მეტად მოემატა და დიზაინერთან გახარებული წავიდა.
...
თეკოს ლექსოზე ჩახუტებულს გამოეღვიძა,დილის მზის სხივები მის სახეზე თამაშობდნენ და ძილის საშუალებას არ აძლევდნენ.შამანაურს კი ეს სულას არ აწუხებდა,ისე გემრიელად ეძინა შეგეცოდებოდა გასაღვიძებლად.მაგრამ ასეთი უდარდელი ძილით რომ დაინახა გიორაძემ ვერ მოითმინა და ის ლამაზი წითელი ბაგეები ნელა დაუკონა,ამაზე რეაქცია რომ არ ჰქონდ ვაჟს გოგო გაბრაზდა და თმები სახეზე დააყარა.თითქოს ჯინაზე არ იღვიძებდა ლექსო და სიამოვნებდა თეკოს ცელქობა.ბოლოს გაბუსხულმა ლოყები დაუჩქმიტა და დაინახა როგორ დაემანჭა სახე ბიჭს ტკივილისგან.თვალები ნაძალადევად გაახხილა და გოგოს გადახედა რომელსაც სახეზე კმაყოფილება გამოხატვოვოდა.ვიტომ გაბრაზებას აპირებდა მაგრამ არც კი დასცალდა,რადგან თეკოს ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენ მირანდა.-მაშინვე უპასუხა თეკომ.
-როგორ ხარ თეკო?-მოიკითხა მჟავიამ.
-კარგად,შენ?
-მეც კარად ვარ.მაინტერესებდა ისევ ლექსოს სახლში ხართ ამოსვლა მინდოდა.-მაშინვე საქმეზე გადავიდა გოგო.
-არა იქ მხოლოდ ანა და ბექა არიან მე და ლექსო ჩემთან ვართ,აქ ამოდი.-უთხრა და პასუხს დაელოდა გიორგაძე.
-შენთან?არა იყოს მაშინ სხვა დროს შემოგივლით.-არ უნოდა სანდრო ენახა ამიტომ მაქსიმალურად ეცდებოდა თვალსი არ მოხვედროდა.
-რატო?მოხდა რამე?ამოდი რა და მალე მოვლენ გოგოებიც.-მაშინვე იცრუა გიორგაძემ რადგან მიხვდა რაღაც ვერ იყო რიგზე.
-ეხლა გამახსენდა რომ რაღაც საქმე მაქვს და სხვა დროს გამოგივლით.-თავის დაძვრენა სცადა მჟავიამ.
-კაი რა ეგ შენი საქმე მოიცდის,გუშინა ვერ გნახეთ ნორმალურად ამოდი ცოტა ხანს და მერე წადი.-თავს არ ანებებდა თეკო.
-ხო არგი,მხოლოდ ცოტა ხანს.ნახევარ საათში შენთან ვიქნები.-ბოლოს მაინც დანებდა მირანდა რადგან არ უნდოდა ვინმეს რამე შეემჩნია,თან როდემდე დაემალებოდა ადრე თუ გვიან მაინც შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
-კარგი,გელოდები.დროებით.-მხირულად ჩასძახა ტელეფონში,მიხვდა რომ გაიმარჯვა და დღეს გაარკვევდა ყველაფერს.
-რა კმაყოფილი სახე გაქვს?-მისი სახის შემხედვარე რაღაც იეჭვა ლექსომ.
-რაღაც ხდება,მირანდას აქ ამოსვლა არ უნდოდა,როგორც ეტყობა სანდროს ნახვ არ უნდა.მაგათ შორის რაღაც ხდება და უნდა გავარკვიო.
-კაი რა ნუ ხარ ასეთი ინტერესიანი.
-უბრალოდ მაინტერესებს რა ხდება,არ ვარ ინტერესიანი?-ტუჩები გაბუსხა გაბუტვის გამოსახატავად თეკომ.
-ჩემი ლამაზი ბუტია გოგო.-მაშინვე ჩაეხუტა შამანაური გიორგაძეს და გაბუტულ ტუჩებზე დააცხრა.
მართლაც ნახევარ საათში მირანდა უკვე თეკოს კორპუსის კიბეებზე ადიოდა და ფეხები უკან რჩებოდა.კარებზე ზრის ღილაკს თითი მიაჭირა და დაელოდა როდის გააღებდნენ კარებს.თეკო არ გასულა გასაღებად და არც ლექსო გაუსვა უნდოდა სანდროს გაეღო კარები.ამ დროს სანდრო კი მთვრალი ტანსაცმლის გაუხდელად იწვა საწოლზე და რეაქცია არ ჰქონდა ზარზე.მაგრამ ბოლოს როცა თავი მოაბეზრა რეკვამ ზლაზვნით წამოდგა და კარის გასაღებად გაემართა.კარი გამოაღო და თვალებს არ დაუჯერა როდესაც კლასიკურად,ელეგანტურად და სექსუალურად გამოწყობილი მირანდა დაინახა.თვალები მოიფშვნიტა თითქოს ამ ილუზიის გაქრობა სურდა მაგრამ გოგონა ისევ მის თვალწინ იდგა და არ ინძრეოდა.მჟავია კი უკვე ნადგურედებოდა ვაჟის ყურებით,აჩეჩილი თმა,არეული თვალები და ნახევრად დაკუჭული ტანსაცმელი.მის სახეზე ხვდებოდა რომ საკმოდ ნასვამი იყო და ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო.ასეთი არასოდეს ენახა ბიჭი,მაგრამ ხვდებოდა ამ მდგომარეობიდან მალე გამვიდოდა დ მასაც დაივიწყებდა.
-არ შემომისვებ?-ისევ ის ცივი ქალის იმიჯი მოირგო დ ბიჭს ისე ჰკითხა.
-შემოდი.-უგულოდ უპსუხა ვაჟმა და ერთხელ კიდევ შეათვალიერა გოგო.
-მადლობა.-ისევ ცივად მიუგო გოგომ და სახლში შევიდა.ვაჟმა თვალი გააყოლა მიმავალ მჟავიას და გულში საშინელი ტკივილი იგრძნო.არ შეეძლო ამ გოგოს გარეშე ცხოვრება,უყვარდა და სტკიოდა მის გარეშე გატარებული ყოველი წუთი,ჭამი თუ საათი,ვერ ძლებდა ერთხელ მაინც რომ არ ენახ.მისი სიცივე კი აგიჟებდა,ჭკუიდან გადაჰყავდა.ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო ქალს ყოფილიყო ამდენად ცივი მასთნ და სხვებთან ამდენად მეგობრული დ მოსიყვარულე.კარები მიხურა სანდრომ და თავის საძინებელში შევიდა,ისევ საწოლზე მიწვა,ხელები თავ ქვეშ ამოიდო და იმაზე დაფიქრდა თუ რა უნდოდა აქ მჟავიას.დილით ხომ უარი უთხრა ეხლა რაღატო მოვიდა,სიამოვნებდა ასეთ განადგურებულს რომ ხედავდა? მირნდა მისაღებ ოთახში დივანზე დაჯდა და სანდროს სახე მისი გონებიდან არ ამოდიოდა.საკუთარ თავს უგულობაში ადანაშაულებდა და ათასი სიტყვით ლანძღავდა.ხედავდა ნელნელა როგორ ქრებოდა ბიჭის თვალებში სიცოცხლის წყურვილი,სიხალისე და ბედნიერება და ეს ყველაფერი მხოლოდ მისი უარის გამო ხდებოდა.სტკიოდა მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ გამოხატავდა,არც შეეძლო ლადოს გარდა ვინმესთან გული დაეცლა,ყველაფერი ეღიარებინა,ეტირა და შემდეგ ისევ ის ძლიერი და ცივი ქალის იმიჯი მოერგო რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გიორგაძის წინ აიფარა.ამასობაში მისარებ ოთახსი ლექსო და თეკოს მხიარული სიცილით შევიდნენ.



№1  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგი თავი იყო

 


№2 სტუმარი darina

Turme beqas da anas wyvili momnatrebia, chem sandros nu mitanjav tu ar unda am gogos me gadmomigde.

 


№3  offline წევრი mako-makako

natia-natia
ძალიან კარგი თავი იყო

მადლობა ნათიიი

darina
Turme beqas da anas wyvili momnatrebia, chem sandros nu mitanjav tu ar unda am gogos me gadmomigde.

არა მთლად ეგრეც ვერ ჰავიმეტებ მირანდას wink
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4 სტუმარი darina

mako-makako
natia-natia
ძალიან კარგი თავი იყო

მადლობა ნათიიი

darina
Turme beqas da anas wyvili momnatrebia, chem sandros nu mitanjav tu ar unda am gogos me gadmomigde.

არა მთლად ეგრეც ვერ ჰავიმეტებ მირანდას wink

Me rom mimeteb? :-D beqa xom wamartva anukam eg ambavi dzlivs gadavitane dgemde mivstiri beqas, sandro mainc damitmet :-D :-D mirandas mainc ar unda.

 


№5  offline წევრი mako-makako

darina
mako-makako
natia-natia
ძალიან კარგი თავი იყო

მადლობა ნათიიი

darina
Turme beqas da anas wyvili momnatrebia, chem sandros nu mitanjav tu ar unda am gogos me gadmomigde.

არა მთლად ეგრეც ვერ ჰავიმეტებ მირანდას wink

Me rom mimeteb? :-D beqa xom wamartva anukam eg ambavi dzlivs gadavitane dgemde mivstiri beqas, sandro mainc damitmet :-D :-D mirandas mainc ar unda.

მერე მირანდას ვინ მოვუძებნო?ცოდო არაა მარტო რომ დავტოვო?შენთვის უკეტესი ბიჭი მინდა და რომ არ მყავს ჯერ?იქნებ გამომიჩნდეს ვინმე და იმას აუცილებლად შენთან გამოვუშვებ wink love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№6 სტუმარი nina(nina)

ჩემო გოგო როგორ მაბედნიერებ ვერც კი წარმოიდგენ.ძალიან ძალიან მიყვარხარ.ძალიან მომწონს <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent