შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის... თავი №6 (პირველი ნაწილის დასასრული)


3-02-2016, 19:23
ავტორი Tox IKo))
ნანახია 1 661

ეს უბედნიერესი წამები არასდროს დამავიწყდება!
არასდროს!..
მართალია ყველაფერი ყოველთვის კარგად არ მთავრდება, მაგრამ... დაივიწყეთ! მე მაინც უბედნიერესი ვიყავი!
ერთ საღამოს, ყავის დალევის შემდეგ გადავწყვიტე აივანზე გავსულიყავი. გავედი თუ არა ეგრევე ლუკა დავინახე და მისკენ გავექანე.
-სიხარულო, გვიანია არ გძინავს? (ლუკა)
-არაა... რაღაც არ მეძინება (დავიბღვირე)
-რატოო პატარავ? (ლუკა)
-რავი აბაა... (მე)
-მოდი ჩემთან (ლუკა)
მივუჯექი, ხელები კისერზე მოვხვიე, გაყინული ცხვირი მის თბილ ცხვირს მივადე და თვალებში ჩავხედე.
-ჩემი გოგო! (ლუკა)
-მიყავრხარ! (მე)
-მეეეც! (გამიღიმა და თბილი ხელები მომხვია)
ისეთი გაყინული ვიყავიიი... მაგრამ როდესაც ლუკა ჩამეხუტა!... აი რა ვიცი რაა...
ვინ დაგვაცადაა? გავიფიქრე და ჩუმად ჩავიცინე, როდესაც გამოვიდნენ სალი და ნიკა.
-ცუდ დროს მოვედით? (სალი)
-არა... (მე)
-კი! (გადაიხარხარა ლუკამ)
-ჩვენ გვაპატიეთ (ნიკა)
-კაი ჰოო მოდით (გავუღიმე)
-აბა რას შვებით? (ნიკა)
-რავი ეხლა ერთმანეთს ვეხუტებოდით და... (დაიბღვირა ლუკა)
-კაიი რაა (ეწყინა სალის) ბოდიში... (გაიღიმა და ნიკას ჩაეხუტა)
შევატყვე რომ ლუკა ხასიათზე ვერ იყო... ეწეოდა, რადგან ნერვიულობდა. მხოლოდ მაშინ ეწევა როდესაც რაიმე აწუხებს.
-რა გჭირს ბიჭოო? (მე)
-დაიკიდე... (ლუკა)
-რა დავიკიდო?! აშკარად შეწუხებული ხარ! (მე)
-მერე გეტყვი რაა... (ლუკა)
-ჰმმ... კარგი.... (მე)
ოთახში შევედი და ლუკას სმს გავუგზავნე.
-შემოდი დროზე და მითხარი! (მე)
მან ნახა თუ არა ეგრევე შემოვიდა.
-მოყევი მიდი! (მე)
-კაი ჰოო (მოიწყინა ლუკამ) კაროჩე! ამ სასტუმროში ვიღაც ბიჭები ისვენებენ რაა... მამიკოს ფულებზე გაზრდილი ნაბი*ვრები! იმ დღეს დაგვიწყეს მე, შრამას და გიორგის რაღაცეები! შარიი რაა! მოკლედ მაგაზე ვნერვიულობ. რაღაც მიზეზის გამო დაგვემუქრნენ რო თქვენს ლოვეებსო დედას ვუტირებთო და რაღააცეები. მაგაზე ჩხუბი მოგვივიდა და აი... ეხლა თქვენზე ვნერვიულოობ!! ძაან! შენ რო რამე მოგივიდეს იმენა... (ლუკა)
-კაი, კაი დამშვიდდი... მე არაფერი მომივა... (მე)
-მეშინია კესიი! ძალიან მეშინია! შენ ამ სამყაროზე მეტად მიყვახარ!!! (ლუკა)
-მეც ლუკა! მეც! (მე)
ლუკამ თბილი ხელები ყელზე მომადო. მე კიდე, მე გაყინულმა ისეთი სითბო ვიგრძენი რო კინაღამ... არ ვიცი...
-გთხოვ იმ არაკაცებს ყურადღება არ მიაქციო... (მე)
-ვეცდები! (ლუკა)
-გთხოვ! (მე)
-...
-ლუკა! (მე)
-კაი, კაი... (უკმაყოფილო სახით გამომხედა)
მომიახლვდა, ხელები შემომხვია, უნდა ეკოცნა, თვალებში ჩავყურებდი... ამ დროს კიდე!...
-რას შვებით? უუუფს! ისევ ცუდ დროს... (სალი)
-აუუუ!!! (ლუკა)
-კაი რა იყოო ლუკა... (გამეცინა)
ლუკამ გამიღიმა და გავიდა...
-სალიი... (მე)
-sorry რა. (სალი)
-კაი მოდი, რა გინდოდა? (მე)
-რადა გოგო ნიკამ პირველად მაკოცაააა!!! აი ეხლა აივანზეე!... (სალი)
-მაგარიაა (ჩამეცინა) მერე შენ რა უთხარი? (მე)
-რა უნდა მეთქვა? გამეცინა თავიდან, მერე ავეკარი და ვუთხარი: მიყვარხარ! (სალი)
-საღოლ ტოო! (მე)
-აბაა... (გაეცინა მასაც)
თითოეული დღე წინაზე 100-ჯერ კარგი, თბილი და სახალისო იყო.
მაგრამ ეს დასვენებაც დამთავრდა... უკვე უნდა დავბრუნებულიყავით... ბარგი ჩავალაგეთ და შემდეგი დღისთვის მოვემზადეთ. აუ ისე არ მინდოდა იქიდან წამოსვლა რო თავიდან დავაპირე დავიმალები-თქო ან რამე ეგეთი, მაგრამ აი უკვე თვითმფრინავში ვზივარ დაბღვერილი სახით!
ჩავედით თუ არა ეგრევე ჩემთან დავგაზეთ. სახლში შევედით დაა...
-დედიიიკოოოო!!! (მე)
-როგოოორ დაისვეენეეთ შვილოო? კარგი იყოო? (დედა)
-აუუ კიიი (სალი)
მოკლედ ამ დღემაც კარგად ჩაიარა.
ღამის 12:00-ია.
-პატარააავ... (ლუკა)
ლუკამ კარი ნელა შემოაღო.
-მოდიი^^ (მე)
-რას შვებიი? (ლუკა)
-რავი, მუსიკებს ვუსმენ. (მე)
საწოლზე მჯდომს მომიახლოვდა, თვითონაც მოკალათდა, ნელა შემახო ხელი ხელზე. აუუ რა მაგარი იყოო, გავიფიქრე და ჩავიცინე. მივაარდი და ვაკოცეე^^ ნელ-ნელა წამოიწიაა...
ამ დროს კარზე დააკაკუნეს:
-შეიძლებაა? (მამა)
ლუკა მოვიშორე და დავიძახე:
-კიი მაა შემოდიი. (მე)
-როგორ ხარ მამიკო? როოგორ იმგზავრეთ? როგორ დაისვენეთ? (მამა)
-ძალიან მაგრად მაა! ასე კარგად დრო ჯერ არ გამიტარებია! (მე)
-კაიაა მამა. კარგი დაგტოვებთ, არ შეგაწუხებთ. (მამა)
-არ მაწუხებ მაა! (დავიბღვირე მე)
-მაინც შვილო. გავედი აბა... (მამა)
-კაიი^^ (მე)
გავიდა თუ არა მამაჩემი ლუკა მომვარდა და მაგრად ჩამეხუტა. ვიგრძენი რომ რაღაც აწუხებდა, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე. მე გადავეხვიე და თვალებში ჩავხედე.
რამდენიმე წუთი ვიჯექით ჩახუტებულები. ბოლოს ლუკამ პარკში სეირნობა შემომთავაზა. მეც რაღა თქმა უნდა უარი არ მითქვამს. ჩავიცვი დახეული შორტი, თეთრი კედები და თეთრი ზედა. გავიკეთე ყურსასმენები და გარეთ გავედით. დიდხანს ვისეირნეთ, ბოლოს სკამზე ჩამოვჯექით, ულამაზესი ღამე იყო! სავსე მთვარე პირდაპირ ჩვენ გადმოგვყურებდა.
გრილი ჰაერი სხეულზე მედებოდა...
უეცრად, თვალის დახამხამებაში ლუკა წამოდგა, მეც წამომაყენა, ჩამიხუტა და შემდეგ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თითქოს ვერ გაბედაო...
-ლუკა მითხარი რისი თქმა გინდა. (ნაზად გავუღიმე)
-კესი ძალიან! ძალიან მიყვარხარ! (ლუკა)
-მეც ლუკა, მეც! (მე)
.......
დიდი ხანი ხმას არ ვიღებდით...
-ცოლად გამომყვებიი? (ლუკა)
-ვაიმეეეე.... (მე)
ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყოო!..
გულს გაუხარდა, სული მღეროდა!
თავიდან ჩავიცინე, შემდეგ ვაკოცე... ბოლოს ვუპასუხე:
-კი! კი! კი!!! (მე)
ლუკამ ჰაერში ამიტაცაა!
აუუ სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი! ლუკა ძალიან მიყვარდა!
სახლში ავედით. მშობლებს ვუთხარით თუ არა ისინიც სიხარულით დაგვთანხმდნენ! დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ვიყავი. სალის დავურეკე:
-სალიიი... (მოწყენილი ხმით ვუთხარი)
-რა იყო კესი? ცუდად ხარ?! (სალი)
-ვთხოვდეეებიიი!!! (მე)
ლინაც სალისთან იყო, გაიგო იმხელა ხმაზე დავიყვირე და თვითონაც სიხარულისგან ყვირილი მორთო, სალიც აჰყვა, ერთი ყიჟინა მორთეს! ჩემთან გამოვარდნენ! მოვიდნენ თუ არა ჩამეხუტნენ! „კაროჩე“ გამჭყლიტეს...
აუუ რა ბედნიერები ვიყავით ყველააა!
ჩემი ცხოვრების მართლაც რომ უბედნიერესი წამები იყო!!!
ქორწილის თარიღიც დავნიშნეთ და სტუმრების სიაც შევადგინეთ.
„ის“ ჩემი ცხოვრებაა!!! „მის“ გარეშე ნახევარი ვარ! ჩემი მეორე ნახევარია! მიყავრს! მიყავრს! მიყვარს! სხვა რა გითხრათ... თავიდან ლუკას ვერ ვიტანდი, ვიღაც იდიოტი მეგონა. იმ დროს რომ ვიხსენებ, საკუთარი თავის დახრჩობა მინდა!
დღეს ლუკა ძალიან მიყვარს!..
და ყოველთვის მეყვარება!..


მოგესალმებით, მეგობრებო! ეს იყო ჩემი ისტორიის პირველი ნაწილის დასასრული. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ მკითხველებს, რომლებსაც ჩემი ისტორია მოეწონათ. ისტორიას ექნება კიდევ ორი ნაწილი...
მე ახალი ვარ... ეს ჩემი პირველი ისტორია იყო... შეიძლება ბევრი რამ არ მოგეწონათ, მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ კითხულობდით და დაინტერესდით. გპირდებით რომ შემდეგი ორი ნაწილი იქნება უფრო საინტერესო ვიდრე პირველი...
ბოდიში მინდა მოგიხადოთ პატარა თავისთვის! რადგან დასასრული იყო, მეტი არაფერი დამიწერია.
მეორე ნაწილის დაწყებამდე დაიდება კიდევ ერთი ან ორი ისტორია.
მადლობა ყურადღებისთვის!
სიყვარულით Tox IKo




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent