შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მთვარე 1 თავი


4-02-2016, 17:11
ავტორი ლორელაი
ნანახია 16 995

ყველაფერი მეცხრე კლასში დაიწყო. დილით კლასში შესულს, ჩემი ყველა კლასელი გოგო, ერთ მერხთან შეგროვილი დამხვდა, რაღაცას უყურებდნენ და ხანდახან აღტაცებული შეძახილებიც ისმოდა: ”რა სიცოცხლეა”, ”რა ხმა აქვს?” ,”აუუ, რა ბიჭიაა”.
უკმაყოფილოდ ჩავიფრუტუნე და ჩემს მერხს მივუჯექი, ქართულის წიგნი ამოვიღე და “ვეფხისტყაოსნის” გამეორება დავიწყე. ცოტა ხანში მასწავლებელიც შემოვიდა და ბავშვებიც დაიშალნენ.
- აუ, ნახე რა ბიჭიაა? - გადმომჩურჩულა ჩემ გვერდით მჯდომმა ლიკუნამ და ტელეფონზე მანიშნა. უკმაყოფილოდ შევკარი წარბი და მასწავლებლის მოსმენა დავიწყე. ლიკამ მხრები აიჩეჩა და ტელეფონი მერხზე დადო. უხმო რეჟიმზე ჩართული იუთუბიდან კადრები ერთმანეთს ცვლიდა და მეც ჩემდაუნებურად გამექცა თვალი. ვიდეოში ვიღაც, ძალიან სიმპატიური ბიჭი ნახევრადჩაბნელებულ ოთახში, ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა, თან რაღაცას ლაპარაკობდა. სიტყვები არ ისმოდა, მაგრამ მაინც მივეჯაჭვე, მოვინუსხე, გაშეშებული ვიჯექი და თვალმოუშორებლად ვუყურებდი “მუნჯ” ვიდეოს. ლიკამ ტელეფონს ხელი დასტაცა და ამრეზით გადმომხედა, ქურდობაში შემჩნეულივით ავიწურე და დამფრთხალმა გავხედე მასწავლებელს, რომელიც დაფაზე რაღაცას წერდა. მთელი გაკვეთილი დაგუბებული ყურებით ვიჯექი და არაფერი მესმოდა, თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმოდა მასწავლებლის სიტყვები: ”მოულოდნელობები, სწორი ხაზიდან გადახვევა”, ”ბედთან თამაში”, ვერც ვიაზრებდი რაზე საუბრობდა და არც ჩაკითხვის თავი მქონდა. მეც ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, რა მოხდა, რამ გამოიწვია, მაგრამ ის ვიდეო და იმ ბიჭის მიმიკები თვალებიდან არ ამომდიოდა. ზარი დაირეკა, ყველა წამოიშალა, მე კი მაინც გაფითრებული ვიჯექი და ვერ ვინძრეოდი.
- ჰეი, აქ ხარ? - ხელს მიფრიალებდა ცხვირწინ ლიკა. - რაო, დადუნა მოგეწონა ირაკლი?
- რაა? ვინ ირაკლი? - დაბნეულმა ძლივს ამოვიჩურჩულე და ნივთების ჩალაგება დავიწყე, არ მიონდოდა ლიკას რამე შეემჩნია.
- ვინ ირაკლი და ჯაფარიძე, პოეტია, ძაან მაგარ ლექსებს წერს, მთელი ფეისბუქი მისი ლექსებითაა აჭრელებული, თან ისეთი სიმპატიურია როო… - ლიკამ სიტყვა გამაღიზიანებლად გაწელა და თვალები აუციმციმდა, ჩანთისკენ წაღებული ხელი ჰაერში გამიშეშდა და ლიკას ნათქვამის გაანალიზება დავიწყე.
- ეი, გოგო! იცოდე ირაკლიზე არც გაიფიქრო რამე, ეგ ბიჭი მხოლოდ ჩემია, გაფრთხილებ! - თითი დამიქნია და მერე ისე გადაიხარხარა, შიშით გულმა ფართხალი დამიწყო, გაწითლებულ ლოყაზე ხელი მივიდე, მერე მზერა ბავშვებს მოვავლე, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იდგნენ და ლიკასთან ერთად იცინოდნენ. დამცირებისა და სირცხვილისაგან მინდოდა გავმქრალიყავი, მაგრამ ვერ ვინძრეოდი, მერე თითქოს საიდანღაც ძალა მომეცა, ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გამოვვარდი. იქამდე ვირბინე, სანამ პარკში ჩემს საყვარელ ხესთან არ აღმოვჩნდი. ბალახზე დავჯექი და ზურგით ხეს მივეყრდენი. აკანკალებული ხელით ტელეფონი ამოვიღე და იუთუბში შევედი. ერთხანს ვფიქრობდი, რომ არ ღირდა, მაგრამ ჩემი შინაგანი ხმა და გული თავზე დამტრიალებდა. საძიებელში ირაკლი ჯაფარიძე ჩავწერე და რამდენიმე ვიდეოც ამომიგდო. უკვე გულს ყელში ვგრძნობდი, ხელები გამიცივდა, პირი გამიშრა. მერე ყურსასმენები მოვირგე და რაღაც დიდისა და საშინელის მოლოდინში თვალებდახუჭულმა ჩავრთე ვიდეო, ვერ ვხედავდი, თუმცა ხმა მესმოდა და ვგრძნობდი, რაღაც ამოუხსნელი ლურჯი გარსი მეხვეოდა. ვიდეო ვიდეოს ენაცვლებოდა, ლექსი ლექსს, ხმა კი იგივე რჩებოდა, ხმა,რომელიც მაშინებდა და მათრობდა. ვიჯექი და მისი სახე მელანდებოდა, მინდოდა თვალებიც გამეხილა და მოსმენილს ნანახიც დამატებოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. კუნთდაჭიმული ვიჯექი მანამ, სანამ ყველა ვიდეო არ ჩამთავრდა და ყურსასმენებში ხმაურიანმა სიჩუმემ არ დაისადგურა.
ის ღამე თეთრად გავათენე, მის ვიდეოებს ვუყურებდი და ყველა ლექსი დავიზეპირე. ეს არ იყო უბრალოდ ლექსები, ეს იყო ამოუხსნელი, ჩამთრევი და ამაღელვებელი სიტყვები… სიმბოლოები და გრძნობა, რომელიც ჩვეულებრივ ბიჭს არ შეეძლო დაეწერა… თითოეული სიტყვა გულში მხვდებოდა, მეგონა ეს სიტყვები ჩემთვის იყო წარმოთქმული. ინტერნეტში მასზე ინფორმაციას ვეძებდი, მის სურათებს ვიწერდი: ახალგაზრდა, ნიჭიერი პოეტი, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი…
დღეები გადიოდა, მე კი მის მიმართ ინტერესი უფრო მიღვივდებოდა. ვცდილობდი ბავშვებთან არ შემემჩნია. ფეისბუქზე ყველა ის გვერდი მქონდა მოწონებული სადაც მისი ლექსი, ან მასზე ინფორმაცია შეიძლებოდა დაედოთ. ყველა პოეეზიის საღამოს ვესწრებოდი, ვიჯექი ჩემთვის კუთხეში და სულგანაბული ვუსმენდი.
ის მუდამ მხიარული იყო, იცინოდა, ერთობოდა, მე კი მის ღიმილზე ვდნებოდი. უამრავი გოგო ეხვია გარს, მე კუთხეში მიყუჟული ვოცნებობდი, ერთხელ მაინც გამოეხედა ჩემკენ, ერთხელ მაინც შევემჩნიე, მხოლოდ ესეც საკმარისი იყო ჩემთვის, მაგრამ ის ვერასდროს მამჩნევდა. ამიტომ ბევრს არ ველოდი, თუმცა ოცნებებში სულ ჩემთან იყო, ამას მაინც ვერავინ დამიშლიდა. ბურანში ვცხოვრობდი სამი წელი, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი, კუდში დავყვებოდი. სკოლა და ირაკლი წარმოადგენდა ჩემი ინტერესის სფეროს, სკოლაშიც არ ვივლიდი, მაგრამ ვიცოდი ამის გარეშე უნივერსიტეტში სწავლას ვერ გავაგრძელებდი, მე კი მინდიოდა მასავით ექიმი გავმხდარიყავი. ესეც ირაკლის გამო. სამედიცინოზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი და ქიმიას და ბიოლოგიას ვაკლავდი თავს.
დედაჩემი უკვე სერიოზულად ნერვიულობდა ჩემზე, მეჩხუბებოდა, რომ გავსულიყავი და მეგობრებთან ერთად მემხიარულა, მე კი ვიჯექი ოთახში და ირაკლის ხმას ვუსმენდი, ან ვმეცადინეობდი. დედამ ბევრჯერ სცადა აეხსნა, რომ ეს არანორმალური საქციელი იყო, მაგრამ მე არ მადარდებდა, ვიცოდი ირაკლიზე მხოლოდ ოცნება შემეძლო, ვიცოდი მაგრამ არ ვდარდობდი, მთავარი ჩემთვის ის იყო რომ არსებობდა, რომ წერდა და თავს უფრო მაყვარებდა.
იმ დღეს ქიმიის მასწავლებელთან მივდიოდი, ხელში ქიმიის უშველებელი წიგნი მეჭირა და სათვალეს ვისწორებდი. სადარბაზოში შევდიოდი, იქიდან სამი ბიჭი რომ გამოვიდა. მე უხერხულად შევდექი, გვერდზე გავიწიე და თავი ჩავღუნე. სამივემ სიცილით ჩამიარა და მეც უკვე გზის გაგრძელებას ვაპირებდი, როცა ძირს დაგდებულ გასაღებს მოვკარი თვალი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიფიქრე რომ ეს იმ ბიჭების იყო, სასწრაფოდ ავიღე ხელში და უკან გავეკიდე, წვიმდა მე კი სირბილისგან ორმაგად ვსველდებოდი.ბ იჭები მანქანასთან იდგნენ და იცინოდნენ.
- უკაცრავად, ეს მგონი თქვენია. - მათ წინ უხერხულად გავჩერდი და გასაღები გავუწოდე.
- აი, შენი გასაღები, ირაკლი. - ხელი უხეშად სტაცა გასაღებს ერთ-ერთმა. ირაკლიო და მეც თავი ავწიე, ჩემ წინ ის იდგა, მიყურებდა და უაზროდ იცინოდა.
- გაწუწული თაგვი. - გაეცინა და მანქანაში ჩაჯდა.
გული დამწყდა, მეტკინა, მეგონა შემამჩნევდა, მეგონა მადლობას მეტყოდა, მაგრამ მან უბრალოდ დამცინა. ერთ ადგილას ვიდექი, ცრემლიანი თვალებით და ვუყურებდი სანამ თვალს არ მიეფარა მისი მანქანა. მეტკინა, მაგრამ მაინც მიყვარდა, მაინც მასზე ვფიქრობდი.
ყოველ გაკვეთილზე სიხარულით მივრბოდი, იმ იმედით რომ ისევ ვნახავდი. ერთ დღეს მართლაც ამიხდა ოცნება...
თავპირისმტვრევით ავირბინე კიბეები და მასწავლებლის კარზე ზარი დავრეკე, ველოდი, ველოდი მაგრამ არავინ მიღებდა, ვიფიქრე აქვე, მაღაზიაში იქნება გასული და მოვა-მეთქი. მერე დავიღალე და კიბეებზე ჩამოვჯექი, როგორც ყოველთვის ახლაც ყურსასმენები გავიკეთე და ირაკლის ლექსების მოსმენა დავიწყე. თავი კედელზე მქონდა მიდებული, თვალები დახუჭული და სხვა სამყაროში ვიყავი.
ჩემთვის ირგვლივ ყველაფერი შეწყდა, დამავიწყდა სად ვიყავი, ვინ ვიყავი და რა მინდოდა. ირაკლის სახეზე, მის ღიმილზე ვფიქრობდი და ვცდილობდი წარმომედგინა ჩემს გვერდით.
მერე ვიგრძენი, რომ გვერდით ვიღაც დამიჯდა, ვიღაც ძალიან სასიამოვნო სურნელის. შევკრთი, თვალები სასწრაფოდ გავახილე და გვერდით ის დავინახე.
ჩემ გვერდით ირაკლი იჯდა, ორივე ხელი მუხლებზე ედო და ეშმაკურად მიღიმოდა.
- ესე იგი, მოგწონს ჩემი ლექსები.-ისე ლამაზად გამიღიმა სუნთქვა დამავიწყდა.
- მე, მე მომწონს... - ვაღიარე და გავწითლდი, თვალები დავხარე, არ შემეძლო მისი თვალებისთვის თვალის გასწორება.
- კარგი, ნუ გაწითლდი.-მხარზე ხელი მომიჭირა მეგობრულად და მეგონა ის ადგილი შანთით ამომწვეს.



№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ავდუღდი :დ რა კაი ხარ რააა. მალე მალე დადე შემდეგი.უკვე მიყვარს ირაკლი. *: love love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№2  offline წევრი მოლურჯო

მე არ მიყვარს ირაკლი
იმიტომ რომ პირველივე თავში დამცირება დავინახე
საშინელი ცინიზმი და გული მომიკვდა
არ ვიცი რა იქნება შემდეგში მაგრამ... შენი ისტორიებიდან ყველაზე განსხვავებულია
ამ თავში კი იმედგაცრუების და ცინიზმის გარდა ვერაფერი დავინახე...
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

ასეთი სიყვარული არსებობს ნეტა სინამდვილეში? ალბათ არსებობს love სიყვარული ხომ მრავალნაირი შეიძლება იყოს love მომეწონა ირაკლი,ნამდვილად რომ არსებობდეს შეიძლება მეც შემყვარებოდა....მომეწონა ის თუ როგორი გავლენა მოახდინა ჩვენი მთავარი გმირის ცხოვრებაში... love გმადლობ...სიამოვნება მომანიჭე ამ ისტორიით love

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვაიმეეე შემოგეტარებინა მაინც დადებას რო აპირებდი.
ჩუმჩუმელა :დდ
იცი უკვე რასაც ვფიქრობ ამ ყველაფერზე და უბრალოდ წარმატებებს გისურვებთ შენც და პერსონაჟებსააც <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

qetiqetiA3
ასეთი სიყვარული არსებობს ნეტა სინამდვილეში? ალბათ არსებობს love სიყვარული ხომ მრავალნაირი შეიძლება იყოს love მომეწონა ირაკლი,ნამდვილად რომ არსებობდეს შეიძლება მეც შემყვარებოდა....მომეწონა ის თუ როგორი გავლენა მოახდინა ჩვენი მთავარი გმირის ცხოვრებაში... love გმადლობ...სიამოვნება მომანიჭე ამ ისტორიით love

არსებობს ალბათ...მადლობა შენ რომ კითხულობ

სევდიანი გიჟი
მე არ მიყვარს ირაკლი
იმიტომ რომ პირველივე თავში დამცირება დავინახე
საშინელი ცინიზმი და გული მომიკვდა
არ ვიცი რა იქნება შემდეგში მაგრამ... შენი ისტორიებიდან ყველაზე განსხვავებულია
ამ თავში კი იმედგაცრუების და ცინიზმის გარდა ვერაფერი დავინახე...

ვიცი,რატომ არ მოგწონს და მართალი ხარ...

 


№6 სტუმარი nino k.d....

momewona. martalia iraklim am tavshi didi cinizmi gamoamjgavna mainc vfiqrob rom eseti cinikosi ar iqneba. velodebi momdevno tavs imedi maqvs ar daagvianeb.

 


№7  offline წევრი Smiling girl

ოოოო მიყვარს შენი ისტორიები ძალიან <3 ძალიან მომწონს ესეც და ველი შემდეგ თავს

 


№8  offline წევრი qetiqetiA3

ლორელაი
qetiqetiA3
ასეთი სიყვარული არსებობს ნეტა სინამდვილეში? ალბათ არსებობს love სიყვარული ხომ მრავალნაირი შეიძლება იყოს love მომეწონა ირაკლი,ნამდვილად რომ არსებობდეს შეიძლება მეც შემყვარებოდა....მომეწონა ის თუ როგორი გავლენა მოახდინა ჩვენი მთავარი გმირის ცხოვრებაში... love გმადლობ...სიამოვნება მომანიჭე ამ ისტორიით love

არსებობს ალბათ...მადლობა შენ რომ კითხულობ

სევდიანი გიჟი
მე არ მიყვარს ირაკლი
იმიტომ რომ პირველივე თავში დამცირება დავინახე
საშინელი ცინიზმი და გული მომიკვდა
არ ვიცი რა იქნება შემდეგში მაგრამ... შენი ისტორიებიდან ყველაზე განსხვავებულია
ამ თავში კი იმედგაცრუების და ცინიზმის გარდა ვერაფერი დავინახე...

ვიცი,რატომ არ მოგწონს და მართალი ხარ...

ველოდები შემდეგ თავს დიდი ინტერესით love love love

 


№9  offline მოდერი ლილიანა

საინტერესოა,უცნაურიც.ასეთი ფანატების არასოდეს მესმოდა.ირაკლის კაეგად აქვს თავში ავარდნილი გოგოებში პოპულარობა :-)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10  offline წევრი Lana Tomlinson

ვაუ ძალიან მომწონს!

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

აქ ყველაფერი არაჩვეულებრივი იქნება,გპირდებით

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

კომენტარებს ვკითხულობ და გული მიბათქუნებს, თითქოს მე ვწერდე :დდ
განსაკუთრებით მოიისფრო მომხვდა თვალში და ბოროტულად ჩამეცინა ჰაჰაა :დდ დევილსმაილ

 


№13 სტუმარი A

Moutmenlad veli axal tavs dzalian saintereso chans. Male dade ra shemdegi..... Velodebi movlenebis ganvitarebas....

 


№14  offline მოდერი chica sol

ლორე დავინახე გამიხარდა და გადავირიე. თუმცა მე ჩემს თავს ვერ ვუღალატებ, ჯერ მყარად ვდგავარ...
რომ დავინახე შენი ნიკი, უკომენტაროდ ვერ ავუარე გვერდი.
ველი დასასრულს რომ ერთიანად ვშთანთქო შენი ისტორია.
მიყვარხარ მე შენ❤❤❤❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მარიამ ზაქარაშვილი
ლორე დავინახე გამიხარდა და გადავირიე. თუმცა მე ჩემს თავს ვერ ვუღალატებ, ჯერ მყარად ვდგავარ...
რომ დავინახე შენი ნიკი, უკომენტაროდ ვერ ავუარე გვერდი.
ველი დასასრულს რომ ერთიანად ვშთანთქო შენი ისტორია.
მიყვარხარ მე შენ❤❤❤❤

მადლობა,ჩემო გოგო მიხარია..ვნახოთ სადამდე მოითმენ...♥♥♥

 


№16  offline წევრი teddy))

Dzalian momewona! Martalia gvian daviwye kitxva magram martla momewona! Piroba davde da vkitxulob! :D <3

 


№17  offline წევრი ninaia

დასაწყისიდანვე ძალიან,ძალიან კარგია,ლორე მიხარია რომ აღმოგაჩინე kissing_heart

 


№18  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

რაღაც მომენტი ვნახე და ისევ მომინდა წაკითხვა
ესმოთხრობა უბრალოდ შენი შედევრია
რამდენ გრძნობას განვიცდი არვიცი კითხვის დროს ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent