შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორში ერთი 13


4-02-2016, 20:33
ავტორი Mari javaxishvili
ნანახია 1 940

თავი 13

-ყველაფერი კარგადაა, მე შენთან ვარ - წელზე ძლიერ მხვევდა მკლავებს და სითბოთი მავსებდა. უეცრად გულის აჩქარება ვიგრძენი...... რატომ? თავს კითხვა დავუისვი.
-შენ ყველაფერი იცი ლუკ, ახლა საფრთხეში ხარ ჩემს გამო - უფრო ძლიერ მივეკარი და ცხვირი მის კისერში ჩავრგე
-ყველაფერს ერთად გადავლახავთ, პატარავ - თმაზე მეფერებოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ თავი ავწიე და ყელში ცხელი კოცნა დავუტოვე, ვიგრძენი მისმა სხეულმა როგორ მოახდინა რეაგირება ( ეს ისეთი სასიამოვნო იყო ), შემდეგ ისევ ძლიერად მივეკარი, მისი სხეულის ვიბრაციით მივხვდი რომ ჩაიცინა.
ხელები გაყინული მქონდა ეს ლუკმაც შეამჩნია
-გცივა პატარავ?
-ცოტა - ბავშვივით ამოვილაპარაკე
-მოდი აქ - დივანზე ჩემს გვერდით კარგად მოთავსდა და ისევ მიმიხუტა, გაყინული ხელები კი მისაში მოიქცია.
-ლუკ..... - ცოტახნის შემდეგ გადავწყვიტე ხმის ამღება
-გისმენ - კისერში თავი ჩამირგო
-კითხვები მაქვს რომელზეც პასუხები მჭირდება - უნებურად ხელი ავწიე, მის სახესთან მივიტანე, ლოყაზე მივადე და უხეშ წვერზე თამაში დავუწყე
-მკითხე რაც გინდა - ჩემი სახე მის დი ტორებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა
-თუ არ მიპასუხებ გაგიგებ. არ ვიცი ნიკთან რა გაკავშირებთ, მაგრამ რატომ გამოჩნდა? ჩემგან რა უნდა? ან ჩემი განადგურება თქვენთან ერთად რატომ სურს? - ინტერესით აღსავსე მზერა მივაბყარი და გავჩუმდი პასუხის მოლოდინში
-კომფლიქტი გვაქვს უკვე დიდი ხანია. მე და ჩემს ბიჭებს ბევრი დაგვიშავა, ცდილობს რომ ყველა ჩვენთვის საყვარელი ადამიანი წაგვართვას. და მომიკლა, დედა კი თავისთან წაიყვანა - გაოცება ვერ დავმალე, ეს ლუკმაც შეამჩნია - საფა (და ) როგორცვე დავკრძალეთ, დედა ესევე ნიკს გაყვა ცოლად -სიმწრისგან სხეული საგრძნობლად დაეძაბა - თავის გასამართლებლად კი უბრალოდ/სხვათაშორისად მითხრა: " მე და ნიკს ერთმანეთი გვიყვარს და ვაპირებთ რომ ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, შენთან ან შენს გარეშე " ეს თქვა თუ არა წავიდა, წავიდა და უკან აღარც დაბრუნებულა - მის თვალზე ცრემლი შევნიშნე
-ბოდიში ლუკ, მე არ მინდოდა..... - სათქმელი აღარ დამასრულებინა
-გახსოვს გითხარი რომ დრო მოვა და ერთმანეთს ყველაფერს მოვუყვებითმეთქი - გამეღიმა - ახლა ზუსტად ის დროა მაგდა. სულ მალე ის დროც მოვა, როცა ჩემს გარეშე ვეღარ გაძლებ - თვალი ჩემიკრა და ლოყაზე ცერა თითით დამიწყო მოფერება. შეამჩნია ჩემი სხეულის რეაგირება მის შეხებაზე, ეს კი ორმაგად ათამამებდა, თვალები კი რაღაც უჩვეულოდ უციმციმებდა
-წინასწარმეტყველი ხარ? - ენა გამოვუყავი
-შესაძლოა - მიხვდა ხუმრობას და არც თვითონ ჩამომრჩა
-ლუკ ახლა რაღა უნდა?
-შენ, მას შენი თავი უნდა - ცოტახანს დუმდა - ეს უნდა იცოდე ამიტომ გეტყვი, ცოტახნისწინ ნიკი ცდილობდა შეესყიდა საქონელი. მე და ჩემი ბიჭები ამ საქმეზე ვმუშაობდით, საქონლის წართმევა და განადგურება გვსურდა, პატარპატარა ასეთი შემთხვევებით მას ადვილად დავასუსტებდით, მაგრამ ვიღაცამ დაგვასწრო და ხელში მხოლოდ დაბქვილი დამაწყნარებლები შეგვრჩა - ამაზე შეუმჩნევლად ჩავიფხუკუნე - "ავაზას" ხალხმა გაარკვია რომ არაბებს საქონელი შერჩათ და არაფერი დაუკაგავთ, ხოლო ნიკმა კი მილიონ ნახევარი იზარალა. ისინი ფიქრობენ რომ ეს ყველაფერ ჩვენი მოწობილია, კი გაგვიხარდა, მაგრამ უფრო გვესიამოვნებოდა თუ ამას მართლა ჩვენ გავაკეთებდით - ბოლოს სახეზე ღიმილი გაეპარა
-ლუკ, რაღაც რომ გითხრა, ხომ არ გაბრაზდები? - ვკითხე ყოყმანით
-არა
-დამპირდი გთხოვ - საწყალი სახე მივიღე, ამაზე მან ჩაიხითხითა
-გპირდები - თქვა და შუბლზე თბილი კოცნა დამიტოვა
-მე ვიცი ნიკს ხელი ვინც შეუშალა და აზარალა - ვთქვი და ლუკს უფრო ძლიერ ჩავეხუტე თითქოს ბოლოჯერღა ვიყავი მასთან ასე ახლოს
-ვინ? - წარბები შევჭმუხნა, დავიძაბე, ვყოყმანობდი, მაგრამ მაინც ვუპასუხე
-მე ლუკ, ეს მე ვიყავი - თავი დავხარე, თვალებში ჩახედვის ისევ მეშინოდა, მისგან განთავისუფლებას შევეცადე, მაგრამ დამიჭირა და პირიქით უფრო ძლიერ მიმიკრა მკერდზე.
-ამიხსენი და ნუ ცდილობ ჩემგან თავის დაღწევას - ცოტა გულზე მომეშვა მაგრამ მაინც დაძაბული ვიყავი. ყველაფერი დეტალურად ვუამბე, ჩემდა გასაკვირვად რამდენჯერმე გაეცნაკიდევაც
-რას იტყვი კიდევ გსურს ჩემთან რაიმე ურთიერთობა? - ვეღარ მოვითმინე და უყოყმანოდ ვკითხე
-ჩვენს ურთიერთობას "რაიმეს" ნუ ეძახი, პატარავ - შუბლი შეკრა - მალე დაერქმევა სახელი - მის სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაირბინა
-მშია - უეცრად ფეხზე წამოდგა
-დამსვი მეთვითონ - ვიყვირე როცა გავაცნბიერე რომ ლუკმა ჰაერში ამიტაცა და სამზარეულოსკენ წამიყვანა
-მე ცეზარს მოვამზადებ - თქვა და გამეკრიჭა, მას შემდეგ რაც ძირს დამსვა
-მე მოგეხმარები, თუ რათქმაუნდა შეიძლება - საწყლად გავიღიმე
-არა, შენ სხვა რამე მოამზადე, ვისიც უფრო გემრიელი იქნება 1 სურვილს მოიგებს
-კარგი
სამზარეულოში ფუსფუსი დავიწყეთ. კერძი უკვე მომზადებული მქონდა, როცა ტელეფონზე ბარბარამ დამირეკა და მომიკითხა. სამზარეულოში დაბრუნებულს მაგიდა გაწყობილი დამხვდა, მხოლოდ ჩვენი მომზადებული კერძები აკლდა. პირველი ჩემი რავიოლე იყო რიგში, შემდეგ კი ლუკის ცეზარი, ასე გადაწყდა როცა გავითვალეთ
-ვაიმე ღმერთო, როგორი მარილიანია, გთხო წყალი, ჩქარა - ლუკმა ყვირილი დაიწყო როგორც კი ჩემი ნახელავი დააგემოვნა.
სული როცა მოითქვა, კმაყოფილმა შემომხედა
-მე მოვიგე - გამეკრიჭა
-არა ეს თაღლითობაა, არ ყოფილა მარილიანი, ეს შენ გააკეთე, შენ ჩაყარე მარილი, როცა გასული ვიყავი, თაღლითი ხარ ლუკ სმიტ - გაბრაზებული სახე მივიღე
-არ ვიცი რაც გინდა ის დამიძახე, მაგრამ მე მოვიგე 1 სურვილი და უნდა შემისრულო, პატარავ - ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და ჰაერში ამიტაცა.



№1 სტუმარი Lanuka lanu

Kargi iyo momewona gaagrdzele.veli shemdeg tavs

 


№2 სტუმარი Ana

Dzaan kargia dade axali

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent