შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენდე! გულს არ გატკენ... (თავი 11)


4-02-2016, 20:41
ავტორი MLM
ნანახია 3 278

- არ შემაწყვეტინოთ, რაღაცის მოყოლა მინდა. (ყველა გაჩუმდა, გიოც კი.) გიო ძმურად შენ გააგრძელე დაკვრა, მოკლედ აქ ვინც ხართ, ყველა ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის, მაგრამ თქვენს შორის იცით რომ ანის გამოვარჩევ ყველაფრით, ის ჩემი მეგობარი და მეორე ნახევარია, როცა მას პირველად შევხვდი ვერც წარმოვიდგენდი ასე თუ შემიყვარდებიდა, მან ყველანაირად შემცვალა და მასწავლა სიყვარული, დამანახა თუ რა ლამაზია გარშემო ყველაფერი, რა სასიამოვნოა ამ ჩანჩქერის ხმა, რომელსაც გიოს დაკრული მელოდია და ჩემი სიტყვები უერთდება, ამიტომ მინდა რომ თქვენს წინაშე ვთხოვო ანის ხელი. (ანი უცბად შემოტრიალდა და თვალებში მიყურებდა, თითქოს ფიქრობდა ვხუმრობდი თუ არა, მეც არ დავაყოვნე, ჯიბიდან ბეჭედი ამოვიღე და ცეცხლის წინ, ჩანჩქერისა და გიტარის ფონზე მუხლ მოდრეკილმა ცოლობა ვთხოვე.)
- გახდები ჩემი ცოლი?
წამიერად ყველას ხმამაღალი ამოსუნთქვა გაისმა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ჩანჩქერის ხმა არღვევდა, ანიმ სახეზე აიფარა ხელები და ტირილი დაიწყო, ისევ დაჩოქილმა მოვკიდე ხელზე ხელი და კითხვა გავუმეორე უკვე ატირებულ ანის.
- გამომყვები ცოლად? (ჯერ თავი დამიქნია სხვისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ ჩემთვის შესამჩნევად, ავდექი ხელები ჩამოვაწევინე თავი ავაწევინე და ვუთხარი.)
- ხმამაღლა თქვი.
- კი.
ეს იყო მომენტი რომელიც ალბათ შეუცვლელი იქნება შემთვის, ერთიანად მომაწვა ემოციები, ატირებული ანი ჩავიხუტე და ახლაღა გავიგე ყველას ყვირილის ხმა რომლებიც გვილოცავდნენ, ბეჭედი გავუკეთე და ატირებული თვალები დავუკოცნე, მერე ტუჩებში ვაკოცე მოწყვეყით და ხელში ავიტაცე, წრეზე ვაბზრიალებდი და ხმამაღლა ვყვიროდი.
- უზომოდ მიყვარხაარ.
ყველა გვილოცავდა, ტასუნა თითოეულ მომენტს იღებდა, მერე კამერა მე მომაჩეჩა და მითხრა.
- ეხლა შენ გადაიღე, ჩემს მეორე დედიკოს უნდა ჩავეხუტო.
ამის მერე იყო ბევრი სიცილი თამაში, სიმღერა, სახალისო ამბების მოყოლა და ტასუნას ჩაძინება, როცა ტასო კარავში დავაწვინე, ნინის ვთხოვე ყურადღება მიექცია და ანი ჩანჩქერთან უფრო ახლოს მივიყვანე.
- უზომოდ ბედნიერი ვარ, დღეს ყველაფერს ვინატრებდი ამის გარდა.
- ეგ როგორ გავიგო?
- იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი რომ, ამაზე ვერც კი ვიფიქრებდი და ნატვრა ხო ზედმეტია. მპირდები რომ ყოველთვის ასე გეყვარები?
- გპირდები რომ ჩვენს სიყვარულზე ლეგენდებს შექმნიან ისე მეყვარები, უზომოდ მაბედნიერებ ანი, უშენოდ არცერთი წამი არ მინდა არსებობდეს, მომაჯადივე და ამისთვის სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ჩემს გვერდით ყოფნა მოგესაჯა.
- შენზე ვგიჟდები მაო, ულამაზესი იყო დღევანდელი დღე და ამისთვის მადლობა.
- მადლობა შენ რომ არსებობ. ვაკოცე და ცოტახანში ისევ დავბრუნდით მხიარულ გარემოში. დილის 4 საათამდე ვიცინოდით. ანის ჩემს ფეხებზე ედო თავი, მე თმაზე ვეფერებოდი, ფერებაში ჩასძინებია, ამიტომ გადავწყვიტე ანი კარავში შემეყვანა, დანარჩენები ისევ განაგრძობდნენ ღამის თენებას, ანის ჩავეხუტე და ისე დავიძინე. დილით ჩანჩქერის ხმამ და ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა, ანი ჩემზე იყო მოკრული და ტკბილად ეძინა, რადგან გარეთ ისევ სიწყნარე იყო, გადავწყვიტე კვლავ დამეძინა. ცოტახანში რაღაც ხმა გავიგე, თვალების გახელა და ლაშასგან ჩვენი გაწუწვა ერთი იყო, ანის გადავეფარე, მაგრამ მაინც გაიწუწა და ყვირილი დაიწყო, გარეთ გამოვვარდი და ლაშას გავეკიდე, მაგრამ ჩასაფრებულებმა მთლიანად გამწუწეს, ვეღარ მივხვდი პირველი ვისთვის გადამეხადა სამაგიერო, ლაშა დავიჭირე და მდინარეში ჩავადგე, რადგან სულ დავსველდით, გოგოებს დავერიეთ მე და ლაშა, ყველა მდინარეში ჩავყარეთ. ანი იდგა და სიცილით კვდებოდა, ლაშამ ხელი სტაცა და ისიც წყალში ჩააგდო.
- ე ე ბიჭო რამე არ ატკინო. ( დავუღრიალე და ანისკენ გავცურე,)
- ნახე რაა ნინი შენით რომ ჩააგდე არაუშავს?
- ნინი ნინია და ეს ანია. რამე ხოარ იტკინე? (ვკითხე მზრუნველად, მაგრამ ანიმ მაიმუნობა გადაწყვიტა და გამწუწა.)
- ეგ რატო თქვი ვითომ? ანუ მე ფაფასუა ვარ? (თან სიცილით კვდებოდა და თან მწუწავდა, მერე ჩავყვინთე, ფეხებზე ხელი ჩავკიდე და წყალში ჩავაყვინთინე, მალევე ამოვედით და მისი შეშინებული სახე რომ დავინახე ვკითხე.)
- აბა ფაფასუა არ ვაროო? შეგეშინდა? (სიცილით ვკითხე და ჩავეხუტე.)
- უბრალოდ მოულოდნელი იყო, მაგრამ დავიმსახურე. (გამიცინა და ნაპირისკენ წავიდა.)
წყლიდან ამოვედით ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და ჭამა დავიწყეთ. მერე კიდევ ვითამაშეთ, ვიმღერეთ და ერთმანეთის სასაცილო თავგადასავლები მოვყევით. საღამოს 7 საათამდე დრო უცბად გავიდა, ეს დღე მართლა არ დამავიწყდება არასოდეს. თბილისში რომ ჩამოვედით უკვე გვიანი იყო, ყველა დავარიგეთ სახლში და ჩვენც წამოვედით. ნინი და ტასუნა სახლისკენ წავიდნენ, მაგრამ ტასუნა უცბად შემოეხვია ფეხებზე ანის და უთხრა.
- მამამ მითხრა რომ ჩვენთან გადმოხვიდოდი საცხოვრებლად და ღამითაც იქ დარჩებოდი, ეხლა წამოდი რა გთხოვ?
- ეხლა ვერა ჩემო ფერია, თეთრ ულამაზეს კაბას რომ ჩაიცვამს და ჩემო ცოლი დაერქმევა გპირდები სულ ჩვენთან იქნება,
- ეხლა წამოდი რაა მამას არ უსმინო, მე ხო შენი შვილი ვარ?
- შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ ტასუნა მაგრამ ეხლა რომ თქვენთან დავრჩე ლამაზი არ იქნება, ცოტას რომ გაიზრდები მერე მიხვდები რატომაც, გინდა შენ დარჩი დღეს ჩემთან?
- აუ მამიკო დავრჩები რაა ანი დედასთან გეხვეწები? (თავზე ხელი გადავუსვი და დავთანხმდი.)
- კარგი მაგრამ ერთი პირობით, როგორც კი დაწვებით დაიძინებ, ანიც დაღლილია და შენც, კარგი მამიკო?
- კი მა გპირდები ბევრს არ დაველაპარაკები.
- მაშინ წამო ეხლა ვიბანაოთ და მერე ჩამოდი.

ამ დღიდან მოყოლებული ანის წამითაც არ ვაძლევდი ჩემგან სიშორის საშუალებას,
მთელ სანათესაოს წარვუდგინე როგორც ჩემი საცოლე, მან თავისი მომხიბლელობა გამოიყენა და ყველას შეაყვარა თავი. ნიშნობიდან 1 თვე იყო გასული, ბევრჯერ დავთქვით ის როცხვი როცა ვიქორწინებდით, მაგრამ ანის სამსახურის გამო ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. ყველაზე ცუდი ის იყო რომ ანის ამერიკაში უშვებდა საავადმყოფო 3 თვით. რადგან საკმაოდ ნიჭიერი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ექთანი იყო, თან დასაოჯახებელი რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრობდა, ამიტომ მიიწვიეს პრაქტიკებზე სადაც კვალიფიკაციას აიმაღლებდა და ექიმი გახდებოდა, საკუთარ თავს ვერ მივეცი უფლება ხელი შემეშალა მისი კარიერის მოწყობაში, ამიტომ ქორწილი გაურკვეველი ვადით გადავდეთ. დღეს საღამოს მიფრინავს ანი რომელსაც მთელი ჩემი არსება მიყვება, თავიდან ვფიქრობდი რომ მეც წავიდოდი მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან მინდოდა მთლიანად ყოფილიყო ორიენტირებული სწავლით. მე სამსახურს ავამუშავებდი უკეთ და იქნებ მალე გასულიყო დრო, ახლა ანისთან ვარ და ვეხმარები ჩანთების გამოტანაში.
- იცი როგორ მომენატრები?
- აი ნახავ რა მალე გავა დრო ჩემო ანგელოზო, მალე ჩამოხვალ როგორც წარმატებული ექიმი და მერე წამითაც არ მოგიშორებ გვერდიდან, უბრალოდ ახლა არ მაქვს უფლება ხელი შეგიშალო.
- მადლობა მაო, იცოდე ჭკვიანად იყავი ეს თვეები და ისეთი არაფერი გააკეთო რაც გულს მატკენს კარგი? გენდობი და არ მანანებინო, მალე გავა 3 თვე.
- მთავარია მენდობი და გპირდები ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც გულს გატკენს, იმიტომ რომ შენით ვარსებობ. შენც ჭკვიანად იყავი, თუ ვინმე დაგადგავს თვალს იცოდე ეგრევე მეტყვი.
- ნუ ღელავ ამ ბეჭედს წამითაც არ მოვიხსნი, ასე სულ ჩემს გვერდით იქნები.
- ჩემი დედოფალი ხარ. რამდენნი ხართ ჯგუფში?
- 10 გოგო და 4 ბიჭი ვართ რა არის რო?
- არა არაფერი, კარგია გოგოები მეტნი რომ ხართ. ასე უფრო ნაკლებია შანსი რომ ვინმე გადაგეკიდოს, მაგრამ შენ ხომ ყველაზე საუკეთესო ხარ?
- მაო, არ აქვს მნიშვნელობა გადამეკიდება თუ არა ვინმე, ყოველ წამს გახსოვდეს რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ და სხვა არავინ მაინტერესებს. არავის მივცემ უფლებას ზედმეტად შემომხედოს, სხვა თუ არაფერი დანიშნული ვარ უკვე. (ხელი დამანახა და გაიკეკლუცა, ღმერთო რა გაძლებს ამდენ ხანს ანის გარეშე? ჩავეხუტე, ვაკოცე და შემდეგ ჩემოდნები დაბლა წავიღე.)
- ტასუნა სადაა რომ ვერ დავემშვიდობე?
- ნინის ყავს წაყვანილი სადღაც. არაუშავს წამოდი თორე დავაგვიანებთ.
აეროპორტში წავედით სადაც უამრავი მეგობარი გველოდებოდა ბუშტებით და წარწერებით სადაც ეწერა ,,გვიყვარხარ" და ,,მოგვენატრები". ანიმ რომ დაინახა ყველაფერი გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო, ტასუნა ისე ჩაეკრა ანის რომ ასე მგონი სალომესაც არ ეკვრის ხოლმე. მალე გამოაცხადეს ჩაჯდომა ანის რეისზე და რეგისტრაცია დაიწყო, რაც ძალა მქონდა ანის მოვეხვიე და ვაკოცე, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ გვიყორებდა, მის ტუჩებს ხომ დიდი ხნით ვემშვიდობებოდი. მერე სახე დავუკოცნე და მოვესიყვარულე, ყველას დაემშვიდობა, ბოლოს ისევ მოვიდა ჩემთან ჩამეხუტა ყელში მაკოცა და დაგვემშვიდობა. როდესაც ანი ექსკალატორზე დადგა და ზევით ადიოდა შინაგანად საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, ვინანე რომ გავუშვი, მაგრამ ახლა გვიანი იყო. თვალს რომ მოეფარა მხარზე ხელი ვიგრძენი, ლაშა მედგა წინ რომელიც რაღაცას მეუბნეოდა. თვალები ამღვრეული მქონდა და ლაპარაკი მიჭირდა.
- რაა?
- რა რაა შეჩ... არ მისმენ?
- რა გინდა თქვი მალე. (რომ მიხვდა არ მეცინებიდა ისიც დასერიოზულდა.)
- გინდა გოგოები გავუშვათ სახლში და ბიჭები სადმე წავიდეთ?
- მიდი გაუშვი. ტაქსით წავიდეთ ჩვენ.
ასეც მოვიქეცით, მე ლაშა გიო და ბექა ჩემთან წავედით ბარში. უამრავი ხალხი დაგვხვდა, ჩემი ამორჩეული მაგიდისკენ წავედით სადაც არავის ქონდა დაჯდომის უფლება და სასმელი შევუკვეთეთ.
- გავჭედავ ანის გარეშე ბიჭო, რა მეშველება?
- იმაზე იფიქრე რომ მის კარიერას უწყობ ხელს, მალე გავა დრო. (ლაშა)
- კაი შეჩ... თუ ვერ გაქაჩავ ჩააკითხავ რა ბოლო ბოლო. (ბექა)
- ხო რა ბექა მართალია, იქ ჩასვლა არ გაგიჭირდება და არაფერი. (გიო)
- ყველაზე მეტად სხვა რამის მეშინია.
- კაი ეხლა მოტვინე რას ბაზრობ ბიჭო ანიზეა ლაპარაკი, არც გაივლო ეგ გულში (ლაშა)
- მოიცა რაზე ამბობთ? ( გიო)
- აა ვითომ რო გადაუყვარდე და რამე? (ბექა)
- შანსი არაა ძმობას გაფიცებ რეებზე ვბაზრობთ? ანის თვალებს არ უყურებთ? მარტო მაო ჩანს იქ. (ლაშა)
- ბიჭო რა პონტში იგრუზავ თავს მაგ უაზრო ფიქრებით? ( გიო)
- არ ვიცი აღარაფერი რაა. მოსაწევი მინდა.
- ეხლა ატრ... შენ ძმობას ვფიცავარ. ამდენი ხანია არ გაკარებიხარ და აღარც გაეკარები. (ლაშა)
- ბიჭო რა დაგემართა? სასწავლებლადაა გოგო და 3 თვეში აქაა. რა მოსაწევი? მაგარს გაუტეხავ ანის. (ბექა)
- ხო რაა ჩამოვა და მაგარ ქორწილს დავცხებთ, მანამ მოაგროვებ ფულს და ანის ზღაპრულ ქორწილს აჩუქებ. მაგაზე ხო ყველა გოგო ოცნებობს? (გიო)
- იტოქში რაა, აქ ჩემს უფროსებად დაგტოვათ ანიმ თუ რა პონტია?
- შენ იცი რო მართლა ჩამაბარა შენი თავი? (ლაშა)
- ღადაობ?? მეც მითხრა მიმიხედეო რომ არ გაუჭირდეს უჩემობაო. (ბექა)
- აუ რძალი ნახე რაა. მეც ეგ მითხრა ზუსტად. (გიო)
ყველამ გადავიხარხარეთ. როგორც ჩანს ანიმ სათითაოდ ყველას სთხოვა ჩემს გვერდით ყოფნა. ისევ ჩემზე იზრუნა მე კი მოსაწევი მოვინდომე, უფრო გამიჭირდა ახლა მისი სიშორე, შუაღამემდე ვსვავდით, რა აღარ გავაკეთე რომ არ მეფიქრა ანის წასვლაზე. სახლში გვიან დავბრუნდით, გათიშული დავწექი ტელეფონით ხელში. მეორე დღემდე გათიშულს მეძინა, მობილური რომ ამღერდა მაშინღა გამეღვიძა, ნომერი უცხო იყო.
- ანი შენ ხარ?
- კი ცხოვრება ჩამოვედი, ნომერი ვიყიდე და ვაიბერი დავაყენე. ეხლა მივდივარ ჩვენთვის განკუთვნილ სასტუმტოში. მანდ რა ხდება?
- მოვიწყინე უშენოდ ჩემო ფერია.
- კაი ცხოვრება რა ხომ იცი მეც როგორ მიჭირს?
- უზომოდ მიყვარხარ ჩემო ოცნება. როგორ იმგზავრე?
- მოდი ვიმესიჯოთ თორემ გამეთიშება ეხლა. მიყვარხარ და გკოცნი.
- კაი ჩემო ანგელოზო გელოდები.
მთელი დღები ველაპარაკებოდი ანის, მისი მონატრება მაგიჟებდა, 1 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი სხეულის ნაწილი ჩემგან შორსაა. ბიჭები ცდილობენ გამამხიარულონ მაგრამ არ გამოსდით, თუმცა ვუფასებ იმას რომ ცდილობენ. დილით თვალების გახეგამდე გადავთვალე რომ 47 დღე გათენდა მას შემდეგ რაც ანი არ მინახავს, მისი მონატრება სულს მიფიტავდა და ძვლებს მიღრღნიდა, გადავწყვიტე რომ ბილეთი მეყიდა და მასთან ჩავსულიყავი, ოღონდ ამჯერად ანის არ ვეტყოდი არაფერს თორემ ისევ გადამათქმევინებდა, შუადღისთვის სალომესთან წავედი ტასუნას წამოსაყვანად. ბინის კარი ღია დამხვდა, პირდაპირ შევაღე კარი და ტასუნას ძებნა დავიწყე, ვესად რომ ვერ ვნახე მობილური ავიღე რომ სალომესთან დამერეკა, მობილური სახლში იყო, სიმღერაზე აბაზანიდან სველი სალომე გამოვიდა რომელსაც ატლასის წითელი მოკლე ხალათი ეცვა და მთელ ტანზე იკვეთებოდა მისი სველი ფორმები, რომ დავინახე ადგილზე გავქვავდი და მომენტალურად მივაშტერდი, მან რომ დამინახა ჯერ შეხტა, მერე სველი თმა ერთ მხარეს გადაიწია და დასველებული მკერდი უფრო გამოუჩნდა.
- მაო, აქ რას აკეთებ? არ გელოდებოდი
- ტასუნა სადაა?
- ტასუნა კლასელის დაბადების დღეზეა წასული
- ასე ადრე?
- ხო გასართობ ცენტრში არიან სავარაუდოდ საღამოს 6 საათამდე არ მოვა, ყავას ხომ დალევ? (სამზარეულოში შევიდა შიშველი ფეხებით, უკნიდან კარგად ეტყობოდა რომ ხალათის გარდა არაფერი არ ეცვა, ვიგრძები როგორ დამეჭიმა ყველა ძარღვი, ჩემში ვნებამ იფეთქა და როგორც კი გავიაზრე ეს მაშინვე ვუთხარი)
- არა, მივდივარ მე.
- მოიცა ცოტა ხნით? (ხელი მომკიდა მკლავხე და შემატრიალა, მოღეღილ ხალათში შიშველი და ნამიანი მკერდი იმზირებოდა, მკლავზე ხელი ჩამომისვა და უფრო ახლოს მოიწია.)
- გაჩერდი სალომე
- იცი როგორ მომენატრე? დავტკბეთ ამ მომენტით მაო და ჩვენ შორის დარჩეს ეს.
მის ტუჩებს ვუყურებდი მხოლოდ და ვეღარ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, თითის წვერებზე აიწია და ყურის ქვეშ მაკოცა ვნებიანად,შემდეგ მაისურის ქვეშ შეაცურა ხელი და ოდნავ დაიწყო მოძრაობა, მას შემდეგ რაც ანი შემიყვარდა ქალს აღარ გავკარებივარ, სწორედ ამიტომ იყო ეს ჩემი ვნებების პიკი და უცბად დავეტანე ყუჩებზე, გაუაზრებლად ვკოცნიდი და მხოლოდ ვნებების ჩაქრობაზე ვფიქრობდი, როცა გონება ჩავრთე უკვე საწოლზე ვიწექით და სალომეს თავი ჩემს მხარზე ედო, თავი შემზიზღდა იმის გამო რაც ჩავიდინე, უცბად წამოვხტი საწოლიდან ისე რომ სალომეს ძახილისთვის არც მიმიქცევია ყურადღება და გარეთ გამოვვარდი ისე რომ გზადაგზა ვიცმევდი, საკუთარი თავის მიმართ საშინელი გრძნობები დამეუფლა, გავიაზრე როგორ დავაბინძურე ჩემი და ანის ურთიერთობა, როგორ უნდა შემეხადა ახლა ანისთვის თვალებში და სიყვარული როგორ უნდა დამემტკიცებინა როცა სალომესთან ვუღალატე? ეს რომ ანის გაეგო არ მაპატიებდა, ან რომელი ქალი აპატიებს საყვარელ კაცს ღალატს? თან ყოფილ ცოლთან? არაკაცი ვარ, როგორ ვერ მოვთოკე თავი და სალომეს დაგებულ ხაფანგს დავაჭერინე თავი? ზუსტად ამ დროს მომწერა ანიმ, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, როგორ მეპასუხა მისთვის? რა სინდისით? ძალები მოვიკრიბე და ვეცადე ჩვეულებრივი პასუხი მიმეწერა მისთვის, როგორც ყოველდღე ვსაუბრობდით, ბარში წავედი და გათიშვამდე მივიყვანე თავი, მინდოდა დამვიწყებოდა ის წამები როცა სალომეს ვეხებოდი, ახლა ანის როგორ უნდა მოვხვეოდი? ამაზე ფიქრი მაგიჟებდა. შემეშინდა რომ სამუდამოდ დავკარგავდი. სახლში ტაქსით წავედი და მეორე დღის 2 საათამდე თავი არ ავწიე ბალიშიდან. არავის დარეკილს არ ვპასუხობდი, არავის ხმის გაგება არ მინდოდა, ან უბრალოდ არ მინდოდა რომ ხმა ამომეღო და ჩემი ხმა მომესმინა. საკუთარ თავთან ჩაკეტვამ უარესად იმოქმედა ჩემზე, რამოდენიმე დღის შემდეგ საბუთების მოგროვება დავიწყე რომ ამერიკაში წავსულიყავი, არ ვიცი რა მიზეზით გართულდა საქმე მაგრამ საელჩომ უარი მითხრა, კიდევ ვცადე მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ანისაც შევატყობინე ამის შესახებ, მასაც დაწყდა გული, იმიტომ რომ როგორც ის ამბობდა აუტანელი იყო უჩემობა ისე ვენატრებოდი. მის დაბრუნებამდე 1 კვირა რჩებოდა, დღეებს თითებზე ვითვლიდი, თითქოს სალომეს ამბავი გადავლახე, ან უბრალოდ საკუთარ თავს ავუკრძალე მასზე ფიქრი და საერთოდ მისი სახის დანახვა. გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ანი არ მაპატიებდა ამას, ამიტომ რაღაც უნდა მეღონა, ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე ანი მაშინვე მომეყვანა ცოლად რა დღესაც ჩამოვიდოდა და ქორწილი 1 კვირაში გადაგვეხადა, იმაზეც ვიფიქრე რომ ქორწილამდე რომ გაეგო როგორღაც მაინც დამშორდებოდა, ამიტომ ხელის მოწერა გადავწყვიტე. ამ სიურპრიზის შესახებ ყველას გავაგებინე, ისე გვარდებოდა ყველაფერი რომ ანი არაფრის აზრზე არ იყო. დიდი ხვეწნა არ დამჭირვებია აეროპორტის ადმინისტრაციასთან რომ ხელმოწერის ცერემონიალი გაგვემართა, გეგმა ასეთი იყო: აეროპორტში ვრთავდით ყვავილებით და ბურთებით ყველაფერს, გასასვლელის მხარეს ერთი ლამაზი თეთრი საქორწინო არკა დავდგით სადაც წინ მაგიდა დავუდგით, ეს ყველაფერი ყვავილებით გავალამაზეთ და იმ ადგილას სადაც ანის უნდა გამოევლო ვარდის ფურცლები დავყატეთ, ყველა ჩვენ გვიყურებდა და გვგულშემატკივრობდა, ხელში ლამაზი თაიგულით მოუთმენლად ველოდებოდი ანის სახის დანახვას, სასიამოვნო სიმღერის ფონზე როგორც იქნა გამოჩნდა ანი, თავიდან ბოლომდე დამიარა მონატრებამ და სასიამოვნო გრძნობამ, გულის ცემა საგრძნობლად ამიჩქარდა, ხელები ამიკანკალდა და თვალს არ ვაშორებდი ცემსკენ მომავალ ანის რომელსაც მიანიშნეს სით უნდა გამოევლო, მისკენ წავედი, როგორცკი დამინახა ყველაფერი დაყარა ძირს და ჩემსკენ გამოიქცა, მთელი ძალით შემომახტა და კოცნა დამიწყო, გარშემო აღარაფერი მესოდა და ვეღარაფერს ვხედავდი, მხოლოდ ანის ვგრძნობდი, ვხვდებოდი რომ დამთავრდა ის ტანჯვა რასაც კილომეტრები გვაყენებდა:
- როგორ მომენატრე ჩემო დედოფალო
- ღმერთო აქ ვარ უკვე შენს გვერდით ვარ არ მჯერა მაო. (უზომოდ მიჭერდა ხელებს, ახლაღა გაიგო ხალხის ემოციები, გარშემო მიიხედ-მოიხედა და მერე მე შემომხედა, მე თაიგული გავუწოდე და კითხვაზე თუ რა ხდებოდა ვუპასუხე:)
- ცოლად მომყავხარ,
- რაააა? (ჯერ იყვირა და მერე ტირილი დაიწყო,)
- რა და ჩემი ცოლი ხდები ანი, ამიერიდან ვეღარაფერი დაგვაშორებს.
ხელები მომხვია და ტირილს უმატა.
- რა გატირებს სულელო?
- უზომოდ მიყვარხარ მაო. ჩემი ბედნიერება ხარ შენ.
- ჩემო პატარა ქალბატონო, მეც სიგიჟემდე მიყვარხარ. (მის ტუჩებს დავეკონე და მერე ვანიშნე საითაც უნდა წამოსულიყო, მეჯვარეები ნანკა და ლაშა იყვნენ. როდესაც ხელის მოსაწერად მივედით და პირადობის მოწმობები გადავეცით დასარეგისტრირებლად ბექა აყვირდა.)
- თქვენი ბავშვის ნათლია მეც უნდა ვიყო, ამიტომ დაზღვევა რომ მქონდეს მეც გიდგები ძმაო მეჯვარედ.
- რა გეშველება ბექა? (სიცილით მიაყარა ლაშამ და ახლა ციკო ატყდა)
- მაშინ მეც ვიქნები და გავთანაბრდებით რაა
- მოხარული ვიქნები თუ ოთხივე ცვენი ბედნიერების მოზიარენი იქნებით. (თქვა ანიმ და გულზე მომეხუტა, მალევე მოვაწერეთ ხელი და რესტორანში წავედით აღსანიშნავად, ანი უკვე შემი ცოლი იყოდა ეს სიგიჯემდე მაბედნიერებდა, არაამქვეყნიური იყო ის განცდა რასაც ახლა განვიცდიდი და რასაც ანის თვალებში ვხედავდი.)
- ყველაზე გიჟი ქმარი მყავს მსოფლიოში.
- რაც მთავარია ძალის გამოყენება არ დამჭირვებია
- აა, ანუ აპირებდი?
- შენი აზრით? ყველაფერზე წავიდოდი ცემო ცხოვრება რომ დღეს ჩემი ცოლი გამხდარიყავი.
- ხოდა მაგიტომაც მყევხარ გიჟი და ეს უზომოდ მომწონს. ხვდები რომ შენი ძველი ცხოვრება აღარ არსებობს?
- დიდი ხანია უკვე მაგაზე ვოცნებობ. (წამით გამიელვა იმან რომ ანი გაიგებდა სალომესთან მომხდარს, მაგრამ მაპატიებდა იმტომ რომ ესეც წარსულში დარჩა.)
მიუხედავად იმისა რომ ანი უზომოდ იყო დაღლილი მაინც იქამდე გაცერდა რესტორანში სანამ ყველამ ერთად არ მოითხოვა დაშლა. სახლში შევიყვანე უკვე ჩემი ცოლი და ქორწილზე დავუწყე ლაპარაკი, არ მინდოდა ჰგონებოდა რომ ქორწილი არ ექნებოდა.
- ჩემო ულამაზესო, ქორწილი უახლოეს დღეებში იქნება, მთავარია კაბა და რესტორანი აარჩიო.
- მართლა? ანუ კაბას ჩავიცვამ?
- მაგაში ეჭვი შეგეპარა შე ბოთე?
- რავიცი მე მეგონა რომ...
- არანაირი მეგონა, შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ, ამიტომ თეთრ საქორწინო კაბასაც ჩაიცვამ, თან თუ შენი უმნიშვნელო სურვილი იქნება, კაბის ჩაცმამდე არ გაგეკარები,
- მაგაზე წამსვლელი ხაარ? (ეშმაკურად მკითხა და გაოცებული თვალები მომანათა)
- პირობას ვდებ. მართალია რთული იქნება მაგრამ სადაც ამდენი გელოდე, რამოდენიმე დღის მოცდა არ მომკლავს, მთავარია შენ იყო კმაყოფილი, თან შემეჩვევი მანამდე და არ დამემორცხვები.
- რას გულისხმობ?
- იმედი მაქვს არ გინდა რომ ყველა აალაპარაკო ჩვენი სხვადასხვა სახლში ცხოვრებით. რადგან ჩემთან ბევრნი არიან, აქ ვიყოთ ეს დღეები და ქორწილის მერე მოვტყდეთ ეგვიპტეში.
- კარგი, თანახმა ვარ შენს პირობებზე. (კისერზე მომხვია ხელები და მაკოცა, მერე აბაზანაში შევიდა, მალევე გამოვიდა, მე ტელევიზორს ვუყურებდი და ისე ველოდებოდი, ძალიან ვიყავით ორივე დაღლილები, ამიტომ მალევე დავიძინეთ.)


**************************
ყველაფრის ოცნება შესწევს ჩემს გონებას, მაგრამ იმის არა რაც მაომ გააკეტა, ახლა უკვე მისი ცოლი ვარ, ასე მოულოდნელად და დაუგეგმავად, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ, მთელი ღამე გათიშულს მეძინა, მგზავრობა და ემოციებისგან დაცლა დამღლელი აღმოჩნდა, დილით რომ გავიღვიძე მაო სახლში არ დამხვდა, სამზარეულოში წერილი დამხვდა: ,,ჩემო ულამაზესო ცოლო, მე სამსახურში წავედი, რომ გაიღვიძებ ეგ საუზმე მიირთვი და მერე დამირეკე, ტასუნაც ჩამოიყვანე თორემ სახლი გადადგა ანისთან მინდაო. გკოცნი და მიყვარხარ.“ გამეღიმა, მის გამზადებულ საუზმეს დავხედე და კრუასანის ჭამით წავედი მობილურისკენ. რადგან არ მიპასუხა მაომ, ჩავიცვი და ტასუნასკენ გავემართე, კიბეებზე სალომე შემხვდა, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა მისი დანახვისას, ირონიულად გაიღიმა და მომაჩერდა.
- გავიგე გუშინ ხელი მოგიწერიათ, გილოცავთ.
- მადლობა. (გზა გავაგრძელე ისე რომ არც შემიხედავს მისთვის)
- დარწმუნებული ვარ ისე არ მოგიყვანდა ცოლად, იმ ვნებიანი სექ.ის შესახებ რომ არ მოეყოლა რაც გვქონდა, რამდენიმე დღის უკან.


**************
იმედი მაქვს მოგეწონათ და იმდენი შეცდომები არ დავუშვი რაც შესამჩნევი იყო მადლობა ყველას თქვენი რჩევებისთვის



Vaime magaria dzaan magram ai dzaan gtxov axla kagis gamo dzaan at ichxubon ra maleve sherarige ra
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline წევრი kora

აქმდე უზომოდ მომწონდა ეს ისტორია და განსაკუთრებით მაო, მაგრამ ნუ მიწყენ ყოფილ ცოლთან ღალატის მერე შემზიზღდა ეს ბიჭი საშინლად და სურვილიც დავკარგე ასე მოუთმენლად ველოდო ახალ თავს... საშინლად მძულს მოღალატეები... თან, სათაურსაც არ ამართლებს მაოს ქმედება, ნიკაზე უარესადაც კი მოიქცა, ახლა სალომესგან გაგონილი ათიათასჯერ მტკივნეული და დამამცირებელი იქნება ამ გოგოსთვის... მე ვერცერთი წამით ვერ გავამართლებ მაოს ქმედებას, შესაბამისად ზიზღის და წყენის გრძნობა გამიჩინა!
მაპატიე ჩემო საყვარელო გოგო, მაგრამ მართლა ვერ ვიტან ისტორიებში მსგავს ნაწილებს, თან ახლა შეიძლება ეგ აუტანელი სალომე ორსულადაც იყოს და მგონი აწი სჯობს ისევ ყოფილს დაუბრუნდეს და არ დატანჯოს ანი, ის ამას ნამდვილად არ იმსახურებდა...
არ გეწყინოს რამე, უბრალოდ ემოციური ვარ ზედმეტედ და რომ არ დამეწერა არ შემეძლო...
--------------------
kira.G

 


№3 სტუმარი lizazu

აუ ძალიან მომეშალა ნერვები რა. ეხლა კიდე რომ დააორსულო გავგიჟდები. საშინლად მოიქცა მაო. ქალი თუ უნდოდა ბოზები დაილია? მალე მაინც შეარიგე რა. ისე კორას ვეთანხმები სათაური არ გაამართლა მაომ ამ საქციელით.

 


№4 სტუმარი nini

Auu ra shteri bichiaa gavgijdii exa dashordebian isev sherigdebian da asee....dzaan banaluri ar gaxadoo

 


№5 სტუმარი ემი

ღალატის მომხრე არ ვარ, მაგრამ ეხლა რომ ამ გოგომ ერთი ამბავი ატეხოს და დაშორდეს, არ იქნება ნამდვილად სწორი, არ ჰყვარებია მაშინ. ხედავს რომ ბიჭი ჭკუას კარგავს მასზე, და თუ მას მართლა უყვარს, უნდა აპატიოს.
ეხლა ყველაზე არაბანალური სწორედ პატიება იქნება winked

 


№6 სტუმარი darina

Yvelaze metad mpgalate kacebs ver vitan, ar ari es bichi anis girsi da arc unda apatios, xom icoda rogori warsulic qonda man nikaze uaresadac moiqca, ani mecodeba dzalian ar imsaxurebda, tavis gasasamartlebeli arafeti aqvs mtvrali rom yofiliyo kidev gavigebdi.

 


№7  offline წევრი kora

კაცს, რომელასაც ყოფილ ცოლთან შვილი აკავშირებს, ხვალ და ზეგაც მოუწევს ბავშვის გამო მასთან მისვლა და რა გამოდის ყოველი ასეთი ვიზიტის დროს "ვნებების ჩაცხრობის სურვილი" უნდა ამართლებდეს მას? წინა კომენტარის ავტორს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ რაკი ჭკუას კარგავს უნდა აპატიოსო, ჩემი აზრით, მართლა რომ კარგავდეს ჭკუას ასე სულმდაბლურად არ მოიქცეოდა! სადაც 3 თვის განშორება ვერ გადაუტანია რა გარანტია აქვს, რომ სხვადროსაც "ვერ გაძლებს" ?! ვერ ვიტან მაოს! და მეცოდება ანი მის გვერდით... ნეტა ისეთი რა უნდა გააკეთოს აწი, რომ მისდამი სიმპატიები დამიბრუნდეს...

darina
Yvelaze metad mpgalate kacebs ver vitan, ar ari es bichi anis girsi da arc unda apatios, xom icoda rogori warsulic qonda man nikaze uaresadac moiqca, ani mecodeba dzalian ar imsaxurebda, tavis gasasamartlebeli arafeti aqvs mtvrali rom yofiliyo kidev gavigebdi.

სავსებით გეთანხმები, სიმთვრალეს მაინც დავაბრალებდი მის უზნეობას, არადა, ფხიზელი იყო და დიდი ძალისხმევაც არ დასჭირვებია სალომეს...
--------------------
kira.G

 


№8 სტუმარი ემი

ქალმა თუ მოინდომა, ეშმაკსაც კი შეაცდენს. სალომეს სურვილიც ეს არის, რომ დაანგრიოს ეს ურთიერთობა. რა ვიცი რა ვიცი, ადამიანია და ბუნება..
ბუნებით მოღალატე კაცებს ვერც მე ვიტან, მაგრამ ერთი შეცდომა არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება ..
მე არ მივცემდი სალომეს ამ ურთიერთობის გაფუჭების საშუალებას. მაინც სალომეა დამანაშავე და შემდეგ რა თქმა უნდა მაოც... მაგრამ ერთი შანსის მიღების უფლება ყველას ააქვს

 


№9 სტუმარი darina

kora
კაცს, რომელასაც ყოფილ ცოლთან შვილი აკავშირებს, ხვალ და ზეგაც მოუწევს ბავშვის გამო მასთან მისვლა და რა გამოდის ყოველი ასეთი ვიზიტის დროს "ვნებების ჩაცხრობის სურვილი" უნდა ამართლებდეს მას? წინა კომენტარის ავტორს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ რაკი ჭკუას კარგავს უნდა აპატიოსო, ჩემი აზრით, მართლა რომ კარგავდეს ჭკუას ასე სულმდაბლურად არ მოიქცეოდა! სადაც 3 თვის განშორება ვერ გადაუტანია რა გარანტია აქვს, რომ სხვადროსაც "ვერ გაძლებს" ?! ვერ ვიტან მაოს! და მეცოდება ანი მის გვერდით... ნეტა ისეთი რა უნდა გააკეთოს აწი, რომ მისდამი სიმპატიები დამიბრუნდეს...

darina
Yvelaze metad mpgalate kacebs ver vitan, ar ari es bichi anis girsi da arc unda apatios, xom icoda rogori warsulic qonda man nikaze uaresadac moiqca, ani mecodeba dzalian ar imsaxurebda, tavis gasasamartlebeli arafeti aqvs mtvrali rom yofiliyo kidev gavigebdi.

სავსებით გეთანხმები, სიმთვრალეს მაინც დავაბრალებდი მის უზნეობას, არადა, ფხიზელი იყო და დიდი ძალისხმევაც არ დასჭირვებია სალომეს...

Salomes verc ki davadanashavleb am shemtxvevasho piriqit maom eca ise gaushtera mis formebs tvalebi gegoneba aqamde ar yavda nanaxi, xom icoda rogoroc iyo salome, me namdvilad ver vapatiebdi maos, raga ndobazea laparaki, amis shemdeg rogor unda endos, dzalian rtulia am shemtxvevashi ndobis dabruneba, tan tyuilit daiwyo mati qorwineba, es ufro did dartymas miayenebs anis.

 


№10 სტუმარი UCNOBI

მინდა გითხრა რომ ისტორიის ასე განვითარებით ძალიან ბევრს გაუცრუე იმედები. აქამდე მაო ისეთ კარგ პიროვნებად ჰყავდა წარმოჩინებული რომ ძალიან მომწონდა, მაგრამ მის ამ საქციელს გამართლება არ აქვს. თანაც ხელი მოაწერა სასწრაფოდ რომ ვეგარ წავიდეს მისგან. ეს უფრო სულმდაბალი ადამიანის საქციელია. ამნაირი კაცი ცხოვრებაში არაფრის ღირსი არაა. მაგიზიანებენ

 


№11 სტუმარი A

Dzalian magari iyo dzalian momewona.... Ex netav es nagavi salome momca xelt da tmit matrevina ra did siamovnebas mivigebdi mis tmas xelze rom davixvevdi..... Magaria dzalian da imedia ani shedzlebs da apatiebs am sakmaod did da upatiebel shecdomas.... Maos mjera da vpiqrob gulis iarebs isev moushushebs....

 


№12 სტუმარი UCNOBI

A
Dzalian magari iyo dzalian momewona.... Ex netav es nagavi salome momca xelt da tmit matrevina ra did siamovnebas mivigebdi mis tmas xelze rom davixvevdi..... Magaria dzalian da imedia ani shedzlebs da apatiebs am sakmaod did da upatiebel shecdomas.... Maos mjera da vpiqrob gulis iarebs isev moushushebs....

რას ერჩი სალომეს რამე დააშავა ამ შემთხვევაში? მაოს ნებისყოფა არ ქონდეს მისი ბრალი ნამდვილად არაა.ნამდვილ ცხოვრებაში მაოსნაირი კაცი არაფრის ღირსი არაა. ურთიერთობა ნდოაზეა დამყარებული და მის გარეშე განწირულია, ამ შემთხვევაში კი ასეთი კაცის მიმართ ნდობა კიდევ როგორ უნდა გაგიჩნდეს ვერ ვხვდები

 


№13 სტუმარი nino k.d..

dzalian kargia. au dzaan gtxov anim es ragac dzaliaan cudad ar miigos. ar daashoro ra didi xnit.

UCNOBI
A
Dzalian magari iyo dzalian momewona.... Ex netav es nagavi salome momca xelt da tmit matrevina ra did siamovnebas mivigebdi mis tmas xelze rom davixvevdi..... Magaria dzalian da imedia ani shedzlebs da apatiebs am sakmaod did da upatiebel shecdomas.... Maos mjera da vpiqrob gulis iarebs isev moushushebs....

რას ერჩი სალომეს რამე დააშავა ამ შემთხვევაში? მაოს ნებისყოფა არ ქონდეს მისი ბრალი ნამდვილად არაა.ნამდვილ ცხოვრებაში მაოსნაირი კაცი არაფრის ღირსი არაა. ურთიერთობა ნდოაზეა დამყარებული და მის გარეშე განწირულია, ამ შემთხვევაში კი ასეთი კაცის მიმართ ნდობა კიდევ როგორ უნდა გაგიჩნდეს ვერ ვხვდები

qali zed exeodes ra maos brali xo martalia maos gamartleba ar aqvs magram aq salome iyo iniciatori chemi azrit arc upatiebeli danashauli chaudenia. magram arc kargad moqceula amitom tu salomes daichert sadme damidzaxet mec wamoval da ertad gavglijot shuadze. icode tmebi chemia

 


№14  offline წევრი kora

ბევრი კომენტარის ავტორს არ ვეთანხმები იმაში, რომ სალომემ გამოიწვია. სულაც არა! სალომე ამ შემთხვევაში სრულიად უდანაშაულოა! მაო ისე დახამდა მისი სხეულის ფორმებით და თვალთ დაუბნელდა გეგონება ამ ქალს პირველად ხედავდა. მისი ცოლი იყო და თუ ასე ჭკუიდან ირეოდა მისი სხეულის ფორმებზე და იმის იქით ვერაფერზე აზროვნებდა მაშ სულაც რას გაშორდა, ყოლოდა და დამტკბარიყო, ვინ უშლიდა... დიახაც, უპატიებელი შეცდომაა, თანაც ხელისმოწერის დაჩქარება არაკაცური საქციელია. თუმცა ვერ ვხვდები რატომ მეგონა ასეთი წარსულის მქონე პიროვნება იმსახურებდეს ისეთ გოგოს როგორიც ანია...
იმდენად ვარ მაოზე გაბრაზებული, რომ სიამოვნებით მივახრჩობდი
--------------------
kira.G

 


№15 სტუმარი Lv

ეხლა წავიკითხე ეს ისტორია მინდა გითხრა რომ იმდენად ახლოსაა რეალობასთან ამ ისტორიის ყველა დეტალი რომ კითხვა არ მეზარება. ტიპიური ბიჭის საქციელია რომელიც კაიფობდა ფეხებზე ეკიდა ყველაფერიდა წამიერად დამარცხდა საკუთარ თავთან. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს იქნება უკანასკნელი შეცდომა რომლითაც ანის ასე ატკინა გულიდა ორსულად არ დარჩება სალომე. აქ ბევნაირი აზრი წავიკითხე მაგრამ გული არ გაიტეხო, რეალობაში ხშირად ხდება ასე. მთავარი ისაა გადმოსცე შენ რის თქმა გინდა ამ ისტორიით. ველოდები შემდეგს

 


№16 სტუმარი Teoo

როდის დადებ შემდეგს? მომწონს ძალიან ყველას არ უსმინო...

 


№17  offline წევრი giorgi12377

მარიამ გელოდებით!

 


№18 სტუმარი tamo

როდის დადებთ დიდი ხანია გელოდებიით

 


№19 სტუმარი lizazu

ის მაინც გვითხარი დაახლოებით როდის დადებ ახალ თავს თუ აღარც აპირებ გაგრძელებას.

 


№20 სტუმარი მიმართვა მკითხველს

MLM- სგან: ,,ძალიან დიდი ბოდიშით რომ ვერ გავაგრძელე ისტორია, აუცილებლად დავამთავრებ მას მაგრამ ჯერ ვერანაირად. წავიკითხე თქვენი კომენტარება და ცოტა არ იყოს გულზე მომხვდა მაგრამ ველოდი ასეთ რეაქციას, უბრალოდ როცა დავამთავრებ მიხვდებით ღირდა თუ არა წაკითხვა. მაპატიეთ კიდევ ერთხელ დაგვიანება. მიყვარხართ

 


№21  offline წევრი kaxelii

მიმართვა მკითხველს
MLM- სგან: ,,ძალიან დიდი ბოდიშით რომ ვერ გავაგრძელე ისტორია, აუცილებლად დავამთავრებ მას მაგრამ ჯერ ვერანაირად. წავიკითხე თქვენი კომენტარება და ცოტა არ იყოს გულზე მომხვდა მაგრამ ველოდი ასეთ რეაქციას, უბრალოდ როცა დავამთავრებ მიხვდებით ღირდა თუ არა წაკითხვა. მაპატიეთ კიდევ ერთხელ დაგვიანება. მიყვარხართ

როდიიიიიიიიიიიიიის????

nino k.d.
მიმართვა მკითხველს
MLM- სგან: ,,ძალიან დიდი ბოდიშით რომ ვერ გავაგრძელე ისტორია, აუცილებლად დავამთავრებ მას მაგრამ ჯერ ვერანაირად. წავიკითხე თქვენი კომენტარება და ცოტა არ იყოს გულზე მომხვდა მაგრამ ველოდი ასეთ რეაქციას, უბრალოდ როცა დავამთავრებ მიხვდებით ღირდა თუ არა წაკითხვა. მაპატიეთ კიდევ ერთხელ დაგვიანება. მიყვარხართ

როდიიიიიიიიიიიიიის????

დადებ ახალ თავს????
გელოდებიიი

 


№22 სტუმარი ვიტვიტა

რა ხანია უკვე გელი, ძალიან იგვიანებ გთხოვ ახალი თავისთის მოიცალე.

 


№23  offline წევრი Reny

ერთი თვე გავიდა უკვე! იმედიც აღარ მაქვს რომ გააგრძელებ მაგრამ თუ გააგრძელე იმედია ბოლო თავი იქნება 12 იმიტომ რომ ძალიან დიდხანს გვალოდინებ

 


№24 სტუმარი tako

Agar dadrbt etyoba am istorias imdeni xania ukve velodebi 2tve gavida lamiis

 


№25  offline წევრი იასამანი

Sataurs ar amartlebs .....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent