მაგრამ...
რომი...ეს ელენეს აუხდენელი ოცნებაა.ჯერ კიდევ მე-5 კლასში იყო მისი კლასელი,მარიტა,მშობლებმა ამ ზემოთხესენებულ ქალაქში რომ წაიყვანეს სამოგზაუროდ.ჭორიკანა და ტრაბახა არასოდეს ყოფილა,ვერც ვერასოდეს იტანდა ასეთ ხალხს,მაგრამ გოგონას მონაყოლმა იმდენად მოხიბლა,რომ უბრალოდ ვერ შეძლო ყური არ დაეგდო მისი მონაყოლისათვის. ღარიბი ოჯახიდან იყო ელენე.გოგონა ზეციდან ჩამოფრენილ ანგელოზს ჰგავდა.მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო მუდმივად მორცხვი და შებოჭილი იყო.ვერაფერს უხერხებდა კომპლექსებს და თავისთავად ეს ფაქტორიც გახდა იმის მიზეზი რომ მისი გამორჩეულობა ვერავინ შენიშნა... ბუნებით რომანტიკოსი იყო...როგორც ყველა გოგონა,ისიც ოცნებობდა თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცსა და დიდებულ ქორწილზე.მაგრამ...საბოლოოდ ყველაფერი სრულიად სხვანაირად წარიმართა.ცოლად მეზობელ დავითს გაჰყვა,გაჰყვა გადამეტებულად არის ნათქვამი,მშობლებმა გააყოლეს და მასაც არ გაუპროტესტებია,მითუმეტეს რომ ბიჭი საკმაოდ სიმპატიური იყო,ერთი პერიოდის განმავლობაშ ჰქონდა კიდეც მის მიმართ რაღაც გრძნობა...სწამდა ელენეს,ბოლომდე სწამდა და არ კარგავდა იმის იმედს რომ მისი მეუღლე ოდემე აუხდენა ამდენი ხნის ოცნებას,მაგრამ...კიდევ ერთხელ მაგრამ... 27 წლის იყო უკვე...გვერდით აღარავინ ჰყავდა,დათოს და მას ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაუფუჭდათ.ცხოვრობდა დედასთან და მამასთან ერთად,მაგრამ ხანდახან ეგონა რომ ეს ხალხი სრულიად უცხო იყო მისთვის.დავითთან ყოფნისას ყველა ოცნება დაივიწყა,მხოლოდ შვილის სურვილი ჰკლავდა,მაგრა...ხშირად ჩვენი ოცნებები არ სრულდება...ამ დროს უკვე საკუთარი საქმის პროფესიონალი იყო,ჰქონდა სტაბილური სამსახური და შემოსავალი...მაგრამ არა ოცნებები... 17 იანვარი ამ დღეს გააცნობიერა რომ მისი ცხოვრებას არ ერქვა ცხოვრება...გზაზე მიმავალ წყვილს მოჰკრა თვალი და წამით გულში რაღაც ჩასწყდა...ეტკინა მისი მარტოობა,ეტკინა რომ გვერდით არავინ არ ჰყავდა ისეთი ვინც ცივ ამინდში გაათბობდა,ეტკინა რომ ერქვა მარტოდ მყოფი...ავტომობილის საჭესთან ფიქრი რომ ხშირად ფატალურად სრულდება ჩვენთის ცნობილია...სულ რაღაც მილიმეტრებით გადაურჩა ფეხით მოსიარული მამაკაცი ავტომობილის დარტყმას.ჯიქურად გამოხედა ქალს,მაგრამ მასში ელენე რომ ამოიცნო მაშინვე გაიბადრა და სასიამოვნო ღიმილით დაუქნია ხელი.იცნო,ქალმაც იცნო,მაგრამ ჯიუტად აარიდა თვალი და ავტომობილი ადგილიდან დაძრა... 24 იანვარო ამ დღეს მიხვდა რომ ჯერ კიდევ ცოცხლობს მასში ქალი...კიბეებზე ადიოდა და თან ჩანთაში გასაღებს ეძებდა ვიღაცას რომ შეასკდა.ფრთხილად ახედა სავარაუდოთ მამაკაცს და კიდევ ერთხელ დააყარა ტაომ...როგორ შეცვლილა...მხოლოდ ეს აზრი უტრიალებდა გონებაში... -როგორ ხარ ელე?...საოცრად მამაკაცური ხმით მოიკითხა დათომ ქალი და მის დაბნეულ სახეზე ჩაეღიმა. -მე...კარგად,შენ როგორ ხარ?!აქ რა გინდა?! -შენს სანახავად მოვედი,მომენატრე...შეცვლილი ხმის ტემბრით ჩაილაპარაკა კაცმა და ქალს ფრთხილად შეუცურა ზურგზე ხელი.მოხერხებლად დაუსხლტა ელენე კაცს და კიბეებზე სვლა განაგრძო. -სასიამოვნო იყო შენი ნახვა...ძლივს გასაგონად მიმართა კაცს და ანერვიულებულმა შეაღო კარი.არ ესმის რატომ ემართებოდა მსგავსი რამ მისი დანახვისას.ადრეც ასე სჭირდა,მაგრამ ახლა?!ახლა ამ გრძნობას ახსნას ვერ უძებნის... 31 იანვარი -დილა მშვიდობისა...შეეშინდა ელენეს,მართლა ძალიან შეეშინდა სადარბაზოსთან აყუდებული დათო რომ დაინახა დილა ადრიან. -რა გინდა აქ...შეეცადა უხეშად ეპასუხა,მაგრამ... -მომენატრე...ისევ ისე მოქმედებს ელენეზე ეს კაცი,როგორც წლების წინ.მოანტრებული ბაგეების ამბორი რომ იგრძნო კინაღამ ადგილზევე ჩაიკეცა ქალი,მაგრამ,თავის შეკავება შეძლო და მამაკაცი დიდი ძალიასხმევის შემდეგ მისი მოშორება შეძლო.შემდეგ კი არეული წავიდა ავტომობილისაკენ...ავტომობილის საჭესთან ფიქრი ხომ ზოგჯერ ფატალური შედეგით სრულდება... 7 თებერვალი ამ დღეს დააფასა ჯანმრთელობა...საავადმყოფოდან გამოსულმა სუფთა ჰაერი რომ ჩაისუნთქა მიხვდა,თუ რამდენად კარგი როდესაც დამოუკიდებლად შეგიძლია გადაადგილება.ტაქსით გადაწყვიტა წასვლა,მისი ავტომობილი მაინც გაფუჭებულია.გაჩერებაზე იდგა უცებ მანქანამ რომ გაუჩერა ფეხებთან. -დაჯექი,გაგიყვან...არ შეუხედავს სალონში,ისე მიხვდა ვინც უნდა ყოფილიყო. -არ მინდა,ტაქსით წავალ...მკაცრად გასცა პასუხი და მზერა აარიდა. -იცოდე სიურპრიზს ვერ მიიღებ...სუსტ წერტილში მოარტყა.ნუთუ ჯერ კიდევ ახსოვს რომ სიურპრიზებზე გიჟდება.მოურიდებლად,ყველაფრის უთქმელად ჩაჯდა ავტომობილში.არ იცის რატომ ენდობა,არც ის იცის რატომ აქვს მამაკაცის მიმართ ასეთი დამოკიდებულება,უბრალოდ ენდობა... 8 თებერვალი სიყვარული არასოდეს არ იკარგება... თვალები გაახილა და როგორც წლების წინ,ახლაც პირველს დათოს მოჰკრა თვალი.წლების შემდეგაც სიმპატიურობას არ კარგავს.ფრთხილად დაუსვა ლოყაზე ხელი და როდესაც ოდნავ წამოზრდილმა წვერმა „უკბინა“მაშნვე უკან გასწია. -მომენატრა შენი მოფერება,ძალიან მომენატრა...ჩუმად დაიჩურჩულა კაცმა,ისე რომ თვალები არ გაუხელია. -მეც... 13 თებერვალი ოცნებები ხდება... -სიურპრიზი მაქვს,ხომ მენდობი?...ფრთხილად დაუსვა ხელი თმაზე ელენეს კაცმა და ძილ-ბურნაში მყოფი,უთენია გაიყვანა სახლიდან.ელენე?მას მხოლოდ ტაქსი და შემდგომ თვითმფრინავი ახსოვს,საფიქრალი არც არაფერია... 14 თებერვალი ხანდახან ვერ ვაფასებთ ადამიანებს,მანამ სანამ მის მონატრებას არ ვიგრძნობთ... რომი...ეს ელენეს ახდენილი ოცნებაა... -იცი რომ დღევანდელი დღე პირველად რომში აღინიშნა?... დაუსვა კითხვა დათომ ქალს და თვალებში შეხედა...ჯერ ირონიულად ჩაიცინა ელენემ,შემდეგ თვალი სანტა პრასედეს ტაძარს გაუსწორა და შეურაწყოფილმა ამოილაპარაკა. -ამის კითხვა არ გეპატიება დათო,რა თქმა უნდა ვიცი,შენ ის თუ იცი რომ ძველად რომში, ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა შიშველი მამაკაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქში. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ; ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო...თავდაპირველად ამ დღესასწაულს ქალღმერთ უინოსასა და ღმერთ ფავნისადმი საპატივცემულოდ აღნიშნავდნენ?!...ნასიამოვნებმა ჩამოარაკრაკა და „ეგრე გინდა“მზერით შეხედა მეუღლეს -ჰმ,მე მეგონა რომ მღვდელი ვალენტინი იყო ყველაფრის ფუძემდებელი...ხშირად ჩვენც ბევრი რამე მიგავჩნია სწორად,მაგრამ...ყველაფერი სწორედ რომ „მაგრამ“-ით იწყება... ოცნებები ხდება... იმედი არ კვდება... სიყვარული კი უკვალოდ არ ქრება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.