შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მენდე!


4-02-2016, 21:39
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 498

მარჯანიშვილის ქუჩას მივუყვებოდით,უკვე ახლოს ვიყავით კიდეც ლუკა პოლარეს სანაყინესთან,გვერდით რომ მივიხედე და თვალები ზედ დამრჩა,გული ამიფანცქვალდა,ჩემი ერთ-ერთი სისუსტე მოქცეულიყო ხედვის არეალში.რაღაც შენობის გვერდით ბაიკი ეყენა,იმდენად მოვიხიბლე,ლამის მივვარდი და დავჯექი,მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრებში,ზოგადად გამოხტომები არ მჩვევია,ძალიან კი მომინდა ბაიკის პატრონიც დამენახა,მაგრამ არა.ფიქრებიდან გოგოებმა გამომიყვანეს.
-მარიამ!-მომმართა თათამ და მეც მზერა მათკენ მივმართე,-რაზე ფიქრობ?-ეშმაკურად შემომხედა მან
-არაფერზე,-თავი გავაქნიე მე და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადავიწიე
-ნუთუ!-სიცილით მომიგო და მომეხუტა,-კარგი შევეშვათ ბაიკს,წამოდი,ცივა,პოლარეში შევიდეთ
-ხო,პოლარეში შევიდეთ და ნაყინი ვჭამოთ,-რატომღაც გამეცინა,გიჟები მარტო ჩვენ ვიყავით მეგონა,რადგან სიცივეში ნაყინის მირთმევას ვაპირებდით,თუმცა,როდესაც სანაყინეში შევედით,მარჯვენა კუთხეში გემრიელად შეექცეოდა გოგონა.თან მეშინოდა არ გავციებულიყავი,თან ძალიან მინდოდა.ჩვენი ადგილი დავიკავეთ ოთხივემ და ცოტახანს მონატრება ჩავიცხრეთ,ვისაუბრეთ და შემდეგ სასურველი ნაყინის შესაკვეთადაც წამოვდექით.
-ვანილის,-მივმართე გოგონას
-ახლავე და თქვენ?-ჰკითხა ჩემს გვერდით მდგარ თათას და ნიას,ნათია ჯერ კიდევ ყოყმანობდა,საბოლოოდ კი სამივემ შოკოლადის შეუკვეთა,მე კი ჩემი უდიდებულესობა ვანილით კმაყოფილი დავბრუნდი მაგიდასთან.
გემრიელად შევექცეოდით პოლარეს ნაყინს,როდესაც მზერა გარეთ გამექცა,ისევ იმ ბაიკზე,ამჯერად პატრონიც ახლდა,ნიამ რომ დამინახა ისევ ბაიკს ვუყურებდი და ახლა უკვე პატრონიც გამოჩენილიყო,გაეცინა და თვითონაც დააკვირდა.
-იმ დამცავის ქვეშ რა იმალება კაცმა არ იცის,-ფხუკუნით მომიგო და თვალები მოჭუტა,-სულ მგონია რომ სიმპატიური არ იქნება,არადა რა ბაიკია
-მე ბაიკი მომეწონა,მფლობელზე არც დავინტერესებულვარ,-ენის ბორძიკით მივუგე და გაჭირვებით,მაგრამ მაინც ავარიდე მზერა ბაიკსა და ბიჭს,რომელიც უკვე ზედ შემომჯდარიყო და ძრავს რთავდა,რაღაცნაირად გული დამწყდა,მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა,მალევე გადავერთე საუბარში და ბაიკიც გადამავიწყდა.
-არ დავიშალოთ?-ვიკითხე მე და საათს დავხედე,არავის გვინდოდა სახლებში წასვლა,მაგრამ სანამ ვინმე გაგვყრიდა უნდა გამოგვესწრო.წამოვიშალეთ და ჩვენ-ჩვენი ნივთები წამოვკრიფეთ მაგიდიდან,შემდეგ ცოტა დამლაგებლის ფუნქციაც შევითვისეთ და გარეთ გამოვედით,მხოლოდ ახლა ვიგრძენი,რა ძალიან ცხელოდა პოლარეში,ზამთრის ცივი ჰაერიც კი მესიამოვნა.ოთხივე გავუყევით,აუჩქარებელი ნაბიჯებით ტროტუარს და მარჯანიშვილის მეტროშიც ჩავედით,ჩვენი გზებიც სწორედ აქ გაიყარა.დღევანდელი დღით ნასიამოვნებს,ჩემს თბილ მეგობრებთან გამომშვიდობება გამიჭირდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,არც კი ვიცოდი,კიდევ როდის მომეცემოდა შანსი,მათთან ერთად სადმე დაჯდომის და საუბრის.
შინ ძალიან დაღლილი დავბრუნდი,მთელი ენერგია გარეთ დავტოვე,მივწექი დივანზე და თვალები დავხუჭე,დღევანდელი თავისით ამოტივტივდა ნაპირზე და ჩემდაუნებურად გამეღიმა,ამ დროს დედაჩემი დამადგა თავზე და ჩემი ღიმილის მიზეზს სანამ არ მიაკვლია არ მომეშვა.არადა მას არ სჩვევია,ჩემს საქმეებში კირკიტი,თუმცა ალბათ ჩემმა განსხვავებულმა ღიმილმა დააინტერესა.ადრე მასთან საუბარი ძალიან მსიამოვნებდა,მაგრამ რაც წამოვიზარდე,მინდა რომ ჩემთვის განვმარტოვდე და იმდენი ვიფიქრო,რამდენიც ჩემს გონებას შეეძლება.
-ყავას გაგიკეთებ,-დივანზე ნახევრად მიძინებულს მომიგო დედაჩემმა,-მოგიხდება
-არა,ნუ შეწუხდები,დღეს პოლარეში მივირთვი უკვე,-თავაზიანად გავუღიმე და წამოვდექი,-ოთახში შევალ,-ეს ნიშნავდა,“ნუ შემაწუხებთ“,მართალია დედას ამის შეხსენება არ სჭირდებოდა,მაგრამ სიფრთხილეს თავი არასოდეს სტკივა.ლასლასით შევედი საძინებელში და საწოლზე პირაღმა წამოვწექი,დაღლილობისგან წელიც ამტკიებოდა,მაგრამ ენდორფინი ჩემში იმდენად ბევრი იყო რომ აღარაფერს დავეძებდი.
დაძინება ვცადე,მაგრამ ვერ მოვისვენე,მუცელზე დავიწყე ხელები და ჭერს მივაშტერდი,რაღაც რომ მემართება,აშკარად ვგრძნობ,მაგრამ რა?.ტელეფონი ავიღე და თათას დავურეკე
-მოგაცდინე?-ვკითხე და ამოვიოხრე
-არა,რა მოხდა?-რომც არ სცლოდა,მაინც იგივეს მეტყოდა,-უკვე მოგენატრე,-მითხრა და გაეცინა
-იმდენს ვფიქრობ ძილიც კი დამავიწყდა,-ვუთხარი და მეც გამეცინა
-რაზე ფიქრობ მერე,დახუჭე თვალები და დაიძინე,-დამარიგა მან
-ვაიმე,-ცოტა გავბრაზდი,-როგორ უნდა დავიძინო,ვერ ვიძინებ-მეთქი
-მაშ მითხარი რას ფიქრობ ამისთანას?-მისი ხმა იმდენად მოქმედებს ჩემზე რომ ჩემდაუნებურად ვფქვავ ყველაფერს,-შენ რა ისევ იმ ბაიკზე ფიქრობ?-ცოტა შეშფოთებულიც კი მეკითხება და მე ვდუმდები.
-ხო,ვფიქრობ,მაგრამ რატომ არ ვიცი,არაფერი განსაკუთრებული მას არ ჰქონდა
-უნდა მისულიყავი და გაგეცნო ბაიკერი,შენც დამშვიდდებოდი და მეც
-შენ რაღა განერვიულებს?-გაოცებულმა ვკითხე
-შენ!-მომიგო მან და ცოტახანში ისევ გაეცინა
-კარგი,ვეცდები დავიძინო,დროებით,-დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე.
* * *
შუაღამეა და მირეკავს ნია.
-გოგო,არ დამიჯერებ,მაგრამ ჩემი კორპუსის წინ გაჩერდა ზუსტად ის ბაიკი
-იქნებ ბევრს ჰყავს ეგეთი,-ეჭვით ვკითხე ნიას
-გოგო,ბიჭიც ისეთივეა,დავიჯერო ორეულია?-ახარხარდა და ძლივს გავაჩუმე,-არ მაინტერესებს,ხვალ სწრაფად ჩამოხვალ თბილისში და იქნები ჩემთან,-ჩამიწყო უკვე გეგმები,მე კი სულაც არ მიფიქრია მზგავსი.
-ნია,შენი ჭირიმე,დაწექი დაიძინე რა,-ვურჩიე მე
-აუ კარგი რა,-აწუწუნდა,-ვიცი რომ მასზე ფიქრები არ გასვენებს,სანამ დროა გამოვიჭიროთ,თორემ მერე გული დაგწყდება,-იმდენი ხანი მექაქანა,მაინც გადამაწყვეტინა ხვალ თბილისში წასვლა.-ახლა შემიძლია მშვიდად დავიძინო,-უკვე თენდება რომ ამბობს მთქნარებით და ტელეფონს მითიშავს.მეც მედება მთქნარება და ძილიც მითრევს.
* * *
დილაადრიან ვემზადები თბილისში წასასვლელად და მეც არ ვიცი ჯერ,ამას რატომ ვაკეთებ,ჩემებს ვუხსნი რომ მუშაობას ვიწყებ და ამიტომ მივდივარ-მეთქი და ისინიც დალოცვით მიშვებენ ქალაქში.
* * *


პ.ს ჯერ ეს იყოს და მერე უფრო გავზრდი თავებს და წინა ისტორიასთან ერთად დავდებ ხოლმე. იმედია ჩემს ალბატონს მოეწონება. მადლობთ



№1  offline მოდერი ლილიანა

ვანილის ნაყინიც მეც მიყვარს და საერთოდ ნაყინი ❤მომწონს თეკუნა ეს ისტორია ,❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ჯერ ერთი იქ მე ცხელი შოკოლადი დავლიე :დდ
აუ რა გიჟი ხარ თეოოო. <3
საყვარლად გამოგდის. ^^
გელოდებიიი

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ქალბატონო ეს რეები გაგიხსრნებიაა,რა საყვარლად გყავარ გამოყვანილიიი...არ დაგავიწყდა ხო პოლარე და ბაიკიი...მიყვარხარ

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

მადლობთ ქალბატონებო. <3 ვეცდები ისე აღვწერო,როგორც მაშინ ჩავიფიქრე. :* :*
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ტომა
რეალურ ამბავზეა დაფუძნებული?

კი ჩემი,lullaby-ის თეოს და კიდევ ერთი ჩვენნაირი გიჟის ამბავია,ნუ დასაწყისი მაინც♥

 


№6 სტუმარი nino k.d..

kargi chans mal-male dade xolme

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent