უთხარი დედაშენს რომ.. შენ ახლა ჩემი ხარ (5)
ლინდა წრე მალე დაიშალა, მაგრამ მაშინვე გამოჩნდნენ ჩემი ''გიჟები'' და ცეკვა განვაგრძეთ.. ერთად კარგად ვერთობოდით.. ნია, ლილე თეო და ქეთაც ცეკვავდნენ.. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე ქეთასთან როგორ დაქალობენ.. საერთოდაც, არსებობს გამოთქმა, '' მითხარი ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ''... თუმცა ისიც მახსენდება ''მითხარი ვინ ხარ და გეტყვი ვინაა შენი მეგობარი''.. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ქეთა რასაც ქვია ''ეტენება'' ამ ხალხს.. სულ ცდილობს სანდროსთან იყოს, სანდრო კი ვერ იტანს.. მისი ერთი გამოხედვითაც ჩანს, რომ აგიზიანებს, მაგრამ გოგოების ხათრით ზედმეტს არ ეუბნება.. - ვაი ფეხიი- იყვირა უცებ ქეთამ და სანდროს ჩემოეკიდა.. სანდროს ნერვები მოეშალა, მაგრამ ვანიშე სადმე დაესვა. როგორც ჩანს ქეთას სურს, რომ მაინც და მაინც სანდრომ წაიყვანოს შინ - ქეთა, ახლა ხელს დაგადებ და მეტყვი გტკივა თუ არა - რავი მაინც მომავალი ექიმი ვარ და, მან თავი დამოქნია.. წარმოიდგინეთ, უბრალოდ ფეხი გადაუბრუნდა და სადაც ვკოთხე ყველგან ტკიოდა.. ჩემი გოგონები ყველაფერს მიხვდნენ.. შეიძლება ჯერ მესამე კურსზე ვართ, მაგრამ ჩვენს მომავალ პროფესიას ბეჯითად ვეკიდებით..- ამყევით - ტუჩის მოძრაობით ვანიშნე გოგოებს - სასწრაფოში დავრეკოთ ქეთა, თუ მასე გტკივა.. სერიოზულია - არაა - იუარა მან - რას ამბობ, თუ იმ ადგილებში მართლა გტკივა რაც გვაჩვენე შეიძლება ამოვარდანა იყის - უთხრა ეკამ - ან ძვალი იყოა გაბზარული - დაამატა ლიზამ - ან იქნებ მოტეხილიც - მხრები აიჩეჩა ელემ.. - არა, აარა, აღარ მთკივა.. სიარულსაც შევძლებ და სახლში დავბრუნდები - აფერისტული ღიმილი აიკრა.. - ნუ ყველა მიხვდა სინამდვილეში რაც უნდოდა ქეთას, მაგრამ რა - მაგრები ხართ - მხარზე ხელი დაგვკრა ნიამ.. - აუ ლევანის დაა და მაგ პონტში წამოვიყვანე, თორემ მეც არ მინდოდა- გვითხრა თეომ - სულ შენ წამოიყვანე რა.. ადგა, გაემზადა და ჩახტა მანქანაში - უპასუხა ლილემ დაქალს - ჩვენს ბიჭებს ვუთხრათ და გავყვეთ ჩვენც რა - გოგონებიც წავიდნენ.. - თქვენ რა ყველანი მედიკები ხართ - იკითხა ნიკამ - არა, ანა მომავალი იურისტია.. - უპასუხა ელემ - მორჩა მე ავად არ გავხდები რა.. - გაგვეხუმრა თოკო -იოცნებე რომ ჩვენ გიმკურნალოთ რაა - დაეღრიჯა ლიზა.. - გავერთოთ რა რამით - თქვა ეკამ.. - წამოდი დავლიოთ, იქ სასმელსაც ყიდიან - შემოგვთავაზა კოსტამ - რატომაც არა, დავლლიოთ.. ოღონდ სახლამდე რომ მივაღწიოთ იმდენი - ვუთხარი მათ.. თანხნობაც მივიღე და წავედით.. ახლა უნდა ვიმღეროთ - სასმელისგან გათამამებულმა გადავხედე გოგოებს - რა პრობლემაა - სასაცილოდ დაიმანჭა ლიზა - აბა, ადგა ჯარიი.. - იყვირა ანამ - კარგით ახლა, აქ არ გინდათ რა - შემეხვეწა სანდრო - რა გგონია, რომ ჩვენ კარგად ვერ ვიმღერებთ? - ცალი წარბი ზევით ავწიე - მაგას არ ვამბობ ლინდა - აბაა? - ის იგულისხმა, რომ ეს ხალხი არაა ღირსი თქვენი შესანიშნავი ვოკალის მოსმენისა - უშველა დათოიემ.. - კაი ბიჭი ხარ დათოიე - უთხრა მას ლიზამ - ნუ მეძახი გოგო მაგ დათოიეს.. ბებიაჩემი ხომ არ ხარ. - ''გაუჯავრდა'' დათუნა - მოდი სახლში წავიდეთ რა, სანამ შეგვიძლია - შევთავაზე ბიჭებს და ცოტა ხანში სახლის გზას ვადექით.. მაინც ვმღეროდით მე და გოგოები, ბიჭებიც გვყვებოდნენ, მაგრამ რას ვმღეროდით კაცმა არ იცის.. სახლში გადაირია ბებო - რა არი დასასვენებლად ჩამოხვედით თუ გასალოთებლად.. - ოო, კარგი რა ბეე.. ჩემი საყვარელი ბებო ვინ არისო ვინაო - ავეკარი ბებოს - წადი დაიძინე -ლოყაზე მაკოცა ბებომ - ჯერ მაჭამე რამე რაა - ყელი გამოვწიე.. ბებომ მალე გაგვიწყო მაგიდა და ჩვენც მივირთვით.. თითქოს სასმელიც აღარ მოქმედებდა.. საღამოს ისევ მომწერა სანდრომ გამოდიო და რა თქმა უნდა გავედი.. - არ გცივა? რა თხლად ჩაგიცვამს.. - ეგრევე მითხრა სანდრომ - ჯერ მომიკითხე, იქნებ ვკვდები ვა - ვუთხარი ღიმილით.. ხელი ჩავკიდე და ისევ იმ ადგილზე წავედით.. ჩამოვსხედით, ჩემთან ახლოს მოიწია და მისი მოსაცმელი მომასხა - შეგცივდება - გამიღიმა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა - ჩემზე ზრუნავ? -დიიახ - მითხრა და თმა ყურზე გადამიტანა.. -მოდი ვისეირნოთ რა - ხელი დამტაცა სწრაფად გამაქცუნა - მოიცადეე, ნელა ვიაროთ.. რას მირბიხარ - შევაჩერე და შემდეგ ნელა გავუყევით გზას.. - სანდრო, იცი რა მაინტერესებს? ქეთასთან რატომ მეგობრობენ გოგონები? - მეგობრობენ რო? თეოს საქმროს დაა და თვითონ ცდილობს ამათთან დაახლოვებას - შევატყე, ძალიან უსიამოვნო გოგოა.. თანაც მატყუარა, ფეხი გადაუბრუნდა და ისე კიოდა თითქოს მოტყდა - ეგეთია რაც თავი მახსოვს.. ჩემი ძმაკაცების დაკერვას ცდილობდა და ჯერი ჩემზე დაუდგა.. ვერ ვიტან ლინდა.. ვერ ვეგუები, რომ არსებობს.. ნუ ხან ვფიქრობ რომ პატარაა და ჭკუას მალე ისწავლის, მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ასაკი არაფერ შუაშია.. უბრალოდ ისეთ ადამიანებს მიეკუთვნება, რომელსაც სურს, რომ ყველა მასზე საუბრობდეს.. ავათ თუ კარგად ჩვენც მასზე ვლაპარაკობთ ახლა და აღარ გვინდა რა... - ხო, მართალი ხარ.. აუ ნახე ბალიი - ბლის ხე შევამჩნიე.. - დავკრიფოთ ცოტა რა.. - მოვიპაროთ ლინდა? - ოო, რას ამბობ, ქურდობა საშინელი საქციელია... მოვიფიქრეეე...გაურკვეველი დროით ვისესხოთ - ახლა თუ მასეა - ხეზე აიხლართა სანდრო - სადაცაა უნდა ჩამოსულიყო შრიალი მომესმა.. ვიღაც მოდიოდა, მე კი სანდროს ვერ დავტოვებდი.. ერთი კაცი გამოვიდა, დაბნევა არ შევიმჩნიე და ინგლისურად მივმართე ტურისტი რომ ვგონებოდი.. ის კი აზრზე არ იყო რას ვეუბნებოდი.. სანდროსაც ინგლისურად ვუთხარი ფრთხილად ჩამოდი-მეთქი.. კაცი ქართულად მეუნებიდა და ვითომ ვერ ვიგებდი.. შევამჩნიე სანდრო როგორ ჩამოხტა და გაიპარა.. კაცს ხელი ჩამოვართვი. ვითომ ტურიტმა სურათიც გადავიღე მასთან და სანდროს დავეწიე - ასე აღარასოდეს მოვიქცევი - მითხრა სანდრომ ღიმილით და ბლის ტოტი გამომიწოდა.. - არც მაშინ შემთხვევით ალუჩის ''სესხება'' რომ მოგვინდეს - ნწ - საყვარლად გააქნია თავი.. ჩაბნელებულ გზებს მივუყვებოდით, ''ნასესხებ'' ბალს ვჭამდით და ვიცინოდით.. სახლის გზასაც დავადექით და მალე მივედით კიდეც.. შესვლას ვაპირებდი, როდესაც მიმატრიალა და ბაგეებზე მეცა, მალევე მომშორდა და წავიდა.. ამ ჯერად გოგონები სტარტზე დამხვდნენ - სად იყავი? - მკითხა ანამ - ხომ სანდროსთან ერთად იყავი? - დაამატა ეკამ - თვალები ეგრე რატომ გიციმციმებს? - წინ წამოვიდა ლიზი - და საერთოდ რატომ გაქვს მასე აწითლებული ლოყები - წარბები აჭიმა ელემ - დავიწყოთ იმით, რომ საასირნოდ ვიყავი.. დიახ, სანდროსთან ერთად - ეკას სიტყვის თქმა არ ვაცალე - არ ვიცი თვალები როგორ მიციმციმებს და ლოყები სიცივისგან დამოწითლდა - ჩამოვარაკრაკე უცებ - არ იცი არა? - დამიბღვირა ეკამ - ნწ - თავი აქეთ-იქით გავაქნიე - დაიჯები ტყუილებისთვის იცოდე - თვალები დამიქაჩა ლიზამ.. მეც გადავწყვიტე, რომ დასჯა არ მინდოდა და გოგონებს ცნობისმოყბარეობა დავუკმაყოფილე.. - ახლა თქვენი ჯერიააა.. რა ხდება თქვენკენ? - მე და თოკო კარგი მეგობრები ვართ - მითხრა ეკამ და ისეთი მზერით შევხედე მიამატა - კაი, ხო, მეგობრებზე ცოტა მეტი - კოსტაზე რა გითხრა.. ცოტა ნერვებს მიშლის ხოლმე, მაგრამ მაინც ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.. - რავი მე არ მაბრაზებს დათოიე, მაგრამ ჯერ მაინც მეგობრები ვართ.. დრო მოიტანს დანარჩენს - მე კიდევ უკვე შეყვარებული ვარ - გვითხრა ელემ და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გაწვა.. - აი მემის აღიარებაა.. - დავწვეთ რა.. - ოო რამეს ვუყუროთ.. - გვთხოვა ლიზამ.. ფილმი ავარჩიეთ.. გაგიკვირდებათ და საშინელებათა ჟანრის.. ამიტომ ხუთივე გადავიხლართეთ ერთმანეთში და ისე ვცადეთ დაძინება.. სანდრო დღევანდელი საღამოც ლინდასთან ერთად გავატარე.. ეს უკვე ჩვევად მექცა.. სახლში რომ დავბრუნდი ეზოში ქეთა შემხვდა.. დამიძახა, მაგრამ ხმა არ გავეცი.. ამ დღეს ჩხუბით ვერ დავამთავრებდი.. ტკბილად დამეძინა.. თავს ისე მაუბუქად ვგრძნობ, ლაღად.. უბრალოდ შეყვარებულად... ეზოში გავედი, ჰამაკში მოვთავსდი და ყურსასმენებით საყვარელ მუსიკას ვუსმენდი.. უცებ ვიღაცის ჩრდილი მომადგა, თვალები გავახილე და აი დღის დასაწყისიც ასეთი უნდა.. თავს ლინდა მადგა.. ორი ყავის ჭიქით, გამიღიმა და ერთი მე მომაწოდა.. სწრაფად მოვისროლე ტელეფონი და ფინჯანი გამოვართვი - დილამშვოდობის.. საშინლად მინდოდა ყავა დამელია, გოგოები ვერა და ვერ გავაღვიძე, მარტო კი მუღამი არ აქვს და ამიტომ შენ მოგიწევს კომპანიონობა გამიწიო -სანამ რაიმეს ვკითხავდი მანამ მითხრა, მერე ჟაკეტის ჯიბიდან თეთრი შოკოლადის ფილა ამოიღო, ნახევარი მოტეხა და მომაწოდა - ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ - თეატრალური რევერანსი გავაკეთე, რამაც მისი ღიმილი გამოიწვია - აი ესაა დღის საუკეთესო დასაწყისი - თავისთავად - მიპასუხა მან - მე ყავაზე ვამბობ - დავეღრიჯე მას - შენ წარმოიდგინე მეეც - ისიც დამეღრიჯა.. - ლინდა წასვლას როდის გეგმავთ აქედან? - რავიცი, ჯერ არა.. თქვენ? - სამსახურიდან ორ კვირიანი შვებულება მაქვს და ასე რომ მალეე.. - არ ვიცოდი უფროსებსიც თუ იღებდნენ შვებულებას.. - მხოლოდ გამეღიმა - ნახე ვინ მოდის - თავით მანიშნა, ჰორიზონტს გავხედე და ქეთა დავინახე.. - პრივეეტ, აუ ყავა მეც მინდაა - გაიტყლარჭა ქეთა - მერე ადექი და მოიდუღე - შევუღრინე მე.. ლინდა აპირებდა ადგომას, მაგრამ ხელით დავიჭირე და გავუღიმე.. ქეთი იძულებული გახდა წასულიყო.. - მოდი რა ჩემთან - ვუთხარი ლინდას და ხელით ჩემკენ მოვითრიე, მან კი დაავლო ჩემს შოკოლადს ხელი და წამართვა.. მალე ქეთაც გამოჩნდა.. - ლინდა რა გვარის ხარ? - იკითხა ქეთამ - რაჭველიშვილი - მშვიდად უპასუხა მან - მაკა რაჭველიშვილს იცნოობ? - გაწელილი სიტყვებით ჰკითხა - დედაჩემია. - უპასუხა ლინდამ - შენ დედაშენის გვარს ატარებ? უი ხო, ქმართან ხომ არ ცხოვრობს, მიატოვაო, თუ ასეთ რაღაცას ამბობენ - ისე მომეშალა ნერვები, მინდოდა შუაზე გამეგლიჯა, მაგრამ ლინდამ მანიშნა მშვიდადოო - ხალხი ათას რამეს ამბობს, მათ მხოლოდ ეს შეუძლიათ.. ამ საკითხის შენთან განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ..- მშვიდად უპასუხა ლინდამ - უბრალოდ ვთქვი, ამბობენ, შვილი მამას დააშორაო დ.. - სიტყვა აღარ გააგრძელო, არავის საქმე არ არის ის როგორია, მარტოა თუ ვიღაც ყავს.. მისი და მამაჩემის საქმე შენი და შენნაირების გასარჩევი არაა.. მასზე ზედმეტის თქმის უფლებას არავის მივცემ.. ის ხელწამოსაკრავი ვიღაც არაა, სანამ მააზე რაიმეს იტყვი კარგად დაფიქრდი, სხვა დროს ასე მშვიდად აღარ დაგელაპარაკები - გაბრაზდა ლინდა და წავიდა.. ფეხზე წამოვდექი და ქეთა კუთხეში მივიმწყვდიე - ყოველთვის ვიცოდი შენი დამპალი ხასიათი.. არ გაქვს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება, ახლა გაფრთხილებ და კარგად მომისმინე, რადგან ამას მეორედ არ გავიმეორებ, იცოდე დღის ბოლომდე ლინდას ბოდიშს მოუხდი, ან და ჩემს სახლში ფეხს ვერასოდეს შემოდგამ, გასაგებია? - უკვე ყვირილზე გადავედი - თუ საღამომდე მას ბოდიშს არ მოუხდი, არ მაინტერესებს სად წახვალ, ბიჭი რომ იყო ისე დაგელაპარაკებოდი, როგორც საჭიროა.... - ასეთი რა გაგიკეთა, როდის აქეთაა ბავშვები მოგწონს, რა დაინახე მასში ისეთი, რაც მე არ მაქვს? - დაიწიკვინა მან - პატიოსნება და ღირსების გრძნობა, თუ იცი მაინც ამ სიტყვების მნიშვნელობა.. დიახ, შეიძლება ბავშვია, მაგრამ სუფთა გულის და არა შენნაირი ბ...ი, აღარასოდეს შეედარო მას..... - ვუყვირე და გარეთ გავედი.. ლინდასთან უნდა მესაუბრა.. სახლში არ დამხვდა, თუმცა ვიცი სადაც უნდა მეძებნა.. სახლში შევბრუნდი ბუტერბროდები სწრაფად მოვამზადე და გავედი ლინდა საშინლად გაცოფებული გამოვვარდი სანდროს სახლიდან.. ეს პირველად არ ხდება.. არსებობენ შურიანი და ბოღმიანი ადამიანები, რომლებიც დედაჩემზე ათას რაღაცას იგონებენ.. ქეთა კი უბრალოდ საცოდაობაა.. სახლში არ წავედი.. გორაზე ავედი და დავჯექი.. ყველაფერზე მეფიქრებოდა, მაგრამ ის რაც მოხდა, რეალურად მხოლოდ მამაჩემის ბრალია.. ასე ვიჯექი ცოტა ხანს, მალე ადამიანის მოახლოვება ვიგრძენი.. ვიცოდი, რომ სანდრო იქნებოდა.. გვერდით მომიჯდა და ხელი ჩამჭიდა, სანამ რამეს მეტყოდა მე დავასწარი - სანდრო, ქეთა უბრალოდ დაბოღმილია.. იმაზე ბრაზობს, რომ მე და შენ ერთმანეთთან ახლოს ვართ, მას კი ზედაც არ უყურებ.. მაინც, მინდა იცოდე, მე მასზე არ ვბრაზდები.. უბრალოდ ამ ცხოვრებაზე მეშლება ნერვები'.. ზოგისთვის უშველებელ ბედნიერებას იმეტებს, ზოგისთვის კი მხოლოდ ცრემლების ღვრაში გადის.. მე ათასჯერ მომისმენია სხვებისგან, ის რაც ქეთამ თქვა.. მაგრამ ყველას ვეუბნები რომ სხვების პირადზე ისინი საუბრობენ, ვისაც საკუთარი არ გააჩნიათ.. მაგრამ მისი ბოღმა მაშინებს, ღმერთმა იცის რას იზამს შემდეგში.. - ვერაფერსაც ვერ იზამს, გპირდები.. ხომ მენდობი? - კი გენდობი - მან კი გამიღიმა, ახლოს მოიწია და მაკოცა.. - ლინდა დამპირდი, რომ ქეთის გამოხტომების გამო მე და შენი ურთიერთობა არ შეიცვლება.. - ჰმ.. ჯერ მითხარი, რას ნიშნავს შენთვის ჩვენი ურთიერთობა? - ის წამოწვა და თავი მუხლებზე დამადო, მერე საყვარლად ამომხედა - შენთვის რას ნიშნავს - კითხვა შემომიბრუნა - ეე, რა წესია ჯერ მე გკითხე და უნდა მიპასუხო - მან გამიღიმა, უცებ ისევ წამოდგა და ტუჩები შუბლზე მომაკრა - ჩვენი ურთიერთობა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის.. ისაა, რასაც მინდა ყველაზე მეტად გავუფრთხილდე.. სანამ შენ გამოჩნდებოდი თითქოს არავინ ვიყავი.. არ ქონდა აზრი სად წავოდოდი, სად დამიღამდებოდა და ვისთან ერთად.. სერიოზულად არაფერს ვუყურებდი.. არც მომავალზე ვფიქრობდი... საერთოდაც, შენ ხდი ჩვენს ურთიერთობას განსაკუთრებულს და ის გრძნობა, რომელიც შენ მიმართ მაქვს.. მიყვარხარ... ძალიან, ძალიან მიყვარხარ. -სანდრო მეხვეოდა, ხანდახან საფეთქელზეც მკოცნიდა საუბრისას.. მისი პულსაცია გაორმაგებულიყო.. მე კი უბრალოდ ცრემლების შეკავება ვერ მოვახერხე.. ჩემი ჯერი იყო, რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ ვიცოდი, რომ ორ სიტყვასაც ვერ გადავაბამდი ერთმანეთს - მე.. მე.. - სანდროს მობილურზე დაირეკეს.. როგორც აღმოჩნდა დედამისი იყო.. ცოტა ხანს ესაუბრა.. შუა საუბრისას მისი მოწერილი სიტყვები გამახსენდა და მივწერე.. საუბრის თანხლებით გახსნა ესემესი და წაიკითხა ''უთხარი დედაშენს, რომ შენ ახლა ჩემი ხარ'.. გაიღიმა, ისევ შუბლზე მაკოცა და დედამისს ჩემზე დაუწყო საუბარი... მარიტა დეიდამ ( დეიდა დამიხაეო და) შვილის ''ამ სამყაროში მობრუნებისთვის'' მადლობა გადამიხადა და ჩავალთ თუ არა მათთან მიმწვია.. შემდეგ სანდროს ხელით გაკეთებული ბიტერბროდები მივირთვით და სახლში გამაცილა.. სანამ შევიდოდი კი დავპირდი, რომ ქეთას ვერცერთი გამოხტომა ჩვენს ურთიერთობას ვერაფერს დააკლებს... *************** ესეც შემდეგი თავიი... ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობს... მიხარია, რომ მოგწონთ.იმედია ეს თავიც მოგეწონებათ და თქვენს აზრს გამიზიარებთ.. გელოდებიით ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.