შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინ თქვა ბედნიერი დასასრული არსებობსო?


5-02-2016, 21:13
ავტორი niniko oo
ნანახია 1 997

გამარჯობა ^_____^ მოკლედ არ ვიცი რამდენად გამომივა ისეთ კარგი მოთხრობის დაწერა როგორსაც ამ საიტზე ვკითხულობ მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო :დდ ძალიან ძალიან გამიხარდება თუ წაიკითხავთ და შეაფასებთ <3

ლამპიონებით განათებულ ქუჩას მიუყვებოდა და ცხოვრებისგან კმაყოფილს ეღიმებოდა. დიახ, ის კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით, რადგან ჯერ მხოლოდ 14 წლის იყო და არ იცოდა რა იყო დიდ და ნამდვილ პრობლემასთან გამკლავება, რადგან პრობლემა არასდროს ჰქონია. როგორც ერთადერთ შვილს მშობლები მუდამ ათამამებდნენ და ხელის გულზე ატარებდნებ. ის პატარა ვარდისფერ ყუთში იჯდა, რომელშიც სულ მხიარულება და ბედნიერება იყო. მეგობრები არ ჰყავდა, მხოლოდ მამიდაშვილი ყავდა თათული, რომელიც მუდამ მის გვერდით იყო. ამაყობდა თავისი მშობლებით, რადგან ყოველ დღე შეჰყურებდა მათ ბედნიერებისგან აკიაფებულ თვალებს. ხშირად უთქვამთ მიასთვის მარტო იმიტომ ღირდა დაქორწინება შენ რომ გვყოლოდიო. შესაშურია არა? ბევრი ბავშვი ნატრობდა მიას ცხოვრებას და არც გაგიკვირდრბათ რატომ. მამიდაშვილისგან დაბრუნებულს სახლში მხოლოდ მამა დახვდა რაც ცოტა ეუცნაურა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
-მა დედა სად არის? - იკითხა და მაცივარში "შეძვრა".
-დღეს ნათიასთან დავრჩებიო, მია -ისე თქვა თითქოს თავადვე არ იყო საკუთარ ნათქვამში დარწმუნებული.
-უცნაურია არა?-გაუკვირდა მიას, რადგან არ ახსოვდა ოდესმე ქალბატონი ბელა ანუ დედამისი სადმე დარჩენილიყო.
-ხო რა ვიცი აბა მა-თქვა და თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი ბატონმა დემეტრემ(მიას მამამ)
მიამ შეამჩნია მამამისის დაბნეულობა და ნერვიულობა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
-მე ჩემს ოთახში ვიქნები სამეცადინო მაქვს-თქვა და საჭმელთან ერთად ჩქარი ნაბიჯით შევიდა თავის ოთახში. ჩქარა იმეცადინა ყველა საგანი, მისაღებში გავიდა, მამას ტკბილი ძილი უსურვა და ოთახში დაბრუნდა. ცივ საწოლში შეწვა და გათბობას ცდილობდა თან მშობლებზე ფიქრობდა, მაგრამ დაღლილობამ თავისი ქნა და მალევე ჩაეძინა.
გამთენიისას მსხვრევის ხმა გაიგო და წამებში წამოვარდა საწოლიდან. მისაღებში შესულს კი შემზარავი სურათი დახვდა. დედამისი კუთხეში ატუზულიყო და ტიროდა, მამა კი აქეთ-იქეთ დადიოდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-არ გაპატიებ!!! არასდროს გაპატიებ, გესმის? ეგ როგორ გამიკეთე ამდენი წლის შემდეგ? ჩემზე თუ არა მიაზე მაინც არ ფიქრობდი?? მიპასუხე! რატომ? ამიხსენი რატომ მიღალეტე! რამეს გაკლებდი? ჰა? მითხარი რამეს გაკლებდი? ამოიღე ხმა!
ბელამ ტირილს უმატა.
-მე...მე...-ვერ დაამთავრა ბელამ
-რა შენ? რა შენ? -იღრიალა მოთმინება დაკარგულმა.
მია ამ ყველაფერს ჩუმად აკვირდებოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო და გონება დაკარგა.
-მია, გაიღვიძე მია - ესმოდა დედამისის სასოწარკვეთილი ხმა, მაგრამ თვალების გახელა არ უნდოდა. იქ ხომ სასტიკი რეალობა დახვდებოდა, რომელიც ვარდისფერი ყუთიდან ამოიყვანდა და სიმართლეს აჯახებდა. ბოლოს თავს ძალა დაატანა და თვალები ოდნავ გაახილა.
-მადლობა ღმერთს, მია როგორ შემაშინე დე-თქვა და შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლი. მია წამოჯდა და დედას უემოციე, ცარიელი თვალებით შეხედა.
-დე გაემზადე უნდა წავიდეთ-თქვა სევდანარევი ხმით
-სად? - მიას ხმაში სასოწარკვეთის, სევდის და იმედგაცრუების ნოტებს შეამჩნევდით. ასეთი ბედნიერი გოგონა როგორ აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში?
-შორს დე... მარტო მე და შენ, ხომ გინდა დე? - ბელას ცოტა აკლდა ტირილამდე.
-მე არსად წასვლა არ მინდა-თქვა და ცრემლებმა იწყეს დენა-არ წავიდეთ რა დე, გთხოვ აქ დავრჩეთ მამასთან-ემუდარებოდა მია დედას, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა რომ უშედეგოდ.
-ნეტა შემეძლოს დე-ახლა ბელაც ატირდა-გეხვეწები არ იტირო დედას პრინცესა ყველაფერი კარგად იქნება ჩემი ხო გჯერა?
მიამ მსუბუქად დაუქნია თავი.
-მაშინ მიდი ადექი და წავიდეთ მე ჩაგილაგე უკვე ყველაფერი-თქვა და წამოდგა.
-უკვე?-ასე მალე წასვლას არ ელოდა მია.
-კი დე, აქ ვეღარ დავრჩებით.
მიას აღარაფერი უთქვამს, ჩუმად ადგა, ჩაიცვა და თავის ჩანთას დაავლო ხელი. მთელი სახლი შემოიარა, მაგრამ მამამისი ვერსად ნახა.
-მზად ხარ მია? - ღიმილით კითხა ქალმა.
-კი-სევდიანი ხმით უთხრა პატარა ქალბატონმა.
სადგურამდე ტაქსით მივიდნენ, შემდეგ კი მატარებელში ჩასხდნენ და ბათუმის გზას დაადგნენ. მიამ იწრიალა, მაგრამ ვერაფრით დაიძინა, არადა ახლა ყველაზე ხელსაყრელი ძილი იყო, რადგან ფხიზელს უნდა ეფიქრა რაც მის თავს ხდებოდა ეს კი საშინლად არ სურდა.
ბათუმში დილით ჩავიდნენ და აწ უკვე თავიანთ სახლს მიაშურეს. სადა სახლი იყო, ორი საძინებლით, ერთი აბაზანით, პატარა მისაღებით და სამზარეულოთი.
-ხვალ ახალ სკოლაში წახვალ დე უკვე მოვაგვარე-ღიმილით უთხრა დედამ და თმაზე მოეფერა
-კარგი-უემოციედ უპასუხა და თავისი ახალი ოთახისკენ წავიდა.
საწოლზე დაენარცხა და მწარედ ატირდა.დავიფიცებ პატარაობის შემდეგ პირველად ტიროდა. უნდოდა ტკივილისგან დაცლილიყო, მაგრამ ის უფრო ღრმად იჭრებოდა ორგანიზმში...



№1  offline წევრი natia-natia

კარგია გააგრძელე♡♡

 


№2 სტუმარი xato

momewonaa kargiaaa.male dade shemdegi da tan tavebi gazardee

 


№3 სტუმარი tako

Dzalian momewona ganagrdze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent