შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებს ბინდი ეფარება (3)


5-02-2016, 23:35
ავტორი just smile
ნანახია 1 611

ბავშვებო, იმედია მოგეწონებათ. ცოტა დამთრგუნველი ნაწილია თუმცა...
_________________________________________________________________________
მაგიდას მივუსხედით , შევუკვეთეთ, სანამ ვახშამს მოგვიტანდნენ სასმელი შევუკვეთეთ... რათქმაუნდა მე და ჩემი შოტლანდიური ვისკი... დედამ , როგორც ყოველთვის წითელი ღვინო... მამამ და ლუკამ ჩემ არჩევანს მიბაძეს...
- ყოველთვის ვიცოდი , რომ ჩემი ვაჟი კარგად გაერკვეოდა სასმელებში და ამაში ეჭვი არასოდეს შემიტანია , მაგრამ არ მეგონა ნამდვილად იმავეს ჩემს ქალიშვილზეც თუ ვიტყოდი (ვიცინით) . ეს რა ვაჟკაცი ბიჭები გამიზრდია , მამა გენაცვალოთ. ერთი შეხედვით ისეთია ლამაზი და ნაზია , სანამ არ გაიცნობ ვერავინ მიხვდება შიგნიდან როგორია... ეს უკვე კარგია... ადამიანი გადაშლილი წიგნი არ უნდა იყო, უბრალოდ ცხოვრებაში ეს ნაკლებად გამოგადგება, ადვილად ამოსაცნობი არ უნდა იყო
(მამას ყოველთვის უყვარდა ასეთი საუბარი, ჩვენც ვუსმენდით და მის ყოველ სიტყვას ვიმახსოვრებდით გონებაში, ვიცოდით , რომ ის ყოველთვის ისეთს ამბობდა , რაც ცხობრებაში აუცილებლად დაგვჭირდებოდა და რასაც ვერც სკოლაში, ვერც უნივერსიტეტში და ვერ წიგნიდან ვისწავლიდით...
ვსაუბრობდით , ვხალისობდით ...
- ნინო . შენს მეგობრებს რომ უნდა შეხვედროდი ვერ მოახერხე ხომ?
-ჰო ლუკა, ვერ მოვახერხე და ხვალისთვის გადავიტანეთ
(ლუკამ ჩემს ხმაში ნაღველი ამოიკითხა, ვიცოდი რომ ყოველთვის ყველაფერს ხვდებოდა. უცებ ის ჰანგები გაისმა , რომელზეც მე და ლუკამ რაღაც ვალსურ-ტანგური დავდგით სპონტანურად ( დედა და მამა გვატარებდნენ ბავშვობაში ცეკვაზე და ეს ნამდვილად კარგად გამოგვდიოდა , როგორც მათ). მოკლედ ლუკამ ხელი მტაცა
-წამო ვიცეკვოთ, დე ... მაა... წამო თქვენც რააა ... მერე გავცვალოთ ჩვენი ბრილიანტები (და გაიცინა... ლუკა და მამა ყოველთვის მათ ბრილიანტებად მოგვიხსენიებდნენ მე და დედას )
- წადით და ჩვენც გამოვალთ, ჯერ თქვენი ყურებით დავტკბებით (გვითხრა დედამ)
- პირობა პირობაა დედა (უთხრა ლუკამ მოჭუტული თვალებით)
- ბატონო ლუკა ოდესმე თუ გახსოვთ პატივცემულო პირობა დამერღვიოს?! (რიტორიკული კითხვა დაუსვა დედამ, პასუხი წინასწარ იცოდა)
- ბოდიშით კნეინა ( გაგვეცინა, სასწრაფოდ გავასწარით დედას აბობოქრებულ თვალებს , არ უყვარდა ასე რომ ვეძახდით)
-ლუკააა, აქ არავინ ცეკვავს , ჩვენ ასე გიჟივით უნდა ვიყოთ აქ? სირცხვილია ( გაოცებული ვიყავი ამ ფაქტით და მეცინებოდა კიდეც ჩემს სიტყვებზე, რადგან ვგრძნობდი რომ ნამდვილად არ მანაღვლებდა სხვები ცეკვავდნენ თუ არა)
-ნინიკო, დარწმუნებული ვარ ფორმალურობის გამო მითხარი ეგ. წამო შე მატრაკვეცა ( დარბაზის ცენტრში გამიყვანა, სადაც დიდი თავისუფალი ადგილი იყო )
- აბა ჰე დაიკო არ შემარცხვინო , მინდა რომ მთელი გული და სულით მეცეკვო... მინდა გამყვეს შენი გრძნობები , სიყვარული , შენი თმების სურნელი , შენი სიცილი , როდესაც შენს ღვიძლ ძმას დატოვებ და ისევ სასწავლებლად ძალიან შორს წახვალ... ვიგრძენი როგორ ჩაუდგა თვალებში სევდა. ლუკა არასდროს მაცილებდა აეროპორტში და არც იმ დღეს ჩნდებოდა ჩემთან , როდესაც მივდიოდა. ამას ვერ იტანდა, თუმცა იცოდა რომ აუცილებელი იყო. თვითონაც გამოცადა ეს გრძნობდა, არც მე ვემშვიდობებოდი , როდესაც ის მიდიოდა ბრიტანეთში, ვიცოდი ტირილი ამივარდებოდა და ვიცოდი რომ ეს გაურთულებდა მგზავრობას და გულს ატკენდა. ყოველთვის იმას მეხვერწებოდა , რომ არასდროს დაენახა ჩემს თვალზე ცრემლი, და თუ ეს უკანასკნელი მაინც ხდებოდა , ისე მაგრად ჩამიხუტებდა გულში და მთელი დღე ხელს არ მიშვებდა, მეუბნებოდა , რომ არასდროს არავის არ აპატიებდა ჩემს ცრემლს, ეს დამოკიდებულება ქალის და მითუმეტეს დის და დედის ცრემლების მიმართ მამიკოსგან გამოჰყვა, ვერც ის იტანდა ცრემლებს და ყოველთვის გვეუბნებოდა , რომ არასდროს არ უნდახავს დედას ცრემლები და სიცოცხლის ფასად შეეცდებოდა ასე ყოფილიყო მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში)
- ლუკა გეყოფა რა, ხომიცი როგორ მტკენ გულს...
- უბრალოდ მითხარი , რომ მთელი სულითა და გულით მეცეკვები... ვინ იცის იქნებ მომავალი ცეკვა შენს ძმას აღარ ეკუთვნოდეს და ვიღაც აყლაყუდამ წამართვას შენთან ცეკვის უფლება? ( სერიოზული სახით მელაპარაკებოდა , თუმცა დავინახე , როგორ ჩაებრიცა ტუჩები გვერდზე)
- დიახ , აუცილებლად მეცეკვება ერთხელაც ეგ „აყლაყუდა“ და მერე აღარ გეცეკვები ხოლმე შენ (ენა გამოვუყავი და დავემანჭე)
- კი , კი ... თუ ექნა ფეხები საცოდავს მთელი (ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები ჩუმად)
- გავიგონე ლუკსონაჩკა
- ძალიანაც კარგი, მოდი უბრალოდ ვიცეკვოთ...(და დავიწყეთ ცეკვა... დასაწყისში ვიგრძენი ჩვენზე მოშტერებული გაოცებული თვალები ... შემდეგ? მერე აღარ ... მე ჩემს სისხლს და ხორცს ვეცეკვებოდი, ვგრძნობდი როგორ ყიოდა სისხლი , ვგრძნობდი რას გრძნობდნენ ტყუპები, როდესაც ამბობდნენ „ისე ვაზროვნებთ და ვმოქმედებთ თითქოს ერთნი ვიყოთ“... ახლა ჩვენც ასე ვიყავით... ვცეკვავდი ჩემს ერთადერთ ღვიძლს ძმასთან ერთად და სხვა არც არაფერი მადარდებდა... როგორ ვძლებდი უამისოდ ამდენი ხანი მიკვირდა...
დავასრულეთ ცეკვა და მხოლოდ ამის შემდეგ შევნიშნეთ ნაზად მოფარფატე დედ-მამა... მათი ცეკვა სხვა იყო... მათი სიყვარული ყველანაირად იგრძნობოდა... უყურებდი და ისე გინდოდა რომ შენც განგეცადა მათნაირი სიყვარული , ასეთი წარმატებული სიყვარული რომ საკუთარ სხეულში არ ეტევი... დავასრულეთ ცეკვა და დედ-მამას ჩავეხუტეთ... ყველა ტაშს გვიკრავდა , მათ შორის დედა და მამაც... გავიღიმე და ნაზად თავი დავუკარი საზოგადოებას მადლობის ნიშნად და მაგიდისკენ წავედით, ისევ გვერდი ავუარე იმ თვალებს და არ შევიმჩნიე... აი მამამ კი შეიმჩნია ის ოჯახი
- ლაშა? როგორ ხარ ბიჭო? ( მამა ასე არავის ესალმებოდა , ყოველთვის მოკრძალებული იყო , ახლა კი თითქოს პატარა ბიჭი იყო და დიდი ხნის უნახავი ძმაკაცი ნახა)
- ჟორჟი ? ვაიმე რამდენი ხანია არ მინახიხარ ძმის გულოო , სად დაიკარგე ბიჭო? (ისე გადაეხვივნენ ერთმანეთს , აშკარად იგრძნობოდა როგორი კარგი მეგობრები იყვნენ ერთ დროს. დედაც ვიღაც ქალბატონს გადაეხვია... )
- ნატა. როგორ მომენატრეეე ( და ძლიერად მოხვია ხელები)
- თაკოო ... ჩემო გოგო... თაკულია... ( გაიძახოდა ქალი ჩვენთვის უცნობ ზედმეტსახელს დედასი. ამ თაკულიაზე ისე გაგვეცინა მე და ლუკას რომ სად დავმალულიყავით არ ვიცოდით. თუმცა როგორღაც სიცილი ღიმილში გადავიტანეთ . ჩვენ დედა და მამას უკან ვიდექით , რომლებიც აშკარად გაერთნენ თავიანთ მეგობრებთან საუბრით და სანამ ჩემმა მზერამ არ შეაწუხა თაკო , იქამდე ვერ მიხვდა ვერცერთი , რომ ოჯახებს შვილები ჰყავდათ ,რომლებიც არ იცნობდნენ ერთმანეთს და უხერხულად იშმუშნებოდნენ. თუმცა უხერხულობისას ვერაფერს გეტყვით იმ ბიჭზე , რომელიც ბატონი ლაშას გვერდით იდგა , ცალ ფეხზე დაყდნობილიყო , თავი გვერდზე გადაეწია და წამწამების ქვევიდან მიყურებდა თავისი თვალებით... აი იმ თვალებით შემოსვლისას რომ დავლანდე და გამოვარჩიე... ლუკამაც შეამჩნია ეს მზერა და ხელს მაგრად მიჭერდა, თითქოს არ უნდოდა გავეყავი და ეგრძნობინებინა ჯერ კიდევ უცხოსთვის , რომ ჩემი ძმა იყო და არ მისცემდა უფლებას ასე მოურიდებლად ეყურებინა ჩემთვის... ერთი პერიოდი ცოტა წინაც გაიწია ლუკა , მაგრამ ვითომ ვერაფერი შევამჩნიე ხელი წელე შემოვხვიე და ჩავიხუტე გვერდულად, მანაც მიხვდა რომ ასე განძრევასაც ვერ მოახერხებდა და არც უცდია ჩემი შეწუხება)
- უი ბოდიშით დე... (თქვა თაკომ თუმცა მამამ დაასწრო)
- ლაშა ეს ჩემი ბიჭები არიან . ნინო და ლუკა. ( თქვა და გაიცინა, ლუკაც და ყველა აყვა სიცილში მამას , „მისი“ ჩათვლით)
- გიორგი , შენსას არ იშლი. გოგოც ვაჟკაცი გამოზარდე ხო? ( ლუკამ ჩამოართვა ხელი ბატონ ლაშას და ქალბატონ ნატას, მეც მას მივბაძე და გავუღიმე ორივეს)
- ეს კი ჩემი ვაჟია , დემეტრე. სამწუხაროდ , ჩემი გოგოები ჯერ არ მოსულან, მეგობრის დაბადების დღეზე არიან , მალე მოიყვანს დემეტრეც, უკვე დროა ( და საათზე დაიხედა, როგორც ჩანს ეს პატივცებულს უკვე მოფიქრებული ჰქონდა და გასახებს მარცხენა ხელში ატრიალებდა. ჩვენ როგორც წესია ხელი ჩამოვართვით დემეტრეს , ცოტა დიდხანს მოუწია ჩემი ხელის დაჭერა, თუმცა ეს არავის შეუმჩნევია, ლუკას გარდა და ხელის ჩამორთმების დროს თავი დააქნია იმის ნიშნად რომ მიმხვდარიყო და მეორედ ეგ აღარ გაებედა. დემეტრებაც ფართოდ გაუღიმა და კარგი ნაცნობი ძმაკაცივით გადეხვია ლუკას . ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სხეული ლუკას და როგორი გაკვირვებულ-გაბრაზებული უყურებდა უცნობს. მოკლედ მამამ ჩვენს მაგიდასთან მოიპატიჟა ოჯახი და სხვა უფრო დიდ მაგიდასთან გადავნაცვლდით , შეკვეთაც გავაორმაგეთ. დემეტრე არ დაჯდა , ჩემს დებს მოვიყვანო და ბოდიშის მოხდით დაგვტოვა დროებით , მეც დრო ვიხელთე და ლუკას ჩავცურჩულე შეუმჩნევლად)
- ლუკა ასე ამაზრზენად ნუ უყურებ არაფერი დაუშვებია და ხედავ როგორ გაუხარდათ ჩვენებს მათი დანახვა, ნუ ჩაამწარებ. რომ დაეშავებინა რამე კიდე ჰო მაგრამ ... იცოდე წესიერად
- ჭკუას ნუ მარიგებ პატარა მატრაკვეცა მითხრა და შუბლზე მზრუნველად მაკოცა და ჩამიხუტა.
- ლაშა , გოგოებიო და არ მითხრა ბავშვობის სურვილი ავიხდინე და ტყუპები მყავსო(უთხრა მამამ)
- გიო, არაფერი გავიწყდება, და ისევ ისე ხვდები ყველაფერს როგორც ადრე . კი ტყუპები მყავს ( და გაიცინა. ვააა რამაგარიააა ... უცებ ძალიან დავკეთილშობილდი ამ ოჯახის მიმართ... ვგიჟდებოდი ტყუპებზე, თან გოგოებზე... ჩვენ გვყავდა სამეგობროში ბიჭი ტყუპები... ძიმკა და ბექუსა, რომლებიც სიცოცხლეს გვერჩივნა მე და ლუკას , კიდევ იყო ასეთ ძვირფასი მეგობრები ჩვენს ცხოვრებაში , მაგრამ ჯობია ამაზე მერე...
ვსაუბრობდით , ვიცინოდით , ძველ ამბებს იხსენებდნენ მშობლები... თურმე ბატონ ლაშას ახლა სარეკლამო კომპანია ჰქონია, ნატაც იქ მუშაობდა... ძვირფასი დემეტრე კი ინჟინერი ყოფილა... ეს უკვე მომეწონა. კარგად ვერკვეოდი ამ სფეროშიც , როგორც მედიცინაში... უცებ ტელეფონმა დამირეკა, გულზე რაღაცამ გამკრა, ზედმეტად მეუცნაურა უცხო ნომერი , ბოდიში მოვიხადე, ოდნაც გავეცალე ჩვენს მაგიდას და შეშინებული ხმით ვუპასუხე
- უკაცრავად, ნინო მამაცაშვილი ბრძანდებით? (ნაცნობი ხმა იყო, ჩემი გონება აანალიზებდა ვისი ხმაც იყო და მიახლოებით რა უნდა მომხდარიყო და გული ჩამეთუთქა... ნუთუ ვიღაც ცუდადააა?)
-დიახ, ქეთევან თქვენ ხართ? ( დედას კლინიკის მიმღების ნომერს მივამგვანე თავიდან ნომერი , თუმცა ზუსტად არ ვიცოდი და უცებ ამოვიგდე გონებიდან , მაგრამ უშედეგოდ . ახლა მიმღებში მჟდარ ქალბატონ ქეთევანს მივამსგავსე ხმა... ღმერთო ოღონდ ეს ქეთევანი არ იყო... ოღონდ ის არიყოს...)
- ნინო შვილო... შენი ნომერი მომცა ახალგაზრდამ საკონტაქტოდ ... დედა წამოიყვანე და ახლავე მოდით ... დედასაც მივწერეთ პეიჯერზე, სიგნალი მალე მოუვა ... ახალგაზრდა გოგონას სახელი და გვარია ელენე ბაგრატიონი... იჩქარეთ, მდგომარეობა კრიტიკულია...
(დედასკენ გავიხედე, პეიჯერს ჩასჩერებოდა , შემომხედა და როგორც კი დაინახა ჩემი სახე მიხვდა, რომ მეც ვიცოდი. )
-ელენე... ( ამოვიძახეთ ერთდრულად , სასწრაფოდ ადგა დედა)
-გიო , ლუკა ელენეა ცუდად სავადმყოფოდან მომწერეს სასწრაფოდ უნდა წავიდეთ ... თქვენ დარჩით ... გასაღები მე მაქვს... უცებ უნდა წავიდეთ (მამამ თავი დაუქნია და უთხრა , რომ ისინიც აუცილებლად მოვიდოდნენ კლინიკაში) გასასვლელისკენ წავიდა... გავეკიდე... მე წინ მივრბოდი
- დედა მანქანა ისედაც შორს გვიყენია ... იჩქარეე ( ვუძახდი)
-როგორც კი კარებიდან გავედი , მტკიცე სხეულს შევეჯახე ... ბოდიში მოვუხადე და წამოსვლას ვაპირებდი ისე ხელში ჩამჭიდა ... ავიხედე... დემეტრე იყო ...
- ნინო, ხომ ყველაფერი კარგადაა? ქალბატონო თაკო? და დედას შეხედა როგორც კი მორბენალი ისიც დაინახაა
-დემეტრე შვილო, კარგია რომ აქვე გნახეთ, არ შეგაწუხებდით ძალიან სასწრაფო რომ არ იყოს. კლინიკაში ვართ სასწრაფოდ წასასვლელები, ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანი ავარიაში მოყვა , ექიმი ვარ და გამომიძახეს... შეგიძლია...?
სიტყვა დასრულებული არც ჰქონდა დედას დემეტრემ რათქმაუნდაო თქვა და გარეთ გავიდა, საბედნიეროდ მანქანა ჯერ არ წაეყვანათ თანამშრომლებს და კაარებთან იდგა, გოგოები მანქანაში ისწორებდნენ მაკიაჟსა და თმას, დედა მათთან უკან დაჯდა და უცებ მიესალმა წაშლილი სახით... მე კი სხვა რა გზა მქონდა , წინ დავჯექი მის გვერდით, მართალი გითხრათ ახლა ეს ნაკლებად მანაღვლებდა... საერთოდ თავს ვაკონტროლებ ხოლმე ყოველთვის , მაგრამ ახლა ვერ შევძელი... ძალიან მაკანკალებდა... ერთიანად მოვიბუსე...ჩემი ელენე... ჩემი ელენეე... გავიძახოდი... დედა მაწყნარებდა , თუმცა უშედეგოდ... ნუთუ დღევანდელი არ გვეყოფოდა? ნუთუ არ იყო საკმარისი? ვსვამდი ამ კითხვას გაურკვეველი პასუხის მოლოდინში... უფრო გამიძლიერდა კანკალი... სხეულს ვერ ვაკონტროლებდა... გულიც საცაა გასკდებოდა... პულსის გახშირებას ვგრძნობდი... დედას სიტყვები ჩამესმოდა ყურში, როდესაც ტყუპებს უხსნიდა , რაც ხდებოდა, ვინ იყო და სად მიდიოდნენ ასე უეცრად... სხეულს ვერ ვაკონტროლებდიიიიიიიიი....... არ შემეძლო ამხელა ტკივილის გაძლება... ეს ჩენს ძალებს აღემატებოდა... ქუთუთოებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერდი იმის მომლოდინე , რომ საცაა გონებას დავკარგავდი და ყველაფერი დამავიწყდებოდა , სულ ცოტა ხნით მაინც ... როდესაც ხელზე ხელის მოჭერა ვიგრძენი ... მიყურებდა ... წამით, ხან გზას , ხან მე...მის თვალებს ვერ ვაშორებდი თვალს
- მას ასეთი არ ჭირდები, შენ იმიტომ დაგასახელა საკონტაქტო პირად , რომ ყველაზე მეტად გენდობა... იცის რომ ძლიერი ხარ და ამას აიტან და გვერდში დაუდგები... მას შემი თანადგომა სჭირდება... ასეთი არ უნდევხარ, უნდა გამაგრდე, უფალი ჩვენთან არის... ყველაფერი კარგად იქნება... გაივლის... ოდესღაც ამას სიცილით მოვყვებით ყველა ერთად ... პაუზის შემდეგ მიყურებს და მეუბნება... ელენესთან ერთად... ახლა კი მე შენთან ვარ, ყველაფერი კარგად იქნება , მაგრამ ახლა მე შენთან ვარ , მოგეხმარები და გაუძლებ, ვიცი როგორი გრძნობაცაა მეგობრის დაკარგვის შიში... ახლა მე და შენ ისე ერთნაირები ვართ, რომ ვერც კი წარმოიდგენ...გადავიტანთ... აქ ვვართ ... არ გვეშინია... კარგად გახდება ელენე... მიმეორებდა სიჩუმეში და უკუნით სიბნელეში... ქუთუთოებს ისევ ერთმანეთზე ვაჭერდი და მის სიტყვებში ვეძებდი ძალას და ვიპოვე კიდევვაც, იმ ძალას ჩამოვეპონწიალე და უფლის რწმენას... დავწყნარდი... ასეთი ელენეს ვერ დავეხმარები... ვთქვი და მტკიცე სახით წინ გავიხედე გზისკენ... დემეტრეს გაეღიმა და საგრძნობლად მომიჭირა მისი ტორივით დიდი ხელები და სუსტი, თლილი , გრძელი თითები... არ შემიმჩნევია... ახლა მხოლოდ ელენე არსებობდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent