შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ერთი ცალი!(ტკბილი ვალენტინობა)


6-02-2016, 00:29
ავტორი anuki-ano
ნანახია 2 501

ძალიან მიყვარს ზამთრის ცივ და სუსხიან დილას ჩემს თბილ პლედში გახვეულს ძილი..მობილურის ხმამ დამირღვია ჩემი სიმყუდროვე..თვალიც არ გამიხელია ისე დავიწყე ხელის ფათური საწოლში,რომ მობილური მომეძებნა...
-ალიო
-რუსკა რას შვები?
-მძინავს.
-ადექიი მალე შენთან ვიქნები ნახევარ საათში..
-აუ ტასიკოო მეძინებაა
-ნუ ჯუჯღუნებ ახლა..
გავუთიშე თუმცა ძლივს მოვახერხე თვალის გახელა და სააბაზანოში შევედი გამოსაფხიზებლად..გადავიცვი სპორტულები და სამზარეულოში ჩავირბინე დედასთან..
-დედიკო რა ხდება?ეს ვარდები მე მომიტანეს?
-არაფერიც ჩემია ეს ვარდები..ვინ მოგცა შენ მაგის ბედნიერება შვილო..
-დედააა..გავებუსხე რადგან ვიცოდი მერე აუცილებლად მომეფერებოდა თავისი ნატიფი თითებით..
-მოდი ჩემთან ჩემო ლამაზო..
-პაწუკა კნუტივით მოვექეცი მის ხელებში და გავინაბე..
-დედიკო არ გადიხარ დღეს არსად?სიყვარულის დღეა შვილო ცოტა გახალისდი..
ვერ ვიტანდი ვალენტინობას რადგან ორი წლის წინ სწორედ ამ დღეს დავშორდი შეყვარებულს..ამის შემდეგ ვერაფერს ვიტანდი რაც კი სიყვარულს ეხებოდა..საშინლად ეგოისტი და აუტანელი გავხდი..პროტესტი მიჩნდებოდა ყოველთვის როცა შეყვარებულებს ვხედავდი..რატომღაც მეგონა,რომ ბედნიერება არასდროს მთავრდება,თუმცა ვერ გავითვალისწინე ის,რომ ბედნიერება ზღვის ტალღასავითაა შენთან მოდის თუმცა აუცილებლად იხევს უკან...ვალენტინობა ყველასთვის ასოცირდება სიყვარულთან და შეყვარებულებთან ჩემთან კი პირიქით სწორედ ამ დღეს დავკარგე ჩემი სიყვარული რომელმაც ყველა ის დადებითი გრძნობა გაიყოლა რაც კი გამაჩნდა...
2014 წლის 14 თებერვალს რატიმ დამტოვა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად...მისი წასვლის შემდეგ ორი წელი გავიდა და ბევრ რამეზე დავფიქრდი და მივხვდი,რომ მხოლოდ ჩემი ბრალია ერთად რომ არ ვართ...მე ვიყავი ინიციატორი ჩვენი ურთიერთობის დამთავრების რადგან ვიფიქრე ასე უფრო გაუმარტივდებოდა მას იქ ცხოვრება თუმცა ახლა ვხვდები პირიქით ყველაფერი გავურთულე და მეც გავირთულე ცხოვრება მაგრამ რა გინდა რო ქნა როცა ჯიუტი ხარ..
კარზე ზარიც გაისმა..
-აუ რუსკა შენთან მაქვს სათხოვარი..
-ჯერ სახლში მაინც შემოდი ქალბატონო...
-ხო კაიკაი ძალიან ვნერვიულობ მეშინია რომ უარს მეტყვი..
-კაი ავიდეთ ჩემს ოთახში და მითხარი...


-გისმენ აბა რა უნდა მთხოვო..
-დღეს ვალენტინობაა იცი შენც ხოდა მე და დაჩიმ გადავწყვიტეთ რესტორანში წასვლა და გვინდა შენც წამოხვიდე დაჩის ძმაკაციც იქნება და გავერთობით...
ცოტა დავიბენი..ზოგადად როგორც ხდება ამ დღეს შეყვარებულები მარტო აღნიშნავენ და ამათ რატო მოუნდათ ჩემთან ერთად ყოფნა ვერ ვხვდებოდი...
-ტასო ხო იცი რო ვალენტინობას არ ავღნიშნავ მე უკვე მეორე წელია და არც ახლა მაქვს განწყობა და არ გეწყინოს რაა..
-შანსი არაა შენ თუ არ წამოხვალ დღეს იცოდე აღარასდროს გაგცემ ხმას...
ისე დაიჟინა ტასომ უნდა წამოხვიდეო,რომ უარიც ვეღარ ვუთხარი და დავთანხმდი..
საღამო,რომ მოვიდა მეც უკვე რაღაცნაირად მომინდა "პრანჭიაობა"
წითელი გრძელი კაბა ჩავიცვი..მკერდთან საკმაოდ თამამი დეკოლტით,ყელზე დავიკიდე ცრემლის ფორმის ბრილიანტის კულონი რომელმაც თავისი ხიბლი შემატა კაბას...
ამასობაში ფიქრებმაც გამიტაცა..გამახსენდა როგორ ვემზადებოდი ვალენტინობისთვის რომელიც რატისთან ერთად უნდა გამეტარებინა.. თვალზე უნებურად ცრემლი მომადგა...ორი წელი იყო გასული თუმცა რატის ხსენებაზე პულსი ყოველთვის მიორმაგდებოდა..
რესტორანში,რომ შევდიოდი უცებ სინათლე ჩაქრა და მთელი დარბაზი სანთლების შუქმა მოიცვა.. დარბაზის ყოველი ნაწილი მორთული იყო წითელი სანთლებით..იატაკზე იმდენი ბუშტი იყო ნაბიჯის გადადგმაც კი მიჭირდა..დარბაზის ცენტრში მაგიდა იდგა რომელიც თვალს მჭრიდა თავისი დიზაინით და რატომღაც მხოლოდ ორი სკამი იდგა მაგიდასთან ამან კი უკვე დამაეჭვა,რომ აშკარად მისამართი შემეშალა..მაშინვე გავხსენი ჩანთა და ტასოს მოწერილი მისამართი შევამოწმე.ჩემდაგასაკვირად ზუსტად ეს მისამართი ეწერა..სასწრაფოდ ავიღე მობილური და ტასოს დავურეკე. მობილური გამორთული ქონდა...უცებ ჩემი სმენა მიიპყრო საოცრად ტკბილმა მელოდიამ.. დაძაბული,შეშინებული ბეღურასავით ვიყურებოდი დარბაზის სხვადასხვა კუთხეში იქნებ ვინმე დამენახა თუმცა ამაოდ...
-ვალენტინობას გილოცავ ჩემო პატარა..
-არააააა..მეჩვენება ეს შენი ხმა არ არისს..არ მჯერა..არ შეგხედავ..
გამწარებული ვიჭერდი თვალებზე ხელს,რომ მისი სილუეტი არ დამენახა..
-შეგიძლია შემომხედო..მოჩვენება არ ვარ..მე დავბრუნდი...
"მე დავბრუნდი" ამ სიტყვებმა თითქოს ჩემი გაჩერებული გული აიძულა ახლიდან დაეწყო ძგერა...
შემოვტრიალდი და მთელი ძალით ჩავეხუტე მინდოდა მთლიანად შეეგრძნო ისმონატრება რასაც მე ამ ორი წლის განმავლობაში განვიცდდი..
-არ გამიშვი მინდა მთლიანად შეგიგრძნო..ღმერთო როგორ მენატრებოდა ამ ქალის სურნელი..
-კივილამდე მენატრებოდი..
ეს ის შეხვედრა იყო აი გული რომ გახლიჩო და გახლეჩვის შემდეგ ისევ შეაერთო..ჩვენი ერთი მთლიანობა ვიყავით..ვენებში სისხლმა დაიწყო მოძრაობა ისეთი სისწრაფით ვენებიც კი დასკდომას ლამობდა..
-ვერ აგიხსნი რა რთულად გადავიტანე შენთან განშორება..უშენოდ ყოფნისას ჰაერიც კი ფილტვებს მიავადებდა..ჩემი ცხოვრება იქ დასრულდა როდესაც მე შენ ღიმილს ვეღარ ვხედავდი..შენი ტიტინი და წრუწუნი არ ჩამესმოდა ყურში..შენი იყავი ის სიფერადე რომელიც ცხოვრებას მიფერადაბდა..ჩემი სიხალისე და ყველაფერი დადებითი..არ მეგონა ოდესმე თუ შევძლებდი ამ სიტყვების წარმოთქმას და გულში რაც მქონდა ყველაფერს გეტყოდი...ჩემი ერთი ცალი ხარ სიყვარულო..
-რატი ამდენს ვეღარ გავუძლებ..გული ორჯერ არა სამჯერ უფრო სწრაფად მიძგერს...ერთადერთი იყავი ვისგამოც ცხოვრება მიღირდა და წარმოიდგინე შენნი წასვლის მერე როგორ ვიქნებოდი..
ორივეს ცრემლები მოგვდიოდა და პატარა ბავშვებივით ორ ხმაში ვტიროდით...
-ცოლად გამომყვები?გვეყოს ტირილი..
და უცებ რატი აღმოჩნდა ჩემს წინ მუხლზე.. ხელში მოკაშკაშე ბეჭდით..
-მიპწკინეთ ვინმემ თორე ძალიან გამიტკბა ეს სიზმარი...თანახმა ვარ მერქვას შენი მეუღლე ამ წამიდან..
ისტორიას დავასრულებ ნოდარ დუმბაძის სიტყვებით..
"სიყვარული არის ნიჭი რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ადამიანი ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან"



№1  offline წევრი Nate

კარგი გოგო ხარ. სათაური არ მომეწონა , ყოფილი გამახსენდა wink მასე მეძახდახოლმე no

 


№2  offline წევრი maridb

momewona dzalian<3
warmatebas gisurveb
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი zak

ძალიან თბილი იყო love ძალიან ძალიან...დუმბაძე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია,გამიხარდა მასაც რომ მოვკარი თვალი.წარმატებები ტკბილო love

 


№4  offline წევრი anuki-ano

Nate
კარგი გოგო ხარ. სათაური არ მომეწონა , ყოფილი გამახსენდა wink მასე მეძახდახოლმე no

gisurveb male gamochndes is adamiani rommelic moaxerxebs da sheni yofili erti wamitac agar gsgaxsendeba :D <3

maridb
momewona dzalian<3
warmatebas gisurveb

madloba sayvarelo

zak
ძალიან თბილი იყო love ძალიან ძალიან...დუმბაძე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია,გამიხარდა მასაც რომ მოვკარი თვალი.წარმატებები ტკბილო love

ძალიან დიდი მადლობა ასეტი თბილი სიტყვებისტვის <3

 


№5  offline წევრი Nate

anuki-ano
Nate
კარგი გოგო ხარ. სათაური არ მომეწონა , ყოფილი გამახსენდა wink მასე მეძახდახოლმე no

gisurveb male gamochndes is adamiani rommelic moaxerxebs da sheni yofili erti wamitac agar gsgaxsendeba :D <3

maridb
momewona dzalian<3
warmatebas gisurveb

madloba sayvarelo

zak
ძალიან თბილი იყო love ძალიან ძალიან...დუმბაძე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია,გამიხარდა მასაც რომ მოვკარი თვალი.წარმატებები ტკბილო love

ძალიან დიდი მადლობა ასეტი თბილი სიტყვებისტვის <3

ვაიმეე მადლობ საყვარელო wink ველოდები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent