სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XXI)
*** არ ვიცი,ჩემი გამძაფრებული გრძნობები იმის ბრალია რომ ჩემს ორგანიზმში ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს, თუ იმიტომ რომ ისევ მოვკარი შემთხვევით ჩემი რვეულებისა და ფურცლების დასტაში გადამალულ,კარგად მივიწყებულ ჩვენს ფოტოს.. რამდენი დღე გავიდა.. რამდენი თვე და საერთოდ რამდენი წელი... ყველაფერი იმაზე რთულადაა,ვიდრე როდესმე.. ყველაფერი იმაზე მტკივნეულია,ვიდრე აქამდის. ჩემი აკანკალებული სხეული და ათრთოლებული ტუჩებიც კი ამაზე მიუთითებს.. არ ვიცი როდემდის გაგრძელდება ჩემი დეპრესიული,რუტინული იატაკის ფხაჭვნა.. ღამის პირველზე ან ოთხზე მეღვიძება, სიზმარში ვხედავ როგორ მიდიხარ, მერე რეალობაშიც გრძელდება ეს ყველაფერი და თითქოს სიზმარმა და რეალობამ პირი შეკრესო და შენ აღარ მხვდები ჩემს სარეცელთან, აღარ მიმზერ სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით.. აღარ მიკოცნი თვალებს, აღარ მიტოვებ კოცნას საფეთქელთან და ეს ყველაფერი ვხვდები როგორ მანადგურებს. როგორ იფხაჭნება ჩემს იატაკთან ერთად ჩემი სული, ტკივილისაგან ვკრუსუნებ, არ ვიცი როგორ მოვკუმო პირი და ეს არაადამიანური ღნავილი შევაჩერო... არ ვიცი როდის გამოვიღვიძებ, რაც თავი მახსოვს ვიღვიძებ,მაგრამ გაღვიძებულზეც ვხვდები რომ ეს ყველაფერი ხელახლა იწყება. იწება და ასე მგონია აღარასდროს დასრულდება... *** თითქმის ორი კვირა გავიდა,საგრძნობლად მოიმატა ელენამ წონაში,მაგრამ პანიკები არ აუტეხავს,არ ჰგავდა მსგავსი გოგონების რიცხვს,რომელიც წონასა და კვებას აკონტროლებდნენ,არასდროს დაუცავს დიეტა და ისედაც მშვენიერ ტანზე იყო,არასდროს აწუხებდა,მაგრამ რატომღაც გაუსუქდა გვერდები,ღებინებამაც უმატა და როდესაც გონებაში აღიდგინა ყველა ფაქტი,ერთმანეთთან დააკავშირა და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა,როდესაც წარმოიდგინა თავი დედის ამპულაში,დემეტრე კი მზრუნველი მამის,წარმოიდგინა ის ღამეები,რომლის გათევაც მოუწევდა,როდესაც მისი პატარა შუა ღამით გაიღვიძებდა და ჭირვეულობას დაიწყებდა.უნდოდა,უნდოდა რომ ყოფილიყო დედა,ამაზე დიდი საჩუქარი ცხოვრებაში რა არის ქალისთვის? შვილი..ეს ხომ ცხოვრების აზრია,ცხოვრების სტიმული. შენს სხეულში ახლად ჩასახული ანგელოზისთვის იმ დღიდან ზრუნვა,როდესაც იგი ჯერ კიდევ არ მოვლინებია ამ ქვეყანას.. ფიქრებში გაფრენილი იჯდა მთელი ლექციის განმავლობაში და ლამობდა სწრაფად გასულიყო ორი საათი და ექიმთან მისულიყო. თითქოსდა მის საწამებლად ზლაზნვით გაიწელა,მაგრამ საბოლოოდ მაინც გავიდა ეს ორი საათი,ახლა კი საავადმყოფოს გზას ადგას.. ყველა იმედი მაშინ გადაეწურა,როდესაც ექიმმა უარყოფით პასუხი ამცნო..თითქოს გულზე მოუჭირეს და დაუწურეს,არადა როგორ უნდოდა,მაგრამ არაუშავს დრო კიდევ აქვთ ამისთვის.. როდესაც ელენა გინეკოლოგის კაბინეტიტან გამოდიოდა ნინას მოკრა თვალი და სინანულით შეხედა დასუსტებულ და თვალებ ჩაცვენილ გოგონას,არ ეგონა ასე თუ უყვარდა დემეტრე,აღმოჩნდა იმაზე მეტად ჰყვარებია,ვიდრე რომელიმე ჩვენგანს შეეძლო წარმოდგენა,საღამოთი დემეტრეს გაუარა ოფისში,მოეალერსნენ,დატკბენ ერთმანეთით. -ელენა,ცოტა ხნით ქალაქ გარეთ მიწევს გასვლა,საქმეები რომ არ იყოს გადაუდებელი ხომ იცი არ წავიდოდი-სინანულით ამოიგმინა მამაკაცმა,ელენას კი გული გაუჩერდა,ერთი დღეც ვერ წარმოედგინა დემეტრეს გარეშე -რამდენი ხნით?-ხმაწართმეულმა ამოხნავლა -ცოტა ხნით,გპირდები,როგორცკი მოვაგვარებ ეგრევე შენტან მოვალ-მოეხვია მამაკაცი,ელენამ კი ტუჩები გაბუსხა -არ მინდა რომ წახვიდე -არც მე -მპირდები რომ მალე ჩამოხვალ? -გპირდები.-დაპირდა მამაკაცი,მაგრამ მაინც გადმოყარა შეკავებული ცრემლები,როდესაც დემეტრემ ელენას ცრემლები დაინახა შეკრთა,ასეთი მგრძნობიარე ეს გოგო არასდროს ენახა-კარგი რაა,ელენა,არ იტირო..-ცრემლებს უწმენდდა მამაკაცი და სადაც წამების წინ ცრემლებმა გადაირბინეს ტუჩებით დაუყვებოდა ადგილებს -არ მინდა შენთან განშორება. -არც დავშორდებით,საიდან მოგაქვს ეს სისულელეები? -ცუდს მიგრძნობს გული-არ დამალა გულის ნადები და ხმამაღლა განაცხადა -სანამ ვსუნთქავ შენ სიყვარულს არასდროს შევწყვეტ-შედარებით დაამშვიდა გოგონა მამაკაცის სიტყვება,ნუ იმდენად მაინც რომ არ დასტყობოდა ჩუმი შფოთვა,მოეხვია მამაკაცს და ეცადა დამტკბარიყო წუთებით. -იცოდე რომ ჩახვალ დამირეკე,სულ დამირეკე,სულ მელაპარაკე-მამაკაცს გაეღიმა -სულ შენზე ვიფიქრებ -იცოდე არავის შეხედო-ვერ დაფარა გოგონამ ეჭვიანობა -არავის შევხედავ გპირდები-დაამშვიდა იგი და ხელახლა მოეფერა.. დემეტრე გააცილა და აქეთობას გულმა არ უქნა,რომ ტესტი არ ეყიდა,მანც გრძნობდა გუმანთ რაღაცას,დედებს მეშვიდე გრძნობაც უნვითარდებათო,ხოდა მომავალი დედა ხომ იყო არა? ცხრა თვეში თუ არა რამდენიმე წელში ხომ მიანც გახდებოდა? წუთები საუკუნედ გაიწელა,მაგრამ როდესაც წითლად ანთებული ხაზი დაინახა ბედნიერებისგან გააჟრჟოლა,არ სჯერა,ნუთუ დედა გახდება? ნუთუ მართლა არსებობს მის შიგნით ახალი სიცოცხლე,ნუთუ ცხრა თვესი პატარა ანგელოზი მოევლინება ქვეყანას.. ყურებამდე დაკრეჭილი დადიოდა იქეთ-აქეთ და უნდოდა დემეტრე ახლა გვერდით ყოლოდა,უნდოდა გაეზიარებინა მისთვის ეს ბედნიერება,მამაკაცს დაურეკა,მაგრამ არ უნდოდა ტელეფონით ემცნო ეს ბედნიერი ამბავი,გადაწყვიტა თავად ენახა მამაკაცის რეაქცია და თითოეული მოძრაობა დაეფიქსირებინა გონებაში. -დემეტრე,ჩახვედი? -ჩავედი,ელენა,შენთვის კარგი ამბავი მაქვს,სავარაუდოდ ხვალ ყველაფერს მოვაგვარებ და ზეგ უკვე ჩაგეხუტები-ენთუზიაზმით საუბრობდა მამაკაცი და ელენა კიდევ უფრო გაბედნიერდა,მალე დემეტრეც ჩამოვა და ამცნობს ამ ბედნიერ ამბავს,ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებია ეს ყველაფერი -მიხარია,ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალ,ჩვენს ლოგინში ვწევარ უკვე,და შენს ნაცვლად ბალიშს ვეხუტები-ტუჩზე იკბინა გოგონამ -ახლა მეც მანდ უნდა ვიწვე წესით. -მალე მოხვალ და შენც შემოგვიერთდები..-წამოცდა გოგონას და სწრაფად მიაწეპა ერთმანეთს ბაგეები -შემოგიერთდებით?-გაეღიმა მამაკაცს-ვინ გყავს,ელენა საწოლში?-სიცილს ვერ წყვეტდა -ოჰ,ბიჭები,დემეტრე,-გამოაჯავრა გოგონამ,ძილინებისა უსურვეს ერთმანეთს და მშვიდ ძილს მიეცნენ,არა ელენამ ვერ დაიძინა სანამ ყველაფერი ერთმანეთთან არ შეაკოწიწა,სარკესთან დადგა და ოდნავ მოსუქებულ გვერდებს დააკვირდა,მერე მუცელზე დაისვა ხელი და წარმოიდგინა თანდათან როგორ იბერებოდა,წარმოიდგინა როგორ კოცნიდა დემეტრე გოგონას მუცელზე და ყურებამდე ეღიმებოდა,მალე დედა გახდება. დ ე დ ა,დემეტრეს თვალები ექნება ალექსანდრეს,დემეტრე ყოველთვის ამბობდა რომ მის ვაჟს ალექსანდრე ერქმევა,გოგონას კი ევა,ელენას არასდროს ეკითხებოდა თუ რა უნდა დაერქმია საკუთარი შვილისთვის და ამაზე ბევრჯერ უკამათნიათ კიდევაც,მაგრამ ელენასთვის არ აქვს მნიშვნელობა სახელს ვინ დაარქმევს,მთავარია ჯანმრთელი იყოს პატარა და მამის თვალები ჰქონდეს,გართულება აქვს დემეტრეს თვალებზე გოგონას,ისევე როგორ დემეტრეს ელენაზე..ხვალ აუცილებლად გადაამოწმებს სხვა ექიმთან,ასევე ჯერ არავის არაფერს ეტყვის,ჯერ დემეტრეს უნდა უთხრას და ახაროს ახალი ამბავი.. დილით გათენდა თუ არა ელენა წამოდგა,ისაუზმა და უნივერსიტეტის ნაცვლად საავადმყოფოში,გინეკოლოგთან გადაინაცვლა,ხელახლა გადაიღო ეხო,ამჯერად ექიმმა მართლაც რომ სასიხარულო ამბავი აცნო,ელენა ორი თვის ორსული გახლდათ,ექიმმა ეხოს შედეგები ამოუბეჭდა და ასევე ამცნო რომ ნაყოფი ჯერ-ჯერობით ნორმალურად ვითარდებოდა,კონტროლზე აიყვანა,აუცილებლად სჭირდებოდა დაკვირვება,ჩამოუყალიბა საზიანო და აუცილებელი ფაქტორები,ელენა კი გულდასმით უსმენდა ექიმის რჩევა-დარიგებებს,ყველაზე ფრთხილი ახლა იქნება,ახლა ხომ მარტო საკუთარ სიცოცხლეზე არ არის ყველაფერი,ახლა მის შიგნით კიდევ ერთი გული ძგერს და სიცოცხლის ფასადაც კი დაიცავს მას,დედობრივი ინსტიქტი ნაადრევად განუვითარდა,საავადმყოფოდა ყურებამდე გაღიმებული წამოვიდა,როდესაც თეკლამ დაურეკა -ელენა,რატომ არ ხარ უნივერსიტეტში?ან სად იყავი რომ გირეკავდი? -მაპატიე,თეკლა,ექიმთან ვიყავი.-ჯერ არ ეტყვის თეკლსა,ჯერ მამამ უნდა გაიგოს,გაღიმებული დააკვირდა ორი თვის ნაყოფს -ექიმთან?კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგემართა? -არა,კარგად ვარ,ნუ ღელავ,უბრალოდ თავის ტკივილები მაწუხებდა და მაინც ავიყვანე თავი კონტროლზე-იცრუა გოგონამ -კარგი,გამოგივლი უნივერსიტეტის შემდეგ,ჭკვიანად-დაარიგა გოგონა და ტელეფონი გაუთიშა,გათიშული არ ჰქონდა,როდესაც დემეტრეს ზარი შემოვიდა -გისმენ,დემეტრე.-უზომოდ თბილი და ბედნიერი ხმით უპასუხა მამაკაცს -როგორ ხარ?-გოგონას გაუკვირდა დღეს უკვე მეორედ ეკითხება დემეტრე ამ ფრაზას -მე კარგად,მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ შენც კარგად ხარ? -კი,რატომ მეკითხები?-აშკარა გაკვირვება დაეტყო მამაკაცს ხმაში -უკვე მეორედ მკითხულობ,ავად ხომ არ ვარ? -აჰ,არ ვიცი,ელენა,უბრალოდ რაღაცამ მიბიძგა რომ დამერეკა,თითქოს რაღაც უჩვეულო ხდებოდეს ისე ვარ.-მამაკაცის წინათგრძნობაზე გაეღიმა გოგონას და სითბო ჩაეღვარა სხეულში,თხემიდან ტერფებამდე უგრძესი გზა მოიარა და საბოლოოდ მთელი სხეული მოიცვა ამ სითბომ -არაფერია,დემეტრე,კარგად ვარ,შენ მომიყევი რას შვები,მალე ჩამოხვალ? მოაგვარე საქმეები? -ხვალ გამთენიისას მანდ ვარ,ძვირფასო. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ.-ტელეფონი გაუთიშა გოგონამ და გადაწყვიტა მაღაზიაში შეევლო,ბავშვთა მაღაზიაში შევიდა,ტანსაცმელს დაუწყო თვალიერება,მაგრამ არაფერი უყიდია,უნდოდა ეს დემეტრესა და მას ერთად გაეკეთებინათ,უნდოდა საერთო ნაყიდი ჰქონოდა ყველაფერი და არა მხოლოდ მისი,უნდოდა რომ დემეტრეს უფრო დიდი წვლილი შეეტანა ვიდრე მას,უნდოდა მზრუნველი დემეტრე დაენახა,უნდოდა,საშინლად უნდოდა.. მთელი დღე პასუხებსა და ფოტოს უყურებდა და ეღიმებოდა,ჯერ კიდევ ევრ იჯერებდა,ჯერ კიდევ სიამოვნების ზენიტში დაფრინავდა,როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა გულდასმით გადამალა პასუხები და ქვევით ჩავიდა,კარს მიღმა,თეკლა დაინახა და უჩვეულოდ თბილად გაუღიმა მომავალ ნათლიას -უცნაურად მიღიმი-გოგონას არ გამოპარვია ელენას მზერა -უცნაურად? მე კი არა შენ მიღიმი უცნაურად,თავის დაცვა სცადა -კარგი,ახალი ამბავი მაქვს შენთვის -რა ხდება?-ინტერესით აივსო ელენა და სავარძელში ჩამოჯდა,ექიმის თქმით გადაღლა არ შეეძლო და ფიზიკური დატვირთვა -მე და კაკი ვქორწინდებით-წარმოსთქვა გოგონამ და ელენას ბედნიერებისგან თვალები გაებადრა -როგორც იქნაა!-წამოიყვირა გოგონამ და დაქალს მოეხვია -ჰო,როგორი ბედნიერი ვარ ვერ წარმოიდგენ,თუმცა როგორ ვერა,შენ ხომ დანიშნული ხარ-კვლავ გაუღიმა დაქალმა -როდის გადაწყვიტეთ? -დღეს მთხოვა ხელი -როგორ? -უნივერსიტეტში მომაკითხა,ლექციაზე ვიჯექი,როდესაც ხალხი სათითაოდ თითო ვარდით ხელი შემოდიოდა და ბოლოს კულმინაციისას კაკი შემოვიდა გვირილებით ხელში,ცალი მუხლი ჩატეხა და ლექტორს გადმოაგდებინა,ისეთი საყვარელი იყო..-თვალგაბრწყინებული ჰყვებოდა თეკლა თავის ისტორიას და ელენაც ბედნიერი უსმენდა,დღეს მისმა ცხოვრებამ სრულყოფილი სახე მიიღო,ყველა ოცნება აუხდა ცხოვრებაში,თბილი ოჯახი ჰყავს,მოსიყვარული საქმრო,მალე დედა გახდება და საბოლოოდ თავისმა საუკეთესო მეგობარმაც იპოვა ბედნიერება... -ძალიან მაგარია!-აღტაცებით წარმოსთქვა პირგატენილმა ელენამ-ერთი დღე არ ვიყავი და თურმე რას გამოვკლებივარ-დანანებით ჩაილაპარაკა ბოლოს -არაუშავს,სამაგიეროდ შენ მეჯვარე იქნები-გამოაჯავრა,მერე დაეჭვებით შეხედა-ელენა კარგად ხარ? რაც მოვეიდ მას შემდეგ პირი არ გაგიჩერებია,სულ ჭამ,დავიჯერო ასე გაგეწელა კუჭი? -აჰ,ექიმმა დამინიშნა იმუნური სისტემა გაქვს სუსტიო და ბევრი ვიტამინი მიიღეო-მხრები აიჩეჩა გოგონამ,ტყუილი არ გამოსდიოდა კარგად,მითუმეტეს თეკლასთან,მაგრამ როგორც ჩანს გაჭრა,ან უბრალოდ აღარ ჩაეძია თავისი ამბით გახარებული გოგონა -ვაიმე არ მჯერა,ჯერ კიდევ... -ისე,ჩემთან რომ არ მოსულიყავი,კაკისთან ერთად ვერ წახვედი გოგო? ხელი გთხოვა მამაკაცმა სულ კიარ გთხოვს?-გაეხუმრა ელენა -არაუშავს,შენთვის უნდა მეთქვა აუცილებლად-სითბოთი აივსო გოგონა,როდესაც მისი მეგობრისგან ეს სიტყვები მოისმინა,გაუღიმა და დაჟინებით ჩააჩერდა თვალებში -ქორწილი როდის არის? -აგვისტოს ბოლოს -აგვისტოს ბოლოს? ახლა ხომ მაისია,სამ თვეში? რატომ ასე გვიან? -დემეტრეს და საზღვარ გარეთაა,სწავლობს და ქორწილს ხომ არ დააკლდება?-მხრები აიჩეჩა თეკლამ -აჰ,ჰო,მშვენიერი,ყველაფერს დავგეგმავთ და ზუსტად ისე იქნება როგორიც შენ წარმოგედგინა-მოეხვია დაქალს,მერე თეკლა მალევე წავიდა და თვითონ გადაღლილი დასაძინებლად გაემართა.. საღამოს ბევრჯერ გამოეღვიძა,ვერ ისვენებდა,დემეტრეს და მის სხეულს რომ არ გრძნობდა შფოთავდა,თითქოს რაღაც უბედურებას ელოდა,საათს უყურებდა ხოლმე ,ერთი სული ჰქოდნა როდის გათენდებოდა,როდის ჩაიკრავდა მამაკაცს გულში და როდის ამცნობდა ამ ფრიად სასიხარულო ამბავს,არც დღეს აპირებდა უნივერსიტეტში წასვლას გოგონა,ნებივრობდა საწოლში,ხელებს კი მუცელზე დაასრიალებდა,პატარას ეფერებოდა და ცდილობდა ყველაზე ფრთხილი და ნაზი ყოფილიყო რომ არ ევნო თავისი ანგელოზისთვის.. -დემეტრე,სად ხარ?-ვერ მოითმინა ბოლოს და დილის ცხრაზე დაურეკა მამაკაცს -გზაზე ვარ,ელენა,მალე მოვალ გპირდები.. -გელოდები,შენთვის ძალიან მაგარი ამბავი მაქვს! -თეკლაზე და კაკიზე თუ ამბობ ყველაფერი ვიცი.-გაეღიმა მამაკაცს -არა,კიდევ სხვა ამბავი მაქვს,ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალ -ახლა მითხარი-დაინტრიგდა მამაკაცი -არა,რომ ჩამოხვალ აუცილებლად უნდა ვნახო შენი გაომეტყველება -ო,როგორ არ მიყვარს ასეთი იდუმალი რომ ხარ,მაგრამ მჯერა ახლაც ისეთი სექსუალური ხარ როგორიც გაბრაზებულზე-მიხვდა როგორ იკბინა მამაკაცმა ქვედა ტუჩზე და ყურებამდე გაიღიმა -გელოდები,ძვირფასო.-მხოლოდ ესღა უთხრა მამაკაცს და საწოლიდან წამოფრინდა,სააბაზანოში შევიდა და თავის მოწესრიგებას შეუდგა,საყვარელი ტანის გელის სურნელით გაჟღენთა სხეულის თითოეული ნაწილი და დამშვიდებული გამოვიდა,ბოლომდე გაიშრო თმები,ახლა თავისი თავისთვის კიარა მის ორგანიზმში მყოფი პატარა არსებისთვის უდნა დაეცვა უსაფრთხოების ყველა წესი,სველი თმა გაზაფხულზე კი ვირუსის შემწოვი ერთ-ერთი სახიფათო გზაა,ფრიალა თეთრი სარაფანი,ნაქსოვი ნაცრისფერი ჟაკეტი და ნაცრისფერი ბოტასები ჩაიცვა,ქვევით დაეშვა სასაუზმოდ,როგორც ყოველთვის კახას მათთვის საყვარელი ომლეტი მომზადებული ჰქონდა და ელენას გაღვიძებას ელოდა,მამაკაცი თბილად მოეხვია საყვარელ ქალიშვილს და საკუთარი ადგილი დაიკავეს,უხმოდ შეექცეოდნენ თავიანთ ლუკმას,ელენა ფიქრებში გადაფრინდა,წარმოიდგინა კახა ბაბუის ამპულაში და გაეცინა,მამას არ გამორჩენია ეს ღიმილი და დაინტერესტდა -რა გაცინებს?-მოულოდენლი შეკითხვისგან დაიბნა ელენა -არაფერი,მეღიმება შენს მზარეულობაზე-იცრუა გოგონამ და კვლავ განაგრძო საჭმლის ჭამა,როდესაც მორჩნენ ელენამ მაგიდა აალაგა და ჭურჭელი სარეცხ მანქანაში მოათავს,ის-ის იყო დემეტრესთვის უნდა დაერეკა,როდესაც ტელეფონზე მერაბის სახელი დაეწერა,გაუკვირდა მერაბი იშვიათად ურეკავს გოგონას,მხოლოდ მაშინ როდესაც რაიმე სერიოზულია,ათრთოლებულმა აიღო ტელეფონი და მერაბს უპასუხა -ელენა,შვილო..-მამაკაცის სასოწარკვეთილი ბარიტონი გაისმა და შიშმა აიტანა ელენა,ფეხებიდან დაიწყო შიშის შეგრძნება,ნელა მოიარა მთელი ორგანიზმი,გულში მტკივნეულად ჩაბუდდა ნაწილი,ნაწილი კი თვალებში გაიფანტა -მერაბ? -შეგიძლია მოხვიდე ჩვენთან ოფისში? დემეტრეც გზაზეა უკვე წუთი-წუთზე აქ იქნება.. -კარგი,მოვალ,ხოა მშვიდობა?-იკითხა ანერვიულებულმა -მოდი უბრალოდ...-მეტი არაფერი უპასუხნია გოგნას,საბუთები ჩანთაში ჩაალაგა და ოფისისკენ დაიძრა. უკვე ნახევარ საათში მერაბის კაბინეტში ისხდა წყვილი და ერთმანეთით ტკბებოდა,მერაბის ჩახველებამ გამოაფხიზლა ყველა და ელენას შიში კვლავ აუკიაფდა თვალებში.. -არ ვიცი მიხაროდეს თუ მწყინდეს..-დაიწყო ათრთოლებული და ნაღვლიანი ხმით მერაბმა-მიხაროდეს ის რომ ნანატრი ოცნება ამიხდა,თუ ვიტანჯებოდე იმიტომ რომ ჩემი ვაჟიშვილისა და ქალიშვილის ქორწილი არ შედგება..-ბოლო წინადადება რამდენჯერმე განმეორდა,თითქოს ექოს ეფექტი წარმოქმნილიყო და ყველა კედელი,ჭერი,იატაკი და ყველა საგანი სათითაოდ იმეორებდა მას,ვერაფრის გააზრება ვერ მოახერხა გოგონამ,ყველაფერი დატრიალდა,მოპოვებული ბედნიერება თანდათან ხელიდან ეცლებოდა გონებასთან ერთად..საბოლოოდ დემეტრეს ჩაესვენა მკლავებში... ------------ მაპატიეთ,ბავშვებო,რომ დავაგვიანე,ვერ მოვახერხე,სიცხიანი ვიწექი,თვალები საშინელი გასიებული მქონდა. გპირდებით მალე დამთავრდება, მიყვარხართ ყველანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.