სხვა... (Iთავი)
სკოლაში რომ მივდიოდი ხშირად ვხედავდი,სადარბაზოს კარებთან როგორ იდგა ბიჭებთან ერთად და უემოციო გამომეტყველებით აბოლებდა,რომელიღაც ძვირიან სიგარეტს.არც კი ვიცი იმ ბიჭებთან რა ესაქმებოდა. ყოველთვის უხასიათოდ და წარბშეკრული ისმენდა ხუმრობებს,რომლებზეც მეც კი მეცინებოდა გვერდით,რომ ჩავუვლიდი.ყველა მომესალმებოდა,ღიმილით დამიკრავდა თავს ან ჩანთას გამომგლეჯდა რომელიმე მათგანი და კარამდე მიმაცილებდა,მაგრამ არა ის! ისე იქცეოდა თითქოს არც ვარსებობდი.თუმცა ყველას ასე ექცეოდა,მიანც მწყინდა თითქოს გულის სიღრმეში.თუ კი როდესმე მის ყავისფერ თვალებს შევეჩეხებოდი შემთხვევით ვხვდებოდი,რომ თითოეული ჩემი ან თუნდაც ხალხის აზრი დიტო შენგელაიაზე სისულელე და ბოდვა იყო. არცერთი ,თქმულება’ მასზე არ იყო. თითქოს მხოლოდ მისი გარეგნობის გამო იგონებდნენ ყველაფერს. მკაცრი გამოხედვა,მუქი ფერის თვალ-წარბი და ოდნავ გრძელი,თხელი ცხვირი გაიძულებდათ ცუდი გეფიქრათ. მაგრამ საკმარისი იყო მისი მზერას გადაჰყროდით,რომ დარწმუნდებოდით მისი თითოეული მოქმედება მხოლოდ ნიღაბი იყო! კარგად მორგებული საშინელი ნიღაბი. -გამარჯობათ!-უხერხულად წარმოვთქვი კიბეები რომ ჩავირბინე და იქვე მდგარი ბიჭები შევნიშნე.დიტოც იქვე იდგა. მოღუშული,წარბშეკრული ნერვიულად ეწეოდა. -პრივეტ! -ვა დილამშვიდობის ტასო! მისგან მისალმებას არც ველოდი.ქურთუკი მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე და სკოლაში წავედი. ======================================================= -ასე გვიან რომ მოდიხარხოლმე სახლში,როგორ არ გეშინია არ მოგიტაცონ?-გამეხუმრა ნიკო,როცა სადარბაზოში შევედი. მართლა გვიანი იყო.ხშირად ვფიქრობდი „ღამის მანიაკებზე“ რომლებიც ჩემი წარმოდგენით გოგონებს უდარაჯებენ და როცა მარტო მოიგულებენ... დასრულებაც არმინდა რას აკეთებენ,მაგრამ ბოლოს მაინც ვახერხებ უაზრო ფიქრების თავიდან ამოგდებას. -ოჰ კაი რა-გავუღიმე ბიჭს და თვალი მოვავლე იქაურობას. სრული შემადგენლობით იყვნენ.დიტოც იქ იყო.კედელს მიყრდნობოდა და ირაკლის ელაპარაკებოდა. -რა კაი რა ნახე რომელი საათია. -ნუ დარდობ ნიკოლოზ არავინ მომიტაცებს-გავიცინე და კიბეებზე ავედი.სული მიწუხდა.მთელ ჩემს არსებას ძრავდა ის ფაქტი,რომ დიტოს არ სურდა გამეგო როგორი იყო სინამდვილეში. რახდებოდა „მის შიგნით“ და რას ფიქრობდა.ყველაფერი მაინტერესებდა მასზე თუნდაც წვრილმანი ყოფილიყო. დილით ისევ საშინელ ხასიათზე გავიღვიძე. ვიცოდი ქვემოთ სადარბაზოში ბიჭები ისევ დამხვდებოდნენ და მათ შორის დიტო შენგელაიაც! -წავედიი დე!-გავძახე გარედან და კარი გავიხურე. ჩქარა ჩავირბინე კიბეებზე და გარეთ გასვლას ვაპირებდი ბოლო საფეხურს რომ წამოვკარი ფეხი და პირდაპირ სახით დავეცი ცივ ასფალტს. -მადლობა ღმერთო!!-ამოვიკვნესე ტკივილისგან.ოდნავ წამოვიწიე და მკლავს დავეყრდენი მაგრამ ვიღაცამ ხელი შემაშველა და წამომაყენა. თავი დამმძიმებოდა და თვალებიც თითქოს მიბნელდებოდა. -ჩამოჯექი!-ხმა პირქუში და ცივი მეჩვენა მაგრამ არ შემეძლო ამაზე ფიქრი. ლოყაზე რაღაც ბლანტი სითხე ჩამომეღვენთა. გული ამიჩქარდა როცა მივხვდი შუბლი გამხეთქვოდა და სისხლი უმოწყალოდ მოედინებოდა ,,ჭრილობიდან“-კარგად ხარ? -ჰოო... მგონი-ამოვილუღლუღე სისხლი მოვიწმინდე -წინ უნდა იყურო!-უხეშად მომახალა.შევკრთი.თავი ძვლივსძვლივობით მივაბრუნე მისკენ და გავშეშდი.შუბლის ტკივილი-ნანახით გამოწვეულმა შოკმა გადაფარა. <<რამე ხუმრობაა?!>> -საავადმყოფოში წაგიყვან! -ა...არმინდა. სახლში ავალ-ალბათ ლოყები ამიწითლდა.არ მჯეროდა რომ დიტოს „ველაპარაკებოდი“ -საავადმყოფოში წაგიყვან!-გაიმეორა ისევ მკაცრად და როცა წამოდგა მეც წამომაყენა.წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი.არც მინდოდა. ერთადერთჯერ მომეცა მისი გაცნობის შანსი და ამას ხელიდან ვერ გავუშვებდი. -კარგი... მთელი გზა ხმა არ ამოუღია.წარბშეკრული მიშტერებოდა გზას და მთელი სისწრაფით მიქროდა მანქანებს შორის. ვკვდებოდი ისე მინდოდა კითხვები „მიმეყარა“ მისთვის მაგრამ რაღაც მაკავებდა:/ შიში? არვიცი... საავადმყოფოდან თავ შეხვეული გამომიყვანა.ვკვდებოდი ისე მეძინებოდა.გამაყუჩებელი მოქმედებას იწყებდა,თავის ტკივილიც მიჩერდებოდა. -როგორ ხარ? -კარგად ვარ... -კარგია!-მითხრა უემოციოდ და ძრავა აამუშავა-წინ რომ იყურო და ცოტა ყურადღებით გაიარო არაფერი მოგივა! -უხეში და უტაქტო ხარ-ვერ მოვითმინე და ხმამაღლა წამოვროშე მაგრამ როგორც კი გავიაზრე რავთქვი ხელები ავიფარე პირზე. -ჰოო ვიცი-არვიცი მომეჩვენა თუ მართლა-სევდა ჩაუდგა თვალებში.გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა. -ბოდიში-გულწრფელად ვუთხარი და თითებზე დავიხედე. -ბოდიშს რატომ მიხდი?-ცინიკურად გაიცინa. -დაივიწყე... -კარგი. ================================================== ყველა მხოლოდ იმას ამბობდა დიტო მექალთანე და სასტიკიაო. მის ოჯახს არცხვენს და სახელს უტეხავსო.ყველა იმას ფიქრობდა უზრდელი და თავქარიანიაო.მე კი პირიქით ვფიქრობდი.იმ დღის მერე განსაკუთრებით პირველად რომ გამომელაპარაკა.იმ ღამით თითქმის არ მძინებია.ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ დავეცი და ერთადერთი ვინც ჩემს დასახმარებლად მოვიდა სწორედ დიტო შენგელაია იყო.ბიჭი რომელიც ყველას სძულდა.მაგრამ არავინ იცნობდა! არც არავინ იცოდა როგორი იყო სინამდვილეში... მახსოვს ერთ დღეს სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი ვიღაც გოგოსთან ერთად იდგა სადარბაზოსთან.მკლავებში მოემწყვდია და ისე თბილად უყურებდა წამით შემშურდა კიდეც იმ გოგოსი მაგრამ მერე მივხვდი არ მინდოდა ჩემთვისაც ასე შემოეხედა.ყოველდგე სხვადასხვა გოგო და თითოეულს ერთიდაიგივე მზერა. მართალი იყვნენ რომ ამბობდნენ მექალთანეაო,მაგრამ მთელი საქართველო ასეა! დიტოს რატომ აბრალებდნენ წარმოდგენა არ მქონდა. გვერდით რომ ჩავუარე რაღაცნაირად ძალა მომეცა და მივესალმე.წარბ შეკრულმა შემომხედა „გამარჯობაო“ სამოწყალოდ მომიგდო და ისევ მის „თოჯინას“ მიუბრუნდა. არ მწყენია! მართლა არ მწყენია! მე ისეთი მომწონდა როგორიც სინამდვილეში იყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.