შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 39


6-02-2016, 23:59
ავტორი mako-makako
ნანახია 2 402

ლევანმა ზუსტად 8საათზე გაუარა ნიას დაურეკა და ჩამოსვლა სთხოვა.ნიამ ხელჩანთა აირო და კარები გამოიხურა.მსობლებმა იცოდნენ რომ ლევანს უნდა შეხვედროდა,იმდენად მოსწონდათ სასიძო რომ მეტიც არ შეიძლება.ან რა ჰქონდა ზედგენიძეს ვინმეს დასაწუნა თუნდაც მომავალი სიდედრ-სიმამრის.ყველაფრით შეეფერებოდა მგალობლიშვილს,ისინი ერთმანეთს ავსებდნენ.ეს წყვილი პირდაპირ ასხივებდა ბედნიერებას.ერთმანეთის დანახვისას თვალებსი უჩვეულო სხივი უდგებოდათ და მათი შემხედვარე ამას ყველა ხედავდა.ყველა დადებითად იმუხტებოდა და მათი ბედნიერება გადამდები ხდებოდა სხვისთვისაც.ამათზე იყო ნათქვამი ერთმანეთისთვის არიან შექმნილებიო.უყვარდათ ერთმანეთი მაგრამ არა ხალხის დასანახავად.ორივე საკმაოდ მორცხვი იყო,ამიტომ საზოგადოებაში სიყვარულის გამოაშკარავებას ყოველთვის ერიდებოდნენ მაგრამ ეს სიყვარული მათ თვალებში ირეკლებოდა და ის ყველასთვის თვალში საცემი ხდებოდა.ლევანი მანქანაზე მიყუდებული სიგარეტს ეწეოდა როცა ნია სადარბაზოდან გამოვიდა. ბიჭმა ენა გადაყლაპა.ასე სარივით იდგა გაშეშებული და ადგილიდან ვერ იძვროდა. მის უმოქმედებაზე ნიამ თავი უხერხულად იგრძნო,იფიქრა სასინლად გამოვიყურებიო და ობლად ორი ცრემლი გადმოუგორდა ლოყაზე.ამის ფანახვაზე ზედგენიძე მაშინვე გონს მოვიდა და გოგოსკენ წავიდა.არაფერი უთქვამს ხელი მოჰხვია და გულში ჩაიკრა.მერე ცრემლები შეუმშრალა და ნაზად აკოცა დაწითლებულ ტუჩებზე.
-ლევან ასე ცუდად გამოვიყურები?-როგორც იქნა გაბედა ნიამ კითხვა და ბიჭს მუდარით სავსე თვალებით შეხედა.
-რა სულელი მყევხარ.ცუდად კი არა ღვთაებრივად გამოიყურები ჩემო დედოფალო.-უთხრა მთელი აღტაცებით ვაჟმა.
-აბა რატომ მიყურებდი ეგრე?მეგონა არ მოგეწონე.-სევდა ერეოდა მაინც ხმაში.
-პირიქით,რომ მომეწონე მაგიტომ ვერ ამოვიღე ხმა.-დაამშვიდა ლევანმა და ხელი მოჰხვია.მანქანაში ჩასვა და თვითონაც მიუჯდა საჭეს.უკანა სავარძელზე მოთავსებული დიდი გვირილის ტაიგული გოგონას მიაწოდა და კალთაში ჩაუდო. ნიას ესიამოვნა მინდვრის ყვავილების დანახვა და ოდნავ გაუღიმა ბიჭს.ცალი ხელი საჭეზე ეჭირა და ცალი ხელით კი ნიას ხელს ეფერებოდა.მგალობლიშვილი გრძელ კოჭებამდე წითელ კაბაში იყო გამოწყობილი,უკან მთლიანად დახურული და წინ საკმაოდ ღია. მისი ლამაზი მკერდი ამაყად იმზირებოდა და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ფეხზე მაღლები ეცვა.წელამდე თმები ლამაზად დაეხვია და გვერდით გადმოეყარა. თვალები ლამაზად ჩაეხატა და ვნებიანი გამოხედვა გახდომოდა.ტუჩებზე წითელი მბზინავი თუჩსაცხი წაესვა რაც მის დაბურთულ ტუჩებს უფრო ამსხვილებდა და ვნებიან ელფერს სძენდა.ერთი სიტყვით ეს 23 წლის გოგო კი არა ლამაზი ქალი იყო რომელიც ლევანს ეკუთვნოდა.ასეტი იმიჯით ჯერ არასოდეს ენახა ნია და ამან ცოტა დააბნია,მაგრამ ეს ეფექტი იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო რომ უნდოდა სულ მისთვის ეცქირა.რესტორნის წინ გააჩერა მანქანა და გოგონას კარი გაუღო.მანაც ხელმკლავი გამოსდო და ისე შევიდნენ შიგნით.ესიამოვნა რესტორანში გამეფებული სასიამოვნო ჰანგები,რომელიც რომანტიკულ გარემოს ჰქმნიდა.რამდენიმე მოცეკვავე წყვილი დარბაზის შუაგულში ერტმანეთზე ჩახუტებულები ვალს ცეკვავდნენ.როდესაც დარბაზს გაცდნენ ნიამ გაკვირვებულმა მოავლო ირგვლივ თვალი და გაოცებულმა ლევანს ჰკითხა.
-სად მივდივართ ლევან?აქ არ ვჯდებით?
-ცოტაც მოითმინე და ყველაფერს გაიგებ.-მხიარულად გადაუჩურჩულა ლევანმა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
-კარგი.-მხოლოდ ეს უთხრა გოგონამ და ბიჭს გვერდით მორჩილად მიჰყვებოდა.
მალე განათებულ ტერასაზე გავიდნენ და ნიამ მასინ დაინახა ორ კაცზე სანთლების შუქზე გაშლილი ულამაზესი სუფრა.რომელიც ვარდებით და გვირილებით იყო მორთული.სუფრაზე შამპანიური და ხილი იდო.ვაჟმა გოგონა სკამზე დასვა და თვითონაც მის პირდაპირ დაჯდა.მალე მომსახურე პერსონალიც მოვიდა და ლევანის მიერ შეკვეტილი სამელები მოიტანა.ზედგენიძემ იცოდა რომ ნია დიეტაზე იყო,უნდოდა ქორწილისთვის საუკეთესო ტანზე ყოფილიყო და ამიტო დიეტური და მსუბუქი ვახშამი შეუკვეთა.ყველაფერი იმდენად ლამაზი და იდეალური იყო რომ მგალობლიშვილს თავი სიზმარში ეგონა.სასიამოვნო საღამო გამოუვიდათ. ლევანმა გოგო საცეკვაოდ დაპატიჟა,მანაც მასინვე მიიღო მიპატიჟება და სცენაზე გავიდნენ,გაისმა ვალსის სასიამოვნო ჰანგები,არემარე მოიცვა ამ შეუდარებელმა მუსიკამ და მთელი თბილისი სასიამოვნო ბურუსში გაჰხვია.ნიას თავი სიზმარში ეგონა.ვახშამი სანთლის შუქზე,ცეკვა ღამის თბილისში და გვერდით საყვარელი მამაკაცი.არ უნდოდა ეს ყველაფერი ოდესმე დასრულებულიყო.იმდედან სასიამოვნო იყო ეშინოდა კიდეც რომ ეს ილუზია არ აღმოჩენილიყო.მაგრამ ის ცდებოდა ეს სინამდვილე იყო და ლევანი ნამდვილად მას ეცეკვებოდა.თავს ორივე ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ.ერთმანეთზე აკრულები მთელი სინაზით ცეკვავდნენ ვალსს.ლევანმა საცოლეს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.ეს დღე მის მეხსიერებაში ულამაზეს დღედ ჩაიწერებოდა.ყველაფერმა სასიამოვნოდ ჩაიარა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო ზედგენიძემ ნია სახლში რომ მიიყვანა და სანამ კარებზე ზარს დარეკდა მის ვნებიან ტუჩებს მთელი საღამოს მანძილზე თვალს რომ არ აცილებდა როგორც იქნა აკოცა.ისე გატაცებით და სინაზით უკოცნიდა ორივე ბაგეს რომ გოგო ლამის ხელებში ჩაადნა.მთელი საღამო ითმინა ლევანმა მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა.ისე ვერ გაუშვებდა რომ ეს ტუჩები ისევ არ დაეგემოვნებინა.ნიას კი ამ კოცნისგან თავბრუ ეხვეოდა,ვარდისფერ ბურუსში ეხვეოდა და სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა თანში.სიამოვნებდა ბიჭის ბაგეების შეხება რომელიც ისეთი ფაფუკი და ტკბილი იყო რომ ვერ სწყდებოდა.ბოლოს ისევ გოგომ გააკონტროლა თავი ლევანის ბაგეებს მოსწყდა და კარზე ზარი დარეკა.დედამ მალევე გაუღო შვილს კარი,სასიძო შეიპატიჟა მაგრამ უარი რომ მიიღო დაემშვიდობა და მშვიდობიანი საღამო უსურვა.ზედგენიძე კმაყოფილი დაეშვა კიბეზე თან ტუჩებზე თითს იტარებდა თითქოს ნიას კოცნას ეხლაც კი გრძნობდა.მალე,სულ მალე ამ ბაგეებს როცა მოუნდებოდა მაშინ დააგემოვნებდა და ჩაეხუტებოდა მის სიფეიფანა სხეულს.გახარებული წავიდა სახლში.უკვე ყველას ეძინა ამიტომ კარი გასაღებით გააღო და პირდაპირ ოთახში შევიდა.საწოლზე გაუხდელი მიწვა და ნიაზე ფიქრი დაიწყო,გონებაში სახავდა მათ მომავალს. ჯერ ქორწილს.მერე თაფლობის თვეს რომელსაც ლონდონში გაატარებდნენ,რადგან ეს ორივეს არჩევანი იყო,ორივეს უყვარდა ეს წვიმის ქალაქი.მთელი დღეები სასტუმროში ერთმანეთის ალერსით დატკებოდნენ და საღამოს წვიმაში გარეთ ისეირნებდნენ.ორივე ბუნებით რომანტიკოსი იყო და და მათი აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა.შემდეგ შვილები ეყოლებოდათ,შემდეგ როგორ გაზრდიდნენ მათ ერთად და ასე ლამაზ ფიქრებში და ოცნებებში ზედგენიძეს სასიამოვნოდ ჩაეძინა.
...
ბექა ვაშლიჯვრიდან პირდაპირ ანასთან წავიდა.ეგონა ეღვიძებოდა მაგრამ როდესაც კარზე ზარი დარეკა ანას მაგივრად კარი ნოდარმა გაუღო,მზია უკვე წასული იყო და ამიტომ უფროსმა ბექაურმა შეიპატიჟა ბიჭი სახლში.
-გამარჯობათ ბატონო ნოდარ.-მიესალმა ბექა კაცს.
-გამარჯობა შვილო.შემოდი,ანას კი სძინავს მაგრამ მგონი შეძლებ მის გაღვიძებას არა?-ეშმაკურად გახედა გასვიანს ბექაურმა რომელსაც სირცხვილის ტალღამ გადაუარა სახეზე.
-დიიიახ.-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ბიჭმა და დივანზე ჩამოჯდა.
-კარგი შვილო მაშინ მე უნდა წავიდე,სამსახურში მაგვიანდება და შენ ანუკი გააღვიძე.-გასძახა მისაღებ ოთახში მყოფ ბექას ნოდარმა,რომელიც უკვე კარებში გადიოდა.
-დიახ,ბატონო ნოდარ.-უპასუხა ბექამ.ნოდარმა კარები გაიხურა და წავიდა.ცოტა ხანს გასვიანი დივანზე იჯდა და ფიქრობდა.შემდეგ წამოდგა და ანას ოთახისკენ წავიდა.კარი ფრთხილად შეაღო და მაშინვე საწოლზე მშვიდად მძინარე ანუკის მოკრა თვალი.ისეთი ლამაზი იყო მძინარე თვალს ვერ მოსწყვიტავდი.საწოლზე ჩამოჯდა და გოგოს ზურგზე ხელი ნაზად დაუსვა.უფრო და უფრო ნაზად ეფერებოდა დახვდებდა რომ ბექაურს არ ეძინა მაგრამ არც გაღვიძება უნდოდა. შუბლზე ჩამოყრილი კულულები ნელა გადაუწია და მისი გაბუტული ტუჩები გამოაცინა.ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა რომ არ ეკოცნა სული დაელეოდა ალბათ ბექას.ფრთხილად დაიხარა და მის ბაგეებს ემბორა.ანა ცოტა შეიშმუსნა და თვალები გაახილა.ტუჩები მანაც აამოძრავა და ეხლა უკვე ვნებიანი კოცნა აჩუქა ბიჭს.ხელები კისერზე მოჰხვია და გულზე მიეკრა.სასიამოვნო ტალღამ დაუარა მთელს სხეულში გასვიანის სხეულზე ჩახუტებისას.
-ადგომის დროა ძილისგუდავ.-სიყვარულით უთხრა ბექამ და თვალები დაუკოცნა.
-აუ,კაი რა ცოტაც და ავდგები.-დაიწუწუნა გოგომ.
-ადე თორემ სიურპრიზი აღარ იქნება.-მუქარით დაუქნია თითი გასვიანმა და გაეღიმა.
-კაი ეხლავე ვდგები.-გადასაფარებელი გადაიძრო ანუკიმ და რასაც ჰქვია წამოფრინდა.მისი შემხედვარე ბექა სიცილს ვეღარ იკავებდა მოკლე საღამურებში გამოწყობილი კუნტრუშით გავარდა სააბაზანოში.ისიც კი არ უფიქრია ბიჭის წინაშე რა ფორმით იყო.არები შიგნიდან ჩაკეტა და თავის მოწესრიგებას შეუდგა.ჯერ შხაპი მიიღო.პირსახოცი შემოიხვია და ოთახში გავიდა.სხეული წყლის წვეთებით ჰქონდა დანამული.ბექა მისი დანახვისას ხმას ვეღარ იღებდა.ერთიანად დაუარა ცხელმა ტალღამ სხეულში და კანი გაუხურა.ხელის გულები ეწვოდა ისე უნდოდა შეხებოდა და ჩახუტებოდა.ანა კი ისე დადიოდა ოთახშო თითქოს იქ მის გარდა არავინ იყო. თმებს იმშრალებდა და წყლის წვეთებს აქეთ იქით ისროდა. გასვიანი კი გაოგნებული ათვალიერებდა ამ ღვთაებრივ სხეულს რომელიც მის წინ ლამაზი მიხვრა მოხვრით დადიოდა.ბექაურმა ტანსაცმელი აიღო და ისევ საბაზანოში შეიკეტა.ბექა კი დარჩა გარიმებული.გული სიყვერულით უფრო და უფრო ევსებოდა,ამ სიფრიფანა გოგოს მიმართ რაღაც ენით აუღწერეს გრძნობდა და განიცდიდა.5წუთში ანუკი უკვე მზად იყო.ტელეფონი აიღო და გასვიანს ხელმკლავი გაუკეთა.
-წავიდეთ ცხოვრებაა?-ჰკითხა გასვიანის ცვლილებით გახარებულმა.
-წავიდეთ.-უცებ ხელი მოჰკიდა და ჰაერში აიტაცა გოგო.მისმა მხიარულმა კისკისმა მთელი კედლები შეაზანზარა.ასე ხელში აყვანილმა ჩაარბენინა კიბეები და მანქანაში ჩასვა.გზაში არცერთს ხმა არ ამოუღიათ.ტკბებოდნენ ერთად ყოფნით და არ უნდოდათ ამ იდილიის დარღვევა.მალე ვაშიჯვარში ავიდნენ.კარებთან შესასვლელში ბექამ ანუკის თვალები აუხვია და ხელი მოჰკიდა.სადმე რომ არ დავარდნილიყო.ნელა შეიყვანა სახლსი შემდეგ კი ბაღში.იქ უკვე ყველაფერი მზად იყო.კარები მიხურა და სახვევი ნელა მოხსნა თვალებიდან.ანუკიმ ფრთხილად გაახილა თვალები და ჰოი,საოცრებავ.ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა თავი.თვალებს არ უჯერებდა და ვერ გაეგო ეს ყველაფერი რეალობა იყო თუ მირაჟი.ხელზე ხელის შეხება იგრძნო და მხოლოდ მასინ გააცნობიერა რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა.თავს ბედნიერად კი არა უბედნიერეს ქალად გრძნობდა.ეს ყველაფერი საოცარ ზღაპარს გავდა.მთელი ბაღი პატარ პატარა ნათურებით იყო განათებული და ყვავილებს ულამაზეს ელფერს სძენდა.მაგიდა ლამაზად მორთული და ირგვლივ ვარდის ფურცლებით გაფორმებული გზა.რომელიც სუფრისკენ მიდიოდა.ბექამ სკამი გამოსწია და გაოგნებული გოგო დასვა.თვითონ კი კარებში გაუჩინარდა,მალე დაბრუნდა უკან და მაგიდა რამდენიმე სახეობის საჭმელმა დაფარა.ანა უკვე ყველაფრით გაოცებული ხმას ვერ იღებდა,მხოლოდ ამ ყველაფრისგან დიდ სიამოვნებას იღებდა.ბექამ სასმელი ჭიქებში ჩამოასხა და სადღეგრძელო წარმოსთქვა.
-ჩემო ცხოვრება ამ ჭიქით მინდა შენ დაგლოცო,რომელმაც ცხოვრება გამიხალისე, რომელმაც მასწავლა როგორ უნდა ვიყო ბედნიერი და როგიორ დავტკბე შენთან ყოფნით.მიყვარხარ და მინდა ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.- ოდნავ მოსვა წითელი ღვინო და ანუკის შეხედა.
-მიყვარხარ,არ ვიცი რა გითხრა უბრალოდ გაოგნებული ვარ ბექ და სიტყვები არ მყოფნის ამ გრძნობის გამოსახატავად.შენ მე უბედნიერეს ქალად მაქციე. სიყვარული მასწავლე და ეს შესანიშნავი საღამო მომიძღვენი.ბექაური ისე ემოციურად საუბრობდა გასვიანი ხვდებოდა რომ ეხლა ყველაზე ბედნიერი იყო ანა.
-მე მთელი ცხოვრება გაგაბედნიერებ ჩემო ლამაზო გოგო,მთელი ცოხვრება დაგიცავ და მთელი ცხოვრება გაგაოცებ ასეთი და ამაზე ლამაზი საღამოებით. ეხლა კი უნდა მეცეკვო.-ბექამ საცეკვაოდ გაიწვია გოგონა და ისიც სიხატულით დაჰყვა მის ნებას.გოგოს სხეული თავის სხეულზე აიკრა და ხელები შემოჰხვია.ის ჰაეროვნად და ლამაზად ცეკვავდნენ რომ მათი ყურება სიამოვნებას მოგვრიდა ყველას.ყველაზე ლამაზი საღამო გამოუვიდათ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ წყვილს.ცეკვავდნენ და ამით უმაღლეს სიამოვებას განიცდიდნენ.
...
დილით სანდროზე ადრე მმირანდას გამოეღვიძა და მის საწოლზე თავდადებულ ბიჭს გადახედა.ისეთი სიმპატიური იყო უნდოდა ერთხელ მაინც შეხებოდა და მოფერებოდა.მაგრამ მოსაფერებლად აწეული ხელი ჰაერში გაუშეშდა,როდესაც გააცნობიერა რომ ამით ბიჭს იმედს მისცემდა.ეს კი ყოვლად დაუშვებელი იყო.მის ნაკვთებს ათვალიერებდა და პირველად შენიშნა წარბზე რომ შრამი ჰქონდა.მაგრამ ძალიან უხდებოდა.სანდრომ გაიღვიძა და მჟავიას ახედა.მიხვდა რომ უყურებდა მაგრამ არ შეიმჩნია.
-დილამშვიდობისა,როგორ ხარ?-მოიკითხა გიორგაძემ გამოგფხიზლებისთანავე.
-მადლობთ,ეხლა უკეთ ვარ.არ იყო საჭირო მთელი ღამის აქ გათენება.ცოდო ხარ.- თბილად უთხრა მირანდამ.
-სულაც არ გამჭირვებია,პირიქით სიამოვნებით დავრჩი აქ,თანაც დღეს მივდივარ.- სევდიანად ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები სანდრომ.გგოგო თავიდან ვერ მიხვდა რაზე ეუბნებოდა გიორგაძე მაგრამ როცა გაანალიზა მისი ბოლო სიტყვები გულში საშინელი ტკივილი იგრძნო და ცრემლები ძლივს შეიკავა.
-სად მიდიხარ?-როგორც იქნა დასვა ის კითხვა რაც არ ასვენებდა.
-ჰოლანდიაში.
-იქ რა გინდა?დიდი ხნით?-კითხვები დააყარა გოგომ.
-არ ვიცი,ალბათ კი ან სამუდამოდ.ვნახოთ ცხოვრება რას გვიჩვენებს.-ეს თქვა და ფეხზე წამოდგა.მირანდა შუბლზე ნაზად და მთელი სიყვარულით აკოცა,შემდეგ გულში ჩაიკრა და რამდენიმე წუთი ასე იყო.გოგო არც კი ინძრეოდა,თითქოს არც კი სუნთქავდა,არა უნდოდა ამ წუთების დასრულება,მაგრამ ეს გადრაუვალი იყო. ბოლოს სანდრო მოშორდა მის სხეულს.
-უკვე ჩემი წასვლის დროა.ბარგი უნდა ჩავალაგო.თავს გაუფრთხილდი და აღარ იშიმშილო.-დაარიგა მჟავია.
-შენც გაუფრთხილდი თავს.-მხოლოდ ეს უთხრა და მზერა აარიდა.
-აბა კარგად,ფული გადახდილია და როცა გაგწერენ ჩვეულებრივ წახვალ.-კარები გამოაღო ბიჭმა და ქავიდა.მისმა წასვლამ გული საშინლად ჩასწყვიტა მირანდას მაგრამ არაფერი შეეძლო,ასე აჯობებდა.თითქოს ეს უკეთესიც იყო.რადგან ამით ყველაზე დიდი საფრთხეს ააცილებდა თავიდან.ცრემლებმა გზა თავისით გაიკვალეს და ეხლა უკვე გულამოსკვნილი ქვითინებდა ბალიშზე დამხობილი.



№1  offline წევრი natia-natia

პირველივარრრრ მაგარია

 


№2 სტუმარი darina

Erti beqa mec minda :-D ra vqna beqa aq chemi pirveli siyvarulia, axla sandros vetirebi :-D nu damitanje es bichi, am gogos gawewva minda ra daifasa tavi, raga holandiashi ushveb gamoushvi batumshi ager ar var :-D :-D

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

მთელი თავი სანდროს დ. მირანდას მოლოდინში ჩავიკითხე და ასე ცოტა რომ ეწერა მათზე გული დამწყდა.ძალიან მომწონს ეს ინტრიგაცდა ველოდები გაგრძელებას.

 


№4 სტუმარი Teko

Vaime daitanja sawkali sandro:d shemdegi male dade ra

 


№5  offline წევრი mako-makako

darina
Erti beqa mec minda :-D ra vqna beqa aq chemi pirveli siyvarulia, axla sandros vetirebi :-D nu damitanje es bichi, am gogos gawewva minda ra daifasa tavi, raga holandiashi ushveb gamoushvi batumshi ager ar var :-D :-D

არ ვიცოდი ასე ახლოს ტუ იყავი აქამდე მაინც გეთქვა და გამოვუშვებდი შენტან ცოტა ხნით მაინც აბა რას ვიზამდი wink

natia-natia
პირველივარრრრ მაგარია

ნათი ახალი თავი აიტვირთა უკვე და ნახე

ლანა ცინცაძე
მთელი თავი სანდროს დ. მირანდას მოლოდინში ჩავიკითხე და ასე ცოტა რომ ეწერა მათზე გული დამწყდა.ძალიან მომწონს ეს ინტრიგაცდა ველოდები გაგრძელებას.

რა ვქნა ლან ცოტა სხვებზეც დავწერე.მაგრამ სანდრო და მირანდა მალე ისევ გამოჩნდებიან.ინტრიგა კი ეხლა იწყება ჯერ სად ხართ. wink რაღაც მაგარ ხასიათზე ვარ wink

Teko
Vaime daitanja sawkali sandro:d shemdegi male dade ra

დავდე უკვე.ტანჯვა ეს ცხოვრების კანონია smile
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№6 სტუმარი nina(nina)

ინტერესით ვკვდები მაკუს!!! აი სიტყვები არ მყიფნის.რა საყვარლები არიან love მეც მინდა მათ ნაირი ცხოვრების თანამგზავრი wink გაფრთხილებ თუ რომელიმეს დააშორებ "გაგებუტები" wink ამ თავის წაკითხვამდე სხვა ისტორია წავიკითხე და მაგარი ცუდად დაამთავრა ავტორმა,ცრემლებიც კი წამომივიდა და არ მინდა აქაც რამე ისე,რომ ვერ წავიდეს რა. იცოდე არ გაპატიებ fellow ინტრიგანი ხარ რა. მომეწონა ბექას და ლევანიკოს სიურპრიზი და სანდროს "ყურადღებიანობაზე" ხომ საერთოდ ხმას აღარ ვიღებ,ძალიან თბილი და საყვარელია,თან გულში,რომ იკლავს თავის გულის ტკივილს ეს უფრო უარესად ხდის და მეც არა ნაკლებ მტანჯავს მისი ტანჯვა sad
აი ძალიან მაგარი გოგო ხარ რა!! წარმატებები!! ძალიან მიყვარხარ და გაფასებ ჩემო თბილო გოგო <3 <3 <3

 


№7  offline წევრი mako-makako

nina(nina)
ინტერესით ვკვდები მაკუს!!! აი სიტყვები არ მყიფნის.რა საყვარლები არიან love მეც მინდა მათ ნაირი ცხოვრების თანამგზავრი wink გაფრთხილებ თუ რომელიმეს დააშორებ "გაგებუტები" wink ამ თავის წაკითხვამდე სხვა ისტორია წავიკითხე და მაგარი ცუდად დაამთავრა ავტორმა,ცრემლებიც კი წამომივიდა და არ მინდა აქაც რამე ისე,რომ ვერ წავიდეს რა. იცოდე არ გაპატიებ fellow ინტრიგანი ხარ რა. მომეწონა ბექას და ლევანიკოს სიურპრიზი და სანდროს "ყურადღებიანობაზე" ხომ საერთოდ ხმას აღარ ვიღებ,ძალიან თბილი და საყვარელია,თან გულში,რომ იკლავს თავის გულის ტკივილს ეს უფრო უარესად ხდის და მეც არა ნაკლებ მტანჯავს მისი ტანჯვა sad
აი ძალიან მაგარი გოგო ხარ რა!! წარმატებები!! ძალიან მიყვარხარ და გაფასებ ჩემო თბილო გოგო <3 <3 <3

ძალიან დიდი მადლობა ნინა ასეთი ლამაზი და ტბილი სიტყვებისთვის,ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს კომეტარებს და ძალიან მაბედნიერებთ,მადლობა ყველაფრისთვის მეც ძაიან გაფასებ ჩემო თბილო გოგო და მიყვარხარ. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent