შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალმთვარეკაკი (სრულად)


7-02-2016, 01:17
ავტორი კიტკეტა^
ნანახია 4 467

შუაღამე იდგა და მაინც ვერ ვიძინებდი, რაღაც მაკლდა, ისეთი რაღაც რაც მთლიანად ამავსებდა, მთლიანად შემცვლიდა.
სიყვარული მაკლდა,
ყველას სიყვარული.
და მაინც ყველასას, მირჩევნოდა მხოლოდ იმ ერთის მიყვარხარ, იმ ერთის ღიმილი, ყველაფერი ყველაფერი ‘მისი’
ყველაფერზე ვიყავი თანახმა ლიჟბი მისი ყოფილიყო.
ლიჟბი კაკი ჯიქიასი ყოფილიყო

***
ზუსტად მახსოვს, 2 წლისწინ ხმა გავარდა სკოლაში ახალი მოსწავლე გვყავსო, სიმპატიური ბიჭიაო, სიმპატიური კი არა პანიკაო, კაკი ჯიქიას ყველა იცნობდა. ყველა ჩემს გარდა,
მე მასთან არც არავიინ მიმასუნინებდა, მეხობ უბრალოდ ერთი საცოდავი გოგონა ვიყავი სკოლაში რომელსაც ყველა მუდამ დასცინოდა. ასეთი ბედი მხვდა წილად, მაგრამ რას ვიზავთ. მართლა ისეთი ბიჭი იყო კაკი პირველად რომ დავინახე დავშტერდი დერეფანში და თავში წამორტყმამ მომიყვანა გონს.
იმ დღისით ჩამივირდა კაკი ჯიქია გულში და იმდღიდან დამერხა სერიოზულად

***
სკოლაში არაფრით გამოვირჩეოდი, არც მამიკოს ფულებით, არც გასაოცარი სწავლით, ყოველთვის ვიყავი უბრალოდ ნინა, დასაცინი ობიექტი რომელზეც მთელი სკოლა მუდამ ღადაობდა. ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ იმის საშვალება რომ კარგად ჩამეცვა, ყოველდღე ბრენდის მაღაზიებში ვეტარებინე და iphoneთი ფოტოები მეღო ტუჩებდაპრუწულს. დიდად არც ჩემი სიყვარულით გამოირჩეოდნენ. ჩემით არასდროს იყვნენ კმაყოფილნი. თავიანთი თავებისთვის ყოველთვის კარგად იცლიდნენ თუმცა ნინასთვის დრო რომც ჰქონოდათ მაინც თავისთვის გამოიყენებდნენ ამ დროს.

***
ღამე გათეულს დილით ჩამეძინა და სკოლაში ცოტა არ იყო დამაგვიანდა, კიბეებზე გიჟივით გავრბოდი როცა კარი გაიხსნა და არც მეტი არც ნაკლები კაკი ჯიქიას დავეჯახე
-ეი ფრთხილად - შარვლის ფერთხვით მომმართა
- მაპატიეთ - თავჩაღუნულმა ვუთხარი და გზა გავაგრძელე, თუმცა არ მაცადა და შემომატრიალა - რა ხდება? - ვკითხე მისი საქციელით გაოგნებულმა
- ახალი ხარ სკოლაში ტო? - თვალებ ანთებულმა მომმართა
- არა - მოკლედ ვუპასუხე და ვსცადე თავისდაღწევა თუმცა ამაოდ
- კაკი - გამომიწოდა ხელი
- ვიცი - ჩუმად მივუგე და ისევ ჩავღუნე თავი - გამიშვი - ამოვიგმინე
- გამიკვირდებოდა ხო იცი - სიცილით მომიგო - შენ არ მეტყვი სახელს?
- გამიშვი გთხოვ - უკვე ცრემლები მომდიოდა, არც მან აყოვნა და ხელი გამიშვა
იმ დღისით გაკვეთილებზე არ შევსულვარ, სკოლის უკან გავედი ხის ძირში ჩამოვჯექი, დღიური ამოვიღე და ჩანაწერს ვაკეთებდი. კაკის ხელის კვალი აღარ მაჩნდა მარჯვენა მტევანზე თუმცა ვგრძნობდი. მაშინ მეთერტმეტე კლასში ვიყავი, კაკი მეთორმეტეში. 4 თვეში სკოლას დაამთავრებდა და წავიდოდა თავის გზაზე, მეც დამავიწყდებოდა მაგამ აი ზუსტად მანდ შევცდი

***
თებერვლის 14 იყო, ვალენტინობა.
ქუჩაში კენტად მივაბიჯებდი, და იმ წამს მთელ სიცოცხლეს დავთმობდი თუნდაც ცოტახნით კაკი რომ ყოფილიყო ჩემს გვედით. ათასი შეყვარებული წყვილი შემხდა, ყველას ბედნიერი ღიმილიანიცრემლით ვუყურებდი, და ყველაში მე და კაკის თავს წარმოვიდგენდი, იმ დროს უკვე მაგრად ვყავდი კუპიდონს გაბმული. 11 ხდებოდა მარკეტიდან რომ გამოვედი შოკოლადებით, ასე მაინც გამეტარებინა ეს დღე ტკბილად.
-ნინა - ხრიწიანი დაბოხებული ხმა მომესმა სადარბაზოში შესულს, ოდნავ სიბნელე იყო და ვერაფერს ვარჩევდი, თუმცა ხმა ვიცანი
- კაკი? - გაკვირვებულმა ვკითხე და ვეცადე ბჟუტავ სინათლეზე შემჩნია
- ხო მევარ - ჩაიცინა და სინათლეზე გამოვიდა
- აქ რა გინდა
- შენთან მოვედი
- ჩემთან?
- ჰო - ოდნავი პაუზის შემდეგ განაგრძო - რა არ შეიძლება?
- არ გელოდი უბრალოდ - ნერვიულობის დასაფარად მაისურს დავუწყე წვალება
- დაანებე მაგ მაისურს თავი - გაეცინა - ან რა თხლად გაცვია არ გცივა?
- ვერ ვგრძნობ - იმ წამში მართლა ვერაფერს ვგრძობდი, ვერც იმას ეს რალურად ხდებოდა თუ არა
- აბა რას გრძნობ? - თან სიგარეტს გაუკიდა
- სიყვარულს
- შენსას - ღრმა ნაპასი დაარტყა და გამიღიმა
- კაკი მგონი ნასვამი ხარ - დავუიგნორე ‘შენსას’
- სიფხიზლე გრძნობებს ვერ ცვლის ნინა - ისე ღრმად სუნთქავდა, არა მარტო მესმოდა არამედ ვგრძნობდი კიდეც - ვალენტინობას გილოცავ - საფეთქელთან კოცნა დამიტოვა და სადარბაზო დატოვა

***
რა ხდებოდა ჩემსა და კაკის შორის? სრულიად არაფერი, მაგრამ ეს არაფერი იყო ჩემთვის ყველაფერი, ამ ყველაფრის გამო დავთმობდი ყველაფერს. ყველაფერი სკოლაში იმ შეჯახებიდან დაიწყო, მე მიყვარდა კაკი, მას კი... უბრალოდ ასე გამოჩნდებოდა ხოლმე და ამ გამოჩენას ახალმთვარეკაკი-ს ვეძახდი. არ ვიცოდი რას ვნიშნავდი კაკისთვის, თუმცა ის კი ვიცოდი რას ნიშნავდა ჩემთვის. ზუსტად მახსოვს მის სიყვარულში ჩემი თავი რომ გამოვიჭირე მთელი ღამე ვიტირე. სკოლაში უბრალოდ მიღიმოდა ხოლმე. როგორც სხვისთვის მისთვისაც უბრალოდ ნინა ვიყავი, თუმცა იმ განსხვავებით რომ ის მიღიმოდა, სხვები კი...

***
-აუ კაკი მაგარი გარეკილი გაქ შენ ძმობას ვფიცავარ - იცინოდა მშვიდობაძე თან ლუდს სვამდა
- ცოტაღა დამრჩა და არ გავისწორო - მაინც რო ეღიმებოდა
- ნუ ატრა*კებ რა - ნიკუშას მოეშალა ნერვები
- ვიტყუები თუ? - ღიმილის არ იშორებდა ჯიქია
- მართლა გევასება ტო ნინა? - ისევ ძველ თემას დაუბრუნდა მშივიდობაძე
- მაგას თუ დავასება ქვია - სხვანაიი ღიმილით ამოხედა
- მერე ერთად გარეკეთ ტო, რაღა მარტო უბერავ - მხარზე ხელი დაკრა ნიკუშამ
- რო გავფინდები იქაც ხო არ გავიყოლო? - სიგარეტს გაუკიდა კაკიმ
- ნუ ჩაი**ვავ ბედნიერებაში - მშვიდად უთხრა მშვიდობაძემ და ხელიდან სიგარეტი გამოართა - გაფრენის დაჩქარება არ გვინდა - თვალი ცაუკრა და თვითონ გააბოლა

***
არავინ არ ყავდა ნინას, ვინმესთვის რამე რომ მოეყოლა, მხოლოდ ნაცრისფერი დღიური გააჩნდა, კაკის წყალობით ვარდისფერი დღეების ასაღწერად. იკეტებოდა ხოლმე ოთახში და ყოველდღიურად აკეთებდა ჩანაწერებს ახალმთვარეკაკი-ზე.

***
ფიზიკაზე იჯდა ტვინ გადადუღებული უცებ კარი რომ გაიხსნა და ერეკლე შემოვიდა მშვიდობაძე
-ელზა მას ჩემს ძმაკაცს ჰაერი არ ყოფნის - აღშფოთებული ელაპარაკებოდა მშვიდობაძე ელზა მასწავლებელს
- სასწრაფოში დარეკეთ მერე, რომელი ექიმი მე მნახეთ აქ, ან დაბლა ჩაიყვანეთ ექიმთან - სიტყვები არ მყოფნის ამ ქალის შესამკობად
- სასწრაფო არ მინდაო, გეჯაძე დაითხოვოსო - გაუღიმა მშვიდობაძემ და მე ფერები გადამივიდა სახეზე
- მშვიდობაძე დატოვე კლასი ან რომელი შენი ძმაკაცის ჰაერია გეჯაძე - თვალების კვესებით მიუგო ელზა მასწავლებელმა
- ჩემი - კარებში ჯიბეებში ხელებჩალაგებული დადგა კაკი ჯიქია და აი აქ მქონდა პიკი
- სასწრაფოდ დატოვეთ საკლასო ოთახი - უკვე წივილზე გადადიოდა ელზა
- ტონს დაუწიე ელზიკო აქედან მხოლოდ ჩემ ჰაერთან ერთად გავალ - ნელნელა დაიძრა ჩემსკენ კაკი მეკი სკამს მივეჯაჭვე და ყველაფრის უნარი დავკარგე - არ წამოხვალ? - ღიმილით მომიგო კაკიმ
- კაკი - ეხლა რომ უარი მეთქვა მთელი ცხოვრება ვინანებდი
- ჰო - ისევ იღიმოდა
- წამოდი მანამ დირექტორი ამოსულა - სიცილით მივუგე და სირბილით დავტოვეთ საკლასო ოთახთან ერთად სკოლაც

***
-ნინა
- ჰო
- რა ხდება ჩვენ თავს?
- არ ვიცი მაგრამ, მინდა არასდროს დამთავრდეს, ან მე ვერ მოვესწრო ამ დამთავრებას
- ეჰ ნინა - ღრმად ამოიოხრა ჯიქიამ და თავზე აკოცა

***
-კაკი გიყვარვარ? - ბიძაშვილის დაბადებიდღიდან მოდიოდა, შუაქუჩაში ნასვამი ნინა
- ნინა დალიე? - ეცინებოდა კაკის
- კაკი მე მიყვარხარ - ვერ ზომავდა ნინა სიტყვებს
- გამოფხიზლდები და მერე არ ინანო ნინა
- სიფხიზლე გრძნობებს ვერ ცვლისო გამიგონია - იცინოდა ნინა
- სად ხარ ნინა? - კაკიც იცინოდა
- სიყვარულის ქუჩაზე
- სად?
- სიყვარულის ქუჩაზეთქო
- კაი ნინა რა მართლა სად ხარ
- ფანჯრიდან გამოიხედე - კაკის კორპუსთან იდგა და მაინც ვერ იჯერებდა რომ ეს გააკეთა
- ნინა? - თვალებს ვერ დაუჯერა მეოთხე სართულიდან რომ გადაიხედა და ნინა დაინახა დაბლა - 2 წუთში მანდ ვარ არ გაინძრე
- ვერ ვიჯერებ რომ აქ ვარ - იცინოდა გეჯაძე
- ვერც მე ნინა - ხელები მაგრად მოხვია კაკიმ, ნინასაც რაც ძალადაღონე ჰქონდა ისე უჭერდა ხელებს
- რატო არ ვიცოდი ეს თუ სიყვარულის ქუჩა იყო?
- იმიტომ რომ ჩემი სიყვარულის ქუჩაა

***
3 დღის უნახავი ყავდა კაკი, როგორ ენატრებოდა მხოლოდ ღმერთმა იცოდა, ტელეფონზეც დაურეკა რამდენჯერმე თუმცა უშედეგოდ, დილის 5 საათი იყო ნინას მობილური რო აწკრიალდა
-ჰო კაკი - ისე უპასუხა არც დაუხედია, თუმცა რა დიდი გამოცნობა მაგას უნდოდა
- გაგაღვიძე?
- არაუშავს
- მომენატრე ნინა
- მერე სად იყავი აქამდე
- ჩემი თავი გამოვცადე
- რაში
- სადამდე გავძლებდი უშენოდ
- მერე?
- მერე სადარბაზოსთან ვარ დაბლა და ჩამოირბინე აბა - ხალათი მოიცვა ღამის პერანგზე უბრალოდ და გიჟივით ჩაირბინა მეორე სართულიდან
- აღარ გამოცადო ხოლმე რა შენი თავი - ბუზღუნით უთხრა ნინამ და უფრო მიეწება კაკის
- კარგი - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და თავზე აკოცა
- კაკი
- ჰო
- შენ იცი ვინ ხარ?
- ვინ?
- ახალმთვარეკაკი - სიცილით უთხრა ნინამ
- მთვარეც იძინებს ოდესრაც სამუდამოდ ნინა, მაგრამ შენ მაგარად უნდაა იყო
- კაკი - ოდნავ მოშორდა კაკის და თვალებში უყურებდა
- ადი ეხლა გაცივდები
- რაღაცას მიმალავ შენ
- არაფერს არ გიმალავ ნინ, ადი არ გამიცივდე

***
მალე გავიდა 4თვეც და კაკიმაც დაამთავრა სკოლა, გოგოებს ათვალწუნებული ვყავდი რადგან კაკისთან ვიყავი, მათ კი არა მეც ვერ ვიჯერებდი ჩემ ამბავს, კონკია შემარქვეს, სასაცილოა არა? თუმცა მასეა რა ვუყოთ
***
-კაკი მიყვარხარ - სიცილით ეუბნებოდა და სიცხის მიუხდავად მაინც ზედ ეკვრებოდა ბიჭს
- ჩემო ნინა - საფეთქელტან დაუტოვა კოცნა კაკიმ
- შენ არ გიყვარვარ ხომ?
- ნინა სუნთქვა გიყვარს?
- სუნთქვა?
- ჰო სუნთქვა, არასდროს გიფიქრია ხომ მაგაზე? შეიძლება სუნთქვა არ გიყვარდეს მაგრამ სიცოცხლისთვის აუცილებელია, სიცოცხლის წყაროა და რომ იცხოვრო და არსებობდე გჭირდება, ასე ხარ ჩემთვისაც, შენს გამოა რომ ამდენ ხანს კიდე ფეხზე ვდგავარ
- კაკი ვერ გავიგე კარგად, რა გჭირს? - აუცრემლიანდა თვალები ნინას
- ცუდად ვარ ნინა ცუდად - ხმას აუწია კაკიმაც - აღარ შემიძლია ამდენი, წადი გთხოვ წადი არ მემეტები ამისთვის წადი გთხოვ
- კაკი ამიხსენი რა ხდება, ხომ იცი რომ არსად არ წავალ - ნინამაც აუწია ტონს
- წადი უბრალოდ ნინა გთხოვ, მეტისთვის ვეღარ გაგწირავ
- არ წავალ კაკი
- კაი - თვითონ გაბრუნდა უკან, ყველაზე მეტად უჭირდა, თუმცა იცოდა რომ ეს დრო აუცილებლად დადგებოდა ადრე თუ გვიან, მაგრამ სანამ ძაან შეტოპავდა ჯობდა დაესტოპებინა

***
ერთი კვირა კაკიზე ვერაფერი გაეგო, რა აღარ სცადა, ყოველ საღამოს მის ქუჩაზე იყო, სიყვარულის ქუჩაზე თუმცა ამაოდ, არსად არ შეხვედრილა, მშვიდობაძეს შეხვდა შემთხვევით ქუჩაში
-ერეკლე
- ნინა? როგორ ხარ?
- არ მეტყობა
- ნინა მეჩქარება
- გთხოვ შენ მაინც მიტხარი რამე ერეკლე, ის მაინც მითხარი როგორ არის
- არის ნინა არის - მცირე ყოყმანის მერე დაამატა - ჯერ
- ჯერ - მაშნვე იწყეს თვალებიდან ცრემლებმა დენა
- ნინა მაპატიე უნდა წავიდე
- ერეკლე ნუ გამწირავ გთხოვ მითხარი
- არ შემიძლია ნინა
- გთხოვ ერეკელე
- კაი წამოდი - ვეღარ გაუძლო ასეთი ნინას ყურებას

***
აპარატზე შეერთებული კაკი რომ დაინახა იქვე თუ არ მოკვდე არ ეგონა, ბოლო სტადია აქვსო. ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები
-ნინა ალბათ? - საშვალო ასაკის მქონე ქალი მიუახლოვდა
- კი - ისე მიუგო არც შეუხედავს
- მიყვებოდა ხოლმე შენზე
- მომავალშიც მოგიყვებათ ქალბატონო - ეხლაღა შემოხედა ქალს
- ლელა - თბილად გაუღიმა ქალმა - ნეტავ შვილო ნეტავ
- იმედი არ უნდა დავკარგოთ - იმედიანათ გაუღიმა ნინამ
- აქ რომ დაგინახოს ალბათ საავანდმყოფოს გადააბრუნებს და თავისზე წინ ჩვენ გაგვამგზავრებს ამ ქვეყნიდან - გაეღიმა ქალს - მკაცრად ვყავდით გაფრთხილებულები
- გონს მალე მოვა?
- არ ვიცი - უცებ ექიმები შევარდნენ კაკის პალატაში - ღმერთო შენ გვიშველე
- კაკი დე - ტირილ უმატა ქალმა
- პაციენტი გონს მოდის - პალატიდან გამოვიდა ექიმი
- კაკი - გამეღიმა და ინსტიქტურად ლელას ჩავეხუტე - შეიძლება მასთან შევიდე?
- ცოტახანს მოიცადეთ და შემდეგ შებრძანდით, ოღონდ ნუ გადაღლით არ შეიძლება მისთვის
- კარგით - გავუღიმე ექიმს - ჯერ თქვენ შენდით ლელა დეიდა
- არა შვილო შენ შედი - მხარზე ხელი ჩამოუსვა ქალმა

-კაკი, როგორ გამიმეტე ასე? როგორ არ მითხარი? - მის საწოლთან ვიჯექი და ჩუმად ვჩურჩულებდი - დღეს რომ ერეკლე არ მენახა შეიძლება, აღარც მინდა დამთავრება - ცრემლებს ვერ ვიკავებდი - ჩემო კაკი
- ნინა - ისე ჩუმად თქვა ძლივს გავიგე
- ჰო კაკი
- მიყვარხარ ნინა
- მეც მიყვარხარ კაკი, ჩვენ შევძლებთ და დავამარცხებთ ამ დაავადებასაც
- ეჰ ჩემო ნინა
- ნუ ლაპარაკობ შენთვის არ შეიძლება, ჯერ კიდევ სუსტად ხარ
- ნუ მაჩუმებ, თორე მერე მოგენატრება ჩემი ხმა - ამ მდგომარეობაში იყო და მაინც არ ჩერდებოდა
- სულ ჩემს გვერდით იქნები კაკი - ზურგს უკან მომესმა ტირილის ხმა და ლელა აღმოჩდა
- ნახე დე ჩემი ანგელოზი?
- ვნახე დედა
- ხო ლამაზია დე?
- კი დედი
- ხოდა კარგი სასიძო უნდა ავურჩიოთ დე
- კაკი მე უკვე არჩეული მყავს ქმარი და წინ მიწევს - ტირილით ვეუბნებოდი
- დეე ხო აურჩევ სასიძოს? - ლელამ ვეღაც გაუძლო და პალატა დატოვა - ნინა ჩვენი 6თვისთვის - ნელა ლაპარაკობდა - გთხოვ ბედნიერი იყავი, ჩევნ 6თვეს გაფიცებ, ჩემს გარეშე შეძელი რამენაირად
- კაკი გთხოვ გაჩუმდი, როგორ უნდა შევძლო შენ გარეშე ბედნიერება როცა ჩემი ბედნიერება შენ ხარ?
- ნიინა გთხოვ
- ნუ მთხოვ კაკი
- შვილი რო გეყოლება კაკის დაარქმევ?
- ჩემ ქმარს ქვია კაკი და შვილსაც ეგ დავარქვა - ვცდილობდი ცოტა გამეღიმა მაინც
- ნინა
- ჰო კაკი
- მიკვარხარ ნინა

***
ბევრი ვერც ვერაფერი მოვასწარით, რაც დამრჩა კაკისგან მხოლოდ 6თვე იყო, და ეს 6თვე მეყო სიცოცხლის გასაგრძელებლად, ჩვენი 6თვით შევედით ისტორიაში, ჩემს ქმარს ისევ კაკი ქვია, როგორც მაშინ პალატაში. სიყვარულმა მაინც ვერ დაამარცხა დაავადება, მაგრამ მე მაინც მწამს ჩემი სიყვარულის


________
უბრალოდ ამ ღამით ნახევრად მძინარეს, ამასთანავე საშინელ ხასიათზე მყოფს მომინდა წერა, თქვენ შეაფასეთ როგორი გამომივიდა



№1 სტუმარი Niniko

Guli metkina :(

 


ცრემლი მომადგა თვალებზე <3 მომეწონა ძალიან <3

 


№3 სტუმარი nina(ნინაჩკა)

ძალიან კარგი იყო სალ!გული მეტკინა მაგრად! სულში ჩამწვდა და დავწვა,გამანადგურა. წარმატებები ჩემო გოგო <3 <3 <3

 


№4 სტუმარი ruso

yochag dzalian momewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent