შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთხარი დედაშენს რომ.. შენ ახლა ჩემი ხარ (7)


7-02-2016, 14:44
ავტორი tsn
ნანახია 4 847

ლინდა
დიდ ხანს ვიფიქრე როგორ დამესაჯა ქეთა.. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი მოვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ თუკი რაიმეს არასწორად იზამდა მხოლოდ მაშინ მეზრუნა ამაზე.. არ ვიცი, უბრალოდ, შინაგანად არ მინდა მის დონეზე დავეცე..
მე და გოგონებმა რაღაც-რაღაცები მოვამზადეთ, კალათში ჩავაწყეთ და ბიჭებს გავუარეთ.. ისე გოგოებისთბის, ეს პიკნიკი მათთან დასაახლოვებლად კარგი იქნება.. ადგილის შერჩევა ჩემს თავზე მქონდა აღებული.. ერთი ძალიან ლამაზი, რთულად მისადგომი ადგილი ავარჩიე.. ულამაზესი იყო... ჩანჩქერი, რომელიც თითქოს კლდეებს კვეთდა და ძირს ზურმუხტისფრად იღვრებოდა.. დიახ, ზურმუხტისფრად... მივიყვებოდით მწვანეში ჩასმულ სილამაზეს და გული სიამაყით მევსებოდა.. ერთიანად გაიღვიძა ჩემში პატრიოტიზმმა, იმდენად, რომ შემეძლო მეტირა ბედნიერების ცრემლებით, რადგან წილად მხვდა ქართველობა.. ყველა გრძნობას ერთად იწვევდა ეს სილამაზე.. აღტაცებას, სიამაყეს, სიხარულს, ბედნიერებას.. მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ გადამიქელავს ეს ბალახი, ამ გზაზე მიმავალს, დღეს ათასჯერ ბედნიერი ვიყავი, რადგანაც გვერდით საყვარელი ადამიანები მყავდნენ.. სანდროს ჩემთვის ხელი ჩაეჭიდა და ისე მივდიოდით.. მე კი ვიცოდი, რომ ახლა მგელიც რომ გადმომხტარიყო ჩემს შესაჭმელად ის ხელს არ გამიშვებდა.. წარმოიდგინეთ, რომ ჩემი გოგო - ბიჭებიც არ კამათობდნენ.. ასე უხმოთ, დუმილით და გულში ამდენი ლამაზი გრძნობით მივუყვებოდით გზას, რომელსაც ჩანჩქერთან მივყავდით..
აღფრთოვანებულები დარჩნენ ჩანჩქერით.. უამრავი სურათი თუ ვიდეო გადავიღეთ.. ახლა გამამტყუნეთ, რომ არ მინდა ეს მშვენიერი წუთები ქეთას დავუთმო.. დიახ, არ მინდა, თუ იძულებულს არ გამხდის, რა თქმა უნდა..
საკმოდ გრილოდა.. კლდეები მზეს ჩრდილავდნენ, მეორე მხარეს კი ხშირი ტყე იყო.. ისეთი გრძნობა იყო, თითქოს გამოქვაბულში ვიყავით.. პიკნიკიათვის ადგილი შევარჩიეთ და დავსხედით.. თუმცა ძალიან მალე წყალში ჩავედით.. მერე რა, რომ ციოდა.. მთავარი ის იყო, რომ წყლის ყოველი წვეთი სიყვარულით იყო გაჟღენთილი.. არ მშორდებოდა სანდრო გვერდიდან.. იცით, მას როცა ვხედავ ერთდროულად ვგრძნობ შიშს და ბედნიერებას.. დიახ, მეშინია, რომ შეიძლება ოდესმე დავკარგო
- რაზე ფიქრობ? - ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამომიყვანა
- შენზე, ჩემზე, ჩვენზე და ყველაფერზე საერთოდ - გამიღიმა და თმა ყურზე გადამიტანა..
- მერე რა მოიფიქრე? - მკითხა მან და თვალებში ჩამაშტერდა - შენი თვალები ლინდა.. საოცარია - უეცრად გადავიდა სხვა თემაზე.. გამეღიმა და გულზე ისე მივეკარი, თითქოს წამართმევდნენ
- ის მოვიფიქრე, რომ ძალიან მიყვარხარ და უშენოდ, უბრალოდ ის ვეღარ ვიქნები რაც ვარ.. მოსიარულე მკვდარი ვიქნები..
- ჩემო პატარა.. უჩემოდ არ იქნები.. უჩემოდ არასოდეს იქნები..
- მიყვარხარ - ვუთხარი და ლოყაზე მაგრად ვაკოცე.. - ნახე, ყველა გაქრა, ვანიშნე ბავშვებზე
- ვინც უნდა წასულიყო აქაა - მანიშნა ქეთაზე
- იცი, დღეს ვაპირებდი ქეთა ისეთ დონემდე მიმეყვანა, რომ აქედან თვითონ წასულიყო
- მერე?
- ის, რომ მე მისნაირი ვერ ვიქნები.. ის წავა, აუცილებლად წავა როცა დრო იქნება..
- მიყვარხარ - ჩამეხუტა და კისერში მაკოცა

ანასთან
მას მერე, რაც კოსტამ ტელეფონი წამართვა, ფიქრებად ვიქეცი.. ნეტავ რა მოვპარე.. გოგონებისგან დედას და ლუკას(ძმას) დავურეკე და ვუთხარი ტელეფონი გამიფუჭდა და აქ დამიკავშირდით-მეთქი.. ოი, კოსტა შენ დაგედოს ჩემი ცოდო.. კიდევ კარგი ფეხბურთი მოვიგეთ.. ახლა ტელეფონს დავიბრუნებ, ან ვის ჭირდება, ახალს ვიყიდი, როდესაც დავბრუნდები... ახლა იაეთი სურვილი უნდა მოვიფიქრო, რომ ინატროს ტელეფონი დაებრუნებინა...
ლინდამ პიკნიკი აიჩემა, ჩვენც ავიტაცეთ ეს აზრი და აი, ახლა ულამაზესი ჩანჩქერის წინ ვდგავართ და ამ სილამაზით ვერ ვძღები.. რამდენჯერ უთქვამს ლინდას ჩემთან წამოდითო, მაგრამ ასე თუ ისე ერთად დასვენებას ვერ ვახერხებდით ხშირად.. თანაც ერთად დასვენება ასე გვქონდა განაწილებული: ერთ წელს ელესთან, მერე ჩემთან, ლიზასთან, ეკასთან და ბოლოს აქ.. პარალელურად მოვლილი გვაქვს კახეთი, სვანეთი, გურია, ქართლი და ახლა რაჭა.. მე და გოგოები ერთ მთლიანობას წარმოვადგენთ.. ჩვენ არ გვჭირდება სიტყვები, რომ ერთმანეთს გავუგოთ.. დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ.. სკოლის პერიოდიდან ერთად ვართ.. მახსოვს, როგორ გვიბრაზდებოდა მასწავლებელი ერთ მერხთან რომ მივიყუჟებოდით ხოლმე..
სიმართლე გითხრათ, გოგოები რომ დავუხლოვდით ერთმანეთს ლინდას დამსახურებაა.. ყველას ერთი ცელქი ბიჭი გვაწვალებდა და გავერთიანდეთ, ბოლო მოვუღოთო, შემოგვთავაზა.. საწყალი საბა.. მეათე კლასამდე აღარც კი გველაპარაკებოდა, შემთხვევით ზედმეტი არ დამცდეს რამეო..
- ანა, შენი ძმა რეკავს - მითხრა ეკამ და ტელეფონი მომცა და წავიდა.. ჩემს ძმას ვესაუბრებოდი, როდესაც უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა.. საუბარში კარგა მანძილი გამევლო.. საუბარს მოვრჩი და შევბრუნდი, კოსტა იყო
- ოჰ, მოვიდა აბდუშაჰილი - კოსტას ასე დავარქვი.. პირველი, იმიტომ, რომ ისეთი აღნაგობა აქვს, მეორე და მთავარი კი ის, რომ აღიზიანებს..
- მარცხენა ფეხზე ადექი? - გაიკვირვა მან
- რა გინდა? ტელეფონის დასაბრუნებლად მოხვედი??
- არა, არ დაგიბრუნებ, რადგან..
- ვიცი, რადგან რაღაც მოგპარე, რაც არც კი ვიცი რა არის.. იცი რა? თუ ასე მოგწონს დაიტოვე ეგ ტელეფონი, არ მჭირდება.. ისე არ მიჭირს, რომ ახალი ვერ ვიყიდო - გავუბრაზდი და შემოვბრუნდი.. წამოსვლისას დამიძახა, თუმცა არ შევბრუნდი...

კოსტა
მოკლედ რა.. რითი ვერ მიხვდა რომ გული, სული და მოსვენება მომპარა.. ან იქნებ მიხვდა და არ იმჩნევს? ოხ ანა, სისხლი გამიშრო.. ალბათ გიკვირთ, რომ ასე მალე შემიყვარდა.. არა უშავს, მეც მიკვირს.. ეს გოგო სულით მეამბოხეა, ზუსტად ეს მომწონს.. მომწონს, რომ მეკამათება, მიბრაზდება, რაღაცის გაკეთებას მაიძულებს.. ამას აქამდე ვერავინ ახერხებდა.. უამრავ ქალთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ მის ნაირად ვერავინ ახერხებს ჩემს ნერვულ სისტემაზე თამაშს, და იცით? სწორედ ეს მომწონს....
დავინახე ანა ტელეფონზე საუბრით როგორ მიდიოდა.. არ ვიცი ვისთან საუბრობდა, მაგრამ სიხარულოო ასე რომ უთხრა თაბში სისხლი ლამის ჩამექცა და უკან გავყევი.. მერე ლუკა ახსენა და მივხვდი, რომ მისი ძმა იყო..
მინდოდა მეთქვა, რომ მომბეზრდა ეს უაზრო თამაში, დამებრუნებინა ტელეფონი და გრძნობები გამემხილა, მაგრამ აბა გამოიცანით რა მოხდა? დიახ, გამლანძღა და სიტყვის თქმა არ მაცალა.. კარგი ქალბატონო, ახლა სხვამაირად ვიმოქმედებ..
უკან გავყევი, სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა.. დავეწიე და მკლავით დავიჭირე
- უნდა მომისმინო ანა
- ჰმ, რატომ აბდულ?
- კოსტა მქვია - ვუთხარი მკაცრად
- ნუ ყვირი, შენი არ მეშინია - უბრალოს გამიღიმა - და არ მინდა შენთან საუბარიი
- მოგიწევს
- რა.. - სიტყვის დამთავრება არ ვაცალე, ზურგზე მოვიკიდე და წავიყვანე.. ჯერ ყვიროდა და ზურგზე მირტყამდა.. მოშორებით წავიყვანე.. მშვიდ და წყნარ ადგილზე
- დიდი მადლობა, მეც აქეთ მოვდიოდი და ნეტავ იცოდე როგორ მეზარებოდა სიარული - ირონიულად მითხრა
- ახლა მომისმენ
- არა - ყურებში თითები შეირჭო
- ვაიმე ანა, სულ.რომ შენი დაბმა მომიწიოს მაინც მომისმენ
- რითი დამაბამ - მკითხა მაინ
- აი ამით - ვუთხარი და ქამარი მოვიხსენი, ცოტა შეეშინდა
- რა გინდა კოსტა, რას მერჩი - ეცადა შიში არ დაეტყო
- შენ რას მერჩი, შენ.. - ვუთხარი და მკლავებში ჩავაფრინდი
- ეე, კიდევ რომ დიდ გულზე ხარ, შენ მე ქურდი მიწოდე
- დიახ, ხარ ქურდი, ჩემი გრძნობების ქურდი.. ჩემი გულის, სულის, ფიქრების ქურდი.. მინდოდა შენით მიხვედრილიყავი, მიხვდი კიდეც, მაგრამ ჯიუტი ხარ.. შენს თავსაც კი არ უტყდები ამაში.. მე უბრალოს ძალიან მიყვარხარ ანა
- მე.. მე არ ვიცი რა გითხრა..
- უბრალოდ ჩამეხუტე ანა, მაგრად ჩამეხუტწ.. ისე, რომ დამახრჩო - გავუღიმე და ისიც მაგრად მომეხვია..

ეკა
სასწაულად ლამაზია რაჭა.. ულამაზესი.. ეს ჩანჩქერი საოცრებაა.. ვათვალიერებდი და ნელ-ნელა მივსეირნობდი.. ისე მოვხვი ცოტა მაღალ კლდეზე ვერ მივხვდი.. ფიქრებში ვიყავი დაკარგული.. გავჩერდი და გადავიხედე.. უეცრად ფეხის ხმა გავიგე, შევკრთი და ფეხი დამიცდა.. უკვე მეგონა, რომ გადავვარდებოდი, რომ არა თორნიკე.. სწრაფად ჩამავლო მკლავში ხელი და გულზე მიმიკრა..
- რაზე ფიქრობ.. რამე რომ მოგსვლოდა - მიყვირა უცებ..
- რა, რა გაყვირებს? - ცრემლები გადმომცვივდა
- ეკა, ეკაა - მითხრა მააგრად მიმიკრა გულზე.. აზრზე მოსვლას ვცდილობდი, მაგრამ მისი სურნელი მაბრუებდა.. - შენ რა ტირი? ნუ ტირი რა.. არ მინდოდა.. უბრალოდ შემეშინდა..
- შეგეშინდა?
- ხო, შემეშინდა, შენი დაკარგვის შემეშინდა..
- არ გინდა, გთხოვ..
- არა, არა და არა.. უნდა გითხრა.. ვიცი, გგონია, რომ უსაშველოდ ბაბნიკი ვარ.. ალბათ ჩემი დამსახურებაცაა ასე რომ ფიქრობ.. მაგრამ უნდა იცოდე, რომ შენ სხვანაირად გიყურწბ.. ისე ვერა, როგორც სხვებს..
- არა? თოკო ყოველ წუთს ტელეფონზე ხარ დაკიდებული.. ხან ვის ეააუბრები, ხან ვის და ახლა ამას მიმტკიცებ? კარგი რა.. მე გულუბრყვილო ვარ.. მართლაც მჯერა ყველაფრის, რასაც მეუბნებიან.. მაგრამ არ მიმდა სულელიც გავხდე..
- კარგი, ვიცი ჩემი ბრალია, ამოტომ დროს გთხოვ.. დაგიმტკიცებ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ.. მხოლოდ გულცივი ნუ იქნები რა.. გთხოვ, უბრალოდ ჩემ მიმართ ასეთი ცივი აღარ იყო - არ ვიცი რატომ, მაგრამ მის სიტყვებში ტყუილს ვერ ვხედავდი.. ან არ მინდოდა დამენახა.. მერე რა იქნება რომ დავუჯერო, იქნებ მეც ისე მომექცეს, როგორც დანარჩენებს
- კარგი, დრო გვიჩვენებს - ვუთხარი სწრაფად - გმადლობ, რომ დამეხმარე.. - გავუღიმე და წასვლა დავაპირე, როცა მიმაბრუნდა კიდევ ერთხელ მაკოცა...

ნიკა

თითქმის პრი კვირაა რაჭაში ვართ.. ყველაზე სასიამოვნო ზაფხულია.. აქ გოგოები გავიცანით.. სრულიად სხვანაირები, იმათთან შედარებით, ვისთანაც ურთიერთობა გვქონია.. ყველა ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი ყურადღება ელენემ მიიპყრო.. თავიდან ძალიან კარგად აგვეწყო ურთიერთობა.. მივხვდი, რომ ელენე ნელ-ნელა ჩემში აღწევდა და მთელ არსებას იკავებდა.. არ შევწინააღმდეგებივარ ამ გრძნობას.. ელენე ულამაზესია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ მისი შინაგანი სამყარო უფრო მიყვარს.. თუმცა არ ვიცი რა ვიფიქრო.. სულ ცოტა ხნის წინ, გავიგე როგორ საუბრობდა მობილურზე.. ვიღაცას ძალიან თბილად ესაუბრებოდა
''კარგი სიხარულო, ხომ იცი მალე ჩამოვალ და გნახავ.. მეც ძალიან მომენატრე დათუნია'' არ ვიცი ვის ეკუთვნის ეს სიტყვები.. არც იმის მჯერა, რომ ელენე ჩემი გრძნობებით ითამაშებდა.. არც ის მინდა, რომ მის ცხოვრებაში ზედმეტად ჩავერიო.. მაგრამ... არა, უნდა გავარკვიო.. ისე ვერ მოვიქცევი, ვოთომ არაფერი გამიგია.. არაკაცი არ ვარ და გოგოსაც არავის ''ავახევ''.. მაგრამ უნდა გავარკვიო მაინც.. ელენეს ხელი ჩავჭიდე და იქით წავიყვანე, სადაც მარტო ვიქნებოდით.. ო, როგორ გამიჭირდა ასეთი ადგილია პოვნა ნეტავ იცოდეთ..
- სად მივდივართ - მოჩვენებითი სიმშვიდით მკითხა
- არ ვიცი, სადაც მარტო ვიქნებით - ვუპასუხე მკაცრად.. ძლივს ვიპოვეთ შესაბამისი ადგილი..
- რა ხდება, რა გჭირს - მითხრა და ძირს ჩამოჯდა..
- მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა გავარკვიოთ..
- გასარკვევი რა არის - მხრები აიჩეჩა.. - როგორც ჩანს შენ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა.. მე კი ვერ დაგაძალებ - მითხრა მან
- ყურებს ვერ ვუჯერებ.. მე არ მინდა? არ ვიცი, არ ვიცი ელე რას ფიქრობ, ან რატომ, მაგრამ.. ჯანდაბას, რა თამაშს თამაშობ.. იძახი, რომ ჩემთან ურთიერთობა გინდა, ისიც იცი, რომ ეს უბრალოდ მოწონება არ არის,.მაგრამ მე გავიგე, როგორ ესაუბრებოდი ვიღაცას, ვისაც დათუნიას ეძახი.. დიდი სიყვარული ესაიბრებოდი..
- შეწყვიტე - ხმას აუწია მან- მასეთი გგონივარ? მაშინვე რატომ არ მოხვედი და არ მკითხე? - თავი მართლა.დამნაშავედ ვიგრძენი.. მერე რა თუ ერთმანეთისთვია ''მიყვარხარ'' არ გვითქვამს..
- მე.. მაპატიე, მაგრამ უნდა ვიცოდე.. უნდა ვიცოდე, არის თუ არა შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი
- ნიკაა - აღმოხდა მას.. - იცი მე, მე ერთ ბავშვს ვესაუბრებოდი ბავშვთა სახლიდან.. მე და მამა ხშირად დავდივართ იქ, ქველმოქმედებისთვის.. პატარას ბექა ჰქვია.. ძალიან მომეჩვია.. ხშირად მკითხულობს და ტირის.. აქაც არ მოვდიოდი.. ვერ ვტოვებდი, მაგრამაინც გამიშვა, დავპირდი ყოველ დილით და საღამოს დაგირეკავ-მეთქი.. საერთოდ მარტო მე კი არა, ყველას ძალიან მოგვეჩვია.. ლინდას, ეკას, ანას, ლიზას.. ჩვენი ცხოვრება გახდა.. ძალიან საყვარელი ბავშვია - ღიმილით მიყვებოდა პატარაზე, მე კი რა ვიფიქრე..
- ელე მე, მაპატიე.. ვიცი, შენი ღირსი არ ვარ.. მე.. მართლა საშინლად მრცხვენია, რომ შენზე ასე ვიფიქრე.. მართალიც იქნები თუ ბრაზობ, მე გაგიგებ თუ.. - ძლივს ვაბამდი სიტყვებს, მან კი გამაწვეტინა
- მე არ ვბრაზობ, ნუ ცოტათი კი, მაგრამ.. მე შენი დაკარგვა არ მინდა.. მართლა.. ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის -მთელს სხეულში დამიარა სიხარულმა, ელე ხელში ავიტაცე და დავაბზრიალე.. კიდევ დიდ ხანს ვაურუებდით არემარეს ჩვენი სიცილით

ლიზა
იცით მე სისულელე ჩავიდინე.. ადამიანს, რომელიც მომწონს ისე ვუთხარი ვიღაც მომწონს და ვეპრანჭებ- მეთქი შედეგზე არ მიფიქრია..ას კი გონია, რომ ვიღაცას ვეპრამჭები.. ჯანდაბაა.. ახლა თავს მარიდებს.. ასე ხდება, როცა ენას კბილებს ვერ აჭერ.. ახლა უნდა მოვოფიქრო როგორ დაველაპარაკო.. მივსეირნობდით და უცებ ვიკივლე
- ვაიმე, ფეხიი - გაჭრა, დათო ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელი შემაშველა.. ერთიამად ჟრუანტელმა დამიარა მისი შეხებისას..
- ძალიან გტკივა? - მკითხა და შემომხედა, მე თავი დავუქნიე და ხელში ამიტაცა
- ასე წაგიყვან - ისთ ადგილზე მიმიყვანა, სადაც ჩამოჯდომა შეიძლებოდა.. ფეხსაცმელი უნდა გაეძრო, როცა ხელზე ხელი მოვკიდე და გავაჩერე
- დათო, მოდი ვილაპარაკოთ რა.. მე, მე არ მომწონს, რომ ასე გამირბიხარ.. თითქოს არ ვარსებობ..
- ლიზა, ბოდიში.. მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, არ შემიძლია ვიცოდე, რომ ვიღაც მოგწონს და ისევ ასე ვიყო.. მინდა ბედნიერი იყო.. მე კი, მე უბრალოდ იმ ვიღაცის მშურს, რადგან ის მოგწონს.. - თავი დახარა მან
- რატომ ერხელ არ იფიქრე, რომ ის ვიღაც შეიძლება შენ იყო, მე არც სახელი დამიკონკრეტებია, არც არაფერი საერთოდ.. უბრალოდ, მე.ჯანდაბას მე სულელურად მომივიდა.. უბრალოდ მონდოდა ცოტა გეეჭვიანა არა და.. აი.. - ძლივს ვიძახდი სიტყვებს - ბოდიში..
- ოხ ლიზაა.. შენ.. შენ.. ანუ?
- ანუ ის, რომ ვინაიდან და რადგან სხვა არც არავინ არ არსებობს... იდეაში ჩემი მოწონების ობიექტი ხარ და იყავი შენ.. - ძლივს ვუთხარი და ტუჩი მოვიკვნიტე, მან კი უბრალოდ გაიცინა
- რა იყო?
- გეგონა არ ვიცოდი? - მე თავი დავუქნიე.. ოხ ლიზა კარგი რა.. ზუსტად ვიცოდი.. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ამას არ მეტყოდი, ამიტომ მომიწია ეს თამაში..
- ანუ?
- ანუ ის, რომ მომიწია მეთამაშა გულგრილი დათოა როლი, რომ მოსულიყავი და სიმართლე გეთქვა და გესწავლა ჭკუა
- მორჩა, გაგებუტე, წავედი მეე - ავდექი და გავიარე
- ფეხი? - ოიჰ, აღარ გამახსენდა და ახლა ავიწიე ცალ ფეხზე.. - მასხარავ - მომაძახა დათომ და ისევ ხელში ამიფრიალა...


****
მოკლედ, ბოდიშით დაგვიანებისთვის.. ეს თავი მთლიანად დანარჩენებისა ოყო და იმდია მოგეწონებათ.. ველოდები შეფასებებს... შეცდომები მაპატიეთ.. ისე ავტვირთე არ გადამიკითხავს.. ნელ-ნელა ფინალს გაპარებთ..



№1  offline წევრი cancara

აჰაჰა კაია ნუ აგვიანებ ცუდო ასე გაგრძელე მალე დადე თავები

 


№2  offline მოდერი tsn

cancara
აჰაჰა კაია ნუ აგვიანებ ცუდო ასე გაგრძელე მალე დადე თავები

ვცდილობ საყვარელოო, მაგრამ რაღაც-რაღაცები ხელს მიშლია ხანდახაან

 


№3  offline მოდერი tsn

რუსკა ტუსა
აიი როგორ მომწოონს ეს მოთხრობაა თანაც მხოლოდ სანდროზე და ლინდაზე რომ არაა მაგარია ეს ყველაზეე მრავალფეროვანია და იუმორითაცაა:დ და ბანალურობა არ არის რასაც ვერ ვიტან ვერც ცხოვრებაში <3 მოკლედ ძალიან კარგი ხარ <3

დიდი მადლობაა ♥♥♥

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

აი ახლა ძალიან კარგი გოგო ხარ. ყ ელას გულსა და აულში შეგვაჩყიტე. ყველაა გრძნობა დაგვანახე. მაგრან ყველაზე პატარა თავი იყო საოცრად პატარა. იმდენად პატარა რომ დავიწყეთუ არა დამთავრდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent