შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისუსტე (დასასრული)


7-02-2016, 21:20
ავტორი nicol
ნანახია 11 032

****
სახლში დავბრუნდი. არავისთვის მითქვამს, არავის შევხმიანებივარ. ლალი დეიდამაც სამი დღის შემდეგ გაიგო. ისევ სამზარეულოში იჯდა და ტიროდა, სწორედ ისე, როგორც მაშინ როცა ბავშვთა სახლიდან დავბრუნდი. ისევ ვეცოდებოდი და ისევ ვპატიობდი სიბრალულს.
ერთ კვირაში სამსახურში გავედი. ესეც ლალი დეიდას დაჟინებული თხოვნით. უნდოდა გული გადამეყოლებინა რამისთვის. ბექა არ გამოჩენილა. სიმართლე გითხრათ არც ველოდი. ვაცნობიერებდი რამდნად რთული იყო იმ პერიოდში ჩემთან ურთიერთობა. მას ვებრალებოდი, მე კიდევ მისი სიბრალულის მიღება არ შემეძლო.
იმ დღეს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ვიყავი. ნანა დეიდამ მთხოვა შემცვალეო. სამუშაო დღე მიმთავრდებოდა და წიგნში თავჩარგული ვცდილობდი ბოლო წუთები გამეყვანა.
– ანა? – მომესმა გოგონას ხმა და თავი ავწიე.
ჩემს წინ ქეთი იდგა, სწორედ ის ქეთი ბექას კლასელების შეკრებაზე რომ გამომელაპარაკა. მოულოდნელი შეხვედრა იყო. უფრო სწორად ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ვახსოვდი. მე ისიც კი არ მახსოვდა სახელი როდის ვუთხარი.
– გამარჯობა ქეთი, – წამოვდექი და გადავკოცნე.
– არ მეგონა აქ თუ მუშაობდი. ხშირად დავდივარ და არ დამინახიხარ.
– ძირითადად საცავში ვარ ხოლმე, ახლა უბრალოდ სხვას ვცვლი. – ჩემდა გასაკვირად სიტყვაუხვი ვიყავი.
– გამიხარდა რომ შეგხვდი, როდის გათავისუფლდები? ყავა დაგველია სადმე.
– ათი წუთი თუ დამელოდები წამოვალ. – ჩემი თავის მიკვირდა.
და მართლაც, დაახლოებით ნახევარ საათში პატარა მყუდრო კაფეში ვისხედით. ქეთის თავიდანვე ეტყობოდა, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი იყო, მე საკუთარი თავი მაკვირვებდა. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ახლა მე და ის ერთად ვიჯექით და ტკბილად ვმუსაიფობდით ის იყო, რომ ქეთი ბექას ნაცნობი იყო და მე ქვეცნობიერად სიგიჟემდე მენატრებოდა ის. თანახმა ვიყავი ქეთიც კი ამეტანა, ოღონდ მისი თუნდაც უმნიშვნელო ნაწილი მეგრძნო.
– გავიგე ბექას შვილობილის ამბავი. – გულწრფელი მწუხარებით მითხრა ქეთიმ. ხმა არ ამომიღია და ისევ მან განაგრძო. – იცი იმ დღეს შენ რომ მოგიყვანა ბანკეტზე, მოვკვდი იმაზე ფიქრით ვინ იყავი მისთვის. იმას შეამჩნევდი ალბათ, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. – მისმა გულახდილობამ ღიმილი მომგვარა. – რა აღარ ვიფიქრე, შეყვარებული, თანამშრომელი... რა ვიცი ათასი ვარიანტი გადავსინჯე და თურმე სინამდვილეში რა გაკავშირებდათ. ვიცი რომ მის შვილობილთან ერთად იყავი ბავშვთა სახლში. – საკმაო ინფორმაცია ჰქონდა ჩემზე, გამიკვირდა კიდეც, თუმცა არ გავბრაზებულვარ. ისეთი გოგო იყო, მასზე გაბრაზება რომ არ ღირდა.
– რატომ იფიქრე რომ შეყვარებული ვიყავი? მას ხომ ცოლი ჰყავს? – დავსვი ის კითხვა, რაზეც პასუხს სულმოუთქმელად ველდი. ძალიან მაინტერესებდა რა ურთიერთობა ჰქონდათ ბექას და მაიას. რა თქმა უნდა ქეთის ყველაფერი მათზე კარგად ეცოდინებოდა.
– ეჰ, ბექას ცოლი ბევრს არ ჰყავს თვალით ნანახი, მასეთი ცოლი გინდ გყოლია გინდ არა. წელიწადში რამდენიმე კვირიანი ცოლი გინახავს? აი ზუსტად ასე არიან. – ხელი ჩაიქნია და ყავა მოსვა,
– მაშინ რატომ შეუღლდნენ?
– გრძელი ამბავია, ჯერ კიდევ სკოლიდან იწყება. – არაფერი მიკითხავს. ვიცოდი ისედაც მომიყვებოდა. არ შევმცდარვარ. – ის მაღალი მელოტი ხომ გახსოვს ბანკეტიდან?
– ლევანი?
– ჰო ეგ. ადრე ეგ და ბექა ახლო მეგობრები იყვნენ, მაგრამ მერე მაგათ შორის სოფო ჩადგა. უფრო სწორად სოფო და ლევანი მოექცნენ საშინლად ბექას. პირველი კლასიდან უყვარდა ბექას სოფო, მართლა ხელის გულზე ატარებდა. იმ ქალბატონსაც თავში აუვარდა და თავი მონაკოს პრინცესა ეგონა. სიმართლე გითხრა კარგად არ ვიცი რაზე იკამათეს, მაგრამ ერთ დღესაც ლევანის დაუწყო გაპრანჭვა. არც ლევანი ყოფილა მამა აბრამის ბატკანი... მოკლედ ფერი ფერსაო ხომ გაგიგია? ლევანიზე და სოფოზეა ნათქვამი. იპოვეს ერთნაირებმა ერთმანეთი. იმ ქალბატონს ეგონა კალთებს დაახევდნენ, მაგრამ ბექა ამაყი იყო ყოველთვის. მას შემდეგ აღარც კი გაუხედავ სოფოსკენ. მალევე მოიყვანა ცოლი, ამბობენ სოფოს ჯინაზეო. მეც მასე მგონია, იმიტომ რომ მოსიყვარულე წყვილს არასდროს ჰგავდნენ.
– როგორ ფიქრობ, კიდევ უყვარს სოფო? – უნებურად წამომცდა.
– არა მგონია, ბექა სულ სხვა ადამიანია, იმას რაც სოფომ გაუკეთა ადვილად ვერ დაივიწყებს. მაგრამ ერთხელ კი დაიცვა სოფო ლევანთან. – ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა და ყავა მოსვა. – ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ამბობენ ლევანმა ხელი ასწია სოფოზეო. ბექამ რომ გაიგო მიუვარდა და თავპირი გაუერთიანა. იმან კიდევ დანა იხმარა. შრამი შეგინიშნავს ბექას სახეზე? მაშინდელია. ლევანი რას მოერეოდა ბექას?! ჰოდა დანა დაუსვა.
– ესე იგი ჰყვარებია, რახან დაიცვა?!
– არაა, მაშინ ბექამ სოფო როგორც ქალი ისე დაიცვა და არა როგორც საყვარელი ქალი. ყოველთვის ასეთი იყო, უსამართლობას ვერ იტანდა.
კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, ბექაზეც, სხვა რამეზეც. ბოლოს გამოვემშვიდობეთ, შევპირდი კიდევ შევხვდებით-თქო და სახლისკენ წავედი. თითქოს დამამშვიდა ქეთისთან საუბარმა. ბევრი რამ დადგა თავის ადგილზე.
მიუხედავად იმისა რომ ნელ-ნელა შევძელი მოვრეოდი იმ დიდ ტკივილს, რასაც ჭორფლიანი ცხვირი ერქვა, ბექაზე ოცნებას მაინც ვერ ვბედავდი. ამის მიზეზი მარტო მისი ცოლი არ ყოფილა. მიზეზი ჩემში იყო. მე არ ვაძლევდი საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მყვარებოდა. მეგონა ბედნიერების უფლება არ მქონდა. შეიძლება აბსურდად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე იყო. ახლა უბრალოდ გავანადგურებდი ამ გრძნობას. ვერაფრით დავანახებდი იმ სიყვარულს რაც მქონდა. ის დარდი არ მომცემდა უფლებას მთელი არსებით შემეგრძნო ბექას გრძნობები. ახლა მას ბევრად მეტის გაცემა მოუწევდა ვიდრე მიიღებდა. უბრალოდ დავტანჯავდი – არ მემეტებოდა ამისთვის.
თვითონაც არ ჩანდა...
თორემ იქნებ თავი ვერც შემეკავებინა. იქნებ მაინც მეცადა...
დაახლოებით ერთი თვე იყო გასული რაც მისი სახლიდან წამოვედი და არ მენახა. სამსახურიდან ვბრუნდებოდი, რომ სადარბაზოსთან გაჩერებული მისი მანქანა დავინახე. მუხლები მომეკვეთა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ძლივს მოვახერხე. ეტყობა თვითონაც დამინახა და მანქანიდან გადმოვიდა. შორიდანვე შევამჩნიე რომ ნასვამი იყო. პირველად ვხედავდი ასეთ ბექას. მინდოდა თავი ამერიდებინა, გადავწყვიტე კიდეც ისე შევალ სადარბაზოში საერთოდ არ შევხედავ-მეთქი, მაგრამ ფეხებმა თავისით მიმიყვანეს მასთან. წინ დავუდექი. დანისლული თვალებით მიყურებდა, გადმოიხარა და თავზე მაკოცა. დაახლოებით ორი წუთი არ მოუშორებია ტუჩები. მხოლოდ მის ბაგეებს ვგრძნობდი. არც მისი ხელები მეხებოდა, არც მხარი საერთოდ არ მეხებოდა, ვგრძნობდი მხოლოდ მის ტუჩებს და იქიდან წამოსული სითბო მთელ სხეულში მეღვრებოდა. მერე მომშორდა, მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდომა დააპირა. კარის დახურვის საშუალება არ მივეცი.
– ამ მდგომარეობაში საჭესთან არ დაჯდე. – მე თვითონაც გამიკვირდა საკუთარი ხმის სიცივე. რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემი სიტყვები, იმისგან რასაც ვგრძნობდი. შიგნით ყველაფერი მიდუღდა, მაგრამ ამას გარეთ გამოსვლის საშუალებას ვერ ვაძლევდი. გეფიცებით, სპეციალურად არ ვიკავებდი გრძნობებს, არც გონების კარნახით ვმოქმედებდი, უბრალოდ მაშინ არ შემეძლო იმ სიყვარულის დემონსტრირება, რასაც მთელი არსებით ვგრძნობდი. დაახლოებით ხუთი წუთი მიყურა მდუმარედ. გამომეტყველებაც ისეთივე ცივი მექნებოდა ალბათ როგორიც ხმა. ბოლოს უხმოდ მიიხურა კარები და ძრავი დაქოქა. არ ვიცი რა მიზნით, მაგრამ ისევე გაუცნობიერებლად მანქანას შემოვუარე და წინა სავარძელზე დავჯექი, თან ღვედიც შევიკარი.
ბექამ მანქანა დაძრა, ისე რომ ხმა არ ამოუღია. ის დღე გამახსენდა პირველად რომ შევხვდით, მაშინაც ასე მდუმარედ მივდიოდით. ისევ მაშინდელივით მოვაბრუნე თავი და მისი ნაკვთების შესწავლა დავიწყე. ისევ გავუშტერე თვალი მის შრამს. ისევ ისეთი მეჩვენა ბექა, მდუმარე, შუბლშეკრული, მაგრამ ამასთანავე ახლობელი. ჩემი ბექა იყო...
სიჩქარეს უმატა, ახლა უკვე მთელი სისწრაფით მივქროდით. არ შემშინებია, თვალიც კი არ დამიხამხამებია.
– ანა... – როგორ მომნატრებოდა მისი ხმა...
მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ჩემი ყველა უჯრედი შეირხა, მაინც არ ამომიღია ხმა, თავიც კი არ მიმიბრუნებია.
– მე და მაია... – ვერ დაასრულა. – მიყვარხარ ანა...
აქ შევკრთი, ხელები ამიკანკალდა. რა თქმა უნდა ყოველთვის ვგრძნობდი მის დამოკიდებულებას, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა ეს ჩემთვის, მაგრამ მაინც შევკრთი, მისი ბაგეებიდან აბსოლუტურად სხვანაირად ჟღერდა.
სუნთქვაც კი შევიკარი. ბექა მე მიყურებდა, ისე რომ სიჩქარე არ შეუმცირებია. მერე გაბმული სიგნალი მახსოვს, საბურავების დამუხრუჭების ხმა და ბოლოს რაც დავინახე, როგორ გაუშვა საჭეს ხელი და მთელი ტანით გადამეფარა.


****
გონს საავადმყოფოში მოვედი. თავი საშინლად მტკიოდა და აუტანელი გულისრევის შეგრძნება მქონდა. პალატას თვალი მოვავლე და ფანჯარასთან მდგარი ლალი დეიდა დავინახე. მხრები უთრთოდა და მივხვდი რომ ტიროდა. ხმა არ ამომიღია, სანამ თვითონ არ შემობრუნდა. თვალებგახელილი რომ დამინახა ყრუდ ამოიკვნესა – ანაო და სახეზე ხელები აიფარა. ცოტა ხანში თავი ხელში აიყვანა და ახლოს მოვიდა.
– ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო გოგო. მადლობა ღმერთს სერიოზული არაფერია.
– თავი მტკივა. – ჩახლეჩილი ხმით ამოვთქვი.
– ვიცი, საყვარელო, ტვინის შერყევა გაქვს.
– ბექა... – მეშინოდა პასუხის, მაგრამ მაინც ვიკითხე.
– კარგად იქნება. საოპერაციოში ჰყავთ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.
დავიჯერე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სხვა რამის აღქმა ჩემს გონებას არ შეეძლო. იმის წარმოდგენაც არ მონდოდა, რომ ყველაფერი კარგად არ იქნებოდა. თვალები დავხუჭე და სავარაუდოდ ისევ გავითიშე. რომ გამომეღვიძა, უკვე ღამე იყო. გვერდით გავიხედე და სავარძელში ლალი დეიდას ეძინა. წამოვიწიე და აუტანლად ამტკივდა მთელი სხეული. ეტყობა დაჟეჟილობები მქონდა. მაინც წამოვდექი. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვიჯექი საწოლზე და ვცდილობდი როგორმე თავბრუსხვევა შემეჩერებინა. არაფერი გამომივიდა და მაინც წამოვდექი. კედელს მივეყრდენი ხელით და კარებამდე ძლივს მივედი. გამოვაღე და მკვეთრმა შუქმა თვალი მომჭრა. რამდენიმე წამით შევჩერდი და მერე ისევ გავუყევი კედელს. სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შევძელი და ჩავიკეცე. ყურები დამიგუბდა. ბუნდოვნად მესმოდა ქალის საყვედურები – რატომ ადექიო და თვალებშიც დამიბნელდა.
როგორც კი გონს მოვედი, ისევ დავაპირე ადგომა. ამჯერად ლალი დეიდამ შემაჩერა, საყვედურებით ამავსო და ლოგინში დამაბრუნა. თვითონ გავიდა და ექთანს დაუძახა. პალატის კარებთან გავიგონე როგორ ეუბნებოდა:
– გამორიცხულია, საწოლზე რომც მივაბათ მაინც ადგება, გთხოვთ, თუ არის შესაძლებელი, თვითონ მივიყვანოთ მის პალატაში, თორემ ასე უარესია.
გული შემიფართხალდა. კარგად მიცნობდა ლალი დეიდა და ისიც იცოდა, სად მივდიოდი ასე ჯიუტად. ექთნის პასუხი აღარ გამიგია, მაგრამ ცოტა ხანში ეტლით და უკმაყოფილო სახით შემოვიდა პალატაში და მომეხმარა გადაჯდომაში.
უკვე მის პალატაში ვიყავი. ძალიან თეთრი მეჩვენა, საიქიოს გავდა. უამრავი მილი და რაღაც შნურები ჰქონდა შეერთებული, უნებურად ჭორფლიანი ცხვირი გამახსენდა და კინაღამ ძარღვებში სისხლი გამეყინა, თუმცა ძალა მოვიკრიბე და თავი ხელში ავიყვანე. ვიცოდი რომ დანებების უფლება არ მქონდა, უმალ თავს მოვიკლავდი, ვიდრე ისევ დავნებდებოდი.
ახლოს მივედი და თეთრეულზე დადებულ მის ხელს დავწვდი. თბილი იყო. გულზე მომეშვა. ხელი მოვკიდე და ტუჩებთან მივიტანე. ძალიან დიდხანს ვკოცნიდი, თითოეული ძარღვი, თითოეული მყესი დავუკოცნე. ყველა უჯრედს შევეხე. მერე დიდი ხანი მედო კალთაში და მის თითებს ვეფერებოდი, ზუსტად ისე, როგორც თვითონ თურქეთში ექიმს რომ ველაპარაკებოდით მაშინ.
თავი საწოლზე ჩამოვუდე და დროის შეგრნება დავკარგე, სავარაუდოდ ჩამეძინა. ვერ გავიგე როდის დამაბრუნეს ჩემს პალატაში.
გამეღვიძა თუ არა, ისევ ეტლში გადავჯექი. ლალი დეიდამ ერთი ამოიოხრა და ეტლს ხელი მოკიდა. მისი პალატის კართან მაია დაგვხვდა. ერთიანად დამიარა სიმხურვალემ. ასე ახლოს პირველად ვხედავდი. ლამაზი იყო. მაღალი და ელეგანტური, თუმცა ძალიან ცივი, ზედმეტად უგრძნობი. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო.
– გელოდებოდი, უნდა ვილაპარაკოთ. – მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა, სხვა არცერთი ნაკვთი არ შერხევია.
ლალი დეიდასთვის არც შეუხედავს, ისე მოკიდა ხელი ჩემს ეტლს და დერეფნის ბოლოსკენ წამიყვანა. ფანჯარასთან შეჩერდა და მომიბრუნდა.
– მე და ბექა დიდი ხანია ცოლ-ქმარი ვართ. ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ გამოხატვა მიჭირდა. ზოგადად არ მიყვარს ზედმეტი ფამილარობა. ალბათ ჩემი ბრალია, უნდა დამენახებინა და უნდა მეგრძნობინებინა. უბრალოდ არც თვითონ ითხოვდა ჩემგან სითბოს და ვთვლიდი, რომ ეს საკმარისი იყო. – ცოტა ხნით გაჩუმდა. ჩემთვის არ შემოუხედავს ისე განაგრძო. – მიყვარს, ჩემებურად მიყვარს, შეიძლება შენზე მეტადაც. მასაც ვუყვარდი ალბათ თავისებურად. ბექა ისეთი ადამიანია, რომ რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა... – რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა. - მოკლედ, უბრალოდ მინდა გთხოვო, ან უფრო მოგთხოვო, დრო მომეცი. მე თვითონ უნდა დავრწმუნდე, რომ საბოლოოდ დამთავდრა ყველაფერი. წადი მისი ცხოვრებიდან. იმედია ხვდები ამაში რასაც ვგულისხმობ. მხოლოდ ჩვენ ორნი უნდა დავრჩეთ და ისე გავარკვიო ყველაფერი. წადი მისი ცხოვრებიდან და თუ მაინც მოგძებნა, მე თვითონ შევიტან განცხადებას განქორწინებაზე. – ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა.
გაგიკვირდებათ მაგრამ სამართლიანი მეჩვენა. ცივი გონებით რომ შემეხედა, მე შემოვიჭერი მათ ურთიერთობაში, იმას მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ურთიერთობა ჰქონდათ ადრე. მთავარი აქ სტატუსი იყო. მათ მაინც ცოლ-ქმარი ერქვათ. თავიდან რომ დავინახე მაშინ ისიც კი ვიფიქრე დამემუქრება, გამლანძღავს, მიწასთან გამასწორებს-მეთქი. სხვა მის ადგილზე ალბათ ასეც მოიქცეოდა.
რამდენიმე წუთს ვიყავი ასე და სივრცისთვის გამეშტერებინა თვალი. მერე ლალი დეიდას მოახლოება ვიგრძენი. ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელზე ხელი მომკიდა.
– იცი, ლალი დეიდა, რომ მაშინ მანქანაში მე გადამეფარა? – თვალებში ჩავხედე.
– ჩემი გოგო, – ხელზე მაკოცა. – ის რომ არა... იმ მხარეს მოხდა შეჯახება სადაც შენ იჯექი.
– ჩემი ბრალი იყო. აი, სადამდე მივიყვანე. მართალია მისი ცოლი, უნდა გავუშვა.

****
იმ დღის მერე აღარ ავსულვარ მის პალატაში.
რამდენიმე დღეში სახლში გამომწერეს. მხოლოდ მას შემდეგ დავთანხმდი საავადმყოფოდან გამოწერას, რაც ბექა გონს მოვიდა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მართალია აღარ ვნახულობდი, მაგრამ იქ მაინც ახლოს ვგრძნობდი და მშვიდად ვიყავი.
საავადმყოფოდან წამოსვლის მერე ლალი დეიდასთან გადავედი. მარტოობა აღარ შემეძლო. მისი სახე უნდა გენახათ ეს რომ ვუთხარი. ჯერ ეგონა მომესმაო, მერე ისიც კი იფიქრა მეხუმრებაო. რამდენჯერ მთხოვა მანამდე ჩემთან იცხოვრეო, ასე უფრო მშვიდად ვიქნებიო, მაგრამ მაშინ გაგონებაც არ მინდოდა.
ახლა კი მარტოოობის მეშინოდა.
გავიგე, რომ გამოწერეს, გავიგე რომ უკვე კარგად იყო.
არ შემხმიანებია. რა გასაკვირია, მე ხომ ისე წამოვედი საავადმყოფოდან, რომ არც გამოვმშიდობებივარ.
ჩვეულებრივად დავდიოდი სამსახურში, უფრო მეტ დროს ვატარებდი სახლში. თითქოს უნდა გახარებოდა ლალი დეიდას, ახლა სანიმუშო გოგო ვიყავი, ზუსტად ისეთი როგორც ჩვენი პლანეტის უმრავლესობა, მაგრამ სიხარულს ვერ ვატყობდი. ხშირად ვგრძნობდი მის მზერას, ისეთ გამჭოლლს, თითქოს უნდოდა ჩემს სულში ჩაეხედა და გაეგო რას ვგრძნობდი. მეცოდებოდა, ვხედავდი როგორ განიცდიდა და ნერვიულობდა. მინდოდა დამემშვიდებინა, მინდოდა მეთქვა რომ ამასაც გადავიტანდი, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ახლა არ შემეძლო ვინმესთვის გული გადამეშალა. თვითონ უნდა მოვრეოდი ამ ყველაფერს.
და ბოლოს გადავწყვიტე...
ყველაფერი უნდა შემეცვალა. საკუთარი თავი უნდა შემეცვალა, ისევ ის ძველი ანა უნდა დამებრუნებინა. უშიშარი, მებრძოლი, ცოტა თავხედიც. უბრალოდ ასეთ საკუთარ თავს ვეღარ ვუძლებდი.
ძალიან დიდი ხანი იყო, რაც ლალი დეიდას შვილი მეპატიჟებოდა საბერძნეთში თავისთან. უკვე სამი წელია რაც გათხოვდა და თავის ბერძენ ქმართან ერთად ცხოვრობს კუნძულ დელოსზე. გადავწყვიტე ახლა დავთანხმებოდი მის წინადადებას.
ლალი დეიდას ვერ გაეგო გახარებოდა თუ წყენოდა. აშფოთებდა ჩემი ყოველი ნაბიჯი. აშინებდა ასეთი ცვლილებები, მაგრამ ახლა თვითონაც ხვდებოდა რომ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ჩემი გამგზავრება იყო. ყველაფერი თვითონ მოაგვარა, საბერძნეთიდან მოწვევა გამომიგზავნეს და ერთ თვეში უნდა წავსულიყავი.
გამგზავრების წინა დღეს სამზარეულოში ვიჯექით მე და ლალი დეიდა. ვხედავდი როგორ განიცდიდა, ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა. იმდენად ახლობელი მეჩვენა ლალი დეიდა იმ წუთას, რომ ავდექი და მოვეხვიე. პირველად მოვეხვიე. ახლა ჩემი ინიციატივით ამოვყავი თავი მის აფუებულ მკერდში. ტრადიციულად შინდამზადებული ნელსაცხებლის სუნი მეცა. ღმერთო, როგორი ახლობელი და მშობლიური იყო ეს სუნი. ლალი დეიდას სუნი იყო.
– ვიცი, არასდროს მითქვამს, მაგრამ დედასავით მიყვარხარ, ლალი დეიდა. – თვალები ცრემლით ამევსო.
ლალი დეიდა აქვითინდა, თან ისე ხმამაღლა, ისე ემოციურად. ხელებს მიკოცნიდა და ჩემი თვალებიდან უნებურად წამოსულ ცრემლს მწმენდდა. მივხვდი, რატომ ვპატიობდი ლალი დეიდას სიბრალულს, იმიტომ რომ არც არასდროს ვებრალებოდი. მას უბრალოდ ვუყვარდი. საკუთარი შვილივით ვუყვარდი.

****
აეროპორტში სამნი ვიდექით, ქეთიც მაცილებდა. ბოლო დროს ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. უკვე მომწონდა მისი გულღია, ცნობისმოყვარე მუდამ ლაღი ხასიათი. ვიდექი და ლალი დეიდას დარიგებებს ვუსმენდი. მეღიმებოდა, ჩემი ძველი ლალი დეიდა იყო და ზუსტად ასეთი მიყვარდა.
– ყოველდღე დამირეკე. აეროპორტში დაგხვდებიან. შორენას კი იცნობ კარგად, მაგრამ ილიადისს ნუ გადარევ, გთხოვ. – ღიმილი შეეპარა ისე მითხრა.
რეგისტრაციის დასრულებამდე ოცი წუთი რჩებოდა, რომ ლალი დეიდას შეშფოთებულ მზერას თვალი გავაყოლე და კინაღამ მუხლები მომეკვეთა. ფოიეში ბექა იდგა და ხალხს ათვალიერებდა. ქეთის გადავხედე, თვალები სად წაეღო არ იცოდა.
ბექამ დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა სწრაფი ნაბიჯებით. უნებურად მეც გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. მერე გონს მოვეგე და გავჩერდი. მომიახლოვდა და ისე რომ სიტყვაც არ უთქვამს გულში ჩამიკრა. ღმერთო, როგორ მომნატრებოდა, სიგიჟემდე მიყვარდა. მიყვარდა ისე, როგორც არასდროს არავინ. უნებურად მეც შემოვხვიე ხელები და მის განიერ ბეჭებს ნაზად ვუსვამდი თითებს. ალბათ ორი წუთი ვიდექით ასე. ვერ დავინახე როდის წავიდნენ ლალი დეიდა და ქეთი, მაგრამ როგორც კი ცოტა უკან დაიწია და თვალებში ჩამხედა, მივხვდი რომ უკვე მარტოები ვიყავით.
– ანუშკა, არ წახვიდე. – ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა. – ვერ გადავიტან. უშენოდ სუნთქვაც კი მიჭირს.
რამდენიმე წამს ვუყურე. მერე თითისწვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე ნაზად. ფრთხილად გავაშვებინე ხელები, ისე რომ სიტყვაც არ მითქვამს, შევბრუნდი და წავედი. გავიგონე როგორ ამოიგმინა.
საკუთარ ფეხებს ვაკვირდებოდი, თუმცა ამჯერად არ გავრბოდი. ნელი, მტკიცე ნაბიჯით მივდიოდი, ვშორდებოდი, იქნებ სამუდამოდ?
კიდევ ერთი ნაბიჯი...
სულ ცოტა დამრჩა და წავალ...
საშინლად მტკიოდა ეს ნაბიჯები, მაგრამ ჯიუტად მივიწევდი წინ.
ზურგსუკან ვიგრძენი როგორ მიახლოვდებოდა ვიღაც. მივხვდი ის იყო. მკლავზე ხელი მომკიდა და შემომაბრუნა. საშინლად მეტკინა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. თითქმის შეშლილი თვალებით მიყურებდა.
– არ მოგცემ წასვლი სუფლებას. – კბილებში გამოსცრა და საპირისპირო მხარეს წამიყვანა.
საპირფარეშოში შემიყვანა და კარები გადაკეტა.
– არ მოგცემ ამ თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლებას. – მტკიცე ხმით მითხრა და დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა.
ხმას არ ვიღებდი. ვიდექი ხელსაბანთან და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი. ვაკვირდებოდი როგორ ეცვლებოდა სახე. მე ალბათ ცივი, არაფრისმთქმელი გამომეტყველება მქონდა. მე თვითონ არ მჯერა, მაგრამ იმ წუთს იცით რაზე ვფიქრობდი? იმაზე რომ მე გავიმარჯვე, ვაჯობე მაიას. მიუხედავად ყველაფრისა, მან მაინც მე ამირჩია. შეიძლება თვითკმაყოფილებაც მეტყობოდა, იმიტომ რომ ვხედავდი როგორ ეცვლებოდა სახე ბექას, თითქოს გამბედაობას კარგავდა.
ერთხანს ვიდექით ასე უტყვად და ვუყურებდით ერთმანეთ. ბოლოს ბექამ გადმოდგა ნაბიჯი და მომიახლოვდა. ისე ახლოს დამიგა, რომ ხელსაბანს ავეკარი და რამდენიმე სანტიმეტრით უკან გადავიხარე. თვალს არ ვაშორებდი. ვიცოდი ახლა რაც მოხდებოდა, არ შევმცდარვარ, დაიხარა და ტუჩებზე შემეხო. უხეში, დახეთქილი ტუჩები ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ბაგეები იყო მთელი დედამიწის ზურგზე. შეუძლებელი იყო არ მეპასუხა, შეუძლებელი იყო ის უარმეყო, რასაც მაშინ ვგრძნობდი. ავყევი კოცნაში და ხელები შევუცურე თმაში. მის ხელებს უკვე წლზე ვგრძნობდი. ჩემს ხერხემალზე დააცურებდა თავის ძლიერ თითებს.
პირველი მე გამოვერკვიე ამ ეიფორიიდან და მოვწყდი მის ტუჩებს. უნდოდა ხელები მოეხვია და გულში ჩავეკარი, მაგრამ მხრებზე ხელები მივაბჯინე და შევაჩერე. ღრმად ამოისუნთქა და რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა. ახლა მოშოებით იდგა და მიყურებდა.
– არ წახვიდე ანა, შენ ჩემი ხარ. – თითქმის ჩურჩულით ამოთქვა.
– რას მთავაზობ? – ზედმეტად გულგრილი ხმა მქონდა. – საყვარლობას?
შეკრთა, მე მგონი საერთოდ აღარ ახსოვდა ცოლი. ხმა არ მოუღია, მხოლოდ მიყურებდა. ხელებით ხელსაბანს დავეყრდენი და საკმაოდ მსუბუქად შემოვჯექი ზედ. კაბის ბოლოებს ხელი მოვკიდე, თეძოებამდე ავიწიე და ფეხები გავშალე. გაოგნებული მიყურებდა. ვხვდებოდი რამხელა ტკივილს ვაყენებდი, მაგრამ მაინც ვთქვი:
– ეს გინდა? – ხმას ვერ ღებდა. – არ არის პრობლემა, შემიძლია აქვე გავხდე შენი და მერე სულ შენი მერქმევა, შენი საყვარელი. – სასტიკი ვიყავი, არ იმსახურებდა ამას ბექა, მაგრამ მაშინ სხვანაირად არ შემეძლო. საერთოდ აღარ მქონდა არანაირი შეგრძნება, შინაგანად გამოფიტული ვიყავი. არ მინდოდა ასეთი ცარიელი ანა ენახა, მეშინოდა, რომ ამით გრძნობას გავანადგურებდი. ახლა მერჩივნა ეს ტკენოდა, ვიდრე ჩემი უგრძნობობთ დამეტანჯა. ახლა აუცილებლად უნდა წავსულიყავი. ორივესთვის ასე აჯობებდა. მაგრამ ვიცოდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი. მის გარეშე არც მე შემეძლო სუნთქვა.
შებრუნდა და ფეხარეული მივიდა კარებთან. დავინახე როგორ უთრთოდა ხელები. კარის დაკეტვის ხმამ მთელს სხეულში ექოსავით დამიარა. რამდენიმე წამში რაღაც მტვრევის ხმა გავიგე, ხმაურზე შევკრთი და ჩამოვხტი ხელსაბანიდან. მინდოდა გავსულიყავი და დამემშვიდებინა, მეთქვა, რომ მეც მიყვარდა, მეთქვა, რომ ერთადერთი ადამიანი იყო ვისი გულისთვისაც საკუთარ ორგანიზმს სუნთქვას ვაიძულებდი, მაგრამ ნაბიჯიც არ გადამიდგამს. ძალიან დიდი ხანი ვუყურებდი საკუთარ თავს სარკეში. მეცოდებოდა ის ვინც სარკიდან მიყურებდა. ასეთ სიტუაციაში საკუთარი თავი მეცოდებოდა. ეს პიკი იყო. ეს იყო ის რასაც მთელი ცხოვრება გავურბოდი. ასეთი საცოდავი ჩემი თავი მძულდა. სისველე ვიგრძენი. თვალებიდან წამოსული ცრემლი ხელით მოვიწმინდე და აკანკალებულ ნიკაპზე ავიფარე. მთელი ძალით ვიჭერდი პირზე ხელს, რომ ის ხმა ჩამეხშო რაც ამოხეთქვას ლამობდა. ვერ შევძელი და პირველად ცხოვრებაში ხმამაღლა ავტირდი. ყველაფერი ამოვაყოლე, მთლიანად განვთავისუფლდი. რაც ოცი წლის მანძლზე არ მიტირია ყველა ცრემლი ახლა ამოვუშვი. ნელ-ნელა ვთავისუფლდებოდი და ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი. ნელ-ნელა შევძელი საკუთარი თავი ხელში ამეყვანა. სახეზე წყალი შევისხი, წელში გავიმართე, საპირფარეშოდან გამოვედი და გავიარე რეგისტრაცია. რამდენიმე საათში უკვე ათასობით კილომეტრი გვაშორებდა.

****
განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა კუნძულზე. უბრალოდ ისევ ძველი ანას დაბრუნებას ვცდილობდი. შორენა და ილიადისი ყველაფერს აკეთებდნენ ჩემს გასამხნევებლად, მათი უზომოდ მადლიერი ვიყავი. ნელ-ნელა ისევ ვუბრუნდებოდი საკუთარ თავს.
თბილისში ყველა მოვლენის საქმის კურსში ვიყავი და არა მარტო თბილისში.
საიდან?
ქეთისგან, ძალიან ხშირად ვეხმინებოდით ერთმანეთს. გადასარევი გოგო იყო, ისეთი ყველაფერში პოზიტივი რომ შეუძლია დაგანახოს. არასდროს არაფერი უკითხავს ჩემზე და ბექაზე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ისედაც იცოდა.
პირველად მან მითხრა – ბექა ცოლს გაშორდაო. კინაღამ მეტყველების უნარი დავკარგე. მაშინვე დაბრუნება მომინდა, მაგრამ მალევე გადამასხა ცივი წყალი – განქორწინების მერე ორივე ამერიკაში წავიდაო. ის იყო გულის გახეთქვას ვაპირბდი, რომ ისიც მომახსენა – სხვადასხვა შტატებში არიანო.
მოკლედ ახლა ხელს აღარაფერი მიშლიდა იმაში რომ ბექა მყვარებოდა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრისას კინაღამ ცოცხლად დავმარხე. კიდევ დიდხანს მახსოვდა მისი თვალები და საკუთარი თავი მძულდა ამისთვის. როცა მივხვდი რომ მზად ვიყავი შორენას და ილიადისს გამოვუცხადე თბილისში უნდა დავბრუნდე-თქო. მეხვეწნენ – დარჩი კიდევო, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა უკვე, რომ ახლა ჩემი სიყვარულისთვის უნდა მებრძოლა.
დავბრუნდი თბილისში, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ის იქ არ იყო. ახლა მე უნდა დავლოდებოდი, ახლა ჩემი ჯერი იყო. დიდხანს ველოდე, თითქმის ერთი წელი.
არ ჩამოსულა.
ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი იქნებ აღარ ვახსოვარ, იქნებ იმდენად ვატკინე გული, რომ უბრალოდ დამივიწყა?! იქნებ აღარც ვჭირდები?!
მაგრამ ერთი ზუსტად ვიცოდი, მიყვარდა და უნდა მებრძოლა ამ სიყვარულისთვის. სხვანაირად არ შემეძლო, უბრალოდ მის გარდა აღარვინ გამაჩნდა ამქვეყნად.
გადავწყვიტე, ამერიკაში წავსულიყავი. გეფიცებით ხანდახან თვითონ მიკვირდა, მაგრამ იმისთვის რაც მიყვარდა ყოველთვის ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. ეს იმას ჰგავდა, იმ ღამით ჭორფლიანი ცხვირის პალატაში მოსახვედრად ჟანგიან ჟოლობზე რომ ვაპირებდი აძვრომას. ვიცოდი, რომ შეიძლება ჩამოვვარდნილიყავი, შეიძლება მტკენოდა, მაგრამ ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. ზუსტად იგივეს ვგრძნობდი ახლა. როგორც არ უნდა მტკენოდა, მაინც უნდა მეცადა.
დაახლოებით ერთ თვეში გავფრინდი. ქეთის წყალობით ზუსტად ვიცოდი ბექას მისამართი. იმავე უბანში დავბინავდი და ერთხელაც, როცა საკმარისი გამბედაობა მოვიკრიბე მის კორპუსს მივადექი.
– ვისთან ხართ? – თავაზიანმა მოხუცმა კაცმა გამაჩერა ფოიეში.
ბექას სახლის ნომერი დავუსახელე.
– ახლა არ გახლავთ და თან არ გავუფრთხილებივარ სტუმრების თაობაზე. – ისევ სათნო ღიმილით მითხრა მოხუცმა.
– იცით, მე მისი ცოლი ვარ. – უნებურად წამომცდა და მე თვითონ შემაშინა საკუთარმა ნათქვამმა.
– როგორც ვიცი, მისტერ ბექას მეუღლე არ ჰყავს. – ახლა უკვე ეჭვის თვალით მიყურებდა. აშკარად ნდობა დავკარგე.
– თქვენ არ გესმით, მე აუცილებლად უნდა ვნახო. აქ დაველოდები. – ხმაში სასოწარკვეთა მემატებოდა. მეც არ ვიცი ასე რატომ ვრეაგირებდი, ხომ შემეძლო მერე მოვსულიყავი, როცა სახლში იქნებოდა?
– მემ, ძალიან გთხოვთ, – ვატყობდი ცოტა შევეცოდე. – იქნებ თავად დაურეკოთ და ნება დაგრთოთ რომ მის ბინაში დაელოდოთ.
– მე მართლა მისი ცოლი ვარ... – თვალები ცრემლებით ამევსო. – აი, ნახეთ... – მაისური გადავიწიე და მხარზე ამოსვირინგებული ტოტემის გამოსახულება ვაჩვენე.
ეს ტატუ კუნძულზე გავიკეთე, ქეთის ვთხოვე, ბექას ტატუს სურათი გამოეგზავნა. არასდროს მიკითხავს, როგორ მოახერხა, მაგრამ გამომიგზავნა. სალონში მივიტანე და ზუსტად იქ დავიხატე სადაც ბექას ჰქონდა. რა თქმა უნდა მოხუცი ვერაფერს მიხვდა და მე მგონი ცოტა ფსიქიურად აშლილიც ვეგონე, ისეთი თვალებით მიყურებდა. მივხვდი რომ ვერაფერს გავაწყობდი და წასვლა დავაპირე, რომ ვიღაცის ძლიერმა ხელმა შემაჩერა. არ მიმიხედავს, ისედაც ვიცოდი. მხარზე ვიგრძენი ცხელი ტუჩები, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი „ქორწილის დღეს“ და საბოლოოდ დავკარგე თავი. ფეხზე დგომა არ შემეძლო და იქვე ჩავჯექი. ხელები მომხვია და მსუბუქად ამიტაცა. მხოლოდ ლიფტში შევძელი თავი ამეწია და მისი სახე დამენახა. ღმერთო, როგორ მომნატრებოდა, საერთოდ არ შეცვლილიყო, ისევ ისეთი იყო, ჩემი ბექა.
გაუცნობიერებლად ვუსვამდი სახეზე ხელებს, თითოეულ ნაკვთს ვეხებოდი. ბოლოს ისევ კისერზე შემოვხვიე და შუბლი ყელზე მივადე.
თავი რომ ავწიე, უკვე მის სახლში ვიდექით. ნელა დამსვა ძირს, ხელები წელზე მომხვია და მთელი ძალით მიმიზიდა. ეს ის იყო რაც ასე მაკლდა, ეს იყო ბექას სითბო, ჩახუტება. მის ტუჩებს მივწვდი, ისევ ის უხეში დამსკდარი ბაგეები და ისევ ის განუმეორებელი შეგრძნება მის ტუჩებს რომ გრძნობ შენსაზე.
უკვე ვიცოდი რა მჭირდებოდა ცხოვრებაში, უკვე ვიცოდი რომ მის იქით გზა არ მქონდა.
– მაპატიე, თუ შეძ... – ისევ დამადუმა, არ მომცა მეტის გაგრძელების საშუალება. ვიცოდი, რომ მან დიდი ხნის წინ მაპატია. ბევრად უფრო ადრე ვიდრე მე თვითონ ვაპატიებდი საკუთარ თავს.

****
ყველაფერს ისევ თავიდან გადავიტანდი, ყველა ტკივილს ხელმეორედ გავუძლებდი, თუ მეცოდინებოდა, რომ ახლა რვეულთან თავდახრილი მის მზერას ვიგრძნობდი. თუ ისევ ისე იდგებოდა კარებზე მხრით მიყრდნობილი და მოთმინებით დამელოდებოდა, როდის ჩავათავებდი ბოლო სტრიქონებს, რომ მერე ერთად დაგველია ჩაი. თუ ისევ შემაშველებდა ხელს, როცა ბურთივით დამრგვალებულს, სავარძლიდან წამოდგომაც დაუძლეველ მისიად მომეჩვენებოდა. თუ ისევ ვიგრძნობდი მის ტუჩებს, ჩემს გამობზეკილ მუცელზე. თუ ისევ მხოლოდ იმისთვის გამეღვიძებოდა ღამღამობით, რომ მისი სუნთქვისთვის მომესმინა. თუ ისევ ვიგრძნობდი მის ძლიერ ხელს მხარზე და თავს ყველაზე დაცულ ადამიანად ვიგრძნობდი. თუ ისევ დავუკოცნიდი დილაობით სახეს. თუ ისევ დავინახავდი მის შეკრულ შუბლს, როცა მისი თეფშიდან ტკბილეულს მოვიპარავდი. და...
ისევ თავიდან გადავიტანდი ყველაფერს, რომ უბრალოდ მისი არსებობა მეგრძნო.



№1  offline წევრი მოლურჯო

ემოციების გამოხატვა არ შემიძლია
არ შემიძლია გითხრა რა ვიგრძენი იმიტომ რომ ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოვცე მე ამ ისტორიის და სხვა ისტორიების წაკითხვის დროს რას ვგრძნობ ყოველთვის ველოდებოდი შენს ახალ-ახალ ისტორიებს მიხაროდა რომ დავინახავდი ნიკს და ვიცოდი წინ რაც მელოდა
არ მიყვარს კარგი დასასრული მაგრამ შენ სულ სხვა ხარ შენ არ შეგიძლია ალბად ცუდი დასასრული იყოს მე ეს მომწონს შენში იმდენი რამ მომწონს რომ არ შემიძლია ყველაფერი გითხრა სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ ადამიანის მიმართ რას ვგრძნობ უბრალოდ გეტყვი რომ თინა არასდროს დამავიწყდება შენი არც ერთი ისტორია იმიტომ რომ ყველაზე განსხვავებული და კარგი ხარ!
--------------------
მარიამი

 


№2  offline მოდერი tsn

უმაგრესი იყოო

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

წავიკითხავ და აუცილებლად გაგიზიარებ შთაბეჩტილებებს!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline მოდერი niako crazy

roca am tavis kitxva daviwye, tavidanve vicodi rom kargad damtavrdeboda, tumca ragac momentebshi echvi mepareboda. simartles getyvi da shua nawilshi ar momewona anas sakcieli, bekaze metad mgoni me metkina guli, arc megona beka ase advilad tu apatiebda. magram albat roca giyvars da roca uyvarxar yvelaperi xdeba. am tavis bolo nawili yvelaze metad momewona. saswauli gogo xar shen, imedia dzalian male dagvibrundebi axali istoriit

 


№5  offline მოდერი ლილიანა

მოკვდა?უდროოდ თუ ამას ანა სიბერეში წერს?
შინაგანად ვდუღავარ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6 სტუმარი A

Ar shemilia zustad vtqva ra damemerta magram odesme gigrdzvnia yelshi gachxerili burti roca an kitxulob an ismen ragacas? Me amis kitxvisas vigrdzeni 26 wlis manďzilze pirvelad da madlobeli var sheni amistvis. Aseti istoriistvis gmadlob.

 


№7  offline მოდერი ელი

როგორც ყოველთვის ჩემო თინი,როგორც ყოველთვის საოცარი იყო.ემოციებით დატვირთულივარ და საოცრად კმაყოფილი. ჩემო თინი,რა კარგი ხარ <3 ბოლოს ვიგრძენი ემოციების საოცარი მოზღვავება. ვეღარ ვიგებდი ბექა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. თითეული სიტყვა ისეა რომ ორივე პასუხისაკენ იცრება,მაგრამ ბოლოს მე მაინც იქეთკენ გადავიხაფრე რომ ცოცხალი იყო,ალბათ იმიტომ რომ არ მინდოდა სევდიანი დასასრული. შეუდარებელო, კვლავ გელი, ისევ უნდა ამაფორიაქო <3

 


№8  offline მოდერი nicol

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო ყველას love
მიყვარხართ მე თქვენ ძალიან love

ეს ისტორია თავიდან ცოტა სხვანაიად მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მერე გადავიფიქრე, არ მინდოდა ბანალური გამოსულიყო.
საკმაოდ მძიმე გამოდგა დასაწერად, რამდენიმეჯერ უბრალოდ წერას მივანებე თავი და ავდექი, მაგრამ მალევე ვუბრუნდებოდი, იმიტომ რომ ისე დატოვება არ მინდოდა. დაუსრულებელი რომ დამეტოვებინა ბოლომდე დავითრგუნებოდი, დავასრულე.
აღარ მინდოდა კიდევ უფრო დამძიმება და ამიტომ მიიღო ბექამ ასე ადვილად ანა. უბრალოდ ბექამ გაუგო, ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა ამას ანა განქორწინების ამბავი რომ გაიგო.

ახლა რაც შეეხება ბოლო ნაწილს. ეს სიტყვები არ ათქმევინა ანას ბექას მონატრებამ, მან უბრალოდ თავისი მომავალი ცხოვრება დაგვანახა. ბედნიერი იყო აწმყოთი და ბედნიერება წარსულის ტკივილს ავიწყებდა. ასე რომ ყველაფერი კარგად იყო მათ ცხოვრებაში.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის, ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით, ხომ იცით დიდი ხანი მაინც ვერ ვძლებ უთქვენოდ love love love

უზარმაზარი სიყვარლით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№9 სტუმარი თია

რა შემიძლია ვთქვა, ძალიან რთულია ჩემთვის დამწუხრება, სევდა, მარტოობის განცდის შეგრძნება წიგნისა და ფილმის საშუალებით, რადგან წაკითხული თუ მოსმენილი ძალიან იშვიათად მიმაქვს გულთან.
ეს ის იშვიათობაა… .
სიამოვნებიტ გაგიცნობდი და სიამოვმებიტ ვიქნებოდი შენი განუყრელი მეგობარი, იმიტომ რომ მჯერა… მჯერა, რომ ასეთი მოთხრობების პატრონი აფერისტი, თავისთავში დაჯერებული ,,იდიოტი", ამპარტავანი, ამაყი ვერ იქნება. შენ ის ხარ როგორიც ხშირად მინდა, რომ მე თავად ვიყო. ადამიანი, რომელიც იშვიათია. დიდი გული გაქვს, ღრმა სული, შთამბეჭდავი გადმოცემის უნარი.
მიხარია… . მიხარია, რომ საქართველოში ცინიკური გაპიარებული ხალხის გვერდზე შენნარი სუფთა ადამიანები არსებობენ.
მშურს… . შენი ნიჭის მშურს.
მინდა რომ მეც შემეძლოს ასე ნათლად, თბილად, ორგანიზმის ყოველ კიდურამდე გრძნობის მიტანა. :-*

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

ბოლოში მე ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ ფაქტია რაღაც დროში აირიე და ცოტა არასწორად გადმოეცი აზრი. უბრალოდ, შენ როგორც ჰეფი ენდების მოყვარულს, მხოლოდ ვივარაუდე რომ კარგად დამთავრდა. მეორეჯერაც გადავიკითხე და სადღაც რაღაც გეშლება აშკარად wink.
სხვას ვერაფერს ვიტყვი ისტორიაზე. აი, დანიშნულებას ვერ ვხვდები. აშკარად იჩქარე ყველაფერში.

 


№11  offline მოდერი chica sol

ჩემო გოგო რა კარგი ხარ.❤❤❤❤
გაოცებული ვარ. ალბათ მხოლოდ შენ შეგიძლია წინა თავის სიმძიმის შემდეგ, ასეთი დასასრული დაწერო.
მიყვარხარ ძალიან❤❤❤

 


№12  offline აქტიური მკითხველი lalita

შენი ყოველი ახალივისტორია მაოცებს. ემოციების ზღვა ხარ , შეუდარებელი და ნიჭით სავსე გოგო ხარ უმაგრესი და მიყვარხარრრრრ.

 


№13 სტუმარი la

ძალიან მაგარი იყო. ბევრი რამ მომეწონა შენს ნაწერში პირველი ის რომ ბანალური არ იყო და ისე არ მოხდარა არაფერი როგორცმე ვფიქრობდი \, აქ დადებული მოთხრობების უმეტესობაში ყველაფერი არის ბანალური თავიდან მეგონა რომ არ მოკვდებოდა ჭორფლიანი ცხვირი მაგრამ მოკვდა სამწუხაროდ მაგრამ ამით ეს არ გახდა ვბანალურად, სახვა ალაბატ ამას დაამთავრებდა რომ ეს ბავშვი გადარჩებოდა და ამათ ერძთმანეთი შეუყვარდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა და ეს კარგია, ასევე კარგად გადმოცემ ადამიანების გრძნობებს, მე შენ გეტყვი რომ წიგნის წერა უნდა დაიწყოოოო დAIჭYO DA ზALIAN MAGAღI GOGO XAღ

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს ის დასასრული იყო რაც ყოველთვის მინდოდა. მე თვითონ გადამეწყვიტა გრძნობების ქარტეხილი. მტკივა. მიხარია. ბედნიერი ვარ. სიყვარულით ვსუნთქავ და მაინც ხვალინდელ დღეს ველოდები.
ყიჩაღ... მომეწონა

 


№15  offline წევრი tamtu

Mogesalmebi nicol. Ai sheni istoruebi dzalian mikvars magram es iko ragac enit augcereli. Dzalian dzalian momecona. Me imdeni vitire da dzalian gamixarda ase rom daasrule. Sheudarebeli xar. Mixaria rom agmogachine aseti kargiii. Geli sulmoutkmelad male dagvibrundiiii.

 


№16 სტუმარი Marii

Male dagvibrundi raa axali istoriit gtxooc

 


№17  offline წევრი ლუნა

ნიკოოლ საოცრება ხაარ. შენი ყოველი ისტორია უფრო და უფრო უკეთესიაა love მალე დადე რამე ახალიი winked გელოდებიი love

 


№18  offline წევრი Annee

საოცარი იყო!! სასწაული! !

 


№19  offline წევრი Anka ))

შეუდარებელიხააარ !! როგორ მიყვარს შენი ისტორიებიი და მთლიანად შენ request love love

 


№20  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

udavidd sheuddareebeli xarr miyvarss sheni istoriebii .. sheudarebeli xarrr

 


№21 სტუმარი Anna

Dzannn m0mew0na კომენტარი

 


№22  offline წევრი nini31323

პირველად წავიკითხე შენი ისტორია და სხვათაშორის ძალიან მომეწონა.ემოციით დახუნძლური ვარ. არანაირი ბანალურობა არიყო.ეს მაშინ გამოჩნდებოდა როგორც სერიალებშია ისე ანა რომ არ წასულიყო საბერძნეთში. ძალიან ორიგინალური და გაუგებარი დასასრული ჰქონდა მეგონა მოკვდა ბექა მაგრამ შენი კომენტარი რომ წავიკითხე მივხვდი ყველაფერს.მოკლედ ყოჩაღ.დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ.

 


№23 სტუმარი amerika

ეს რა იყოო დღეს წავიკითხე ყველა და ვიტირე ძაან მაგარი დასასრული ჰქონდა და არ გავდა სხვა ბანალურ ისტორიებს ეს იყო უმაგრესიი ყოჩაღ ეხლა ვაპირებ შენი ყველა ისტორია წავიკითხო მაგარი ხარ

 


№24  offline წევრი მაია120

ამ ისტორიის გამო სამსახურში დავაგვიანე :) ვერ გავწყვიტე... ძალიან მომეწონა!
--------------------
წერწერა

 


№25  offline მოდერი nicol

მაია120
ამ ისტორიის გამო სამსახურში დავაგვიანე :) ვერ გავწყვიტე... ძალიან მომეწონა!

ჰა-ჰა...
მეც მჭირდა ერთ დროს ეგრე, ერთი სიახლის კითხვისას სულ ვაგვიანებდი სამსახურში ♥

მადლობა ♡♡♡
--------------------
თინა ნიკოლ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent