პაემანი მანქანაში (სრული)
ყველაფერი ისე ნათლად მახსოვს სულაც არ მჭირდება დიდხანს დაფიქრება. უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და სასიამოვნო კადრები ირევა ჩემს გომებაში. თითქოს ვიღაცამ ფილმიდან საგულდაგულოდ ამოჭრაო. იმ დღეს თავს არხეინად ვგრძნობდი. უნივერსიტეტში გამოცდები კარგად მქონდა ჩაბარებული და ჩემი თავით ვამაყობდი. დილას ადრე ავდექი. ტანზე კარგად მომდგარი შავი კაბა მომეწონა და სიამოვნებით ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში. სამსახურში მივიჩქაროდი როცა მეზობელი ქალი შემეჩეხა, საუბარი გამიბა და ბოლოს მკითხა: -ის თუ იცი გეგა რომ ჩამოვიდა რუსეთიდან? - ვინ გეგა? - გავიკვირვე მე - აა შენ არ გეცოდინება, სულ დამავიწყდა ამ წელს რომ გადმოხვედი ამ კორპუსში.- მიპასუხა მან. მე არც ამ ამბავით დავინტერესებულვარ და არც გეგათი მაგრამ სახელი კი მომეწონა. ტანსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობდი და მარტო ვცხოვრობდი რადგან ჩემი მშობლები ინგლისსში ცხოვრობდნენ. მე არ წავედი მათთან ერთად მაგრამ ისიც არ ვიცოდი რატომ. სამსახურის გამო სულ მსაყვედურობდნენ რომ დაამთავრებ სწავლას შენი პროფესიით იმუშავეო მაგრამ არაფერი მერჩივნა ჩემი შრომით მოპოვებულ ფულს. საღამოს ჩემი კორპუსის ეზოში მანქანა გავაჩერე, რომ გადმოვედი ეზოში ბიჭები იდგნენ და ერთ-ერთი მათგანი რომელიც აქამდე არ მენახა ნაგლად მომაშტერდა. მე წამიერად გავაპარე თვალი მისკენ მაგრამ მაინც მოვასწარი იმის შემჩნევა რომ საშინლად სიმპათიიური იყო. სადარბაზოში რომ შევდიოდი გავიგონე "ვინ არისო?" ვიღაცამ იკითხა. სახლში შევედი თუარა დივანზე დავეხეთქე ძალიან დაღლილი ვიყავი. უნებლიედ თვალწინ ისევ ის სიმპათიიური ბიჭი დამიდგა და რატომღაც ნერვები მომეშალა. საჭმელი ვჭამე და მალევე დავიძინე. მეორე დილით ისევ ადრე გავიღვიძე. ძალიან ცხელოდა და გადავწყვიტე ისევ რამე ლამაზი კაბა ჩამეცვა. მაცივრიდან გამოღებული იოგურტის ბოთლი მოვიყუდე და მეორე ხელით სახლის კარებს ვკეტავდი. ეზოში ჩემს მანქანასთან მივედი კარები გამოვაღე და მანქანაში ჩავჯექი. წამით გავშეშდი ვფიქრობდი ნუთუ გუშინ მანქანის დაკეტვა დამავიწყდათქო ან ეხლა რატომ არ დავაპირე გასაღებით გაღებათქო, ამფიქრებში ვიყავი რომ უცებ მხარზე ვიღაც შემეხო და მეც იმ წამსვე შევხტი. - ლამაზთან ერთად მშიშარაც ყოფილხარ. - უკნიდან მომესმა ჩუმი სასიამოვნო ხმა. თავი უკან გაოცებულმა შევატრიალე და დავინახე ის საშინლად სიმპათიიური სახე, რომელიც წინა ღამით პირველად ვნახე. 21-22 წლის თუ იქნებოდა. მე კინაღამ ყბა ჩამომივარდა. ის კი მიღიმოდა და თვალებში მაცეცდებოდა. - შენთვის არ უსწავლებიათ რომ სხვის მანქანაში არუნდა ჩაჯდე?? - ვუთხარი მე გაბრაზებულმა - ბრაზიანი გოგოები მევასეებაა- მითხრა და გამიცინა. - მანქანიდან გადადი მაგვიანდება!!- ვუთხარი მე მკაცრად - მერედა ერთად დავაგვიანოთ. - გადადიი!! - გავუმეორე ისევ - ანა...ანა... ანა... მომწონს კარგი სახელია. - შენ რა მეღადავები? - არა რატო ტოო დამევასე არ შეიძლება?. - არაა!! - ვუთხარი მე - მინდა რომ კარგად გაგიცნოოო.- მითხრა და სავარძელზე გადაწვა. შემდეგ თავისი მწვანე თვალები დააწვრიალა და ისევ მომაშტერდა. - არასწორი გზა აგირჩევია. - ვუთხარი მე და ცინიკურად გავუღიმე. გული გამალებით მიცემდა. ისე მიყურებდა რომ სუნთქვა მეკვროდა. -კარგი ცუდად არ გახდე გადავალ.- მითხრა სიცილით და მანქანიდან გადავიდა. მე უფრო გავბრაზდიი. ვფიქრობდი ნუთუ ამდენად შემეტყო შინაგანი მღელვარებათქო. სარკეში ჩავიხედე და ღაწვები ოდნავ აწითლებული მომეჩვენა. მანქანა სასწრაფოდ დავძარი და აღელვებული გავემართე მაღაზიისკენ. გული ისევ მიგუგუნებდა. თითქოსდა მესიამოვნა კიდეეც მაგრამ მართლა ძალიან გავბრაზდი. მაღაზიაში კონცერტრაციას ვერ ვახერხებდი და ისევ ჩემი დილის სტუმარზე ვფიქრობდი. ტანსაცმელს ავტომატურად ვკეცავდი და ფიქრებით კვლავ ჩემს მანქანაში ვიყავი მწვანეთვალება ბიჭთან ერთად. საღამოს სახლში ისევ ჩვეულდროს დავბრუნდი. კიბეებზე ასვლისას ვფიქრობდი ამჯერად მართლა დავკეტე მანქანათქო. უცბად უკნიდან ხმა გაისმა: - ანა მოიცადე - ისევ ნაცნობი მწვანე თვალები მიმზერდნენ. გისმენთქო ვუპასუხე მან კი მითხრა: - წამო რა გავიაროთ - ჯერ ერთი დაღლილივარ მეძინება და მეორეც არც გიცნობ რომ შენთან ერთად ვისეირნო. - ვუპასუხე მე ცინიკურად. - მე გეგა შენ ანა აბა წავედით.- მითხრა და გამიღიმა- მე არაფერი მითქვამს. - უკარება გოგოს როლს ნუ თამაშობ წამოდი- მე ამოვიხვნეშე და დავეთანხმე კარგითქო. უკარებასავით არ ვიქცეოდი და არ მინდოდა ასე ეფიქრა. ეზოში შავ X5-თან გაჩერდა და მითხრა ჩაჯექიო. მე გაკვირვებულმა შევხედე. - ჩაჯექი. შენი მოტაცება რომ მდომებოდა დღეს დილით უკვე ჩემი გახდებოდი.- მითხრა ღიმილით. - და იქნებ ეხლა მოგინდა? - ჯერ მაგაზე არ მიფიქრია მიდი ჩაჯექი.- იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა მისი სასიამოვნო ხმა რომ მეც გამოვაღე მანქანის კარები და მანქანაში ჩავჯექი უცრო ბიჭთან ერთად. -მომიყევი შენზე- მითხრა ცოტახნის მერე. მე ვუთხარი რომ მარტო ვცხივრობდი რადგან მშობლები ინგლისსში იყვნენ. ასევე ვუთხარი რომ სტუდენტი ვიყავი და ტანსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობდი. -შენც მომიყევი.- ვუთხარი მე - მე რუსეთიდან ჩამოვედი 2 დღისწინ მეც მარტო ვცხოვრობ. ჩემები რუსეთში არიან. - აბა აქ რაგინდა? - ვკითხე მე - შენ რაგინდა აქ მარტო?- კითხვა შემომიბრუნა. - არ ვიცი - არც მე. უბრალოდ მომინდა და ჩამოვედი.- ცოტახანი ჩუმად ვიყავით შემდეგ ვუთხარი: - იქნებ შეყვარებული მყავს და იქნებ...- აღარ დამამთავრებინა და მითხრა: - რომც გყავდეს აზრი არ აქვს ჩემთვის. -რას ქვია აზრი არ აქვს? - ვკითხე გაოგნაებულმა - თუ გყავს დაივიწყებ ეგ არაფერი.- მითხრა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. გეგა გზას უყურებდა და თან სიგარეტს ეწეოდა. - შენ თავში ზედმეტად დარწმუნებული ხარ. - ხვალ დილას ისევ მნახავ. - მე არაფერს არ მეკითხებიი? - კითხვები რა საჭიროა ისედაც ვიცი რომ მოგინდება ჩემი ნახვა- შემომხედა და ოდნავ გამიღიმა. მე არაფერი აღარ მითქვამს. გავბრაზდი. მართლა მინდოდა კიდევ მენახა და არ ვიცოდი რატომ. შემდეგ ჩემი ბიჭებთან ურთიერთობებით დაინტერესდა. მე ბევრი არაფერი მქონდა მოსაყოლი რადგან ჩემს პირველ შეყვარებულთან უკვე 5თვის დაშორებული ვიყავი. მეც ვკითხე მაგრამ არ უპასუხია და თემა სხვა რაღაცაზე გადაიტანა. ღამით რომ დავწექი მისი თვალები მედგა თვალწინ. "გეგა გეგაა გეგაა" ვფიქრობდი და მასზე ფიქრებში ჩამეძინა. დილით ადგომა არ დამზარებია. იმ იმედით ავდექი რომ გეგასთან პაემანი მანქანაში ისევ მექნებოდა. ამჯერად ჩემ თავს უფრო დიდი ხნით ვაკვირდებოდი სარკეში თან საათს გავხედავდი ხოლმე. ჩემი მანქანა ისევ ღია იყო. ეს კი იმას ნიშნავდა რომ პაემანი მალე დაიწყებოდა. ჩავჯექი თუარა მანქანაში გეგას ვკითხე. - როგორ ახერხებ ჩემს მანქანაში ასე შემოძრომას? - მან გაიცინა და რამდენიმე წუთიანი ყურების შემდეგ მკითხა: - ჩემზე ფიქრებში კარგად ჩაგეძინა?- და კვლავ გაიცინა. - არც კი გამხსენებიხარ.- ვუპასუხე სერიოზული ხმით - ცუდი მატყუარა ყოფილხარ. - მე მეჩქარებაა. - მერე რაღას უცდი მეც შენთან ერთად მოვდივარ.- მითხრა და სავაძელზე გადაწვა. თან თავის გადაპარსულ თავზე გადაისმევდა ხოლმე ხელს. სარკეში დავაკვირდი რომ ლამაზი თითები ჰქონდა და მესიამოვნა. გზას ვუყურებდი მაგრამ არ შემეძლო სარკისკენ რომ არ გამეპარებინა თვალი. გეგამ სიცილი დაიწო. - რა გაცინებს?- ვკითხე - არ მინდა ხეს შემოეხვიო ამიტომ გვერდით დაგიჯდები- მიპასუხა სიცილით. მე ჩუმად გავიღიმე და ვფიქრობდი ეს გადარეული საიდან გადამეკიდათქო. წამებში გეგა ჩემს გვერდით აღმოჩნდა. მე გამეცინა და ცალი მხარე ამმეწვა მწვანე თვალების სიმხურვალისგან. გზაში ცოტა ვილაპარაკეთ. უმეტესად ჩუმად ვიყავით. გეგა მე მიყურებდა ხოლმე და მეც ისე ვიბნეოდი მართლა შემეშინდა რომელიმე მანქანას არ დავჯახებოდი. მანქანიდან რომ გადმოვედით ორივე უძრავად ვიდექით. გეგა თვალებში მიყურებდა. მერე ვუთხარი მეჩქარებათქო და ზურგი შევაქციე, გეგა კი ისევ იდგა და მიყურებდა, მე თითქოს ვგრძნობდი მის მზერას. სახლში დაღლილი დავბრუნდი. შხაპი მივიღე და საწოლზე წამოვკოტრიალდი. ჩემი ფიქრები ისევ გეგას ირგვლივ ტრიალებდნენ. მომწონდა მისი პირდაპირობა მიუხედავად იმისა რომ ვბრაზდებოდი. ძილი მინდოდა რადგან ისევ დილის მოლოდინში ვიყავი. ამიტომ გავიხადე და დავიძინე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. დილით კიბეები მხიარულად ჩავირბინე. მიხაროდა რომ მას ვნახავდი. მანქანასთან რომ მივედი კარები დაკეტილი იყო. გული დამწყდაა რომ მანქანაში არ დამხვდა არადა დიდი იმედი მქონდა. იმ დღეს სამსახურში უხასიათოდ ვიყავი და ვფიქრობდი იქნებ ღამით მაინც ვნახოთქო მაგრამ შევცდი. გეგა 5 დღე აღარ გამოჩენილა. მე სულ უგუნებოდ ვიყავი და ყოველდილას მეგონა გეგა მანქანაში დამხვდებოდა, ან კიბეებზე წამომეწეოდა და დამიძახებდა. დედამაც შეამჩნია ჩემი უხასიათობა როდესაც Skype-ში ველაპარაკებოდი, მაგრამ მე ვუთხარი გეჩვენება მშვენივრად ვართქო. ვერ გამერკვია რა მჭირდა. ძალიან მინდოდა მისი ნახვა მაგრამ ჩემს თავს არ ვუტყდებოდი. ვფიქრობდი რამე ხომ არ დაემართათქო ან იქნებ ისევ რუსეთში მოუნდა წასვლათქო. ღამ-ღამობით მომაწვებოდა ეს ფიქრები და ძილის საშვალებას არ მაძლევდა. იმაზეც დავფიქრდი რომ მთელი გასული ცხოვრება ამ რამდენიმე უღიმღამო დღეებს გავდა. ჩემ თავს ვეუბნებოდი რომ სულელი ვიყავი და არანაირი საფუძველი არ მქონდა მისი ნახვა კიდევ მომდომებოდა. მაგრამ მერე მახსენდებოდა რომ ცუდი მატყუარა ვიყავი და ჩემ თავს მითუმეტეს ვერ მოვატყებდი. ერთი უღიმღამო დღე ისევ სრულდებოდა. კიბეებზე ნელ-ნელა ავდიოდი. გასაღები საკეტში შევარჭე და ვცადე გადამეტრიალებინა მაგრამ ვერაფრით ვერ გადავატრიელე. მერე ხელი სახელურს ჩამოვკარი და კარებიც გაიღო. მე გული ამიჩქარდა და მთელი სხეული ამეწვა. სახლში შიშნარევი ნაბიჯებით შევედი. ვიცოდი ის იქ იყო და გული გამალებით მიცემდა. შუქი ავანთე და უკან მივბრუნდი. ჩემს სავარძელში გეგა იჯდა, ფეხი ფეხზე ქონდა შემოდებული და სიგარეტს ეწეოდა. მე გავშტერდი. - არ მელოდი??- მითხრა მან და სიგარეტის ბოლი პირიდან გამოუშვა. მისი ტუჩებისკენ გამექცა თვალი და სულ დავიბენი. - არა - ვუპასუხე მე. მინდოდა გავბრაზებულიყავი რომ ჩემს სახლში ასე შემოიპარა მაგრამ ვერ შევძელი. - მოგენატრე? - მკითხა ცინიკურად. - თუ ეს 5 დღე იმიტომ დაიკარგე რომ მე მომატრებოდი,გეტყვი რომ შეცდი. - დღეებს ითვლიდი? - მითხრა სიცილით. მე გავმწარდი ის კი არხეინად იჯდა და აბოლებდა. - თავხედი ხარ!!! - რატომ არ აღიარებ რომ გინდოდა ჩემი ნახვა? - მკითხა სერიოზულად. - რამე ხომ არ დაგსიზმრებია?- ვკითხე მე და მის მოპირდაპირე მხარეს სავარძელზე ჩამოვჯექი. - კი შენ დამესიზმრე.- მითხრა სიცილით და მერე სერიოზულად დაამატა- მენატრებოდი. - არავის არ უთხივია სადმე გადაიკარგეო- ვუთხარი მშვიდად. - რაიყო ძაალიან განიცადე? - მკითხრა და ისევ გაიცინა. - მეძინებაა და შეგიძლია წახვიდე- ვუთხარი მე და გავუღიმე ცინიკურად. - კარგი ოღონდ ხვალ დილამდე რამენაირად მოითმინე- ადგა და კარებისკენ წავიდა თან ნაგლად მიცინოდა. მე კარები გავუღე, როცა გადიოდა უკან მოტრიალდა შემომხედა და მითხრა: - იცოდე რომ ჩვენ შორის არის რაღაც.. - მაინც რა?- ვკითხე მე - უწყვეტი ძაფი- მითხრა და შეტრიალდა. მე კარები დავკეტე დაცოტახანი კართან ვიდექი ჩაფიქრებული. გული ისე ჩქარა მიცემდა, ალბათ გეგასაც ესმოდა მისი ხმა. დილას ჩემი მანქანა ისევ ცარიელი დამხვდა და ამაზე ძალიან გავბრაზდი. თუმცა საღამოს გეგა ეზოში იყო და როგორც კი მანქანიდან გადმოვედი ჩემთან მოვიდა. - წამოდი - მითხრა და თავისი მანქანისკენ გაემართა. მეც უკან გავყევი. ჩაჯექიო მითხრა მეც დავემორჩილე. - სად მივდივართ? - ვკითხე მე - მთაწმინდაზე ავიდეთ. - ავიდეთ. რომ გითხრა არათქო მაინც შენსას გააკეთებ.- ვუთხარი მე. - ეს უკვეე მომწონსს - მითხრა და მისი ლამაზი ღიმილი შემომანათა - რაა ? - ვკითხე - შენ - მითხრა ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია. მე გავხედე და მისი ლამაზი აწკეპილ ცხვირს მივაშტერდი. მისი აღნაგობა ძალიან მომწონდა. - დღეს დილით მეგონა მანქანაში დამხვდებოდი. - ვუთხარი მე - ეხლა მაინც აღიარე რომ გინდოდა ჩემი ნახვა. - უბრალოდ შენ პირობა არ შეასრულე დილამდე მოგიწევს ლოდინიო. -ვერ მოვახერხე მოსვლა- მითხრა სერიოზულად და მერე ირონიულად დაამატა- ანუ მთელი ღამე ლოდინში გაატარე.- მე შევხედე და გულწრფელად გავუღიმე. იმ ღამით მთაწმინდაზე ჩვენ ხელები პირველად შეეხო ერთმანეთს. მე გული მიგუგუნებდა. ის კი მეუბნებოდა არ მაინტერესებს შენ ჩემი ხარო. მე დადუმებლი ვიდექი და თვალს ძლივს ვუსწორებდი. ის კი გულწრფელად მიღიმოდა. ყველაფერი არარეალურად მეჩვენებოდა. რამდენიმე დღეში ადამიანის შეყვარება ხომ შეუძლებელი იყო. მაგრამ ჩემი გული სხვა რაღაცას მკარნახობდა. თითქოს მე და გეგას შორის მართლა იყო რაღაც უწყვეტი მაკავშირებელი ძაფი. პაემნები მანქნაში გრძელდებოდა და გრძელდებოდა. ხან სად მივდიოდით ხან სად. ყოველ დილას გეგა ჩემს მანქანაში მხვდებოდა და უმეტესად სამსახურიდანაც ერთად მოვდიოდით ხოლმე. ის თავის გრძნობებს გულღიად მიზიარებდა და ზუსტად ვიცოდი რომ გულწრფელი იყო, მაგრამ მე ძალიან თავშეკავებული ვიყავი და ჩემს გრძნობებს მისდამი ხმამაღლა არ ვეუბნებოდი, მიუხედავად იმისა რომ მან ყველაფერი კარგად იცოდა მაინც ბრაზდებოდა ჩემ ასეთ საქციელზე. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა დამირეკა დაბადებისდღეზე გეპატიჟები ოღონდ თან ღამით ჩემთან დარჩიო. მეც დავთანხმდი თან დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. გეგამ ღამით მე მოგაკითხავო მაგრამ რომ გაიგი დარჩენას ვაპირევდი არ ესიამოვნა და რა აუცილებელიაო მითხრა. მე რათქმაუნდა მაიმც ჩემსას ვეუბნებოდი. საღამოს მანქანით მიმიყვანა ჩემი მეგობრის სახლთან და თან მომაძახა ჭკვიანად იყავიო. მარის ნახვა ძალიან გამიხარდა. ცოტა ლაპარაკი მოვასწარით სანამ მისი სტუმრები მოვიდოდნენ. მე ცოტა გაკვირვებული დავრჩი არ მეგონა მარის დაბადებისდღეზე ამდენი ბიჭი თუ მოიყრიდა თავს. თან დიდად სასიამოვნო ადამიანებიც არ ჩანდნენ. მარის ვკითხე კიდე ვინ აპირებს დარჩენასთქო. ალბათ უმეტესობაო მიპასუხა და მისი პასუხი ნამდვილად არ მომეწონა. ბიჭები ნარკოტიკს იყნოსავდნენ. ძალიან გავბრაზდი ამას დაემატა ყოველ კუთხეში მოზასავე წყვილები. 19 წლის ვიყავი და ასეთ სიტოაციაში პირველად მოვხვდი. ცოტაარიყოს და შემეშინდა. სააბაზანოში შევედი და კარები ჩავკეტე, თუმცა მუსიკა მაინც ხმამაღლა ისმოდა. ტელეფონი ამოვიღე და გადავწყვიტე გეგასთვუს დამერეკა. - გეგა - რახდებაა? - მიპასუხა სერიოზული ხმით. - არაფერი უბრალოდ არ მინდა აქ დარჩენა. - თავი გაიგიჟე... - ხო მაგრამ მოდი გთხოვ - შევაწყვეტინე მე - მოვდივაარ. მალე მოყევი რახდება? - არაფერი უბრალოდ ზოგი რაღაცას იყნოსავ თან ძაან ბევრი მთვრალი ბიჭია. - ფუ ამის დედა შევეციი ხომ გეუბნებოდიი. - დამიყვირა ტელეფონში. - ნუ მიყვირი!! - ეხლა სად ხაარ? - მკითხა ჩვეულებრივად მაგრამ მაინც აღელვება ეტყობოდა. - სააბაზანოში. - მანდ დარჩი სანამ მე არ მოვალ არ გახვიდე გარეთ- მითხრა და გამითიშა. ალბათ 10 წუთი ვიყურყუტე აბაზანაში. მართალია კარებზე 2 ჯერ დამიკაკუნეს მაგრამ არავისთვის არ გამიღია კარი. უცებ მუსიკა გამოირთო. - ანა სადარის?? - გავიგონე გეგას ხმა და აბაზანიდან გარეთ გავვარდი. გეგამ ხელი მომკიდა და მითხრა გარეთ დამელოდეო. მერე ხელი გამიშვა და რამდენიმე ნაბიჯი წინ რომ გადაგა ერთი ბიჭი წამოდგა და გეგას დაუყვირა შიგ ხომ არ გაქვსო. გეგამ გაიღიმა და სახეში ისე გაარტყა იმ ბიჭს რომ ის ბიჭი სხვა ბიჭებს ზემოდან დაეცა. - ვინმეს კითხვა კიდევ აქვს? - იკითხა გეგამ ცინიკური ღიმილით და თვალი ყველას მოავლო. არავის ხმა არ ამოუღია. გეგა შემობრუნდა ხელი მაგრად მომკიდა და გარეთ გამიყვანა. მანქანაში ჩამსვა და ჩაჯდა თუარა ხმამაღლა მითხრა: - ასეთ სირ ხალხთან შენი ყოფნა დღეს ბოლო იყო. არავითარი სადმე დარჩენა და რაღაც სირობები გაიგეე?? - ეჭვიანი ქმარივით ნუ მელაპარაკები!! - პრეტენზიებს აქეთ ნუ მიყენებ!! - შენ არ გაქვს უფლება რამე დამიშალო. ჯერ შენთვის წესიერად ისიც კიარ მითქვამს თუ რას ვგრძნობ შენს მიმართ. მგონი ძაალიან ჩქარობ. - აბა რაღას მირეკავდი?- მკითხა გაბრაზებულმა.მე არაფერი არ მიპასუხია. მერე ისევ განაგრძო - ვიცი კვდები ისე გინდა სულ ჩემთან იყო ასე რომ სათქმელი არაფერია. - მე ისე არაფერი მითქვამს ჩემს თავზე ვბრაზობდი. ცოტახნის მერე მივხვდი რომ სახლში არ მივდიოდით და ვკითხე სად მივდივართთქო. - მცხეთაში.- მიპასუხა - მცხეთაში რა გინდა??-ვკითხე გაოგნებულმა. - რა და მტკვარს უნდა დავაკვირდე როგორ უერთდება არაგვს, რაუნდა მინდოდეს? შენ უნდა მოგარჯულო ძალიან ჯიუტი ხარ.- მიპასუხა. - ვერ მიგიხვდი- ვუთხარი მე - მალე მიხვდები- მითხრა და გამიღიმა. - შენ სულ გაგიჟდი? - ვკითხე გაბრაზებულმა. - მე ისედაც სულ გიჟი ვიყავი.- მითხრა და გამიღიმა. - სახლში წამიყვანე გეგა!! - ვუთხარი ხმამაღლა. მაგრამ ის ხმას არ იღებდა. კიდევ ორჯერ გავუმეორე იგივე ის კი ზედაც არ მიყურებდა. ცხოვრებაში ისე არ გავბრაზებულვარ. უფრო მეტად იმან გამამწარა რომ უყურადღებობას იჩენდა ჩემს მიმართ და განგებ არ მპასუხობდა. ალბათ 20 წუთი ჩუმად ვიჯექით ის ხანდახან გამოაპარებდა ხოლმე თვალს მაგრამ მე არ ვუყურებდი. თითქოს ამით ჩემს პროტესტს გამოვხატავდი. - ცუდად იქცევი.- ვუთხარი მე - შენ იქცევი ცუდად და მაგას რო მივალთ მერე აგიხსნი ეხლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი.- მიპასუხა ჩუმად. მე არაფერი აღარ მითქვამს, მაგრამ საშინლად ვბრაზობდი და სიბრაზის დამალვა ძალიან მიჭირდა. როდესაც ძრავის ხმა მიჩუმდა ორივე მანქანიდან გადავედით. ორივე დადუმებულები ვმოძრაობდით. გეგა ლამაზი სახლისკენ გამიძღვა, რომელსაც წინ პატარა ეზო ჰქონდა ყვავილებით სავსე. გეგამ სახლის კარები გამოაღო და მანიშნა შედიო. მე რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და გეგასკენ შემოვტრიალდი, მაინტერესებდა როდის დაიწყებდა ლაპარაკს. ის მაგიდასთან ჩამოჯდა და მომაშტერდა. ხმას არ იღებდა რამაც უფრო გამაცოფა და ამიტომ მე დავიწყე: - რისი თქმა გინდოდა მითხარი!! - ცუდად მექცევი. თან გინდა ჩემთან ყოფნა თან არ გინდა რომ რამეზე გაგიბრაზდე თან იმასაც კი არ მეუბნები რომ გიყვარვარ. მეუბნები რომ ვჩქარობ და მეუბნები რომ არაფრის დაშლის უფლება არ მაქვს შენთვის. - მითხრა მშვიდად - შენ ყველაფერს ისე აკეთებ როგორც შენ გინდა!!! - გაბრაზებას ვეღარ ვმალავდი. - აქ ისე წამომიყვანე არც კი მკითხე. - იმიტომ ვაკეთებ რომ მინდა და ხელს ვერავინ შემიშლის. შენც გინდა რომ მითხრა როგორ ძალიან გიყვარვარ გინდა რომ სულ ჩემთან იყო მაგრამ არ აკეთებ. იმიტომ რომ ამაყი ხარ.- მითხრა და ცინიკურად გამიღიმა. - არა შენ გგონია რომ ყველაფრის უფლება გაქვს. ჩემი სიამაყე არაფერ შუაშია შენ თუ ისედაც ხვდები რომ მიყვარხარ რაში გჭირდება სიტყვები.- ვუთხარი მკაცრი ხმით. გეგა დუმდა და მომშტერებოდა. - სახლში წამიყვანეე!!- ვუთხარი ისევ. - ჩემი აზრით სახლში უნდა ვიყოთ.- მითხრა ჩვეული ცინიკურობით. - კარგი მარტო წავაალ!!- ხმამაღლა ვუპასუხე და კარისკენ გავემართე. - ფეხით აპირებ თბილისამდე სიარულს? - მითხრა ღიმილით და მე უფრო გავმწარდი. კარი გამოვაღე და ეზოში გავედი. გეგა არ გამოსულა ამან უფრო გამაცოფა. ეზოს განათების იქით უკუნითი სიბნელე იყო. მე ამოვიოხრე და უკან გავბრუნდი. გეგამ იცოდა რომ არსად წამსვლელი არ ვიყავი და ამიტომაც არ გამომყვა უკან. სახლში როგირც კი შევედი გეგამ ჩაიცინა. - ვერ გიტან!!- დავუყვირე. - წავედი- მითხრა და კართან ახლოს მრგვალ კიბეს აუყვა. - სად მიდიხაარ? - მეძინება- მიპასუხა უემოციოდ - მე აქ მარტო ვიყო?- ვკითხე და დაღლილი დივანზე ჩამოვჯექი. - რავიცი მგონი თბილისში აპირებდი წასვლას.-გაჩერდა ღიმილით მითხრა. - სახლში დამაბრუნე !!- დავუყვირე მე. გეგას რეაქცია არ ჰქონდა. - იმედია ყველაფერს კარგად მოიფიქრებ. - მითხრა მშვიდად - არაფრის მოფიქრებას არ ვაპირებ!!! - ვუპასუხე მტკიცედ. - დარწმუნებული ხარ? - სავსებით- ვუპასუხე ისევ. ამდროს გეგა ჩემსკენ წამოვიდა და ხელში ამიტაცა თან იცინოდა. - რას აკეთებ?? გამიშვიი!! - გავკიოდი მე. გეგა ხმას არ იღებდა. დერეფანში გაიარა და ოთახის ერთ-ერთი კარი გამოაღო და შიგნით შემიყვანა. საწოლზე დამაგდო და სანამ წამოდგომას მივასწრებდი გარეთ გავიდა და კარები ჩამიკეტა. - გამიღეეე შეშლილოოო იდიოტოო!! - ვეძახდი გეგას. მერე ფეხის ხმა გავიგე და მივხვდი რომ კარებს მოსცილდა და კვლავ განვაგრძე ყვირილი: - მეშინია აქ მარტო არ წახვიდეე გთხოოვ. - თუარ დაფიქრდები ჩვენზე მაგ ოთახში დარჩები სამუდამოდ- მომაძახა გეგამ. მე გავმწარდი არც ტელეფონი მქონდა არც არაფერი. ისიც კიარ ვიცოდი სად წავიღე. მერე კედლებზე დავიწყე ხელების ფათური მაგრამ ვერ მივაგენი შუქის ჩამრთველს. ძლივს მივედი საწოლამდე და ზედ მძიმედ დავეცი. აზრები ორად გაიყო ჩემს გონებაში. ერთის მხრივ ძალიან ვბრაზობდი მაგრამ ამავდროულად ვფიქრობდი მიყვარს ეს გიჟითქო. ღამით ვერ ვიძინებდი. ბევრ რამეზე დავფიქრდი. თბილ სიტყვებსაც კი არ ვიმეტებდი მისთვის და არც ჩახუტების ინიციატორი არ ვყოფილვარ არასდროს. მივხვდი რომ ცივი ვიყავი და ჩემი თავი უგულოდ მივიჩნიე. ამ ყველაფრის მიუხედავად ის სულ ჩემთან იყო და ჩემ ქმედებებს იტანდა. სახელსაც ვერ ვარქმევდი ჩვენ ურთიერთობას რაზეც გეგა ძალიან ბრაზდებოდა. მივხვდი რომ ყველაფერში მართალი იყო, უბრალოდ თავს იმით ვიმართლებდი ყველაფერი ისე მალე მოხვდა ვერ გავერკვიეთქო. ხოდა გეგამ მისი სიგიჟით დააჩქარა ჩემი აზრის ჩამოყალიბება თუ რამინდოდა სინამდვილეში. მაგრამ მერე რომ მახსენდებოდა როგორ წამომიყვანა აქ და როგორ ჩამკეტა ამ ბნელ ოთახში სიბრაზით ვივსებოდი. ფიქრებისგან თავი არეული მქონდა. მერე ჩამეძინა... დილით თვალები რომ გავახილე პირველად ვიფიქრე სად ვარ აქ რამინდათქო. მერე ყველაფერი წამში ამომიტივტივდა. დიდი ფანჯრიდან დღის სინათლე იღვრებიდა და ოთახს ანათებდა. ოთახში საწოლი იდგა გვერდებზე ტუმბოებით და საწოლის პირდაპირ სარკიანი დიდი კარადა. კედლები სულ თეთრი იყო. მე საწოლიდან წამოვდექი და კართან მივედი. - გეგააა!! გააღე კარები ეხლა მაინც.- ხმას არც არავინ არ მცემდა. უცებ ფანჯრისკენ მივტრიალდი და შავი რკინის გისოსები რომ დავინახე გაბრაზებული ჩამოვჯექი საწოლზე - რა ბოროტიაა - ვფიქრობდი ჩემთვის. კიდევ დავუძახე რამდენჯერმე მაგრამ პასუხისთვის თავი ისევ არ შეუწუხებია. - გეგა ყველაფერი მოვიფიქრეე გააღე კარიი!! - დავუყვირე და კარებზე დავიწყე ჯრახუნი.- ნერვები ძალიან მომიშალა ამ ყველაფერმა და გავჩუმდი. შემდეგ კარადა გამოვაღე და შიგნით რამდენიმე მაისური ვნახე . ყელა მაისურს გეგას სურნელი ჰქონდა. ერთი შავი მაისური მომეწონა, კაბაში ჩატნეული პერანგი ამოვიწიე და გავიხადე. შემდეგ გეგას მაისური გადავიცვი, რონელიც ძალიან უხდებოდა ჩემ კაბას. მერე საწოლზე წამოვკოტრიალდი და ისევ ფიქრო დავიწყე. იქნებ სახლში სულაც არ არისთქო ვფიქრობდი. ემოციებისგან ავსებულმა ისევ ჩამეძინა. რომ გავიღვიძე დავინახე კარი შემოღებული იყო. საწოლიდან წამოვხტი და გარეთ გავვარდი. დერეფანი გავაირე და მისაღებ ოთახში გეგა დავინახე ფანჯარაში იყურებოდა. - ყოჩაღ მაგრად მოიქეცი! - ვუთხარი მე გეგას. - იფიქრე თუ არა? - მკითხა ისე რომ არც შემოტრიალებულა. - ნებას გრთავ რომ შემომხედო - ვუთხარი და ჩავიცინე. გეგა მოტრიალდა და გამიღიმა. - ოთახში გამოკეტვა მოგეწონა როგორც ჩანს კარგ ხასიათზე ხარ- მითხრა. - ტელეფონი დამიბრუნე სახლში მივდივარ! - გამოვუცხადე მე - რა ცვალებადი ხარ. - გეგაადღეს სამსახურში უნდა ვყოფილიყავი.- ვუთხარი გაბრაზებულმა - დაიკიდე სამსახური. იფიქრე თუ არა? - რასქვია დავიკიდოო? აი ხომ ვამბობდი ყველაფერს შენ ჭკუაზე აკეთებბ!!! - ვუთხარი გაბრაზებით. გეგა ჩუმად იდგა და მერე მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა. - წავიდეთ რაა. - ვუთხარი ისევ- როდის წავალთ?? - არ წავალთ მე არ მინდა და არ წავალთ!! - მითხრა მკაცრად. - სულ არ გაინტერესებს მე რამინდა!! - სასაცილოა- მითხრა - ძალიან გაბრაზებული ვაარ რაარის სასაცილო?? - მიყვარს რო ბრაზდები- მიპასუხა ღიმილით. მე ფეხზე წამოვხტი და ოთახში აქეთ იქით სიარული დავიწყე. - შეშლილოო იდიოტოო!!!- ვეუბნებოდი და გამწარებული შევცქეროდი მას თვალებში. ის ისევ მაგიდასთან იჯდა და მაგიდაზე გრძელ თითებს ათამაშებდა. ირონიულად მიყურებდა, თითქოს სიამოვნებდა ჩემი გამწარება. სულმთლად ვხურდი და გული აჩქარებით მიცემდა. ის წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. მე სავარძელიდან დიდი ბალიში ავიღე და ვესროლე. -არ მომიახლოვდე! -როგორ მაგიჟეებ! - მითხრა მან და ცბიერად შემომხედა. მე ამაზე უფრო გავმწარდი, ირგვლივ მიმოვიხედე და ვერაფერი დავინახე რომ მესროლაა. მან ხელი მკლავზე მომკიდა და მისკენ მიმიზიდა. მეორე ხელით გავუძალიანდი მაგრამ ვერაფერს გავხდი. მან მის მკლავებში მომიქცია. -მომშორდიი!!- დავუყვირე ისევ.- მან თითი ტუჩზე მომაჭირა და გამაჩუმა. ტუჩზე მისი თითის შეხებისას გავინაბეე. ტუჩები მიხურდა მისი ცივი კანის შეგრძნება მესიამოვნა. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მის მზერაში არანაირი ირონია აღარ იკითხებოდა. მისი თითების ნელი შეხება გახურბულ კანზე, ჯერ ნიკაპზე მერე კი ყელზე ცივად ვიგრძენი. სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა. შემდეგ კი ლავიწზე ნაზად გადამისვა თითები. ტუჩები ყელთან მომიახლოვა და კოცნა დამიწყო. მე ხმას არ ვიღებდი მაგრამ მაინც არ ვცხრებოდი. ორივე ხელი თმებში შევუცურე და რაც შემეძლო მაგრად მოვქაჩე. მან ჩაიცინა. მისი სიახლოვე, ალერსი და სურნელი თავბრუს მახვევდა ამიტომ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. მან ხელი უფრო მაგრად მომხვია წელზე და მე უფრო მაგრად მივეკარი მის სხეულს. მეორე ხელის, თითების ნაზი მოძრაობით კი კაბის სათავის ირგვლივ მუცელზე დამიწყო მოფერება. მე საშინლად მეღუტუნებოდა და ზურგზე ჩემი გრძელი ფრჩხილებით მაგრად მოვუჭირე ხელი. მან ისე განაგრძო თითებით ჩემ სხეულზე თამაში რომ თითქოს არც კი უგრძვნია ჩემი რეაქცია. შემდეგ ფრთხილად შეეხო ჩემს კაბას და ნაზად ჩააცურა ქვევით. მე თვალები დავხუჭე და სრულებით მივენდეე მას. მეორე დილას გეგას კოცნამ გამომაღვიძა. თვალები გავახილე თუ არა მისი მწვანე თვალები შემომციცინებდა. ძალიან მესიამოვნა მისი დანახვა. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა გაღვიძებისთანავე ის დავინახე, ვინც ასე მიჩქარებდა პულსაციას. - ეხლა მაინც აღიარე რომ... - მიყვარხარ. - გავაწყვეტინე მე - მე არა - მითხრა გეგამ და სიცილი დაიწყო. მერე ჩემსკენ მოიწია და ნაზად მაკოცა. მერე ტუჩები ჩემ ყურთან მოწია და ყურში ჩამჩურჩულა: - გინდა მთელი ცხოვრება ერთმანეთს ნერვები ვუშალოთ? - მგონი კარგი უნდა იყოს- ვუპასუხე მე სიცილით. იმ დღის შემდეგ ყოველ დილით გეგას კოცნა მაღვიძებს. მოგონებები თითქმის ყოველდღე იმღვრევა ჩემს გონებაში და გულს მითბობს. მახსენდება პირველი პარმანი მანქანაში და გეგას დამაბნეველი მწვანე თვალები. ვფიქრობ, ჯერ მარტო იმიტომ ვცოცხლობ რომ ყოველ დილით მისმა ამბორმა გამომაფხიზლოს და გული ისევ ამიჩქაროს მისმა მზერამ. დრო გადის, ჩვენი სიყვარული კი უფრო და უფრო ძლიერდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.