შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიღიმეთ,ჩიტი მოფრინავს![3]


9-02-2016, 01:49
ავტორი Ioana
ნანახია 2 825

ეს ზღვა რომ შავია,დამნაშავეა,დამნაშავეა ვინ არის?-ბათუმის ნესტიანი ჰაერი ღრმად შევისუნთქე ფილტვებში და კვლავ განვაგრძე სიმღერა.თქვენ არ იცით მე ეს ქალაქი როგორ მიყვარს,თავისი ყველა ქუჩით,შენობით,საერთოდ ყველაფრით.დღემდე არ ვიცი რატომ,მაგრამ აი ასე უბრალოდ მიყვარს.მიყვარს ზამთარშიც,ზაფხულშიც და საერთოდ ნებისმიერ სეზონზე.მგონი დროა ბათუმზე გავთხოვდე და კვლავ ვაგრძელებ-ეს ზღვა რომ შავია,დამნაშავეა,დამნაშავეა ვინ არის?
-ბათუმის გარემოს დაცვის სამინისტრო და ის დამსვენებლები,ნაგავს ზღვაში რომ ყრიან.
-რაა?-გაოგნებულმა გავხედე მარეხას-რა გარემოს დაცვა?
-აუ თათია,შენ არ იკითხე ეს ზღვა რომ შავია,დამნაშავე ვინ არისო? ხო და გიპასუხე.
-ბიჯოოოოოო,ბიჯოოოოო-გაოგნებულმა ჩავსტვინეეე-მარეხ,ჩემი ძმა,ეს სიმღერა იყოო,გიგა მიქაბერიძე და რამე არა? ჰაა?-მარეხის სახეს რომ შევხედე,უბრალოდ ხელი ჩავიქნიე და ეგრევე ტაქსმა მომიბღუილა მანქანა ფეხებთან.კაცს ამათი შიშით ხელი ვეღარ ჩაუქნევია.საბედნიეროდ,მართლა გვჭირდებოდა ტაქსი,სადგურიდან ბინამდე მისავლელად,რომელიც გუშინ დავჯავშნეთ.
იმ დღეს ბინიდან არ გავსულვართ,უბრალოდ ჩვენი ნივთები დავალაგეთ და დაღლილები მივესვენეთ საწოლზე.სამგიეროდ დილა დაიწყო,არდაუვიწყრად კატასტროფულად.სოფიო ჭიხვინებდა,არა უფრო სწორედ განწირულად ბღაოდა,არა ღნაოდა,ღმერთო ჩემო სიცილის გარდა ეს ხომ ყველაფერი იყო.როგორც
იქნა შეწყვიტა სიცილი,რისი შედეგადაც აღმოვაჩინე,რომ ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას:
-აუუ არ არსებობს,თათას რომ ვეტყვი სიცილით მოკვდება-ისევ აბღავლდა სოფიო
-.....
-ეს უკვე მეტისმეტია,გინდა თქვა რომ ჩემი დაქალი შარშია?
-....
-სად მოგყავს ბიჭო,კენჭის გავლა ხო არ გაქვს?იქნებ მიაკლას სადმე ეს საცოდავი,არა და ჯერ ეტყობა რომ სიცოცხლე უნდა-თან ცალი თვალით გადმომხედა და გაღვიძებული რომ დამინახა,გამიღიმა.
-.....
-აუ დათა მაჭანკლობა შენი სფეროა,დროა სამუდამოდ ქალიშვილობისთვის განწირული გოგოების დასახმარებელი კლუბი გახსნა-ვერ გეტყვით ამაში სიფიომ სასაცილო რა დაინახა,მაგრამ კვლავ აღნავლდა.
-....
-კაი დათ წავედი,გელოდებით შენ და შენს ძმაკაცებს-ტელეფონი სასწრაფოდ გათიშა და აწ უკვე გაღვიძებულ ნინას და მარეხას ბედნიერი სახე შეანათა.
-რა ხდება შეჩე..ალალა ასეთი სანახაობა რომ გამართე დილის რვა საათზე?
-აუ ნინაჩკა ნუ წუწუნებ,ისეთი ამბავი მაქვს,დროა ყბები შარფით აიკრათ,თორემ ჩამოგივარდებათ.მოკლედ დათა ხო იცით?
-ის დათა,შენი ბიძაშვილი რომ არის გვარად ნაკაშიძე და რომელსაც თვალის დასანახად ვერ ვიტან,რადგან საშინლად დიდი ცხვირი აქვს,რომელსაც ყველას საქმეში ჰყოფს?-არა და ამ ბიჭს შესაშურად მაგარი ცხვირი,ტანი,თვალი,ტუჩი,კბილი,პრესი,ადამინობა,კაცობა აქვს.მოკლედ იდეალურია,მაგრამ ჩემ დას რომ ეგ უთხრათ,დათა იდეალურიაო,შეიძლება სამუდამოდ გაწყვიტოს თქვენთან კავშირი.მოდი ცოტა თავიდან დავიწყოთ,მე,ნინა,მარეხი,სოფიო და დათა ღრმა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.რადგან ჩვენ შორის ყველაზე უფროსი დათა იყო,ხოლო ძმები არცერთს გვყავდა,ყოველთვის ჩვენზე ზრუნავდა,გვივლიდა,
გვიფრთხილდებოდა.ოთხივეს ძალიან გვიყვარდა,ის ხომ ჩვენი მხსნელი იყო ნებისმიერ სიტუაციაში.პატარაობაში მეგონა,რომ ყოვლისშემძლე იყო და ზებუნებრივი შესაძლებლობები ჰქონდა,რადგან მისთვი არ არსებობდა დაბრკოლება,გამოუვალი მდგომარეობა.არა და ჩვენზე სულ ექვსი წლით დიდი იყო,ნინაზე კი ოთხი წლით.ალბათ ჩემი დის და დათას გაუთავებელი კონფლიქტი ამის ბრალიც იყო,ნინა მას არ აღიქვამდა ისე ზღაპრულად როგორც ჩვენ.
ყველაფერი მეთორმეტე კლასში დაიწყო,ჩემ დას რომ პირველი სიყვარული ეწვია,მაშინ რომ გეკითხათ გეტყოდათ,ამაზე წრფელი გრძნობა არვის მიმართ გამიჩნდებაო,მაგრამ ახლა ნინამაც და ჩვენც ვიცით,რომ ის ყმაწვილი უბრალო გატაცება იყო.ხო და სწორედ ამ ბიჭს ჩამოაშორა ჩემი და დათამ,თან ისე მოახერხა ეს ყველაფერი,რომ მცირე ალბათობაც არ დატოვა იმის,რომ ნინა კვლავ მას დაუბრუნდებოდა.ამის მერე მათი კონფლიქტი,ნამდვილ
ომში გადაიზარდა.ჩემი დისთვის აღარ არსებობდა არანაირი დათმობა,გრძნობა იმის რომ გოგო იყო და ზოგჯერ მასთან ჩხუბისას უკან უნდა დაეხია.ამ ყველაფერმა იმოქმედა დათაზე,თავმოყვარე და ამაყი იყო,თანაც როგორი.თანდათან ჩამოგვშორდა,უფრო სწორედ სხვა სასტავში ამოყო თავი,ვიცოდით რომ
ცუდ ხალხში არ გაჩერდებოდა და ამით ვიმშვიდებდით თავს.თუმცა არ დაივიწყა ბიძაშვილი,არც მე და მარეხი მივუტოვებივართ.სულ გვკითხულობდა,ყოველთვის იცოდა ჩვენი ამბები,მუდამ ვგრძნობდით მის ყოვლისშემძლე ხელებს ჩვენს ჩაფლავებულ საქმეებში.აი ნინა,ნინა კი ნამდვილად დაივიწყა,ნუ ჩვენ ასე გვეგონა.არცერთი გადაკრული სიტყვა ნინაზე,არცერთი მოკითხვა,მხოლოდ ჩვენ.მისმა წასვლამ ჩემი და სულ გააგიჟა,არც მისი მესმოდა.როცა დათა მასთან იყო აგდებდა,ეუხეშებოდა,ახლა კი როცა წავიდა იმის გამო დებდა კუბოში,რომ მართლა დაუჯერა და წავიდა.მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ გაუგებრობის მიზეზს,მაგრამ ახლა თამამად შემიძლია გითხრათ.მათ უყვართ,ერთმანეთი უყვართ,მაგრამ ჯერ არ იციან.ამ ამბის შემდეგ სამი წელია გავიდა,ნინა ოცდაერთისაა,დათა კი ოცდახუთის და ახლა როცა ის თავისი ფეხით მოდის იქ,სადაც ნინაა,ესეიგი რაღაც ხდება.
-ხო ნინა,ის დათაა და ძალიან გთხოვ აფრები არ აუშვა ძველებურად-ობოლი ბავშვის თვალებით გადახედა სოფიომ.
-მე არც ადრე და არც ახლა არ ვაპირებ კამათს,თუ თავად არ გამომიწვევს.ასე რომ ჯობია,მას დაარიგო ჭკუა.ახლა ამოღერღე რა გაწივლებდა?
-მოკლედ დათას ხო სხვა სასტავი ჰყავს,ხო და გამოიცანით მათ რიგებში ვინ შედის?კაი ვიცი,ვერ გამოიცნობთ და ჩემით ვიტყვი.მოკლედ ეს ლადო კაკაჩია აღმოჩნდა მისი ახლო მეგობარი,ხო და ყოფილა ძალიან გამწარებული შენზე.დათასთვის მოუყოლია ყველაფერი,მასაც დაწვრილებით უკითხია ლადოსთვის
ყველაფერი და ეგრევე დაწვა,რომ შენ იყავი იმ სურათის ავტორი.
-რას ვერ დაწვავდა,ნახევარზე მეტჯერ დათამ გადაარჩინა,რომ არ ეცემათ მაგ დებილობა თამაშის გამო-გამოყო კუ მარეხიმ ფეხი.
-ხო და ამ ლადოს ჰგონია,რომ კერძოდ დაქირავებული ჟურნალისტი ხარ.რადგან გაუკითხია შენზე და ყველაფერი იცის,ისიც რომ არცერთ
ჟურნალში არ მუშაობ და ეს ფაქტი თურმე უფრო აშფოთებს.ხო და დათას არაფერი უთქვამს შენს შესახებ,ასე ამბობს პირადად უნდა გავაცნო ერთმანეთი და მაგრად ვიღადაოთო.ამიტომ მთელი სასტავი ბათუმში მოჰყავს-მორჩა თხრობას სოფიო და პირგამშრალმა წყალი მოიყუდა.
-რააა,მოდიან?როდის?-ნინა თითქოს ახლა გამოერკვა,რომ სამი წლის მერე დათას უნდა ენახა,სრულებით შეცვლილი და დაქალებული ჩემი და.
-ხოო ნინაჩკა,ხვალ წამოვლენ საღამოს.
-გოგოებო ადექით,რაც შეიძლება მალე დავტრიალდეთ,ზაგარი მჭირდება,ბევრი რუჯი,თავის მოვლა,ლამაზი ტანისამოსი-ისე აქოთქოთდა ნინა,რომ სამივე
პირდაღებული ვუყურებდით.მერე თვითონაც მიხვდა,რომ რაღაც ისე ვერ იყო და მშვიდად ჩაჯდა სავარძელში.მე ხომ ვიცოდი მის გულში ახლა რა ცეცხლი ტრიალებდა,ამიტომ სიტუაცია განვმუხტე.
-მართალია ჩემი და,დროზე წავედით პლიაჟზე,იმ გრიშა კაკაჩიას ისე უნდა დავხვდეთ,რომ თავი სამოთხეში ეგონოს.უნდა იცოდეს აქ დედოფალი ვინ არის-ნინამ ამოისუნთქა,როდესაც გოგოების მხიარულ სახეს შეხედა.ვიცოდი,რომ შეძლებოდა ბევრს მაკოცებდა,მაგრამ ისიც მე მგავდა.არ უყვარდა ზედმეტი არაფერი,ვალში არ დამრჩებოდა და როცა სიტუაცია მოიტანდა,მეც დამეხმარებოდა.და მე მაშინ ბევრად მადლიერი ვიქნებოდი მისი საქციელით,ვიდრე ახლა მისი
ჩახუტებით.
მთელი ორი დღე ნამდვილი ხამებივით ვიწექით პლიაჟზე,მე და ნინას რა გვენაღვლებოდა,ხორბლისფერი კანი ისე შეგვიფერადდა,ნამდვილი მულატები ვიყავით.აი იმ ორი ბედოვლათის რა მოგახსენოთ,სოფიოს დედა უკრაინელია,ამიტომ საშინლად თეთრი კანი აქვს,რომელიც ახლა უფრო მაიმუნის უკანალს ჰგავს ფერით.ბარემ აქვე ვიტყვი,რომ ძალიან ლამაზია,ნებისმიერი მამაკაცს გააგიჟებს მისი საშინლად ლურჯი თვალები,ოქროსფერი წელამდე თმა,რომელიც მუდამ ისე ანათებს,რომ მილიონ კაცში გამოარჩევ.თხელი ტუჩები და მადის აღმძვრელი სხეული ხომ საერთოდ კლავს,ნამდვილი მთაგრეხილია მისი უკანალი
და მკერდი.მარეხი მთლად სოფიოსავით არ ატყავებულა,მაგრამ არც ის იყო კარგ დღეში,სახეზე ჭორფლებმა ორმაგი ეფექტით დააყარა,რიჟა თმა კი ისე უელავდა ზაგარზე,ნამდვილ ქალთევზას ჰგავდა.მართალია სოფიოსავით დიდი მკერდი არ ჰქონია მასაც,მაგრამ იმ საშუალო ზომის ფორმებით ისეთი ნაზი და ბავშვური იყო,მისი ყურებისას მხოლოდ ერთი აზრი მებადებოდა.მუდამ მასზე მეზრუნა.ბარემ გარეგნობაზე ვსაუბრობთ და ცოტას ბურჯანაძეების
ქალიშვილებზეც გეტვით (თუ აქამდე არ იცოდით,ჩემი და ნინას გვარია).ორივეს ხორბლისფერი კანი,დიდი ტუჩები და სწორი ცხვირი გვაქვს,მაგრამ ნინა ღვთაებაა,საშინლად ლამაზ კონტრასტს ქმნის ხორბლისფერი კანი და მუქი ყავისფერი თმა მის ჭაობისფერ თვალებთან.არ ვიცი,როგორ შეიძლება ჩემი და ერქვას და ასეთი ლამაზი იყოს.მართლა სრულყოფილია,თავისი 1.72 ფეხებით და თხელი ფორმებით.აი მე კი ვგავარ კანის ფერით და დიდი
ტუჩებით,მაგრამ ზედმეტად ჩვეულებრივი მგონია ჩემი თავი,როდესაც ამ სამ სრულიად სხვადასხვა სტილის ღვთაებებს ვუყურებ.არ გეგონოთ,რომ მათი მშურს,არა რა თქმა უნდა,მე ისე ვამაყობ ამით,თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ.მეამაყება მათი ხალხისთვის გაცნობა,ისეთი ლამაზები და კარგები არიან.თავად მე კი
კუპრივით შავი თმა და ისეთი მუქი თვალები მაქვს,ზოგჯერ სარკეში ყურებისას ეს ორი შავი წერტილი მაშინებს კიდევაც ხოლმე.თვალში საცემად შავი თვალები მაქვს,არც სიმაღლით ვგავარ ნინას,სულ რაღაც 1.65 ვარ,მაგრამ ფორმებს ვერავინ დამიწუნებს.იმდენი ვივარჯიშე,სანამ ყველაზე სექსუალური მკერდი,
საჯდომი და ფრესი არ დავიყენე.ამით მაინც ხომ უნდა ვიამაყო არა?მოკლედ,ძალიან გამეწელა ეს ამბები.ასე მივახმით მთელი ორი დღე მზეს.და აი გათენდა ნანატრი დილაც,როცა ნინა და დათა ერთ ჰაერს სუნთქავენ,და სულ მეტრები აშორებთ.როგორც სოფიომ გვითხრა შეარტონში დაბინავებულან:
-რა იყო მაგ ჩემისებს მეშოკით აქვთ ფული?ჩვენც დაგვპატიჟონ,უარს ვიტყვით რას ამბობ-აქოთქოთდა მარეხი
-მარტო სახელი კი არა ტვინიც საშინელი გაქვს-წაგესლა სოფომ
-ჩემს სახელს ან ტვინს რას ერჩი?შენ დათაზე თუ შეგტკივა გული არ იდარდო,ეგ არ მიგულისხმია.
-ეგ რა შუაშია გოგო?პროსტა შენნაირი კუანა რატომ უნდა დაპატიჟოს ვინმემ შერატონში,ერთ მშვენიერ ღამეს ისევ გაგეპარება კუილი და იმხელა შენობის ევაკუაციას ეხუმრები?-სოფიო ლამაზია,მაგრამ ენა აქვს ისეთი,რო რამე დედამიწას აიძულებს მზეს აღარ ურტყა კრუგები,ზალაში გაწოლილი მკვდარი ხო არააო.
-თათაააა-აწყლიანებული თვალები მომანათა მარეხიმ და ამას ვეღარ გავუძელი,მაგრად ჩავიხუტე მეგობარი,თან მეცინებოდა,როგორი ბავშვური და გულჩვილი იყო.ვიცოდი არ წყენია ეგ ამბავი,სოფიოსგან უარესებს იყო მიჩვეული.მაგრამ რა ქნას,ბავშვია და ეტირებოდა (ისე არ მოტყუვდეთ,მე,სოფიო და მარეხი 19 წლისები ვართ).მალე სოფიოც მოცუცქდა:
-აუ მარეხი,ბოდიში რაა,არ მინდოდა,უბრალოდ დედას გეფიცები,ზოგჯერ ამ დამპალ ენას ვერ ვაჩუმებ.ხომ იცი ყველაზე მაგრად მიყვარხარ,საუკეთესო სახელი გქვია,ნუ მთლად საუკეთესო არაა,მაგრამ წავა რაა და ხო მაპატიებ?-მიაყარა ვირის წიხლებივით.
-სოფიო იქნებ მოკეტო,ხომ იცი არ მწყინს და ნუ მთხოვ პატიებას.უბრალოდ რომ ვბრაზდები,მეტირება ხოლმე-თბილად გაუღიმა მარეხიმ და იმდენი კოცნა,სანამ სოფიოს ტელეფონი არ გასკდა რეკვით.
-ხოო დაააააააათ-ურაზმერო ნასკივით გაიწელა ამხელა ქალი.
-....
-კიი,რა პრობლემაა! რამდენი ხართ?
-....
-აჰა,ძალიან კარგი და სად მოვიდეთ?
-....
-რომელზე?
-....
-კაი ძმა!
-მოკლედ დათა იყო,მისი ჩათვლით ოთხი ბიჭი და ორი გოგო არიან.რვისთვის ტყუპებთან უნდა ვიყოთ რაა-ამის თქმა იყო და ყველანი დავბზრიალდით.ჩემს გარუჯულ კანზე ღია ცისფერი სარაფანა და სანდლები ჩავიცვი,წელამდე ხვეული თმა გავიშალე,რადგან სველი იყო და ჯერ კიდევ წვეთავდა წყალი.
გოგოებმაც ჭრელი სარაფნები ჩაიცვეს და მთლიანობაში,მაგარი ნაშობა გავიჩითეთ.გავიჩითეთ რაა,გაიჩითნენ.თითქმის ტყუფებთან ვიყავით,მე რომ ძველი ნაცნობი დამეტაკა და გამიბურღა ტვინი ყვებოდბით,დათა კი უკვე მეათედ რეკავდა,ამიტომ მარეხი და სოფიო გავუშვით.მე და ნინას კი ამ ტლიკინასთვის
უნდა მიგვეხედა.მთელი თხუთმეტი წუთი მის მოშორებას შევალიეთ და სასტავისკენ დავიძარით.ვიცოდი ნინა ძალიან ღელავდა,ამიტომ უბრალოდ ხელიჩავკიდე მაგრად და გავუღიმე:
-იცოდე,რომ შენ საუკეთესო ხარ!ჩვენ,ბურჯანაძეები ყოველთვის ვიბრძვით იმისთვის რაც ჩვენია,თუნდაც უკანონო წესებით მოგიწოს ბრძოლამ,იბრძოლე ნინა!
-ვიცოდი ეს მისთვის ბევრს ნიშნავდა და შევნიშნე კიდეც როგორ გასწორდა,როგორი ამაყი ნაბიჯებით წავიდა იმ ხალხსიკენ.სოფიომ დაგვინახა თუ არა აწიოკდა:
-როგორც იქნა თათია,ამდენი ხანი სად ხარ?-სოფიო დავაიგნორე და მთელი სისწრაფით გავექანე დათასკენ,ისე შემოვახტი,რომ არა მისი ნავარჯიშები სხეული
ძირს გაწვებოდა.ჩემი ნახტომი და ვიღაცის სწერვა კომენტარი ერთი იყო.
-ღმერთო,რა ქაჯობაა ნუუ,გოგოა თუ ცხენი?აუ ვლადიც ახლა აორთქლდა-გავიხედე და ვის ვხედავ,ის სილიკონის ატომი იდგა ჩემს წინ,ლადოსთან ერთად ზასაობისას რომ ჩავაკარტოჩკე.ეს ვლადიც,როგორც მერე გავიგე,ლადოს მოფერებითი სახელი იყო,რანაირი მოფერებითია ეგ ნაღდად არ ვიცი.ამ სილიკონის
ჩაფუშვას ვაპირებდი,სოფიომ რომ გამაჩერა და ნინასკენ გამახედა.მათი შეხვედრა ალბათ წლის ამაღელვებელი მომენტი იყო.არასდროს დამავიწყდება დათას დაბერილი ძარღვები,აწყლიანებული თვალები და ცივად ნათქვამი "გამარჯობა,ნინა".არანაირი გადაკოცვნა,არანაირი ხელის ჩამორთმევა,არანაირი სითბო,არანაირი მოკითხვა.უბრალოდ ნათქვამი სალამი და დაიგნორებული ჩემი და.ნინას ფერები ეცვალა,ზუსტად ვიცოდი ამის გარდა ყველაფერს ელოდა,დავინახე
მასში ჩამქრალი სხივი,აქ მოსვლამდე რომ ასე კიაფობდა მის თვალებში და ამ წამს მზად ვიყავი დათა მომეკლა.თუმც ვერ ვამტყუნებდი,ოდესღაც ნინაც ხომ ასე მოექცა.სიტუაცია უცებ განიმუხტა,როცა ბატონმა ლადომ გვიკადრა და მოვიდა.იმ სილიკონის ატომმაც არ დააყოვნა და წლის უნახავივით ეძგერა
ტუჩებზე.ბოლოს დაგვდეს პატივი და ჩვენკენაც გამოიხედეს.სიმართლე გითხრათ ამ თქვენ კაკაჩიას ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.დღეს იგნორის საერთაშორისო დღეა,თუ რა ხდება.ბოლოს დათამ ითავა და ყველა გაგვაცნო.ღმერთო ყველა ისეთი სიმპათიური იყო,ლამის კუჭი ამეშალა.
-ეს კახაა-მიგვითითა შავგვრემან ბიჭზე,რომელიც ირონიულად უმზერდა სოფიოს.ეს უკანასკნელი კი თავის ლაკს დაჰყურებდა ფრჩხილებზე და აშკარად რაღაცით უკმაყოფილო იყო.-ეს კი კატოა-მიგვითითა ულამაზეს გოგონაზე,რომელიც კახასგან განსხვავებით გულწრფელად გვიღიმოდა-კატო კახას უმცროსი
და არის.ეს კი ირაკლია-კახასვით შავგვრემანი კი იყო,მაგრამ ეს მწვანე თვალები,ალბათ მილიონი ქალის მოხიბვლის მიზეზი იყო,რომელიც ახლა უტიფრად მისჩერებოდა ჩემს მარეხის,რომელსაც თავი დაბლა დაეხარა და საშინლად ჰგავდა პატარა ბავშვს.-ეს კი ლადოა,ალბათ გაგიგიათ,ცნობილია მისი სახელი და
გვარი-შევხედე,ახლა დანმდვილად შევხედე და გულმა დარტყმა გამოტოვა,გეფიცებით.ახლოდან,ასე ახლოდან ისეთი სიმპათიური და მამაკაცური იყო,არ ვიცი ალბათ მალე გამაგიჟებდა.ეს ვაჟბატონი კი ზედაც არ გვიყურებდა,იმ სილიკონის მკერდს უმზერდა,რომელიღაც ქირურგს რომ მიკუერებია იმ ამაზრზენი ქალისთვის-ეს კი მისი ლამაზმანი ნატაშკაა-დაასრულა გამოსვლა დათამ და ახლა ჩვენ მოგვიბრუნდა-ეს ჩემი ღვთაებრივად ლამაზი ბიძაშვილი სოფიო-მიიხუტა გულზე და მაგრად აკოცა-დანარჩენი ლამაზმანები კი მისი და ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგორები არიან,ჩათვალეთ ჩემ დებს ხედავთ.ეს მარეხია-მიუთითა დარცხენილ გოგოზე-ეს კი უბრალოდ ნინაა-კვლავ საშინელი იგნორი და ნინას ამღვრეული თვალები,ეს კი თათა ბურჯანაძეა-რატომღაც ძალიან გამოკვეთა ჩემი სახელი-ყველაზე ალქაჯია და უფრთხილდით.-ამის თქმა იყო და ჰოი საოცრებავ,თვით ლადო კაკაჩიამ დამმდო პატივი და შემომხედა.მაგრამ ვაი ამ
შემჩნევას,ნამდვილი ტრანსფორმაცია განიცადა.გაცეცხლდა,მთელი სხეული დაეჭიმა და კბილებს შორის გამოსცრა:
-შეეენ? ეს ლაწირაკი აქ ვინ მოათრია? დათა ტო მეღადავები?
-აუ ვლად,არ მითხრა ამ მახინჯს ვიცნობო-ღმერთო ახლა ვეღარაფერი გიშველის.
-მოკეტე შე სილიკონის ატომო,თორემ ჩემი ფრჩხილებით ჩაგიფუშავ მაგ სილიკონებს-უკვე მისკენ მივდიოდი,სოფიომ რომ კვლავ შემაჩერა
-ნატაშკას წესივრად ელაპარაკა!-კვლავ ცივი ბარიტონი გაისმა-დათა ახლავე ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება,ვინაა ეს თაღლითი და აქ რას აკეთებს?
-ლადო დამშვიდდი,ხომ ვთქვი ჩემი ბავშობის მეგობარია და არ ვიცი,მის მიმართ ასე რატომ ხარ განწყობილი,მაგრამ სანამ აქ ვიქნებით მოვითხოვ პატივი სცე,როგორც ჩემ დას-თავიდან შემიყვარდა დათა,ჩემი მომავალი სიძე დათა.ვერ გეტყვით ამ ფაქტმა კაკაჩია დაამშვიდათქო,მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
ირონიულად შემომხედა მზერით,რომელიც მეუბნებოდა "ბოლოს მაინც მოგეტ..ვნება დედაო".მაგრამ რა იცის ამ უბედურმა,მე ვინ ვარ და რა შემიძლია.


პ.ს.ძალიან დიდი მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის და ბოდიში დაგვაინებისთვის არ გადამიხედავს და შეცდომები,მომიტევეთ



№1  offline წევრი მარიამ18

ძალიაან მომწონს ^_^ ველოდები შემდეგ თავს, უბრალოდ აღარ დააგვიანო რა ❤ <3

 


№2  offline მოდერი bibo

Vgijdebi me shenzeee saswaulo shokolado.raga dagimalo da nina da data upro momewona vidre am gogoze da ladoze :D ra vqna meore xarisxovani personajebi momwons sul da :D :D ai saswauli xar tkbili tbilii biskviwuna.meshokoladeb merafaeloeb meatmeb mesiyvarulebi

 


№3 სტუმარი Black

Daagviane...magram girda lodini;)

 


№4  offline წევრი Firefly

უმაგრესიაა!თათაზე ვგიჟდები ისე მომწონს
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent