ნაჩუქარი ბედნიერება-1
მიუხედავად იმისა, რომ შუადღე იყო, ოთახს ბუხარის ცეცხლის გარდა არცერთი სხივი არ ანათებდა. ყველა ფარდა ჩამოფარებული იყო. ყველა სინათლე ჩამქრალი. გარეთ წვიმდა. მე კი ბუხრის წინ პუფში ვიყავი ჩაშვებული, თბილად ჩაცმული, პლედ შემოხვეული და სიცივისაგან მაინც ოთხად მოკეცილი. თვალები დავხუჭე, პუფში რაც კი შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტად ჩავეშვი, და თავი კომფორტულად უკან გადავწიე. ასე ვიჯექი კარგახანს. უბრალოდ ასე, გაუნძრევლად, თვალებდახუჭული და მდუმარე. მხოლოდ ვსუნთქავდი. რამდენიხანია ვნატრობდი ამ გარემოს...როგორც იქნა სახლში მარტო დავრჩი. თუ მომინდება ხმამაღლა, დაღლამდე ვიტირებ და თუ მომინდება ბოლო ხმაზე ვიყვირებ , რომ ტკივილისაგან დავიცალო, მაგრამ როცა სხვებიც არიან აქ, მაშინ იძულებული ვხდები, რომ თავი ბალიშში ჩავრგო და ჩუმად ვისლუკუნო, რომ არ გაიგონ, შემდეგ კი ამის გამო მთელი დღის მანძილზე ყელში ბურთ გაჩხერილმა ვიარო, გრძნობებისაგან დაუცლელმა და ტკივილისაგან გაჟღენთილმა. მუსმენდი ცეცხლის ტკაცატკუცს, წვიმის წვეთების დაცემის წკაპუნის ხმას და მეტს არც არაფერს ვნატრობდი იმ წამს. ეს ორი ისე მამშვიდებდა, ვერც ფსიქოლოგი და ვერც ვერავინ რომ ვერ დაამშვიდებს ადამიანს. ყველანირი ჟანრის მუსიკის მოსმენას სჯობდა მერწმუნეთ. თვითონვე აწყობდნენ მუსიკას იცით?! ჩამძინებია ასე და ღამის 11 იყო რომ გამომეღვიძა. სამზარეულოში გავედი და იქიდან უზარმაზარი ჩაის ჭიქით დაბრუნებული ისევ იგივე პოზაში მოვკალათდი. აიპადს გადავწვდი და ქათამაძე ჩავრთე, ნინო. სიმღერის სათაური უცნობი. რაღაც სოლეისარაიპეიიოპოო და ასე შემდეგ... ცხელი ჩაი მოვსვი და მოვიბუზე. ვგრძნობდი ტანში როგორ მტეხავდა სიცივისაგან და როგორ მაყრიდა ეკალი. სიმღერის მელოდიას ჩემი ტირილის ხმაც აყვა. აი ასე, ვიჯექი და ვტიროდი, უმიზეზოდ, უსაბაბოდ. ტირილი გამომდინარეობდა მთელი ჩემი წარსულიდან და აწმყოდან. უაზრობიდან. ცხოვრებისეული უაზრობიდან. არ ვიცოდი...რაა? არაფერი. არაფერი არ ვიცოდი. არც ჩემი თავი და უფრო მეტად რათქმაუნდა არც სხვები. არ ვიცოდი. არ ვიცოდი არაფერი. დაბნეული და გაურკვევეი ვიყავი. რაში? ყველაფერში. ვფიქრობდი..ვფიქრობდი...ვფიქრობდი... ყველაფერზე. რისთვის გავჩნდი? რა არის ამ ცხოვრებაში ადამიანის მისია? და კონკრეტულად ჩემი? რისთვის? რისთვის გავჩნდი? რა უაზროა ჩემი ცხოვრება, ვფიქრობდი... ვინ ვიყავი, ვინ ვარ და ვინ ვიქნები? რა იყო ჩემი ცხოვრება, რა არის და რა იქნება? დაღლილი ვიყავი. რისგან არ ვიცი, მაგრამ ვიყავი. ვტიროდი, ვტიროდი გაუჩერებლად, ისტერიულად და ვგრძნობდი, რომ ნელნელა ვიცლებოდი. არცკი იცით როგორ მესიამოვნა...ასე არასოდეს დავცლივარ. ასე არასოდეს მიტირია, ასე თამამად და ხმამაღლა. აიპადი ავიღე და იუთუბზე ლექსების მოძება დავიწყე. ოღონდ მეც არ ვიცოდი რაზე მინდოდა რომ ეს ლექსი ყოფილიყო. არ მინდოდა არც სიყვარულზე, არც მონატრებაზე, არც სამშობლოზე, არაფერ ბანალურზე. ვეძებდი, ოღონდ მეც არ ვიცოდი კონკრეტულად რას. უბრალოდ იმ წამს ძალიან მომინდა რითმების მოსმენა, მაგრამ არა ბანალური ტექსტების. გამახსენდა, ჩემს ნათესავს ერთხელ მობილურში ვუპოვე ვიდეო, სადაც მისი კლასელი, რომელიც ჩემი ნაცნობიც იყო ლექქს კითხულობდა და ძალიან მომეწონა. არ მახსოვს ტექსტი, მეტიც, არც შინაარსი. არ მახსოვს რაზე იყო გარითმული რითმები, მაგრამ მხოლოდ ერთი მახსოვს, რომ მაშინ ძალიან, ძალიან მომეწონა. ფეისბუქზე შევედი და ჩემს ათასობით მეგობარების სიაში ამ ბიჭის სახელი ჩავწერე, იმ იმედით, რომ მეგობრებში მეყოლებოდა, მყოლია კიდეც. სასწრაფოს მის ვიდეოებში შევედი და რის ვიდეო აღრა ვნახე ლექსის გარდა. ავდექი და გიჟივით მივწერე. -"ნიკა, გამარჯობა. გახსოვარ?" -"როგორ არ მახსოვხარ, როგორ ხარ?" ეს "როგორ არ მახსოვხარ" ისე იყო ნათქვამი, თითქოს ბავშვობაში განუყრელი მეგობრები ვყოფილიყავით, გამიკვირდა... -"კარგად ვარ, გმადლობ, შენ როგორ ხარ, ნიკა?" როგორც ყველგან, ყოველთვის და ყველასთან რათქმაუნდა ახლაც ვიცრუე. -"ხან ისე, ხან ასე..." ასეთი გულრწილფელი ხალხი ყოველთვის მიყარდა ჩემი თავის გარდა გავიფიქრე თუ არა კიდევ ერთი შეტყობინების ხმა გაისმა. -"საიდან გაგახსენდი, ელ"? "ელ"? ალბათ მე ვარ ზედმეტად მკაცრი თქო გამეფიქრა... მოკლედ ვთხოვე, რომ ლექსის ვიდეო ჩაეგდო. ჯერ სანამ გამოიძია საიდან ვიცოდი მისი მხატვრული ნიჭის შესახებ, ბევრი ახსნების, რაღაც რუღაცეების შემდეგ მითხრა, რომ თვითონ არცერთი ვიდეო არ ჰქონდა შენახული და რაღა გაეწყობოდა, კარგი თქო მობილურში ფოტოების თვალიერება დავიწყე და ვხედავ მირეკავს. ინსტიქტურად წამოვხტი და სარკესთან მივედი, თმა გავისწორე და ჩემს სილუეტს ავხედ ჩავხედე და დიდი ხნის რეკვის შედეგ ვუპასუხე. ხმის ამოღებაც არ დამაცა, ერთი ლამაზად გაიღიმა და დაიწყო მე ბევრი რამე არ მომწონს ქვეყნად, ან რატომ უნდა მწამდეს ყოველი, რისთვის აცდუნა ადამი ევამ, ან ქალებისგან სხვას რას მოველით?! ქალი, ყველაზე დიდი ცდუნება, ყველაზე სუსტი წერტილი კაცის, ასეთი არის ჩვენი ბუნება, ქალის გულისთვის სულსაც კი გავცვლით... ქალია ჩვენთვის ცხოვრების აზრი, ჩვენი მეგზური ჭირშიც და ლხინშიც, მაგრამ ხანდახან ზედმეტად ბასრი, ხან ღუმელივით თბილი, ლოგინში... ჩაგიპაჭუნებს რომ შეგაცდინოს, ქვეყნად ყველაზე ლამაზი თვალი და გულითაც რომ არ გეწადინოს, მაინც გაჰყვები ალერსით მთვრალი... დაამთავრდა და ისევ ლამაზად გაიღიმა. მეც სულელივით ვიდექი და მეღიმებოდა, არაფერი მითქვავს კარგახანს მხოლოდცოტახნის შემდეგ დავიწყე საუბარი, არ მეგონა პოეზია თუ გიყვარადაო ისე მითხრა, თითქოს სხვა დანარჩენიც ბევრი რამ სცოდნოდა ჩემზე. -ელ, ყავაზე მინდა დაგპატიჟო თუ შეიძლება. -შეიძლება-დაბნეულობისგან ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე. მთელი ღამე ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი სიმპატიური გამხდარა, იმ ბოლო 5 წლის მანძილზე, რაც მასთან არანაირი შეხება არ მქონიდა. თუ როგორი ლამაზი, მომხიბლავი და გულისამაჩქარებელი ღიმლი ჰქონდა. როგორი მამაკაცური ხმა, როგორი ნიჭი, როგორი სითამამე. მაგიჟებდა როგორ მეძახდა "ელ"-ს, ასე ახლობლურად, ასე თბილად. მთელი ღამე ვფიქრობდი მის სიტყვებზე, რომ ქალი ყველაზე დიდი ცდუნებაა და კაცის ყველაზე სუსტი წერტილი. ვფიქრობდი, რატომ მაინცდამაინც ეს ლექსი მილიონ ლექსში და ვფიქრობდი, თუ რა ჩამეცვა მეორე დღეს ყავაზე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.