შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 41


9-02-2016, 17:30
ავტორი mako-makako
ნანახია 2 474

გოგოებმა საკმაოდ გვიან დაიძინეს.ყველა კმაყოფილები იყვენ წუხანდელი ღამით. მირანდა დილით ადრე ადგა და სახლსი წავიდა 9-მდე უნდა მოწესრიგებულიყო და სამუშაოს პირველივე დღეს არ უნდა დაეგვიანებინა.გოგოებს კი დღეს უამრავი საქმე ჰქონდათ.ხვალ უკვე ქორწილი იყო და პატარძალი ისე უნდა მოემზადებინათ და გაელამაზებინათ რომ ყველას გაოცებისგან პირები დაეღოთ.სახლში მივიდა გამოიცვალა,შხაპი მიიღო და და სარკის წინ პირსახოც შემოხვეული დადგა. უყურებდა თავის ანარეკლს და ფიქრობდა მხოლოდ სანდროზე.მის წინ ყოველთვის მისი გამოსახულება იდგა.ძალიან ენატრებოდა.მასზე არავის არაფერს ეკითხებოდა,არც არაფერი ისმოდა თვითონ სანდროსგან.მისი ხმა ენატრებოდა, მისი უძირო ლურჯი თვალები.რომელიც ყველა ტკივილს ავიწყებდა.-გეყოფა ეხლა, თავს ტყუილად იტანჯავ,იცი რომ ერთად მაინც ვერ იქნებით და ამ ფიქრებს აზრი არ აქვს.-შემოუძახა საკუთარ თავს და კარადა გამოაღო.ლამაზი სადა შავი ქვედაბოლო და ცისფერი პერანგი გადმოიღო.ქვედა ბოლო ჩააიცვა და სარკეში ჩაიხედა,ოდნავ გრძელი მოეჩვენა და უფრო ასწია ზევით,პერანგი შიგნით ჩაიტანა და შავი მაღალქუსლიანები მოირგო ფეხზე.პარიკი მოირგო და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა.არ უნდოდა მთლად მსუბიქი ყოფაქცევის ქალს დამსგავსებოდა.უნდა ყოფილიყო მასში იდუმალი რაც მამაკაცების ყურადღებას გამოიწვევდა.ესიამოვნა თავისი ლამაზი ტანის დანახვა თან ასეთ გამომწვევ ფორმაში.რაც მალე გააგიჟებდა უფროს მით მალე მიაღზევდა თავის საწადელს და შურს იძიებდა იმ არაკაცებზე. გასარები აიღო და კარები გაიხურა.9:50 წუთზე უკვე კომპანიაში იყო და თავის სამუშაო მაგიდასთან საქმეებს ეცნობოდა.დილით სიწყნარე იყო,არაფერი განსაკუთრებული.
-გამარჯობათ,ბატონი გივი თავისუფალია?-თავაზიანად ჰკითხა საკმაოდ სიმპათიურმა საშუალო სიმაღლის მამაკაცმა.
-დიახ.თქვენ ვინ ბრძანდებით?ჩაწერილი ხართ?-კომპიუტერს მოსწყვითა თვალი მირანდამ და მამაკაცს შეხედა.საიდანღაც ეცნო მისი სახე მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან.
-თქვენ აბათ ახალი ხართ არა?-მისი კითხვა არად ჩააგდო მამაკაცმა ისე ჰკითხა მჟავიას.
-დიახ.დღეს დავიწყე მუშაობა.-თავაზიანად უპასუხა დასმულ შეკითხვას.
-ძალიან კარგი.ამიტომ დღეიდან გეცოდინება რომ მეც ისევე ვარ ამ კომპანიის თანამფლობელი როგორც ბატონი გივი.-უთხრა ოდნავ მკაცრად კაცმა.
-უკაცრავად.ვერ გიცანით ბატონო აკაკი.ბოდიშს გიხდით.დიახ თავისუფალია ბატონი გივი შებრძანდით.-უთხრა ვითომ დაბნეულმა და ბოდიში მოიხადა. მამაკაცი კარისკენ წავიდა და მალე ოთახში გაუჩინარდა.მირანდა კი გაოგნებული დაეშვა სავარძელზე.ეხლა გაახსენდა რომ ეს კაცი ბავშვობაში თავის სახლში უნახავს. ალბათ მისი სახე იმიტომ დაამახსოვრდა რომ რამდენიმე ვიზიტის დროს ყოველთვის მოჰქონდა პატარა გოგონასთვის ათასნაირი ტკბილეული,ბავშვსაც მეტი რა უნდოდა ვისაც ის უყვარდა ისიც იმას იყვარებდა.მაგრამ მალევე შეწყდა ამ კაცის ვიზიტები მათ სახლში და მირანდამაც მოიწყინა.ენატრებოდა მამაკაცის მოტანილი შოკოლადები,განა არ ჰქონდა მაგრამ მას მისი მოტანილის ჭამა უფრო უხაროდა ვიდრე იმის რომელსაც დედა აძლევდა.იმის მერე რაც ესკაცი აღარ მოდიოდაცოტა ხანი იყო გასული როცა მშობლები მოუკლეს.ყველაფერი ბავშვობის დროინდელი ამბები კინო-კადრივითდატრიალდა მის მეხსიერებაში და ეხლა გაანალიზა რომ ის კაცი და ეს სიმპატიური მამაკაცი ერთი და იგივე პიროვნება იყო. რომელიც თუ მისი მშობლების მკვლელი არა უშუალო მონაწილე მაინც იყო. ფიქრებში ჩაიძირა,ყველაფერი დეტადულურად აღიდგინა ბავსვობის დროინლდელი კადრებიდან და ყველა მოვლენა ერთმანეტს დაუკავშირა.ნელ ნელა მთავარ კარს უახლოვდენოდა რომლის გასაღებიც გივის და აკაკის ხელში იყო. როგორმე ეს გასაღები უნდა მოეპოვებინა რომელიც სრულგამარჯვებას მოუტანდა.
...
-გამარჯობა გივი.-კარები შეარო თუ არა მასინვე მიესალმა აკაკი ფურცლებში თავჩარგულ მამაკაცს.
-გაგიმარჯოს.ასე დილაადრიან რამ შეგაწუხა?-ირონიულად ჰკითხა პარტნიორს გივიმ ისე რომ ქაღალდებიდან თავი არ აუწევია.
-საქმე მაქვს შენთაან.-უთხრა მამაკაცმა.-ამ შენმა ახალმა მდივანმა არ იცის მე ვინ ვარ?-ბრაზი შეეპარა ხმაში აკაკის.
-დღეს დაიწყო მუშაობა,ჯერ არ უნახავხარ და საიდან ეცოდინებოდა ვინ იყავი?- გაღიზიანდა გივი.
-ხო კაი,კაი.ეხლა ეცოდინება.-დაუთმო აკაკიმ რადგან იცოდა გივის ხასიათი რომ უკან არ დაიხევდა და მასთან კამათი ნამდვილად არ უნდოდა.
-გისმენ რა საქმე გქონდა.-უთხრა ოდნავ მშვიდი ხმით სიმონიშვილმა.
-დღეს გოგიტას სასამართლოა და გადაწყდება რა განაჩენს გამოუტანს მოსამართლე.არ მინდა ის ციხეში ჩაჯდეს და ამაში შენი დახმარება მჭირდება.- პირდაპირ საქმეზე გადავიდა მეტრეველი.
-და მე რა უნდა გავაკეთო?-გაკვირვება ვერ დამალა კაცმა.
-შენი მეგობარია ის მოსამართლე.თუ ბრალს არ მოუხსნის გირაოს სახით მაინც გაანთავისუფლოს.ვერ დავუშვებ ჩემი ერთადერთი შვილი ბავშვური გართობისთვის ციხეში აღმოჩნდეს.-უთხრა პარტნიორს და დიდი ხნის მეგობარს.
-და შენ ქალის გაუპატიურების მცდელობას ბავშვურ თამაშს ეძახი?-არ ვიცი რატომ მაგრამ აკაკის სიტყვებმა გივი ძალიან გააღიზიანა,აქამდე არასოდეს ანაღვლებდა ასეთი ფაქტები.თავის შვილს რომ ეს ჩაედინა ანალოგიურად მოიქცეოდა მაგრამ დღეს რატომღაც ძალიან არ ესიამოვნა ეს ყოველივე.
-შენი შვილის საქციელები ხომ არ დაგავიწყდა თუ შეგახსენო?-ფარული ბოღმა გაურია ხმაში აკაკიმ.
-ირაკლის ქალზე ძალადობა არასოდეს უცდია.-აღშფოთდა სიმონისვილი.სახე აელეწა და სულ გაწითლდა.აკაკი მიხვდა რომ აქ უკვე უნდა შეჩერებულიყო,რადგან გივის დახმარება ძალიან სჭირდებოდა.ამიტომ ისევ მან დათმო პოზიციები და დაზავებას შეეცადა.
-კარგი,არ მიწყინო უბრაოდ იმდენად ვნერვიულობ რომ მე თვითონაც არ ვიცი რას ვამბობ.-გაიმტყუნა თავი მეტრეველმა.
-გასაგებია.-ოდნავ დაცხრა გივის მრისხანება მაგრამ თვალებიდან მაინც ნაპერწკლებს ჰყრიდა.-რომელ საათზეა სასამართლო?-ჰკითხა ბოლოს.
-დღის 2 საათზე.დამეხმარები?-კითხვით სავსე მზერა მიაპყრო მეგობარს.
-კი.აბა რას ვიზამ.გოგიტა შვილივით მიყვარს და იქ ვერ დავტოვებ.-გული მოულბა ბიჭის გახსენებისას.
-გმადლობ გივი.-მხოლოდ მადლობა გადაუხადა და მშვიდად დაეშვა სავარძელში, რომელის გივის მაგიდის წინ იდგა.
-ეხლავე დავურეკავ მამუკას და ყველაფერს ვეტყვი.-კაცმა მისი ძველი ნაცნობის და მეგობრის მოსამარტლე მამუკა ჟღენტის ნომერი აკრიფა და ზარის გასვლას დაელოდა.რამდენიმე ზარის შემდეგ საკმაოდ ბოხი ხმა გაისმა მეორე მხარეს.
-გისმენთ.-უპასუხა მამაკაცმა.
-გამარჯობა მამუკა.გივი ვარ სიმონიშვილი.როგორ ხარ?-მოიკითხა ძველი მეგობარი.
-ვაა გივი?საიდან სადაო?-გაიკვირვა მამუკამ.
-საქმე მაქვს შენთან.-მისი ცინიკურად დასმული სიტყვა ყურებიდან გამოუშვა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-გისმენ,რამ დაგაჭირვა ჩემი თავი?-ირონიას არ თმობდა ჟღენტი.
-დღეს შენ ხარ მოსამართლე გოგოტა მეტრეველის საქმეზე,ვიცი რაც ხდება და როგორ მაგრამ ერთი რამ უნდა გამიკეთო.ეს ბიჭი გირაოს სახით უნდა გაანთავისუფლო.-ეს თხოვნა კი არა უფრო ბრძანება იყო.
-კი მაგრამ გივვი,შენც ხომ იცი ეს ისეთი საქმე არაა რომ გირაო შევუფარდო.ამას ვერ გავაკეთებ.-გადაჭრით განუცხადა მამაკაცმა და ბოხი ხმა უფრო დაუბოხდა.
-ეს თხოვნა არაა.ხო არ დაგავიწყდა რაღაც რაღაცეები?-მუქარით გაახსენა წარსული გივიმ და მამაკაცს ცივმა ოფლმა დაასხა.
-ყველაფერი გასაგებია.მაგრამ თანხა არც ისე პატარა იქნება.-გააფრთხილა მამუკამ.
-ეს პრობლემას არ წარმოადგენს.ე.ი მოვრიგდით?-კიდევ ჰკითხა სიმონიშვილმა რათა ბოლომდე დარწმუნებულიყო.
-შევთანხმდით.-წყენით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა.
გივიმ ყურმილი დადო და კმაყოფილმა გადახედა დაძაბულ აკაკის,რომელსაც იმდენი ენერვიულა რომ თმა სულ გაჭაღარავებოდა და ეხლა თითებს იჭამდა პასუხის მოლოდინში.
-რაო რა გითხრა?დაგთანხმდა?-ჰკითხა უარის თქმის მოლოდიით განადგურებულმა კაცმა.
-სხვა გზა ჰქონდა როოო?-ირონიით უთხრა გივიმ.-არ იდარდო.შენი შვილი დღეს სახლში იქნება.
-მადლობა გივი.სიკეთეში გადამეხადოს.-გახარებული წამოხტა აკაკი ფეხზე და მადლობა გადაუხადა მხსნელს.შემდეგ კარები გაიხურა და წავიდა.მირანდამ ფეხის ხმა გაიგონა და კარს მაშინვე მოშორდა.თავი ისევ კომპიუტერში ჩარგო ვითომ საქმეს აკეთებდა.არადა კარებთან ატუზული მათ საუბარს ისმენდა.ყველაფერი კარგად გაიგო და გოგიტას გამოშვება აწყობდა კიდეც.შეიძლება მას უფრო ადვილად მიეყვანა მკვლელების კვალზე.აკაკიმ კომპანია დატოვა ჩქარი და გახარებული ნაბიჯით.მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას გასცილდა.ისე იყო გახარებული რომ ეხლა მუშაობის თავი არც ჰქონდა.მალე მის შვილს გაანთავისუფლებდნენ და ეს დღე დღესასწაულად უნდა ექცია.
...
ანუკიმ დილით თავი ძლივს ასწია ისე უსკდებოდა.
-ამდენი არ უნდა დამელია.-თქვა თავისთვის და საწოლიდან წამოდგომა სცადა.მაგრამ ისე ცუდად იყო თავბრუსხვევამ ამის უფლება არ მისცა.
-ანუ,კარგად ხარ?-მაშინვე წამოხტა საწოლიდან ნია და ზურგიდან აეკრა გოგოს.
-კი კარგად ვარ,უბრალოდ თავი მისკდება.-უთხრა ბექაურმა და ისევ გადაწვა საწოლზე.
-აბა იმდენი დალიე კიდევ კარგად ხარ.ან საიდან შეგიძლია ამდენი დალევა.- გაუკვირდა ნიას.ამ დროს ოთახში ფინჯნებით ხელში თეკო შემოცუნცულდა და გოგოებს მიუჯდა გვერდით.ყავის სასიამოვნო არომატმა და სურნელმა ანუკი და ნია გამოაფხიზლა.ცხვირში უღიტინებდა და რაღაც არაჩველებრივი სურნელი. თეკოს ფინჯნები ხელიდნ გამოსტაცეს და ფინჯნიდან ამოსული ორთქლი სულ შეისრუტეს.ესიამოვნათ ეს სურნელი და გაინაბნენ.თეკო კი მათ ღიმილით უყურებდა.
-აბა ამდენს რომ სვამდით რა გეგონათ?-დასცინა გიორგაძემ დაქალებს.
-კაი რა თეკ, ისედაც თავი მტკივა და ნუხმაურობ რა ასე.-სთხოვამ ანამ გოგოს და თავზე ბალიში მიიფარა.ყავიანი ფინჯანი კი იქვე მდგარ ტუმბოზე დადო. ცხელი ყავა არასოდეს უყვარდა.ოდნავ გრილი ერჩივნა ყოველთვის.
-კარგი ხო მორჩი ეხლა წუწუნს და ადექით.წასვლის დროა დღეს უამრავი საქმე გვაქვს.-ფეხზე წამოხტა ნია და ტაში შემოკრა.
-უი,ეგ სულ დამავიწყდა ხვალ ჩვენი გოგო თხოვდებაა.-დემონსტრირებულად გაშალა ხელები ანუკიმ როდესაც ბალიშიდან თავი წამოყო.
-კაი,მართლა ავდგეთ გავემზადოთ და გავიდეთ ყველაფერი ვნახოთ რაც გვჭირდება.-თეკო ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.ნია და ანი კი ერთმანეთს ასწრებდნენ აბაზანაში ვინ პირველი შევიდოდა.ბოლოს ორივე კარებთან ჩაიკეცა და კისკისებდნენ.ანუკიმ ნიას დაუთმო ბოლოს შესვლა როგორც მომავალ პატარძალს და თვითონ თეკოსთან გავიდა.ერთ საათში გოგოები უკვე მზად იყვნენ და მანქანით სალონისკენ მიდიოდნენ.დღეს მთელი დღე დაკავებულები იყვნენ. ანუკისთელეფონი აწკრიალდა ბექა რეკავდა.
-როგორ ხარცხოვრება?-ჩასძახა მხიარულად ბიჭმა.
-კარგად ბექუ,ცოტა თავი მტკივა.-სახე დაემანჭა ამის გახსენებისას ბექაურს.
-რატო ბევრი დალიეთ გუშინ?-გაეხუმრა ბექა.
-შენ წარმოიდგინე და საკმაოდ ბევრი.-სასმლის გახსენებისას სულ გააჟრიალა ანას.
-ხოო,არაუშავს ნაბახუსვზე ხარ და მალე გამოხვალ.დღეს გნახავ?-ჰკითხა ბოლოს გასვიანმა.
-დღეს იმდენი საქმე გვაქვს რომ არა მგონია.-სევდინანად ჩაილაპარაკა გოგომ.
-აუ,კაი რა ტო. გუშინაც ერ გნახე,დღესაც ვერა მენატრები პატარავ.-აწუწუნდა გასვიანი.
-მოითმინე და ხვალ აინაზღაურებ მთელი დღე შენთან ვიქნები.-გაეღიმა ანას ბექას წუწუნზე.
-ანუ ვერც ლევანი და ლექსო ნახავენ გოგოებს არა?
-ხო ვერც ეგენი ნახავენ.-სიცილით კვდებოდა უკვე ანას მათი სახეების წარმოდგენისას.
-კარგი ცხოვრება მერე დაგირეკავ გაერთეთ მანამდე.მიყვარხარ.ბექამ ტელეფონი მაგიდაზე დადო ეგონა გამორთო მაგრამ შეცდა,რადგან გოგოებს მათი საუბარი საკმაოდ კარგად ესმოდათ.
-დაგვერხა ბიჭებო.-გასძახა ბექამ ლექსოს და ლევანს რომელთაც ყურები დაეცქვიტათ და გამალებით უსმენდნენ გასვიანის საუბარს.იცოდნენ რომ გოგოები ერთად იყვნენ და იქნებ რაიმე მათთვის სასარგებლოც გაეგოთ.
-აუ კაი რა.მეტი აღარ შემიძლია შემიწირავს ეს ქორწილი.-მოესმა ანას ლექსოს წუწუნი და ტელეფონი სპიკერზე ჩართო რომ გოგოებსაც გაეგონათ მათი ხმა.
-გეყო ეხლა ხვალ ნახავ რას აწუწუნდით ქალებივით.-შეუტია ძმაკაცებს ლევანმა.
-შენ რა განაღვლებს ხვალიდან ნია სულ გვერდით გეყოლება და ჩვენ ვიკითხოთ მერე.-ისევ აგრძელებდა წუწუნს ლექსო.გოგოებს კი სიცილით უკვე მუცლები სტკიოდათ ოონდ ხმადაბლა იცინოდნენ რომ ბიჭებს მათი ხმა არ გაეგოტ და არ მიმხვდარიყვნენ რომ ყველაფერს ისმენდნენ.
-მერე მოიყვანეთ თქვენც და გეყოლებათ სახლში.-გამოსავალი იპოვა უცებ ზედგენიძემ.
-ხო და მოვიყვან.მეტი აღარ შემიძლია თეკოს გარეშე.-იმდენად მტკიცე ხმა ჰქონდა ბიჭს რომ თეკომ უცებ შეწყვიტა სიცილი.აქამდე ბევრჯერ უფიქრია ქორწილზე მაგრამ ლექსო თუ ასე სერიოზულად და ასე მალე გადაწყვეტდა ამას ნამდვილად არ ეგონა.ბიჭმა კი არ იცოდა რომ ბექას ტელეფონი ჩარტული რომ დარჩა და ეს ყველაფერი გოგოებს ესმოდათ.-და შენ რას აპირებ ბექუშ?-ჰითხა მოულოდნელად გასვიანს შამანაურმა.
-მეე?-იმდენად გაუკვირდა ეს შეკითხვა ბექას რომ ცოტა არ იყოს დაიბნა.
-ხო შენ რა გაგიკვირდა?-ჰკითხა ლევანმა საკმაოდ მკაცრი ხმით.არ ესიამოვნათ გოგოებს მათი დაძაბული საუბარი.ნიამ გამორთვაც კი დააპირა ტელეფონის რადგან ანას გული არ დაწყვეტოდა ისეთი რამის მოსმენისას რაც გულს ატკენდა მაგრამ გოგომ ამის საშუალება არ მისცა.
-ბოლომდე მოვისმენთ და ჩუმათ იჯექით.-იმდენად მტკიცე ხმა ჰქონდა ბექაურს რომ ყველა გაჩუმდა.
-მე არ ვიცი,ბევრჯერ მიფიქრია ქორწილზე და დამისახის კიდეც მომავალი მაგრამ ანა იმდენად ფაქიზია რომ მეშინია მასტან ამ თემაზე საუბარი.თან ამ ბოლო დროს იმდენი რამ გადაიტანა რაც მე მის ცხოვრებაში გამოვჩნდი რომ ხანდახან მგონია კიდეც რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.მე რომ არ შემოვსულიყავი მის ცხოვრებაში ბევრად უფრო ლაღად იცხოვრებდა და ამდენი პრობლემაც არ გაუჩნდებოდა.-ბიჭის სიტყვებმა ანას გული ძალიან ატკინეს,რადგან მისი სიტყვებიდან ჩანდა რმ ის ნანობდა მის ცოხვრებაში გამოჩენას და თვალები უცებ მლაშე სითხემ დაუსველა.
-რამდენჯერ გითხარი თავს ნუ იდანასაულებ მეთქი,ანუკის უყვარარ და ტუ როდესმე მას გულს ატკენ იცოდე არ გაპატიებ არასოდეს.-იმდენას სერიოზული და გარიზიანებული ხმა ჰქონდა ლევანს გოგოები მიხვდნენ რომ ამის გამკეთებეი მართლა იყო.ანას ნერვებმა უმტყუნა და ტელეფონი გათიშა.რაც მოსასმენი იყო ის უკვე მოისმინა მეტი არც იყო საჭირო.მანქანიდან გადავიდა და იქვე მტკვრის მოაჯირს დაეყრდნო.ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით სცვიოდა.გოგოებიც მასთან მივიდნენ და ორივე მოეხვია.არ იცოდნენ ამ სიტუაციაში რა უნდა ეთქვათ. ამიტომ საუბარს ისევ დუმილი არჩიეს. ამ დროს ბიჭებთან კი დიდი დაძაბული საუბარი მიდიოდა.
...
-არ ვაპირებ ანუკის მიტოვებას.უბრალოდ არ მინდა ჩემთან ასეტი უბედური იყოს.მისი ყველა ტკივილი ათმაგად მტკივა.გაიგეთ რა ჩემიც.-უკვე ხმა უკანკალებდა ბექას.
-კაი ძმაო,დაწყნარდი ანუკი შენთან ბედიერია და სულ მუდამ ასე იქნება.იმ გოგოს მთელი გულით უყვარხარ და შენც გიყვარს მეტი არაფერია საჭირო ბედნიერებისთვის.-გაამხნევა ლექსომ და ზურგზე ხელი დაადო.ბექამ ნაღვლიანი თვალებით ახედა და აღარაფერი არ უთქვამს.ლევანი კი ისევ მაგიდაზე დადებულ ფურცლებს უყურებდა და ფიქრებით სულ სხვაგან დაფრინავდა.
მთელი დღე ასე ჩუმად გატარეს საქმეზე თუ იკითხავდნენ რამეს.ისე კი ყველა თავის საქმეს აკეთებდა და ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ.საღამოს რესტორნის ამბავი უნდა გაეგოთ დ შეემოწმებინათ რიგზე იყო თუ არა ყველაფერი.უკვე შვიდი ხდებოდ როცა ბექამ ანას დაურეკა მაგრამ არ უპასუხა.რამდენჯერმე სცადა დაკავშირება მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა. ცოტა არ იყოს აღელდა.მერე თეკოს გაურეკა გოგომ მაშინვე უპასუხა.
-გისმენ ბექა.-გასვიანს თითქოს მოეჩვენა რომ თეკოს საკმაოდ გაბრაზებული ხმა ჰქონდა.
-გამარჯობა თეკო,ანა შენთანაა?-ჰკითხა ბიჭმა.
-გამარჯობა.არა არაა ჩემთან.-ცივად გასცა პასუხი გასვიანს.
-სადა ხომ არ იცი?-გრძნობდა ბექა რომ რაღაც მოხდა მაგრამ რა ვერ ხვდებოდა.
-სახლშია და სძინავს.-პასუხი მიუგდო თეკომ.
-მოხდა რამე?ცუდათ ხომ არაა?-შეეშინდაგასვიანს.
-შენთან საუბარს რომ მორჩა მალევე წავიდა სახლში და არაფერი ვიცი.
-კარგი მადლობა თეკო.ნახვამდის.-დაემშვიდობა ბიჭი გიორგაძეს და ტელეფონი გათიშა.ხვდებოდა რომ რაღაც აირია,რაღაც მოხდა მაგრამ რა.დღეს საუბრისას ისეთი რამ არ უთქვამს რაც გოგოს ეწყინებოდა.უცებ გონება გაუნათდა და რაღაც გაახსენდა.ტელეფონში ანასთან დანარეკი ბოლო ზარი მოძებნა და საუბრის ხანგრძივობას დააკვირდა.ის ალბათ ასე 3 ან 4 წუთი თუ ესაუბრა ანუკი და აქ ზარის ხანგრძლივობან 15 წუთამდე იყო.ეხლა ყველაფერს მიხვდა.მას ტელეფონი არ გაუთიშია და ბიჭების საუბარი ბოლომდე მოისმინა.მაგიდაზე თავი ჩაღუნა და ცრემლები წამოუვიდა.პირველად დადგა ანუკის დაკარგვის საშიშროების წინ და ეს გულს უკლავდა.ანადგურებდა და ცხოვრებას უნგრევდა.როგორმე მისთვის ყველაფერი უნდა აეხსნა.ბიჭები უკვე წასულები იყვნენ ამიტომ კაბინეტში მდგარ ბარიდან ვისკის ბოთლი აიღო და სავარძელში ჩაესვენა.მთელი ღამე სვამდა რადგან დღეს ანუკისთან საუბარს ვერ მოახერხებდა.მასთან სახლში მისვლა და ყველაფრის იქ გარკვევა არ უნდოდა.ამიტომ ხვალამდე უნდა მოეცადა.
...
ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტები როდესაც უნდა გადაწყვიტო იცხოვრებ მომავლით თუ ისევ წარსულის მოგონებებით.ორივე გადაწყვეტილება საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს მომავალ ცხოვრებაზე.წორედ ასეთი გადაწყვეტილების წინაშე იდგა სანდრო.არ იცოდა გაეგრძელებინა ჰოლანდიაში ცხოვრება და მუშაობა თუ ისევ საქართველოშიკ დაბრუნებულიყო და ისევ მირანდაზე ეფიქრა.ეს სიფრიფანა და ლამაზი გოგო იმდენად იყო მის ცხოვრებაში შემოჭრილი რომ მისი დავიწყება არც ისე ადვილია.მის გულში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული და იქიდან წასვლას ახლო მომავალში არ აპირებდა.მოგონებბეი ანადგურებდა სანდროს.ბოლო მოგონება გონებაშიი ღრმად ჰქონდა ჩაბეჭდილი.ისიც კარგად ესმოდა რომ მირანდას სხვა უყვარდა და მის შეყვარებას ვერასოდეს შეძლებდა. მაგრამ გულს ამის დაჯერება უჭირდა.ის ხომ არავის და არაფერს ემორჩილებოდა. მისთვის უმთავრესი სიყვარული იყო და მას მირანდა თავდავიწყებით უყვარდა. რომ ეთქვა ჯოჯოხეთშიც კი ჩავიდოდა მაგრამ მჟავის მისგან არაფერი უნდოდა. ყოველი მისი დილა სამსახურით კწყებოდა ხოლო საღამო ვისკის ბოთლით ხელში სავარძელში ეძინებოდა.რაც თბილისიდან წამოვიდა ყოველი დღე უღიმღამოდ იწყებოდა და მთვრდებოდა.მირანდას და მეგობრების გარეშე მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა.ხვალ უკვე ლევანის ქორწილი იყო.ნია მის თვალწინ თავის დასთან ერთად გაიზარდა.ისიც დასავით უყვარდა როგორც ანუკი.მაგრამ ეხლა თუ იქ ჩავიდოდა იქიდან ვეღარასოდეს წამოვიდოდა და თავს დაიტანჯავდა მირანდას გვერდით ყოფნით.ამიტომ გადაწყვეტილება მიიღო ეს გოგო უნდა დაევუწყებინა და ცხოვრბა გაეგრძელებინა.



№1  offline წევრი natia-natia

კარგია ძაან

 


№2 სტუმარი darina

sandro ar meyo rom itanjeboda axla beqac unda damitanjo, xom ici beqa gansakutrebit miyvars da es wyvili ar damishalo dzlivs kargad arian, sandro gadmomigde meramdened geubnebi :-D :-D.

 


№3  offline წევრი tegi

Beqas da anas mainc nu dagvintajav, gveyofa sandros tanjva.. Beqa chemi sayvareli personajia da vgijdebi masze dzan nu damtanjav..... Ise arachveulebrivi motxrobaa da dzan momwons, magram am tavma ar damakmayofila patara iyo. Ufro dids moveli da ar daagviano

 


№4  offline წევრი mako-makako

natia-natia
კარგია ძაან

მადლობააა
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№5  offline წევრი mako-makako

darina
sandro ar meyo rom itanjeboda axla beqac unda damitanjo, xom ici beqa gansakutrebit miyvars da es wyvili ar damishalo dzlivs kargad arian, sandro gadmomigde meramdened geubnebi :-D :-D.

არაუშავს ტანჯვა ცხოვრების ნაწილია,ხომ გაგიაგია ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევსო და აქაც ასეა.სანდროს კი ნამდვიად ვერ გითმობ ჯერ თავის სიყვარულს უნდა შევახვედრო :D :D wink

tegi
Beqas da anas mainc nu dagvintajav, gveyofa sandros tanjva.. Beqa chemi sayvareli personajia da vgijdebi masze dzan nu damtanjav..... Ise arachveulebrivi motxrobaa da dzan momwons, magram am tavma ar damakmayofila patara iyo. Ufro dids moveli da ar daagviano

მადლობა რომ ასე მოგწონს და კითხულობ ჩემო კარგო,რასა ვასწრებ იმას ვდებ ხან დიდია ხან სასუალო თავი ამიტომ დრო როგორც მყოფნის ისე ვწერ.არ დავტანჯავ დიდხანს იმედიააა... am
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№6 სტუმარი nina(nina)

ძალიან კარგი თავია მაკუს <3 ამ ისტორიის კითხვისას ყოველთვის ემოციების მოზღვავებას ვგრძნობ.კარგი ხარ <3 <3 <3

 


№7  offline წევრი mako-makako

nina(nina)
ძალიან კარგი თავია მაკუს <3 ამ ისტორიის კითხვისას ყოველთვის ემოციების მოზღვავებას ვგრძნობ.კარგი ხარ <3 <3 <3

მეც ეგრე ვარ ამ ისტორიას რომ ვწერ მტლიანად მათ სამყაროში ვარ ჩაფლული და მენანება დასასრულებლად,მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრულიი <3 <3 <
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent