შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნდა ჰყვარებოდა?


9-02-2016, 23:49
ავტორი natia_888
ნანახია 2 607

თავი I

-გამარჯობა დაჩი.
-სალამი კატო.
-როგორ ხარ?
-რავიცი არამიშავს, შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს. - მორცხვად გაუღიმა, თვალი აარიდა და გაუნძრევლად დადგა. დაჩიმაც გაიღიმა და უხმოდ აქცია ზურგი. ძმაკაცებისკენ წავიდა.
არც კი ვიცი უკვე მერამდენენ ხდება ასე.თითქმის ყოველდღე კატო მიდის დაჩისთან, ესალმება და ვერასდროს ბედავს თვალი გაუსწოროს. დაჩი კი, როგორც კი შეძლებს უხმოდ აქცევს ზურგას და მისთვის უფრო სარფიან საზოგადოებას უერთდება.
გამარჯობათ... მე ნატა მქვია, ნატა მინდიკაური, 27 წლის ვარ და ყველაზე მეტად ადამიანებზე დაკვირვება მიყვარს... ადამიანებზე დაკვირვება და შემდეგ პატარა ჩანახატების წერა, ან გამოგონილი მოთხრობების, მაგრამ ამჯერად ნამდვილი ამბავი მინდა გიამბოთ, სიყვარულის ისტორია სადაც ძნელია თქვა ბოროტებამ გაიმარჯვა თუ სიკეთემ... ანდაც გაიმარჯვა კი რომელიმემ?...
ყველაფერი 12 წლის წინ მოხდა, როცა მეათე კლასში ვიყავი. კატო ჩემი საუკეთესო დაქალი იყო, დაჩი კი ჩემი სკოლელი, ერთი წლით უფროსი გახლდათ და სიმართლე გითხრათ არცისე კარგად ვიცნობდი. ძირითადად თავის ტოლებს ემეგობრებოდა და თან ცოტა ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ "მაგარბიჭობდა".
კატო... ის მორცხვი არასდროს ყოფილა. პირიქით ჩვენს სამეგობროში ყველაზე დიდი სითამამით გამოირჩეოდა. ძალიან დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გოგონა იყო, მაგრამ მისი ეს სიძლიერე მაშინვე ქრებოდა, როცა დაჩის გვერდით აღმოჩნდებოდა.
ყოველდღე ერთი და იგივე სურათი მეორდებოდა, დაჩის ყურებით ენაჩავარდნილი კატო სულელურად ბურდღუნებდა რაღაცეებს, დაჩი კი როგორც კი მომენტს ნახავდა ადგილიდან ქრებოდა. ეს ყველაფერი საშინლად გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის.
კატოს უპრინციპოს ვერ ვუწოდებდი, ყველა სხვა ბიჭთან ძალიან თავდაჭერილი იყო, მაგრამ დაჩის წინაშე მთლიანად იცვლებოდა... სულ სხვა ადამიანს ვხედავდი ხოლმე, ადამიანს რომელიც მძულდა რადგან ჩემს საუკეთესო მეგობარს მართმევდა.
ერთ ჩვეულებრივ დღეს სკოლაში წავედით. დილით მანქანით კატოს გავუარე და ერთდ მივედით სკოლამდე. მე და კატო ერთი სული ვიყავით სხვადასხვა სხეულში. განუყრელი მეგობრები, რომლებიც სულ ერთად დადიან. სკოლაში წუთითც არ ვშორდებოდით ერთმანეთს. კარადებიც გვერდიგვერდ გვქონდა და სკოლის მარშუტი ერთგვარ ტრადიციად გვქონდა ქცეული, მაგრამ ბოლო ორი წელია ეს ერთგვარი ტრადიცია კატოს აღარც კი ახსოვდა. სწორედ ბოლო ორი წელია რაც კატოს ის აუტანელი ბიჭი შეუყვარდა. მას შემდეგ, ყოველ დილით მე და კატო სკოლის შესასვლელთან ვცილდებით ერთმანეთს, მაგრამ ვგრძნობ რომ არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ სულიერადაც... მე ჩემ კარადასთან მივიდოდი, კატო კი დაჩის კარადასთან ჩამოეყუდებოდა, სანამ ის ერთ გულგრილ ღიმილს არ გადაუგდებდა და სანაცვლოდ კატოს მთელ თავმოყვარეობას არ შეულახავდა, ჩემს ძვირფას მეგობარს კი ეს სულაც არ ანაღვლებდა.
ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ დაჩის შეყვარებული ყავდა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა შეყვარებულები. კატომ კი ეს ჩემზე კარგად იცოდა და მაინც, იმ უიღბლოთა რიგებს სურდა შეერთებოდა ერთკვირიანი ურთიერთობით რომ კავდებოდნენ ჩვენი სკოლის ეგრედ წოდებულ პრინცთან.
კატოს ამ მდგომარეობამ ჩვენი მეგობრობა ძალიან გააფუჭა, მაგრამ მე მაინც ყველაფერი ვიცოდი მასზე, მიუხედავად იმისა მეტყოდა თუ არა, მთელი ისტორია... ისტორია რომელმაც დაღი დამასვა...
იმ დღესაც, როგორც კი სკოლის შენობაში შევედით მე კარადისკენ წავედი რათა ბიოლოგიის წიგნი ამეღო, კატო კი დაჩის კარადისკენ რათა საკუთარი სიამაყე ფეხქვეშ გაეთელა.
-გამარჯობა დაჩი.
-სალამი კატო.
-როგორ ხარ?
-რავიცი არამიშავს, შენ როგორ ხარ?
-რავიცი მეც არამიშავს...
სანამ ჩემმა ძვირფასმა დაქალმა მორცხვად დაბლა დახრილი თავი ასწია და დაბრმავებული თვალები გაახილა დაჩი აღრსად ჩანდა.
იმ დღეს პირვლად შევამჩნიე კატოს თვალზე ცრემლი, პირვლად მივხვდი, რომ ძალიან სტკიოდა, მთელი არსებით... მივხვდი რომ სუნთქვა უჭირდა ტკივილისგან, მაგრამ ისე უყვარდა, რომ მის გარეში, დაჩის გარეშე თუნდაც ასეთი სასტიკი დამცირების ფონზე სუნთქვას საერთოდ ვერ შეძლებლა... მაშინ მივხვდი, რომ ადამიანებს სიყვარული მართლა შეუძლიათ და მაშინ მივხვდი, რომ მითი მტანჯცველ გრძნობაზე რომელიც გკლავს მაგრამ მაინც ესწრაფვი, სინამდვილეში სულაც არ ყოფილა მითი.
კატოს თვალებში ერთხელ ამოკითხულმა სევდამ ერთგვარი სტარტი მომცა, საწყისი მონაცემი დაკვირვების საწარმოებლად, დაკვირვების შედეგი კი ის იყო , რომ მის სახეზე დღითიდღე იშვიათად ვხედავდი ღიმილს, უფრო და უფრო ხშირად ცრემლს და თითქმის ვერასდროს სიხარულს.... თუ ადრე დაჩის ერთი სიტყვა თვალებს უბრწყინებდა ახლა მისი ხმა ტკივილს უფრო აყენებდა ვიდრე სიხარულს...
დრო გადიოდა და მეც მასთან ერთად ხელიდან მეცლებოდა ბავშვობის მეგობარი, უცხოვდებოდა და ვგრძნობდი რომ ცოტახანში უცნობად იქცეოდა... ყველაზე მეტად კი ამის მეშინოდა...
-სალამი კატო. - სკოლის დერეფანში, უსასრულობას მომზირალ ჩემს ბავშვობის მეგობარს მივესალმე. ალბათ ვერც შემამჩნია და უხმოდ ჩამიარა გვერდი.
აი ამაზე ვსაუბრობდი.... ეს დასასრულის დასაწყისი იყო, მე კი მხოლოდ ადამიანებსა და მათ გრძნობებზე დაკვირვება არაფერს მომცემდა, დრო იყო ამ გრძნობებისა და მის გამო გამოწვეული ისტორიების ცოცხალ მონაწილედ ვქცეულიყავი. არ ვიცი დღეს რა ვთქვა... არ ვიცი რომელი უკეთესი იქნებოდა ჩემთვის, კატოს მაშინ დაკარგვა თუ შენარჩუნება იმისთვის რომ ისევ დამეკარგა... არ ვიცი რა ჯობდა, ჩარევა თუ ჩაურევლობა...
ცხოვრებაშ პირვლად მეც კატოსავით ავიზუტე დაჩის კარადასთან, თუმცა უკვე სამ თვეზე მეტია კატო იქ აღარ მინახავს...
-გამარჯობა დაჩი.
-სალამი ნატა. - ვერ ვიტანდი ამ ბიჭს.
-რაღაც მინდა გკითხო.
-გისმენ.
-კვლევას ვაწარმოებ ადამიანის შინაგან სამყაროსა და გრძნობებზე, მინდა შენგანაც ერთგვარი ინტერვიო ავიღო. - მეც არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.
-საინტერესოა, მაგრამ არამგონია კარგი რესპოდენტი აღმოვჩნდე.
რათქმაუნდა, ადამიანი ვისაც ადამიანობა არ გააჩნია, გრძნობებზე ლაპარაკს ვერასდროს შეძლებს.- ჩემთვის გავიფიქრე.
-რატომაც არა. სკოლაში ერთერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი ხარ, შენი შინაგანი სამყარო ყველას დააინტერესებს.
რა მარტივად შეგვიძლია ადამიანებს ვიფიქროთ ერთი და ვთქვათ მეორე სრულიად გაუაზრებლად, შემდეგ კი ვიწუწუნოთ იმაზე, რომ გულახდილობის უნარი დავკარგეთ...
- კეთილი, მაშინ კაფეტერიაში დავსხდეთ. - ყალბად გამიღიმა...
-კარგი. - კაფეტერიაში ჩვედით და პირველივე თავისუფალ მაგიდასთნ დავსხედით. - დავიწყოთ.
- კალამი და ფურცელი?
-არ მჭირდება.
-კეთილი შენი ნებაა.
-კარგი მაშინ დავიწყოთ ... ოდესმე გყვარებია? - სახეზე ირონიული ღიმილი აღებეჭდა.
-დამცინი?
-არა, კითხვას გისვამ. - ღმერთო რა აუტანელია.
-რათქმაუნდა. - მის ასეთ თვდაჯერებულ პასუხზე გამეცინა.
-რამდენჯერ? - მიხვდა რომ არ ვხუმრობდი და უაზრო ჩაკითხვებს ირონიული პასუხები არჩია.
-ესეიგი: კვირაში საშვალოდ ორჯერ... თვეში სადღც რვაჯერ და წელიწადში...
-ნუღარ გააგრძელებ, არამგონია მათემატიკა იცოდე. - ბრძოლა გამომიცხადა, ვნახოთ ვინ გაიმარჯვებდა.- გამოდის, რომ არასდროს გყვარებია. კეთილი... თუ იცი მანც რას გრძნობს შეყვარებული ადამიანი?
-გამიგია რაღაც მუცლის ტკივილის მსგავსი შეგრძნებააო, მაგრამ მე მსგავსი რამ რატომღაც არასდროს მიგვრძნია. - თვალი ჩამიკრა და გამარჯვებულის თვალებით შემომხედა.
-რათქმაუნდა ვერ იგრძნობდი, ხომ გითხარი არასდროს გყვარებიათქო. სხვათაშორის სიყვარულთან მუცელი არაფერშუაშია. - უკვე ორით ნოლი. - შენ თუ ყვარებიხარ ოდესმე ვინმეს?
-მე ყველას ვუყვარვარ საყვარელო. - ისევ თვალი ჩამიკრა.
-არცისე ზუსტი ინფორმაცია გქონია. - მეც თვალი ჩავუკარი.
-მაგალითად ვის არ ვუყვარვარ?
-მე. - ძალიან მკვახედ ვუპასუხე და ძლიან მესისმოვნა ამის თქმის საშვალება რომ მომეცა. მეგონა ადგებოდა და წავიდოდა, მაგრამ არა, დამარცხებას არ ეგუებოდა. რამდენიმე წამის პაუზის შემდეგ განვაგრძე. - მაგრამ ახლა იმას არ განვიხილავთ ვის არ უყვარხარ, ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... ახლა იმას გეკითხები ვის უყვარხართქო.
-ყოველ კვირას ახალი შეყვარებული მყავს და მეკითხები ვის ვუყვარვარო?
- მაგალითად?
-მაგალითად ლიკა მენდელი.
-ამაზე ამბობ? - კაფეტერიის კუთხეში ლიკა მენდელი და გიორგი ხოშტარია, დაჩის საუკეთესო ძმაკაცი კოცნიდნენ ერთმანეთს... დღეს ძალიან მიმართლებს რასაც დაჩიზე ვერ ვიტყვი. - კარგი... ოდესმე თუ გიგრძვნია, რომ ადამიანები შენს ირგვლივ მხოლოდ საკუთრი კეთილდღეობისთვის არიან?
-არა! - სახიდან ირონია წაშლოდა.
-და ამაზე რას იტყვი? - ლიკასა და მისი ძმაკაცისკენ ვანიშნე თვალით.
-ესენი საცოდავი ადამიანები არიან.
-და საცოდავ ადამიანებს, შენს ძმაკაცად და შეყვარებულად რატომ თვლი?
-ვთვლიდი.
-კარგი, მაშინ რატომ აღარ თვლი?
-ხომ გითხარი საცოდავები არიანთქო.
-მაშინ ადრე რატომ მიგჩნდნენ შენს სიახლოვეს ყოფნის ღირსად?
-ადრე არ ვიცოდი რა უბადრუკებიც იყვნენ.
-და როგორ გგონია ლიკა რატომ ეძახდა თავს შენს შეყვარეულს თუ გიორგი უყვარს?
-იმიტომ რომ გიორგი არ უყვარს.
-აბა რატომ კოცნის?
-აბა მე რა ვიცი? - ტონს აუწია.
-სამაგიეროდ მე ვიცი.
-განმანათლე.
-გაგიკვირდება და უკვე განგანათლე.
-ანუ?
-ანუ ის, რომ შენს ძმაკაცსაც და შეყვარებულსაც მარტო შენი პოპულარობის ინდექსი ანიტერესებთ, მეტი არაფერი.
-კიდევ გაქვს კითხვები? - აშკარად წასვლა უნდოდა, მაგრამ არ სურდა სიმხდალე გამოეჩინა.
-კი. - არც მე ვჩერდებოდი.
-გისმენ.
-ოდესმე ვინმეს შენთვის ისე თუ შემოუხედავს, რომ გიგიძვნია უყვარხარ, მაგრამ ვერ გიბედავს გითხრას?
-კი.
-ვის?
-სკოლის ნებისმიერ საცოდავ გოგონას, რომელსაც ყურადღების ღირსადაც არ ვთვლი.
-რატომ არიან ისინი საცოდავები?
-იმიტომ რომ თავიანთი ადგილი არ გააჩნიათ.
-სად?
-სკოლაში.
-და შენ გაგაჩნია?
-რათქმაუნდა.
-რა ადგილი გაქვს სკოლაში შენ?
-თავად თქვი სკოლის ყველაზე პიოპულარული ბიჭი ვარ.
-და პოპულარობა, არა, მხოლოდ პოპულარობა შენთვის საკმარისია ადგილის დასამკვიდრებლად, როცა როგორც აღმოვაჩინეთ არც ნამდვილი მეგობარი გყავს და არც ნამდვილი შეყვარებული?- დადუმდა. მე კი განვაგრძე. - იმ საცოდავ გოგონებს რატომ გგონია, რომ არ აქვთ თავიანთი ადგილი?
-იმიტომ რომ მეგობრებიც კი არ ყავთ. თითქმის არავინ იცნობს მათ.
-შეგიძლია რომელიმეს სახლელი მითხრა?
-მგონი კატო ქვია, შენთან ერთად დადის ხოლმე. - ამის მოსმენა მინდოდა.
-ისეთ რაღაცას ნუ იტყვი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლა გააჩაღო. წეღან თქვი მეგობრები არ ყავთო, კატო კი ჩემი საუკეთესო მეგობარია და ჩემ გარდა კიდევ ბევრი ნამდვილი მეგობარი ყავს. - ისევ დუმილს განაგრძობდა. - და შენ მისგან რას გრძნობ?
-იმას რომ უიმედოდაა შეყვარებული ჩემზე.
-უიმედოდ რატომ?
-იმიტომ რომ მე არასდროს შევიყვარებ.
-რატომ?
-იმიტომ რომ საცოდავია.
-რატომ?
-იმიტომ რომ თითქმის არავინ არ იცნობს მას.
-და შენ გინდა შეიყვარო ადამიანი, რომელიც შენ შეგიყვარდება, თუ ის ვინც საზოგადოების უმეტესობას უყვარს... აი მაგალითად ლიკა მენდელის ნაირი?
-მე მინდა რომ ჩემნაირი შევიყვარო.
-შენ როგორი ხარ?
-მერამდენედ გეობნები, პოპულარული.
-ძალიან კარგი.... მაშინ ახლა კარგად მომისმინე!!! პოპულარული, მაგრამ უბადრუკი, აი ეს არის შენი დახასიათება.... საცოდავს ეძახი ადამიანს, რომელსაც ირგვლივ უამრავი ნამდვილი მეგობარი ყავს, მაშინ, როცა შენ სრულიად მარტო ხარ... არც კი ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, როცა ვერ გიტან, ვერ გიტან რადგან ასეთი ამპარტავანი და საკუთარ თავში უმიზეზოდ დარწმუნებული ხარ, როცა თავი ყველაზე მაგარი გგონია და ამასობაში არაფერის წარმოადგენ, მაგრამ ამ ყველაფერში ჩემი საუკეთესო მეგობარიც მონაწილეობს, ადამიანი რომელიც ჩემი სულის ნაწილია და რომელთან ერთდ ჩემი სულიც ნადგურდება... უკვე ორი წელია საუკეთესო მეგობარი ხელიდან მეცლება, ამაზე საშინელი კი არაფერია... უკვე ორი წელია შენს ირგვლივ ტრიალებს თვალები რომელიც ისე გიყურებს როგორც ადამიანს და არა ნივთს, შენსირგვლივ ტრიალებს გული რომელსაც უყვარხარ და სხეული რომელიც შენით სუნთქავს. შენს ირგვლივაა ერთადერთი ადამიანი ვისთვისაც ნამდვილად არსებობ შენ, მხოლოდ შენ ყოველგვარი სტატუსისა და პრივილეგიების გარეშე, შენ კი შენს ცხოვრებაში ერთდერთ ნათელ წერტილს ვერცკი ამჩნევ... შენი ნებაა როგორ განაგრძობ ცხოვრებას როგორც ვიღაცის მარიონეტი და სარფიან საზოგადოებასთნ ურთერთობის გასაღები თუ ადამიანი, მაგრამ იმის ვაჟკაცობა მაინც გეყოს შენი უბადრუკი ცხოვრებით იცხოვრო და ეგ ამპარტავნული სიცილი, რომლისთვისაც მიზეზიც კი არ გაგაჩნია მოიშორო, რადგან მაგ ღიმილით შეიძლება გულს უკლავდე ადამიანს, რომლის გულიც რაც არ უნდა სამწუხარო იყოს თავად შენ ხარ...- მის პასუხს აღარ დავლოდებივარ, წამოვედი... დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სიტყვები მასში არაფერს შეცვლიდა, მაგრამ ის მაინც მახარებდა რომ მწარე რეალობა, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე თვალს არიდებდა ვაიძულე შეემჩნია და კიდევ... ვუთხარი რომ ვერ ვიტან.
დღეს გაკვეთილებზე დასწრების სურვილი აღარ მქონდა, ამიტომ სკოლიდან წამოვედი და სახლში მისულმა ფიქრი დავიწყე.... ვფიქრობდი ყველაფერზე რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა, ვფიქრობდი იმაზე რაშიც მეც ვიყავი გარეული და იმაზეც რასაც მხოლოდ ვაკვირდებოდი...
(გაგრძელება იქნება



№1  offline წევრი natia-natia

მალე გააგრძელე რაა

 


№2  offline წევრი qetiqetiA3

უფფ ძალიან კარგი იყო როგორც იტყვიან ხოლმე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე..ვერლი გაგრძელებას love

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა განსხვავებული და საინტერესო იყოო.გელი

 


№4  offline წევრი natia_888

ყოველ დღე დავამატებ თითო თავს smile love

ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent