შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

friend request


10-02-2016, 15:46
ავტორი I.am.dreamer
ნანახია 1 753

***ვინაიდან ეს ჩემი პირველი ისტორიაა მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის ♥***
არაფერი ჯობს სახლში მარტო ყოფნას როცა სიმყუდროვეს არავინ გირღვევს და ხელს არავინ გიშლის საყვარელი წიგნის კითხვაში. ამ სასიამოვნო გრძნობას აორმაგებს საოცრად არომატული ჩიფსი და ხილის წვენი. თუმცა არც ერთი ბედნიერებაა სამუდამო ასერომ ჩემს ნებივრობასაც მალე მოეღო ბოლო, როცა მესენჯერში მოსულმა სმს-მა გამაწყვეტია კითხვა. თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე და ყურადღრბა არ მივაქციე აწკიპინებულ მობილურს. სმს-ს სიმრავლემ პიკს მიაღწია და ნერვებ მოშლილი წამოვიზლაზნე დივნიდან წიგნი მაგიდაზე დავახეთქე და მობილური სატენიდან გამოვრთე.
-ეთო სად ხარ?
-გოგო?
-ფეისბუქზე ძაან საყვარელმა ბუჭმა გამომიგზავნა დამატება
-თან როკს უსმენს იცი რა სიმპატიურია
-სად ჯანდაბაში ხარ?- ვკითხულობდი
აურაცხელ სმს-ს და მეგობრის შუაზე გაგლეჯვის სურვილი მახრჩობდა.
ნერვიულად ავათამაშე თითები და უკმეხი პასუხი დავუბრუნე.
-მგონი ღამის 2 საათზე არღირს იმის განხილვა ვინ როდის და რატო დაგამატა.-მობულურს ხმა გავუთიშე და დასაძინებლად წავედი. თუმცა როგორც ჩანს ჯერ კიდევ შოკირებულმა მეგობარმა ვერ მოთოკა გრძნობები და კვლავ დაარღვია ჩემი იდილია.
-ჰო კაი ბოდიში . მოიცა დავსქრინავ და შენთვითონ ნახე.-პასუხი არ დამიბრუნებია და არც ვაპირებდი, მაგრამ ახლა სრულ შეტევაზე გადმოვიდა და დამირეკა.
-სესილი ძალიან მიყვარხარ, მაგრამ დავიღალე ასე რომ ხვალ მიამბე ეგ შენი "შოკისმომგვრელი" ისტორია-დამტკბარი ხმით ვუთხარი და გათიშვა დავაპირე , როცა სულისშემძვრელი , არამქვეყნიური ბღავალი გავიგონე ყურმილის მეორე ბოლოდან.
-შემთხვევით დამემატააააა - იმის ასოციაცია შემექმნა თითქოს ყურმილში გამოძვრებოდა და ტვინის ბურღვას უკვე ჩემი საძინებლიდან გააგრძელებდა.
არ მახსოვს თუ როგორ დავაღწიე თავი სესილის, მაგრამ ის კი კარგად ჩამრჩა გონებაში თუ როგორ გამაღვიძა მაღვიძარამ და ლამის კედელზე შევაფშვენი მობილური.
-ეთო მათემატიკა გიწერია?- შემომციცინა ჩემმა მეგობარმა დიტომ კლასში შესულს და გამიღიმა.
-ხომ იცი რომ მე და მათემატიკა საკმაო მანძილით ავცდით ერთმანეთს-მეც გავუღიმე და ნინოსკენ გავიქეცი ჩასახუტებლად
-მომშორდი გოგო-დამიღრინა ნინომ და ხელი მკრა
-კაი კაი ნუ იკლაკნები გველივით
საკუთარ ადგილას დავჯექი და ელენეს საუბარი გავუბი ჩოგბურთზე. მე პირადად არაფერი გამეგებოდა მაგრამ ელენე საკმაოდ გადთვითცნობიერებული იყო. არც კი შეგვიმჩნევია როგორ დაირეკა ზარი და როგორ შემოვარდა სესილი ოთახში
-ნახე ის ბიჭი?- აბრჭყვიალებული თვალები მომაპყრო და ჩანთა მერხზე დააგდო
-კი ვნახე-უღიმღამოთ ვუპასუხე და მიკვირდა რამ გამოცვალა სესილი. მისგან არასდროს მოდიოდა მსგავსი ინტერესი ბიჭის მიმართ. არასდროს გამოხატავდა თავის გრძნობებს ახლა კი ვერ ვცნობდი
-სერიოზულად უნდა დავფიქრდე საუკეთესო მეგობრის გამოცვლაზე. მგონი ვადა გაგივიდა-მუკლუგუნი მკრა და ჩამეხუტა
-ჰო მეც მიყვარხარ-თავში წამოვარტყი ხელი და შემოსულ მასწვლებეს მივესალმე.
სესილის გადავხედე და შევამჩნიე რომ რაღაცას დიდი ინტერესით აკვირდებოდა. თავი მისკენ გადავხარე და ნაცნობი ღიმილი შევნიშნე რომელუც სახეზე დათამაშებდა.
-ეს ვინააა?-ინტერესით ვიკითხე მას შემდეგ რაც მივხვდი რომ სესილისთვის სულ ერთი არ იყო.
-ხომ მითხარი მისი ფეისბუქი შევამოწმეო!-გაბრაზებით ამომხედა და მობილური დაბლოკა-გაბრიელია გუშინ რომ დამემატა
-ღმერთო როდის მერე მოყავხარ აღტაცებაში ბიჭებს მითუმეტეს სოციალური ქსელიდა?-ღიმილით ვკითხე და მასწავლებელ
გამაბრთხილებელი მზერა თავიდან ავირიდე
-რავი ალბათ გუშინდელიდან-თვალი ჩამიკრა და ხელი აწია რათა ბიოლოგიის გაკვეთილი მოეყოლა.
სიცხეები აუტანელი გახდა. ვეღარ ვითმენდით ისე გვინდოდა სკოლის დამთავრება. არავის გვქონდა გეოგრაფიის,ფიზიკის,ქიმისს თავი. ამ ყველაფერს დაუმთავრებელი შემაჯამებლებიც ერთვოდა თან.
-ვგონებ მომავალი სასწავლო წელი ფრიად ამაღელვებელი იქნება-კბილებდაკრეჭილმა დიტომ საღეჭი რეზინი პირში ჩაიდო და ნინის მიუჯდა გვერდით
-საოცრად მჭერმეტყველი ბრძანდებით-ახითხითდა ნინი და სიცილი ნინოს მჭექარე ხმამ შეაწყვეტინა
-ვიღაცამ თქვა ჩემი მორიგეობისას ყველაფერს ენით ვწმინდავო-ენა გამომიყო და დამრიგებელს მიეტუზა
გავწითლდი რადგან დამავიწყა პარასკევს მორიგე რომ ვიყავი თუმცა ვის არ მოსვლია
-ოხ ნინო სახლში მოგივლი-სიმწრის სიცილი ამივარდა და სესილის გადავხედე რომელიც მობუზული იჯდა ღია ფანჯარასთან.
-კარგად ხარ?-ვკითხე სესილის თუმცა პასუხი არ დაუბრუნებია არც კი შემოუხედავს ისე ამოისუნთქა ხმამაღლა და თავი გადააქნია.
შეიცვალა. ძალიან შეიცვალა. მახრჩობდა ფიქრები თუ რა ხდებოდა ახლა მის თავში რატომ გვკრა ხელი მეგობრებს და რატომ ჩაიკეტა საკუთარ თავში. მიზეზი იყო თუმცა რა ჩემთვის ჯერ კიდევ დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა. პირველად ვნახე ადამიანის ასეთი ტრანსფორმაცია ჩემს წინ რადიკალურად განსხვავებული პიროვნება იყო რომელსაც არ ვიცნობდი. რატომღაც ჩემს ყოველ მცდელობას გამეგო მისი გულის ნადები არანაირი რეაქცია არ მოყვებოდა პირიქით უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში.



№1  offline წევრი marikooo

რომ არ გააგრძელო,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გ ა ვ გ ი ჟ დ ე ე ე ე ე ე ე ე ე ე ე ბ ბ ბ ბ ბ ბ ბ ბ ბ ი ი იი ი ი იი ი ი იი ი ი ი

 


№2  offline წევრი I.am.dreamer

marikooo
რომ არ გააგრძელო,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გ ა ვ გ ი ჟ დ ე ე ე ე ე ე ე ე ე ე ე ბ ბ ბ ბ ბ ბ ბ ბ ბ ი ი იი ი ი იი ი ი იი ი ი ი

აჰაჰა ♡ კარგი გავაგრძელებ ♡ მომდევნო თავს ქართულად დავაწერ სახელს ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent