შემომეკოცნინები!
შემოდგომა იყო.ჩუმი, მაგრამ ამავდროულად ხმაურიანი შემოდგომა.ზუსტად ისეთი დღე იყო წამით, რომ მოგწყვეტს ხოლმე ამ სამყაროს და შენს ფიქრებთან ერთად მარტო გტოვებს, უცბათ რომ ყველაფერს აქრობს შენს გარშემო და გაიძულებს საკუთარ თავთან მარტო დარჩენას.საინტერესო ისაა, რომ სიწყნარე იმ მომენტში მხოლოდ შენს ირგვლივ არის რადგან კარგად ვიცით,რომ მარტო დარჩენილი ადამინის ფიქრებში შეუძლებელია ქაოსური მდგომარეობის სიმშვიდით შეცვლა.როცა მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან, ზუსტად მაშინ ხდება ხოლმე სწრაფი აფეთქება და ჩვენს გონებაში, ყველა საჭირბოროტო საქმის გადაწყვეტის სურვილიც მაშინ იღვიძებს ჩვენში,ზუსტად ამიტომაა, რომ ადამიანი რომელიც ფიქრობს კი არ მშვიდდება არამედ იმ პრობლემების დალაგებას გეგმავს რაც მის გონებაში უზარმაზარ ქაოსს ქმნის!ჩუმად მიდიოდა ქუჩაში მარია და ჩამოცვენილ ფოთლებს ისე აკვირდებოდა თითქოს პირველად ენახა სხვადასხვა ფერის ფოთლები.პატარა ბავშვივით იღებდა ფოთლებს ხელში, აკვირდებოდა და შემდეგ ხელის მსქუბუქი მოქნევით უკან აბრუნებდა მათ.ვინმეს რომ ენახა იფიქრებდა ,გიჟია ვიღაცო, მაგრამ რა ექნა უყვარდა ყველაფერი რაც შემოდგომას უკავშირდებოდა.ჩაფიქრებული მიყვებოდა ქუჩას და შუბლშეკრული უყურებდა გარემოს.ისეთი სახე ქონდა გეგონებოდათ მთელი სამყაროს საჭირბოროტო პრობლემები ამ ერთო ციდა გოგოს გადასაწყვეტი იყო.როცა ხიდს მიუახლოვდა მაშინვე გადახედა მღელვარე მტკვარს და თვალთან მომდგარი ობოლი ცრემლი ხელით მოიშორა.თითქოს არ მისცა ცრემლებს მის ლამაზ სახეზე გადმოსვლის უფლება.უცებ გასწორდა წელში,თხელი,ოდნავ შეხსნილი მანტო უფრო კარგად მოირგო სხეულზე და შავი სწორი თმა მოხდენილად გადაიგდო ზურგს უკან _აი მესმის რომანტიკა!უცბად მოწვდა მის ყურს ბოხი ბარიტონი,სწაფად მიუტრიალდა უცნობს და თავისი მწვანე თვალებით დაფეთებული მიაშტერდა_მწვანე თვალები გქონია,ეს უკვე დიდი პლიუსია!ირონიულად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და სიგარეტი უაზროდ მოისროლა.მაშინვე გიჟივით მივარდა ფოთოლზე დაგდებულ სიგარეტს მარია და სწრაფად გააქანა ნაგვის ურნაში.გაბრაზებულმა აათვალიერა უცნობი,რომელიც გაოცებული აკვირდებოდა გოგონას ქცევას და კითხვისნიშნიანი თვალებით მიჩერებოდა მას _ნაგვის ურნა იცით მაინც რისთვის არსებობს?!ვეღარ მოითმინა და უკმეხად მიმართა მასზე ორი თავით მაღალ უცნობს _რა გინდა ლაპარაკი შეგვძლებია!თბილად გაუღიმა მამაკაცმა და ერთი ნაბიჯი გოგონასკენ გადადგა_კარგი ვაღიარებ ცუდად მოვიქეცი,ნაგვის ურნაში უნდა ჩამეგდო,გამოვასწორებ ყველაფერს !დაწვრილებული თვალებით გახედა მამაკაცმა მის წინ მდგომ, ხელებგადაჯვარედინებულ მარიას და კიდევ დაარტყა ღრმა ნაპასი _თუ არც გამოასწორებ მადარდე ახლა! უბრალოდ როცა ნაგვის ურნა გვერდით დგას ასე არ უნდა მოიქცე!ხმამაღლა ლაპარაკობდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა _როგორ არ უნდა მოვიქცე, ასე?!ირონიულად გაუღიმა უცნობმა და ახლა წინ დაუგდო სიგარეტის ნამწვავი.ირონიულად აათვალიერა გაბრაზებული გოგო და თავისი საქციელით კმაყოფილმა პირი ყურებამდე გაწელა _უტაქტო და უზრდელი ხართ!გამწარებულმა მიუგო უცნობს და სწაფად მოშორდა.მაშინვე ყველაზე უზრდელ ადამიანად შერაცხა უცნობი და შეეცადა სიბრაზე სწრაფად ჩაეხშო. *********************** პირველი დეკემბერი იყო,ზამთრის ცივი და სუსხიანი დღე.თბილი,წითელი მანტო მოერგო მარიას სხეულზე და გაყინულ თითებს,გასათბობად მანტოს ჯიიბეებში მალავდა.არ უყავრდა ზამთარი, მაგრამ მოსწონდა ცივი ჰაერი,რომელსაც სასიამოვნოდ გზავნიდა ფილტვებისკენ _შემომეკოცნინები!ხმამაღლა დაიყვირა უცნობმა და ლოყებაწითლებულ მარიას უკნიდან შემოხვია ძლიერი ხელები.სახეზე ეფრქვევოდა მარის მისი სუნთქვა და გაბრუებული ადგილიდან ვერ იძვროდა.მაშინვე იცნო მამაკაცის ხმა და სურნელი,სადაც ალკოჰოლის, სიგარეტის და სუანმოს სუნი იმ მომენტში მარიასთვის შესანიშნავად ერწყმოდა ერთმანეთს.უცებ მოეგო გონს,უცებ გაიზრა, რომ ახლა სულ უცხო ადამიანთან ერთად იყო.სწაფად დაიხსნა თავი მამაკაცის მარწუხებიდან და გაბედულად დაუდგა წინ _შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ?! გაბრაზებული უყვიროდა უკვე ნაცნობ უცნობს,რომელსაც შავი მანტო მოხდენილად მოერგო სხეულზე.ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა ცალი კი მანტოს ჯიბეში ქონდა ჩადებული _არ მომწონს ასეთ დროს გარეთ, რომ დადიხარ.თბილად მიუგო უცნობმა ერთ ადგილას გაშეშებულ გოგოს და მისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.წინ დაუდგა დამუნჯებულ გოგოს და ახლა უკვე ახლოდან დაიწყო მამაკაცმა მისი ყოველი სახის ნაქვთის შესწავლა და კარგად დამახსოვრება.მარია გაშეშებული იდგა.წესით უნდა ეყვირა, უნდა გაქცეულიყო ,მაგრამ არა,ვერანაირ საფრთხეს ვერ გრძნობდა უცნობისგან მიუხედავად იმისა ,რომ სრულიად უცხო იყო ის მისთვის. _საერთოდ რა შენი საქმეა მე სად დავდივარ!სწაფად მოიკრიბა ძალა და მკაცრად მიმართა უცნობს,რომელიც სულელივით იცინოდა _გაბრაზება არ გამოგდის!თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მამაკაცმა და აწითლებულ ცხვირზე ხელი მსუბუქად მოუჭირა.მაშინვე უკმაყოფილოდ დამანჭა სახე მარიამ და უხეშად მოიშორა უცნობის ხელი. _მანიაკი ხარ?! _არა _აბა?გაკვირვებულმა შეხედა მაღალ სილუეტს,რომელიც ურცხვად დაშტერებოდა მის ტუჩებს.დიდი სიამოვნებით გაუქანებდა ხელს სახეში მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა,რადგან არ იცოდა რას მოიმოქმედებდა უცხო მამაკაცი _შენი ვალენტინი ვარ!მოუკლედ მოუჭრა მამაკაცმა და ღრმა ნაპასი დაარტყა.ალმაცერად გახედა სიგარეტს მარიამ,უკმაყოფილოება დაეტყო სახეზე.ბიჭს ისევ გაეცინა,სიგარეტი უცებ მოიშორა და ღიმილით ჩააგდო იქვე მდგარ ნაგვის ურნაში.მარისკენ მოტრიალდა და ამაყად გაუსწორა მზერა.უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ მარიმ არ დააცადა _ როდის მოასწარი ჩემი ვალენტინობა?!ირონიულად აათვალიერა უცნობი და მობილურზე საათს დახედა _შემოდგომას ფოთლებთან რომ გნახე მაშინ! _სულელო შემოდგომას ვის გაუგია ვალენტინობა..ხმამაღლა დაიწყო სიცილი __როცა გიყვარს ყოველ დღე ვალეტინობა არაა?! _კარგი რა!ისევ იცინოდა მარია _როგორ გიხდება სიცილი პატარავ! _მე შენი პატარა არ ვარ! _ხარ! _არა! _არ ხარ მაგრამ გინდა რომ იყო! _მე მინდა?!გაოცებულმა იკითხა მარიამ და საჩვენებელი თითი გულთან მიიბჯინა _ხო! _ჩემო ნაცნობო უცნობო,აი აქ დამთავრდა ჩვენი საუბარი,ახლა უნდა წავიდე,შენ კი ძალიან გთხოვ ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდე!რაც შეეძლო მშვიდად უთხრა უცნობს _რატომ აშტერდები მაგ მობილურს ყოველ წამს?! დააიგნორა მამაკაცმა მისი ნათქვამი და განრისხებული სახით გახედა _მინდა და იმიტომ! _მაბრაზებ მარი! _მარი?! საიდან იცი ჩემი სახელი?!გაოცება ვერ დამალა მარიამ _ვიცი! _ვინ ხარ საერთოდ, შემეშვი! _შეშვებული ხარ!ირონოული სიფათი აიკრო მამაკაცმა და გვერდით ამოუდგა _რას აკეთებ?! _ვდგავარ ვერ ხედავ?გაიკვირვა უცნობმა _ვხედავ და ჩემს გვერდით რატომ დგახარ? _მოგყვები! _არ მინდა შენი გამოყოლა სახლამდე მეც მივალ მგონი!კატეგორიულად გამოუცხადა _კარგი კარგი,მაგრამ იცოდე თოთხმეტ თებერვალს შენ მოხვალ ჩემთან და მთხოვ რომ შენი ვალენტინი ვიყო! ამაყადგამოუცხადა უცნობმა _ვაიმე მოვკვდები და ეგ არ მოხდება.. _მოხდება რადგან იწამებ!მტკიცედ თქვა უცნობმა _რას ვიწამებ?იცინოდა გოგო _იმას რომ ვალენტინობას ყველა პოულობს თავის სიყვარულს! _სისულელეა..მობეზრებულად გადატრიალა თავი _იწამე მარიამ იწამე,სხვა რა დაგრჩენია!სიცილით უთხრა უცნობმა,ლოყაზე მსუბუქად აკოცა და სიბნელეში გაუჩინარდა _იდიოტი!ხმამაღლა დაიყვირა გაბრაზებულმა მარიმ და სახლის გზას გაუყვა.. ********************** _პატარავ _ვაიმე დაიწყო.. _მოგენატრე!მკაცრი იყო უცნობი _საიდან იცი?მობეზრებულად გახედა მის წინ მდგარ ბიჭს,რომელიც მასწავლებლიდან გამოსული მარიამის წინ იდგა და წასვლის საშუალებას არ აძლევდა _ვიცი! _მეჩქარება..წასვლლა დააპირა,როცა მამაკაცის წინ დაუდგა და მის თვალებს გაუსწორა მზერა.კარგად აათვალიერა მარიმ მამაკაცის სახის უნაკლო ნაქვთები და მზერა კუპრივით შავ თვალებზე შეაჩერა _დღეს ინგლისური არ გაქვს ნუ იტყუები! _საიდან იცი ?! _ვიცი _წავედი რა _მიყვარხარ! _ღმერთო ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის!საწყლად ახედა მარიამ ცას და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა _პატარავ შენ?! _რა მე ან რა პატარა?გადაირიე ხო?თვეში ერთხელ მნახულობ შენი სახელი არც ვიცი და გიყვარვარ!უფრო მეტი, მეც უნდა მიყვარდე?! ვერხარ! _აბა არ მოგენატრეო?თბილად გაუღიმა _არმომენატრე..დაბნეულმა,ბურტყუნით გასცა პასუხი მის წინ მდგომ შავგვრემან ძალზედ სიმპატიურ ბიჭს და თვალები დახუჭა _ბავშვი ხარ! გაეცინა უცნობს მის ბავშურ საქციელზე,გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ფრთხილად შეეხო სიცივისგან გაყინულ და გამობურცულ ტუჩებს.მარის უცებ დაუარა ყველა სასიამოვნო გრძნობამ სხეულში.უცებ მოწყდა ამ სამყაროს და სხვაგან შორს წავიდა. როცა გაიაზრა პირველი კოცნის ქურდი ვინც იყო, გონს მოეგო და მამაკაცს მოშორდა.რაღაცის თქმას აპირებდა როცა ბიჭმა ტუჩებზე თითი მიადო და ანიშნა გაჩუმებულიყო _დემე,დემე მქვია ჩემო პატარა! ნახვის ამბავს გამოვასწორებ შენთავს ვფიცავარ!თბილი ,დამტკბარი ხმით უთხრა და შუბლზე მიადო ცხელი ტუჩები _ჭკვიანად! შუბლიდან ლოყაზე ჩამოაცოცა ტუჩები და გაბრუებულ გოგოს მაგრად აკოცა.ამ დღის შემდეგ ყოველდღე თუ არა,დღე გამოშვებით მაინც ნახულობდა მარის დემე.საუბრობდნენ ,მაგრამ დამიჯერეთ ყოველი დიალოგი ისევ ისეთი იყო როგორიც ადრე.არაფერი შეცვლილა.არა ვიტყუები,ბევრი რამ შეიცვალა.მარი შეიცვალა.თუ დემე არ გამოჩნდებოდა მაშინვე ჩუმად, თვალებით ეძებდა და გულში მის გამოჩენას ნატრობდა.ბერი კითხვა ქონდა მარის დემესთან,ბევრი,მაგრამ ვერ ეუბნებოდა,არ უნდოდა დემეს მისი კითხვებიდან გამომდინარე რაიმე დასკვნები გამოეტანა _დემე ყოველთვის უცბათ რატომ უჩინარდები?ერთხელაც გაბედა და სასურველი კითხვა დაუსვა დემეს,მაგრამ დიდი ვერაფერი პასუხი მიიღო _იმიტომ!ცივად უპასუხა მამაკაცმა და გაბუტულ მარიას ხელები მოხვია_ჩემი ანგელოზი ხარ!დამთბარი ხმით უთხრა მარის,შემდეგ მის ყელში ჩარგო თავი და კარგად შეიგრძნო გოგონას სურნელი.,ის სურნელი დემეს რომ თავს აკარგვინებს და არაამქვეყნიურად ბედნიერს ხდიდა. ****************************************************************** 15 იანვარი.. _მიყვარხარ! _დემე წადი უყვარდა უცნობი დემე,მისი ხმა უყვარდა,მისი სურნელი.აი ასე სულელურად შეუყვარდა მაგრამ უყვარდა, მთელი გრძნობით უყვარდა მარიას დემე.მისი მკაცრი, მაგრამ ამავდროულად ზედემტად თბილი გამოხედვა უყვარდა.აგიჟებდა მისი მომაჯადოვებელი ღიმილი,მისი შავი თვალები და ის სითბო, რომელიც მისი ერთი ჩახუტებისას ეღვრებოდა სხეულში _რატომ პატარავ, შენც ხომ გიყვარვარ! _არ შეიძლება რომ მიყვარდე!მაშივე დაფარეს მარიას ლამაზი სახე ცრემლებმა _რატომ?!არ გაკვირვებია დემეტრეს მარიას პასუხი,პირიქით ისეთი სახე ქონდა თითქოს წინასწარ ელოდა ამ მომენტს _დემე ჩამეხუტე გთხოვ! _პატარავ,მოდი ჩემთან!მაშინვე მოხვია მამაკაცმა მარის ხელები და კარგად შეიგრძნო საყვარელი სურნელი.ლოყაზე მსუბუქად აკოცა საყვარელ გოგოს და ინტერესით მიაშტერდა მის მწვანე თვალებს_რატომ ტირი,შენი დემე შენთანაა !თბილად ელაპარაკებოდა მარიას დემეტრე და ძლიერად ხვევდა გოგონას სუსტ წელზე,თავის ძლიერ მკლავებს _წადი!უცებ მოშოდა მამაკაცს და თოთქოს უბრძანა წასულიყო _არ წავალ! _წახვალ ,არ მიყვარხარ ვერ გიტან!ისტერიკული ყვირლი აუვარდა მარიას_არ მომეკარო!მაშინვე უხეშად მოიშორა დემეტრეს ხელი და მოჩვენებითი ზიზღით ახედა მას _მარი!გაბრაზება დეტყო დემტრეს. _უბრალოდ წადი ჩემი ცხვორებიდან ვერ გიტან! _არ მჯერა _არ გჯერა მაგრამ ასეა,მართლა მეზიზღები! _მართლა წავალ მარი! _წადი მეც ეგ მინდა, წადი რატომ არ მიდიხარ?!ლაჩარი ხარ და გამბედაობ არ გყოფნის წახვიდე! _წავალ მაგრამ არ დაგავიწყდეს ის რაც ადრე გითხარი!მკაცრად გამოუცხადა დეეტრემ _მთავარია იწამო! ******************** 14 თებერვალი.. არ გამოჩენილა თიითქოს მიწას ჩაეყლაპა ამხელა ორ მეტრიანი კაცი.აღარ ხვდებოდა მარის დემე, არც ღამით ქუჩაში და არც დღისით სადარბაზოსთან.ადრე თუ ყოველი დღე მისით იწყებოდა და მთავრდებოდა ახლა ასე აღარ იყო.სიცარიელემ მოიცვა მარია.აკლდა დემე .დემეს სურნელი აკლდა,დემეს გამოხედვა,დემეს ჩახუტება.სახლშიც ვეღარ ცნობდნენ. შეიცვალა,ძალიან შეიცვალა.დედამისი ძალიან წუხდა, მაგრამ ვერ ელაპარაკებოდა შვილს, არ უნდადო მისი კიდევ უფრო განერვიულება.ჩუმად იყო მარია ჩუმად, არც ერთ მეგობარს არ ცემდა ხმას,ელოდა, ელოდა დემეს გამოჩენას მაგრამ არა!იცოდა რომ დააშავა, მაგრამ ისიც იცოდა რომ სხვანაირად არ შეეძლო, უბრალოდ არ შეეძლო.ისევ გაუყვა გზას,ისევ მივიდა მტკვართან,ისევ გადმოვარდა ობოლი ცრემლი ისე როგორც მაშინ პირველად, რომ შეხვდა დემეს.მიწას დახედა და ფერადი ფოთლების ნაცვლად თოვლი რომ დაინახა სახე მოეღუშა.თოთხმეტი თებერვალი იყო,ვალენტინობა.უამრავ წყვილს ხედავდა ერთად და წამით ჩუმად გულის ღრმა ნაწილს სჯეროდა ,რომ მოვიდოდა,უბრალოდ მოვიდოდა დემე,ისევ მოხვევდა თავის ძლიერ ხელებს მარიას სუსტ სხეულს და ისევ ისეთი გრძნობით აკოცებდა მას,როგორც ადრე _აი მესმის რომანტიკა!გაჩუმდა მარია,გაშეშდა.ეგონა ელანდებოდა,ეგონა გაგიჟდა როცა დემეს ხმა გაიგო.არვიცი რა იგრძნო რადგან ეს მხოლოდ ისეთი ადამიანის გრძნობაა ,რომელსაც საწაულად მონატრებული ადამიანის სითბო შეუგრძვნია! შენ მკითველო თუ ოდესმე, ძლიერად მოგნატრებია ვინმე მხოლოდ მაშინ მიხვდები მარიას განცდებს,მაგრამ თუ არ მოგნატრებია უბრალოდ წარმოიდგინე,წარმოიდგინე როგორი იქნებოდა საყვარელ ადამიანთან შეხვედრა _შენ..ვერ დაამთავრა მარიამ სათქმელი ან რა უნდა ეთქვა თვალს ვერ უსწორებდა დემეს,რომელიც ისევ თბილად უყურებდა და ისევ იმ ღიმილით უყურებდა ,მარიას რომ საშინლად უყვარდა _გისმენ!უცებ დაასერიოზულა მამაკაცმა სახე და შეშინებულ მარიას გახედა.უნოდა მისულიყო, ჩახუტებოდა, მაგრამ თავი შეიკავა დემემ.კობეშეკრული დადგა მის წინაშე და მის პასუხს დაელოდა _დემემ მე... _მე ყველაფერი ვიცი _რა ყველაფერი?შეშინებულმა გახედა დემეს და ცრემლი ხელით მოიშორა _იცი რაც! _თავიდანვე იცოდი?ტიროდა მარია _ვიცოდი! _და? _უბრალოდ მინდოდა შენც გეღიარებინა ჩვენი სიყვარული!გეღიარებინა ის რომ ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერი იყო და ახლა რადგან აქ ხარ გეტყვი, რომ აღარასოდეს გავუჩინარდები საუბრის შემდეგ,ჩუმად აღარ წავალ მარია ,რადგან ვიცი,რომ გიყვარვარ,შენც გიყვარვარ! _შენ არ გესმის დემე.. _მესმის _მე ლეიკემია მჭირს იცი ეს რა არის, დემე მე შეიძლება მოვკვდე.. _არ მოკვდები _რატომ არ წახვედი როცა გეუბნებოდი წადითქო, რატომ დემე?!ხმამაღლა ტიროდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა _მიყვარდი და იმიტომ! _დემე.. _შენ ჩემი სიცოცხლე ხარ არ მიმატოვო მარი.შენ რომ დამტოვო ჩემი პატარა ვინ იქნება?! _დემემ მე.. _მიყვარხარ,სიცოცხლეზე მეტად,უსასრულოდ მიყვარხარ,ჩვენ ერთდ დავამარცებთ მას, ჩვენი სიყვარული დაამრაცხებს მას!თბილად ელაპარაკებოდა დემე მარის,ის კი ტიროდა, ტიროდა და დემე უფრო უყვარდებოდა ამ სიტყვების გამო _მაპატიე დემე,მაპატიე,რომ ასე გიყვარვარ,მე გეუბნებოდი წასულიყავი მაგრამ არ წახვედი დემე.. _გაპატიებ, მაგრამ იმას გაპატიებ, რომ უკითავად გამაგდე და მარტო დამტოვე! _დემე მე ვიწამე,ვალენტინობის ვიწამე.. _ვითომ?! ცალი წარბი ზემოთ აზიდა და დაწვრილებული თვალებით გახედა მარიას _კი კი _ვიცი,მეც ეს მინდოდა,მე არ გაგიშვებდი მარია და შენ ეს იცი!მინდოდა დაგეჯერებინა,რომ ამ დღეს სიყვარული ყველა მწვერვალს იპყრობს..შენ დაიჯერე და ახლა აქ ხარ..იმ იმედით რომ მე მნახავდი აქ ხარ რადგან გულის სიღრმეში გჯეროდა რომ მოვიდოდი..შენი ვალენტინი მოვიდოდი _დემე _რა იყო პატარავ _გთხოვ იყავი ჩემი ვალენტინი..საწყლად ახედა მამაკაცს და ნერვიულად ახლართა თითები ერთმანეთში _შემომეკოცნინები!უცებ მოხვია მამაკაცმა ხელები მარიას,ყელში ხმაურით აკოცა და მალევე შეეხო ვარდისფერ ბაგეებს. ჩემო ტკბილო მეგობრებო რატომღაც მომინდა დამეწერა ველი თქვენს შეფასებებს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.