შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (30) ნაწილი (2)


11-02-2016, 17:59
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 928

ვიყავი თუ არა ბედნიერი? თვითონაც არ ვიცოდი,უბრალოდ ეს იყო რაღაც საოცარი შეგრძნება,იმის გაფიქრებაც კი,რომ ისევ ისევ მომეხვეოდა,გამიღიმებდა და გულში ჩამიკრავდა სიამოვნების ტაოს მაყრიდა სხეულზე.როგორ ჰგავს სიყვარული გაზაფხულის ცვალებად დღეს, რომელსაც ხან მზის ციმციმი აშუქებს, ხან კი მოულოდნელად ღრუბლები აბნელებს.განშორება გვაცლის ყოველგვარ ადამიანურ შეგრძნებებს,გვანგრევს სულიერად და ფიზიკურადაც,არ ვიცი როგორ ან რანაირად,მაგრამ ალეკო დანელია იქცა ჩემთვის რაღაც სასწაულად,ვერც კი ავღწერ მისი დანახვისას რა შეგრძნებები მეუფლებოდა,მისი ერთი თბილი გაღიმება და ჩახუტება სრულიად მავიწყებდა იმ განცდილ ტკივილს,ალბათ სწორედ ეს იყო ის სიყვარული,რომელსაც ნამდვილს ეძახიან,მისი ერთი გაღიმებაც რომ მთელ სამყაროს გირჩევნია.
-ნია-თმის ღერიდან კოჭებამდე ამათვალიერა და თვალები ჭყიტა
-რა იყო?-გამეცინა,ვითომ ვერ მივხვდი რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია
-ძაან ლამაზი ხარ-სერიოზული სახით მიპასუხა
-ნუ რას ვიზამთ-თავი ამაყად გავაქნიე და თმები უკან გადავიყარე
-ისედაც ლამაზი ხარ მარა დღეს იმენა გადააჭარბე,ძაან ქალური და აი ვაბშე სასწაული ხარ ტო-გაეცინა და ნიკაპი მოისრისა
-კარგი,კარგი გეყოს,თორემ ამივარდა უკვე თავში-ვითომც აქ არაფერიო ისე გავეცი პასუხი
სამწუთიანი დუმილის შემდეგ ორივეს ხარხარი აგვიტყდა.
-კარგი გვეყოს ბიჭო,ავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება-ხელკავი გამოვდე და საგამოცდო აუდიტორიაში ავედით.არცერთმა არაფრის აზრზე არ ვიყავით,ზუსტად ვიცოდით ყველამ რომ ეს საგანი უეჭველად შეგვეტენებოდა და ამისთვის რატომღაც წინასწარვე მზად ვიყავით და არ დაგვიწუწუნია,ეს იყო საგანი,რომელიც ყველა სტუდენტს სიცოცხლეს უმწარებდა,თუმცა საერთოდ არ ვაპირებდი ამ საგნის გამო სიცოცხლე გამემწარებინა,მეყოს რაც გავმწარდი.
-რა ვქნათ?-დაბნეულები და გაკრეჭილები ვუყურებდით ერთმანეთს ბავშვები
ჯერ გიგას აუტყდა სიცილი,შემდეგ დანელია აყვა აი შემდეგ კი ჩვენც ვეღარ შევიკავეთ თავი და შედეგიც მივიღეთ,შვიდივე გამოგვყარეს აუდიტორიიდან ერთმანეთის მიყოლებით.
-ვაიმე! ვსიო-სიცილის ვერ წყვეტდა თეონა
-რა თეო? ვაიმე აღარ შემიძლია,ამოვყირავდი!-ვერ წყნარდებოდა სალომე
-ცუდად ვარ! წყალი შემომასხით ვინმემ! ეს გოგო კიდევ რა ლამაზია დღეს ღმერთმანი!-კაკანებდა სალომე
-ცაო,მეტეორი გვესროლე-ვერც მე შევიკავე თავი და სიცილისგან მიბნედილები ვეღადავებოდით ერთმანეთს
-ცაო,მეტეორის მაგივრად მილიონი დოლარი ესროლე ნიას-მაღლა აიხედა თან კვდებოდა სიცილით
-ესროლე ცაო,არ დაინდო თუ გინდა ორიც იყოს სუ გადაიხდის აკო ვალებს-აკაკანდა გიგა და სიცილისგან გაგუდულმა გადმოგვხედა
ალბათ 15 წუთი მაინც ვიდექით და ვბჟირდებოდით,თუმცა არცერთმა ჩვენგანმა არ ვიცოდით რა იყო ამ ჩაბჟირების მიზეზი.
-კარგი ვსიო გვეყოს სიცილი,მაგრად მშია-ხელები აგვიფრიალა ჩაბჟირებულ გოგონებს დანელიამ
-ეეე,გეყოთთქო კარგით ვსიო,ნია,ნიმეთქი-პირზე ხელი ამაფარა
-ვაიმე ძაან ცუდად ვარ-ძლივს დავალაგე სახე და სიცილი შევწყვიტე
-ამათმა რამე მოწიეს?-ერთმანეთს გადახედეს ბიჭებმა,ამაზე უარესი სიცილი აგვიტყდა,ელენემ იცოდა ხოლმე ძაან ჩაბჟირება და ძლივს ვაჩერებდით მერე,თუმცა ამჯერად ისე ჩავბჟირდით ოთხივე ვეც ლადომ,გიგამ და ალეკომ შეძლეს ჩვენი დაშოშმინება.ბოლოს დამკვირვებელი გამოგვივარდა,ისეთი სახე ჰქონდა ეგრევე ევწყვიტეთ სიცილი და ვითომც აქ არაფერიო სახ მივიღეთ.
-თქვენ გაიხარეთ-მადლობა გადაუხადა ლადომ ქერა "წაკლა" ქალს,მერე ხელი დაგვავლეს და დაბლა სულ ძალით ჩაგვიყვანეს.დანელიამ წელზე მომხვია ხელები და ამაზე პანიკა დამემართა
-რას მეტმასნები-გამოვეცალე
-კი არ გეტმასნები პროსტა რა-გაეცინა
-ვაი შე უბედურო!-გამეცინა მეც,თუმცა კი ვიცოდი რომ მაგრად ვიქაჯე-კაი ჰო,გეღადავები მოდი მოდი მომეტმასნე-ახლა მე მოვხვიე ხელები,თანაც ისე სასაცილოდ,რომ მომდევნო 15 წუთი ამაზე მოაღეს პირი ბავშვებმა.უნივერსიტეტის კაფეში დავსხედით
-გამოცდების მერე არ მოვიხოდოთ?-გადმოგვხედა ლადომ
-აუფ,ეს გამოცდები ხო სულ "ლიწინლიწინით" ჩავაბარეთ და ეხლა პროსტა მოხოდვა გვჭირდება-სიცილით უპასუხა გიგამ
-აუ შენ მოკვდი ძმა,ეს ერთი შეგვეტენბა უეჭველი,მარა დაიკიდეთ,ლეილა ბრატია მოვუყომარებთ-თვალი ჩამიკრა "აკუნამ"
-ერთი ლეილაა ბრატი და მეორე თამილა-თავი დაუქნია გიგამ
-მეტი ოპტიმიზმი ბავშვებოო-ტაში შემოკრა სიცილით სალომემ
-ნია გაიგე? საგანი გვეტენება-შემახსენა დანელიამ სიცილით
-ერთი მაგისიც რა-მხრები ავიჩეჩე,აქ ვითომც არაფერიო ისე
-რაო?-თვალები გადმოკარკლა სალომემ
-ნია,სიცხე ხომ არ გაქვს?-ახლა ელენემ მკითხა დაბნეულმა-ნია გაიგონე ხომ? საგანი გვეტენება
-გავიგონე გოგო,ყრუ კი არ ვარ,მთვარეზე კი არ ვიყავი რო გამოგვყარეს გამოცდიდან-გამეცინა და პიტნის ჩაი მოვსვი
-რა უქენი!-დანელიას ჰკითხა მკაცრი ტონით სალომემ
-ჰაჰაჰა ბრატ,უკვე გარდაქმენი ხო? აი მე ჯერ ცოტა მიჭირს მარა მეც მოვიყვან ჩემს ჭკუაზე-გაეღიმა ლადოს და სალომეს გადახედა
-ვაი შე უბედურო! მაგას ვერ ეღირსები!-მხარი გაკრა გაბრაზებულმა სალომემ შეყვარებულს.
დიდხანს ვეღადავეთ ერთმანეთს,5 საათი იყო სახლებში რომ წამოვედით.მთელი დღე აღარ გამოჩენილა დანელია,არც დაურეკავს და არც მოუწერია,არც ვაიბერში ჩანდა და არც სკაიპში,ასე უყურადღებოდ მხოლოდ მაშინ იქცეოდა როცა შარში იყო.ლადოს მივწერე ვაიბერში
-ლადო,აკო სადაა ხომ არიცი?
-წეღან ველაპარაკე ნია რაღაც საქმეზე არიან გასულები ეგ და თოკო,არ იდარდო
-ხო ვიცი მე მაგის საქმეები,ვალების თემაა ხომ?
-დაიკიდე რა,მოაგვარებს თვითონ შენ მაგაზე არ ინერვიულო,მოიხოდება მოაგვარებს და დაგირეკავს
ვიცოდი მე მაგის მოხოდვაც და მოგვარებაც.არც გვიან დაურეკავს,უეჭველად შარში იყო ისევ და რცხვენოდა დარეკვის,დასარეკი პირი არ ჰქონდა. გვიანი იყო რომ დავწექი დაახლოებით 12 საათი.აზრი არ ჰქონდა ლოდინს,მაინც არ დარეკავდა.ძილბურანში ვიყავი ჩემმა ტელეფონმა რომ დარეკა,ცალი თვალი გავახილე და ტელეფონის ეკრანს დავხედე,ლადო იყო,გული ლამის გამისკდა,ვიცოდი რაღაც ცუდი რომ მოხდა
-გისმენ ლადო-სწრაფად გადავისვი ტელეფონის ეკრანს თითი და ვუპასუხე
-ნია ვიცი ძაან გვიანია,მარა აი იმენა შენს თავს გეფიცები ხვა გზა არ გვქონდა,შეგიძლია ახლა რომ მოხვიდე რუსთაველზე ევროპაბეთთან?
-ლადო რა ხდება?-ხმა ამიკანკალდა
-გაგლეჯილ კაიფშია და ვერ გამოგვყავს აქედან,მოდი რა გთხოვ მარტო შენ თუ წამოათრევ ამას,ტაქსში ჩაჯექი და ფულს აქ მივცემ მე
-არაა ეგ პრობლმება,ახლავე წამოვალ
გულგახეთქილი წამოვვარდი საწოლიდან,სწრაფად ჩავიცვი რაც კი ხელში მომხვდა არც ნინო გამიფრთხილებია ისე წამოვედი სახლიდან,რა უნდა? დედა შენი შვილის შეყვარებული განგრეულ კაიფშია და იმის წამოსაყვანად მივდივართქო? ჯერ ხო ისედაც არ გიჟდებოდა დანელიაზე და ახლა სულ მთლად ამოიჩემებდა. გარეთ საშინლად ციოდა,ერთიანად მაკანკალებდა გაჩერებაზე რომ გავედი,ბედად ცარიელმა ტაქსმაც მალე გამოარა და რუსტაველზე წავედი.20 წუთში ევროპაბეთის წინ ვიყავი ლადო გარეთ იდგა მელოდებოდა
-სადაა?-მძღოლს ფული გავუწოდე და ლადოს სწრაფად მივუბრუნდი
-წამოდი,შიგნითაა-თავით მანიშნა უკან გავყოლოდი
თვალები მაგრად დავხუჭე მისი სახე კიდევ ერთხელ რომ არ დამენახა,თუმცა სხვა გზა არ მქონდა,გვერდზე მოვისროლე ყველანაირი სენტიმენტალიზმი და ხელი დავავლე,თავიდან ვერ მიცნო თუ რა დაემართა არ ვიცი ხარხარებდა და შემდეგ მომეხვია თავი მხარზე დამადო და გაიტრუნა.ძლივს წამოათრიეს იქიდან ბიჭებმა
-ასეთ დღეში სახლში ვერ წავიყვანთ,ნინო დეიდა გადაირევა,ჯობს ჩემთან წავიყვანოთ-ლადოს გადახედა გიგამ
-ჰო მასე ჯობს იმ საწყალ ქალს კიდე ეს უნდა?
-ხო მაგრამ სახლში რომ არ მივა უფრო არ გადაირევა?-ტუჩები დავიჭამე ნერვიულობისგან
-წეღან ველაპარაკე ვუთხარი ჩემთან რჩება დავლიეთთქო და ძინავსთქო
-მოკლედ რა!-თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე
ტაქსი გავაჩერეთ და ნახალოვკაში წამოვედით
-აუ ნია ბოდიში რა,მართლა ძაან დიდი ბოდიში ასე გვიან რო გამოგიყვანე მარა შენც ხო ნახე უშენოდ ვერ მოგვყავდა-მებოდიშებოდა ლადო
-ეგ არაფერი,ესაა ხო ამისი საქმე?-სიმწრისგან გამეცინა
-მე ვიყო უნამუსო თუ ვაბშე მცოდნოდა ამას თუ ისევ გაეკარებოდა
-მჯერა ლადო,რას მებოდიშები შენი რა ბრალია
თავი ჩემს მხარზე ედო,მგონი დაეძინა,ახლა არ ქონდა აზრი რამის თქმას,თუმცა დილა ხომ გათენდებოდა და აი მერე მართლა დავფარებდი თავზე ყველაფერს.ყელში მქონდა უკვე ამისი ლოლიავი ამოსული! ამხელა ბიჭი იყო და თავს ვერ აკონტროლებდა,ისეთი გაბრაზებული ვიყავი ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა და როდის მოვიდოდა გონს.სადარბაზომდე მიმაცილეს ბიჭებმა დავემშვიდობე და სახლში ამოვედი. ფეხაკრეფით შევიპარე სახლში და გაყინული ჩავწექი საწოლში.მთელი ღამე ძილი არ მომკარებია.დილით ჩამეძინა,რომ გამომეღვიძა ლადოს უამრავი ზარი დამხვდა ,მათ შორის იმ ვაჟბატონისიც.ლადოს გადავურეკე
-ხო ლადო მირეკავდი?-ვკითხე მთქნარებით
-რას შვები? ადექი უკვე?
-კი რა იყო?
-შეგიძლია გიგასთან ამოხვიდე?
-რატო რა ხდება?
-შენი ნახვა უნდა ამ დებილს და დალაპარაკება
-თვითონ ვერ მეტყოდა მაგას?-გამეცინა
-რცხვენია თვითონ-მასაც გაეცინა-ამოხვალ ხო?
-ისე კი აქვს სასირცხვილოდ საქმე,კი ამოვალ






___________________________________________
ესეც აკოს ფოტო იმედია წარმოსახვით აკოს სჯობს :D



№1  offline მოდერი bibo

Au vcem am bochs ra schirs ra ux ra kargad iwyeba da mere ras aketebs ar mesmisss erti rato urevs yvelapers ....mainc ro momwonaa ra ras miketebs :D kagebi xart da msurs ertad iyot bolomde .dachkviano es idioti bichi

 


№2  offline წევრი Pepper

გამოცდების ამბებზე ვიცინე , არაუშავს ვის არ შეგვტენია საგანი :დ

არ მოველოდი აკოსგან იგივე :(
ცუდია ძაან მაგრამ ისიც ვიცი ცუდი ჩვევებისგან თავის დაღწევა რო ასეთი ადვილი არაა. ალბათ რაღაც პრობლემა ჰქონდა თავი რომ შეიკავა მსგავსი რამისგან.
თანაც როგორც ვხედავ შენი ერიდება...
ცხოვრებისგან ზოგადად იმსახურებს ეს ბიჭი შანს თითქოს დაჩაგრულია..
შენ კიდე რაა ძალიან მგარი გოგოხარ , ყოველთვის მასთან ხარ როცა ჭირდები !!
ველი ველი შემდეეეგს <3

 


№3  offline წევრი kora

აქამდე, მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც ცხოვრებამ მოგაყენა, შენ სულ მასთან ხარ და მიუხედავად ყველაფრისა გვერდში უდგეხარ, ძალიან ძლიერი გოგო ხარ love მე მაინც მომწონს ეს გადარეული ბიჭი და ვფიქრობ, სადაც ამდენი აიტანე ამ ცოტასაც გაუძელი, ნუ წაართმევ ამ ბიჭს ცხოვრებისკენ მობრუნების შანსს, შენ მისი ერთადერთი ხსნა ხარ, გახსოვდეს, რომ ცუდ ჩვევებს შეუძლებელია ერთი ხელის მოსმით მოშორდე, აკოს დრო სჭირდება, მითუფრო, ფინანსურად უჭირს და ასეთ დროს თვითკონტროლი რთულდება, ალბათ, ამიტომაც მესმის ახლა მისი ამ მდგომარეობის და მეიმედება შენი სიძლიერეც, რომ დაძლევთ თქვე ამას და ბედნიერად იქნებით ერთად. უზომოდ მომწონს თქვენი წყვილი და მთელი გულით გგულშემატკივრობთ ორივეს love
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი Anye-Any

ისევ და ისევ დიდი მადლობა რომ კითხულობთ და ასეთი თბილი სიტყვები არ გენანებათ <3

 


№5  offline წევრი ტომა

ასე გავს ჯეიმს რაიანს? wink

 


№6  offline მოდერი Anye-Any

ტომა
ასე გავს ჯეიმს რაიანს? wink


ეგ რომელი მსახიობია :D

 


№7 სტუმარი niako

ეს მართლა აკოა? თუ ვინმე მსახიობის ფოტო გიდევს?

 


№8  offline მოდერი Anye-Any

niako
ეს მართლა აკოა? თუ ვინმე მსახიობის ფოტო გიდევს?


რომელი მსახიობი? :D რომელ მსახიობს ამსგავსებთ :D

 


№9 სტუმარი niako

არა მე ვერავის ვერ ვამსგავსებ. ისე ვიკითხე. როგორც მახსოვს არ აპირებდი სურათის დადებას და დამაინტერესა მართლა აკო იყო თუ უბრალოდ აკოს მსგავსი მსახიობი :D

 


№10  offline მოდერი Anye-Any

არ გაიგოს თავში აუვარდება :D

 


№11  offline წევრი cancara

აკო რა აკო რა დებილიხარ კიდე ეგ გინდოდა ბიჩეო შენ wink კაი გაგრძელე

 


№12 სტუმარი EmiIy

Auu rato mishIis nervebs es bichii!! Simpawiuri ki aris sheni fotoc raaa ^^ ai warmosaxvashi umagresi wkvili xart❤ prosta cota dachkviandes akoo

 


№13 სტუმარი Neni

ეს ბიჭი არ არის ქართველიიი.... wink

 


№14  offline წევრი Likaa..LM

Neni
ეს ბიჭი არ არის ქართველიიი.... wink

Sadauria aba ? :D :d

 


№15 სტუმარი nia

ეს ბიჭი არ არის ქართველი,არის ამერიკელი და საოცრად გავს დანელიას,მის ფოტოს ვერ დავებდი რადგან არ მინდა გაიგოს რომ ამ ისტორიას ვწერ და არც მინდა ვინმემ ნახოს მისი ფოტო. თუმცა ძალიან ჰგავს და ამიტომაც დავდე.იმედია ძალიან არ გამაკრიტიკებთ და გამიგებთ რატომაც არ ვდებ მის ფოტოს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent