შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 43

11-02-2016, 23:53
ავტორი mako-makako
ნანახია 2 455

ბექაზე ბედნიერი ამ წუთებში არავინ იყო ამ ქვეყნად.გულში საყვარელი ქალი ჰყავდა ჩახუტებული და წვიმის წვეთები სახეს უსველებდა.სიცოცხლე უყვარდა ამ წუთებში რომელსაც ანუკი წარმოადგენდა.ამ ლამაზი დღის სანაცვლოდ ყველაფერს დათმობდა და ყველაფერზე უარს იტყოდა ოღონდ ეს დღე არასოდეს დასრულებულიყო.ბექაური კი მის დაკუნთულ ხელებში თავს ძალიან დაცულად და ლაღად გრძნობდა,არც შხაპუნა წვიმა ადარდებდა და არც აივნებიდან გადმოყუდებული ინტერესით სავსე რამდენიმე წყვილი თვალები.მათთვის თითქოს დრო გაჩერდა და მხოლოდ ისინი არსებობდნენ დედამიწაზე.სიყვარული ეს არის ის ჯადოსნური გრძნობა რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს,არ აქვს მნიშვნელობა მტანჯველი იქნება თუ ბედნიერების მომტანი,სიყვარული ადამიანს აკეთილშობილებს,ის სხვა თვალით განახებს სამყაროს და გაძლევს იმის საშუალებას რომ იყო ბედნიერი.იყო თავდავიწყებით შეყვარებული და მის თვალებში მხოლოდ საკუთარ ანარეკლს ხედავდე.,,თუ ვინმე გიყვას ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ ღმერთი.'' ეს სიტყვები იმ ადამიანს ეკუთვნის რომელმაც გამოსცადა ეს ორმხრივი გრძნობა და დააფასა მისი ტკივილითა და ბედნიერებით. არ არსებობს ტანჯვის გარეშე სიყვარული,რადგან მას ფასი დაეკარგებოდა. ადამიანს მობეზრდება ყოველდღე ქეიფი და დროსტარება ასევეა მუდმივი ბედნიერება,რადგან თუ ტანჯვას არ გამოსცდი ვერ მიხვდები ბედნიერების ფასს, ვერ იგემებ ბედნიერების ჭეშმარიტ გემოს.ეს ყველაფერი ანუკიმ და ბექამ ერთად გამოარეს.იყო მათ ცხოვრებაში ისეთი მომენტები როდესაც ყველაზე მეტად ერთმანეთის მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებოდათ,მათ ერთად გადალახეს ყველა დაბრკოლება და ეხლა შემოდგომის წვიმაში ერთმანეთზე ჩახუტებულები იდგნენ ეზოში და ერთმანეთის სურნელს ხარბად ისუნთქავდნენ. ბექამ ნელა ააწევინა სახე გოგოს და მის თვალებს ნაზად ეამბორა.მერე ისევ შემოჰხვია მხრებზე ხელი და სადარბაზოში შეიყვანა.კიბეები აირბინეს და სახლში სულ გაწუწულები შევიდნენ.მთელი შემოსასვლელი დაასველეს.ბექაურმა ბიჭს ხელი საძინებლისკენ უბიძგა და სულ ხელის კვრით წაიყვანა რომ გამოეცვალათ. გასვიანს პირსახოცი ხელებში მიაჩეჩა და აბაზანაში შეაგდო შხაპის მისაღებად. თვითონ კი ლევანთან გაიქცა ტანსაცმლის მოსატანად,გამოცვლა არც კი გახსენებია ასე გაწუწული ეცა ზედგენიძის კარს და ზარი დარეკა.კარი ლევანის დედამ გაუღო, გოგოს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას სახეზე გაოცება გამოეხატა.
-რა მოგივიდა შვილო ასე სად დასველდი.-შეეკითხა ქალი ანუკის.
-გარეთ ვიყავი თამარი დეიდა და დავსველდი.-უდარდელად უპასუხა ბექაურმა.
-მერე საღამურებით შვილო?-არ ცხრებოდა ქალი. ანუკიმ ეხლა დაიხედა ტანზე და როდესაც მხოლოდ საღამურები დაინახა სახეზე ფერები გადაუვიდა.ასეთ ფორმაში იდგა ეზოში და ყველას დასანახავად ბიჭს ეხვეოდა.უცებ გაახსენდა რა ჭორებს აუგორებდნენ და ლამის სიცილი წასკდა ამ ყველაფერზე.
-რაღაც საქმე მქონდა და არც გამხსენებია რომ საღამურებით ვიყავი.ლევანი სახლშია?-ისე იკითხა ქალის სახე არც კი დაუნახავს,რომელიც ლამის იყო აყვირებულიყო.თამარს ანუკი საკუთარი შვილივით უყვარდა ამიტომ მისი დატუქსვა თუ შექება ყოველთვის შეეძლო გოგოც მოთმინებით ისმენდა ყველაფერს,მერე ის დალევანი გულიანად ხარხარებდნენ თამარის სიტყვებზე. ეს ქალი ძალიან უყვარდა ზედმეტად თბილი და ემოციური იყო,ამიტომ ყოველთვის ცდილობდა მისი ნათქვამისთვის ყურადღებით მოემინა და გაეთვალისწინებინა.
-კი შვილო სახლშია.შემოდი მანდ რას დგახარ.ეხლავე დავუძახებ.ქალი აივნისკენ წავიდა და შვილს შესძახა.
...
ლევანი იმ მომენტში გამოვიდა აივანზე და სიგარეტს ეწეოდა როდესაც ანუკიმ სადარბაზოდან გამოირბინა და ბექას მანქანის წინ დადგა.ზედგენიძე უყურებდა მეგობრებს და გული სიხარულით ევსებოდა.თავს ბედნიერად გრძნოდა რადგან მიხვდა რომ მათ შორის ყველაფერი მოგვარებული იყო და დაბრკოლება არ არსებობდა.მხიარულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და სიგარეტი აივნიდნ მოისროლა.შხაპუნა წვიმას ხელის გული შეუშვირა და კამკამა წყლით აივსო მაშინვე.სალო აივანზე გამოდიოდა როდესაც ძმამ წყალი შეასხა და სახე სულ გაუწუწა.იცოდა როგორ უყვარდა მის დას წვიმის წვეთებით დასველება და მომენტი ხელიდან არ გაუშვა.სალოს კისკისმა მთელი არემარე გადაფარა.ისე გულიანად და ლამაზად კისკისებდა ყყველას აიყოლებდა მისი შემხედვარე.ეს გოგო იყო დილით მზის ამოსვლა.მისი სახე მუდამ ბრწყინავდა როგორც მზის სხივი ამიტომ ლევანი მოფერებით მუდამ ,,ჩემს მზეს'' ეძახდა.მისით უხაროდა ცხოვრება,სალო კი უბრაოდ აღმერთებდა ძმას.მისი სიტყვა ყოველთვის გასათვალისწინებელი იყო,არასოდეს არ გადაახტებოდა თავს და მუდამ ერთად იცინოდნენ დაფრთხობილ თაყვანისმცემლებზე,რომლებსაც არა ერთხელ მოხვედრიათ ლევანისგან და მისი ორი სანაქებო ძმაკაცებისგან.ხან რომელი დადიოდა თვალჩალურჯებული და ხან რომელი,სალო კი მათი შემხედვარე მაშინვე ხვდებოდა ვისი ნამოქმედარიც იყო ეს ყოველივე.
ძმას გვერდით დაუდგა და თავი მხარზე დაადო.
-ლევან იცი რაღაც მინდა გკითხო,შეიძლება?-ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ გაბედულად წამოიწყო საუბარი გოგომ.
-გისმენ,მკითხე.-მაშინვე უთხრა ლევანმა და დას თმებზე ხელი ნაზად დაუსვა.
-ხვალ უკვე ცოლიანი ბიჭი იქნები,ხვალიდან უკვე გეყოლება გვერდით შენი საყვარელი ქალი და ალბათ ჩემთვის ისე ვეღარ მოიცლი როგორც ადრე არა?- სევდანარევი ხმით უთხრა დამ და თავი გვერდით შეაბრუნა რომ ლევანს მისი ცრემლები არ დაენახა.
-ჩემი სულელი გოგო.-სახე მოატრიალებინა და სველი სითხით დასველებული თვალები ხელის გულებით შეუმშრალა.-ეს რამ გაფიქრებინა.შენს ადგილს ვერასოდევ ვერავინ ვერ დაიკავებს,შენ ერთადერთი ხარ ჩემს ცხოვრებაში და მუდამ ასე იქნება.
-ანუ ისევ შენი მზე ვიქნები?-პატარა ბავშვივით გაუხარდა სალოს ძმის ნათქვამი და ცქმუტვა დაიწყო.მისი შემხედვარე ლევანი სიცილს ვერ იკავებდა.
-ხო,სულ ჩემი მზე იქნები ჩემო პატარა,სულელო გოგო.-უთხრა და გულში მაგრად ჩაიხუტა.ამ დროს დედა აივანზე გავიდა და ლევანს დაუძახა.
-ლევან,ანუკი მოვიდა და შენი ნახვა უნდა.-კარები გააღო თამარმა და თვითონ ოთახში გავიდა.ლევანს გაუკვირდა ბექაურის სტუმრობა მითუმეტეს როცა იცოდა რომ ბექა მასთან იყო.უცებ გავიდა აივნიდან და გაწუწულ გოგოს თვალი შეავლო.
-რა ხდება ანუ,ხომ მშვიდობაა?ბექა სადაა?-მაშინვე კითვები დააყარა გოგოს.
-კი ლევან,რა უნდა ხდებოდეს არაფერი განსაკუთრებული.ბექა აბაზანაშია.-უთხრა მხიარულად ბექაურმა და ირგვლივ მიმოიხედა ხომ არავინ გვისმენსო.
-ლევან რაღაც უნდა გთხოვო.-თითქმის ჩურჩულით უთხრა ბიჭს რომელიც მის ქცევას თვალყურს ადევნებდა.
-მითხარი.
-ბექა სულ სველია და იქნებ შენი ტანსაცმელი მომცე რომ ჩაიცვას?-უთხრა მორიდებით მეგობარს და შერცხვა.ლევანმა სხვანაირად არ იფიქროსო.
-ხო,ვიცი დავინახე თქვენი რომანტიკული სცენა შუა ეზოში.-სიცილი წასკდა მასინვე ლევანს.-აბა რა გეგონათ ამ წვიმაში ერთმანეთს რომ ეხუტებოდით?- ისე გულიანად იცინოდა ბიჭი რომ ანუკი უკვე ბრაზდებოდა.
-გეყო ეხლა სიცილი და მომეცი თუ მაძლევ თანსაცმელს.-უკვე გაბრაზება აღბეჭდა ბექაურს სახეზე.
-კაი ხო,ნუ იბუსხებო მოგცემ აბა რას ვიზამ.ხვალ მეჯვარე ხომ მჭირდება მე.რომ გაცივდეს მერე მე უნდა დამბრალდეს.-სიცილით გავიდა ოთახში ზედგენიძე და მალე სპორტულებით ხელში დაბრუნდა უკან.-მე არ მინდა ეს ტანსაცმელი,მაინც ბექასია და ჩაიცვას.ასე რომ ჩემსას კი არ ვთხოვნი თავისას ვაძლევ.-კარგად ხალისობდა ლევანი ანუკის აწითლებულ სახეზე რადგან იცოდა როგორ სრცხვენოდა მეგობარს მაგრამ თავს ვერ იკავებდა.
-მასხარა ხარ რა.-გაგულისებულმა მიაძახა მომცინარ ლევანს და კარებში გიჟივით გავარდა.ძმის შემხედვარე სალოც კარგად ხალისობდა რომელიც ამ ხნის მანძილზე სამზარეულოში იყო და უსმენდა მეგობრების საუბარს.მანაც კარგად იცოდა ანუკის ხასიათი და ხვდებოდა ეხლა რა სახე ექნებოდა როცა ბექას მშრალ ტანსაცმელს მიუტანდა და პირსახოც შემოხვეული დახვდებოდა ოთახში.
-ბექა აქ რატომ არ ამოვიდა?-სხვათაშორის დასვა შეკითხვა უმცროსმა ზედგენიძემ.
-რას გაუგებ შეყვარებულ წყვილს.-გასცა ორაზროვანი პასუხი ბიჭმაც და მხიარულად მიაშურა საძინებელს.დღეს ბოლო ღამე იყო მარტო ძილის,ამიტო კარგად უნდა გამოეძინებინა რადგან ხვალიდან უკვე მის საწოლში ცარიელ ადგილს ქალბატონი ნია დაიკავებდა თავისი ლამაზი სხეულით.მგონი სიზმარშიც ნიას ხედავდა ლევანი რადგან ასე ტკბილად მგონი არასოდეს სძინებია.
...
ანამ სპორტულებს დასტაცა ხელი და სახლში ჩაირბინა.აბაზანიდან ბექა უკვე გამოსული იყო და პირსახოცი წელზე შემოეხვია.ამის დანახვაზე ბექაურს კიდევ ერთხელ გადაუარა ფერებმა.მისი საღამურები ისეთი სველი იყო ყველაფერი გამჭირვალე ჩანდა.ეტყობოდა შიგნით რა და როგორი ეცვა.ცოტა შეიშმუშნა და ბექას ღვალი აარიდა,რომელიც თვალს არ აშორებდა მის უზადო სხეულს.
-ეს სპორტულები შენია და ჩაიცვი.-ცოტა ხანში გამოფხიზლდა ანუკი და სპორტულები გაიწოდა ვაჟს რომელიც აქამდე ხეში ეჭირა.
-შენ საიდან?-გაუკვირდა გასვიანს.
-ლევანს გამოვართვი..მითხრა რომ შენია და მოგიტანე.-უცებ აუსხნა ყველაფერი და სპორტულებს ხელი გაუშვა.
-ხოოო.მადლობა.ეხლა შედი და შენც გამოიცვალე.არ გამიცივდე.-აბაზანისკენ ხელით ანიშნა ბექაურს და თვითონ კი სპორტულის ზედა გადაიცვა.ანუკიმ პირსახოცს და ტანსაცმელს ხელი დასტაცა და აბაზანაში შეიკეტა.კარი საგულდაგულოდ გადაკეტა შიგნიდან თითქოს ვინმე უვარდებაო.ცოტა ხანში მშრალი და სასიამოვნო არომატით გაჟღენთილი გამოვიდა ოთახში.ბექა საწოლზე იწვა უკვე ჩაცმული და კომპიუტერში სურათებს ათვალიერებდა.სახეზე მალ მალე გაკვირვება აღებეჭდებოდა.ბექაურიც გვერდით მიუწვა და თავი მკერდზე დაადო.ესიამოვნა გასვიანს სასიამოვნო და ნაცნობი სურნელის შეგრძნება.გოგოს თავზე აკოცა და სურათების თვალიერება განაგრძო.
-ეს სურათები როდის გადაიღე მე რომ არ მინახავს.-ჰკითხა გოგოს ბოლოს ის რაც აინტერესებდა.
-ჩუმად გიღებდი.მიყვარს როცა ისეტ მომენტებს ვიჭერ რომლებიც ჩემთვის დასამახსოვრებელია.-გაუღიმა ანუკიმ და ქვედა ტუჩზე მსუბუქად უკბინა.
-ოხ შე ცელქო გოგო.-ბექაურის საქციელზე გაეცინა ბექას და კომპიუტერი იქვე დუმბოზე დადო.ანუკისკენ გადაბრუნდა და ზემოდან მოექცა.-ეხლა კი მიფრთხილდი.-მხიარულად გააფრთხილა და ღუტუნი დაუწყო.ანუკი იმდენს იცინოდა რომ თვალებიდან უკვე ცრემლები სცვიოდა ბექა კი მის ამ საყვარელ ხვანცალზე ბევრს ხალისობდა.ბოლოს დაღლილები მიესვენნენ საწოლზე და ერთმანეთზე გადაჯაჭვულებს ღრმად ჩაეძინათ.დილით ადრე გაეღვიძა ბექაურს, რადგან არ უნდოდა მის მშობლებს ბექა მასთან სახლში ენახათ.თან დღეს ქორწილი იყო და მოსამზადებლად ორივეს დრო სჭირდებოდათ.ნელა შეაღვიძა მასზე მოკალათებული ბექა და ასადგომად გაემზადა,როცა მკლავში დაქაჩა ვაჟმა და ისევ თავის ადგილას დააბრუნა.
-ადექი რა ბექუ,შენი წასვლის დროა სადაცაა დედა მოვა და არ მინდა აქ გნახოს.-აწუწუნდა ბექაური.
-ცოტა ხანსაც რა.ვერ გელევი ხომ ხედავ,სულ შენთან მინდა.-მაგრამ მოჰხვია ხელები ანას და ტუჩებზე დააცხრა.კარგა ხანს კოცნიდა მის ბროწეულისფერ ტუჩებს სანამ უჰაერობამ არ შეაწუხა.ბოლოს როგორც იქნა მოსწყდა,ფეხზე წამოდგა და გასასვლელად გაემზადა.ანუკიც გვერდით ამოუდგა და მხიარულად გავიდა სამზარეულოში.
-დღეს 1 გამოგივლი და მზად იყავი.ერთად წავიდეთ ნიასთან სახლში.-უთხრა ბექამ და კარები გააღო გასასვლელად.
-კარგი მზად ვიქნები.მიყვარხააარ.-კარებში გასულს უკან დაადევნა პასუხი.
-მეც მიყვარხარ ჩემო ცხოვრება.-ბექამ კარები გაიხურა და წავიდა.ანუკი კი სარკის წინ დადგა და მომზადება დაიწყო.გარდირობიდან წითელი სწორი გრძელი კაბა გადმოიღო,ჩაიცვა ელვა შესაკრავი ბოლომდე აიწია და სარკის წინ დატრიალდა. კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.ეს კაბა მის სხეულს ლამაზად გამოკვეთავდა და მის უზადო სხეულს ხაზს უსვამდა.თავისი ხვეული თმები გაიშალა და მარჯვენა მხარეს ხელოვნური ლამაზი წითელი ვარდი დაიმაგრა.მაკიაჟი საკმაოდ კარგი გამოუვიდა.საათს გახედა უკვე პირველის 15 წუთი იყო.ყავის დალევას მოასწრებდა და სამზარეუულოში გავიდა.მშობლები უკვე მოსულები იყვნენე და ისინიც ემზადებოდნენ.მზიამ ქალიშვილი რომ დაინახა ცრემლები წამოუვიდა. მივიდა და გულში ჩაიკრა გოგო.
-კარგი რა დე,ნუ ტირიხარ თორემ მეც ავტირდები და მაკიაჟი გამიფუჭდება.- უთხრა ანიმ დედას.
-ხო,კარგი კარგი.აღარ ვტირივარ.უბრალოდ იმდენად ლამაზი ხარ თავი ვერ შევიკავე.-თავი იმართლა მაშინვე მზიამ.
-მამას გოგოა და აბა უშნო ხომ არ იქნება?-ოთახიდან ეხლა ნოდარი გამოვიდა და შვილი აათვალიერა.
-ოხ შეიფერა ეხლა.-ცხვირი აიბზია მზიამ და ჩაიდანი დადგა.
-აბა როგორ.-არ დააკლო ნოდარმა.
-კარგით ეხლა გეყოთ თორემ გავწითლდები.-გაიხუმრა ბექაურმა და ყველა გააცინა. მშობლები უკვე მზად იყვნენ,მზიას შავი შარვალი და ბეჟი ფერის პერანგი ეცვა. ამხელა ქალი ისეთ ლამაზ ფორმაში იყო ახალგაზრდებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ნოდარს კი შავი ტილოს შარვალი და თეთრი პერანგი ჩაეცვა.ძალიან სიმპატიურრად გამოიყურებოდა ისიც.ყავა დალიეს და მისაღებში დასხდნენ ბექას მოლოდინში.
...
ბექამ კიბეები აირბინა და ლევანთან შევიდა.ყველას გაუხარდა მისი დანახვა.მითუმეტეს ლევანს რომელიც დილიდან მღევარებას შეეპყრო.
-რა ხდება ტო რა გჭირს?-შეეკითხა ძმაკაცს.
-არ ვიცი,ჰაერი არ მყოფნის.ცუდად ვარ ძმაო.-ამოიხავლა ზედგენიძემ და იქვე მდგარ წყლიან გრაფინს დასწვდა.ეგრევე მიიყუდა და ახევრად დაცალა.ბექა კი გაოგნებული უყურებდა.არ იცოდა ასეთ დროს რა უნდა ეთქვა.ბოლოს როგორც იქა სიტყვებს მოუყარა თავი და მეგობრულად დაჰკრა ლევანს მხარზე ხელი.
-კაი ტო დაწყნარდი.ეს ყველას მოსდის.ქორწილის გამო ხარ ასე.ეგ არაფერი ყველაფერი ნახე რა მაგრად ჩაივლის და ნახე როგორ ბედნიერ დღედ დაგრჩებად მოგონებებში.-დაამშვიდა ზედგენიძე და საქოლზე ჩამოჯდა.
-შენც გახდები სასიძო და ვნახავ მერე როგორ იჭიკჭიკებ.-აქეთ შეუტია ბექას.
-არაუშავს მერე გამოცდილი და აწ უკვე სიძე დამამშვიდებ.-ხუმრობა დაიწყო ბექამ რომ როგორმე აეყოლიებინა ბიჭი.
-კაი მორჩი ეხლა ამდენ ლაზღანდარობას და გაემზადე ხომ იცი მეჯვარე ხარ და მაგრად უნდა გამოიყურებოდე.,,ბომჟები'' არ მჭირდება მე გვერდით.-სიცილს ვერ იკავებდა ზედგენიძე როცა ამ ყველაფერს გასვიანს ეუბნებოდა.
-მოკლედ შენ ხომ ვერაფერი დაგაჭკვიანებს რა.-ზურგი აქცია ბიძაშვილს და ბიცოლას გსძახა კარიდან.
-თამარი ბიცოლა,ჩემი შარვალ-კოსტუმი სად არის?-ცოტა ხანში სალო შემოვიდა მის ტანსაცმლით ხელში და საწოლზე დაალაგა.გოგოს მოკლე პენუარი ეცვა და ასე დატანტალებდა სახლში.
-გოგო რამდენჯერ გითხარი ეგრე ნუ დადიხარ მეთქი.თორემ ლამისაა ფანჯრებიდანაც კი შემოგივარდნენ მეზობლები შენი ლამაზი ფეხების ყურებაში.-ბექამ მხიარულად უთხრა სალოს და შუბლზე აკოცა.
-მოკლედ შქვენ ხომ სულ ხუმრობის ხასიათზე ხართ რა.გარეთ ასე არ ჩაიცვა,სახლში ასე არ გაიარო.მაშინ მონაზვნის კაბას ჩავიცმევ და ვივლი შინ და გარეთ ასე.-ვითომ გაიბუსხა გოგო და ტუჩები გაბრუნჩა.
-კაი ტო შენმაინც რა გჭირს.აქეთ შენი ძმა იქით შენ.გეხუმრე ხო.გინდა ეგეც გაიხადე და საცურაო კოსტიუმით იარე სახლში.მერე კი მართლა შემოგივარდებიან და ჩვენ ვეღარ გიშველით.-ისეთ მაგარ ხასიათზე იყო დღეს გასვიანი რომ ეს ტველაფერსი ეტყობოდა.
-შენ რაღაც ძაან კარგ ხასიათზე ხარ და რა ხდება?-დაეჭვებით გახედა სალომ.
-ბედნიერი ვარ და იმიტომ.-ორაზროვნად უპასუხა ბექამ და სააბაზანოში ჩაიკეტა. სალოც თავის ოთახში გავიდა და მომზადება დაიწყო.ლევანი კი ნერვიულად დააბიჯებდა მთელს ოთახში და ვერ მშვიდდებოდა.
ამ დროს კი ნიას სახლში მხიარული მუსიკა ჩაერთოთ და სულ ცეკვა თამაშით ლამაზდებოდა პატარძალი.დედამისი ხომ სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, ერთადერთი ქალიშვილი უთხოვდებოდა და ისიც სიყვარულით არაჩვეულებრივ ბიჭზე.ამაზე მეტი რა უნდა ენატრა.ნია საკუთარ ანარეკლს უყურებდა სარკეში და ბენიერებისგან ბრწყინავდა.გოგოები მასთან ვერ მივიდნენ რადგან მომზადება მათაც უნდოდათ.თან ანუკი ლევანის მაყრიონს ეკუთვნოდა თეკო კი ორსულად იყო დ იმდენად ვერ გადაღლიდა.პირველ საათზე მაინც ყველა ერთად მოიყრიდა თავს და 2 საათზე კი მეტეხის ეკლესიაში მამაო დასწერდა ჯვარს.მერე ჯვარზე ავიდოდნენ, შემდეგ კი რესტორანსი მთელი ღამე.დილის 5 საათზე კი ლონდონში მიფრინავდნენ 3კვირა.ეს მეგობრების საჩუქარი იყო.იქ ბექას სახლი ჰქონდა,ამიტომ მთელი თაფლობის თვე სასტომროში არ მოუწევდათ ყოფნა.უბედნიერესი იყო ნია.ლევანი მისი ცხოვრების მეგზური გახდებოდა დღეს და ეს ყველაფერი ლამაზ სიზმარს გავდა რომელიც ცხადად იქცა.
...
დილით მირანდას სანდროს მკერდზე გაეღვიძა.თვლები კარგად მოიფშვნიტა სიზმარი ხომ არ არისო,მაგრამ როცა დარწმუნდა ამ ყველაფრის სიცხადეში დამდუღრულივით წამოხტა ფეხზე.სანდროს მაშინვე გამოეღვიძა და მჟავიას სასოწარკვეთილი სახის დანახვაზე ფერი ეცვალა.ამას ნამდვილად არ მოელოდა.არ ეგონა გოგო თუ ასე დაფრთხებოდა მის დანახვაზე.ზეწარი სხეულზე ჰქონდა აფარებული და გაქვავებილი იჯდა საწოლის კიდეზე.ნელა მიუახლოვდა გიორგაძე და მკლავზე ხელი დაადო.გოგონა შეხტა და უფრო მეტად შეშინდა.სანდროს სისხლმა აასხა ტვინში. მიხვდა რომ მირანდსთვის ეს ყველაფერი რაც გუშინ მოხდა ადვილი გადასატანი არ იქნებოდა რადგან მაშინ ის იმპუსებით მოქმედებდა ნასვამ მდგომარეობაში,ეხლა კი სრულიად ფხიზელი საღი გონებით განსჯიდა ყველა მოქმედებას თუ სიტყვას. შეეშინდა კიდევ ერთხელ მისი დაკარგვის.ეხლა კი ნამდვილად ვერ გადაიტანდა მასთან დაშორებას.იმის მერე რაც გუშინ მათ შორის მოხდა,რაც მირანდამ უთხრა, ეს ყველაფერი სიმართლე იყო და არ დაუშვებდა მისი უაზრო შიშის გამო კიდევ ერთხელ დაეკარგათ ბედნიერება.ზეწარი მანაც შემოიხვია სხეულზე და საწოლიდან გადმოვიდა.მირანდას გვერდით დაჯდა და სახე მაღლა ააწევინა.გოგონას თვალებში ვერაფერს ამოიკითხავდი სიცარიელის გარდა.იქ არანაირი განცდა თუ გრძნობა არ ჩანდა.მხოლოდ და მხოლოდ სიცარიელე.ალბათ მის გულშიც ამ სიცარიელეს დაებუდებინა.თვალი კედლისთვის გაეშტერებინა და სანდროს არც კი უყურებდა.
-მირანდა...მირადა..-რამდენჯერმე დაუძახა ბიჭმა მაგრამ მას რეაგირება არ ჰქონდა. ცოტა არ იყო შეეშინდა სანდროს.ხელები მკლავებში ჩაავლო და ოდნავ შეანჯღრია.
-მირანდა.ნანობ იმას რაც ჩვენს შორის მოხდა?-ხმაჩახლეჩილმა ჰკითხა სანდრომ და პასუხის მოლოდინში გული მოეწურა.თითქოს ამ სიტყვებმა გონს მოიყვანა და სილა შემოარტყესო ისეთი თვაებით შეხედა გიორგაძეს.
-და რა მოხდა ჩვენ შორის?-ისე იკითხა თითქოს თვითონ არ იჯდა სანდროს წინაშე ნახევრად შიშველი.ამ კითხვის გარდა ყველა პასუხს ელოდა გიორგაძე,მხოლოდ ამას არა.ხმა ვერ ამოიღო.დადუმდა.სიტყვა გზაში გაუწყდა და გაოცებულმა თვალებგაფართოებულმა შეხედა მჟვიას რომელსაც სახეზე ფერი არ ედო.
-მირანდა კარგად ხარ?-მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა ვაჟმა და გაჩუმდა.მისი გონება ამ ყველაფრის გადახარშვას და გაანალიზებას ცდილობდა.
-კი კარგად ვარ.-უცებ მის წინაშე ისევ ძველი მირანდა იდგა.ცივი და უგულო,როგორიც აქამდე იყო.ის თბილი მოსიყვარულე და გულახდილი გოგო რომელიც წუხელ პირველად ნახა სადღაც გამქრალიყო.მჟავია ფეხზე წამოდგა და ზეწარი მჭიდროს მოიხვია სხეულზე.
-მირანდა რა გჭირს?მაოცებ უკვე.-ვერ დამალა სანდრომ მისი საქციელიდან გამოცვეული გაოცება.
-რა უნდა მჭირდეს სანდრო არაფერი.მე კარგად ვარ.შეგიძლია ჩაიცვა და წახვიდე. დღეს ქორწილია და უნდა მოვემზადო.-ისე ცივად უთხრა სანდრო ადგილზე გაშეშდა.ერთი წუთით ისიც კი წარმოიდგინა წუხანდელი ღამე ხომ არ დამესიზმრაო. მაგრამ როცა ტანზე დაიხედა მიხვდა რომ ეს სიზმარი არ იყო.ფეხზე გაშმაგებული წამოხტა და გოგოს წინ აესვეტა.ხელები მაგრად მოუჭირა მკლავებზე და თვალებში ჩახედა.მისი თვალებიდან მრისხანება ჩქეფდა.
-შენ რა სულ გააფრინე?რას ქვია ჩავიცვა და წავიდე.ასე ადვილად მკრავ ხელს იმის მერე რაც გუშინ მოხდა?-უკვე ყვიროდა გიორგაძე.მის ყვირილზე მირანდას წარბიც კი არ შეუხრია.
-მერე რა თუ ქალს და მამაკაცს ერთად ეძინათ და სექსი ჰქონდათ?ეს ხომ ბუნებრივია?-ისე გულცივად საუბრობდა ამ ყველაფერზე თითქოს მისთვის ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა,არც ის ანაღვლებდა ვინ იქნებოდა მისთვის პირველი მამაკაცი და უბრალოდ იმპულსებს აყოლილი ქალი იყო,რომელმაც ისიამოვნა ამ ყველაფრით და მეორე დღეს ეს მისთვის მეორე ხარისხოვნად იქცა.
-რააა?შენ გოგო მართლა გაგიჟდი თუ მე გიდა გამაგიჟო?-სანდროს უკვე ნერვებმა უმტყუნა და მკლავებზე უფრო მაგრად მოუჭირა ხელები.მირანდა ადგილიდან არ იძვროდა,არც ტკივილს გრზნობდა.ან იქნებ გრძნობდა და უნდოდა კიდეს ამ ტკივილის ატანა,რადგან ხვდებოდა რომ სანდროსთვის ამ სიტყვების მოსმენა ასმაგ ტკივილს უდრიდა ვიდრე მისი მოჭერილი ხელები თავის მკლავებზე.
-სულაც არა.უბრალდო ის გითხარი რასაც ვფიქრობ.-თვალებში ჩახედა და ასე ამაყად გამოუცხადა ეს ყველაფერი.
-მირა გთხოვ,გემუდარები მითხარი რომ ეხლა რაც თქვი უბრალოდ ჩემს გასაბრაზებლად თქვი და ეს სინამდვილე არა.გევედრები მითხარი რომ იხუმრე.- სანდრომ ხელები შეუშვა გოგოს და უკვე ვედრებაზე გადავიდა.მჟავია ხედავდა როგორ გაანადგურა მის წინაშე მდგომი მისთვის ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანი მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.გუშინ გრძნობებს არ უნდა აჰყოლოდა მაგრამ აჰყვა.ამიტომ ეხლა უკვე საღ გონებაზე მყოფი იგივე შეცდომას ვერ დაუშვებდა და სანდროს საფრთხეში ვერ ჩააგდებდა.
-სულაც არ მეხუმრება.გუშინ რაც გითხარი ის ყველაფერი იყო ტყუილი ხოლო რასაც ეხლა გეუბნები სიმართლეა.უბრალოდ გუშინ ძალიან ბევრი დავლიე და თავი ვეღარ გავაკონტროლე აი ამის შედეგიც.-და ხელით საკუთარ ნახევრად შიშველ სხეულს გაუსვა ხაზი.
-ანუ იმის თქმა გინდა რომ არ გიყვარვარ და რაც ჩვენ შორის მოხდა ამ ყველაფერს ნანობ?-ჰკითხა უკვე ჩაგდებული ხმით სანდრომ.რომელსაც საუბრის თავი კი არა მოსმენის თავიც აღარ ჰქონდა ისე იყო განადგურებული.
-წუხანდელი ნათქვამი ყოველი სიტყვა ტყუილი იყო,ხოლო სინანულს რაც შეხება როცა ადამიანი რაღაცას აკეთებს ის არასოდეს არ უნდა ინანოს.თუნდაც არასწორი საქციელი იყოს.თუ ამაზე დარდობ გეტყვი რომ არც მე ვნანობ წუხანდელ ღამეს.- ისე ცივად წარმოსთქვა ეს სიტყვები გეგონებათ სანდროს ცივი ყინულიანი წყალი გადაასხეს თავზეო.
-და ეს ნაბიჯი შენთვის არასწორი იყო?-ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ამ გოგოს ან ასე რატომ ეთამაშებოდა.
-რა გინდა სანდრო?რაც საჭირო იყო ყვეაფერი გითხარი კიდევ რისი მოსმენა გინდა ჩემგან?-უკვე მირანდა აფეთქდა და აყვირდა.
-მხოლოდ იმის რომ მითხრა ეს შენთვის შეცდომა იყო?მხოლოდ ამაზე მიპასუხე და მეტს აღარაფერს გკითხავ.-თავი ძირს ჩაღუნა გიორგაძემ და პასუხს ასე გარინდული ელოდა.
-მაინც რისი მოსმენა გინდა?-არ იცოდა რა უნდა ეპასუხა.თუ ეტყოდა რომ არ იყო შეცდომა მასინ სანდრო აღარ დაუჯერებდა რომ არ უყვარდა,ხოლო თუ ეტყოდა რომ ეს შედომა იყო ამით მას გულს საბოლოოდ მოუკლავდა.ს კი არ უნდოდა. მოკლედ გამოუვალ მდგომარებაში იყო.
-სიმართლის,მხოლოდ სიმართლე მითხარი რაც არ უნდა მტკივნეული იყოს,არ დამიმალო და არ დმაინდო.მირჩევნია სიმართლე ვიცოდე და ვიდრე ტყუილში ვიცხოვრო.
-მაშინ გეტყვი რომ ეს ღამე შეცდომა იყო ოღონდ არ ვნანობ ამ ყველაფერს.რაც მოხდა მოხდა.ამას უკვე ვეღარაფერი შეცვლის.ამიტომ ჯობს ყველაფერი დავივიწყოთ და ისე გავაგრძელოთ ცხოვრება ვითომც არაფერი მომხდარა.-უთხრა ქალმა და ზურგი აქცია. ამ სიტყვებზე სანდროს გონება დაებინდა,ჭკუა გადაეკეტა და გოგო მთელი ძალით შემოაბრუნა.
-შენ რა ადამიანი ხარ.მანდ გულის მაგივრად ქვა გაქვს.არ ხარ სიყვარულის ღირსი.შენ მე გამომიყენე,არაკაცად გამომიყვანე რომელმაც ქალის სიმთვრალით და სისუსტით ისარგებლა და შეაცდინა.რომელმაც ნამუსი ახადა და ეხლა მეუბნები რომ ეს ყველაფერი დავივიწყო?უკანასკნელ ქალსაც კი არ მოვექცეოდი ცხოვრებაში ესე და შენ მეუბენბი ქალს რომელიც მტელი გულითმიყვარს,რომელიც ქვეყანას მირჩებნია ასე არაკაცურად მოვექცე?რა გინდა ჩემგან?რას მოითხოვ,მითხარი რა გავაკეთო? გინდა მუხლებზე დაგიდგები და ისე გთხოვ რომ არ მომქცე ასე.ნუ გამიმეტებ ამხელა ტანჯვისთვის.იცი აქ რომ ჩამოვედი ვერც კი ვანატრებდი რომ შენთან ვიქნებოდი, მაგრამ გუშინ მე სულ სხვა მირანდა დავინახე შენში,რომელსაც საშუალებას არ აძლევ ჰორიზონტზე გამოვიდეს,რომელსაც უყვარს სიცოცხლე და ამ სიცცხლით ტკბობა.შენ კი ამ ყველაფერს სიმთვრალეს აბრალებ?შენ გუშინ სანამ დატვრებოდი იქამდე გამოხატე ჩემს მიმართ სითბო და სიყვარული.ამას რას დააბრალებ?-უკვე იმხელა ხმაზე ყვიროდა სანდრო ვერც კი იაზრებდა.მაგრად ჩაფრენოდა გოგოს მკლავებში, უფრო და უფრო უჭერდა ხელებს.მირანდა კი გარინდული იდგა,ხმას არ იღებდა მხოლოდ თვალებსი უყურებდა სანდროს და ხვდებოდა რომ ამ ბიჭს საბოოლოოდ მოუკლა ცხოვრების ხალისი,სიცოცხლე შეაძულა და ზურგით ისე დასცა მიწაზე რომწამოდგომაც კი გაუჭურდებოდა.მის ჯერ კიდევ შეუხორცებელ ჭრილობებს კიდევ ერთხელ დაუსვა დანა და უფრო გააღრმავა.-რას გაჩუმებულხარ ამოიღე ხმა, მითხარი რომ ვცდები არ ვარ მართალი.მითხარი რომ რასაც წუხელ მეუბნებოდი ეს ყველაფერი ტყუილი იყო.მითხარი გთხოვ და რაც ეხლა აქ მოხდა ყველაფერს დავივიწყებ.-სასოწარკვეთილი ევედრებოდა სანდრო.მაგრამ მირანდა ხმას არ იღებდა.ბოლოს მიხვდა რომ ის არაფერს არ ეყოდა მან უკვე თქვა თავისი სათქმელი. უხმოდ გაუშვა ხელები.თავისი ტანსაცმელი წამოკრიფა და სწრაფად ჩაიცვა. ბოლოჯერ შეხედა გოგოს და გარეთ გიჟივით გამოვარდა.კარები იმხელაზე მიიჯახუნა ზურგს უკან რომ კედლებმაც კი დაიწყეს ზანზარი.მხოლოდ ამის შემდეგ მისცა მირანდამ აქამდე ნაგროვებ ცრემლებს გზა.იქვე მოწყვეტით დაეშვა იატაკზე და მთელი ხმით აღრიალდა.ტიროდა გულამოსკვნილი.ისე რომ მისი ტირილით ზეცაც კი შეიძრებოდა.არ ნანობდა,წუთითაც კი არ ნანობდა და არსოდეს ინანებდა წუხანდელ ღამეს,რადგან სანდრო სიგიჟემდე უყვარდა და ეს იყო მისთვის ყველაზე ლამაზი ღამე მის ცხოვრებაში.ამას სანდროს ალბათ ვერც ეტყოდა მაგრამ ტვითონ ხომ იცოდა რომ ამით ის მხოლოდ ბედნიერი იყო.მხოლოდ სანდროს ეკუტვნოდა მისი გულიც და სხეულიც.მხოლოდ ის იყო ამყველაფრის პატრონი და მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა.მირანდა არ აპირებდა ამ ყველაფრის ვინმე სხვისვის დათმობას.ბოლოს თავი ხელში აიყვანა ტელეფონი მოძებნა და ნიას ნომერი აკრიბა.ხმა დაიმშვიდა და უდარდელად ჩასძახა ტელეფონის მეორე მხარეს.
-როგორ ხარ პატარძალო?-ისეთი მხიარული იყო,ვერც კი მიხვდებოდი რომ რამდენიმე წუთის წინ მისთვის უმძიმესი წუთები გადაიტანა.
-კარგად მირა შეენ?-მხიარული იყო ნიაც.
-მეც კარგად.რას შვები ემზადები?
-კი ვემზადები.შენ არ გამომივლი?თუ სხვებთან ერთად მოხვალ?-შეეკითხა გოგო.
-რაღაც მინდა გკითხო და ამაზეა დამოკიდებული რას ვიზამ.-უთხრა მირანდამ და პასუხს დაელოდა.თან პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა.
-გისმენ მითხარი.-ისეთი მხიარულიი იყო მგალობლისვილი რომ მისი სიხარული აუცილებლად გადააედებოდა მჟავიას ასეთი განადგურებული რომ არ ყოფილიყო.
-შეიძლება ჩემი მეგობარი წამოვიყვანო?იცნობთ თქვენ ანუკის საქმეს იძიებდა.
-კი რა თქმა უნდა.რას მეკითხები წამოიყვანე.
-კარგი მაშინ მეც მასთან ერთად მოვალ რადგან სახლი არ იცის.მადლობა ნია.აბა დროებით.- მადლობა გადაუხადა გოგოს და დაემშვიდობა.
-კაი მაშინ დროებით მირა და გელოდები.-ტელეფონი გათიშა მჟავიამ და აბაზანაში შევიდა.მალე მოწესრიგდა და ლადოს დაურეკა ყვეაფერი მოკლედ აუხსნა და სთხოვა რომ პირველ საათზე მასთან გაევლო რომ ერთად წასულიყვნენ.ლადომ ყველაფერზე თანხმობა განუცხადა და ტელეფონი გაუთიშა.მჟავიამ ქორწილისთვის ნაყიდი შავი წელში გამოყვანილი და ქვემოთ დავარდნილი კაბა ჩაიცვა.რომელსაც წინა მხარე სულ დახურული ჰქონდა და უკან ზურგი ნახევრად ამოღებული.სიკვდილის ანგელოზს გავდა რომელის ყველას თვალებს უბრმავებდა თავისი სილამაზით.თვალები შავი ფანქრით მოიხატა,მაკიაჟის გაკეთება ბიცოლამ ასწავლა რადგან ის გრიმიორი იყო მსახიობების,თბილისში თეატრში მუშაობდა.მხოლოდ განსაკუთრებულ დღებში იკეთებდა საკმაოდ დახვეწილ მაკიაჟს და ეს დღე დღეს იყო.ამიტომ ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო.თმელი ბოლოებში დაიხვია და ცალ მხარზე გადმოიყარა.უკვე მზად იყო და ლადოს ეოდებოდა რომერთად წასულიყვნენ.ბიჭმა არ დააგვიანა ცოტა ადრეც კი მოვიდა.საკმაოდ სიმპატიური ვაჟკაცი იყო.წვერი გაეპარსა და ასე უფრო ნათელი სახე უჩანდა.მისი ლამაზი თაფლისფერი თვალები ანათებდა.საკმაოდ კლასიკურად გამოიყურებდა.ლურჯი შარვალ კოსტიუმი ეცვა და თეთრი პერანგი.მირანდას მის დანახვაზე ენა ჩაუვარდა.სამსახურის გარდა თითქმის ლადო არსად უნახავს არაოფიციალურ ფორმასი და ძალიან მოეწონა.კაპანაძემკი მჟავიას დანახვისას სიტყვებს ვერარ მოუყარა თავი იმდენად გამაოგებლად გამოიყურებოდა გოგო. ხელმკლავი გამოსდო და ასე დატოვეს სახლი.
...
სანდრო განადგურებული წამოვიდა მირანდას სახლიდან.ვერ ხვდებოდა ეს გოგო რა თამაშს ეთამაშებოდა.ხან ეუბნებოდა რომ არ უყვარდა,შემდეგ ამდენი ხნის განშორების მერე ეუბნებოდა რომ უყვარდა.როცაყველაფერი დალაგდა მათ შორის და მოსახდენი მოხდა ამის მერე საერთოდ სამუდამოდ კრავდა ხელს და ამ ყველაფერს შეცდომას უწოდებდა.დაბნეული იყო და არ იცოდა რა ეფიქრა.რა უნდა გაეკეთებინა მაგრამ ერთი რამ კარგად ესმოდა რომ მირანდა იტყუებოდა.აქ საქმე სულ სხვა რამეში იყო და ამას აუცილებლად გაარკვევდა.სახლში არ მისულა არ უნდოდა თეკოს ასეთ დღეში ენახა.ამიტომ პირდაპირ ლექსოს დაადგა თავს.კარები გააღო თუ არა შამანაურმა ხმა ვერ ამოიღო გაკვირვებისგან.
-არ შემომისვებ?-სევდიანი ღიმილით ჰკითხა ვაჟმა.
-შემოდი,შემოდი.არ გელოდი და ცოტა არ იყოს გამიკვირდა.-კარები კარგად გააღო და ბიჭი შემოატარა ლექსომ.
-ეგ არაფერი ხდება ხოლმე.-გაუღიმა გიორგაძემ და დივანზე მოწყვეტით დაეშვა. სახე ხელებში ჩარგო და ერთი ამოიგმინნა.
-როდის ჩამოხვედი?მოხდა რამე?-არ მოეწონა ლექსოს მის დადარდიანებული სახის დანახვა.
-გუშინ ჩამოვედი.თეკომ არაფერი იცის და არც უთხრა რა ძმურად.რესტორანში მოვალ და ყველას სიურპრიზს გავუკეთებ ერთის გარდა.-ორაზროვნად ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები ისე რომ თავი ხელებიდან არც აუწევია.
-კაი როგორც გინდა მაგრამ ის ერთი ვინაა ვინც იცის შენი აქ ყოფნა?-რაღაცა იეჭვა
შამანაურმა.
-მერე მოგიყვები ძმაო ყველაფერს მაგრამ ერთ რამეში უნდა დამეხმარო.-თავი ასწია და ისე უთხრა მეგობარს.
-რა ხდება სანდრო მაშინებ უკვე.-ლექსომ მოსვენება დაკარგად და პასუხს ელოდა.
-უნდა დამეხმარო და გამარკვევინო უყვარს თუ არა ვინმე მირანდას და ის ბიჭი მასთან რომ ხშირად დადის ვინაა.-მუდარა ისმოდა მის ხმაში.
-კარგი ძმაო,დაგეხმარები.ყვეაფერს გავარკვევთ ოღონდ ამ ქორწილმა ჩაიაროს და მერე მივხედავ მაგ საქმეს.-მხარზე დაარტყა მეგობრულად ლექსომ ხელი და გაუღიმა.
-მადლობა ძმაო,ეხლა წავალ წყალს გადავივლებ და მოვემზადები.-სანდრო ფეხზე წამოდგა მეორე სართულზე ავიდა და ერთ-ერთ საძინებელში შევიდა.ჩანთა საწოლთან დააგდო და აბაზანაში შეიკეტა.ლექსო უკვე მზად იყო და თეკოსთან წავიდა,ნიასთან უნდა წასულიყვნენ ორივე.იქ დოტოვებდა გოგოს თვითონ კი ლევანთან წავიდოდა მერე.
თეკო დილით ადრე ადგა.ფანჯარა გამოარო და მზის სხივებს მიესალმა.მშვენიერი დილა იყო,საამურად გალობდნენ ჩიტები.მზეც უხვად ასხივებდა სხივებს დედამიწას და თავისი მცხუნვარებით ათბობდა.შემოდგომის ერთი მშვენიერი დღე იყო. თითქოს ყვეოლას უხაროდა,ყველა ზეიმობდა ლევანისა და ნიას ბედნიერებას.ფანჯარა ღია დატოვა და მოწესრიგებას შეუდგა.მუცელი უკვე ეტყობოდა და ამიტომ ერთი კვირის წინ იყოდა ქორწილისთვის კაბა.რადგან იცოდა იქამდე ნაყიდი მერე აღარ ჩაეტეოდა. უკვე სამი თვის ორსული იყო,სარკის წინ დადგა და მუცელზე დაიხვა ხელი,მალე მოძრაობას დაიწყებდა ბავშვი,ბოლო კონსულტაციაზე ასე უთხრა ექიმმა.ყველაფერი კარგად მიდიოდა.შესანიშნავი ორსულობა ჰქონდა.ბავშვიც კარგად გრძნობდა თავს და მთავარიც ეს იყო.სქესი ერთ კვირაში უნდა გაეგოთ.ლექსო სიხარულისგან დაფრინავდა.წყალი გადაივლო და პირსახოც შემოხვეული გამოვიდა ოთახში. საწოლზე დაფენილი ღია ვარდისფერი მუხლებამდე გაშლილი კაბა აიღო და ჩაიცვა. ისეთი თავისუფალი და ლამაზი იყო რომ მის მუცელს კარგად გამოკვეთავდა.მის გრძელ ფეხებს უხდებოდა.ყელი მთლიანად მოშიშვლებული იყო რაც ლექსოს საშუალებას მისცემდა ცეკვისას ბევრჯერ დაეკოცნა მისი საყვარელი ადგილები.მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა,თმები მაღლა აიწია და მისი მრგვალი სახე მთლიანად გამოაჩინა.ფეხზე დაბლები ჩაიცვა ის იყო უნდა დამჯდარიყო საწოლზე რომ ზარის ხმაც გაისმა.კარის გასაღებად გაემართა და გამოაღო კიდეც.ლექსო გაოგნებული უყურებდა ამ ვარდისფერ კაბაში გამოწყობილ ფერიას.
-რა ლამაზი ხარ ფერია.-მხოლოდ ამის თქმა შეძლო და ტუჩებზე დაეკონა.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ ძვირფასო.-მხიარულად უთხრა თეკომ და ტუჩსაცხი ბაგეებიდან მოაშორა.ლექსოს შავი შარვალ კოსტიუმი ეცვა ეს სიძის ბრძანება იყო რომ მეჯვარე და მისი ძმაკაცი ერთნაირ ფორმაში უნდა ყოფილიყვნენ.ისეთი სიმპატიური იყო ლექსო რომ ტვალი მომცა და მაყურებინაო ამაზე იტყოდა კაცი.ხელმკლავი გამოსდო საყვარელ ქალს და კიბეები ნარნარად ჩაატარა.ვაჟმა გოგო ნიას კორპუსის წინ დატოვა.უყურა სანამ მაღლა ავიდა და მხოლოდ ამის მერე დატოვა იქაურობა.ლევანი უკვე ელოდა ძმაკაცს.
...
ლევანი და ბექა უკვე მზად იყვნენ.გასვიანს როგორც მეჯვარეს შავი შარვალ კოსტიუმი ეცვა ხოლო ლევანს თეთრი.რადგან ნიას ასე უნდოდა.როცა პატარძალი თეთრ კაბაში იყო რატომ არ უნდა ყოფილიყო სიძე თეთრებში გამოწყობილი?ზღაპრის გმირს გავდა ზედგენიძე და ეს ნიას ძალიან ახარებდა.მაგრამ ნერვიულობა ვერა და ვერ მოიშორა.შამანაურმა მხიარულად შემოაღო კარები და ხელების მტვრევაში გართულ ზედგენიძეს თვალი შეავლო.ბექა კი სიცილით უყურებდა როგორ ნერვიულობდა მისი ბიძაშვილი და ვერაფრით ვერ ამსვიდებდნენ.უცებ მზე გამოვიდა თავისი ოთახიდან და ირგვლივ ყველაფერი გააანათა.ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი სალო მთელს არემარეს საოცარ ეელფერს სძენდა.ლევანს მის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა და ნერვიულობაც სადღაც გაქრა.აი რა უნდოდა დასამშვიდებლად.დამ ძმას ლოყაზე ნაზად აკოცა და კარისკენ უბიძგა.დრო იყო პატარძლის სახლში სასავლელად.თამარი და ლეოც არააჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ.ცოლს ქმრისთვის ხელმკლავი გამოედო და ბედნიერეი უყურებდა შვილების განათებულ სახეებს.სახლი დატოვეს და მაყრიონის თანხლებით გაემართნენ ნიას სახლისკენ.სადაც მომღიმარი და ცოტა ანერვიულებული ქალი ელოდა სატრფოს გამოჩენას.

№1 სტუმარი Teo

Dzalian magaria magram sandro dzalian daitanja, mirandas mokvlis survili michndeba ukve

№2  offline წევრი natia-natia

ძანნ მაგარია და ძაან გამახარე

№3 სტუმარი darina

Kai ra am gigos ukve metismeti mosdis, sashinlad mitanjavs chem sandros, xom gutxari gadmonigdetmetqi me ar davtanjav chem Bichs, beqa mainc sul sxvaa ra vqna gansakutrebit miyvars misi xasiatidan gamomdinare, am tavshi momkla sandros ubedurebam, ukve pikzea chemi nervebi ar unda da nu unda ragas mitanjavs chem bichs.

№4  offline წევრი Lana Tomlinson

Vaime dzalian kargi iyo❤️❤️Ori tavi ertad wavikitxe❤️Vgijdebi yvela wyvilze,gansakutrebulad sandroze da mirazee❤️❤️❤️

№5  offline წევრი tegi

Minandas mokvlis survili michndeba, nu ragac etapze misic mesmis, magram dzan tanjavs sandros codoaa:(

№6  offline წევრი mako-makako

Teo
Dzalian magaria magram sandro dzalian daitanja, mirandas mokvlis survili michndeba ukve

მადლობა რომ შენს აზრს გამოხატავ მაგრამ ცხოვრებაშიც არაა სიყვარული ისეტი ადვილი როგორც ეს ჩვენ გვეჩვენება <3

natia-natia
ძანნ მაგარია და ძაან გამახარე

მიხარია რომ გახარებთ და ცოტას მაინც გაბედნიერებთ ჩემი ნაწერებით <3

darina
Kai ra am gigos ukve metismeti mosdis, sashinlad mitanjavs chem sandros, xom gutxari gadmonigdetmetqi me ar davtanjav chem Bichs, beqa mainc sul sxvaa ra vqna gansakutrebit miyvars misi xasiatidan gamomdinare, am tavshi momkla sandros ubedurebam, ukve pikzea chemi nervebi ar unda da nu unda ragas mitanjavs chem bichs.

ჯერ სად ხარ ჩემო კარგო ცოტაც მოიტმინე და გაგიბედნიერებ ან სულ დაგიტმობ ბოლოს სანდროს :D ხო ბექა აქ სულ სხვა ფენომენია რატომღაც მინდოდა ერთი ასეტი პერსნაჟი მყოლოდა და მგონი გამომივიდა კიდეც :D

ლანა ცინცაძე
Vaime dzalian kargi iyo❤️❤️Ori tavi ertad wavikitxe❤️Vgijdebi yvela wyvilze,gansakutrebulad sandroze da mirazee❤️❤️❤️

მადლობა ლან ძალიან მიხარია რომ მოგეწონაა <3 <3

tegi
Minandas mokvlis survili michndeba, nu ragac etapze misic mesmis, magram dzan tanjavs sandros codoaa:(

ხოო რას ვიზამთ ჩემო კარგო ცხოვრება ხანდახან დაუნდობელია :დ
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

№7 სტუმარი nina(nina)

ძალიან რომანტიკული თავი იყო.მეწყინა მირას ასეთი საქციელი,მაგრამ იმედია მალე მოეგება გონს და მიხვდება,რომ ერთად უფრო ბედნიერები და ასევე ძლიერებიც იქნებიან,მართალია მისიც მესმის,არ უნდა საყვარელ ადამიანს მის გამო რამე მოუვიდეს მაგრამ ასე ორივე იტანჯება.იმედი მაქვს ბოლოს მაინც ბედნიერები იქნებიან,ერთი ეს საქმე დაასრულოს მირამ წარმატებით ყველაფერი მოგვარდება ალბათ.ანუკის და ბექას შერიგება ძალიან გამიხარდა,ნუ ეს გარდაუვალიც იყო :D საოცრად მომწონს ყველა მათგანი,მათი ურთიერთობა,სითბო,სიყვარული,მზრუნველობა და რავი ყველაფერი.მთლიანობაში საოცრებაა,რავი სიტყვებიც არ მყოფნის.ლევანის და ანის პერსონაჯები ჩემ და ლევანის(ჩემი საუკეთესო ძმაკაცის,რომელიც ძმასავით მყვას და მიყვარს) მაგონებს და თვითონ ეს ისტორიაც ჩემ ცხოვრებას გავს რაღაცნაირად.მეც მყავს ასეთი "სასტავი" ნუ ადრე უფრო უკეთესად ვიყავით ვიდრე ახლა,დავიფანტეტ ცოტა,მაგრამ იმედი მაქვს ისევ ისე ვიქნები ყოველ დღე ერთად,როგორც ადრე.ვგიჟდები ამ ისტორიაზე ზოგჯერ მგონია,რომ ჩემ ცხოვრებაზეა დაწერილი და ჩემთან ძალიან ახლოსაა. ვაიმე რამდენი დავწერე :D ალბათ არც არავის არ აინტერესებს მაგრამ.... ძალიამ მიყვარხარ მაკუს <3 ძალიან კარგი და მაგარი გოგო ხარ <3 წარმატებები <3 <3 <3

№8  offline წევრი mako-makako

nina(nina)

ძალიან მიხარია თუ რაღაცით შენს ცხოვრებას გგონებს და წარმატებებს გისურვბ შენს მეგობრებთან მალე ისევ ერთად ყოფილიყავით ჩემო თბლო გოგო.მეც ძალიან შემაყვარე თავი და ყოველთვის მაკლია შენი კომენტარები როცა არ ჩანხარ.მადლობა ყველა იმ ლამაზი სიტყვისთვის. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

№9 სტუმარი nina(nina)

mako-makako

მადლობა კეთილი სურვილებისთვის,ყველაზე მეტად მეგობრების გამო მიხარია ზაფხული,ჩემი ლევანიკოც ჩამოვა და ყველანი ისევ ერთად ვიქნებით <3 <3 <3 მე კიდევ სენ მაკლიხარ ხოლმე, ძალიან შემაყვარეთ თავი <3 <3 <3

№10  offline წევრი mako-makako

ძალიან მიხარია რომ ასე გაბედნიერებს მეგობრები მეც მყავდა ჩემი სულის ძმაკაცი მაგრამ ცხოვრებამ სხვადა სხვა გზაზე ცაგვიუყვანა და ისე ახლოს ვეღარ ვართ გული კი ძალიან მწყდება ამაზე.მეც იმდენად შეგეჩვიე მგონია უკვე დიდი ხანია გიცნობ love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

№11 სტუმარი nina(nina)

მეც მგონია,რომ წლებია რაც გიცნობ :* იმედია შენ და სენი ძმაკაცი ისევ ერთად იქნებით :) <3 <3 <3

№12  offline წევრი mako-makako

მადლობა ჩემო თბილო კეტილი სურვილეისთვის მაგრამ ამაში ეჭვი მეპარება.არადა ძალიან მენატრებამასთან ურტიერთობა sad
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

№13 სტუმარი nina(nina)

იმედი არ დაკარგო ;* <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent