უნდა ჰყვარებოდა?(4)
თავი IV ეს რომანია, სიყვარულის ისტორია ადამიანებზე ან ადამიანების ისტორია სიყვარულზე... ეს ცხოვრების თამაშის კლასიკური მაგალითის, ამბავი სადაც შავი მხარე უფრო ნათლად ჩანს ვიდრე, რომანტიკული თავგადასავლების ტანდემი. ეს არის ისტორია ორი სულის სიყვარულზე, რომელთაგან ერთს უყვარს და ერთი კი დაბნეულობით არის მოსილი, მაგრამ არავინ არ იცის რომელია სიყვარულით შებყრობილი და რომელი განწმენდილი მისგან, ეს არის ისტორია სიყვარულსა და სიძულვილზე რომელსაც ებრძვიან ისე, რომ ვერავინ ხედავს, მათ შორის ვერც თავად მებრძოლები, მაგრამ მათი ძალა გაცილებით დიდია ვიდრე სიყავრული, მიუხედავად ამისა, მაინც სიყვარული იმარჯვებს... სიყვარული, მაგრამ არა ურთიერთობა... ეს არის ისტორია სადაც ჩანს ის ბრძოლა, რომელიშიც ყველაა ჩაბმული, მაგრამ არასდროს არსად ასე მკაფიოდ არ გაჟღერებულა... ეს ადამიანების ისტორიაა გრძნობებსა და შეგრძნებებზე, ან გრძნობებისა და შეგრძნებების ისტორია ადამიანებზე... -დაჩი დამელოდე... - მოულოდნელად ჩამესმა კატოს ხმა და იქით გავიხედე საიდანაც ხმა მოდიოდა -ოჰ მოხვედი? -კი... შენ რასშვრები? - კატოს თვალები ბრწყინავდა... ბრწყინავდა აღტაცებით ან სიყვარულით, სიმშვიდით ან ფორიაქით... მაგრამ ეს ნაპერწკალი მის თვალებში არ მომეწონა... -რავიცი ადამიანს ვეძებ ვისთანაც საუბარს შევძლებ. - აი დაჩის თვალებში კი მხოლოდ სიბნელე ჩანდა... არ ვიცი მეჩვენებოდა თუ ჩემი სიძულვილის ბრალი იყო, მაგრამ ამ ბიჭში კარგის დანახვა არასდროს შემეძლო... მასში ან არ არსებობდა არაფერი კარგი ან მე არ ვეძებდი მას... -აქ ვარ. -მმმ... მერე რა რომ აქ ხარ? -შეგიძლია მესაუბრო -რაზე? -ყველაფერზე... -არა ჩემო კარგო შენთან ლაპარაკი შეუძლებებლია. -დაჩი რა გჭირს? -არაფერი არ მჭირს კატო, არაფერი... -მე ასე არ ვიტყოდი. -მაშინ შენ მჭირხარ. -ეგ რას ნიშნავს. -იმას რომ თვი საშინლად მომაბეზრე, დავიღალე იმით რომ ყველგან შენ გხედავ, დავიღლე იმით რომ სულ ჩემს გვერდში ხარ და გაუჩერებლად ლაპარაკობ, მიყურებ ისეთი დაჟინებული მზერით თითქოს მზად ხარ ცოცხლად შემჭამო.... ცოტახანი დამასვენე რა შენგან, ცოტახანი შემეშვი, აღარ დამენახო, შენი ხმა აღარ გამაგონო.... ნატვრის ჩაფიქრება რომ შემეძლოს შენს გაქრობას ვინატრებდი , ვინატრებდი რო აღარასდროს გნახო... - და ამ ყველაფერს ხმამაღლა და გარკვევით ამბობდა... მთელი სკოლის ბავშვებს მათ გარშემო მოეყარათ თავი და მოურიდებლად უსმენდნენ... -ჩათვალე რომ ნატვრა აგისრულდა. ადამიანები... რატომ უნდა ვმართავდეთ ჩვენ ამ ვეებერთელა სამყაროს, როცა წამში ვანადგურებთ ყველაფერ კარგს... რატომ შეგვიძლია ასე უსულგულოდ მივაყენოთ ჭრილობა ერთმანეთს და ვიამაყოთ ამით... ჩემთვის ვიდექი კედელს მიყრდნობილი და იმ სისასტიკეზე ვფიქრობდი რასაც ამ წუთას შევესწარი... სიყვარუილის ასე განადგურება? ფეხქვეშ გათელა გრძნობისა რომელსაც ვეძებთ ადამიანები? ეს ხომ საშინელებაა... მაშინ დაჩი ყველაზე უსულგულო ადამიანად მიმაჩნდა... ყველაზე ბრმად მთელს მსოფლიოში, ყველაზე უგრძნობად.... მძულდა კატოს გამო, მისი ცრემლების გამო... ადამიანებზე დაკვირვება არა მხოლოდ მიყვარს, არამედ გამომდის კიდეც მათი ამოცნობა... შემიძლია ადამიანთან ცოტა ხანს ვისაუბრო და მივხვდე ვინ არის... იშვიათდ თუ შევცდები... უფრო სწორად კი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შევცდი და ეს შეცდომა დღესაც განუკურნებლად მტკივა... -ამას ეძახდი შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგს? - დაჩის ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. - ამაზე ამბობდი კარგავო? -არა, მე იმაზე ვამბობდი რაც ისედაც დიდი ხანია დაკარგული გაქვს... უბრალოდ იმედი მქონდა რომ კიდევ შეძლებდი გაგეცოცხლებინა ის შენში.... -ახლა შენი საუკეთესო დაქალი ისეთივე დამცირებულია, როგორც მე იმ დღეს ძმაკაცისა და შეყვარებულის ღალატი თვალებზე რომ ამაფარე და მე მეობნევი რომ რამე დავკარგე? -ახლა შენ კატოს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთე... -სასაცილოა... და მაინც, რა დავკარგე ასეთი სანუკვარი? -ადამიანობა დაჩი... ადამიანობა... -გირჩევნია წახვიდე და დქაქალი ანუგეშო. -ვანუგეშო რის გამო? -ის ხომ ეს ეს არის მთელი სკოლის წინაშე მოატოვეს... -არა, ის ეს ეს არის ცხოვრების დანგრევისგან იხსნეს... ნუთუ მართლა გგონია რომ შეიძლება ადამიანი შეიძლება შენ გამო უბედური იყოს? კატო ცოტახანს იტირებს, შემდეგ კი მიხვდება რომ ტირილის მიზეზი არ აქვს... შენ შეუძლებელია რამის მიზეზი იყო... არსება რომელსაც სული არ გააჩნია ვერავის ცხოვრებაში ვერ დატოვებს კვალს, ვერასდროს... - თითოეული ეს სიტყვა მწარე ჭრილობასავით მახსოვს... ათასჯერ მიმეორდება გონებაში და მტკივა... - ჰა ჰა ჰა ... მე სულ ახლახანს დავტოვე წარუშლელი კვალი ერთი საცოდავი გოგონას ცხოვრებაში... ამას სულ მალე მიხვდები... -მეცოდები... -მე კი კატო მეცოდება -ცხოვრებაში არაფერი გაბადია ღვარძლის მეტი, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ნიშნავდი რაღაცას და ახლა იმ ადამიანს ყველაზე მეტად სძულხარ... სძულხარ ისევე როგორც უყვარდი, შენზე კარგად კი არავინ იცის როგორ უყვარდი.... ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი... ალბათ ახლა ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, ჩემი სულის ნაწილი გათავისუფლდა ტყუილისგან, რომელსაც შეიძლება შთაენთქა ის და მასთან ერთდ მეც... მაგრამ გულში რაღაც იდუმალ სევდას ვგრძნობდი, სევდას იმის გამ, რომ დაჩი ასეთი პიროვნება იყო... უგრძნობი.... მაგრამ ალბათ სევდა სხვა რამის გამოც მომეძალა... დაჩი სწორედ ის არსება იყო, რომელიც ყველა ადამიანში სახლობს და რომელსაც ის საზოგადოება აცოცხლებს ან კლავს რომელშიც ინდივიდი იზრდება... დიაგნოზი იმისა თუ რა იწვევს ამ "არსების" სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას ან შემცირებას ძნელად დასადგენი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც ცნობილი გახდა... -მაპატიე. - კატოს თვალებში სევდასაც კი ვეღარ ვხედავდი და ეს მაშინებდა... -მიპატიებია. -დავკარგე. -დაჩი? -არა... საკუთარი თავი. -არ დაგიკარგავს... -დავკარგე... დაჩის გამო ერთხელ შევიცვალე, მაგრამ არ მომკვდარვარ, ახლა კი განადგურდა ყველაფერი წარსულისეული ჩემში. -შეძლებ გააცოცხლო ის. -არ მიღირს. -რატომ? -გავაცოცხლო ის რამაც წამართვა ღირსება და სიამაყე? არ მიღირს. -კატო რამდენი წლის ხარ? -17ის -და ლაპარაკოს სულის ბნელ მხარეზე, რომელიც შენში სიყვარულმა ჩაკლა. -სიყვარულმა არა. -აბა? -სიძულვილმა, სიყვარულის სიძულვილმა. -სასაცილოა. -რა? -ის რომ ახლა შუა საუკუნეების შავ კორსეტსა და შლიაპაში გამოწყობილ ინგლისელ ქვრივ ქალს მაგონებ, რომელსაც ცხოვრებამ დაღი დაასვა და გაბოროტებული მზადაა ებრძოლოს ყველასა და ყველაფერს მის ირგვლივ... შენ კი ამ დროს 17 წლის ჯინსებში გამოწყობილი თინეიჯერი ხარ, რომელსაც თვალები აცრებლებული აქვს და საკუთარ თავზე ბრაზობს... ლაპარაკობს მაღალფარდოვანი სიტყვებით, რომლის შინაარსიც არ იცის, ამბობს რომ სიყვარული სძულს როცა არც იცის რა არის ეს გრძნობა... სასაცილოა. -გყვარებია? -კი. -მაშინ ამას არ უნდა ამბობდე. -რომ მყვარებია სწორედ ამიტომ ვამბობ... ბიჭი არა მაგრამ მეგობარი მყვარებია და მიყვარს... მეგობარი რომელიც შებყრობილია სურვილით რომ უბედური და ნატანჯი ქალი იყოს. -აბა რა არის ეს ტკივილი გულს რომ ნაფლეთებად აქცია? -ისევ უშინაარსო ფრაზები. -შენ არ გესმის ჩემი. -მართალი ხარ... არ მესმის რატომ უნდა გტკიოდეს სიყვარულის გამო რომელიც თავად გამოიგონე... არ მესმის რატომ უნდა გინდოდეს ტკივილი რომელიც შენვე შექმენი და დაემონე... -მე შეყვარებული ვარ. -შენ სიყვარულზე ხარ შეყვარებული... შენ იმ სიყვარულზე ხარ შეყვარებული, რომელიც მწარე ტკივილით ნიღბავს ადამიანებს და რომელიც თავად კურნავს ამ ტკივილისგან... ტკივილს მიაღწიე, მაგრამ სიყვარული არ გაგაჩნია და არ იცი თავი როგორღა განიკურნო... გამოფხიზლდი კატო! გიყვარს? მაშინ ახლა აქ რას აკერთებ? რატომ მიყვები მე შენს გრძნობებზე, როცა ამ სიტყვებით შეგიძლია შენი ნამდვილი სიყვარული დაიბრუნო? იმიტომ რომ ეს სიყვარული არ არსებობს... -მაშ დაჩი რატომ ავირჩიე? -იმიტომ რომ სწორედ მაშ შეეძლო ტკიბვილის ჩუქება, იმიტომ რომ იცოდი ის არასდროს შეგიყვარებდა, იმიტომ რომ შენც არასდროს შეიყვარებდი მას... იმიტომ რომ თინეიჯერული თამაში მოინდომე უფროსების თავგადასავლების ელფერით... -ახლა რა უნდა ვქნა? -ახლა შხაპი უნდა მიიღო, გაიღიმო და დაგვიბრუნდე. -და თქვენ მზად ხართ მიმიღოთ? -დავფიქრდები... - თვალები ეშმაკურად გადავატრიალე... - რათქმაუნდა სულელო. მაშინ მეგონა რომ ადამიანების ბუნება სრულიად შევიცანი... აღმოვაჩიე რომ დაჩი ახალი სახეობის ადამიანი იყო, კატო კი სიყვარულის სიყვარუილით შებყრობილი თინეიჯერი და თავი ადამიანობის ექსპერტი მეგონა... სინამდვილეში კი... ერთი კვირის შემდეგ, როცა კატომ ჩვენთან ერთად ძველებურად განაგრძო ცხოვრება, რაღაც იდუმალი, თითქმის შეუმჩნეველი სევდით, მაგრამ მაინც ძველებურად, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა... -გამარჯობა ნატა. - ეს დაჩის ხმა ჩამესმა გაბმული ასოებით... -რა გინდა? - მე ის უკვე რაღაც ეშმაკეულის მაგვარად მყავდა შერაცხული... -ცუდად ვარ. -შეუძლებელია, -რატომ? -მას ვინც ვერაფერს გრძნობს ცუდად ყოფნა არ შეუძლია. -მაგრამ მე ცუდად ვარ. - ეს ძალიან არ მომეწონა, რადგან ჩემს არგუმენტებით "მყარად" დასაბუთებულ აზრს ეწინააღმდეგებოდა... -რატო? -შემიყვარდა. -ვინ? -ის ვინც ჩემი უაზრობით დავკარგე. -მორიგი სპექტაკლი? -არა. -მე რატომ მიყვები ამას? -იმიტომ რომ შენ ადამიანებზე დაკვირვება კარგად გამოგდის და შეგიძლია დამიჯერო, მიუხედავად იმისა რაც მოხდა. -ეს რომ დაგიჯერო, გამოდის რომ ადამიანებზე დაკვირვება ყველაზე ცუდად შემძლებია. -არა, ეგ ყველაფე კარგად შეგიძლია... მე შემიყვარდა კატო და მე მართლა დავკარგე ის რაც ჩემ ცხოვრებაში ერთადერთ ნათელ სხივს წარმოადგენდა... ეს საოცრება იყო... მაშინ თავი ყველაზე სულელ არსებად წარმოვიდგინე, რადგან რაღაც მკარნახობდა, რომ დაჩი არ იტყუებოდა... ისევე მკარნახობდა როგორც, მაშინ როცა ის ურჩხული მეგონა... - საშინლად მოვიქეცი. - მის თვალებში ახლა იმ ნაპერწკალს ვხედავდი, რაც ადრე კატოსაში ჩანდა... და ახლაც არ მომეწონა ეს... (გაგრძელება იქნება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.