შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედი მეკვლე (3)


12-02-2016, 22:53
ავტორი Nude
ნანახია 2 950

ნაწილი 3.
– არ გინდა, სადმე წავიდეთ? – წამოაყენა იდეა მეგიმ და როცა წარმოიდგინა, თუ რა მაგარი იქნება ყველა ერთად, რომ დაისვენებდა, სიამოვნებისაგან, ხელები ერთმანეთს გაუხახუნა, თან სიცილით გადახედა ელენას.

– წავიდეთ, რატომაც არა?! კარგი იდეა, მართლა. ისე, მე მაშკა მიმყავდა მაინც დასასვენებლად, მაგრამ წამოვალთ თქვენთან ერთად, უფრო კარგი იქნება.

– შენ, რატომ მიგყავს დასასვენებლად?

– ჩემი დეიდაშვილი, სალომე და გიორგი, მისი ქმარი, მიდიან ბაკურიანში, მაგრამ მაშოს არ უნდა წასვლა, თან, რაც მაშო დაიბადა, მგონი წესიერად არ ყოფილან მარტო სადმე წასულიყვნენ, ვერ ტოვებდნენ იმ პატარა მაიუმუნს, ახლა კი გაიზარდა შედარებით, თანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიყვარს მე მასთან ერთად გატარებული დრო და მგონი მასაც. – სიცილით აიჩეჩა მხრები და ჩაი მოსვა.

– კარგია, კარგი. მეც ვიცნობ ხო მგონი სალომეს? თუ მეშლება... – ჩაფიქრდა მეგი და საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიდო.

– არა, მგონი, იცნობ.

– ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, ვიცნობ, თუ არა. ძალიან გამიხარდება და არა მარტო მე, თუ მაშკაც წამოვა ჩვენთან ერთად. გაგვართობს.

– ისედაც არ მოიკლებთ თქვენ გართობას. – ენა გამოუყო ელენამ და მაღალ ხმაზე გადაიკისკისა.

– ხო, ეგეც მართალია. – სიცილში აჰყვა დაქალს მეგიც.

* * *
– რა განერვიულებს, სალ;ომე, ვერ ვხვდები! პირველად მიმყავს მაშო ჩემთან, თუ რა ხდება? – ძალზედ გაბრაზებულმა დააბრიალა თვალები ელენამ.

– არა, მაგრამ მაინც მენერვიულება. მაშო არ ჩერდება სხვებთან და...

– მერე, მე, სხვა ვარ? – ვითომ წრომით შეხედა დეიდაშვილს. – არა, სიძევ, საკუთარი დეიდაშვილი თუ გაკადრებს ამას, ესე იგი, მართლა ცუდად არის ჩემი საქმე.

– ცანცარა ხარ, რა! – სიცილით გაჰკრა მხარი მხარზე გიორგიმ და თან ამის პარალელურად, ბავშვი დაარიგა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო და როგორ უნდა დაეჯერებინა დეიდასთვის.

– დაანებე მაგ ბავშვს თავი, ნუ გაუბურღე ტვინი, იცის ისედაც, დეიდას ფერიამ, როგორ უნდა მოიქცეს, ხო მაშო?

– ქო.

* * *
– სად წავიდეთ, მაშო? – ღიმილით ჰკითხა ბავშვს ელენემ, თან ტაქსს დაუქნია ხელი და თან ბავშვი აიყვანა ხელში.

– არ ვიცი. – ენა მოიჩლიქა ბავშვმა. – სახლში მინდა, მე. – დაიტიტინა და თავისი გაკნაჭული, პატარა მკლავები უფრო კარგად მოჰხვია კისერზე.

– მაშკა, ამდენი წლის ხარ და კიდევ ენის მოჩლექით საუბრობ? – გაეცინა ბავშვის დამანჭულ სახეზე, მაგრამ როდესაც მისი გაბუსხული ტუჩები მოხვდა მის თვალთახედავ, მაშინვე ჩაისვა კალთაში და ლოყაზე ნაზად მოეფერა. – გეხუმრე, რა იყო. არ იტირო ახლა, თორემ გავაფრენ, ხომ იცი?! – საჩვენებელი თითი პატარა ცხვირზე დაჰკრა.

– კი მაბრაზებ, მაგრამ მაინც მიყვარხარ, დეი. – კისკისით აკოცა ლოყაზე ელენას და სწრაფად გადაჯდა მეორე სავარძელზე. – არ მინდა შენს კალთაში, დიდი გოგო ვარ მე უკვე! – გამოაცხადა და საზურგეს მიეყურა, ფეხები კი დიდი ქალივით გადააჯვარედინა ერთმანეთზე, ჰაერში.

* * *
– რა გატირებს, მაშიკო? – გულ გახეთქილი შევარდა მის საძინებელ ოთახში, სადაც ამჟამად ერთად იძინებდნენ.

– დედასთან მინდა, წამიყვანე რაა. – ტირილისაგან დაღლილმა და აფორიაქებულმა, სვენებ–სვენებით ამოილაპარაკა და ტირილს უფრო უმატა.

ძლივს დაამშვიდა ბავშვი, რომელზეც აფანატებდა. ერთი გაფიქრება, ისიც კი იფიქრა, იქნებ დავურეკო მეგის და დახმარება ვთხოვოო, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. მის დის შვილს, მასზე უკეთ მაინც ვერავინ გაუგებდა და სისულელე იყო ახლა, მეგისთვის დარეკვა და იმის აფორიაქებაც.

– საჭმელს გავაკეთებ ახლა, მერე თუ გინდა, შენ რომ გიყვარს, ის ნამცხვარი გამოვაცხოთ. დამეხმარები? – ჰკითხა ღიმილით ბავშვს და როდესაც მისი თანხმობა მოისმინა, სწრაფად ჩააცვა, ხელში ააფრიალა და სამზაქრეულოსაკენ სკუპ–სკუპით წაიყვანა.

* * *
მთელი დღის განმავლობაში ალაგებდა, მაშოც ღიმილით ადევნებდა თვალს, დაქანცულ დეიდას და დროდადრო სთხოვდა რომ თვითონაც დახმარებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უარით ისტუმრებდა ბავშვს. მაშოსაც მობეზრდა უაზროდ ყოფნა მთელი დღე, თანაც დახმარებაზე უარს ეუბნებოდა დეიდა, ამიტომაც ,,მაშა და დათვის’’ ჩართვა სთხოვა ამჯერად, ეს სურვილი დაუკმაყოფილა ელენემ, რა საკვირველია.

* * *
– შემოდით. – შემოიპატიჟა მეგობრები სახლში და დამორცხვილი მაშო ხელში აიყვანა, თორემ ბავშვი უფრო და უფრო უხერხულად გრძნობდა თავს, ამდენი ადამიანის გარემოცვაში. – ივა, სად არის? – თვალების ცეცებას რომ მორცა და სასურველი ვერ დაინახახა, ტუჩები უკმაყოფილოდ დააწკლაპუნა.

– არ ვიცით. – უპასუხა ნიკუშამ და თბილი თვალებით შეხედა მაშოს, რომელიც საერთოდ არ აპირებდა ელენას კისრიდან თავის ამოღებას.

მთელი საღამო ცდილობდა ივაზე არ ეფიქრა, მაგრამ თავისდა უნებურად ეფიქრებოდა, თანაც მათი ბოლო საუბარი... წინა დღეებშიც ხომ სულ თან სდევდა მამაკაცი გონებაში და ახლაც იგივე ხდება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე აქამდე ფიქრობდა. რა შეიძლება ვუწოდოთ ამ გრძნობას, რასაც ელენა განიცდის ივას მიმართ და რომელიც მოსვენებას არ აძლევს? სულ რომ თან დაყვება, აჩრდილივით? მიჩვევა? არა, არც ისე დიდი ხანია, რაც იცნობს მამაკაცს, მაგრამ... ისე, შიეძლება, რატომაც არა, მაგრამ აქ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მიჩვევა, თუმცა ამ გრძნობასაც საოცარი სიძლიერე და ბევრი განშტოება აქვს.

როგორც კი წავიდნენ ბავშვები, არეული ადგილები მიალა, ჩაძინებული მაშო ლოგინში ჩააწვინა და წიგნითურთ წავიდა გამათბობელისაკენ. ჩაი აიდუღა, თავის საყვარელ სარწეველა სავარძელში დაჯდა. მუხლებზე დაიდო გადაშლილი წიგნი, ცალი ხელი გამათბობელს ჩამოადო და ის–ის იყო კითხვა უნდა დაეწყო, ტელეფონმა რომ დაიწრიპინა, რომელიც ახალ შეტყობინებას იუწყებოდა.

,, – ელე, დღეს ვერ მოვახერხე მოსვლა. ორი კვირაა, რაც არ მინახიხარ. მომენატრე. ძალიან.’’

ტელეფონის ეკრანზე ჯერ წერილის ავტორი ,,თავხედი მეკვლე’’ ამოხტა, შემდეგ კი მისი მოწერილი ტექსტი. Gული სასწაულად სწრაფად აუფრთხიალდა. უნდოდა რამენაირად მაინც დაეხარჯა მოზღვავებული ადრენალინი, რომელიც ბედნიერებამ გამოიწვია. იმ უსაზღვრო ბედნიერებამ, რასაც საყვარელი მამაკაცის/ქალის მიმართ განიცდით. იფიქრა, ალბათ, ცოტა ხანიც რომ გაგრძელებულიყო გულის ფრთხიალი, გამისკდებაო.

,, – მეც მომენატრე.’’ – ხელის კანკალით აკრიფა ასოები და თვალებ მინაბული მიეყრდნო ბოლომდე სავარძელს.

,, – რომ მოვიდე, შემომიშვებ?’’

,, – შემოგიშვებ.’’ – რა იყო აქ საფიქრალი, არც უფიქრია. პირიქით, ისე გაუხარდა მომავალი შეხვედრა...

,, – მაშინ, კარები გამიღე.’’

დაბნეული ნაბიჯებით მივიდა კარებამდე. რაღაც მომენტში ისიც კი იფიქრა, ხომ არ მატყუებსო, მაგრამ მეორე წამსვე უარყო ეს მოსაზრება, რა წამსაც ამოუტივტივდა გონებაში. თავი რამდენჯერმე აქეთ–იქით გადააქნია, ცოტა ხანი აღელვებისაგან დაცვარული შუბლი მიადო ცივ კარებს, რამდენიმე წამში კი გაუბედავად წაიღო ხელი ურდულისაკენ.

– შემოდი. – ხმაშიც ძლიერ ეტყობოდა დაბნეულობაც და გაუბედავობაც.

გული სიხარულით აევსო, მის წინ რომ დაინახა, ივა. ხომ არაფერი, ვითომ, მაგრამ ამ დროს იმდენი რამე ხდება შეყვარებული ადამიანის გულში... უბრალოდ, წარმოდგენაც რომ არ არის შეუძლებელი, ახსნაზე ზედმეტია საუბარი უკვე, მგონი.

დინჯი ნაბიჯებით შევიდა იმ ოთახში, სადაც გამათბობელი ჰქონდათ. ივაც უკან მიჰყვა, თან დროდადრო მხიარულად ჩაიღიმებდა ხოლმე, მის დაბნეულობაზე, ხმამაღლა კი არაფერს ამბობდა, თუმცა მისი ჩაცინება ყველაფერს ამბობდა, რომელიც მშვენივრად ესმოდა ელენას და მგონი, ამის გამო უფრო მეტი უხერხულობა ემატებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, პრინციპში, შეიძლება ეტყობოდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მას არ უნდოდა ივას დაენახა, თუ როგორ ძლიერად მოქმედებდა გოგონაზე. რაღაც მხრივ, ალბათ მართალიც არის. ხან სწრაფად უცემდა ეს ოხერი გული, ხანაც ძალიან ნელა. Kედელს მიეყრდნო ივა და ხელები მკერდთან ალოს გადააჯვარედინა. მის წინ დადგა ელენაც, თუმცა არც ისე ახლოს.

– არ ჩამეხუტები? – სერიოზული სახით და ხმით შეეკითხა მამაკაცი გოგონას, თან ოდნავ წინ წამოიწია.

– ჩაგეხუტო? – ჰკითხა ელენამ თვალ მოჭუტულმა. ისე შეხედა, თითქოს ამოწმებს, მართლა უნდა, თუ არაო.

– დიახ. – შეუვალი იყო ივა, მერედა, როგორი შეუვალი...

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ელენამ ივასაკენ. ორი წამით შეჩერდა, კარგად დააკვირდა, შემდეგ კი ისეთი რამ წაიკითხა მის თვალებში, ბენდიერი ღიმილით დაიძრა, უკვე მეტი გაბედულობით და მკლავები ნაზად მოჰხვია კისერზე. მძლავრად მიიხუტა გოგონა ივამ თავის სხეულზე.

და ჰო, წამები გაჩერდა. უფრო სწორად, დრო. დრო გაჩერდა.

– როგორ მოგნატრებივარ, თურმე! – ღიმილით აღნიშნა ფაქტი მამაკაცმა და აწითლებულ გოგონას ცხვირის წვერზე ნაზად აკოცა, თუმცა იმ კოცნაში ჩაატია ყველა უთქმელი სიტყვა.

– ისე მომენატრე, ბოლომდე ვერ გამოვხატავ! – ბოლოს მაინც გაბედა ეთქვა სიმართლე.

არც შემცდარა, ასეც უნდა ექნა. ,,ჰმმმ’’–მაგვარი ხმები ამოუშვა ივამ. ჯერ საფეთქელზე აკოცა, საოცრად ნაზად ისე, როგორც მას ჩვევია, რამდენიმე წამიანი და საოცრად თბილი. შემდეგ თვალებთან, ლოყაზე, ტუჩებთან და ბოლოს ისეთი სინაზით წაეტანა ელენას ბაგეებს, ალბათ, მალე სულს განუტევებდა ელენა, ყოველ შემთხვევაში, ადვილად წარმოსადგენი იყო.


^^^
მგონი, ნელ–ნელა ,,ვინანიებ ძველ ცოდვებს'' და შეწყვეტილ ისტორიებს ,,ვაცოცხლებ.'' ეს ისტორია უკვე დაწერილი მაქვს ბოლომდე რვეულში, ასევე ,,ნიუტონის მეოთხე კანონიც, '' ამიტომ, სულ მალე ორივეს იხილავთ...



№1 სტუმარი გიჟი

სამივე თავი ერთად წავიკითხე ^_^ საოცრება იყო, ძალიან მომეწონა ^_^ <3 ველოდები აუცილებლად შემდეგ თავს ^_^ წავედი ახლა წავიკითხო "ნიუტონის მეოთხე კანონი" :დ <3
ისა ჰო ოღონდაც ჯერ ეს დაასრულე და მერე გააგრძელე "ნიუტონის მეოთხე კანონი" :დ ^_^ feel

 


№2 სტუმარი ემი

ოჰოო, დაგვბრუნდა მუზაა? feel
გელოდებოდი.... love

 


№3  offline მოდერი Nude

ჩემი ტკბილი და თბილი მკითხველები... love თქვენ რომ არ მყავდეთ, რა მეშველებოდა! smile
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent