შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური ბიძაშვილი


13-02-2016, 00:55
ავტორი Havai
ნანახია 2 083

დილით ადრე ავდექი და სავარჯიშოდ გავედი,ნახევარსაათიანი სირბილის შემდეგ სახლში რვა საათზე დავბრუნდი,გადავივლე და სკოლისთვის მზადება დავიწყე,დიდი ხანი არ დამჭირვებია, უბრალო მაისური და ჯინსი ჩავიცვი, გასვლისას მაკას ხმა გავიგონე, შემახსენა რომ უნდა მეჭამა, მეთერთმეტე კლასში ვარ და დედაჩემი ჭამის დროსაც მაკონტროლებს.ვარ ჩემი ასაკისთვის საშუალო სიმაღლის შავგვრემანი და მაქვს მწვანე თვალები, ვცხოვრობ მშობლებთან და პატარა დასთან ერთად.
სკოლაში ზუსტ დროს შევედი და მაშინვე მზერა ვიგრძენი, გავიხედე და რათქმაუნდა ისევ ის ბიჭი შევამჩნიე, ვაღიარებ რომ მეც მომწონდა ისევე როგორც... ალბათ მასაც, თორემ რატომ იკითხავდა ჩემს სახელს და ამის შემდეგ მყავს თუ არა შეყვარებული,უმიზეზოდ ხშირად ჩემს კლასში შემოსვლა, ეს ყველაფერი ორი წლის განმავლობაში ხდებოდა, მაგრამ მე ხომ არ მავიწყდება არაფერი, არც ის თუ როგორ შევეჯახე წინა წლის ნოემბერში,როგორ მომიხადა ბოდიში იმისთვის რომ არ იყურებბოდა, შემდეგ ხშირად ვაწყდებოდი მის მზერას და ისიც კი გავიგე ჩემზე უთქვია ძაან ლამაზი გოგოაო, ეს მხოლოდ მოწონება იყო და ახლაც ასეა. კლასში შესვლისას კარებში ჩემი კლასელი გოგო შემომეგება რომელიც წელს გადმოვიდა და უკვე გონია რომ ყველაფერი იცის და ცხვირს ყოფს ისეთ საქმეში, რაც მას არ ეხება.
-როგორ ხარ? იცი დღეს ქიმია გვიცდება
-ჰოო? ძაან გამახარე
ძალით გავუღიმე და მაშინვე გამოვეცალე,უკვე აუტანელი იყო მისი საქციელი, ყოველი შემთხვევისთვის ჩემთვის მაგრამ არა ნატუკასთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, მუდამ ლაპარაკობენ, არვიცი რაზე და სიმართლე რომ ვთქვა არც მაინტერესებს, ნატუკა ყველაფერს მიყვება, ვიკასგან იგებს, ის ხომ უბრალო სკოლის ჭორიკანაა, რომელსაც არაფერი ადარდებს,ხოლო მის ლაპარაკს კურადღებას არავინ აქცევს. ჩემი ადგილი დავიკავე და ქართულის მასწავლებელს დავუწყე ლოდინი, ნატუკა არ მოდიოდა დღეს და დაწყებული არ იყო უკვე წასვლა მინდოდა. ექვსი გაკვეთილი ისე გავიდა სულ იმ ბიჭზე ვფიქრობდი, რომელიც დაახლოებით სამი-ოთხი წელია მომწონს, მას გუგა ჰქვია და ჩემზე ერთი წლით დიდია, არასდროს შემყვარებია რაც კარგია, მაგრამ მაინც ამდენი წელია მომწონს და არც კი ვიცნობ. სკოლის მერე ნატუკასთან გავიარე, სიცხე აქვს და უნდა ვინახულო.
-ნატუკ რასშვები?
-სიცხემ დამიწია, რახდებოდა სკოლაში?
-დღეს შენი ბიჭი გოგოს კერავდა.
-რააა????
-ხოო და იმ გოგოსაც მოწონს
-მატყუებ ხოო?
-რათქმაუნდა, ხოიცი რა ერთგული გყავს
-აუუ მარიაამ
ნატუკასგან სიცილით მოვდიოდი, -როგორ მახალისებს ეს გოგო, ნაოშნიკები გავიკეთე და გზას გავუდექი, გზაში მაღაზიაში შევიარე ჩემ პატარა დაიკოს შოკოლადები ვუყიდე,ვიცი როგორ უყვარს, თუმცა ჩემთვისაც,მხოლოდ ამაში თუ ვგავართ მე და ჩემი და ერთმანეთს.სახლში შესვლისას თაკო გახარებული შემომეგება, ორი კაბა ეჭირა ხელში, მეკითხებოდა რომელი ჩავიცვაო, მეც რათქმაუნდა ავარჩევინე და ჩემს ოთახში შევედი, მაშინვე ლეპტოპი გავხსენი და ისტორიის წერა დავიწყე, ბოლო თავი მქონდა დარჩენილი და უნდა დამემთავრებინა, მაგრამ ვინ გაცადა ისევ თაკო შემოვიდა, აშკარად ძალიან კარგ ხასითზე იყო.
-თაკო რამოხდა?
-ცოტნემ დღეს საცოლე უნდა გაგვაცნოს, ნეტა როგორია, არ გაინტერესებს?
ჩემი და 8 წლისაა მაგრამ ასაკს უსწრებს, მოხერხებული და ჭკვიანია-ამბობენ, მაგრამ ჩემთვის მაინც ცანცარაა.
-ვაიმეე მართლაა? რამდენი ხანი ველოდი ამ მომენტს, რა ჩავიცვა? მოიცა რამენ ხანში გავდივართ?
ცოტნე ბიძაჩემია, რამდენ ხანს ველოდი ბიცოლას და მერე პატარა ბიძაშვილს. ექვსი საათისთვის უკვე მზად ვიყავი და მანქანაში ვჯდებოდი, რესტორანში მისვლამდე უკვე დავგეგმე როგორი იქნებოდა მომავალი ბიცოლა და როგორ კაბას ჩავიცმევდი ქორწილში, მანქანიდან გადავედი და მაშინვე დაჯავშნილი მაგიდისკენ წავედი, მალევე მოვიდნენ არ გვალოდინეს, მოვიხედე და ბიჭი დავლანდე რომელიც გუგას ძალიან გავდა, ვიფიქრე დამთხვევაა და ისიც ამ რესტორანშიათქო მაგრამ როცა ცოტნემ გაგვაცნო საცოლე შემდეგ......



№1  offline წევრი cancara

ჰაჰა რამაგარია დადეხოლმე დიდი თავები კაია მომწონსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent