ორში ერთი 14
თავი 14 დილით მზის სხივებმა გამომაღვიძა, საათი 09:30 წუთს აჩვენებდა. როცა უფრო კარგად გამოვფხიზლდი, მივხვდი რომ რაღაც სიმძიმე მეწვა ზედ. გვერდით გავიხედე და დავინახე ლუკი რომელიც ისე ძლიერ მეკვროდა რომ გეფიცებით სუნთქვა სერიოზულად გამიჭირდა. ჩემდა უნებურად მისი სახის შესწავლა დავიწყე, ისე გამიტაცა ამ ყველაფერმა რომ ვერ შევამჩნიე როგორ გაახილა თვალები -მაშტერდები - ოთახში ლუკის ძილისგან დაბოხებლი ხმა გაისმა -თვალები იმტომ გვაქვს რომ ვუყუროთ იმას რასაც გვსურს - მის მკერდზე თავი კომფორტულად მოვათავსე და თვალები დავხუჭე -ლუკ? -ჰმ... -ვეღარ ვსუნთქავ, ხელებს ძალიან ძლიერ მიჭერ - გამეცინა -ოჰ არაუშავრს - ურო მიმკრა სხეულზე და ტუჩები შუბლზე მმაწება შემდეგ ხელი გამიშვა, მეც საშუალება მომეცა და სააბაზანშ შევედი. წყალი გადავივლე, თმა გავიშრე. ოთახში დაბრუნებულმა ლუკის კარადა გამოვაღე, მისი შავი ჯინსის შარვალი და ლურჯი სვიტრი ავიღე, ჩემი კედები მოვირგე და პირველ სართულზე ჩავედი, პირდაპირ რეისით სამზარეულოსკენ გავემართე. -მეც მინდა - შეკრთა, ალბად არ ელოდა ასე მალე რომ ჩამოვიდოდი. მიყურებდა და იღიმოდა -ამის შემდეგ სულ ჩემი ტანსაცმელი უნდა ჩაგაცვახოლმე - გამეკრიჭა -და ჩემსას რას ერჩი? - ცოტა მეწყინა -მომწონს როცა ჩემი სამოსი გაცვია - ისევ და ისევ გამეკრიჭა -კარგი მაშინ ახლა საძინებელში ავალ და ბარგს ჩავალაგებ - გაკვირვებულმა შემომხედა არ ელოდა ჩემს ასეთ სერიოზულ ხმის ტონს -შენს ტანსაცმელს ჩავალაგებ და სახლში წავიღებ - ჩავიხითხითე -ძალიან კარგი - ხელი ჩამჭიდა და მეორე სართულზე წასვლა დააპირა -მოიცადე ჯერ ვჭამოთ ძალიან მშია - საწყალი სახით შევხედე. ასე მხოლოდ ლუკთან ვარ, მასთან ყველაფერი ცუდი მავიწყდება, სახე კი ბედნიერებისგან მიბრწყინავსხოლმე. ლუკი მაბედნერებს აი რატომ მჭირდება ის. -მალე მოგიწევს წაგებული სურვილის შესრულება - ხელი სახეზე ჩამომისვა და ეშმაკურად გამიღიმა ******* -წამოდი დროა შენს ცხოვრებაში შემვიჭრა - ლუკი მანქანისკენ გაემართა საჭესთან უნდა დამჯდარიყო როცა შევაჩერე -არა არა ბატონო სმიტ, საჭესთან მე ვჯდები - ერთი ამოიფრუტუნა და მანქანას შემოუარა. უკვე ნახევარი საათია გზაში ვართ! სიჩუმე მე დავარღვიე -ახლა მივდივართ იქ სადაც ამ ბოლო დროს ხშირად დავდივარ -სად..... - შემომხედა და დამაკვირა -იქ სადაც ყველაფერს ვივიწყებ ლუკ. იქ ვივუწყებ ჩემს საშინად დამღლელ ცხოვრებას. თითქოს ყველაფერი ქრება და მხოლოდ მე ვრჩები, მავწყდება ყველანაირი ტკივილი და დარდი ჩემი წარსულისა. ვიცი ეს ზედმეტად დრამატულად ჟღერს, მაგრამ ჩემი ცხვრება ხომ ტრაგიკმედიაა, ირონიული და დრამატული - არაფერი უპასუხია, არც იყო საჭირო. მალე მივედი დანიშნულების ადგილზეც -გამომყევი - ხელი ჩავჭიდე და შიგნით შევიყვანე -ჯონ როგორ ხარ? - ვკითხე ჩვენსკენ მომავალ მამაკაცს, რომელიც გაკვირვებული მაგრამ ღიმილიანი სახით მოგვიახლოვდა -კარგად, კიდევ კარგი მოხვედი უკვე დარეკვას ვაპირებდი, შენი სათამაშო მზად არის, დროა გამოსცადო და თქვა რას ფიქრობ - მისი ხრინწიანი ხმით მითხრა სათქმელი და გასაღები გამმიწოდა -მადლობა, სად არის? - აქეთ-იქით მიმოვიხედე -სასტარტო ხაზზე დგას უკვე და გელოდება - თქვა და წავიდა, მეკი ლუკისკენ შევბრუნდი, ხელი მოვკიდე და უზარმაზარ ფანჯარასთან მივიყვანე -ვცდილობ არასდროს ვიარო ძალიან სწრაფად დასახლებულ პუნქტებში, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ მაინც ეს შევასრულო - - კარგი ამომყევი -მენდობი? - ვკითხე იმედიანი თვალებით, უბრალოდ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად სიჩქარეს ვუმატებდი უფრო და უფრო, ღმერთო რა სასიამოვნო შეგრძნებაა. ადრენალინი რომელსაც მთელი სხეული აქვს მოცული. ლუკს შევხედე, ყველა ჩემს მოძრაბას აკვირდებოდა, სახეზე კი სასიამოვნო ღიმილი ეპარებოდა. სულაც არ იყო დაძაბული, არ ადარდებდა საჭესთან რომ ქალი იჯდა. -მანქანის ტარება პაპამ მასწავლა, როცა 11 წლის ვიყავი, ყოველთვის მეუბნებოდა " მანქანა კაცივით უნდა მართოო " ეს სიტყვები გონებაში ჩავიბეჭდე და კარგად დავიმახსოვრე. მანქანის მართვის დროს ან ნებისმიერ სხვა მომენტში არ ღირს აყვე ემციებსა და ინპულსს, ამის გამო ბევრს უგრძნობიც ვგონივარ, მაგრამ ყველაფერს ისე ვგრძნობ როგორც სხვა, უბრალოდ არ შემიძლია ვინმეს ჩემი ემოცია ან თვალზე ცრემლი დავანახო. თითქოს მეშინია - ამოვიხრე -საყვარელ ადამიანს რას არ აპატიებ? - უეცრად მკითხა, ამას არ ველოდი მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ ვუპასუხე -ტყუილს ვერ დავივიწყებ. პატიებას კი რაც შეეხება, მე ვინ ვარ რომ სხვა განვსაჯო და არ ვაპატიო. მაგრამ ლუკ პატიება მარტივია, დავიწყება კი ძალიან ძნელი ამას ახლა ვამბობ მაგრამ არ ვიცი რას ვიზავ როცა დედას მკვლელს ვიპოვი - მწუხარებისგან თავი გავაქნიე, ძარღვები დამეჭიმა ამის გახსენებისას. გონს ლუკის ხმამ მომიყვანა -ღალატზე რას იტყვი? -ამას რატომ მეკითხები? - მაინტერესებდა მიზეზი ასეთი კითხვების დასმისა -შენი აზრი მაინტერესებს - წარბშეუხრელად მომიგო -ღალატი ტყუილთან ასოცირდება, ჩემთვის ეს სიყვარულის ყტუილია, ნდობის ბორტად გამოყენება -საინტერესო ადამიანი ხარ, იცი რატომ გკიხე? მსურდა გამეგო რას ფიქრობდი ამ ყვეაფეზე -და რა გაიგე? - გამეღიმა -გავგე რომ მე და შენ ერთნაირად ვფიქრობთ, აი მიზეზი იმისა თუ რატომ ვუგებთ "მაინც" ერმანეთს - მის სახეს ღიმილი მოეფინა და წინ გაიხედა. ფინიშის ხაზი მალე გამოჩნდა, მანქანას საკმაოდ სწრაფად ვმართავდი, მაგრამ საუბარში ეს ხელს არ გვიშლიდა. ******* ლუკს ყველა ჩემი საყვაელი ადგილი ვანახე. ბევრ ვისაბრეთ რის შედეგადაც ერმანეთი უკეთ გავცანით. ბოლოს ჩემთვის ერთერთ ყვეაზე მნიშვნელოვან ადგილას მივიყვანე, ქალაქის გარეუბანში. ლუკს ცოტა გაუკვირდა, აქ რა გვესაქმებდა -გამომყევი - ხელი ჩავკიდე და წავიყვანე -ეს რა არის? - მკითხა რდესაც დანიშნულების აგილა მივიყვანე -გრაფიტია ლუკ -არა, აქ რატომ ვართ? -რას ფიქრობ, მოგწონს? - დამაინტერესა მისი აზრი -შესანიშნავია, უდაოდ ნიჭიერია ის ადამიანი ვინც ეს დახატა - ამ ყველაფერს ისე გულწრფეად ამბობდა მესიამვნა, ნამუშევრებს კი თვალს არ სწყვეტდა -მადლობა - გავიღიმე მის ნათქვამზე -რისთვის? - ახლა უკვე მზერა ჩემზე გადმოიტანა -გულში რასაც ვინახავდი, ყველაფერი აქ გადმომქონდა: ტკივილი, დარდი, სინანული, იმედგაცრუება..... ყველაფერი აქ გადმოვიტანე. ეს ნახატები კედლებზე ჩემი სულის სარკედ ვაქციე, ჩვეულებრივი გამვლელი გაივლის და მხოლოდ ფერად გრაფიტს დაინახავს, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩემი სულიერი ტკივილის ანარეკლია, რომელიც გულში ვეღარ დავიტე და თავის განსათავსუფლებლად ამ ხერხს მივმართე. საღამოობით, ჩუმად მოვდიოდი და ვხატავდი. ორ დღეში ერთხელ ყოველ დილას აქ მცხოვრებ ხალხს ახალ-ახალი ნახატები ხვდებოდა, რომელიც ანონიმური იყო, არავინ იცის ვინ არის უბრალო ქუჩის მხატვარი -ახლა უკვე იცის -კი შენ იცი -ნანობ რომ მითხარი? - სევდიანად გამიღიმა -არცერთი წამით - მთელი სხეულით ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემეხუტა -შესანიშნავი ხარ! - ყელში ცხელი კოცნა დამიტოვა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.