შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური ვალენტინობის საჩუქარი (სრულად)


13-02-2016, 21:24
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 10 513

დილას ყვავილების სურნელი მიღიტინებს ცხვირში დამაღვიძებს.სხვანაირად ვერ დავაღწევდი ღამის ბურუსს თავს,ალბათ.უცნაურია,რომ ჩემი საუკეთესო მეგობარიმიწყობს სიუპრიზს და არა მიმზიდველი ახალგაზრდა.ჰო,ასეთს ვიცნობდი ერთ დროს.
ვიწევი საწოლიდან,ხელებს მაღლა ვსწევ და მეღიმება.ლიკა არ ჩანს.ალბათ,ჰგონია,მომატყუებს,ეს დიმიტრი იყოო.არავ,ვერ მომატყებს.ვიცი,რომ ის სამუდამოდ გაქრა,აორთქლდა ჩემს ცხოვრებიდან,ისე გაქრა,როგორც მთებიდან ნელ-ნელა ქრება თოვლი.
ახლა ჩემი სიყვარული თოვლს შევადარე?! შესანიშნავი საწყისია,არა?
-ჰო,ნამდვილად შესანიშნავი!-ფიქრებს მიხვდება ლიკა და ოთახში შემოდის.
-რა გინდა,გოგო?-ვითომ მიკვირს,ფეხზე ვდგები და დაქალსვეხუტები.უყვარს,როცა თბილი ვარ.ხითხითებს და ყვავილებით მოფანტულ იატაკს უღიმის.
-ჰო,დიდი მადლობა-ლოყაზე ვკოცნი და ტანსაცმელს ვეძებ.
-რომანტიკული საუზმე-იღიმის ლიკა.
-კარგი რა,ვერა ხარ!-ხარხარი მიტყდება,ასეთ სიუპრიზს არ ველოდი.
-ვიცი,რომ სხვა რამ გინდოდა,მაგრამ ვერ შევსწვდი-ოთახიდან გადის და მარტოს მტოვებს.ჰო,მე „აიფონ 6“ მინდოდა.დიმიტრის უნდა ეჩუქნა,მაგრამ დამშორდა.მხოლოდ ტელეფონის გამოც კი მინდა აქ იყოს-მაგრამ თავმოყვარეობას ვერ გადავაბიჯებ და ვერ დავურეკავ,დამიბრუნდიო,ის ხომ თავად გავუშვი.ახლა სხვას ხვდება,ალბათ.
კაბას ვიცვამ და მისაღებში გავდივარ.ლიკას შესანიშნავ საუზმეს ვუყურებ და მეცინება.ალბათ,რამდენი იშრომა,რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა,მაგრამ შენც არ მომიკვდე,ეღიმება..ვხვდები,ყველაფერი რესტორნიდან ამოუტანია.
-შენ რა გეგონა?
-სანთლები მომწონს..-მეღიმება და სკამზე ვჯდები.
-რომანტიკული ფილმი გვაქვს?
-ჰო?
-წმინდა ვალენტინის დღეზე რას იტყვი?
-ისევ ეს?-უკმაყოფილოდ ვუყურებ.
-აუ,წამოდი,კინოში წავიდეთ..რა გვინდა აქ?-გადაწყვეტილებას ცვლის.
-შესანიშნავია!
კინოში რაღაცას ვნახულობთ.მელოდრამაა და საკმაოდ სასიამოვნო საყურებელიa,თუმცა ნოსტალგია მიპყრობს და განწყობა მიფუჭდება.პირველ პაემანზე ზუსტად ამადგილას ვიჯექით მე და დიმიტრი.ზუსტად ამ ფილმს ვუყურებდით.მგონი,დამთხვევებიც არსებობს.
ფილმის შემდეგ ლიკა მტოვებს.აბა რას იზამ შეყვარებულმა სიუპრიზიმოუწყო და ხომ არ გამოტოვებს.
-მიდი,შენ იცი-ვკოცნი ლიკას.
-ლილე,ყველაფერი კარგად იქნება!-მიყვარს ამ გოგოს მიხვედრილობა და თან მაბრაზებს.
-კარგად ვარ.მაღაზიებში შევივლი-ვუღიმი და ფეხით მივუყვები გზას.სავაჭრო ცენტრში ახალ სამოსს ვიყიდი და რამე ფუმფულა სათამაშოსას ვიყიდი.ალბათ,საკუთარ თავს უნდა მოვუწყო საჩუქარი ან რა მნიშვნელობა აქვს რა ჰქვია ამას.მთავარია,რომ გავერთო.
მთელ დანაზოგსვხარჯავ.ახალი კაბით გამოვდივარ გარეთ და ხელში სათამაშო მიჭირავს.ძვირადღირებულები რომარ მეყიდა რა მეშველებოდა! ჰო,ფული არ მენანება საკუთარი თავის სიამოვნებისთვის.მაღლებზე მოვსეირნობ და თვალებს ვაცეცებ.რა სისულელეა,დიმიტრი სულ სხვაგანაა.მან ქვეყანაც დატოვა.გული ვატკინე და აღარ დაბრუნდება.მახსენდება ის ბოლო დღე,როცა ვუთხარი უნდა დავშორდეთ-მეთქი.რატომ დავშორდი? იმიტომ,რომ მტკიოდა მასთანყოფნა,ეგოისტურა იყო ჩემზე შეყვარებული,წამსაც ვერ ძლებდა ჩემს გარეშე..მე კიდევ ეგოისტი ვიყავი და არ მინდოდა,რომ ჩემი ნაწილი ყოფილიყო.იყო,მაგრამ არ ვაღიარებდი.
სახლში მისული საწოლზე ვწვედი და ლეპტოპს ვრთავ.არ წამიშლია ჩვენი ერთად გადაღებული ფოტოები,ისევ ვუყურებ და მეღიმება.რა კარგი ყოფილა,როცა საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს.გული წყურვილით მევსება,დიმიტრი მწყურია ისე,როგორც არასდროს.ისევ მინდა,რომ მისი ხმა მესმოდეს,ისევ მინდა თავს მაბეზრებდეს თავისი ხუმრობებით,დამცინოდეს და შემდეგ გულში ჩაკვრით მირიგებდეს.ისევ მინდა მასთან.
ნოსტალგია მაწვება.როგორც ჩანს,“უაიფონოდაც“ მჭირდება..რა არის ტელეფონი ასეთ ძლიერ სიყვარულთან შედარებით? არაფერი,სრულიად არაფერი.დიმიტრის სითბოზე ძვირფასი მართლაც რომ არაფერია.
ფუმფულა დათუნიასთან ერთად „სელფს“ ვიღებ და ყვავილებით მოფანტულ აიტაკსაც ვაჩენ,შემდეგ „ფეისბუქზე“ ვტვირთავ.საკუთარ თავს არვუყდები,მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ,რომ დიმიტრი ვაეჭვიანო.არ ვიცი რას გრძნობს,თუ აღარ ვუყვარვარ,ასე იმას მაინცდავანახვებ,რომ მარტო არ ვარ.
შეყვარებულად ვგრძნობ თავს-მეთქი და სურათს ვტვირთავ.ვჯდები ლეპტოპის წინ და მეღიმება.ვიცი,რომ დიმიტრი ნახავს.ალბათ,ნახავს,მეც ვნახავდი.
ჩვენს სურათებს ვათვალიერებს,ყველას სათითაოდ ვაკვირდები და მოგონებებს გონებაში ვატრიალებ.როგორი ბედნიერი ვყოფილვარ ერთ დროს,თუმცა ბედნიერება როდისაა ხანგრძლივი?!
ერთი ფოტოს ცქერა განსაკუთრებულად მსიამოვნებს..იქ მე და ის ვწევართ საწოლზე დაფილმს ვუყურებთ.მახსოვს იმ დღეს საშინლად ვიყავი და ადგომის თავიც არ მქონდა,მან კი ყველაფერი გადადო და ჩემთან მოვიდა.ამიტომ ვაფასებდი დიმიტრის და ერთ დღეს ამიტომაც გადავაფასე.
საკუთარი თავი მძულდება.ასეთ ბიჭს როგორ მოვექეცი ასე?!
ფეხზე ვდგები და სარკეში ვიხედები.
„ახლა შეიცვალე?!“-რიტორიკულ კითხვას ვსვამ და ვირინდები.ვისგან ველი პასუხს,ნეტავ?!
კედლები და საათი..საათის წიკ-წაკი,რომელიც გამგმირავ ხმაურად მეჩვენება..ჩემს თავში ყველაფერი ირევა,აზრები მეფანტება და დაკარგულივით ვჯდები საწოლზე.
სასტიკად მომნატრებია დიმიტრი..მონატრება უსაზღვრო ყოფილა.ადრე ვერ ვგრძნობდი! ალბათ,უნდა დაკარგო,რომ დააფასო.უნდა დაშორდე,რომ მოგენატროს.მახსენდება უნარებში როგორ ვიხილავდი კავშირს „დაშორება-მონატრება.“
ალბათ,უნდა შეგცივდეს,რომ საბანი დააფასო,უნდა ბევრი იშრომო,რომ ძილის ფასი გაიგო,უნდა გეძინოს ცოტა ხანს და მერე ტკბილად შეძვრები საბანში...
ჰო,ახლა კი...რა ვქნა ახლა? ის ხომ აღარ დაბრუნდება.განა განშორებამ მოანატრა ჩემი თავი...ის ხომ ახლა სხვაგანაა,შორსაა და სულ არ ვენატრები.ალბათ,სხვა გოგოს ეუბნება,თუ როგორ უყვარს.
საათსვუყურებ,ჯერ მხოლოდ შვიდია,მე კი შუა ღამე მგონია.სივრცეს გავყურებ და ნოსტალგია კიდევ უფრო მიპყრობს.ყვირილი მინდა,მაგრამ ვჩერდები.მეზობლები რომ არა,სადარბაზოს ავიკლებდი,ალბათ.
მუსიკას ვრთავ და ტანზე ვიხდი,კაბა ძალიან მიჭერს.იატაკზე ვწვები და თვალებს ვხუჭავ.ვცდილობ,დიმიტრი წარმოვიდგინო.მახსოვს ერთხელ რა მითხრა,როცა შენგან შორს ვიქნები,თვალები დახუჭე და წარმომიდგინეო,მეც ასე მოვიქცევიო,ესეც მითხრა..ეს აქამდე არ მიცდია,მენატრებოდა,მაგრამ არ მიცდია.
თვალებს ვხუჭავ...დიმიტრის ვიხსენებ..თითქოს ჩემს გევრდით წევს დამეუბნება,რომ ვუყვარვარ...არა,ილუზია დებილობაა,მე რეალური დიმიტრი მჭირდება...
სოციალურ ქსელს ვამოწმებ,მაგრამ საინტერესო ვერაფერს ვაწყდები.ტანზე ვიცვამ და „ტაქსის“ ვაჩერებ.არ ვიცი სად მივდივარ,რა მინდა,მაგრამ მივდივარ...აეროპორტში ბილეთსვიღებ და მოსაცდელში ვჯდები.სად მივფრინავ არ ვიცი,მაგრამ გეოგრაფია სულ არ მანაღლებს.ვიცი,რომ უნდა წავიდე და ის ვნახო..არ ვიცი სად ცხოვრობს,მაგრამ მაინც უნდა წავიდე,რამენაირად გავიგებ.თვითმფრინავში ჩაჯდომამდე კავშირებს ვიყენებ და დიმიტრის ზუსტ მისამართს ვიგებ.
-რამეს დალევთ?-მეკითხება სტიუატესა.
-არა,არ მინდა.მადლობა-ვპასუხობ და საზურგეს ვეყრდნობი.გავგიჟდი,ალბათ...ეს ვიცი,მაგრამ მაინც მივდივარ..მივდივარ,რომ მას შევხვდე,მივდივარ,რომ ისევ შევუფაკლო ლოყები და მეც შევიფაკლო..მივდივარ,რომ ვიგრძნო მისი გულუბრყვილური მზერა,მზერა,რომელიც სიყვარულმა გულუბრყვილო გაუხადა..არ ვიცი,თუ ისევ ვუყვარვარ,იქნებ გოგოსთან ერთად დამხვდეს კიდეც,მაგრამ არ მაინტერესებს მაინც მივდივარ..მაინც მინდა,რომ ვნახო და შევიგრძნო დიმიტრი..ის მე ას „დეში“ მჭირდება და არა ილუზიურ სამყაროში.
ილუზია მძულს,მე რეალობა მიყვარს!
დიახ,რეალობა.

დილაუთენია მივუყვები უცნობ ქუჩებს,“ტაქსის“ ვაჩერებ და მისამართს ვეუბნები.დაბნეული ვარ და ლოგიკაც დამკარგვია,თუმცა ეს არ მანარვლებს..მთავარია,ის ვნახო.მანქანიდან გადმოსულს ვიღაც ქალი გიჟივით მიყურებს,არ ვიცი რა გაიფიქრა ჩემზე,მაგრამ ესეც არ მადარდებს,მთავარია,მიზანს მივაღწიო..
მივიწევს დიმიტრისკენ...ზემოთ ასროლილი ბურთი მსროლელს უბრუნდება,ამიტომიმედი მაქვს,რომ დიმიტრი დამიბრუნდება,ერთ დროს ხომ ჩემი ავტონომია მოქმედებდა მასზე.ლიფტით ავდივარ სასტუმროში და გიჟივით მივექანები მისი ოთახისკენ,დილის რვა საათია,მაგრამ არ მანაღვლებს,მას მაინც ვნახავ..არ მაინტერესებს არაფერი,მე ის ეგოისტურად მიყვარს.
ცოტა ხანში მის კარებს ვუახლოვდები..თეთრია ის,ეტყობა,რომ ისეთი სუფთაა,როგორიც დიმიტრის სული იყო,დიმიტრის უმწიკვლო შინაგანი სამყარო ისევმახსენებს თავს..ღმერთო,რა ძლიერ მყვარებია! ახლაც მიყვარს,ამიტომ ვრეკავ ზარს..აკანკალებული ხელებით,მაგრამ მაინც ვრეკავ..
კარებს არავინ აღებს..და მეც არ ვჩერდები.უნდა ვნახო და უნდა ვუთხრა!
ჰოპ....ცოტა ხანში კარი იღება..ჩემს წინ მოულოდნელად ჩნდება ის..არ ვიცი რა ვუთხრა,საიდან დავიწყო..თვითმფრინავში ვიცოდი,მაგრამ მავიწყდება...ვიცი და თან არ ვიცი..მისი მზერა მწვავს..ალბათ,ავფეთქდები..
-შენ..არ მჯერა!-თვალებიდანნაპერწკლები უცვივა,სწორედ ისეთი ნაპერწკლები,როგორიც მე მიყვარს..
-ჰო...-სახეზე ხელებს ვიფარებ და ტირილი მივარდება..გავტყდი! არ ვყოფილვარ ძლიერი! მოანტრების წინაშე რაა ადამიანის ძალა?!
ხელებს შლის,გულში მიკრავს..ისევ ვგრძნობ მის სასიამოვნოზე სასიამოვნო სურნელს.თურმე როგორ მომნატრებია...
-მომენატრე...-ხელებს მიშვებს და მაკვირდება..
-დამაგვიანდა-სევდიანად ვამბობს.
-ნუ ტირი!-ცრემლებს კოცნით მწმენს..მაჟრჟოლებს და თავი სიზმარში მგონია..ნუთუ ეს ისევ ჩემი დიმიტრია!
-მიყვარხარ...ძალიან მენატრებოდი..გთხოვ,მაპატიე..
-გაპატიე,ლილე....მიხარია,მიხარია,რომ მოხვედი,რომ არსებობს..მიყვარხარ,ლილე...-გულში ძლიერად მიკრავს,ხელებს მჭიდროდ მხვევს.
-არ დამტოვო,დამპირდი...დამპირდი,რომ არასდროს დამტოვებ...-მუდარით მეუბნება.
-არასოდეს!-ვცდილობ,ცრემლები შევიკავო.
-ნუ ტირი..
-დამაგვიანდა...დღეს 15-ია...
-ეგ არაფერი,ყოველთვის მიყავრხარ და მეყვარები..რა მნიშვნელობა აქვს რომელი დღეა..
-მადლობ,რომ მაპატიე..
-ჩუმად! შენთვის სიუპრიზი მაქვს...-ეღიმება.
-რა? აიფონი?-სიცილი მივარდება.
-არა,მერე გიყიდი.
-არ მინდა..ვიხუმრე! მხოლოდ შენ მჭირდები,დიმიტრი.
-ლილე,მე კი შენ...და მინდა სულ ასე იყოს...
-მეც...
-ანუ თანახმა ხარ,რომ...-და ბეჭედი ანათებს..
-რიტორიკული კითხვაა,ალბათ,ჰო?-სიცილს ვერ ვიკავებ და მონატრებულ კისერზე ვეკიდები,ის ხომ ჩემი გიჟური ვალენტინობის საჩუქარია...
___
გილოცავთ ვალენტინობას წინასწარ...გილოცავთ ყველას,განურჩევლად შეყვარებულისა და არაშეყვარებულისა.



№1 სტუმარი A

Dzalian lamazi istoriaa. Dzalian momewona.... Mec mteli gulit da sulit gilocavt yvelas.... Bednierebisa da sixarulis rac mtavaria ulevi da usazgvro siyvarulis momtani yopiliyos es valentinoba yvelastvis..... GILOCAVT......

 


№2  offline მოდერი tsn

მაგარი იყოო, სასიამოვნო დასასრულით ♥♥ გილოჩავ ვალენტინობას.♥♥

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

A
Dzalian lamazi istoriaa. Dzalian momewona.... Mec mteli gulit da sulit gilocavt yvelas.... Bednierebisa da sixarulis rac mtavaria ulevi da usazgvro siyvarulis momtani yopiliyos es valentinoba yvelastvis..... GILOCAVT......

tsn
მაგარი იყოო, სასიამოვნო დასასრულით ♥♥ გილოჩავ ვალენტინობას.♥♥

გმადლობთ <3

 


№4  offline წევრი giorgi avetsvashvili

უბრალოდ უნიკალური და შესანიშნავი იყო, love winked love

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

giorgi avetsvashvili
უბრალოდ უნიკალური და შესანიშნავი იყო, love winked love

გმადლობ

 


№6 სტუმარი mari

Lamazi istoroaaa.

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

mari
Lamazi istoroaaa.

გმადლობ

 


№8  offline წევრი Soow

ძალიან ლამაზი ისტორია იყო,მაგრამ მისი წაკითხვა ფოტომ გადამაწყვეტინა,ვგიჟდები ამ ფილმზე.

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

Soow
ძალიან ლამაზი ისტორია იყო,მაგრამ მისი წაკითხვა ფოტომ გადამაწყვეტინა,ვგიჟდები ამ ფილმზე.

მეც ვგიჟდები

 


№10  offline წევრი nini :)

რა კარგი იყოოოოოოოო love

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

nini :)
რა კარგი იყოოოოოოოო love

გმადლობ

 


№12  offline წევრი Ninuca)

ძალიან კარგი იყოოოო <3

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

Ninuca)
ძალიან კარგი იყოოოო <3

გმადლობ

 


№14  offline მოდერი Tako Tako_2

ძალიან ლაამაზი ისტორია არის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent