Dark side of Blood 6(აი ვინ არის ნამდვილი ამინა)
-ფაბიანა!ფაბიანა!გაჩერდი ძალიან გთხოვ ნუ მიბრაზდები! ვიცი რომ ნამდვილი საქონელი ვარ!-ვუყვიროდი ჩემს ყოფილს,რომლის დახმარება ძალიან მჭირდებოდა ,თვითონ კი კარს კეტავდა და მაგიის საშუალებით,უნდოდა გადაადგილება.-ანდრეა,მორჩი ხითხითს! -არ შემიძლია!-სიცილისგან ცრემლები მოდიოდა თვალებიდა. -ვაღიარებ ფაბიანა რომ ყველა კაცები ერთნაირი მოღალატეები ვართ და არაფრით არ ჩამოვრჩებოდი შენს ყოფილს,მაგრამ თქვენ ქალები ხომ სულგრზელი არსებები ხართ !ძალიან გთხოვ დამეხმარე. -აქედან მოშორდი,მეც მეგონა რომ არ მიღალატებდი,შენ კი ტყის შუაგულში დამყოვე მგლების შესაჭმელად.-გაცობეფული მიღრიალებდა ფაბიანა. -კარგი რა ფაბიანა,მე ვერ შეგჭამე და მგლები რას გიზამდნენ? -შენი საოცარი იუმორის გრძნობა , მოსატანი არ იყო!-ეს გოგო შენი მორიგი მსხვერპლია?ალბათ მოაჯადოვე კიდეც,მოჯადოვებულით იცინის. -ანდრეა გეყოს ადექი მიწიდან-ვუსაყვედურე მიწაზე სიცილისგან პანიკაში ჩავარდნილ ანდრეას. -არ შემიძლია!.... გააგრძელეთ რა ამდენი არასდროს მიცინია. -ეს ცუდის მომასწავლებელია!-მკვახეთ უპასუხა ფაბიანამ. -ფაბიანა დახმარება მჭირდება,და ეს გოგო ჩემი მორიგი მსხვერპლი არ არის,უბრალოდ მეგობარია რომელიც მეხმარება. -არ ეტყობა!ვხედავ რაც იყო!რაც გინდათ ,დილან გირჩევნია წახვიდე მე მაგ საქმეში ვერ გავერევი. -მომავალი დაინახე? -დილან წადით აქედან! -რა დაინახე? -ყველას მოგკლავენ!-კარები მომიჯახუნა და ფანჯრიდან დავინახე როგორ გაუჩინარდა. -ჯანდაბა!ანდრეა გეყოს,ვსო მორჩა! რა იყო სასაცილო ამაში? -შენი პირით რომ ამბობ რომ საქონელი ხარ ! -ეეიი!ცოტა ფრთხილად.მგონი ხანდახან გავიწყდება ვინც ვარ! -ჩემი მოკვლა რომ შეგეძლოს აქამდე მკვდარი ვიქნებოდი! -რას ამბობ!ხოდა შენ რომ არ მოგკლა საკვები მჭირდება რომელიც არ მაქვს! და შენ დღეს სისხლის ბანკს გაძარცვავ!ყველაზე მეტად რეზუს უარყოფითები მიყვარს! -კარგი რა!მე როგორ გავძარცვავ! არ გირჩევნია ერთი გოგო დაითრიო ? -მაღიზიანებ უკვე,სწრაფათ წავი სახლში შევხვდეთ,მოიცა აი ტაქსის ფული აიღე. -რომ დამიჭირონ? -რამეში გამომადექი! -კარგი რა დილან მაპატიე რომ დაგცინე! -ამაზე სანამ დამცინებდი მანამ უნდა გეფიქრა! ანდრეამ უკმაყოფილოდ მომიხურა მანქანის კარები და საავადმყოფოსკენ გაქუსლა,რომელიც იქვე იყო.მე კი სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანივით იქედან წამოვედი.იევ ნეინასთან უნდა მივსულიყავი,მართალია რაღაც საოცარ იარაღს ფლობდა,მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა მეცადა მისი დარწმუნება! კარი ამჯერად თინეიჯერმა ბიჭმა გამიღო,კლეჩატ პერანგში და ჭინსებში იყო გამოწყობილი,და როგორც კაცმა მაინც გაოგნებული დავრჩი მისი აღნაგობით.მერე კი ჩემი თავის შემრცხვა რომ ამინა ვერ ვიცანი.მერე ისიც გამახსენდა პირველად რომ ვუყურებდი ანდრეას და ყველაზე სრულყოფილი რომ მეგონა. -დიახ! რაიმე გნებავთ?თავაზიანად შემეკითხა ბრუნომ. -მე ჯინას მეგობარი ვარ!მითხრა რომ დღეს ერტად გავისეირნებდით-მოხერხებულად მოვიტყუე. -წესიერად მითხარითრა გინდათ!-ახლა ხმა კაუმკაცრდა. -მე ჯინას მოვაკითხე. -ჯინა უკვე სამი თვეა რაც გაემგზავრა! -ისევ მომატყუა!-ჩემი ყველაზე მატყუარა მხარე გამოვიყენე და ტირილი დავიწყე,დღეს იუმორისა და ეშმაკობის ტალრაზე ვიყავი ასე რომ ბოლომდე შევუტიე. -დამშვიდდით სერ,სახლში შემოდით! -დიდი მადლობა! მე და ჯინა სამი წელია რაც ერთმანეც ვეკონტაქტებით, უკვე იმდენი ხანია მინდოდა რომ შევხვედრილიყავი,გამგზავრების შესახებ არაფერი მითხრა!დღეს ისეთი დიდი იმედი მქონდა რომ შევხვდებოდი,პაემანზე მინდოდა მისი დაპატიჯება ,ტანსაცმელს რამდენიმე საათი ვარჩევდი.-მერე ჩემს დასვრილ ტანსაცმელებს დავხედე და დავამატე-ავარიაში მოვყევი და მიწაზე გორიალი მომიწია! -მე ძალიან ვწუხვარ! გინდათ ჯინას ახლავესვე დავურეკავ,ასე არ უნდა მოგცეოდათ.მეგონა დას კარგად ვიცნობდი მაგრამ ძალიან ვწუხვარ! გინდათ ჩაიმს მოგართმევთ! -კარგი,არ მაწყენდა დღეს იმდენი რამ გადავიტანე-ეს მიზეზი სახლის მოსათვალიერებლად და რაიმე საინტერესოს მოსაძებნად მინდოდა.უცებ ნაცნობი ხითხითი გავიგონე,ტელეფონი ავიღე და ეკრანზე ზარი მიმდინარეობდა ანდრეასთან. -ანდრეა! შემთხვევით დამერეკა,რა ქენი ? -მთელი ამ ხნის განმალობაში შენ გისმენდი და მთელი საავადმყოფოს პერსონალი სოგონებელში ჩავაგდე ! ყველას შეშლილი ვგონივარ !ძალიან გთხოვ ერთხელ კიდევ იტირე რაა! ისე შენ დარწმუნებული ხარ რომ ტრადიციული ორიენტაციის ვამპირი ხარ? -გინდა რომ დაგიმტკიცო? -არა კარგი აღარ ვიცინივარ! -არა მოიცა არ გათიშო,გინდა ახლავესვე მოვალ და დაგიმტკიცებ! -დილან გაჩერდი,უკვე ყველა კაცი ვისაც ვიცნობ მაგას მიმტკიცებს მემგონი მეყოფა,ამდენი სამტკიცები. -კარგი ხო წავედი ,ხომ ხედავ პიესაში მთავარი როლი მე მაქვს. ეს ღლაპი ალბათ ახლა კრეფს ჩაის,გადავწყვიტე რომ ვამპირული სიჩქარით მომეთვალიერებინა ოთახი და მერე სამზარეულოში გავსულიყავი,სადაც არავინ იყო! -ჯანდაბა! ის ცისფერთვალება ღლაპი ყველაფერს მიხვდა! თურმე მე კი არა იმან გამითამაშა! ყველა ახლა როგორ დაჭკვიანდით.ამაზე მანამდეც უნდა მეფიქრა რომ ამინა იყო და რარაც თვალსაზრისით შეეძლო ვეცნე. უცებ თავში ისთივე მწარე ტკივილი ვიგრძენი მაგრამ გონება არ დამკარგვია!ტკივილი ჩემს უკან მდგომი ,ბრუნოსგან მოდიოდა ვეცი და კისერში ხელი მოვუჭირე და ზემოთ ავწიე,ტკივილი შენელდა მაგრამ სხვა მხრიდან მოდიოდა,იქედან კი მხოლოდ გრძელთმიუანი სილუეტი გავარჩიე,ბიჭი გავთიშე და მასთან მივედი,მივხვდი რომ თვალებიდან გამოდიოდა ეს საზარელი ენერგია და უფრო და უფრო ძლიერედებოდა!მკლავებში მოვიმწყვდიე და თვალებზე ხელი ავაფარე! -გამიშვით!-რა გინდათ ჩემგან? -დიდი არაფერი უბრალოდ თქვენი დახმარება მინდა! ცხედავ არც ისე სტუმართმოყვარე ოჯახი ხართ! -გამახსენდა რომ ჯიეში ტრანკვილიზატორი მეგდო ,გოგოს გავუკეთე,თვალები სულ დაბინდული მქონდა მაგრამ ნელნელა მიბრუნდებოდა თვალის ჩინი.მანქანაში ჩავაგდე თვალები ავუხვიე,ხელები შევუფორკე და მანქანაში ჩავსვი. თვალებში წყალი შევისხი რომ თვალის ჩინი დამბრუნებოდა,რამდენიმე წამი გონს მოგებას დავუთმე და მანქანა დავძარი,სახლში რომ მივედი თვალები საშინლად მტკიოდა.გოგონა ხელში ავიყვანე და სახლში შევიყვანე,ლოგინზე დავაგდე,ამჯერად უფრო კარგად შევუკარი ხელებიც ფეხებიც და თვალებიც. თვალები საშინლად მტკიოდა,სისხლი საერთოდ არ იყო ჩემს სახლში.ანდრეას დავურეკე და დავაჩქარე,ამასობაში მეზობელი ოტახიდან ფხაკუნი გავიგე,გოგონა გიჟივით წრიალებდა საწოლზე და ცდილობდა რომ თავი გაენთავისუფლებინა! -ტყუილად წრიალებ!არავინ არაფერს დაგიშავებთ! უბრალოდ ცოტა მოითმინე! -გამიშვით!-საცოდავი ხმით ამოიხვნეშა,ხმა გაბზარული ჰქონდა ალბათ დიროდა,დიდი სურვილი მქონდა მისი განთავისუფლების,მაგრამ ბოლო შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. -მოითმინე! ამ დროს ტელეფონზე ზარმა დარეკა პარალელურად კი ანდრეა შემოვიდა ოთახში,გოგონას დააკვირდა ,თან სისხლიანი პაკეტების ჩანთა მომიგდო ფეხებთან! -გისმენთ! -დილან! სასწრაფოდ გაიქეცი,ყველაფერი რაც თან გაქვს და ვინც თან გყავს წაიყვანე დაიმალეთ! -მამა! -მე ბრუნო და კიდევ ორი ადამიანი ვინც ტყვეობაში იყო გამოვიქეცით,მათ არ იციან ცვენი ადგილ სამყოფელი,მაგრამ ტქვენთან მოვლენ და თქვენი ტყვედ აყვანით ჩვენ გვაიძულებენ დაბრუნებას,გაიქეცით! -მამა ყველა კარგად ხართ თქვენ სად იქნებით? მამა ... მამა.. -ანდრეა სწრაფად ჩაალაგე ყველაფერი რაც კი აუცილებდალ დაგჭირდებათ! - რა ხდება ? -სწრაფად -ვიღრიალე მე. -ჯინა მხარზე მოვიდე,ჩემი საკვების ჩანთა ავირე და მანქანაში დავტოვე ორივე მერე,ელვისებრი სისწრაფით მოვაგროვე ხელებში ფული და რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი და ანდრეას მანქანისკენ ვუბიძგე. მანქანა დავძარი და გაურკვეველი მიმართულებით წავედი. -დილან რა ხდება? -მამაჩემმა და ბრუნომ გამოაღწიეს,მემგონი შენებმაც ! -ღმერთო მადლობა! -ახლა ისე უნდა დავიმალოთ რომ ვერასდროს მოგვაგნონ,მოიცადეთ ამ გარაჟში მანქანა უნდა გამოვცვალო,ამით უკვე რამდენიმეჯერმე დამინახეს.-ჯინა მომისმინე ვიცი რომ ყველაზე მეგობრული გაცნობა არ გვქონია ,წესიერად არც კი მინახიხარ,მაგრამ უნდა იცოდე რომ ჩვენ სამიდან ყველაზე დიდ შარში შენ ხარ! შენ ოჯახს არაფერი დაემართება ,თუ შენს ძებნას არ დაიწყებენ ჩემს სახლში და მათ ვავიჩენი არ შენიშნავენ. -ვავიჩები? -იცნობ მათ?! -ნამდვილი არამზადები არიან!ისეთივე როგორიც თქვენ! -გეყოს კლანჭების გამოჩენა-უხებ ხელში ავაფრიალე და მეორე მანქანაში გადავსვი,თვალებიდან თეტრი ნაჭერი მთელს სახზე ჩამოშლოდა და საერთოდ არ უჩანდა სახე. -ყველა ნივთი გადმოიტანე?-შემეკითხა ანდრეამ. -ჩაჯექი დროზე! ვიცოდი რომ ამ ქალაქში ,ვავიჩებს მყარად ჰქონდათ გადგმული ფესვები და ყველგან გვიპოვიდნენ!მერე ერთი იდეალური ადგილი გამახსენდა,ქალაქ გარეთ ჩემი საიდუმლო მიწისქვეშა სახლი!ყველაზე მაგარი ვარიანტი იყო,იქ დარწმუნებული ვარ ვერავინ გვიპოვიდა! გეზი სწორედ იმ სახლისკენ ავიღე. ოთხსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩემს სახლში ვიყავით,ყველაზე კარგი მაინც ის იყო ,რომ ის საერთოდ არსად იყო რეგისტრირებული და არავის საკუთრებაში ეწერა,ასე რომ ვერანაირად ვერ გვიპოვიდნენ! -ამ ამბავს გახარებული ვუყვებოდი თანამგზავრებს,და მეგონა რომ დაბრკოლება გადავლახე. -ჯადოქარმა რომ მოგიძიოს?-ჩამეკითხა ჯინა. -მითხარი შენგან რა სარგებელია იმის გარდა რომ ხასიათს მიფუჭებ? -ჩემგან ძალიან ბევრი სარგებელია! -მაინც რა თუ მოგკლავენ შენი მკვლელი ხალხის მმართველი გახდება? -რა სისულელეა! -მოიცა აბა რაშია შენი სარგებელი? -მე თუ მომკლავენ სანამ ახლაი შთამომავალი არ გაჩნდება სამყარო განადგურდება!ექ ზეცის წინასწარმეტყველებაა! -აჰა ესეიგი სარგებელი საერთოდ არ ყოფილა შენგან არაფერი! -ეს თეთრი ნაჭერი რომ არ მიფარავდეს სახეს განახებდი! -არ მინდა უკვე გამოვცადე! -ისე მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობ! -კარგი მშინ ერთ რამეზე შევთანხმდეთ! შენ ცვენთან ერთად ჩამოდიხარ,სამალავში და ზიანს არც ერთს არ გვაყენებ,შენთვისა უკეთესი,იმიტომ რომ ახლა ორუ კლანი გეძებს მოსაკლავად ! - კარგი სხვა გზა ისედაც არ მაქვს ! -ანდრეა! მოხსენი. -მე რატომ? რომმიკბინოს? -კარგი რა ანდრეა არ იკბინება! -ვინმე გამიხსნის ფეხებს რომ სიარული შევძლო? -იცი რა ჯობია მე ჩაგიყვანო სამალავში და მერე გაგანთავისუფლო. ჩემი კარგა ხნის მიტოვებული სამალავის კარები გავაღეთ შიგნით ჩავედით,და მანქანიდან ყველა საჭირო ნივთი ამოვიღე,მერე მანქანა ტყეში შედარებით მოშორებით დავტოვე და ვეცადე რომ ტოტებით დამეფარა. სანამ სახლში მივიდოდი ,ვინადირე,ჩემს მარაგს უნდა მოვფრთხილებოდი!ვინ იცის რამდენ ხანს მოგვიწევდა აქ ყოფნა. სახლში მისვლისას ორივე ჩემი ტყვე შუა ძილში იყო.მე კი სახლში შევათვალიერე,გამათბობელი შევაკეთე და ჩამოვწერე ყველა ის აუცილებელი ნივთი რომელიც უნდა მეყიდა. დილით ანდრეამ გადახედა სიტუაციას და რამოდენიმე ნივთი დაამატა.რამდენიმე ხანში ჯინაც ადგა მას სახეზე შავი ბანდიტური ნირაბი ეკეთა რომელიც მისი ქუდიგან გამოეჭრა. -რა გჭირს ჯინ?-მეგობრულად შეეკითხა ანდრეამ. -პარტნიორის გაჩენისგან თავს ვიკავებ. -ნუ მაცინებთ,აქ იმედია ჩემზე არ გაქვთ საუბარი-ჩავიფხუკუნე მე. -მისმინეთ ჩემთვის ასე უფრო კომფორტულია!თუ მეორედ არაფერს შემეკითხებით,შემიძლია ჩემი სისხლი შემოგთავაზოთ და კიდევ კვალის არევის რიტუალი. -ეგ რას ნიშნავს?-შეეკითხა ანდრეამ ხელი გაიჭრა და იქვე მდგომ ვისკის ჭიქაში ჩააწვეტა მისი სისხლი,მერე რარაც ჩაიბუტბუტა გაურკვეველ ენაზე და სისხლს ბურბონი დაასხა. -შენ სულ გადაირიე?-ეს ჩემი საყვარელი ბოლო წვეთები იყო,დაიწუწუნა ანდრეამ. -ამის დალევა მოგიწევთ ორივეს. -ფუ მე ამას არ დავლევ! -მოგიწევს რომ დალიო-შეეწინააღმდეგა ჯინა! -მერე მე არ გავხვდეი ყველაზე ძლიერი არსება? -ყველაზე ძლიერი არსება ჩემი ქმარი ხდება!თუ შემიყვარდა რათქმაუნდა! -როგორი რომანტიკოსი ხარ!-გავაჯავრე მე და ჭიქა ანდრეას მივუწიე და ძალით გადავაყლაპე ერთი ყლუბი,მერე კი მედავკარი,და სრულიად ახალი გემო აღმოვაჩინე.არც ტკბილი ,არც მწარე ,არც მჟავე და არც მარილიანი,რაღაც ახალი რომლის სურვილი მქონდა,მაგრამ არა გასინჯვის არამედ შეცნობის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.