შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი (თავი 6,7)


14-02-2016, 18:44
ავტორი ninas gogo
ნანახია 2 054

დილას გიორგი მობილურის ხმამ გააღვიძა. ტელეფონი აიღო და თითით ღილაკს გადაუსვა და უპასუხა:
- სახლში რატო არ ხარ?
-ნიკასთან ვართ ბიჭები რა იყო მამა?
- თუ ერთად ხართ კარგი გელოდებით ჩემთან კომპანიაში
-ხო კარგი
გიო ადგა სხვა რა გზა ქონდა. გადაივლო, შარვალი ამოიცვა, მაიკა გადაიცვა და ბიჭები გააღვიძა.
-აუუუუ მშიაა(საბა)
-ნუ წუწუნებ კაფეტერიაში შევჭამთ(გიორგი)
-კარგი დედიკო თქვა და ნიკასკენ გაიქცა მუშტი არ მოხვედროდა სახეში და გიორგის ლანძღვა-გინება არ ესმინა.
ლუკა კი ჩუმად იდგა, სახის ერთი ნერვიც კი არ გატოკებია. ბიჭები გაკვირვებულები უყურებდნენ. დაინახეს როგორ ირწეოდა ლუკა, სადაცაა დაცემულიყო. ლუკამ გული მერევაო და თვალისდახამხება ერთი იყო და ბიჭებმა ეგრევე დააწვინეს დივანზე. გიორგიმ წყალი მოუტანა, ნიკამ რაღაც წამლები მოძებნა. საბა არ აძლევდა ნებას ამდგარიყო. სამივე დაფეთებულები იყვნენ, არ იცოდნენ რა ექნათ ათას კითხვას უსვამდნენ. ბოლოს ლუკამ გააჩერა.
- დამშვიდდით გეტყვით რაც ხდება
-ჰე აბა(ნიკა)
- მოკლედ გუშინ ხო საბასთან ვიყავი და ამ დროს საბას შეხედა.
თავბრუ დამეხვა რა და გულიც მერეოდა. ორსულად ვარ. სრული სერიოზულობით განაცხადა. ხელს თავზე ისმევდა
-რაააააააა? დაიყვირა საბამ სახე ალეწილი ქონდა
-რააა?(ნიკა)
-რააააიიო? ( გიორგი)
რა თქმა უნდა სამივემ იცოდა რომ ლუკა ღადაობდა და შეუძლებელი იყო მაგრამ ისე დამაჯერებლად გააკეთა ეს ლუკამ რომ ეჭვიც კი შეიტანეს. ლუკამ ვეღარ გაუძლო და სიცილი დაიწყო.
-მოდი აქ შენიი
საბა გაეკიდა ლუკას და გარეთ გავარდნენ. პატარა ბავშვებით დაჭერობანას თამაშობდნენსავით. ნიკამ და გიორგიმ ერთმანეთს გადახედეს და ვაი რა გვეშველებაო თქვეს. ბოლოს უკვე უნდა წასულიყვნენ გამოჩდნენ ლუკაც და საბაც ხელი გადახვეული ჰქონდათ და საბამ ლუკას ლოყაზე აკოცა, ლუკა კი გაისრუტა და მკლავზე მოეხვია. ნიკა და გიორგი გაშტერებულები უყურებდნენ, ეგონათ დალეწეს ერთმანეთი და ესენი ნახეო და ეს ლოყაზე კოცნა ლუკას რეაქცია. ეს რას ნიშნავსო გაიფიქრეს.
-ხო ხო ვიცით რასაც ფიქრობთ ერთად ვართ მოკლედ უნდა გვეთქვა აქამდე, თქვენი იმედი მაქვს ვიცით რომ არ მოგეწონებათ მაგრამ დიდი დრო დამჭირდა რომ არა ლუკა ვერ მივხვდებოდი რომ განსხვავებული ორიენტაციის ვიყავი, ც კი მინდოდა მაგრამ ლუკამ მიშველა და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. საბამ დაამთავრა სათქმელი ლუკას ხელი ჩაჭიდა და ბიჭების პასუხს დაელოდა.
-მე მე. ჰა? არა ჰო კაი გილოცავთ(ნიკა)
-ჰო აა რავი (გიორგი)
გიორგი და ნიკა გაუგებარ სიტყვებს გამოთქვამდნენ და ნერვულად თავზე ხელს ისვამდნენ.
-კაით ხო რა საწ....ბი ხართ ჩემი ვიღადავეთ ვითომაც არ ვიცნობდნენ ეხლა ბავშვობიდან ერთმანეთს, ისეთი სახეები გაქვთ წაგივათ ლამისაა გული. ლუკამ ყოველგვარი სიცილის გარეშე განაცხადა და როდესაც გაიაზრეს ბიჭებმა რა თქვა ლუკამ ორივეს სახეში მუშტი მოხვდა.
-თქვეეენ შ*** თქვენი დედა ***
იგინებოდნენ გიორგი და ნიკა. ოთხივე ძირს იყვნენ დაწოლილები. საბამ ფეხი ღილაკს წამოკრა და მოსარწყავი სისტემა ჩაირთო და გაიწუწეს ბოლოს მანქანაში ჩაჯდნენ და კომპანიისკენ მიაშურეს. როცა შევიდნენ ყველას მზერა მათკენ მიიქცია. შემოსასვლელში არეული თმებით, გაწუწულები, მოუწესრიგებლები,ოთხი არაჩვეულებრივი ბიჭი მოდიოდა. ოთხივეს საოცარი სიეშხე ჰქონდათ. დასველებულ მაიკაზე კარგად ჩანდა მათი დაკუნთული სხეული. თავჩაქინდრულები შევიდნენ ზურა მიქაძის კაბინეტში.
- რას გავხართ რა ქენით?( ზურა)
- დაიკიდე მამა ჯობია ის გვითხრა რისთვის დაგვიბარე(გიორგი)
-ხომ იცით ოთხივე რა ძვირფასები ხართ ჩემთვის, ოთხივე ხართ ჩემი შვილები, მე ლევანს(საბას მამა) და ნიკოლოზს(ნიკას მამა) ბევრი დრო და მუშაობა დაგვჭირდა წარმატების მისაღწევად, ეს კომპანია ეკუთვნის როგორც შენ გიორგის ისე საბას და ნიკას, ასევე ლუკასაც რომელიც საკუთარი შვილივით მივიღე და გავზარდე. თქვენს გამო ვიშრომეთ ამდენი. ლევანმა და ნიკოლოზმა დაგვტოვა და კომპანიის მართვა მე დამრჩა. დავბერდი, მარტო მუშაობაც უკვე ჩემთვის რთულია და სანამ ცოცხალი ვარ, მივიღე ასეთი გადაწყვეტილება რომ თქვენ ოთხივე მომავალი მმართველები ჩაუდგებით კომპანიას სათავეში. ამ დროის განმავლობაში მინდა თქვენ ისწავლოთ და როცა დაგჭირდებით მე აუცილებლად თქვენს გვერდით ვიქნები მაგრამ კომპანიის საქმეებში უკვე აღარ ჩავერევი. ზურამ დაასრულა სიტყვა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ზურას მოეხვივნენ. შეპირდნენ რომ მათი მამების სახელს არ შეარცხვენდნენდა ასეც იქნებოდა. ზურა ამის გაგონებაზე კმაყოფილი დარჩა და ბიჭები კაბინეტიდან გაუშვა. როგორც კი გამოვიდნენ საბამ დაიწყო უკვე წუწუნი და კაფეტერიისკენ მირბოდა, სიჩქარეში კი ვიღაცას დაეჯახა. მის წინ შავი მოკლე თმიანი, მწვანე თვალებიანი, კურნოსა ცხვირიანი, თხელი ლამაზ ტუჩებიანი გოგო იდგა რომელიც მინი კაბას ქვემოთ ქაჩავდა. თვალებიდან კი ნაპერწ....ბს ყრიდა.
- წინ იყურე იდიოტო
ლუკა გაშეშებული იდგა, ვერც პასუხის გაცემა და ვერც ბოდიშის მოხდა მოასწრო. თვალი გააყოლა გოგონას რომელიც არხეინად მიდიოდა, საშუალო სიმაღლის იყო, არ იყო გამხდარი, სიფრიფანა გოგო მის ჩავიწროებულ მოტკეცილ კაბაში კარგად ჩანდა მისი "საამაყო" ფორმები, რაც მეტ ქალურობას, სიეშხეს და სექსუალურობას მატებდა საბას თვალში. ასე იყო საბა გაშტერებული როცა ბიჭები უკვე მასთან მისულიყვნენ და გამიფხიზლება დაუწყეს და ისიც მალევე გონს მოეგო. არაფერიო ხელი აიქნია და სინი აიღო სასურველი საჭმელი გადმოიღო და მაგიდასთან ჩამოჯდა, ბიჭებიც მას შეურთნდნენ და გემრიელად ილუკმებოდნენ.
ანასტასია, მარიამი, ეკა და ნანუკამ თითქმის მთელი ღამე ჭორაობაში გაატარეს. გოგოებმა ნანუკას მოაყოლეს სასიყვარულო ისტორია და ყურადღებით უსმედნენ. ძალიან უხაროდათ ასეთი საყვარელი წყვილის არსებობა და ბედნიერება უსურვეს. ნანუკას ძალიან უხაროდა ასეთი კარგი ადამიანების გაცნობა და უკვე მათ მეგობრებად თვლიდა. უკვე დრო იყო და გოგოები თავიანთ სახლებში წავიდნენ. ამ დროის განმავლობაში დაავიწყდა კიდეც ტასოს უცნობიც მაგრამ როცა გოგოები წავიდნენ. მაშინვე დაეპატრონა თავისი უცნობი მის ფიქრებს. ჩემი უცნობი, ფიქრობდა და როდესაც მიხვდა რას ფიქრობდა, თავი გაიქნია რა ჩემიო, იქნებ ვინმე ყავს? რა ქვია? უკვე ათას კითხვას უსვამდა საკუთართავს ბოლოს დაიღალა, გადაწყვიტა სახლი დაელაგებინა. უკვე მიდი დედიკოც მალე ჩამოვიდოდა. საძინელებლები დაალაგა, კაბინეტში შევიდა, სკამზე დადგა, მაღალ წიგნების თაროს წმენდდა, ერთ წიგნს მოკიდა, ხელიდან გაუვარდა, ძირს ჩავიდა წიგნი როცა აიღო იატაკზე ძველი ფოტო შენიშნა, გაოცებისგან გაშეშდა, ხელი აუკანკალდა, შესანიშნავი გარეგნობის ქალი იყო, ლამაზი ნაკვთებით. თითქოს ეცნო, თითქოს თავის თავს გავდა. ფოტო ისევ თავის ადგილას ჩადო, სკამზე ავიდა და წიგნი თაროზე შემოდო. სააბაზანოში შევიდა, შხაპის იღებდა, ფიქრებით ისევ იმ ფოტოსთან იყო, იმ ქალზე ფიქრობდა ბოლოს კი წამით გონება გაეთიშა, თვალთ დაუბნელდა. არა ეს შეუძლებელია!! უნდა გავარკვიო, სააბაზანოდან გამოვარდა, პირსახოცი შემოიხვია ტელეფონი მოიმარჯვა და ზარი ნიკასთან გაუშვა.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dz magariaaa gaagrdzelee raaa
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent