შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შევხვდებით... (1)


15-02-2016, 09:05
ავტორი natia_888
ნანახია 2 049

ბავშვობაში სიყვარულზე არასოდეს მიფიქრია, ცამეტი-თოთხმეტი წლის ასაკში, მაშინ როცა ჩემი მეგობრების უმეტესობა „სიყვარულობანას“ თამაშობდა, ვითომ უყვარდათ, შორდებოდნენ, ტიროდნენ, განიცდიდნენ, ფიქრობდნენ და ათასი სისიულელე, ვუყურებდი და მეცინებოდა რაზე კარგავდნენ დროს. სიყვარულს ეძახდნენ რაღაც უაზრო თამაშს, მაშინ როცა არც კი იცოდნენ რა იყო სიყვარული, უაზროდ კარგავდნენ ცხოვრების საუკეთესო ნაწილს. ასაკს, რომელიც ვარდისფერი, ფერადი ფერებით, ღიმილით, სიცილით და ბედნიერებით უნდა ყოფილიყო აღსავსე, გამოგონილ ტანჯვას, მწუხარებასა და დარდში ატარებდნენ. მე კი ვსწავლობდი, აწმყოთი ვტკბებოდი და მომავალზე ვფიქრობდი, გეგმებს ვაწყობდი. მომავალი პროფესია, უნივერსიტეტი, კარიერა და ბოლოს ოჯახი. ვგეგმავდი როგორ გავხდებოდი კარგი იურისტი, როგორ ვიმოგზაურებდი და ვისწავლიდი უცხოეთში, შეიძლოება იქ მეცხოვრა კიდეც, როგორ ვიმუშავებდი, გავაკეთებდი საყვარელ საქმეს, ვვოცნებობდი, მიზნებს ვსახავდი და ფიქრში არცერთხელ გამივლია სიყვარული. მხოლოდ ვიცოდი რომ ბოლო საფეხური ოჯახი იქნებოდა, რაც შეეხება სიყვარულს უბრალოდ ვთვლიდი, რომ როცა დრო იქნებოდ თავისით მოვიდოდა და ჩემს ცხოვრებაში სათანადო ადგილსაც დაიკავებდა, ასეც მოხდა...
დროს რომელსაც ბავშვობა ჰქვია სათანადოდ ვუფრთხილდებოდი. ყოველთვის ვცდილობდი ბავშვობა არ დამეკარგა. გაპრანჭვა მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გამო დრო თითქმის არ მქონდა, სარკესთან ტრიალისთვის მაინც გამოვნახავდი ხოლმე, მაგრამ მიუხედავად პრანჭვისა მაინც ბავშვი ვიყავი. ცამეტი-თოთხმეტი წლის ასაკში თავზე სამი, ოთხი ხუთი და მეტი ნაწნავით დავდიოდი. თუ ვიცინოდი ეს გულწრფელი იყო, თუ ვტიროდი ესეც გულწრფელი... ყალბ სიცილში სევდა გამოსჭვიოდა, ყალბი ტირილის დროს კი ღიმილი შემეპარებოდა ხილმე... მოკლედ, ჩემი ცხოვრებიდან მხოლოდ ამ პერიოდზე შემიძლია ვთქვა რომ ბედნიერი ვიყავი,.მთელი გულით,
გულწრფელად ბედნიერი. ეს წარსული ბედნიერება, ეს ხალისიანი ცხოვრება, რომელიც მხოლოდ 19 წელი გაგრძელდა, ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში და ახლა სიცოცხლეს მხოლოდ იმედიღა მაიძულება, იმედი იმის რომ ოდესმე კიდევ ვიქნები ასეთი ბედნიერი, ასეთი გულწრფელი და ხალისიანი, იმედი იმისა რომ ერთხელ კიდევ გაიელვებს ჩემს სახეზე ღიმილი, ჩემს თავს ვკითხავ, რატომ ვიღიმი და შემდეგ ღიმილს სიცილი შეცვლის იმის გამო რომ ღიმილის მიზეზს ვერ დავადგენ. დღისით ან სისხამ დილით კიდევ ერთხელ გამოვალ გარეთ, ხელებს გავშლი, ჰაერს ღრმად ჩავისუნთქავ და ღმერთს მადლობას ვეტყვი აწმყოსთვის, ღამით კი კიდევ ერთხელ გადავუხდი უფალს მადლობას ჩემი ბედნიერი ყოფისთვის, პირჯვარს გადავიწერ და ფერად სიზმრების სამყაროში გადავინაცვლებ. თუმცა რამდენადაც დიდია იმედი ამისა, იმდენად დიდია ფიქრი და შფოთი, შიში იმისა რომ ჩემს ყოფას ასეთი აწმყო აღარასოდეს ეღირსება...
წეღან სიყვარულზე და ბავშვობაზე ვლაპარაკობდი. როგორც ვთქვი, ბავშვობას ძალიან ვუფრთხილდებოდი და სანამ ცხოვრებამ არ მითხრა, რომ ბავშვი აღარ ვიყავი მე თავად ეს არ მიღიარებია.
სასკოლო ცხოვრება ხალისიანად განვლე. უამრავი მეგობარი მყავდა და ჩემი მეგობრების უდიდეს ნაწილს ვაჟები წარმოადგენდნენ, რაც არაერთხელ გამხდარა ჭორებეის საბაბი - „შეყვარებული ჰყავს“, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემთვის მთავარი ჩემი საქციელი იყო და არა ხალხის უაზრო ლაქლაქი... მეგობრებთან დიდ დროს ვატარებდი და ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირათ. ალბათ ისინი რომ არა ასეთი ბედნიერი არ იქნებოდა ჩემი ბავშვობა და არც მე ვიქნებოდი ისეთი გულწრფელი, ხალისიანი და უშუალო როგორიც ვიყავი. მეგობრების გარდა ოჯახი, დედა და მამა, რომელებიც პირველ როგში მეგობრები იყვნენ და მერე მშობლები. ალბათ ერთადერთი რაც წარსულიდან საშინლად მენატრება დედაჩემთან საუბარია, როცა ჩემს გეგმებზე ვუყვებოდი, რჩევებს ვიღებდი და უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი და თამაში მამასთან. მასთან საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ ბავშვი ვიყავი. კატა და თაგვივით ვიყავით. მი მივრბოდი, ის მომდევდა და თუ დამიჭერდა ცუდად იყო ჩემი საქმე. კიდევ, კითხვა და წერა. ალბათ ეს ერთადერთია რაც წარსულიდან დამრჩა. კითხვა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ისევე როგორც წერა. მოგონებები ჩემთვის ძვირფასია, როცა ვწერ ისინი სამუდამოდ ჩემთან რჩებიან. სწორედ ამიტომ ვწერდი დღიურს, ასევე ვწერდი რომანებს და ლექსებს, ახლა კი ამას ვწერ. ალბათ ისევ წერაა ის ერთადერთი რაც ახლა გამაღიმებს. ისევ ეს ბედნიერი მოგონებები...
სკოლა ასეთივე ბედნიერმა დავამთავრე და მომავლის გეგმების განხორციელებისთვის პირველი ნაბიჯიც გადავდგი, იურიდიულ ფაკულტეტზე მოვხვდი, . იდეალური დრო იყო. ახალი მეგობრები. მე ხომ ახალი ადამიანების გაცნობა ასე მიყვარს. პირველი ცხრა თვე თავი ისევ სკოლაში მეგონა. სკოლის მეგობრებს თითქმის ყოველდღე ვნახულობდი, ახალ მეგობრებთანაც იდეალურ დროს ვატარებდი. კინო, თეატრი, რესტორანი, საცეკვაო კლუბი, სკვერი, პარკები, ქალაქგარეთ გასეირნება, მოკლედ ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისევ ბავშვად ვთვლიდი თავს. ცხრა თვის მერე კი ის მოვიდა და თავისი სათანადო ადგილი დაიმკვიდრა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი რომ ბავშვობა მორჩა, უკვე გავიზარდე და ეს იმიტომ კი არ მოხდა რომ ბედნიერება უბედურებამ ჩაანაცვლა, არა, პირიქით. ჩემი ბედნიერება გაორმაგდა, ჩემი ყოველდღიურობა უცვლელი დარჩა. უბრალოდ ყოველივე ამას კიდევ ერთი გრძნობა და კიდევ ერთი ადამიანი დაემატა - შემიყვარდა...
არ გეგონოთ რომ ამ გრძნობის ჩემს ცხოვრებაში გამოჩენას ტკვილის, უბედურების და ცრემლის მეტი არაფერი მოუტანია, არა მან უდიდესი ბედნიერებაც მომიტანა და შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიყვარდა და ეს იყო ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული.
ბავშვობაში როცა ვხედავდი ჩემს გარშემო მყოფთ „სიყვარულს“, როცა თავში გამიელვებდა აზრი, რომ ესაა სიყვარული და სხვა არაფერი, სურვილიც მიქრებოდა, რომ ოდესმე შემყვარებოდა. შესაბამისად სიყვარულზე ფიქრი, ოცნება და გეგმების დაწყობა უადგილოდ მეჩვენებოდა. ეს ერთადერთი რამ იყო რაც მომავალში განსაზღვრული არ მქონდა და რაც თავიდან ბოლომდე ბედს მივანდე. მანაც არ მიმტყუნა...
სიყვარული დღეს ისაა რაზეც ფიქრი ჭრილობებს მიახლებს და ენითაღუწერლად მტკივა, რატომ?- ამასაც გიამბობთ, მაგრამ სანამ სიმწარესა და ტკივილზე გადავალ, ჯერ ბიდნიერ წუთებს გავიხსენებ, სიმართლე რომ ვთქვა ამის წერა ხომ სწორედ იმ ბედნიერი წუთების
მოსაგონებლად დავიწყე, იმისთვის რომ გამეხსენებინა ვინ ვიყავი
ოდესღაც და ვინ ვარ ახლა. ადრე თუ ბედნიერებისგან ვანათებდი, ვასხივებდი და ვცდილობდი სხვებისთვისაც გადამედო ჩემი ბედნიერება, ახლა ჩავქრი, ჩავბნელდი და მხოლოდ სხვისი ბედნიერების სხივებიღა მათბობს... ალბათ ამიტომაც ვწერ. იმისთვის რომ სტიმული მომეცეს, სურვილი და იმედი გავიძლიერო ბედნიერი ცხოვრებისა...
ერთ დილას სახეზე ღიმილით უნივერსიტეტის დერეფანში მივაბიჯებდი. ვრცელი დერეფანი იყო, ერთ მხარეს ღია მწვანე კედელი ჩასდევდა, მეორე მხარეს მინა. დერეფანში ქარი უბერავდა და წელამდე გაშლილ თმას მიბურდავდა, მინის კედლიდან შემოვავალი მზე კი მათბობდა. მოკლედ იეალური დღე იყო და მეც როგორც ყოველთვის უაზროდ ვიღიმოდი. ჯინსის შარვალი, ჩემი საყვარელი ვარდისფერი მოკლესახელოანი მაისური, შავი მოსაცმელი და კეტები მეცვა. მართლა არაჩვეულებრივი და იმ სხივებივით ნათელი დღე იყო, რომლბიც მინის კედელში აღწევდა. ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის. ალბათ ცოტად გეჩვენებათ, მაგრამ დამიჯერეტ ეს იმხელა კომფორტი და ჰარმონია იყო ახლაც სიამონების ჟრუანტელი მივლის. 13 მაისი გახლდათ, ლექციაზე მივდიოდი. დერეფანი გავიარე და სიამოვნებით გაბრუებულმა, გარესამყაროს გამოთიშულმა კიბეები ჩავირბინე. 3 სართულით ქვემოთ უნდა ჩავსულიყავი. იმდენად გაბრუებული ვიყავი ლიფტი არც გამხსენებია და ალბათ რომც გამხსენებოდა ფეხით ჩასვლას ვამჯობინებდი. ერთადერთი უცნაურობა რაც იმ დღეს შევამჩნიე ის იყო, რომ დერეფანი ისე გავიარე და ერთი სართულით ქვემოთ ისე ჩავედი გზაში არცერთი სტუდენტი არ შემხვედრია. ეს რომ გავაცნობიერე სიჩქარეს ვუმატე და კიბეებზე სირბილით დავეშვი. ჩვეულებრივ ეს შეუძლებელი იყო, კიბეები საკმაოდ ვიწრო გახლდათ, მოაჯირი ერთ მხარეს ჩასდევდა, მეორე მხარეს კი დერეფნის მწვანე კედელი გრძელდებოდა, სხვადროს აქ რომ ჩაგერბინა ვიღაცას აუცილებლად დაეჯახებოდი, იმ დღეს კი ასეთი თავისუფლების გაცნობიერებამ განწყობა ერთიიათად ამიმაღლა, თავისუფალმა კიბეებმა და კომფორტულმა ფეხსაცმელმა სირბილი მაიძულა. ორი სართული მშვიდად ჩავირბინე, როცა მესამეზე უნდა დავშვებულიყავი მოსახვევში მკვეთრად შევუხვიე და დარტყმა ვიგრძენი, იმდენად ძლიერი რომ რასაც
დავეჯახე წაიქცა და მეც თან გადავყევი. სანამ გონს მოვიდოდი მეგონა კედელს შევასკდი და პირველი რაც თავში მომივიდა და მაღალი ძაბვის ელექტროშოკივით დამარტყა იყო აზრი - ვინმემ ხომ არ დმინახა - წარმოიდგინეთ პირველკურსელი გოგონა, რომელიც კიბეებზე აწყვეტილი მირბის, სახეზე ღიმილი უელავს, თმა გაშლილი აქვს და ჰაერის წინააღმდეგობის ძალა თმას უბურდავს, უცბად ბრახ და კედელს დაეჯახა... და მეორე აზრი- უკან, ზურგზე არ დავცემულვარ, ნუთუ კედელი...- ბრახ კედელს შეეჯახა და კედელი გაიტანა... როცა ცოტა აზრზე მოვედი მივხვდი, რომ კედელი უჩვეულოდ რბილი და ამავდროულად თბილი იყო. თვალები რომ გავახილე კედელი უზომოდ სიმპატიურიც აღმოჩნდა. წუთიერად ისევ გავითიშე და მერე მივხვდი რომ ამ სიმპატიურ კედელზე ვიწექი და უაზროდ მივშტერებოდი. სასწრაფოდ გადავბრუნდი, მაგრამ ჯობდა ვყოფილიყავი... ინციდენტი კიბესთან ძალიან ახლოს მომხდარა, გადავბრუნდი და საფეხურებზე დავეშვი, მერე არ მახსოვს...
როცა თვალი გავახილე წეღანდელ სიმპატიურ კედელს ხელში ვყავდი აყვანილი და სავარაუდოდ სამედიცინო პუნქტში მივყავდი. სინამდვილეში კედელი ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც 2 თვის წინ გადმოვიდა და მეორე კურსის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ნანახა მყავდა, მაგრამ არასდროს შემინიშნავს მისი ასეთი მომხიბვლელობა. უნივერსიტეტში ახალი ბავშვები ჩვენი განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარან, მასზე კი ერთი სიტყვაც არ გვითქვამს და არ ვიცი რატომ. ის კი ვიცი, როცა მის ხელებში ვიყავი და მის სახეს შევცქეროდი, რომელზეც ღიმილი უთამაშებდა და თითქმის დარწმუნებული გახლდით, რომ ამ ღიმილის მიზეზი მე და ჩემი უაზრო საქციელი ვიყავით, მისი თაფლისფერი თვალების შემყურე, რომელიც უკვე ნათქვამი ღიმილის გამო ბრწყინავდა და სქელი, უზადო ფორმის ტუჩების შემყურე, რომელიც ამავე ღიმილის გამო ალმაცერად
დახრილიყო, ამ ყველაფრის შემყურემ საშინლად ვინანე ეს ორი თვე მისთვის ერთი სიტყვაც რომ არ მითქვამს და კიდევ ერთი რამ, რაც მეც ძალიან გამიკვირდა. სინანული რომელიც ვიგრძენი იყო იმიტომ რომ, ამ ორი თვის მანძილზე ასეთი სიმპატიური მეგობარი არ მყავდა, დიახ მეგობარი, მასზე არც კი მიფიქრია რომ ოდესმე შემიყვარდებოდა...
- დამსვი. - ცოტა უხეშად მომივიდა. გაკვირვებულმა შემომხედა, არ ეგონა თუ გონს მოსული ვიყავი. მაშინვე დამსვა, როგორც კი დარწმუნდა, რომ ნამდვილად გამოფხიზლებული ვიყავი, თუმცა ხელი არ გაუშვია, წელზე ჰქონდა შემოხვეული და მიჭერდა. უნივერსიტეტის ეზოში ვიყავით.
- დარწმუნებული ხარ რომ სიარულს შეძლებ? -მის ხმაში ვგრძნობდი, რომ სიცილს ძლივს იკავებდა. ყოველთვის პირდაპირი ვიყავი, ახლაც ასე მოვიქეცი.
- რა გაცინებს? - ისე ველაპარაკებოდი, თითქოს ყველაფერი ჩემი კი არა მისი ბრალი იყო. ხელი ჯერ კიდევ არ გაუშვია.
- შენი აზრით? - ისევ ალმაცერად გაიღიმა.
- ახლა ფიქრი არ შემიძლია.
- ფეხზე დგომა და სიარული თუ შეგიძლია?
- კი
- კარგი - და ხელი გამიშვა, მაგრამ წავიბორძიკე - მგონი რომ არა, მოდი სკამამდე მივიდეთ, ჩამოჯექი.
- თავი საშინლად მტკივა.
- ნეტა რატომ?
- ხომ გითხარი, ფიქრი არ შემიძლია.
- რა გქვია? - სრული სერიოზულობით მეკითხებოდა და კითხვა სახელის გაგების სურვილის გამო არ იყო დასმული.
- ნინი - დაუფიქრებლად ვუპასუხე, შემეშინდა.
- გახსოვს რა მოხდა?
- შეიძლება დაგეჯახე მერე კი კიბეებზე დავგორდი, მაგრამ სულელი არ ვარ. - მივხვდი რომ უაზრობა ვთქვი.
- მე არ მითქვამს, რომ სულელი ხარ, უბრალოდ შემეშინდა მეხსიერება ხომ არ დაკარგათქო. მგონი თავი ძლიერად დაარტყი.
- არა, კიბეებზე დაგორებამდე ყველაფერი მახსოვს.
6
- მერე გონება დაკარგე, მე კი პუნქტში მიმყავდი.
- მაპატიე რომ დაგეჯახე. - შემრცხვა და თავი დავხარე.
- არაუშავს - მანაც დახარა თავი, ოღონდ სირცხვილის კი არა, სიცილის დამალვის გამო.
- შეგიძლია გაიცინო...
- მართლა?
- კი - მაგრამ არ გაუცინია, უბრალოდ თამამად გაიღიმა, ყოველგვარი თავშეკავების გარეშე.
- სულ ეს იყო?
- კი, უბრალოდ...
- ძალიან სულელურად დაგეჯახე. ვიცი...
- ეგ არაფერი, უბედურება ის იქნებოდა კედელს, რომ დაჯახებოდი.
- თავიდან მასეც მეგონა.
- და რა, შენ ფიქრობდი რომ კედელი გაიტანე? - თვალი ავარიდე, დუმილი თანხმობად ჩათვალა და გულიანად გაიცინა. - ნინი შენ ფიქრობ რომ ასეთი ძლიერი ხარ?
- არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კედლები არაა სათანადოდ მაგარი.
- დამიჯერე საკმაოდ მაგარია. - მარჯვნა ხელში მარცხენა მიშტი მომუჭა.
- კედელს დაეჯახე?
- მთლად მასეც არაა, ჩხუბის დროს ხელი ავაცილე.
- შენ რა ცაცია ხარ? - გაიცინა და გაოცებულმა შემომხედა.
- გეობნები ჩხუბის დროს ხელი ავაცილეთქო და შენ მხოლოდ ის შენიშნე რომ ცაცია ვარ?
- უნებლიედ... - მეც გამიკვირდა.
- იურიდიული სწორედ აგირჩევია - გულწრფელად გამიღიმა.
- რატომ? - გამიკვირა
- დეტალებზე დაკვირვებული ხარ, რაც იურისტს სჭირდება.
- შენც იგივეს გეტყვი, იგივე მიზეზით. ისე ჩხუბი როდისღა მოასწარი?
- მაგაზე ადვილი რა არის? - ისევ ალმაცერად გაიღიმა - ყოველშემთხვევაში კიბეზე დაგორებზე მარტივი მაინცაა.
- ვითომ?
- ნამდვილად. ჯერ ვერ შენიშნე რომ უნივერსიტეტის კიბეები ძალიან ვიწროა?
- გზად არცერთი სტუდენტი არ შემხვედრია.
- მაშინ მომიტევე, ჩემი ბრალი ყოფილა.
- ასე ადვილად ვერ მომატყუებ, მართვის მოწმობა მაქვს. - ეშმაკურად გავუღიმე.
- საინტერესო ადამიანი ხარ, სიამოვნებით ვიმეგობრებ შენთან, თუ სურვილი გექნება... ნიკა - ხელი გამომიწოდა, ჩავფიქრდი. ჩემი სახელი უკვე იცოდა. მის ხელს მივაშტერდი. ქათქათა და ფაფუკი ჩანდა. შეხების სურვილი გამიჩნდა.
- ნინი - ხელი ჩამოვართვი. არ შევმცდარვარ. ბამბასავით ფაფუკი იყო. მოჩხუბარი ბიჭისთვის უჩვეულო. მხოლოდ მაშინ დავაკვირდი მის სამოსს. ჩემი საყვარელი ფერის, შავი პერანგი ეცვა, ორი ღილი ჩახსნილი ჰქონა. ამავე ფერის ჯინსის შარვალი და თეთრი შავში კეტები ემოსა. სამოსი ჩაწკრიალებული იყო, მისი სისუფთავის ბევრ გოგოს შეშურდებოდა.მისი სუნამოს არაჩვეულებრივი სურნელიც ახლაღა შევამჩნიე, მისი მოხდენილად დავარცხნილი თმაც. სიმპატიური კი არა, ძალიან სიმპატიური იყო. - უკეთესი იქნებოდა ერთმანეთი სხვა ვითარებაში გაგვეცნო. - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
- სულაც არა, ეს უფრო საინტერტესოა. როცა დავმეგობრდებით, მოსაგონარი გვექნება. - ისევ ალმაცერად გამიღიმა და მივხვდი რომ ეს ღიმილი თავბრუს მახვევდა. ღმერთო ვინაა ეს ბიჭი? - საით მიდიხარ?
- სახლში.
- წაგიყვან.
- მანქანით ვარ.
- არამგონია მართვა შეძლო - მართლაც თავი ისე ძალიან მტკიოდა, მართვას ვერ შევძლებდი. სამარშუტო ტაქსში უარესად გავხდებოდი. მსუბუქი ავტომობილის, ტაქსის ლოდინისა და გაჩერების თავიც არ მქონდა. თან ნიკასთან ერთად მგზავრობა უკეთესი იქნებოდა, უკეთ გავიცნობდი და გავიგებდი როგორი
8
მძღოლია.
- კეთილი წავიდეთ - სკამიდან რომ წამოვდექი თაბრუ დამეხვა და წონასწორობიდან გამოვედი. ნიკამ ხელი შემაშველა. მანქანამდე მასზე დაყრდნობილი მივედი.მანქანის მარკებში დიდად ვერასდროს ვერკვეოდი, მაგრამ ჰამერი, ამ მანქანას ყოველთვის ვიცნობდი. შავი ჰამერი იიდგა ჩემს წინ, პატრონზე არანაკლებ სიმპატიური. კიდევ ერთხელ გამიელვა თავში აზრმა „ვინაა ეს ბიჭი?“. კარები გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა, კარი მოხურა თავად კი მანქანას შემოუარა რათა საჭესთან დამჯდარიყო. მანქანა დაიძრა. წავედით...
- საით? - ისევ ალმაცერად გაიღიმა.
- აღმაშენებლის მოედანზე.
- მანდ ცხოვრობ?
- კი, რაიყო?
- მეც აღმაშენებელზე ვცხოვრობ, ცენტრალურ მოედანზე.
- კარგია. ახლა თავს ორმაგად დამნაშავედ აღარ ვიგრძნობ.
- ორმაგად დამნაშავედ ისედაც რატომ უნდა გეგრძნო?
- გარდა იმისა, რომ დაგეჯახე, ჩემი სახლამდე მიყვანაც შენ მოგიწევდა ახლა კი გამოდის, რომ უბრალოდ დაგემგზავრე. დანაშაულის გრძნობა კი მხოლოდ ინციდენტის გამო შემაწუხებს.
- ცნობისთვის, სახლში წასვლას არ ვაპირებდი.
- დიდი მადლობა. ძალიან მანუგეშე.
- არაფრის, - ისევ გამიღიმა. თავბრუ ისედაც მეხვეოდა, მისი ღიმილი კი ამ შეგრძნებას მიორმაგებდა. უეცრად ისედაც მტკივან თავში, კიდევ უფრო ამატკივებელმა აზრმა გამიელვა. - ლექცია! - უაზროდ წამოვიძახე.
- რამოხდა? - ნიკას გაუკვირდა.
- ლექცია გავაცდინე.
- მეც.
- ჩემს გამო?
- კი.
- იცი რომ ვერ გიტან?
- რატომ?
- იმიტომ,რომ დანაშაულის გრძნობას ვერ ვიტან. შენ კი ამას წარმოშობ ჩემში. თანაც სამმაგ დანაშაულის გრძნობას.ამას პლიუს ჩემი ლექცია... საშინელი დღე მაქვს. - ტირილი ძლივს შევიკავე.
- მოდი ასე მოვიქცეთ. მე გაპატიებ. თუ მაინცდამაინც დანაშაულის გრძნობა გინდა გაწუხებდეს მხოლოდ შენს ლექციაზე იდარდე. ჩემდამი ჩადენილი დანაშაულები კი მიგეტევება, ოღონდ ერთი პირობით.
- რა პირობით? - დამაინტერესდა და თან გამიკვირდა.
- ხვალ, კინოში საღამოს სეანსზე ორი ბილეთი მაქვს. არც მარტო წასვლა მინდა და არც ბილეთების გაუქმება, ასე რომ ჩემთან ერთად მოგიწევს წამოსვლა.
- ხუმრობ?
- სულაც არა. თანაც გაითვალისწინე, კი არ გთხოვ, მოვითხოვ.
- კეთილი რა გაეწყობა. - გულის სიღრმეში მესიამოვნა კიდეც. - მოვედით!..
- კი მოვედით. მითხარი სად მიგიყვანო?
- აქ ჩამოვალ. - გაუბედავად ვთქვი, შემეშინდა არ დავცემულიყავი რადგან თავბრუსხვევას ისევ ვგრძნობვდი, თუმცა სიმართლე გითხრათ არ ვიცი თავბრუ დაცემის გამო მეხვეოდა თუ ამ ამოუცნობი ყმაწვილის სიახლოვის გამო. სიმართლე უნდა ვთქვა, თუ პირველად მას როგორც მეგობარს ისე შევხედე, ახლა ის ჩემთვის სიამოვნებით გახდებოდა მეგობარზე მეტი. თავადაც მიკვირდა.მისი გარეგნობა უზადო იყო, ყავისფერი თმა, თაფლისფერი თვალები, რომლებიც სიცილის ან ღიმილის დროს ერთიათად ლამაზდებოდა და ბრილიანტივით ბრწყინავდა, ტუჩები - საოცარი კონტურით, რომელიც სიცილის დროს ალმაცერად დაიხრებოდა. საოცრება იყო. მისი ჩაცმულობაც კი, ჩემი საყვარელი სტილისა და ფერის სამოსი. უფლება არ მქონდა ეს ბიჭი არ მომწონებოდა... კარი გავაღე და გადმოსვლა დავაპირე. ნიკამ მანქანას მოუარა და გადმოსვლისას ხელი შემაშველა. როცა ვიგრძენი, რომ მიწაზე მყარად ვიდექი დავემშვიდობე და წავედი.
- ხვალ გნახავ. პირობა არ დაგავიწყდე- სიტყვები ზურგს უკან მომაწია.
- კარგი - მშვიდი ხმით ვუთხარი და გზა განვაგრძე. ჩემდა გასაოცრად სახლში მშვიდობით ავედი, სახლში მისულს არაფრის თავი აღარ მქონდა, პირდაპირ საძინებელს მივაშურე. დედა შემოვიდა და მკითხა როგორი დღე მქონდა, თუმცა ლაპარაკის თავი არ მქონდა და ვთხოვე დავიძინებმეთქი. ლოგინამდე მივაღწიე, ჩავწექი და ფერადი სიზმრებისკენ გავეშურე, ოღონდ ამჯერად ჩემს სიზმრებს კიდევ ერთი პერსონაჟი დაემატა...
(გაგრძელება იქნება )
............................
ესეც ჩემი ახლაი რომანი.

სინამდვილეში ახალი არც ითქმის, რადგან სამი წლის წინ დავწერე. მართალია ძალიან ძველია, თანაც სულ რაღაც 13 წლის ასაკში დაწერილი, მაგრამ მიყვარს

იმედია თქვენც მოგეწონებათ
მთელი გულით ველი თქვენს შეფასებებს



№1  offline მოდერი tsn

საინტერესოა ძალიან.. ველოდები შემდეგ თავს ♥

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Dz sainteresoaa da sasiamovno wasakitxiaaa... malee dade momdevnooo raaa
--------------------
G.ke

 


№3  offline წევრი natia_888

დიდი მადლობა ბავშვებო love დღეს საღამოს ან ხვალ აუცილებლად დავდებ შემდეგს smile

 


№4  offline წევრი Firefly

მე შენი ერთგული მკითხველი ვარ დღეიდან!
ძალიან კარგად წერ,
გელოდები მოუთმენლად love
--------------------
M.T

 


№5  offline წევრი natia_888

Firefly
მე შენი ერთგული მკითხველი ვარ დღეიდან!
ძალიან კარგად წერ,
გელოდები მოუთმენლად love

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 ძალიან მახარებ <3

 


ძალიან კარგი რომანია სულაც არ ეტყობა რომ ძველია ისეთი სიტყვები და ისეთი მონათხრობი რომ მეგონა თავიდან ნამდვილ ამბავს ყვებოდა გამოცდიკი ქალაბატონი ველი შემდეგს
--------------------
romantikosi mwerali

 


№7  offline წევრი natia_888

lann❤
ძალიან კარგი რომანია სულაც არ ეტყობა რომ ძველია ისეთი სიტყვები და ისეთი მონათხრობი რომ მეგონა თავიდან ნამდვილ ამბავს ყვებოდა გამოცდიკი ქალაბატონი ველი შემდეგს

ალბათ იმის ბრალია, რომ თვიდან საკუთრი თავი მყავს დახასიათებული :) დიდი მადლობა love

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

Dasawyisi zalian momwons. Mixaria rom ukve daamtavre.

 


№9  offline წევრი natia_888

terooo
Dasawyisi zalian momwons. Mixaria rom ukve daamtavre.

ვიმედოვნებ არც ფინალი გაგიცრუებს იმედს<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent