შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შევხვდებით... (2)


16-02-2016, 00:09
ავტორი natia_888
ნანახია 1 648

დილით ავდექი თუ არა უნივერსიტეტში წასასვლელად მოვემზადე. არცკი მისაუზმია. სადღაც გულის სიღრმეში ნიკას ნახვას ველოდი. მეშვიდე სართულზე ვცხოვრობდი. ჩვენი კორპუსის კიბეები, უნივერსიტეტისგან განსხვავებით ფართო იყო, მეც თამამად დავეშვი დავდაღმართზე. როგორც ყოველთვის უაზროდ ვიღიმოდი, თუმცა თავი საშინლად მტკიოდა. მეორე სართულზე სვლა შევანელე, უეცრად გამახსენდა მნანქანა უნივერსიტეტში რომ დავტოვე და ფეხით სიარული, რომ მომიწევდა. განწყობა გამიფუჭდა, მაგრამ იმ უცანური და საყვარელი ბიჭის გონებაში ამოტივტივებამ ყველაფერი შეცვალა. სადარბაზოს გავცდი და ტროტუარზე გავედი. ტაქსისი გაჩერება მზარავდა, თუმცა სამარშუტო ტაქსს ნამდვილად მერჩივნა. ჩემი ჰიუნდაი მომენატრა. გზას დავუწყე თვალიერება, იქნებ საიდანმე ტაქსი გამოჩენილიყო და უეცრად ჩემს წინ შავი ჰამერი გაჩერდა. საჭესთან ნიკა იჯდა. კარი გაააღო და ჩემსკენ წამოვიდა. ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვა, შავი ტანზე მომჯდარი მაისური, ისე რომ დაკუნთული მკლავები ნათლად იყო გამოსახული მაისურზე, თმა ისევ მოხდენილად დავარცხნილი. საშინლად სიმპატიური იყო.
- ნებას მომცემ წაგიყვანო?
- ტაქსის გაჩერებას ვერ ვიტან.
- ძალიან კარგი. - მანქანას მოუარა და კარგი გამიღო - არ ჩაჯდები? - ჩავჯექი. - დღეს ხომ გახსოვს?
- რა? - სიმართლე გითხრათ მივხვდი რაზეც ამბობდა, მაგრამ თავის მოკატუნება ვარჩიე.
- კინოში უნდა წამომყვე
- ოოო... იცი?... არ ვიცი...
- რა არ იცი? ხომ გითხარი, მე კი არ გთხოვ, მოვითხოვ. - ძალიან თავდაჯერებული იყო. ალმაცერად გამიღიმა მე კი უწინდებურად შემაბორიალა.
- უარი არ გამოვა? - მინდოდა მკაცრად მეთქვა არა, მაგრამ ამ ბიჭთან ეს არ მაგომივიდოდა, ვეცადე ცოტა მაინც თავდაჯერებული ვყოფილიყავი და მეც მაცდურად გავუღიმე.
- რათქმაუნდა არა.
- მაშინ რა გაეწყობა...
- ძალიან კარგი - ჩემთვის არ შემოუხედავს ისე ჩაილაპარაკა და ისევ გაიღიმა. აქამდე არ მითქვამს, იდეალური მძღოლი იყო, მანქანას თავისუფლად მართავდა, თანაც საკმაოდ სწრაფად. ამასობაში უნივესიტეტსაც მივაღწიეთ.
- მოვედით
- კი მოვედით - ჩამოსვლა დავაპირე, მაგრამ შემაჩერა.
- დღეს არ დაგავიწყდეს და კიბეებზე ფრთხილად იყავი. - ისევ ალმაცერად ჩაიღიმა.
- აუცილებლად. - მეც გავუღიმე, მაგრამ ჯერ კიდევ მისი ღიმილით ვიყავი გაბრუებული. ღმერთო ოდესმი თუ შევეჩვეოდი ამას?
- დროებით.
- დროებით. - ვუთხარი და სასწრაფოდ მანქანიდან გადმოვედი, ისე რომ მისთვის ზედაც არ შემიხედავს. შემეშინდა ისევ არ გაეღიმა და გული არ წამოსვლოდა ან თავბრუსხვევით წონასწორობა არ დამეკარგა.კიბეები სწრაფად ავირბინე, შენობაში შევედი და მაშინვე ლექციისკენ გავემართე.
გზად ისევ მწვანე ფერის კედლები მხვდებოდა. ლექცია პირველ სართულზე მქონდა, ოთახში რომ შევედი აუდიტორია თითქმის სავსე იყო და როგორც იურიდიულისთვისაა დამახასიათებელი მის დიდ ნაწილს ბიჭები წარმოადგენდნენ. მესამე რიგში მეოთხე სკამზე თამო იჯდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი. უკვე გითხარით ბიჭი მეგობრები ბევრად მეტი მყავსთქო, მე და თამო კი იმ იშვიათთათაგანი ვართ, როცა გოგონები ნამდვილ მეგობრაბას ახერხებენ. მართლა ძალიან ახლოს ვიყავით, ჩემი ყველაფერი იცოდა, მე კი მისი. ორი გადარეული დაქალი. უნივერსიტეტში მეორე ჩვენნაირი არ მოიძებნებოდა. მეც
თამოს გვერდით დავჯექი.
- სად ხარ გოგო აქამდე? რამდენი ხანია შენი მანქანა ეზოში დგას.
- მე კარგად საყვარელო, შენ როგორ ხარ?
- სად ხართქო?
- ძალიან კარგი, მიხარია რომ კარგად ხარ. - თამო მისალმების კულტურით არასდროს გამოირჩეოდა, განსაკუთრებით ჩემთან. უკვე ცხრა თვეა ვცდილობ მისალმებას მივაჩვიო, მაგრამ ამაოდ.
- გოგო სად ხართქო???
- თამო მისალმება ადამიანის კულტურასა და თვითშეგნებაზე მეტყველება.
- ნუ ტლიკინებ და მიპასუხე.
- ეს წუთია მოვედი.
- მანქანა?
- მანქანა მთელი ღამე აქ იდგა.
- გაგიფუჭდა?
- არა.
- ნი მოგკლავ. ხომ იცი ვერ ვიტან მოკლე-მოკლე პასუხებს. თუ არ გაგიფუჭდა, საწვავი არ გაგითავდა ან შენ არ შეგემთხვა რამე, რაც გამორიცხულია რადგან აქ ხარ, ცოცოხალი და საღსალამათი, გამოდის რომ გაგიჟებულხარ, რადგან მანქანის ყოლის მიუხედავად სახლში ტაქსით ან კიდევ უარესი სამარშუტო ტაქსით წახვედი.
- არც მე და არც მანქანას არაფერი გვჭირს, ავზიც სავსეა და მეც საღ გონებაზე ვარ. არც ტაქსით ან სამარშუტო ტაქსით წავსულვარ სახლში. ახლა კი მოკეტე და ლექცია მომასმენინე. მერე მოგიყვები.
- ხომ იცი რომ ვერ გიტან?
- კი ვიცი. - ღმერთო რა ცნობისმოყვარეა, დამღალა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს.
ლექციამ უინტერესოდ ჩაიარა, თუმცა რატომ? ნახევარი ლექცია არც მოგვისმენია. ლექტორის თეთრ პერანგზე ყავის ლაქა შევნიშნეთ, მე და თამომ კი ნახევარი ლექცია ათასი ვარიანტის განხილვას მოივანდომეთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ლაქა ლექტორის პერანგზე. თითოეული ვარიანტის გაცხადებისას როგორც მინიმუმ ხუთი წუთი ვიცინოდით და რაცარუნდა გასაკვირი იყოს არცერთხელ გვიფიქრია,
რომ ლექტორს ყვალა უბრალოდ პერანგზე დაექცა. როგორცკი აუდიტორია დავტოვეთ და კაფეში ჩავედით, თამომ სულის მოთქმაც არ მაცადა. ყველაფერი მოვუყევი. მინის კედლიდან შემომავალი სხივებით დაწყებული, ფერადფერადი სიზმრებით დამთავრებული. თამომ კი ჩვენი, ხო ჩვენი, ჩემი და ნიკას მთელი მომავალი დაგეგმა...
დღე ჩვეულებრივი იყო, უნივერსიტეტში ნიკა აღარ მინახავს. დღე კი იყო ჩვეულებრვილი, მაგრამ ვიცოდი, რომ საღამო არაჩვეულებრივი იქნებოდა. უნივერსიტეტის შენობიდან გამოვედი, კიბეები ჩავირბინე და მანქანისკენ გავემართე. ჩემს ჰიუნდაისთან მივედი, კარი გავაღე, ჩავჯექი და დასაძრავად მოვემზადე. ამ დროს ჩემი მანქანის გვერდით შავი ჰამერი გაჩერდა...
- საღამოს 8 საათზე შენს სადარბაზოსთან დაგელოდები. არ დააგვიანო. - პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი ისე გაუჩინარდა. მეც მანქანა დავძარი და სახლს მივაშურე.გზაში თვალწინ ათასი ფერის, ზომისა და ფორმის სამოსი მიტრიალებდა, გონებაში ვარჩევდი რა ჩამეცვა. სახლში ავედი თუ არა ოთახისკენ გავემართე, დედასაც ვუხმე, მასზე კარგ რჩევას ვერავინ მომცემდა. ოთახში შევედი და გარდერობი გამოვაღე, დედაც შემოვიდა. გუშინ ისეთი დაღლილი ვიყავი, ვერაფერი ვერ ვუამბე ნიკაზე. ჩქარჩქარა მოვუყევი ყველაფერი. როცა მოყოლას მოვრჩი სამოსის ჩვენებაზე გადავედი. დედას არც კი შემოუხედავს. გარდერობთან მივიდა და ორი კაბა გადმომიღო. ერთი ვარდისფერი, მოკლე, წელში გამოყვანილი და მეორე,ხორცისფერი ქვედა და ჯინსის ზედა ნაწილის მქონე, წინა მხარე მოკლე და უკანა გრძელი ფორმის. ორივე ძალიან მიყვარდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სპორტული სამოსი ჩემი სისიუსტეა, დღეს კლასიკურს მივანიჭე უპირატესობა, თანაც პირველ კაბას, ჩემი უსაყვარლესი კლასიკური ფეხსაცმელი უხდებოდა. შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მოკლე, ვარდისფერი კაბა რომ ჩავიცვი, ჯერი მაკიაჟზე მიდგა. მკაფიო, ზედმეტად გადატვირთული მაკიაჟი არასროს მყვარებია. თვალის კონტურს, შავი, თითქმის შეუმჩნეველი ზოლი შემოვავლე და ჩემი საყვარელი ვარდისფერი ტუჩსაცხი წავისვი. დედას შევხედე, ტუჩზე არასწორად წასმული საცხი შემისწორა და გამიღიმა. ახლა
აქსესუარების ჯერი დადგა. მამას ნაჩუქარი ოქროს საათის გაკეთება
დავაპირე, მაგრამ ოქროზე უპირატესი ჩემნთვის ყოველთვის ვერცხლი იყო, ამიტომ მისივე ნაჩუქარი ვერცხლის სამაჯური, დედას, 17 წლის იუბილეზე ნაჩუქარი ვერცხლის ბეჭედი და ვერცხლისავე საყურეები გავიკეთე. ყელსაბამის გაკეთებაც დავაპირე მაგრამ ზედმეტად მეჩვენ. ახლა თმა - ჯერ მაღლა ავიწიე, შუბლზე გავიყავი და შავი თმისსამაგრით შევიკარი, მაგრამ არ მომეწონა, თმისსამაგრი მოვიხსენი, თმა ჩამოვივარცხნე და თავისუფლად გავიშალე, ასე უკეთესი მეჩვენა. საათს რომ დავხედე 8-ს აკლდა 7 წუთი, - „არ დააგვიანო“ - ნიკას სიტყვებმა თავში სამრეკლოს ზარივით დამკრა. მოსაცმელს ხელი ვსტაცე და კარისკენ გავიქეცი, გარეთ რომ გავედი, გამახსენდა სუნამო არ დამისხავს, სასწრაფოდ ოთახში შევბრუნდი, ჩემი სუნამოებიდან საუკეთესო ავარჩიე, თმასა და მოღებულ ყელზე მივიბკურე, კარისკენ გავეშირე, გარეთ გავედი და კიბეებზე დავეშვი. კლასიკური ფეხსაცმელი, განსაკუთრებით კი მაღალქუსლიანი საშინლად არ მიყვარს, სიმართლე რომ ვთქვა სიარულიც არ ვიცი კარგად, ამიტომ კიბეედი ნელა ჩავიარე. ტროტუარზე რომ გავედი საათს დავხედე, იმ წამს შესრულდა რვა, შვებით ამოვისუნთქე. წინ გავიხედე და ჰამერიც დავინახე. ამ არაჩვეულებრივი მანქანიდან, კიდევ უფრო არაჩვეულებრივი ბიჭი გადმოვიდა. თვალისწამღებად ლამაზი იყო. მიუხედავად ჩემი ასეთი მონდომებისა და 2 საათი გარეგნობაზე ზრუნვისა, ვიღაცას ჩვენთვის, რომ შემოეხედა, როგორც წყვილისთვის, უეჭველად იტყოდა, ბიჭი ჯობიაო. ამას მეც ვაღიარებდი. ღია ცისფერი პერანგი ეცვა, ღილები კი უწინდებურად ჩაეხსნა, შავი კლასიკური შარვალი და ამავე ფერისა და სტილის პიჯაკი ემოსა, ფეხსაცმელიც კლასიკური. როგორც ჩანს ორივემ კლასიკურ სტილს მივანიჭთ უპირატესობა. მაჯაზე საათი ეკეთა. არ ვიცი ოქრო თუ ვერცხლი, მაგრამ ვერცხლს უფრო გავდა...
- ულამაზესი... - შეყოყანდა. არ ვიცი რა უნდა ეთქვა, მაგრამ რაც თქვა იმისგან განსხვავებულის მოლოდინი მქონდა. - ულამაზესი საღამოა არა? - ისევ გვერდულად ჩაიღიმა.
- კი ნამდვილადს. - მკვახედ ვუპასუხე. სიმართლე უნდა ვთქვა ველოდი რომ მეტყოდა „ ულამაზესი ხარო“.
- იცი რომ ყველაზე სულელი გოგო ხარ? - ამას მართლა არ ველოდი.
- ისევ კიბეების ინციდენტი?
- შეიძლება... კარგი წავიდეთ, სიანსი ცხრის ნახევარზეა. კარი გამიღო, ჩავჯექი. თვითონაც საჭეს მიუჯდა. კინოეატრამდე ისე მივედით ხმა არცერთს არ ამოგვიღია.ნიკა შემომხედავდა და იღიმოდა, მე კი შესაბამისად დამაბორიალებდა ხოლმე. განწყობა გამიფუჭდა, საღამოს მშვენიერების აღნიშვნამ განწყობა დამიმდაბლა. როგორც ყოველთვის მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ჩემთვის კარის გასაღებად წამოვიდა, მაგრამ არ ვაცადე, თავად გავაღე და გაგდმოვედი. მანქანა ჩაკეტა და კინოთეატრში შევედით.
- რას უნდა ვუყუროთ?- უხალისოდ ვკითხე, მინდოდა ეს საღამო რაცშეიძლება მალე დამთვარებულიყო.
- „ ციდან 3 მეტრზე“
- ათასჯერ მაინც მაქვს ნანახი.
- მეც.
- მერე?
- ათასმეერთედ უნდა ვუყურო. - დღეს ძალიან უხეში ჩანდა. გონებაში ვფიქრობდი, როგორ უნდა შემცვლოდა ამის გამო მასზე წამროდგენა. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. სიუხეშე, ეს ერთადერთი თვისებაა რასაც შეულძლია წლების მანძილზე ნაგროვი დადებითი წარმოდგენა ერთ წამში შეცვალოს, განსაკუთრებიოთ ბიჭის შემთხვევაში. მაგრამ ეს აშკარად სხვა შემთხვევა იყო. ნიკაზე წარმოდგენის შეცვლა ძალიან მიჭირდა. დარბაზში შევედით. მაყურებელი კანტიკუნტად იჯდა. მეშვიდე რიგში დავსხედით. ფილმს ჩვეულებრივად, უხმოდ ვუყურეთ, თუმცა „ციდან 3 მეტრზე“, ამ ფილმის ყურებისას ცრემლებს ვერასდროს ვიკავებდი, გამონაკლისი არც დღეს ყოფილი, მაგრამ ნიკას ეს არც შეუმჩნევია. ფილმი დამთავრდა. დარბაზში სინათლე ჩაირთო. ხალხი წამოიშალა, მეც ადგომა დავაპირე, ნიკას არაფერი უთქვამს, ხელი მაჯაზე მომკიადა და ადგომა არ დამანება. დარბაზიდან ყველა გავიდა. მერტო მე და ნიკა დავრჩით, სინათლე ჩაქრა...
- დღეს გითხარი რომ მშვენიერი საღამოა და სულელი ხარ, მგონი
პირიქითაა. სულელური საღამოა და მშვენიერი შენ ხარ. ვიცი რომ სისულელეა, მაგრამ შენად ღირს.- რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ვერ მოვიფიქრე რა მეთქვა, აბნეული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, გაჩუმება ვარჩიე.
ეკრანი თეთრად აინთო, ზედ ჩემი სურათი გამოჩნდა.
- ნინი თბილისში 2 წლის წინ ჩამოხვედი. აღმაშენებლის მოედანზე დაბინავდი, ზუსტად ჩემი სახლის პირდაპირ კორპუსში.ყოველ დილით აივანზე გამოდიოდი, ხელებს შლიდი და იღიმებოდი, ჩემთვის კი ამაზე კარგი სანახავი არაფერი იყო... - ეკრანზე ჩემი ფოტო გამოისახა, ჩემი ოთახის აივანზე, მომღიმარი და ცაში ხელებაწვდილი რომ ვდგავარ.- სახლიდან ისეთი მომღიმარი და ბედნიერი გამოდიოდე, შენთვის ერთი თვალი შევლება საკმარისი იყო, მთელი დღე მეც ბედნიერი რომ ვყოფილიყავი. - ეკრანზე კი ჩემი ფოტო, სადარბაზოდან გამომავალი, გაბადრული სახით. - უნივერსიტეტის დერეფნებში ისეთი ლაღი დააბიჯებდი, თმა გაშლილი. შენს თმას მზის სხივები რომ ეცემოდა, ნამდვილი საოცრება იყავი. - ახლა სურათი უნივერსიტეტის დერეფანში, სწორედ იქ, სადაც იმ დღეს მივაბიჯებდი ნიკას რომ დავეჯახე. - ყოველდღე პოზიტივს ასხივებდი და მეც მთელი არსებით მოგეჯაჭვე. ბევრჯერ ჩამივლია შენს გვერდით, ვერასდროს მამჩნევდი, მე კი ყოვეკთის შენს გვერდით ვიყავი... დღე რომელიც უშენოდ დაიწყებოდა კოშმარი იყო... - ვუსმენდი და თან ეკრანს მივშტერებოდი, კადრები მორიგეობით იცვლებოდა, ჩემი ცხოვრების ორი წელი თვალწინ მედგა, ლაპარაკის უნარი დავკარგე, ლაპარაკს ვინ ჩივის, ვეღარც ვვაზროვნებდი. - ჩემს ცხოვრებას ანათებდი, ჩემი საოცრება იყავი. ყოველი დღე, შენი ყოველი ნაბიჯი შემიძლია გიამბო. შენს ლამაზ თვალზე ცრემლიც კი ნანახი მაქვს, მიუხეავად იმისა რომ არასდროს ტირი. ნინი ჩემთვის სრულიად უცნობი და ამასთანავე ყველაზე ახლობელი ადამიანი ხარ, ჩემი სუნთქვა ხარ, ჩემი შემოქმედი, შენზე სამუდამოდ მიჯაჭვული ვარ. ცხოვრებაში ადამიანთა უმეტესობა მთლიანი იბადება, რომელთათვისაც ყველაზე კარგი სიყვარული შეჩვევაა, ათეულებს მეორე ნახევარი აკლიათ, ერთეულები კი
ათეულთაგან თავიანთ მეორე ნახევრებს პოულობენ. ღვთის წყალობით მე შენ გიპოვე. შენამდე ჩემს სულს რაღაც არკლდა, რაღაც აღუწერელი. ბედნიერიც ვიყავი, მხიარულიც, მაგრამ ყოველთვის რაღაცას ველოდი, რაღაცას ან ვიღაცას, უფრო ზუსტად კი შენ. 2 წელია გიყურებ, 2 წელია შენი ჩრდილი ვარ, ჩრდილი რმელიც არც სიბნელეში გტოვებს. რომ არა შენ ისეთი როგორიც ხარ, ასეთი სიცოცხლით სავსე, დღესაც ჩრდილი ვიქნებოდი. როცა დამეჯახე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები იყო, როცა გული წაგივიდა აღარ მინდოდა გონს მოსულიყავი. სულელურად ჟღერს მაგრამ ასეა. მინდოდა სამუდამოდ ჩემს ხელებში დარჩენილიყავი. მეშინოდა, როგორც კი გონს მოსულს ჩემი მკლავებიდან გაგათავისუფლებდი, გამიღიმებდი და წახვიდოდი. მაგრამ გამიმართლა. ნინი ბევრს აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ 6 სიტყვას გეტყვი: ჩემი სუნთქვა ხარ, მე შენ მიყვარხარ !!! - ეკრანზეც ექვსი სიტყვა გამოისახა. ყველაფერს ვიფიქრებდი მაგრამ ამას ვერასდროს. ამ ბიჭზე მეც შეყვარებული ვარ. ის ჩემთვის ცისკრის ვარსკვლავივით იყო, რომელსაც ვერასდროს მივწვდებოდი, ახლა კი სიყავრულს მიხსნის, მხოლოდ ერთის თქმა შევძელი.
- რატომ მითხარი რომ სულელი ვარ და საღამო მშვენიერია? - ალბათ ასეთ დროს ამის თქმა, ყველაზე დიდი სისულელე იყო...
- სწორედ ამიტომ... ორი წელია შენით ვცოცხლობ, შენ კი ჩემი ცხოვრების საღამოსთვის ნათქვამი კომპლიმენტი გეწყინა, რადგან ვერ მიხვდი, რომ ჩემი ცხოვრება შენ ხარ - დარბაზი განათდა, ნიკამ კი ალმაცერად გაიღიმა.
- ნუ იღიმი!
- რატომ?
- ვეღარ გავუძლებ...
- ნინი... მე შენ მიყვარხარ.
- ნიკა... - ტუჩზე თითის ნაზი შეხებით გამაჩუმა.
- ფილმი დამთავრდა, შეგვიძლია წავიდეთ.
ეს სწორედ ის იყო რაც მჭირდებოდა. უხმოდ ავდექი, გარეთ გავედი, ნიკაც გამომყვა, მანქანის კარი გამიღო, მერე თვითონაც საჭესთან დაჯდა. სახლამდე უხმოდ მიმიყვანა. მანქანა სადარბაზოს პირდაპირ გააჩერა. უხმოდ გადმოიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა, შემდეგ კარი გამიღო და სანამ სადარბაზოში არ შევედი და ჩემი გამოსახულება საბოლოოდ არ მიიმალა ადგილიდან არ დაძრულა.

(გაგრძელება იქნება)


.................

ესეც მეორე თავი ^__^


იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი darina

Dzalian momwons da imedia cudad ar mtavrdeba, shenma wina istoriam cota damasevdiana, ra vqna hepyendebi miyvars.

 


№2  offline წევრი natia_888

darina
Dzalian momwons da imedia cudad ar mtavrdeba, shenma wina istoriam cota damasevdiana, ra vqna hepyendebi miyvars.

მიხაია თუ მოგწონს <3 რაც შეეხება დასასრულს, მე ასე ვიტყოდი, ორაზროვანია... თუ სათქმელს მიმიხვდები ძალიან დრამატულიც არ მოგეჩვენება.
თნაც იმდენად ჰარმონიული ნაწარმოებია, ცოტა სიმძაფრე სჭირდება fellow

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaann magariaaa momwons
--------------------
G.ke

 


№4  offline მოდერი tsn

თბილი თავი იყოო ♥♥

 


№5  offline წევრი natia_888

მადლობა ბავშვებო <3

 


№6  offline წევრი Firefly

კარგი იყო.
ნიკა მომწონს ძალიან
--------------------
M.T

 


№7  offline წევრი natia_888

Firefly
კარგი იყო.
ნიკა მომწონს ძალიან

ნიკა მეც ძაან მომწონს wink

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან კარგია. მომწონს

 


№9  offline წევრი natia_888

terooo
ძალიან კარგია. მომწონს

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent