შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მთვარე 5თავი


16-02-2016, 01:09
ავტორი ლორელაი
ნანახია 8 918

ეს არ ყოფილა კოცნა, არც ვნებიანი და არც ნაზი, ეს უბრალო ამბორი იყო. უნაზესი, უთბილესი შეხება ბაგეებზე. ჩემი სახე ორივე ხელში მოექცია და ღიმილით მათვალიერებდა, როგორ ვთრთოდი და ვღელავდი ამ კოცნის გამო. მეგონა გული კი არა, მკერდში გალიაში გამომწყვდეული, შეშინებული ჩიტი მეჯდა, გისოსებისგან თავის დაღწევას, რომ ლამობს და კედლებს ასკდება. ასე ასკდებოდა ჩემი გული მკერდს და სიყვარულთან ერთად ტკივილიც მიორმაგდებოდა. თვალები ცრემლით ამევსო, ცოტაც და ალბათ ვიტირებდი, მაგრამ ირაკლიმ მიშველა, ჰო მიშველა. თვალები კოცნით ამომიშრო, ჯერ ერთ თვალზე მაკოცა ნაზად, მერე მეორეზე, ხელები წელზე შემოვხვიე, ორივე ხელით მომეხვია და ისე ძლიერად ჩამიკრა გულში, გული გამიჩერდა.
მთელი კვირა ერთად დავდიოდით, მხოლოდ მე და ირაკლი, მინდოდა მისი მეგობრები გამეცნო, მაგრამ ის არაფერს მეუბნებოდა, შორიდან ორ მათგანს ვიცნობდი და არც ისე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ამიტომ არ ჩავძიებივარ. სამაგიეროდ როცა მათთან იყო ყოველთვის დაძაბული ვიყავი. მათი ნახვის შემდეგ ისევ ისე შტერდებოდა, ისევ უაზროდ იჯდა და ჭერს უყურებდა, ან ციებიანივით ცახცახებდა ჩემს კალთაში თავჩადებული. ვიცოდი, რომ თავს ინადგურებდა, ვიცოდი რომ რაღაც აწუხებდა, მაგრამ არასდროს არაფერს ამბობდა, არ იმჩნევდა ტკივილს, რომელსაც მისი ორგანიზმი მოეშხამა.
შაბათი იყო, ქიმია მქონდა, მაგრამ ერთი ამოცანა ვერაფრით ამოვხსენი, ვიფიქრე ირაკლისთან მივალ გაკვეთილამდე და ის ამიხსნის ყველაფერს-მეთქი. კარი ღია დამხვდა, არ გამკვირვებია, ახასიათებდა ასეთი რაღაცეები. მხიარულად შევაბიჯე და ადგილზე გავშეშდი, მთელი ბინა ამოტრიალებული იყო. მაგიდა დამტვრეული, ჭიქები, კარადის მინები და სტერეო სისტემა დალეწილი. აკანკალებული ვეძებდი ირაკლის, მაგრამ ვერ ვნახე, უკვე გამოსვლას ვაპირებდი, კართან ვიღაც რომ შემეჩეხა. შეშინებული უკან ვიხევდი, ის ჩემკენ მოიწევდა, თვალებჩასისხლიანებული, საშინელი სახით მიყურებდა და მეგონა მომკლავდა.
- ოჰო, მეგონა არ გამიმართლა, თუმცა ანკესს ლიფსიტა კი არა, კალმახი ამოჰყვა. - ამაზრზენი ხმით გადაიხარხარა და ჩემკენ წამოვიდა. შეშინებული სამზარეულოსკენ გავიქეცი, მაგრამ ისიც გამომყვა.
- არ მომეკარო, არ გაბედო. - ვყვიროდი და გამწარებული ვეძებდი ისეთ რამეს, რითიც თავის დაცვას შევძლებდი.
- კარგი, დაწყნარდი. - ირონიულად იღიმოდა და თავისი ბინძური ხელებით ჩემს დაჭერას ცდილობდა.
- არ შემეხო, გამიშვი, თავი დამანებე. - შიშისგან ინსტიქტურად ვიქნევდი ხელებს და მისგან თავის დახსნას ვცდილობდი. ტკივილი და შიში მაიძულებდა წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ვერაფერს ვაწყობდი, ძლიერი დადაუნდობელი იყო, ორივე ხელით ვყავდი ჩაბღუჯული და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.
- ნუ ყვირი, გაჩუმდი თორემ შენი შეყვარებული მოკვდება. - თავისი ბინძური ტუჩებით მეხებოდა ყურზე და ცდილობდა ეკოცნა. ვიკლაკნებოდი, ვტიროდი, შველას ვითხოვდი, მაგრამ მშველელი არ ჩანდა. მეგონა ყველაფერი დამთავრდა, მეგონა მორჩა, ტკივილისგან და წინააღმდეგობის გაწევისგან გადაღლილს ფეხზე დგომაც არ შემეძლო, ხმაც ჩამხლეჩოდა, უხმოდ ვტიროდი ჩემს თავზე. მერე უბრალოდ მთელი ენერგია სხეულიდან ხელებისკენ მოვმართე და ძლიერად ვკარი ხელი, წაბარბაცდა, მაგრამ არ წაქცეულა, დრო ვიხელთე და გავიქეცი. დამეწია ხელი ჩამავლო და კედელს მიმახეთქა, ვიგრძენი როგორ დამისველა სახე თბილმა სითხემ და თვალები მიმელულა, მთელი ძალა წამერთვა, მოვწყდი და კედელთან ჩავიკეცე. მესმოდა როგორ შეიგინა საზიზღარი ხმით და კარის ჯახუნის ხმა ჩამწვდა ყურში.
სიზმარიში ვიყავი, ძალიან ლამაზ სიზმარში, ირაკლის ხელი მეხვეოდა და თავზე მკოცნიდა, სადღაც მივყავდი, სადღაც შორს, მწვერვალისკენ, მე დაღლილობისგან კისერზე ჩამოვეკიდე, მან კი ხელი გამიშვა და მიწაზე დავეცი. ბურანი ტკივილის შეგრძნებამ შეცვალა, თავი მისკდებოდა, სხეული მტკიოდა. ძალზე ნაცნობი ხმა ჩემს გონებაზე მოყვანას ცდილობდა და თავისკენ მიხმობდა. თვალები ძლივს გავახილე, მხედველობა ნელ-ნელა დამიწმინდავდა და შეშინებული ირაკლი დავინახე, ჩემს სიახლოვეს ჩამომჯდარიყო და ცდილობდა გონებაზე მოვეყვანე, სველი პირსახოცით მწმენდდა სახეს. გული ამიჩუყდა, შიშმა გამიარა, მაგრამ ტკივილმა არა.
- დადუნა, ეს ვინ გააკეთა? - მისი ხმა ვერ ვიცანი.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია შენ ხარ კარგად. - ვცადე ხმისთვის სიმტკიცე შემემატა, მაგრამ კნავილს უფრო ჰგავდა.
- გაგიჟდი? კინაღამ მოკვდი ჩემ გამო და კიდევ ჩემზე ფიქრობ? - ნერვიულად წამოიძახა და ოთახში მოჰყვა ბოლთის ცემას.
- ხო, ვღელავ, ვხედავ როგორ ინადგურებ თავს და იმიტომ. - საწოლიდან ფრთხილად წამოვიწიე, თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ მაინც არ დავნებდი, წამოვჯექი.
- რას აკეთებ, არ ადგე, შეიძლება ტვინის შერყევა გაქვს. - ეცადა ისევ დავებრუნებინე საწოლში, მაგრამ სიბრაზემ ისე შემომიტია თვალები დავუკვესე, პირველად ცხოვრებაში მასზე გავბრაზდი, პირველად შევეწინააღმდეგე და ვეუხეშე. არ ელოდა, დაიბნა, შიშჩამდგარი ტკივილიანი თვალებით მიმზერდა, ორივე ტუჩი გალურჯებოდა და ნერვიულად იმტვრევდა თითებს.
- თავს იღუპავ, ირაკლი და ვერც ხვდები ამას. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე მოქცევა? ვის ეჯიბრები? რა გჭირს? ნუთუ არ შეგიძლია მათზე იფიქრო ვისაც უყვარხარ? რა შარში გაეხვიე? ვინ იყო ის ბიჭი? რა უნდოდა შენგან? ვალი გაქვს? რა დაუშავე? - გამწარებული ვუყვიროდი და ცრემლებს ვყლაპავდი.
- ნახეე? ვინ იყო? - სიბრაზისგან ერთიანად აენთო. - რა დაგიშავა?
- არაფერი, ვერ მოასწრო ისე გავითიშე, მაგრამ არ ვდარდობ, კიდევ კარგი შენ არ შეხვდი. - ფეხზე წამოვდექი, თავბრუ მეხვეოდა, თვალები დავხუჭე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი.
- სად მიდიხარ?
- სახლში. - არც შემიხედავს ისე გამოვედი, ხმა არ ამოუღია. - თანაც მარტო. შენ სხვა საქმე გაქვს. - არაფერი უთქვამს, ვიგრძენი როგორ ეტკინა, ვხვდებოდი, რომ სუსტი წერტილი ვუპოვე, მაგრამ მაშინ იმდენად ვიყავი გაბრაზებული არ მინანია წასვლა.
რამდენიმე დღე ვითმინე უმისობა, მეწვოდა გული, უსაზღვროდ მენატრებოდა, მაგრამ არ ვურეკავდი, არ ვწერდი. გასვლაც არ შემეძლო, ექიმმა ამიკრძალა. ირაკლი მესიჯებს მწერდა, მთხოვდა დავლაპარაკებოდი, მე კი ჯიუტად ვდუმდი. მინდოდა როგორმე აზრზე მომეყვანა, პასუხისმგებლობა ეგრძნო. ასე თითქმის ათი დღე გავძელი, მაგრამ მეტი აღარ შემეძლო, შემეშინდა, რომ ჩემი საქციელი უარესს იზამდა, არ მინდოდა მიმეტოვებინა, მისი დახმარება მსურდა.
კარი ისევ ღია იყო, თუმცა შესვლისას შესაშური სისუფთავე დამხვდა. ღია ფანჯრიდან სუფთა ჰაერი შემოდიოდა. ირაკლი აივანზე იდგა და ეწეოდა. გული გამალებით მიცემდა. აივნის კართან ვიდექი და მიახლოებას ვერ ვბედავდი, ვუყურებდი მის მხრებს, მის ხელის მოძრაობას, ვუსმენდი მის სუნთქვას და ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა სული მისით. ფრთხილად გადავდგი ნაბიჯი და ზურგიდან მივეკარი, თავი ბეჭებზე დავადე და გავინაბე. შეკრთა, სუნთქვა შეაჩერა, მომეჩვენა, რომ შეეშინდა, ფრთხილად მოიშორა ჩემი ხელები და შემობრუნდა. გაფითრებული სახე ჰქონდა, თვალები ჩაცვენილი, სევდითა და ტკივილით სავსე.
- არ მეგონა, თუ დაბრუნდებოდი. - სრულიად შეცვლილი, სევდიანი ხმით ამოილაპარაკა.
- ვერ გავძელი.
- არადა ჯობდა გაგეძლო, მოგეთმინა, მერე დრო გავიდოდა და გადაგივლიდა. - მეხუტებოდა და დანანებით ჩურჩულებდა. ავფეთქდი, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, მივხვდი ეს მისთვის უბრალო თამაში იყო, პატარა გოგოს ყველასთვის სასურველი ბიჭი შეუყვარდა.
- გგონია ჩემი გრძნობა ასეთი სუსტია? გგონია შენ აჩემება ხარ? - გაბრაზებულმა დავიხიე უკან და შუბლი შევკარი. - მე ზუსტად ვიცი რა მინდა, ეს არ არის აკვიატება, ჩვენ არც ფილმში ვართ და არც წიგნში, ნუთუ ვერ ხვდები რას ვგრძნობ?
- დადუნა, დაწყნარდი. მე ყველაფერი ვიცი, ისიც ვიცი, რომ ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ, მე შენ დაგტანჯავ, მერე შენც დაიღლები და თავად წახვალ.
- იცი, რაა? საკუთარ თავიდან გამომდინარე ნუ ლაპარაკობ ჩემზე.
- ესე იგი, შენ გგონია, რომ მე დავიღალეე? - უკვე ხმას აუწია, გაბრაზებულმა ამიარა გვერდი და ოთახში შევიდა.
- შეიძლება, ყოველშემთხვევაში შენ დანებდი. - უკან მივყევი, კარადასთან იდგა და რაღაცას ეძებდა გამწარებული.
- ანუ სუსტი ვარ?
- ხო, სუსტი ხარ! - მტკიცედ წარმოვთქვი, შემობრუნდა, გაკვირვებული მიყურებდა, არც მე მომიშორებია თვალი.
- სუსტი ვარ. - ჩაილპარაკა წყრომით და ხელები გამომაშლევინა, რაღაც პაკეტი ჩამიდო ხელში და მარტო დამტოვა. გაოგნებულმა გავაყოლე მზერა და მერე პაკეტი გავხსენი, გული გამიჩერდა. ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, ერთიანად დაძაბული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი .
- შეგიძლია გადაყარო, ან წყალს გააყოლო. ამდენ ხანს ვუძლებდი და კიდევ გავუძლებ. - ზურგს უკან მომესმა ირაკლის სუსხიანი სიტყვები და ზურგი ამეწვა, ვიგრძენი თვალებით მბურღავდა.



№1 სტუმარი mariami

Dzalian momewona <3<3<3

 


№2  offline წევრი Gone With Dreams

ძალიან მომწონს ეს ისტორია ,რაღაცნაირად გულს ჩასწვდა ^___^ კარგად წერ და ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე რა :(
--------------------
...

 


№3  offline წევრი მოლურჯო

არ მომეწონა... no
არც ტკივილი იყო ამ თავში
არც ვნება
არც სიყვარული
შეიძლება იყო მაგრამ მე ვერ ვიგრძენი...
--------------------
მარიამი

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

რისი ვეშინოდა <3
რაღაცეები ხომ ვიცი, მაგრამ მაინც მაქვს გაურკვევლობის შეგრძნება. თითქოს ერთს ამბობ და სხვას წერ, უფრო კარგს და რაღაცნაირს.
ჯერ ადრეა, მაგრამ უკანასკნელი თავი მაინტერესებს სასწაულად ^_^

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სევდიანი გიჟი
არ მომეწონა... no
არც ტკივილი იყო ამ თავში
არც ვნება
არც სიყვარული
შეიძლება იყო მაგრამ მე ვერ ვიგრძენი...

მარიამ,სულ ტკივილი ვერაფრით იქნება,ვერც სიყვარული,აქ სხვა თემაა,კვანძია,რომელსაც ყურადღებით უნდა ჩაეჭიდო

Gone With Dreams
ძალიან მომწონს ეს ისტორია ,რაღაცნაირად გულს ჩასწვდა ^___^ კარგად წერ და ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე რა :(

მადლობა,ძალიან მიხარია

lullaby
რისი ვეშინოდა <3
რაღაცეები ხომ ვიცი, მაგრამ მაინც მაქვს გაურკვევლობის შეგრძნება. თითქოს ერთს ამბობ და სხვას წერ, უფრო კარგს და რაღაცნაირს.
ჯერ ადრეა, მაგრამ უკანასკნელი თავი მაინტერესებს სასწაულად ^_^

რისი მეშინოდა?იმედების გაცრუების!აი არ ვიცი ასე გამოდის,ჩემდაუნებურად

 


№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

რა საოცრებას წერ შენ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.ზედმეტად კარგია,ღირსი არ ვარ კომენტარი დავწეერო,რადგან ისე ვერ გადმოვცემ როგორც განვიცადე.ხუთივე თავი ამაღელვებელი იყო.გამახსენდა შენ რომ მითხარი,მაგრამ იცოდე არ გაბედო და ირაკლი არ მოკლა. :-( ;-)იცი რატო? ნუ გგონია რომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელია.პირიქით მათი უერთმანეთობაა შეუძლებელი.აი რაღაც საოცარი წყვილი.ათასში ერთხელ რომ ხდება ისეთი .
მე მიყვარს ირაკლი
მე მიყვარს დადუნა.
ისინი ერთმანეთს ავსებენ.
ვგიჟდები მე შენზე.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№7  offline წევრი kiko

ძალიან მომეწონა. რაღაცნაირი განსხვავებული და კარგია.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

teofine15
რა საოცრებას წერ შენ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.ზედმეტად კარგია,ღირსი არ ვარ კომენტარი დავწეერო,რადგან ისე ვერ გადმოვცემ როგორც განვიცადე.ხუთივე თავი ამაღელვებელი იყო.გამახსენდა შენ რომ მითხარი,მაგრამ იცოდე არ გაბედო და ირაკლი არ მოკლა. :-( ;-)იცი რატო? ნუ გგონია რომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელია.პირიქით მათი უერთმანეთობაა შეუძლებელი.აი რაღაც საოცარი წყვილი.ათასში ერთხელ რომ ხდება ისეთი .
მე მიყვარს ირაკლი
მე მიყვარს დადუნა.
ისინი ერთმანეთს ავსებენ.
ვგიჟდები მე შენზე.

ჩემი თეო,მადლობააა

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

საოცარი ისტორიაა love ხუთივე ერთად წავიკითხე და ემოციით ვარ სავსე wink შეუდარებლად გამოგდის გრძნობების გადმოცემა იმდენად აღწევს ჩემში თითოეული სიტყვა მგონია რომ მე მიყვარს love იმედია ერთად დარჩებიან , ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი და საშინელება იქნება ეს ორი ცალ-ცალკე . ვიცი როგორც არ უნდა განავითარო მოქმედება მაინც მომეწონება მაგრამ რომ მოკვდეს ირაკლი მართლა ძალიან მეტკინება რადგან მთლიანად ვარ ამ ისტორიაში ჩართული

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

რომ არ დავწერო არ შემიძლია, უკვე მერამდენედ შეგეშალა მსგავსი რაღაც. "ვიზავ" არასწორია და დარწმუნებული ვარ იცი სწორი ფორმა, ამიტომ არ მივაწერ wink . ისტორიაზე რა ვთქვა. ისევ არ მომწონს სამწუხაროდ, გაუთავებელი გოდება და როგორც შენ თქვი მუდმივად კვანძის ძიება, მაშინ როცა ეს შეიძლება სხვანაირადაც მოხერხდეს. შენ რომ უფრო ხშირად და უფრო დიდ თავებს დებდე, ალბათ უფრო "შევირგებდი" ამ ისტორიას. ასე ნამცეცებად ემოციების გამოვლენა ძალიან "უგემურია" .

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

grafo
რომ არ დავწერო არ შემიძლია, უკვე მერამდენედ შეგეშალა მსგავსი რაღაც. "ვიზავ" არასწორია და დარწმუნებული ვარ იცი სწორი ფორმა, ამიტომ არ მივაწერ wink . ისტორიაზე რა ვთქვა. ისევ არ მომწონს სამწუხაროდ, გაუთავებელი გოდება და როგორც შენ თქვი მუდმივად კვანძის ძიება, მაშინ როცა ეს შეიძლება სხვანაირადაც მოხერხდეს. შენ რომ უფრო ხშირად და უფრო დიდ თავებს დებდე, ალბათ უფრო "შევირგებდი" ამ ისტორიას. ასე ნამცეცებად ემოციების გამოვლენა ძალიან "უგემურია" .

კვანძის გახსნაში სულ სხვა რამე ვიგულისხმე,არ მინდა წინასწარ რამის თქმა.ხო ვიცი სწორი ფორმა,მადლობა,მაინც გამეპარებახოლმე.ვიცი პატარა თავებია,მაგრამ დიდი ტავები არ გამომდის.დააგროვე და მერე წაიკითხე:დ

ამ ისტორიაში გოდება არ არის,სხვა ისტორიებისგან განსხვავებით.

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ლორელაი
grafo
რომ არ დავწერო არ შემიძლია, უკვე მერამდენედ შეგეშალა მსგავსი რაღაც. "ვიზავ" არასწორია და დარწმუნებული ვარ იცი სწორი ფორმა, ამიტომ არ მივაწერ wink . ისტორიაზე რა ვთქვა. ისევ არ მომწონს სამწუხაროდ, გაუთავებელი გოდება და როგორც შენ თქვი მუდმივად კვანძის ძიება, მაშინ როცა ეს შეიძლება სხვანაირადაც მოხერხდეს. შენ რომ უფრო ხშირად და უფრო დიდ თავებს დებდე, ალბათ უფრო "შევირგებდი" ამ ისტორიას. ასე ნამცეცებად ემოციების გამოვლენა ძალიან "უგემურია" .

კვანძის გახსნაში სულ სხვა რამე ვიგულისხმე,არ მინდა წინასწარ რამის თქმა.ხო ვიცი სწორი ფორმა,მადლობა,მაინც გამეპარებახოლმე.ვიცი პატარა თავებია,მაგრამ დიდი ტავები არ გამომდის.დააგროვე და მერე წაიკითხე:დ

ამ ისტორიაში გოდება არ არის,სხვა ისტორიებისგან განსხვავებით.



ანუ მე მეჩვენება და ეს ისტორია პოზიტივის განსახიერებაა?! wink . მეხუთე თავია უკვე და ჯერ სიმშვიდე არც ერთს ღირსებია და ამ თავით თუ ვიმსჯელებთ ცოტა ხანი კიდევ ასე გააგრძელებენ, რადგან სტაბილურობის არც ერთს არაფერი ეტყობა.
კი, ეგეთი შეცდომა ბევრჯერ გაგეპარა. რა კონტექსტითაც შენ თქვი მაგ მნიშვნელობით ვახსენე მეც კვანძი, სხვა რამ ღმერთმანი არც მიფიქრია smile .

 


№13  offline წევრი qetiqetiA3

ვაიმეე როგორ მაინტერესებდა და ველოდი ამ ისტორიას.ძალიან მომწონს განსხვავებულია ყველანაირად არ არის ბანალური ისტორია....ამოუცნობი ხარ შენ ჩემთვის..ირაკლი არაჩვეულებრივი პერსონაჟია....ძალიან ემოციურია მე დიდი ემოცია დავიჭირე ...ირაკლი მიყვარს მეეეე love და შენც ძალიან მაგარი ხარ მადლობა უნდა გადაგიხადო ამ ისტორიისტვის love

 


№14  offline წევრი Smiling girl

მალე დადე რა გთხოვ. ისე მაინტერესებს რაარის იმ პაკეტშიი ((( ძალიან მომწონსს

 


№15  offline მოდერი Eleniko13

კომენტარებს არ ვტოვებ,
მაგრამ ყველა თავს ვკითხულობ და მერე,
ახალს ველოდები მოულოდნელად.
შენ რომ ხარ საოცრება, ამას მე აღარ გეტყვი.
უკვე გითხარი მაგრამ მაინც...
დაგრუზულს რომ შენი ისტორია გამხდის კარგად, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.
ნუ, ჩემთვის.
და ზოგადად...
ჰო, არეული ვარ და მადლობა შენ :დ
წარმატებები, თათ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№16  offline წევრი kora

საოცარი ემოციებით ამავსო ამ ისტორიამ. აქამდე თავს ვიკავებდი და ვფიქრობდი ბოლოს წამეკითხა, მაგრამ ვერ მოვითმინე და ყველა თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. უზომოდ შემიყვარდა თავის პერსონაჟებიანად, თითოეული სიტყვა იმხელა ემოციას გადმოსცემს, რომ შეუძლებელია გულთან არ მივიდეს love

ლორე, ისევ და ისევ მომნუსხე და მომაჯადოვე, ვგიჟდები მე შენზე love მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას smile
--------------------
kira.G

 


№17  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

kora
საოცარი ემოციებით ამავსო ამ ისტორიამ. აქამდე თავს ვიკავებდი და ვფიქრობდი ბოლოს წამეკითხა, მაგრამ ვერ მოვითმინე და ყველა თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. უზომოდ შემიყვარდა თავის პერსონაჟებიანად, თითოეული სიტყვა იმხელა ემოციას გადმოსცემს, რომ შეუძლებელია გულთან არ მივიდეს love

ლორე, ისევ და ისევ მომნუსხე და მომაჯადოვე, ვგიჟდები მე შენზე love მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას smile

მადლობა კორა,ჩემო საყვარელო..მიხარია რომ იმედებს არ გიცრუებთ

Eleniko13
კომენტარებს არ ვტოვებ,
მაგრამ ყველა თავს ვკითხულობ და მერე,
ახალს ველოდები მოულოდნელად.
შენ რომ ხარ საოცრება, ამას მე აღარ გეტყვი.
უკვე გითხარი მაგრამ მაინც...
დაგრუზულს რომ შენი ისტორია გამხდის კარგად, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.
ნუ, ჩემთვის.
და ზოგადად...
ჰო, არეული ვარ და მადლობა შენ :დ
წარმატებები, თათ.

მიხარია,თუ ასე დადებითად ვმოქმედებთ,მე და ჩემი ისტორია შენზე...მადლობა

 


№18  offline წევრი teddy))

Dzalian momwons! Erti ori shefasebac wavikitxe da vxdebi rom unda chawvde am istorias :* gansxvavebulia da am istoriashi chemi azrit imedia sworad vxvdebi siyvarulicaa, sidzlierec da amouxnobi silurje! :*

 


№19  offline წევრი ninaia

მეექვსე თავი მწყურია სასწრაფოდ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№20  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

”იმდენხანს ვუძლებდი და ისევ გავუძლებ”
ესმომენტი მიყვარს განსაკუთრებით
რასმიშვები
ისევ ვტირი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent