მოსამსახურის ქალიშვილი.[2]
მიტოვებული,შავი როიალივით ვარ. გაყვითლებული,ჩავარდნილი კლავიშებივით... შესაძლოა მე არა,მაგრამ ჩემი ცხოვრება უდაოდ ჰგავს... უკვე საუკუნეა არავინ შეხებია.. არავის დაუკრავს... საუკუნეა ერთ ადგილზე დევს და გაყინულია.. აღარავის დაუკრავს მას შემდეგ რაც იმ ერთმა დაუკრა და ჩაუგდო კლავიშები,რომლებიც შავი დღესავით აღიბეჭდა მის ცხოვრებაში.... საუკუნეა ძევს და იგი მომსწრეა ყველა დაღამებისა და გათენების,ყველა მზის ჩასვლისა და ამოსვლის,მთვარის გამონათებისა და გაქობის... ჩუმად ძევს დს შეჰყურებს ხან თეთრად შემოსილ ბუნებას,ხანაც გამწვანებულ არემარეს... ზოგჯერ აწვიმს ხოლმე,ნაგრამ ყველაფერს უხმოდ იტანს... ყველაფერი გადააქვს როიალს, ყველაფერი... შავ როიალს ვგავარ, კლავიშ ჩავარდნილს,რომელიც აღარავის ახსოვს...! 888 -ელა,შესვენებაზე ძლივს მოვახერხე შენსკენ გამოქცევა,მართლა როგორი დამღლელი საქმე ყოფილა-აწუწუნდა გოგონა -ჰო,საერთოდ არ წარმომედგინა ასეთი რთული-კვერი დაუკრა დაქალმა -მოკლედ,გავიქეცი,ამაღამ იმედია გავნთავისუფლდებით და სადმე გავიდეთ თორემ მოწყენილობის პიკია აქ-თვალები გადმოატრიალა და ცუნცულით გაემართა აუზისკენ,რამდენიმე უაზრო შეკვეთა და ახლა შესვენებას ცდილობს,ჰაერი აღარ ყოფნის ისე ცხელა,თან ამ იქეთ-აქეთ სიარულით ოფლი სდის და რა ქნას,სად წავიდეს არ იცის,სიამოვნებით გადაეშვებოდა თავით აუზში,გაგრილდებოდა ცოტას და ამოვიდოდა,მაგრამ ასე არ შეიძლება,როგორცკი დასვენებული იხილეს გოგონა,სწრაფად მიაყარეს შეკვეთები -მარია,აი იქ - ერთ-ერთი ლამაზად მოწყობილი კუპისკენ ანიშნა ბექამ,სადაც ერთი მამაკაცი იჯდა-უფროსი ზის და მარტინი უნდა,ძალიან გთხოვ მშვიდად მიუტანე მარტინი და უხმოდ გამოდი აქეთ,საშინლად ეზიზღება ხმაური,ახლაც ისედ ცუდ განწყობაზეა რაღაც მიზეზს ეძებს რომ ცოცხლად შეგვჭამოს ყველა- მამაკაცმა მარტინი სინზე დაუდო და რამდენიმე ყინულის ნატეხიც შიგ ჩააგდო,მერე მეორე ჭიქაში კოკაკოლა ჩაასხა,ყინული ჩაყარა და ლიმონის ერთი ნაჭერიც ჩაუგდო,თავი დაუკრა და ანიშნა რომ წასაღებად შეკვეთა მზად იყო,გოგონამ ნერვულად მოკიდა ხელები სინს და ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა უფროსისკენ,რომელიც რაღაც საბუთებში მთლიანად იყო ჩაფლული და მის წინ ლეპტოპი ანათებდა,იფიქრა სამშვიდობოს ვარო,როდესაც კუპეში შევიდა,მაგრამ ბედი ვინ მისცა მარიას ლეპტოპის კაბელს წამოედო და მარტინი და კოკა-კოლა მამაკაცის საბუთებს დააწურა,თვითონ კი თავი ჩამოარტყა და იატაკზე გაიშოტა,მხოლოდ ამოგნავლა მოახერხა,მამაკაცი შეშინებული წამოხტა სკამიდან და დძირს დანარცხებული გოგონა წამოაყენა,მაგრამ შიში მაშინ ჩაანაცვლეს მრისხანებას,როდესაც ნაცნობ გოგონას ჩაანათა თვალებში -როგორი მოუხერხებელი ხარ,ან რას გადაეკიდე ამ ჩემს საბუთებს?-ეცადა გაბრაზება დაემალა და გოგონას გაეხუმრა,გოგონამ უხეშად მოიშორა მამაკაცის მკლავები,რომლებთაგანაც წამოსული სითბო და სიმხურვალე მამაკაცის უნახავს ხდიდნენ და კაბა შეისწორა -მაპატიეთ-მოვალეობის მოხდის მიზნით მოუხადა ბოდიში და ნამსხვრევებად ქცეული შუშის ასაკრეფად დაიხარა,გაახსენდა ბექას ნათქვამი სიტყვები ერთ შეცდომას ელოდება ყველა რომ შეგვჭამოსო და ხელები აუკანკალდა,ბოლოს იმდენი ქნა ხელიც გაიჭრა და ცრემლებიც წამოუვიდა,მამაკაცმა ძლიერი ხელის მტევნები მის უსუსურ ხელებს შეახო და გოგონას თვალებში ჩახედა -არაუშავს,არაფერია,აჯობებს დაწყნარდე,თორემ ასე ვერაფერს მოახერხებ-ეცადა გაეღიმა,მაგრამ არ გამოსდიოდა საშინლად ბრაზობდა გოგონაზე,მთელი დღე ამ საბუთებს შეალია,ახლა კი ხელახლა მოუწევს გაკეთება,თუმცა გოგონას ცრემლებს როდესაც გადააწყდა გადაწყვიტა ჯავრი სხვაზე ეყარა და გოგონა ამ ჯერზე მშვიდად დაეტოვებია,მარია რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ ბექა შემოვიდა და როდესაც ეს სანახაობა იხილა ერთი შეჰკივლა,ლუკა მას მიუბრუნდა და თავით ანიშნა არაფერიაო,თვითონ მოაგროვა შუშის ნატეხები და ბექას დააკავა ხელში,მერე ანიშნა მარიაც გაეყვანა და დაემშვიდებინა... 888 -ღმერთო ჩემო,როგორი უსუსური ვარ,მძულს ჩემი თავი!-ბოლთას სცემდა გოგონა ოთახში -კარგი,დაწყნარდი ისეთი არაფერი მომხდარა,დიდი ამბავი ბოდიში თუ მოუხადე -არა,როგორი სულელი გამოვჩნდი მის თვალში ხვდები?-ტუჩზე იკვნიტა გოგონამ -კარგი რაა,მალე წავალთ აქედან და არც ემახსოვრები შენც დაივიწყებ მალე შენი ამბავი რომ ვიცი და რას ხედავ ამ ყველაფერში პრობლემას ვერ ვხვდები-მხრები აიჩეჩა ელამ -არა,ელა,არ გესმის,აქამდე არასდროს ვყოფილვარ ასე,აქამდე არასდროს შელახულა ჩემი პრინციპები,ჩემი ღირსება-კვლავ განაგრძობდა იქეთ-აქეთ სიარულს,ელამ ვერ მოითმინა და ბალიში გაუქანა აზრზე მოსაყვანად -დაწყნარდი,მარია,პანიკებში ნუ ვარდები,ღმერტო ჩემო,რა დაგემართა ვერ ვხვდები,ღირსება რა შუაშია რადგან ბოდიში მოიხადე მაგიტომ დამცირდი? რაზე ბრაზობ იცი? ყურადღებას რომ საერთოდ არ გაქცევს იმაზე!-გასაჯავრებლად მიუგო გოგონამ და ამაზე სულ წამოენთო მარია -ჰა?-თვალები გადმოატრიალა გოგონამ- ელა,არ მიცნობდე მაინც,ხომ იცი რომ არავის ვიკარებ მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე ცოტა ადამიანს მოვწონვარ,ხომ იცი რომ არასდროს მაწუხებდა მსგავსი გამოხტომები არა?!-გაბრაზებულმა მიაყარა დაქალს -დიახ,აქამდე რომ არ გქონია მსგავსი შემთხვევა ზუსტად მაგიტომ არ ყოფილხარ ასე! -ნუ ლაპარაკობ ისე,თითქოს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე გოგო ვიყო,ელა,შენც კარგად იცი რომ მსგავსი რამ არ მაინტერესებს,ჩემი ადგილიც ვიცი და ისიც ვიცი რა წრეში უნდა ვიტრიალო.-დამაჯერებლად წარმოსთქვა გოგონამ და აბაზანისკენ გაემართა,დიდ ხანს ფიქრობდა ელას სიტყვებზე,მაგრამ რეალურად ვერ პოულობდა რაიმე ისეთს მასში რომ სიმართლე გაკვრით მაინც ყოფილიყო,ბოლოს უკუაგდო ეს არაფრის მომცემი ფიქრები და ბანაობა განაგრძო,დღეს საღამოსაც მუშაობდნენ,ბოლოს თავი მოიწესრიგა და ელას მიუბრუნდა -კარგი,მზად ხარ? ჩავიდეთ -კი,ჩავედით,იმედია დღეს ძალიან არ გადაგვტვირთავენ და ეს დასაწვავი წვეულებაც მალე დასრულდება და როგორც სხვები დილის ექვსამდე არ გასტანს-თვალები გადაატრიალა გოგონამ -კიდევ კარგი ერთად რომ ვართ,თორემ ჭკუიდან გადავიდოდი -ნუ,ახლა ჩემთან ყოფნაზე ყველა ოცნებობს-გაიღიმა გოგონამ და ყელი მოღერა,მარიასაც გაეღიმა და უხმოდ დაუყვნენ კიბეებს,სინები მოიმარჯვეს და სასმლებსა და სასუსნავებს დაატარებდნენ მთელი ღამის განმავლობაში,დიდი არაფერი მომხდარა მანამ სანამ ერთმა შავგრემანმა გოგომ გრაციოზულად არ შემოაბიჯა ათასი სტუმრით გადაჭედილ ფოიეში და სკანდალი არ მოაწყო,მარია იდგა მათ უკან და როგორც სხვები შოკირებული უყურებდა მათ ჩხუბს,რომელიც მალე თუ ვინმე არ გააშველებდა ხელჩართულ ბრზოლაში გადაიზრდებოდა -ხომ გითხარი რომ მსგავსი სკანდალები არ მოგეწყო?-ყვიროდა გოგონა -დამშვიდდი,აშკარად ცუდი გზა აარჩიე საჩხუბრად!-ძარღვებ დაბერილი მამაკაცი ცდილობდა თავის შეკავებას -კმარა,ლუკა,უკვე ყველა ზღვარ სცდები! -მერე რას მოხვედი აქ თუ ყველა ზღვარ ვცდებოდი? -მამაშენმა მთხოვა-სიამაყიდ განაცხადა გოგონამ და ლუკა ჭკუიდან მთლად გადავიდა -ჩემს ოჯახს ნუ ჩარევ და მშვიდობიან გაეცალე აქაურობას,შენთვისვე აჯობებს! -დედაშენს გავხარ,სხვების გრძნობებით მანიპულირებ,ასეთი ნაგავი როგორ გაგზარდეს ვერ ვხვდები!-იღღიალა გოგონამ და ეს უკვე საკმარისი აღმოჩნდა მამაკაცის მწყობრიდან გამოსაყვანად,რომლისთვის არ აღმოჩნდებოდა პიკი,რომელი ერთი მოითმენდა დედის ასეთ შეურაცხყოფას,ხელში ფრუჟერი ეჭირა მამაკაცს,რომელის შავი ღვინით ერთი მეოთხედი შავი ღვინით იყო სავსე,გამწარებულმა ფრუჟერი მის წინ,მოშორებით მდგარ გოგონას გაუქანა,ლანამ თავი სწრაფად დაწია,ფრუჟერი იქვე ახლლოს მდგარ მაგიდას შეეფშვნა,ნამსხვრევები კი მარიას მოხვდა თვალსა და სახეში და მოულოდნელი ტკივილისაგან სინი ხელიდან გაუვარდა და მუხლებზე ჩაიკეცა,ყვირილი არც უცდია,უბრალოდ ცდილობდა ამწვარი თვალი როგორმე მოეშუშებინა,მაგრამ არ გამოსდიოდა საშინლად წვავდა,ბოლოს ერთი ამოიკივლა და გონება დაკარგა,ლუკამ როგორცკი შენიშნა გოგონას სახეზე სისხლი მისკენ გადადგა ნაბიჯი,მაგრამ ლანა მკლავში წვდა და შეაჩერა -ჩვენ საუბარი არ დაგვისრულებია,არ ხარ ვალდებული ვიღაც მიმტანს ყურადღება მიაქციო-ამაზე სულ გადაირია ლუკა და მუჯლუნგი ჰკრა გოგონას,მერე მარიას მივარდა და ხელში აიყვანა,სწრაფი ნაბიჯებით წავიდა თავისი მანქანისკენ და არნახული სისწრაფით გააქროლა საავადმყოფოსკენ,მოუსვენრად დადიოდა იქეთ-აქეთ ელა და არ იცოდა რა ექნა,ბოლოს მენეჯერს მიადგა და ეხვეწებოდა გაეშვათ -გეხვეწები,დათო,გამიშვი რა,ჩემი ნათესავია -არა,ელა,აქ უნდა დარჩე უნდა მოგვეხმარო მას ლუკა მიხედავს -დათო,გამიშვი თორემ ინანებ!-მუქარაზე გადავიდა გოგონა -რამე პრობლემაა დათო? მე წავიყვან ქალბატონს,შენ კი სხვა ვინმეს დაავალებ ამ ყველაფერს!-მკაცრად ჩაილაპარაკა ბექამ,ლუკას ბიძაშვილმა და გოგონას ხელი გაუწოდა,ელამაც დაუფიქრებლად შეაგება თავისი მარცხენა და მამაკაცთან ერთა აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა მანქანისკენ... 888 გულწასული მარია,მანქანაში რამდენიმე წამით გონს მოვიდა,როდესაც მამაკაცმა ეს შეამჩნია მისი ხელი მოიქცია თავისაში და ეცადა გოგონა გაემხნევებინა -ცოტაც გაუძელი,საავადმყოფოში მიმყავხარ..-რაც შეეძლო თბილი ხმით ჩაილაპარაკა და საკუთარი თავისაც გაუკვირდა,საიდან მოვიდა ამდენი სითბო მის ხმაში -თვალები,თვალები მწვავს.-ტკივილისგან გაბზარული ხმით ამოიჩურჩულა გოგონამ და თვალები ერთმანეთს დააჭირა -არა,არ დახუჭო,დამანახე შენი თვალები,შენი ლამაზი თვალები,სილაღით სავსე..-თვითონაც არ იცოდა ლუკამ რატომ უთხრა ეს სიტყვები,მას არც განუზრახავს ამ ყველაფრის თქმა უბრალოდ თავისით წამოვიდნენ გულიდან,მაგრამ გაეღიმა,როდესაც გოგონას სახეზე ღიმილის კვალი დაინახა,კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა ხელზე და საერთოდ არ აპირებდა გაშვებას,როდესაც შუქნიშანზე გაჩერდნენ გოგონას თავი კალთაში მოიქცია და ცალი ხელით თვალის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუწყო ფერება -ცოტაც და მივალთ,გპირდები არაფერი დაგიშავდება...-კვლავ აგრძელებდა მამაკაცი საუბარს მანამ,სანამ საავადმყოფოს წინ არ გააჩერა მანქანა,მერე ხელში აიტაცა გოგონა და ღრიალით შევარდა საავადმყოფოში... -როგორ არის ექიმო?-ბოლთას სცემდა ელა -საშიში არაფერია,უბრალო ჭრილობებია -თვალები,თვალები როგორ აქვს?-ნერვულად იკითხა მამაკაცმა -კარგად არის,ბატონო,დამშვიდდით,ალკოჰოლი მოხვდა თვალში და მაგიტომაც აეწვა,სანერვიულო არაფერია,ახლა პალატაშია სძინავს,ხვალ შეგეძლებათ მისი წაყვანა -ექიმო თუ კარგად არის რატომ ხვალ და არა დღეს?-ეჭვით იკითხა ელამ -ახლა ძინავს და თუ გინდათ გააღვიძეთ ეგ თქვენი საქმეა,მე უბრალოდ გირჩიეთ ცოდვა იქნება რომ გააღვიძოთ-აუხსნა ვითარება ექიმმა და წასვლას აპირებდა,როდესაც კვლავ ელამ შეაჩერა -ექიმო სად უნდა გადავიხადო? -უკვე ყველაფერი გადახდილია-მიუგო ექიმმა და ისევ დააპირა წასვლა როდესაც ელამ კვლავ გააჩერა -ვინ გადაიხადა?-თქმას აპირებდა ექიმი,როდესაც ლუკამ თავი დაუხარა და ელას მიუბრუნდა -მე გადავიხადე,ელა. -თქვენ? კი მაგრამ თქვენ რატომ ბატონო ლუკა,არ ხართ ვალდებული-უხერხულობისგან რა ექნა არ იცოდა ელას -დამშვიდდი,ელა,იგი ვალდებული იყო,რაც მოხდა გოგონას თავს მისი ბრალია,არ უნდა ესროლა ჭიქა -მესმის მისი,უბრალოდ რთულია დედის შეურაცხყოფა უთქმელად აიტანო!-დაიცვა ლუკა და უხერხულად გაიღიმა-მადლობა,ბატონო ლუკა. -ბატონო არა,უბრალოდ ლუკა დამიძახე-გაუღიმა ელას და პალატისკენ დაიძრა-მე ვნახავ და მოვალ-ელამ თავი დაუკრა და ბექას მიუბრუნდა,რაღაცაზე საუბრობდნენ,მამაკაცი ფეხაკრეფით მიუახლოვდა პალატას და ჩუმად შეაღო კარები და იქვე მდგარ სავარძელში ჩამოჯდა,დააკვირდა გოგონას ნაკვთებს და გაეღიმა,ლანაზე გაბრაზდა,როგორ გამოიყვანა მდგომარეობიდან რომ ამ დონემდე დაეცა,ფრთხილად გადაუწია თმები და მისი ხელი მოიქცია კვლავ თავისაში,უბრალოდ მოსწონდა ეს შეგრძნება,რომელსაც ამ გოგოს თბილი და დამუხტული თითები უკეთებდნენ,ცოტა ხანში წამოდგა და გოგონას თითებისგან თავის განთავისუფლება სცადა,მაგრამ იმდენად ძლიერად ებღაუჭებოდნენ მისი თითები რომ ძალის გამოყენების გარეშე თავის განშავისუფლება ვერ შეძლო,ღიმილით გამოვიდა პალატიდან და იქვე ჩამომჯდარ წყვილს მიუახლოვდა -ელა,ჩვენ წავალთ რამე თუ დაგჭირდათ შეგვატყობინე მე ან ბექას -არა,არაფერი გვჭირდება,ძალიან დიდი მადლობა ლუკა-გაუღიმა გოგონამ და დაემშვიდობა მათ... 888 -მარია,როგორ ხარ?-გაუღიმა გოგონას,როგორცკი მარია გონს მოვიდა -კარგად,აქ ვიყავი მთელი ღამე? -ხო აქ იყავი,ლუკამ მოგიყვანა -ლუკამ? აჰ ჰო,ლუკას მოვყავდი მანქანით-ხელებზე დაიხედა გოგონამ და წუხანდელი ღამის გახსენებისას გააჟრჟოლა -ვიღაც გაწითლდა მის ხსენებაზე-წარბები აათამაშა ელამ -რა სისულელეს საუბრობ,ელა,ახლა მაინც დამასვენე-გაიბუტა გოგონა -კარგი ხო -როდის გამწერენ? -როგორც კი მოწესრიგდები შეგიძლია ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწიო -მოვფრინავ!-გაიღიმა გოგონამ და საწოლიდან წამოფრინდა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,სწრაფად მოწესრიგდა და საავადმყოფო დატოვეს,ნომერში როდესაც შევიდნენ საწოლის გვერდით,თაროზე თაიგული დახვდა მარიას,რომელიც თავისი საყვარელი ყვავილების კომბინაციით იყო შექმნილი,გვირილები,ორქიდეები და ქრიზანთემები ისეთ საოცარ კომბინაციას და სინთეზს ქმნიდა რომ მათი ყურებით არასდროს დაიღლებოდით,იქვე კონვერტი იდო: "მაპატიე გუშინდელისთვის,შენ არაფერ შუაში იყავი,დღეს შეგიძლია დაისვენო ერთი დღე. ლუკა." გოგონას ყურებამდე გაეღიმა და ვერც კი იგრძნო როგორ გამოაცალა ელამ კონვერტი -არა,რომ გითხრა გეწყინება,ვიღაცას როგორც იქნა მოეწონა მამაკაცი -რა სისულელეა?!-მხრები აიჩეჩა გოგონამ და კონვერტი ხელიდან ააგლიჯა,მერე თავის ადგილას დააბრუნა,გუშინდელი ტანისამოსი გამოიცვალა და ელას მუჯლუნგი კრა წასასვლელად -რას აკეთებ?-გაიკვირვა გოგონამ -გგონია რომ მართლა ვაპირებ დასვენებას და შემდეგ იმას ვაძახებინებ რომ დამასვენა?! არაფერიც!-წელში გასწორდა გოგონა და კარებისკენ წავიდა -მოურჯულბელი ხარ რა!-თავი გააქნია გოგონამ... მთელი დღე შეუსვენრად მუშაობდნენ გოგონები,ამჯერად მოახერხა ელამ და მარიასთან გადმოვიდა,მთელი სამუშაო დრო მოუსვენრად ცქმუტავდა და ცდილობდა მამაკაცი დაენახა,უნდოდა ენახა ლუკას რომ არ ემორჩილებოდა ეს გოგო,მაგრამ ლუკა მთელი დღე არსად ჩანდა,ბოლოს იმედი ჰქნდა გადაწურული,როდესაც უკნიდან ლუკას ბოხი ხმა გაიგონა -მე ხომ გითხარი?!-მოულოდნელობისგან შეკრთა და სინი ხელიდან გაუვარდა,მაგრამ ლუკამ დაიჭირა,დახლზე დადო და გოგონა მისკენ შეიბრუნა.... ----- ბოდიშიი ბავშვებო,ვიცი რომ პატარა თავია,ძლიბს მოვახერხე ამის ატვირთვაც,თან ვსწავლობ თან ვწერ,მადლობა რომ კითხულობთ,შემეძლო ხვალ დამედო საღამოს,მაგრამ ხომ იცით დაგვიანება არ მიყვარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.