შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტუმრად გამცემლიძეებთან (სრულად)


16-02-2016, 20:16
ავტორი sopiko
ნანახია 6 033

''სტუმრად გამცემლიძეებთან''
მეშვიდე სართულზე, მარჯვენა მხარეს ერთი ოჯახი ცხოვრობს. მეზობლებს რომ ჰკითხოთ, რამდენი ხანია, რაც აქ დაიდეს ბინაო, პასუხს ვერავინ გაგცემთ. გამცემლიძეები ხომ ამ კორპუსის აშენებისთანავე დასახლდნენ ნუცუბიძის პლატოზე. მათ გარშემო ნელ–ნელა ჩნდებოდნენ ახალი ადამიანები. ჯერ ნინელი დეიდა გადმოვიდა კარის მეზობლად, მერე დაბლა მრავალშვილიანმა ოჯახმა შეიძინა სახლი და ბავშვების ჟრიამული მაღლა ისე ამოდიოდა, თითქოს გამცემლიძეებისთვის იატაკი და ქვემოთ მყოფებისთვის ჭერი საერთოდ არ არსებობდა.
ფანჯარაში შეხედვა რომ შეუძლებელია სპეციალური საშუალებების გარეშე, ალბათ უკვე მიხვდით. ვერც კარის ჭუჭრუტანაში შეჭყიტებით დავინახავთ რამეს. სჯობს უხილავ არსებებად ვიქცეთ და ისე შევიტყოთ, თუ რა ხდება ამ დიდ და ერთიან ოჯახში.
აგერ სარწეველა სავარძელში მამასახლისი, კაკი გამცემლიძე მოკალათებულა. ეს სავარძელი მისი პაპის პაპის დროინდელია, თუმცა ყველას გვსმენია ძველი დროის ხარისხის შესახებ. გამცემლიძეებს კი ფული და ქონება არასდროს აკლდათ და ყველაფერი ძვირფასი და განსხვავებული ჰქონდათ.
კაკის მამა პროფესორი იყო. მის სახლში მუდამ კრიალი გაჰქონდა ყველაფერს. ფარდებს კვირაში ორჯერ რეცხავდა ლალი. შვილივით ჰყავდათ ობოლი გოგო გამოზრდილი კაკისა და მის მეუღლეს, თამარს. გაუბედურებული ბავშვი ქუჩიდან მოიყვანა ოჯახის უფროსმა. თამარი მაშინ ახალგამომცხვარი პატარძალი იყო.. სასწრაფოდ დატრიალდა და გაყინულ პატარას ცხელი რძე და ფუმფულა ფუნთუშა მიართვა.
ასე გაჩნდა მათ ოჯახში ახალი წევრი!
მერე კი გამრავლდნენ და გამრავლდნენ...
რამდენიმე წლის წინ ლალი გათხოვდა და მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა. ყოველ საღამოს ურეკავს დედობილ–მამობილს და გაბადრული უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი უყვება.
მოდით, ისევ დავუბრუნდეთ ამჟამინდელ მდგომარეობას!
თამარს სამზარეულოში ფუსფუსი დილის რვა საათიდან დაუწყია. გაზზე დადებულ ტაფაზე გუშინ გამომცხვარ ხაჭაპურებს აცხელებს, ცალი ხელი კი ისევ ცომში აქვს. უცებ სახეზე დაბნეულობა ეხატება. ჯერ კარადას აღებს, შემდეგ მაცივარში ყოფს თავს. უკმაყოფილოდ ჭმუხნის შუბლს და ქმარს დაბალი ხმით გასძახის.
–კაკი! კაკი, არ გესმის?–ნელ–ნელა უფრო უკლებს ტონს. როგორი საქმეა?! მის შვილიშვილს გვერდითა ოთახში სძინავს. ენაცვალოს ბებო! ძილი რომ ვერ დაისრულოს, მერე მთელი დღე ცუდ ხასიათზე იქნება.
–რა იყო?–თავს წევს გაზეთიდან კაკი.
–მაცივარში შესქელებული რძე მედო, შენ ხომ არ შეგიჭამია?–ეშმაკური ღიმილი ნაოჭებს ჩრდილავს. აჰაა, ჰგონია, რომ მეუღლე გამოიჭირა? ნურას უკაცრავად! კაკის მოთმინების უნარი დიდი ხანია გამომუშავებული აქვს! არც ''სგუშონზე'' გიჟდება დიდად! ეს ამბავი სულ სხვა ვიღაცას უნდა მიეწეროს. ვის და....
–მე რას მეკითხები? ვითომ არ იცოდე, ვინ გვყავს სახლში ''სგუშონიჭამია''!–როხროხით ამბობს კაკი და ცოლის დაბრიალებულ თვალებს დამნაშავესავით უმზერს.
–დედაა, სახლის ტელეფონზე ხომ არავის დაურეკია?–მისაღებიდან ჯერ ვიღაცის ქერა, აბურდული თმა მოჩანს, მერე კი საშუალო სიმაღლის გოგონა მთელი სხეულით ლოჯიაში შემოდის.
–ახსენე და მოვიდა!–სიცილს ვერ იკავებს თამარი, თუმცა შვილიშვილი ახსენდება და პირზე ხელს დამორცხვებული იფარებს.
–რა ახსენეთ? რა მოვიდა?–ჯერ კიდევ ძილიდან ვერ გამოსულა გამცემლიძეების ერთადერთი ქალიშვილი, ქალბატონი მანანია. ამჯერად კი მანანია ვუწოდე, რადგან მამამ ასე შეარქვა, მაგრამ თავდაუზოგავ და უსაყვარლეს დიასახლისს რატომ უნდა ვაწყენინოთ? ის ხომ სულ მანჩოს ეძახის უმცროს შვილს.
–სამწუხაროდ შენს პრინცს არც სახლის ტელეფონზე არ დაურეკავს! მობილურზე ჩვენი პასუხი ნამდვილად არ გჭირდება. მთელი ღამე მაგას ჩასჩერებოდი და თვალის უპეებიც ამიტომ გაქვს ამოღამებული.–ლოყაზე ეფერება თამარი შვილს, მკლავს ხვევს და ნაზად იხუტებს.
–მოდი, მამიკოს გოგო!–პატარა ბავშვივით ეჭვიანობს კაკი და თავისკენ იხმობს მანანიას/მანჩოს.–შენი პრინცი აუცილებლად დარეკავს დღეს თუ არა, ხვალ მაინც!
მანანიას მამის მხარდაჭერა ახარებს. ხტუნვა–ხტუნვით მიდის სავარძელთან და მის ნაპირას ისეთი ძალით ხტება, ათასი ლხინისა და ჭირის გადამტან ავეჯს ლამის ბოლოს უღებს.
–ფრთხილად, გოგო! ისევ ისეთი მსუბუქი და კაფანდარა კი აღარ ხარ!–ღიმილით უყვავებს ქალი და თავის საქმეს აგრძელებს.
–დეიდაა!–პატარა გოგონას შეძახილი არღვევს სიჩუმეს და ბაჯბაჯით მომავალი ქეთათოც მანჩოს ეკიდება კისერზე.–უი, პაპიკოც აქ ყოფილა!–ახლა პაპის კალთაში ინაცვლებს ის.
–ბაბულიკა რატომ ვერ შეამჩნიე?–ვითომ წყენით წინსაფარს სახეზე იფარებს თამარი.
–ბაბული... კა! ბაბული... ლი... კაც დავინახე!–უჭირს ამ სიტყვის თქმა ენერგიულ პატარას.–დამალობანას მეთაშაშები, ბებო?
მისკენ სირბილით ექანება და წინსაფარს დაბლა აწევინებს.
–გიპოვეე! გიპოვეე!–მისი მხიარული ყიჟინი სამივეს ღიმილს გვრის. კაკი ფეხზე დგება და შვილიშვილს საჭყიპინო სათამაშოთი რაღაც სპექტაკლს უმართავს.
მანჩო საძინებელში ტანისამოსის გამოსაცვლელად შედის და კიდევ ერთხელ ამოწმებს მობილურს. არც ერთი ზარი გუშინდელი დღის შემდეგ! არც ერთი შეტყობინება! არადა გუშინ უთხრა ქუჯიმ, მიყვარხარო... ესეც გამოუტყდა. ნუთუ ეთამაშებოდა? იქნებ ნიძლავიც ჰქონდა დადებული, ამ გოგოს თავს შევაყვარებო... თავისი მიიღო და აორთქლდა? არა, მაშინ თავის დაქალ–ძმაკაცებს არ გააცნობდა მანანიას.
და ცუდზე რატომ ფიქრობს?
ათასი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ახლა ამ ათასი აზრის მართებულობაზე კვლავ ფიქრი არ ღირს!
ლოჯია და სამზარეულო ქეთათოს აუკლია! კაკი უკვე კომპანიაში წასასვლელად ემზადება. ოფიციალურ სამოსში გამოწყობილი სარკის წინ დგას და ჰალსტუხს ისწორებს. თამარი ლოყაზე კოცნის და მამაკაციც სახლს გულში ჰარმონიადასადგურებული ტოვებს.
თამარი თავს იმით იმშვიდებს, რომ ქმარმა ცოტაოდენი საჭმელი მაინც შეჭამა, თუმცა ოჯახის ტრადიცია რომ ირღვევა, ეს არ მოსწონს! ხო, აბა ვის გაუგონია ცალ–ცალკე საუზმობა?! კიდევ კარგი ერთობლივად ვახშმობენ მაინც. პატარა ქეთათოზე აღარაფერს ამბობს. მისთვის განრიგის ჩამოყალიბება ძალიან ადრეა. დიდის ამბით ითხოვს კარაქიან პურს და გაბუშტულ ლოყებს მთლად ითხუპნის.
–რა ლამაზი ხარ, შემოგევლე შენ!–მთელ სახეს უკოცნის თამარი და სამზარეულოში შემოსულ მანჩოს ტაფის მიხედვას სთხოვს.
–ო, ქეთათო!–მოულოდნელად ქეთათოს გვერდით პელაგია ჩნდება, იგივე პელო, თამარისა და კახის რძალი.–დედა, საქმეში ხელს გიშლით, არა? ასე ღრმად როგორ ჩამეძინა...
შეწუხებული ხელებს ასავსავებს წაბლისფერთმიანი, ხალათშემოსხმული ქალი. მანჩოს ღიმილით ესალმება და შვილს ხელებს უწმენდავს.
–რას ამბობ, შვილო? გუშინ არ დაგაძინა ამან. მიხაროდა, სძინავს_მეთქი და...–ალერსიანად უღიმის პელაგიას თამარი და თავზე ხელს უსმევს.–მე რა საქმე მაქვს ისეთი... შენ ხარ გადაღლილი, თორემ... ახალბედა დედა ასეთი გადამკვდარი იყოს შვილზე, პირველად ვხედავ...
ამ სიტყვებით მაგიდაზე დიდ ტაფას დებს და ცხელ–ცხელი ხაჭაპურის სურნელი ყველას ცხვირში სასიამოვნოდ უღუტუნებს.
–მამა წავიდა უკვე?–შექებას ყურადღებას არ აქცევს პელო და ქეთათოს საგანგებოდ ნაყიდ სკამში სვამს. გაიზარდა უკვე გოგონა, მაგრამ ვერ ეგუება! ისევ ისე ექცევა და უვლის, როგორც თვეების ბავშვს შეეფერება.
–დაგირეკა?–მხარს შეუმჩნევლად კრავს პელო მანჩოს და თვალები უციმციმდება.
–არა...–ცოტაც და ტირილის ნოტები ხმაში გაერევა მანჩოს. პელო ხელზე ხელს უთათუნებს და ამით მულს ასე თუ ისე აწყნარებს.
–ჰმ... რა სუნებია?–სასიამოვნო ბარიტონი ისმის შემოსასვლელიდან და ოთახში უტა შემოდის, ნაცრისფერი, სპორტული შარვლით და ამავე ფერის ჟაკეტით.
იმას ბევრი მსჯელობა არ სჭირდება, რომ უტა გამცემლიძეების პირველი შვილი და სიამაყეა! სწორედ მისი ანგელოზები არიან პელაგია და ქეთათო.
უტა ჯერ დედას ეამბორება შუბლზე, მერე მანჩოს უჩეჩავს თმას და ბოლოს ცოლ–შვილის გვერდით მსუბუქად ეშვება. ქეთათოს ლოყებს უწელავს და ხელი ხაჭაპურისკენ მიაქვს.
–უტა!–ტუქსავს პელო, ხელს უკან აღებინებს და ყელში ხმაურით კოცნის.
–მოთაფვლა გეხერხება!–უკმაყოფილოდ ბურტყუნებს მამაკაცი და აშკარად სხვა სამყაროში მყოფ დაიკოს ისე ანჯღრევს, ძვლებს ტკაცანი გაუდის.
–ნელა! მეტკინა!–ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება მანჩოს, ძმას თვალს უკრავს და ორივე ერთად იტაცებს ხაჭაპურს.
–დამამარცხეთ ხომ? მე და ქეთათო თქვენზე მეტს შევჭამთ!–იქადნის პელო კისკისით და თამარიც უერთდება მათ.
დღე ხალისიანად მიდის... ერთი მანჩოა სევდიანი. ვერაფრით გაამხიარულეს პელომ და უტამ. რამდენიმე წამით დარდი ავიწყდება, მერე კი ისევ თავს ქინდრავს.
მზე ჩასვლას იწყებს. პელაგიას ქეთათო საძინებელში შეჰყავს, რათა დააძინოს. პატარა ისე ადვილად იძინებს, ცოლ–ქმარი გაოცებულია. თამარი ისევ მის ლოცვაშია. გავა, გამოვა და ქეთათოს ოთახისკენ გარბის. კარებს ყურს ადებს და გონებაში ცდილობს წარმოიდგინოს, თუ როგორ სძინავს მის სიცოცხლეს და გახარებას.
მოსაღამოვდა. თამარი და პელო ვახშმისთვის იწყებენ მზადებას. უტა ხან დასცინის, ხანაც საჩუქრებს პირდება მანჩოს, მაგრამ ცხოვრებაში პირველად დასთან მიმართებაში მიზანს ვერ აღწევს.
მოულოდნელად სახლის ტელეფონი იწყებს რეკვას... მანჩო მასთან მირბენას ვერ ასწრებს, რომ მობულური ბჟუის... წუთიც არ გადის, რომ კარზე ზარია!
მანჩო კარებს აღებს და... ზღურბლზე უხერხულად მდგარ ქუჯის აწყდება!
–ქუჯი... შენ...–ლუღლუღებს გაურკვევლად.
ოჯახის დანარჩენი წევრები კი მალულად უთვალთვალებენ არეულ წყვილს.
–ცოლად გამომყვები, მანჩო?–მთელ სულს ატანს ამ ერთ, მაგრამ გადამწყვეტ კითხვას მამაკაცი.
მანჩოს ბედნიერება საზღვრებს სცილდება! თითქოს ფეხებით აღარაფერს ეხება და ჰაერში დაფრინავს... ის ქუჯიზე ფიქრობს... ქუჯი მასზე... თვითონაც ვერ ხვდება, როგორ იბრუნებს ლაპარაკის უნარს... მის ტუჩებს მხოლოდ ორი სიტყვა წყდება...
–თანახმა ვარ!
სიტყვები ფასს კარგავს, ქუჯი რომ ხელში იტაცებს უკვე თავის საკუთრებას და ჰაერში ატრიალებს! გამცემლიძეები ბედნიერები არიან! ძალიან ბედნიერები! ამ ვითომ ჩვეულებრივმა დღემ ყველაფერს არაჩვეულებრივობა შემატა!
და მგონი ჩემი აორთქლების დროა...
ჩემი ფეხი სასიკეთო აღმოჩნდა ამ თბილი და ნაზუქივით ტკბილი ოჯახისათვის!
ეს უხილავი სტუმრობა კი არც პირველია და არც უკანასკნელი! აი, მაგალითად, შემდეგნი დოლიძეები არიან!
აბა, დროებით!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
და ჩემო ძვირფასებო, მე ამ პატარა ისტორიით დაგიბრუნდით!
იმედია მოგეწონათ, ისიამოვნეთ და შეფასებებსაც არ დაიშურებთ!
თუ კრიტიკაა, კრიტიკაც იყოს...
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს.უღრმესი მადლობა წინა ისტორიის წერისას მხარში დგომისთვის!
პ.ს.(2). წარმოგიდგენთ პერსონაჟებს!



№1  offline მოდერი Eleniko13

იიჰ.. ^__^
წინა ისტორია წავიკითხე, ტკბილო <33
უბრალოდ, კომენტარი ვერ დავტოვე, რადგან ტელეფონით ვიყავი.
ვგიჟდები შენზე, ხომ იცი არა?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2 სტუმარი გიჟი

ეს რა წავიკითხე ახლა მე? winked
როგორი თბილი ისტორია იყო.. feel
ყოჩაღ, ჩემო სოფიკო.. request
გელი ახალი ისტორიით.. feel

 


№3  offline წევრი teddy))

Dzalian kargi iyo da originaluri, magaram cota ragacebs ver mivxvdi :* ai magalitad lili vin iyo? Mgoni me ver mivxvdi da shen kargad gaqvs daweerili :* xval velodebi ivi ras? Shenc ici ras! Dolidzebsaac velodebii :*

 


№4 სტუმარი taso

Quji ara parnavazi :D es saxeli rato airchie?

 


№5 სტუმარი Black

Chemi sopiko,umagres da utkbesi xar shen miyvarxar sheni istoriebiturt!<3da gelodebi rogorc yoveltvis,sauketesota shoris sauketeso xar!

taso
Quji ara parnavazi :D es saxeli rato airchie?

ho eg mec unda mekitxa mara shemezara..cudi araa ubralod arc gamigia saxeli

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargii iyooo ❤️

 


№7  offline მოდერი sopiko

Eleniko13
იიჰ.. ^__^
წინა ისტორია წავიკითხე, ტკბილო <33
უბრალოდ, კომენტარი ვერ დავტოვე, რადგან ტელეფონით ვიყავი.
ვგიჟდები შენზე, ხომ იცი არა?

მეც ვგიჟდები შენზეც და შროშანებზეც! დიდი მადლობა request
გიჟი
ეს რა წავიკითხე ახლა მე? winked
როგორი თბილი ისტორია იყო.. feel
ყოჩაღ, ჩემო სოფიკო.. request
გელი ახალი ისტორიით.. feel

გმადლობ! გმადლობ! lol
teddy))
Dzalian kargi iyo da originaluri, magaram cota ragacebs ver mivxvdi :* ai magalitad lili vin iyo? Mgoni me ver mivxvdi da shen kargad gaqvs daweerili :* xval velodebi ivi ras? Shenc ici ras! Dolidzebsaac velodebii :*

გმადლობ, საყვარელო love ლილი იყო ობოლი გოგონა, რომელიც კაკიმ იპოვა.
taso
Quji ara parnavazi :D es saxeli rato airchie?

უბრალოდ! უცებ მომინდა, რომ გამომეყენებინა wink
Black
Chemi sopiko,umagres da utkbesi xar shen miyvarxar sheni istoriebiturt!<3da gelodebi rogorc yoveltvis,sauketesota shoris sauketeso xar!

taso
Quji ara parnavazi :D es saxeli rato airchie?

ho eg mec unda mekitxa mara shemezara..cudi araa ubralod arc gamigia saxeli

დიდი მადლობა, ბლექ! request ნუ, ახლა ისტორია თუ არ გიყვარს, არც გეცოდინება. ცუდი გაგებით არ ვამბობ, რაღა თქმა უნდა! პერსონაჟს მოუხდა თუ... არ ვიცი... უცებ მომინდა, რომ დამერქმია.
uchveulo
kargii iyooo ❤️

გმადლობ! request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent