შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე


16-02-2016, 23:09
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 1 831

საბუთებით ხელში თვალცრემლიანი ჩამოვჯექი საავადმყოფოს კიბეებზე... შევეცადე ღრმად ამომესუნთქა და ახალ რეალობას შევგუებოდი...
ყურებში ზარბაზანივით ჩამესმოდა ექიმის სიტყვები: ვწუხვარ, მაგრამ ლეიკემია აღმოგაჩნდათ. რა თქმა უნდა, მკურნალობას დავიწყებთ და ვეცდებით დაავადებას გავუმკლავდეთ. ექიმი ჩვეულ, ალბათ, დაზეპირებულ ტექსტს აგრძელებდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ახალი ამბისგან დაზაფრულს მხოლოდ ერთი კითხვა აღმომხდა: გადარჩენის შანსი პროცენტებში რამდენია? ექიმი თითქოს ჩემმა კითხვამ შეაკრთო და თავის არიდებას შეეცადა: იცით, ამგვარი დაყოფა არასწორია და ყველაფერი თქვენს ორგანიზმზეა... მაინც? მგონი, ჩემს სიცოცხლეზე ვსაუბრობთ და მაქვს უფლება ვიცოდე - უხეშად შევაწყვეტინე ექიმს საუბარი და მომლოდინე თვალებით დაძაბული მივაშტერდი: დაახლოებით 10 პროცენტი, მაგრამ უამრავი შემთხვევა არსებობს, როცა... - მადლობა სევდიანად გავუღიმე მთავარ ექიმს და ჩემი საბუთები წამოვკრიფე, ვიგრძენი, ცოტაც რომ გამეტარებინა საავადმყოფოში სული შემეხუთებოდა. აღარ შემეძლო დამამშვიდებელი სიტყვების მოსმენა, რომლის მიღმაც სულ სხვა სინამდვილე იმალებოდა და მხოლოდ სიბრალული გამოსჭვივოდა. როგორც იქნა გამოვაღწიე სულის შემხუთავი გარემოდან, ჩემი სიმტკიცეც წამებში დაიმსხვრა და იქვე კიბეებზე დავეშვი.... ჩემი ოცნებები, ჩვენი მომავალი ამ წუთას ყველაფერი წყალმა წაიღო, რა იქნება? - სიბრალული, დამშვიდება, წამების დათვლა, ტკივილი ... სულ ერთად? ბოლო ხმაზე მიყვირა ჩემმა ბიჭმა და მეც ბოლო ხმაზე ვიყვირე - ერთად ყოველთვის ყველგან!.. მიყვარხარ!... არა მე უფრო! - ერთმანეთს არ ვუთმობდით, ბოლოს ისევ კოცნით გამაჩუმა და მომიგო, რომ მას უფრო ... მე გავიბუსხე, ის კი გულამომჯდარი დამცინოდა... სასიამოვნო მოგონებებიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა, ნომერს “მე უფრო“ დაეწერა და მეც ცხოვრებაში პირველად მის ზარს ვერ, არ ვუპასუხე. არ შემეძლო, ამ წუთას ჩვეულებრივი ტონით საუბარი და ყველაფრის დამალვა. ტკივილით ჩავაბრუნე მობილური ჩანთაში, მაგრამ კვლავ განმეორდა ზარები და იძულებული გავხვდი ამეღო. სად ხარ? მთელი დღეა გირეკავ და შენ საერთოდ არ გაინტერესებს, რომ ვნერვიულობ შენზე. რა აღარ ვიფიქრე, რომ არ მპასუხობდი - ყურმილს მიღმა მისი განერვიულებული ხმა მომესმა, ვეცადე როგორმე დამელაგებინა ხმა და მხიარული ხმით ვუპასუხე: უნივერსიტეტიდან ახლა გამოვედი, ლექციაზე ხო იცი ხმას ვუწევ და მერე ჩართვა დამავიწყდა. შენ დაამთავრე ნახატი ? როდის მაჩვენებ? - ვეცადე სასაუბრო თემა შემეცვალა და მას ელაპარაკა. ხმაზე რა გჭირს? - უხ, მას ხომ ვერაფერს გამოაპარებ. მალევე მომაფიქრდა ტყუილი და დამაჯერებლად მივუგე: ვცივდები და... კარგი ავტობუსში ავდივარ და მერე შეგეხმიანები. მალევე დავემშვიდობე, იმ წუთას მარტო ყოფნა ყველაზე მეტად მჭირდებოდა...
სახლში მისულმა მაშინვე საწოლს მივაშურე... ვეცადე გონებიდან მომხდარი ამომეგდო და დამეძინა, მაგრამ ფიქრების ზვირთში ჩავიძირე. რა მეთქვა მისთვის? სიმართლე? მაგრამ ასე ხომ მასაც ისევე დავუნგრევ ცხოვრებას, როგორც ჩემი ჩამოიშალა წამების წინ... ასე ხომ საშინლად ვატკენ, არა, უნდა დავშორდე, თან ისე, რომ ჩემი თავი შევაზიზღო... გაბრაზებას უფრო ადვილად გადაიტანს, ვიდრე ამ რეალობას. იქნებ, არ ღირს? - ფიქრები ერთმანეთში მერეოდა და მეც უფრო და უფრო ვიბნეოდი...
დილით უკვე ვიცოდი როგორ მოვიქცეოდი. არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც ყველაზე სწორად არსებულ სიტუაციაში ეს გზა მესახებოდა.
დილით მზის სხივების ციმციმმა გამაღვიძა, სევდიანად გამეღიმა და საწოლიდან წამოვიზლაზნე. ტელეფონი შევამოწმე და ყურებამდე გამეღიმა, როდესაც დამიანეს „დილა მშვიდობისა“ დავინახე, ინსტიქტურად დავიწყე საპასუხო მესიჯის გაგზავნა, მაგრამ მალევე გამახსენდა გუშინდელი გადაწყვეტილება და ტელეფონს ხელი ცივად ვუშვი, შეცდომების დრო არ მქონდა და მალევე უნდა დამესვა წერტილი ჩემი და დამიანეს ურთიერთობისათვის. ვიცოდი, რომ საშინლად ვატკენდი,მაგრამ სიმართლის ცოდნაც არ მოგვრიდა შვებას, ამიტომ სწრაფად გავემზადე და გაბრიელს დავურეკე.
- გაბო, როგორ ხარ? შენთან საქმე მაქვს და თუ გცალია კაფეში შევხვდეთ, ოღონდ დამიანეს არაფერი უთხრა, კარგი? - ბოლოს მაინც ამიკანკალდა ხმა და დამერღვა წინასწარ დაყენებული ტონი.
- მშვიდობააა? - ყურმილიდან გაბოს აღელვებული ხმა მომესმა და მეც მაქსიმალურად შევეცადე თავის გაკონტროლებას.
- კი, მაგრამ აუცილებლად უნდა გნახო.


--------------------------------------------------------
ღირს გაგრძელება ? feel



№1 სტუმარი mariami

kii :* gaagrdzele da tavebi gazardera

 


№2  offline მოდერი sopiko

ჩემი მარიამი დაბრუნებულა! დასაწყისი გასაოცარი იყო ♥ ძალიან მომეწონა! საშინელებაა როცა შენს სიცოცხლეს სიკვდილის ალბათობა წონის... ველოდები შემდეგს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent